IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

34 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ზიარება
მწირი
პოსტი Aug 20 2008, 02:46 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 20 2008, 02:59 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



კი, აუცილებელია. მოძღვარი როგორც გაკურთხებს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 20 2008, 03:30 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(lingvo @ Aug 20 2008, 02:59 PM) *

კი, აუცილებელია. მოძღვარი როგორც გაკურთხებს.


არანაირად აუცილებელი არაა

აქ ორი მომენტია:
1. თუ გინდა თქვა აღსარება, თქვი, ეს ადამიანის პირადი სურვილია, მაგრამ
2. თუ აღსარება ხდება ავტომატური ხიდი ზიარებისკენ, ეს
ა) აღსარების, როგორც დამოუკიდებელი საიდუმლოს პროფანაციას ახდენს, აბავს რა მას ზიარებას და ამით აკარგვინებს დამოუკდებლობას
და
ბ) მოძღვრისადმი აღსარების, როგორც შინაგანი განცდის გადაშლას ამარტივებს, როდესაც ცდილობ ყველა სისულელე თქვა, მხოლოდ იმიტომ, რომ "პროტოკოლით" ასეა გათვალისწინებული

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ზიარების წინ აღსარების თქმის წინააღმდეგი არ ვარ, მე ამის უპირობო შესრულების წინააღმდეგი ვარ, რადგან ეს ეწინააღმდეგება

I აღსარების საიდუმლოს შინაარსს
II ზიარების საიდუმლოს და ზოგადად ლიტურგიკის შინაარსს
და
III ეკლესიის ისტორიას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი Aug 20 2008, 03:56 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



არ მიმაჩნია აუცილებლად. აღსარებას ამბობ როცა აღსარება გჭირდება, შესაძლოა თქვა აღსარება, მაგრამ არ ეზიარო, არ თქვა, მაგრამ ეზიარო.

მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ დიდმარხვაში აღსარება ერთხელ მითქვამს და ხუთი-ექვსჯერ ვზიარებულვარ.

აღსარებას უმეტესად მაშინ ვამბობ, როცა საჭიროდ ვთვლი ან გული მთხოვს, ხოლო ვეზიარები -- როცა მოძღვარი მაკურთხებს.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 20 2008, 04:18 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,614
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(ზვარე @ Aug 20 2008, 03:56 PM) *

მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ დიდმარხვაში აღსარება ერთხელ მითქვამს და ხუთი-ექვსჯერ ვზიარებულვარ.

აღსარებას უმეტესად მაშინ ვამბობ, როცა საჭიროდ ვთვლი ან გული მთხოვს, ხოლო ვეზიარები -- როცა მოძღვარი მაკურთხებს.

იდეაში და თეორიაში ვეთანხმები კანუდოსელს, მაგრამ ზვარეს არ ვეთანხმები არანაირად. იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს თეორიულად სწორი, დღეს საქართველოს ეკლესიაში ამასთან დაკავშირებით მოქმედებს უწმინდესის კურთხევა (რომელიც ბევრმა პრაქტიკულმა ფაქტორმა განაპირობა), რომ მრევლის ყველა წევრი ვალდებულია ზიარების წინა დღეს ან ზიარების დღეს თქვას აღსარება. ეს არის კურთხევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგი მოძღვარი ამ კურთხევას არ ასრულებს და აღსარების გარეშე აზრიარებს მრევლს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 20 2008, 04:21 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 20 2008, 05:04 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(agmsarebeli @ Aug 20 2008, 04:21 PM) *

აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას.


ასე უაპელაციოდ?

მე მეგონა რომ ზიარება იყო მოსატევებლად ცოდვათა, რამე შეიცვალა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Aug 20 2008, 06:26 PM
პოსტი #8


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ციტატა
მოსატევებლად ცოდვათა,

რომელ ცოდვებსაც აღიარებ აღსარებაში რათქმაუნდა smile.gif

ხოლო მხოლოდ ზიარება ჩემის აზრით უბრალოდ დიდ მადლს ღებულობ და არა ცოდვების მიტევებას ჩემი აზრია ... თუ აღსარება არ ვთქვი და ვეზიარე რომელი ცოდვები მომეტევება?


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Aug 20 2008, 06:35 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(კანუდოსელი @ Aug 20 2008, 03:30 PM) *



I აღსარების საიდუმლოს შინაარსს
II ზიარების საიდუმლოს და ზოგადად ლიტურგიკის შინაარსს

მოდი ჯერ ავხსნათ-აღსარება, ზიარება,
იქნებ სხვადსხვაირად ესმით მათი მნიშვნელობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 20 2008, 07:36 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(llaasshhaa @ Aug 20 2008, 06:26 PM) *

რომელ ცოდვებსაც აღიარებ აღსარებაში რათქმაუნდა smile.gif

აბსოლუტურ უცოდინარობას ამჟღავნებთ ლიტურგიისა... ნუ გეწყინებათ, მაგრამ ასეა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Aug 20 2008, 07:45 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(agmsarebeli @ Aug 20 2008, 04:21 PM) *

აღსარება პირველ რიგში ცოდვების აღიარება და განწმენდაა. და როდის უნდა განვიწმინდოთ თავი თუ არა ზიარების წინ. მე პირადად მიმაჩნია,რომ ზიარების წინ აღსარება უნდა ითქვას.

აღმსარებელო შენს ნაწერზე უკვე შევჩერდი,ჩემი აზრები შენ თქვი.აღსარება ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა მემგონი მეტ-ნაკლებად უნდა გვესმოდეს.მაშინ როდესაც,არ არსებობს წამი,რომ უფლის წინაშე არ ვცოდოთ(ეს მამა მალხაზის სიტყვებია)თუ ადამიანს არ უჩდება აღსარების სურვილი რა აზრი აქვს მის ზიარებას.ზიარება ხომ წვავს აღსარებაში სინანულით ნათქვამ ცოდვებს.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მწირი
პოსტი Aug 20 2008, 11:55 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



ვეთანხმები კანუდოსელს , მეც მაგ აზრის ვარ. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოა, თუმცა ესეც მისაღებია-ზიარების წინ აღსარება, მაგრამ კატეგორიულები არ უნდა გავხდეთ...
აღსარებას თავისი განწყობა სჭირდება, ამის სასჰუალებას მოძღვარი მაქსიმალურად აძლევდეს მრევლს...საშინელებაა 'პარასკევს სამ საათზე' მთელი მრევლის დაბარება....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Aug 20 2008, 11:59 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(მწირი @ Aug 20 2008, 11:55 PM) *

ვეთანხმები კანუდოსელს , მეც მაგ აზრის ვარ. აღსარება და ზიარება სხვადასხვა საიდუმლოა, თუმცა ესეც მისაღებია-ზიარების წინ აღსარება, მაგრამ კატეგორიულები არ უნდა გავხდეთ...
აღსარებას თავისი განწყობა სჭირდება, ამის სასჰუალებას მოძღვარი მაქსიმალურად აძლევდეს მრევლს...საშინელებაა 'პარასკევს სამ საათზე' მთელი მრევლის დაბარება....

მაშინ რატომ ეზიარება ადამიანი თუ სინანული არ აქვს?


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 21 2008, 12:15 AM
პოსტი #14


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მე ვფიქრობ, ზიარება აღსარების გარეშე არ შეიძლება. შესაძლოა მოძღვარმა კურთხევა მოგვცეს და აღსარების შემდეგ რამდენიმეჯერ მივიღოთ წმიდა ზსიარება, თუ რაიმე დიდი ცოდვა არ ჩავიდინეთ. ამას განსაზღვრა მხოლოდ მოძღვარს შეუძლია. აღსარების საიდუმლოში მონაწილებოსი მიღება ჩვენი სურვილით რთულია. მოძღვარს დიდი მრევლი ყავს, დაკავებულია და ჩვენ უნდა განვეწყოთ აღსარებისთვის განსაზღვრულ დროს, როდესაც ის იბარებს აღსარებას.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მწირი
პოსტი Aug 21 2008, 02:16 AM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



ციტატა(chelo @ Aug 21 2008, 12:59 AM) *

მაშინ რატომ ეზიარება ადამიანი თუ სინანული არ აქვს?

ადამიანი იმიტომ ეზიარება, რომ აქვს ღვთის შიში, სარწმუნოება, სიყვარული, იმედი....
რაც შეეხება სინანულს- განცდა თვისთა ცოდვათა - ამ განცდას მორწმუნე არასდროს უნდა განიშორებდეს, და არა მარტო ზიარების წინ.... ცოდვებთან ბრძოლა, მათი აღიარება, ეს ქრისტიანის ყოველწამიერი მოქმედებაა, ესაა უმთავრესი წესი ქრისტიანის ცხოვრებისა-განვითარება, სწრაფვა უკეთესობისკენ....ზიარება კი არის ის ევლოგია, რომელიც ამ გზაზე ძალას გვაძლევს და გვამხნევებს
ზიარების წინა ლოცვებში ყველაფერი ნათლად წერია....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Aug 21 2008, 02:25 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(მწირი @ Aug 21 2008, 02:16 AM) *

ადამიანი იმიტომ ეზიარება, რომ აქვს ღვთის შიში, სარწმუნოება, სიყვარული, იმედი....
რაც შეეხება სინანულს- განცდა თვისთა ცოდვათა - ამ განცდას მორწმუნე არასდროს უნდა განიშორებდეს, და არა მარტო ზიარების წინ.... ცოდვებთან ბრძოლა, მათი აღიარება, ეს ქრისტიანის ყოველწამიერი მოქმედებაა, ესაა უმთავრესი წესი ქრისტიანის ცხოვრებისა-განვითარება, სწრაფვა უკეთესობისკენ....ზიარება კი არის ის ევლოგია, რომელიც ამ გზაზე ძალას გვაძლევს და გვამხნევებს
ზიარების წინა ლოცვებში ყველაფერი ნათლად წერია....

სინანულს ადამიანი ყოველ წამს უნდა განიცდიდეს,მაგრამ საქმე იმაშია,რომ აღსარებით ხდება მონანიება,მარტო სინანულით ხომ ვერ ვცხონდებით.ზიარებით კი აღსარებაში ნათქვამი ცოდვები მოგვეტევება.ერთი დამლული ცოდვაც კი მოგვეკითხება იმ ქვეყანაზე.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 21 2008, 10:34 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



კანუდოსელო ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან-ეს უსარგებლოა! რათქმაუნდა ზიარება ყველაძე მეტად წმენდს ადამიანს ცოდვებისაგან, მაგრამ აღსარებას ნუ გამორიცხავ ასეთთა რიგიდან. რადგან, ყველა საიდუმლო ,რომელიც ეკლესიაში მოქმედებს ყველა ემსახურება ადამიანის განწმენდას. მათ შორის აღსარება-სინანული. ლიტურგიის ცოდნას რაც შეეხება . ჩვენ ყველამ ძალიან ცოტა ვიცით მის შესახებ(აღარაფერს ვამბობ მის საიდუმლო შინაარსზე).

ჩემი აზრით უფრო დასასჯელად ექცევა ადამიანს ზიარება, თუკი წინ არ წარუმძღვარებს აღსარებით განწმენდილ გულს.

ხო კიდევ ერთი. კანუდოსელო შენ ამჟღავნებ ღვთისმეტყველების სიყვარულს და იქნებ გვითხრა სად წერია რომ აღსარებაში არ ხდება ცოდვების მიტევება და განწმენდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 21 2008, 10:56 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 10:34 AM) *

ხო კიდევ ერთი. კანუდოსელო შენ ამჟღავნებ ღვთისმეტყველების სიყვარულს და იქნებ გვითხრა სად წერია რომ აღსარებაში არ ხდება ცოდვების მიტევება და განწმენდა.

არსად არ წერია ასეთი რამ....და ეს არანაირ კავშირში არაა ევქარისტიასთან...

ციტატა
ჩემი აზრით უფრო დასასჯელად ექცევა ადამიანს ზიარება, თუკი წინ არ წარუმძღვარებს აღსარებით განწმენდილ გულს.

ასეთი რამ სად წაიკითხეთ? თუ შეიძლება მითხარით რომელ კატეხიზმოში ამოიკითხეთ ეს?

დღეს ძალიან მოდაშია "ჩემი" მართლმადიდებლობის ქადაგება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Aug 21 2008, 11:03 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



კატეხიზმოს წიგნი საჭირო არააა. ''ჩემი'' ეს ღვთისმეტყველება შეგიძლიათ ზიარების ლოცვებში და უამრავ წმ.მამათა ნაწერებსა და გადაგებებში ამოიკითხოთ. იმედია მოძებნა არ გაგიძნელდებათ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 21 2008, 11:10 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 11:03 AM) *

კატეხიზმოს წიგნი საჭირო არააა.

laugh.gif მართალი ვყოფილვარ

ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 11:03 AM) *

''ჩემი'' ეს ღვთისმეტყველება შეგიძლიათ ზიარების ლოცვებში ...ამოიკითხოთ.

იქ არსად არ წერია, რომ უნდა თქვა აღსარება ზიარების წინ

ციტატა(agmsarebeli @ Aug 21 2008, 11:03 AM) *

და უამრავ წმ.მამათა ნაწერებსა და გადაგებებში ამოიკითხოთ.

აბა სად? გისმენთ...ზოგადი საუბარი არ მინდა, მაინტერესებს კონკრეტულად რომელი მამა სად და კონკრეტულად რას ამბობს?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

34 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2018 - 06:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი