IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> თანამედროვე საქართველო
kato_Bato
პოსტი Aug 16 2008, 05:39 PM
პოსტი #21


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე სერიოზულად შემეშინდა, რომ თავისუფლებას დავკარგავდითsad.gif

და არასდროს არ მდომებია ასე ჩემი ქვეყანა მქონოდა, როგორც ამ კვირის განმავლობაში.....


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 16 2008, 07:58 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



მე არ შემშინებია სიმართლე რომ გითხრათ, რომ თავისუფლებას დავკარგავდით

ცოტა "შემოულაწუნე მამაო ოხროხინე" დაჭირდა ქართულ ერს რომ ცოტა ღმერთისკენაც გაგვეხედა
ამაზე უარესებიც გადაგვიტანია, ჯერ მარტო ტყვის ყიდვა-გაყიდვა რად ღირს

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 17 2008, 12:30 AM
პოსტი #23


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(Ligia @ Aug 16 2008, 07:58 PM) *

მე არ შემშინებია სიმართლე რომ გითხრათ, რომ თავისუფლებას დავკარგავდით

ცოტა "შემოულაწუნე მამაო ოხროხინე" დაჭირდა ქართულ ერს რომ ცოტა ღმერთისკენაც გაგვეხედა
ამაზე უარესებიც გადაგვიტანია, ჯერ მარტო ტყვის ყიდვა-გაყიდვა რად ღირს


რა თქმა უნდა... sad.gif
ჩვენ საკუთარიცოდვების გამო მოგვეზღო.
საჭროა ხოლმე გამოფხიზლება...


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 17 2008, 07:10 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(kmunebi @ Aug 17 2008, 01:30 AM) *

რა თქმა უნდა... sad.gif
ჩვენ საკუთარიცოდვების გამო მოგვეზღო.
საჭროა ხოლმე გამოფხიზლება...



ეგრეა ეგრე
როგორც მიტხრეს შიდა ქართლში ყოფილა ზუსტადაც იეღოველების ყველაზე ძლიერი ბუდე, საკმაოდ ბევრნი ყოფილან მანდ, ხოდა .....

ან კიდე ასეთ სიტუაციაში ჩვენი საკუთარი ერი რომ კიდევ საკუთარ ხალხს დაუწყებს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას რა გასაკვირია ასეთი ერისთვის სასჯელი, ხოდა არც მიკვირს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 17 2008, 07:14 PM
პოსტი #25


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(Ligia @ Aug 17 2008, 07:10 PM) *

ეგრეა ეგრე
როგორც მიტხრეს შიდა ქართლში ყოფილა ზუსტადაც იეღოველების ყველაზე ძლიერი ბუდე, საკმაოდ ბევრნი ყოფილან მანდ, ხოდა .....

ან კიდე ასეთ სიტუაციაში ჩვენი საკუთარი ერი რომ კიდევ საკუთარ ხალხს დაუწყებს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას რა გასაკვირია ასეთი ერისთვის სასჯელი, ხოდა არც მიკვირს


არა მარტო იეღოველებზეა აქ საუბარი.
თუნდაც ის რომ ხშირად ტაძრები ცარიელია, უფალს ვივიწყებთ და მხოლოდ გაჭირვების დროს გვახსენდება.
არაეკლესიური ცხოვრება, მრუშობა, პარვა, კაცის კვლა და ათასი უბედურება ჩვენს საზოგადოებაში. sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 18 2008, 03:15 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(kmunebi @ Aug 17 2008, 07:14 PM) *

არა მარტო იეღოველებზეა აქ საუბარი.
თუნდაც ის რომ ხშირად ტაძრები ცარიელია, უფალს ვივიწყებთ და მხოლოდ გაჭირვების დროს გვახსენდება.
არაეკლესიური ცხოვრება, მრუშობა, პარვა, კაცის კვლა და ათასი უბედურება ჩვენს საზოგადოებაში. sad.gif



აგრეა აგრე

ოღონდ სხვა ერებზე არ დამიწყოს ხალხმა ლაპარაკი, სხვებთან უარესი ხდება მარა მაინც კარგად ცხოვრობენო

იმათ გასაგონად ვიტყვი, ღმერთი იმას უფრო დასჯის ვის დასჯასაც აზრი აქვს, რაც საზღვარგარეთ კატასტოფები მოხდა, ვის გაახსენდა ჭეშმარიტი ღმერთი, საქართველოში კიდე ასე თუ ისე ხალხმა შეიხედა მაინც ეკლესიებში

აბა უმსხვერპლო ცხონება სად გაუგია

ხოდა იმასაც დავამატებ
ბორჯომის ნაკრძალში რომ გაქანებული ხანძარია, და ეს გათახსირებული რუსები ვერტმფრენებს არ უშვებენ ხანძრის ჩასაქრობად, აბა კაი წვიმა და თქეში წამოვიდეს, ვინღა იქნება მაგის გამჩერებელი, მანდაც ხო არ ვიტყვით პატარა ქვეყანა ვართ და რუსები რასაც გვიდნა იმას გვიზავენო smile.gif


ეეეე ნეტა მართლა წამოვიდეს კაი კოკისპირული წვიმა რა, თუმცა მაგასაც დამსახურება უნდა, და ვიმსახურებთ რო ? sad.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 18 2008, 05:38 PM
პოსტი #27


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



მოდის ქართველი ერი ნელ-ნელა გონზე... smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 18 2008, 05:40 PM
პოსტი #28


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



kmunebi
თუ როგორც ფსალმუნში წერია არ "ისწრაფეს და დაივიწყეს ღმერთი" ისევე....


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 18 2008, 05:48 PM
პოსტი #29


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(kato_Bato @ Aug 18 2008, 05:40 PM) *

kmunebi
თუ როგორც ფსალმუნში წერია არ "ისწრაფეს და დაივიწყეს ღმერთი" ისევე....


რა თქმა უნდა. უფალს ჩვენი დასჯა რომ უნდოდეს გორსა და ცხინვალს არ დაგვიბომბავდნენ...
მთლიანად საქართველოს ოკუპაციას მოახდენდნენ.
ასე რომ რაც მოგვდის ეს ყოველივე ჩვენი ბრალია და საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი.


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 19 2008, 11:10 AM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(kmunebi @ Aug 18 2008, 05:48 PM) *

რა თქმა უნდა. უფალს ჩვენი დასჯა რომ უნდოდეს გორსა და ცხინვალს არ დაგვიბომბავდნენ...
მთლიანად საქართველოს ოკუპაციას მოახდენდნენ.
ასე რომ რაც მოგვდის ეს ყოველივე ჩვენი ბრალია და საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი.



დასტურ kmunebi
მარა რო ვერ ხედავს ამას მაინც ხალხი sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Aug 19 2008, 12:57 PM
პოსტი #31


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ჩვემზე მოწეულმა ამ განსაცდელმა და ომმა ბევრს დაანახა, საკუთარი შეცოდებები.

მხოლოდ ძალიან მძიმე იყო სასყიდელი ამისა.მაგრამ როცა ისე ვერ ვხედავთ, მიუხედავად უფლის მრავალგზის გაფრთხილებისა, მაშინ ზომებიც ძალიან მკაცრია.

უფალო შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 19 2008, 01:15 PM
პოსტი #32


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ეს ყოველივე რა თქმა უნდა ზოგადად მთლიანად საზოგადოების, მრევლისა და ქართველების გონს მოსაყვანი პერიოდი იყო. sad.gif
ასევე თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს ყოველივეზე და კარგად გაანალიზოს. sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 19 2008, 03:16 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(kmunebi @ Aug 19 2008, 01:15 PM) *

ეს ყოველივე რა თქმა უნდა ზოგადად მთლიანად საზოგადოების, მრევლისა და ქართველების გონს მოსაყვანი პერიოდი იყო. sad.gif
ასევე თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს ყოველივეზე და კარგად გაანალიზოს. sad.gif


გადაგყვებიან ზედ, sad.gif

საკუთარი კეთილდღეობა სამწუხაროდ უფრო გვადარდებს ვიდრე ჩვენი ქვეყნის ბედი
მაგაზე უფრო მეტირება ვიდრე რუსები რომ მისხედან აქ, თუმცა რა ორივე უარესია ერთმანეთზე sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 19 2008, 03:19 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



საქართველოს ცხოვრება წარსულიდან შეგვიძლია შევისწავლოთ. ისტორია ხშირად განმეორებულა,აუცილებელია შეცდომები გავითვალისწინოთ დიდმაც და პატარამაც.ეს მხოლოდ ქვეყნის მმართველს არ ეხება(თუმცა მეტადრე მას ჭირდება დაკვირვება წარსულზე)აუცილებელია ქართველმა და საერთოდ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ,შეიმეცნოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა,რადგან ჯერ ერთი რომ იყო ქართველი არ არის იოლი და მეორეც თუ აქ ცხოვრობ უნდა გიყვარდეს და აფასებდე,უნდა უვლიდე და უფრთხილდებოდე! როცა საშიშროება გაჩნდება ჰორიზონტზე, მხოლოდ მაშინ ვიცით "შეფუცხუნება" არადა ცხოვრობდე აქ,ნიშნავს იმას რომ მუდამ "შეფუცხუნებული" უნდა იყო... თუნდაც გაერთიანება და ერთსულოვნება რა გახდა ჩვენი სამშობლოსთვის, როგორი ამაყი ვარ მაშინ როცა ქვეყნის გადასარჩენად ოდითგანვე და დღესაც ვიცით ქართველებმა ურთიერთსიყვარული და პატივისცემა და რაც მთავარია დიდიც და პატარაც ერთი დროშის ქვეშ დგება და ამაყად იძახის: " ვერ დაგვაჩოქებთ, ვერ მოგვერევით, ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო უკვდავია, ჩვენ ერთად ვართ!!!" ჰოდა მოდი და ნუ იტყვი წარსული რა შუაშიაო?! აი ასე იყო ადრეც და ასე იქნება მარადის! ამინ, უფლის წყალობა საქართველოს და უკვდავება!
თითქოს საქართველოს სახეაო ჩვენი ფორუმიც, ომამდე საშინლად დაძაბული სიტუაცია იყო ფორუმზე, ერთმანეთს ლამის "ვჭამდით" ახლა? განა ყველა არ გავხდით მოწმე? ერთად ვართ თუნდაც კარდინალურად განსხვავებული აზრის მქონენი... ჰოდა გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენი ფორუმის ერთიანობას!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Aug 19 2008, 08:02 PM
პოსტი #35


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(მართა @ Aug 19 2008, 03:19 PM) *

საქართველოს ცხოვრება წარსულიდან შეგვიძლია შევისწავლოთ. ისტორია ხშირად განმეორებულა,აუცილებელია შეცდომები გავითვალისწინოთ დიდმაც და პატარამაც.ეს მხოლოდ ქვეყნის მმართველს არ ეხება(თუმცა მეტადრე მას ჭირდება დაკვირვება წარსულზე)აუცილებელია ქართველმა და საერთოდ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ,შეიმეცნოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა,რადგან ჯერ ერთი რომ იყო ქართველი არ არის იოლი და მეორეც თუ აქ ცხოვრობ უნდა გიყვარდეს და აფასებდე,უნდა უვლიდე და უფრთხილდებოდე! როცა საშიშროება გაჩნდება ჰორიზონტზე, მხოლოდ მაშინ ვიცით "შეფუცხუნება" არადა ცხოვრობდე აქ,ნიშნავს იმას რომ მუდამ "შეფუცხუნებული" უნდა იყო... თუნდაც გაერთიანება და ერთსულოვნება რა გახდა ჩვენი სამშობლოსთვის, როგორი ამაყი ვარ მაშინ როცა ქვეყნის გადასარჩენად ოდითგანვე და დღესაც ვიცით ქართველებმა ურთიერთსიყვარული და პატივისცემა და რაც მთავარია დიდიც და პატარაც ერთი დროშის ქვეშ დგება და ამაყად იძახის: " ვერ დაგვაჩოქებთ, ვერ მოგვერევით, ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო უკვდავია, ჩვენ ერთად ვართ!!!" ჰოდა მოდი და ნუ იტყვი წარსული რა შუაშიაო?! აი ასე იყო ადრეც და ასე იქნება მარადის! ამინ, უფლის წყალობა საქართველოს და უკვდავება!
თითქოს საქართველოს სახეაო ჩვენი ფორუმიც, ომამდე საშინლად დაძაბული სიტუაცია იყო ფორუმზე, ერთმანეთს ლამის "ვჭამდით" ახლა? განა ყველა არ გავხდით მოწმე? ერთად ვართ თუნდაც კარდინალურად განსხვავებული აზრის მქონენი... ჰოდა გაუმარჯოს საქართველოს და ჩვენი ფორუმის ერთიანობას!


მართა გეთანხმები. smile.gif
ჩემს აზრსაც დავამატებ.
ომი არ უნდა იყოს გაერთიანების აუცილებელი საშუალება,როცა პრეტენზია გაქვს რაღაცაზე და ცდილობ მის მოპოვებას, მისი ღირსიც უნდა იყო ამავდროულად, ასე რომ ერთიანობა მუდამ უნდა იყოს ქართველებში.
უახლესმა ისტორიამ და წარსულმა, კერძოდ აფხაზეთისა და ოსეთის ომმა, 90-იან წლებში ბევრი რამ გვასწავლა, მაგრამ ვიყენებთ კი ჩვენ ამ გამოცდილებას?!
რწმენა გვაკლია და საკუთარი თავსი ფასი არ ვიცით და იმედს ხან ჩრდილოეთით, ხან კიდევ აღმოსავლეთით ვეზებთ. sad.gif
სიტყვებზე არ შენდება არაფერი, მისი საფუძველი და მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს საქმე, ამას მე იმ დოზით რაც საჭიროა ვერ ვხედავ... sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 22 2008, 02:47 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ფაქტია რომ ჩვენ ვართ იმ თანამედროვე საქართველოს შვილები, რომლის მრავალი "გარდაქმნითი" პროცესები საკუთარ თავზე ვიწვნიეთ,ეს კიდევ ერთი ფურცელია საქართველოს ისტორიის, ქვეყნისა რომელიც ნელ-ნელა იკრებს ძალებს და იმედია უფლის წყალობით მიაღწევს განვითარების მნიშვნელოვან დონეს! ეს ეხება როგოც სულიერ ასევე მატერიალურ სფეროს! ჩვენ ვართ შვილები იმ ისტორიული ხანისა, რომლის დროსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, გადააგდო რუსთა ბატონობა და ხელი შეუწყო კომუნიზმის ნგრევას, ჩვენ ვართ შვილები იმ თანამედროვე საქართველოსი როცა დავკარგეთ ჩვენი ყველაზე ძვირფასი და საყვარელი კუთხეები,ჩვენ ვართ შვილები და მოწმენი სამოქალაქო ომისა, ურთიერთმტრობისა და მრავალი აჯანყებისა,ჩვენ ვართ მოწმენი კიდევ მრავალი საამაყო თუ სამარცხვინო ფაქტისა, ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიული პიროვნების ილია|| -ის ხანაში, ჩვენ ვუყურეთ როგორ აიგო თანამედროვე საქართველოს სიამაყე სამების ტაძარი! ჩვენ ეხლა ვრთ მოწმენი ბრძოლისა ღირსების შესანარჩუნებლად რომ გვიწევს, ჩვენ ვართ მოწმენი ომისა რომელმაც უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი მიწა-წყალი და ქართველთა დანთხეული სისხლი არ იქნება უშედეგო და არაფრის მომტანი !!! ჰოდა გაუმარჯოს თანამედროვე საქართველოს ძნელ-ბედობის ჟამს,მალე გამარჯვება გვეზეიმოს დღევანდელ საქართველოში!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეოცნებე
პოსტი Nov 28 2008, 09:37 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 28-November 08
წევრი № 6,020



მე ვფიქრობ, სიტუაცია მალე გამოსწორდება და ყველაფერი კარგად იქნება.უარესისთვის გაგვიძლია და ამასაც გავუძლებთ. ანუ "მზიანი ღამეა და მალე გათენდება..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 30 2008, 08:05 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



მეოცნებე

მართლა მეოცნებესავით გამოგივიდა smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეოცნებე
პოსტი Nov 30 2008, 10:14 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 28-November 08
წევრი № 6,020



ციტატა(sable @ Nov 30 2008, 08:05 PM) *

მეოცნებე

მართლა მეოცნებესავით გამოგივიდა smile.gif

იქნებ ჩვენი ისტორიაც ოცნებების კრებული გგონია?????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2013, 03:50 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ თემაში საქართველოს ისტორიის დღევანდელობა განვიხილოთ...



მეუფე ანანია: ,,რეგიონალიზმი არის უდიდესი ბოროტება''


ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ეკლესიისათვის არის ეროვნული კონსოლიდაცია, ეროვნული მთლიანობა, ეროვნული სიძლიერე, ყველა საკითხში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საღვთო სჯული. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ძალზედ ხშირად ამბობს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად საჭირო არის ხელი შეეწყოს ჩვენს ეროვნულ კონსოლიდაციას., საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია აერთიანებდა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და დღესაც ეს მოვალეობა აქვს ჩვენს ეკლესიას. მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის გაერთიანებას, განსაკუთრებით სულიერ გაერთიანებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა უდევს საფუძვლად ჩვენში თვალნათელ კუთხურობას, ეთნიკურ გათიშულობას, რომელიც ძალზედ ხშირად ჩნდება დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამას ჰქონდა ისტორიული მიზეზები. როგორც ვიცით XV-XVI საუკუნეებში დაიშალა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო და შემდგომ თანდათანობით ჩამოყალიბდა კუთხური სახელმწიფოებრივი ერთეულები. ამ მოვლენას განსაკუთრებით ხელს უწყობდნენ უცხო იმპერიები. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომ შექმნილი სამეფოები მართალია ქართული იყო, მაგრამ ეს იყო კუთხური სამეფოები თავისი სახელმწიფოებრიობით, თავისი ზედაფენით, თავისი არმიით, საკუთარი ინტერესებით. კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, ქართლის სამეფო და ასევე სამთავროები ხშირად ერთმანეთისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი და მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეების ისტორია არის სწორედ ამ სახელმწიფოებრივ ერთეულთა შორის მუდმივი ომის ისტორია. თითქმის სამასი წელი არსებობდა ეს სახელმწიფოები. სახელმწიფოს კი აქვს ისეთი თვისება, რომ თავისი საზღვრების შიგნით მცხოვრებლებს უყალიბებს ეთნიკურ ვინაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამოყალიბდა კახელობა-კუთხურობა, ჩამოყალიბდა იმერლობა და ა.შ., ჩამოყალიბდა ქართული ცალ-ცალკე ეთნო-ჯგუფები და დაიშალა ერთიანი თვითშეგნება. მანამდე იყო ერთიანი ერი, ერთიანი საქართველოს სახელმწიფო. დაიშალა ერთიანი სახელმწიფო და ერი დაიშალა ეთნიკურ ჯგუფებად. ეს იყო უდიდესი ტრაგედია. დღესაც ეს არის უდიდესი ტრაგედია და მიზეზი მრავალი უბედურებისა.

ჩვენმა დიდმა წმიდანმა ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა კარგად შეამჩნიეს კუთხურობის საფრთხე და ჩვენი ინტელიგენცია სათავეში ჩაუდგა ერის კონსოლიდაციის პროცესს. ჩვენი ერის კონსოლიდაცია დაიწყო მეცხრამეტე საუკუნეში. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესი გამთლიანებისა, კუთხურობის აღმოფხვრისა. კახელობის, იმერლობის, ქართლელობის და სხვათა ეთნოგრაფიული გათიშულობის აღმოფხვრის პროცესი. ეს იყო ჩვენი ინტელიგენციის უდიდესი მიზანი და სურვილი.

ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი კომუნისტური დიქტატურის დროს შენელდა.

ახლა ღვთის მადლით და ღვთის შეწევნით გვაქვს ეროვნული სახელმწიფო. დაწყებულია ჩვენი ერის გამთლიანების, კონსოლიდაციის პროცესი კვლავ. ჩვენი ერი არის ცოცხალი ორგანიზმი, ჯანსაღი ორგანიზმი და ბუნებრივად მომდინარეობს მისი გაერთიანების პროცესი ეროვნულ სახელმწიფოში. ახლა მთავარი არის, სწორედ ამიტომ მოგახსენებთ ჩვენს სიტყვებს, რომ ხელი არ შევუშალოთ ერის კონსოლიდაციას. ზედაფენამ, თუ გნებავთ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ინტელიგენციამ ნებით თუ უნებლიეთ არ უნდა შეაფერხოს გამთლიანების პროცესი.

ჩვენ უნდა გავიცნობიეროთ, რომ კუთხურობა ძალზედ ცუდია. სწორედ იგია მიზეზი, რომ ამდენი პრობლემა არის ამჟამად საქართველოში.

ბოლშევიკებმაც კი ვერ გაბედეს საქართველოს კუთხური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა სუბ-ეთნიკური ნიშნით. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ილიას პლეადა, როცა ბოლშევიკები აწყობდნენ ადმინისტრაციულ სისტემას საქართველოში. როგორც ვთქვით, მათ ვერ გაბედეს და კუთხური პრინციპი საფუძვლად არ დაუდეს მმართველობას ანუ არ შექმნეს კახეთის რეგიონი, მხარე ან გუბერნია. მათ რეგიონული პრინციპით კი არ დაყვეს საქართველო, არამედ პავლე ინგოროყვას მეცადინეობით ქვეყანა დაყვეს რაიონებად. რაიონს კი საფუძვლად არ უდევს კუთხური პრინციპი. მაგალითად კახეთში არსებობდა მრავალი რაიონი და ეს რაიონები ექვემდებარებოდნენ არა კახეთის გუბერნატორს, კახეთის პროკურორს, ან შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ უშუალოდ თბილისს. ეს იყო ფაქტიურად უნიტარული, ცენტრალიზებული სისტემა.

ასეთი სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ დღესაც გაგრძელდეს ჩვენი ერის კონსოლიდაციის პროცესი. რეგიონალიზმი არის ძალზედ ცუდი ქართველი ერისათვის. ის ხელს უშლის ერის გამთლიანებას. რეგიონალიზმი არის უდიდსი ბოროტება და ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც ინტელიგენციამ, ასევე განსაკუთრებით მე გთხოვთ და გლოცავთ თქვენ და ეს მიიღეთ როგორც კურთხევა, თქვენმა პარტიამ (ქართველ ნაციონალისტთა ერთობა) გაითვალისწინოს, რომ რეგიონალიზმი ცუდია და ვებრძოლოთ რეგიონალიზმს. უნდა მოისპოს საქართველოს დაყოფა რეგიონებად.

საქართველო უნდა იყოს ერთიანი უნიტარული სახელმწიფო, იმისათვის, რათა ქართველი ერი გამთლიანდეს ისევე, როგორც იყო XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს ოქროს ხანაში.

ასე რომ გლოცავთ და გაკურთხებთ, ეს არის ჩვენი თხოვნა თქვენთან.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი