IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 31 32 33  
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ზიარება
marine
პოსტი Feb 15 2018, 01:26 PM
პოსტი #641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით.

მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე - მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის."

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2018, 10:12 PM
პოსტი #642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზიარების საიდუმლოს გამოხატულებაა ბროწეულის ტოტებზე ჩამომსხდარი ხოხბებიც. ასეთი გამოსახულება გვხვდება საქართველოშიც, VI საუკუნით დათარიღებულ ბიჭვინთის ეკლესიაში. ფრინველები მორწმუნეთა სულებს აღნიშნავს, ბროწეულის ნაყოფი კი ქრისტიანულ რელიგიაში ზიარების პურის გამოხატულებაა.

ბროწეული, ერთ კანში მოქცეული მრავალი მარცვალი, სიმბოლოა ეკლესიისა - ქრისტეში შეკრებილი, შეერთებული მორწმუნე მრევლისა.

მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და გავრცელებული სიმბოლოს თევზის ბერძნული სახელწოდება "იხტიოს" აერთიანებს პირველ ასოებს ხუთი სიტყვისა - "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი". ამ წოდებაში ვხედავთ იესოს ღვთაებრიობასაც და მის მესიანისტურ დანიშნულებასაც. ამგვარად, თევზი რწმენის სიმბოლოა, რომლის სახელშიც დაშიფრულია მაცხოვრის ბუნება და არსი.

თევზი ევქარისტიული მნიშვნელობითაც გამოისახებოდა, მით უფრო, რომ პირველი ქრისტიანები მას ზიარების დროსაც იღებდნენ. მაგრამ რადგან თევზი მალფუჭებადია, ეს მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა დღემდე გამოისახება სერობის ხატებზე და პურისა და ღვინის მნიშვნელობის გახსნაში გვეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ კატაკომბების უძველესი ნაწილის შესწავლისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს თევზის გამოსახულება, რომელსაც ზურგზე პურითა და ღვინით სავსე კალათა ჰქონდა მოკიდებული.

საინტერესოა ორი საფლავის ქვის წარწერაც, რომელთაგან ერთი მცირე აზიაში - ფრიგიაში იპოვეს, მეორე კი საფრანგეთში - გალიაში. ორივე II საუკუნისაა. პირველი ეკუთვნის იეროპოლის ეპისკოპოს ამბერკის. იგი წერს: "რწმენას ყველგან მივყავდი და ყველგან საკვებად მთავაზობდა თევზს სიცოცხლის წყაროდან, იმ დიდ და წმინდა თევზს, რომელიც უბიწო ქალწულის წიაღში სუფევდა და რომელსაც ქალწული ყველა დროში თავის მეგობრებს აძლევდა წყალნარევ ღვინოსა და პურთან ერთად". თევზი უბიწო ქალწულის წიაღში ქრისტეს სიმბოლოა, პური და ღვინო კი დღევანდელობაში მიღებული საზიარებელი.

მეორე წარწერა შეიცავს ჰექტორ ოტენელის ლექსს "იხტიოსელფის" ანუ "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი, იმედი". მასში ნათქვამია, რომ ციური თევზის ღვთაებრივი მოდგმა უკვდავებას იღებს "სიბრძნის მუდმივ მდინარებაში", "ღვთაებრივ წყლებში". ავტორი მოგვიწოდებს, მივიღოთ მაცხოვრის თაფლივით ტკბილი საკვები და ვიხმიოთ თევზი (ვეზიაროთ). "


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2018, 11:39 AM
პოსტი #643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ცოდვა, რომელიც გულს მიჭამდა და არ მასვენებდა. საშინელ დღეში ვიყავი, მაგრამ ვერასგზით ვამბობდი.

ერთხელ, ღვთის წყალობით, მცხეთაში მეგობრებთან ერთად წავედი. არ მახსოვს, ის დღე რა დღესასწაულს დაემთხვა. მივედით სამთავროს მონასტერთან. ტაძრიდან მამა საბა გამოვიდა და თქვა:

- მეუფეს ველოდებით, სადაცაა მოვა. სასწრაფოდ სტიქარით შეიმოსეთ.

ცხოვრებაში პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად, აღმოვჩნდი სტიქარით შემოსილი. მეშინოდა და ვძრწოდი, ჩემი ცოდვა არ მასვენებდა. რაღაც ძალამ მიმიყვანა მღვდელთან. დავემხე აღსარებაზე და ერთიანად აღმომხდა ჩემი ცოდვები. შენდობის ლოცვა წამიკითხა და დამლოცა.

მეუფის მხურვალე ლოცვის თანხლებით ვასრულებდით მორჩილებას სტიქაროსნები და ასე მეგონა, მიწაზე არ დავდიოდი. დიდი იყო ღმერთის მადლი ჩვენზე. ვგრძნობდი, როგორ შემოვიდა გულში ყველას სიყვარული. ბოლოს მეუფე დანიელი გამობრძანდა ბარძიმით და ვეზიარე. წირვის დამთავრების შემდეგ განვიმოსეთ... გაოგნებულები ვუცქერდით ერთმანეთს. გამოვედი ეკლესიიდან და, რას ვხედავ - გაბრიელ ბერი, რომელიც შეუძლოდ იყო და იწვა, გარეთ დაგვხვდა.

თვითონ მოვიდა, ჩამკოცნა და თვალებიდან ცრემლი წასკდა. გაოცებული ვუცქერდი, ვერაფერს მივმხვდარიყავი. უცებ შეჩერდა, თავზე ხელი დამადო და თვალცრემლიანმა მითხრა:

- მადლობა, დიდი მადლობა!

გულის სიღრმეში განვიცადე სიყვარული, უზომოდ დიდი სიყვარული, რადგანაც მივხვდი, ცოდვის მონანიებისთვის მიხდიდა ბერი მადლობას".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2018, 06:02 PM
პოსტი #644


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდლის მიერ წაკითხული ლოცვით ცოდვები მიეტევება, როდესაც ერთსა და იმავე ნაკლს მრავალჯერ ეუბნებიან მღვდელს და თან თვითონაც ცდილობენ მის გამოსწორებას, შედეგი შთამბეჭდავია".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2018, 10:51 AM
პოსტი #645


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საეკლესიო ღვთისმსახურება გაბრიელ ბერს უფალთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზად და საშუალებად მიაჩნდა და მორწმუნეთ მუდამ მოუწოდებდა, ეკლესიურნი გამხდარიყვნენ.

- ორი მეგობარი იყო. ერთს სინანული ჰქონდა, მეორეს - არა, მაგრამ აღსარებაზე მივიდა. ამათგან რომლის მოქმედება სჯობს? - ჰკითხა თავის მრევლს.

- რომელიც აღსარებაზე მივიდა, საკუთარი მოქმედებით თავის თავს კი არა, უფალს მიენდოო, - უპასუხეს.

ბერი დაეთანხმა:

- მართალია. აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2018, 08:03 PM
პოსტი #646


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნაზიარები მთელი დღე ენით აუწერელ სიხარულს განვიცდიდი".

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2018, 04:40 PM
პოსტი #647


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინმეს თუ წაეჩხუბები, ვიდრე არ შეურიგდები, მანამდე ზიარებას არ მიეახლო"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2018, 04:27 PM
პოსტი #648


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სრულყოფის გზა ცოდვათა მონანიებას, ნაკლოვანებათა აღსარებაში ხშირად აღნიშვნას, მათი გამოსწორების სურვილს, მცდელობას გულისხმობს. სხვა საშუალება ამ მიზნის მისაღწევად არ არსებობს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2018, 08:05 PM
პოსტი #649


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის, რომ მღვდლის მიერ წაკითხული ლოცვით ცოდვების მიტევება ხდება, ცნობილია, მაგრამ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების გამოსწორებისას მათი ხშირად აღსარებაში აღნიშვნა, ეს შეიძლება ბევრს არ ესმოდეს. როდესაც ერთი და იგივე ნაკლს მრავალჯერ ეუბნებიან მღვდელს და თან ამავე დროს თვითონაც ცდილობენ მის გამოსწორებას, შედეგი შთამბეჭდავია."


"დავუშვათ, ადამიანი ფიცხია, ადვილად ღიზიანდება, ვარდება მრისხანებაში. იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ხშირად იმეორებს ამ თავის ნაკლს მოძღვართან აღსარებაში, თან თვითონაც ესწრაფვის მის გამოსწორებას. აღსარებაში ერთხელ აღნიშვნით მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უცბად ვერ შეიცვლება, მაგრამ სინანულის დიდი საიდუმლო მას ძალას შემატებს, უფრო და უფრო წარმატებით ებრძოლოს ამ ვნებას. წინ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მიზნის მიღწევის მიმართულებით".

/დეკ. დავით ციცქიშილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2018, 10:12 PM
პოსტი #650


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოანე მოსხი მოგვითხრობს სელევკიის ეპისკოპოსის, ამბა თეოდორეს ნაამბობს: მისი წინამორბედი ეპისკოპოსის, ნეტარი დიონისეს დროს ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი ღვთისმოშიში ვაჭარი. სევეროსის ერესის მიმდევარი იყო. მსახური კი მართლმადიდებელი ჰყავდა.

ერთხელ, იმ ქვეყნის ტრადიციის თანახმად, მსახურმა დიდ ხუთშაბათს წმინდა ნაწილები (უფლის ხორცი) მიიღო, სუფთა ტილოში გაახვია და კარადაში შეინახა. ნააღდგომევს ვაჭარმა მსახური კოსტანტინოპოლში გაგზავნა საქმეზე. მას წმინდა ძღვენი კარადაში დაავიწყდა, გასაღები კი ბატონს დაუტოვა.

ერთხელ, როცა ბატონმა კარადა გააღო, იქ ეს სიწმინდე იხილა, რადგანაც ეკლესიის წევრი არ იყო, არ მიუღია და ისევ კარადაში დატოვა, - იფიქრა ჩემი მსახური მოვა და ეზიარებაო. დადგა მეორე დიდი ხუთშაბათი და მსახური ჯერ კიდევ არ ჩანდა. მაშინ ვაჭარმა გადაწყვიტა, წმინდა ნაწილები დაეწვა, რათა კიდევ ერთი წელი არ დარჩენილიყო იქ.

გააღო კარადა და რას ხედავს - წმინდა ნაწილი აჯეჯილებულიყო და თავთავი მოესხა. შიშით ატანილმა აიღო სიწმიდე და უფალო, შემიწყალეს გალობით ეპისკოპოს დიონისეს მიაშურა. ამ დიდმა სასწაულმა სევეროსის ბევრი მომხრე დააფიქრა, მოაქცია და წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას შეუერთა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 10 2018, 08:20 PM
პოსტი #651


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ნიკონ ოპტელი გვასწავლის: "ძნელია თქმა, რომელი სჯობს - იშვიათად თუ ხშირად ზიარება. ზაქემ სიხარულით მიიღო ძვირფასი სტუმარი და კარგადაც მოიქცა. ასისთავი გრძნობდა თავის უღირსობას, ამიტომაც უფალი ვერ მიიწვია და ისიც კარგად მოქცა.

მათი საქციელი თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგრამ ერთნარი სურვილი აღძრავდათ და უფლის წინაშე ერთნაირად ღირსეულნი აღმოჩნდნენ. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღირსეულად მოვემზადოთ წმინდა საიდუმლოსთვის".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2018, 03:10 PM
პოსტი #652


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამები ყველაზე დიდ მისიად ამ ქვეყანაზე მიიჩნევენ უფლის სისხლის და ხორცის მიღებას - ზიარებას".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2018, 03:21 PM
პოსტი #653


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,841
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძმამ ჰკითხა წმინდა ბასანოფი დიდს: "თუ მე ღამე ძილში შევიბილწე, დილით კი ევქარისტიაა, რა უნდა ვქნა?" "ბარძიმთან დასახიჩრებული კაცივით უნდა მიხვიდე, - უპასუხა წმინდანმა, - რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

მაშინ განგვკურნავს სისხლმდინარი დედაკაცის განმკურნებელი უფალი. შევიყვაროთ უფალი, რათა გვითხრას: "მოგეტევებათ ბევრი ცოდვა, რამეთუ ბევრად შემიყვარეთ".

როცა მიდიხაარ საზიარებლად, თქვი: "ნუ წარსაწყმედელად მექმნება წმიდნა ზიარება, არამედ საკურნებლად სულისა და ხორცისა" - და მაშინ მივიდეთ შიშით და უფალიც თავის წყალობას მოიღებს ჩვენზე".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 31 32 33
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2018 - 12:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი