თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 12:05 AM

ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და რაგდან შესაბამისი თემა ვერ ვნახე, გადავწყვიტე გამეხსნა. smile.gif

მგალობლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ღვთისმსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. ეკლესიის მსახური, მათ შორის მგალობელიც, ხშირად ექცევა მრევლის ყურადღების ცენტრში. რით გამოირჩევიან მგალობლები ჩვეულებრივი მრევლის წევრებისგან და რა დამატებითი მოვალეობები აქვთ მათ მრევლის სხვა წევრებისაგან განსხვავებით? ვისაუბროთ ამ თემაზე, მგონი პრაქტიკოსი მგალობლებისათვის საინტერესო იქნება smile.gif

გალობა პირველ რიგში ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა.
გალობა მრევლს ლოცვით განწყობას უნდა უქმნიდეს, ეს კი მგალობლებზეა დამოკიდებული.
სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ sad.gif ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით sad.gif
ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, პრაქტიკოსი მგალობლების აზრი ძალიან დამეხმარება..
გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ მოიყვანეთ მაგალითები მგალობლის უფლება-მოვალეობებზე.
პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერება მოგვეთხოვება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვასრულებთ sad.gif

მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემებზე და იმედია იაქტიურებთ smile.gif

P.S. კანონისტს ან ვინმე სხვა კომპეტენტურ ადამიანს თუ შეუძლია დაწეროს ეკლესიის მიერ მგალობლისადმი მინიჭებული უფლებება-მოვალეობები, ძალიან გამეხარდება smile.gif

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Oct 3 2009, 12:52 AM

ნანინა

შენ გალობ სადმე?
ეჰ,მგალობლებს და სტიქაროსნებს მაგარი ბრძოლები აქვთ ხოლმე,მათზე იმიტომ ვამბობ რომ არ არიან სასულიერო პირები და ხშირად ნაკლები თავშეკავებაც აქვთ....

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 3 2009, 11:45 AM

ნანინა
ძალიან კარგი თემაა და ალბათ აუცილებელიც.
მგალობლობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ციტატა
სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ sad.gif ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით sad.gif


სამწუხაროდ ეს ხშირად ხდება.

ძალიან ბევრ პრობლემას ვაწყდებით. არ გვაქვს სათანადო პასუხისმგებლობის გრძნობა. არ ვმუშაობთ ახალს საგალობლების შესწავლაზე. არ ვათანხმებთ მსახურების დაწყებამდე მედავითნესთან ტიბიკონს, რაც შემდგომში იწვევს გაურკვევლობას.

მრევლი და განსაკუთრებით დამწყებნი მაგალითისთვის ხშირად აკვირდებიან მგალობლებს. ამიტომ მათი ქცევა, მოკრძალება და პასუხისმგებლობის გრძნობა მისაბაძი უნდა იყოს სხვებისთვის.

საგალობელს არ უნდა აღვიქვავდეთ როგორც სიმღერას, უნდა ვაცნობიერებდეთ მის ტექსტს.

პ.ს. ყველაფერს არ დავწერ, თორემ ჩემმა რეგენტმა რომ წაიკითხოს მტრისას. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif თუმცა პირადადაც ხშირად მიწევს მასთან ამ საკითხებზე საუბარი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 3 2009, 12:03 PM

ციტატა
საგალობელს არ უნდა აღვიქვავდეთ როგორც სიმღერას, უნდა ვაცნობიერებდეთ მის ტექსტს.


გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... smile.gif

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Oct 3 2009, 12:07 PM

ციტატა(Atman @ Oct 3 2009, 12:03 PM) *

გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო... smile.gif



საგალობლის მღერა სად გაგონილაbiggrin.gif იტყვი ხოლმე რა

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Oct 3 2009, 12:09 PM

ციტატა
გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო...

შენ ეგრე გგონია მართლა?
გალობაში უპირველესი ტექსტია და შემდეგ მელოდია.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Oct 3 2009, 12:11 PM

yipiani gio

ეგ ტექსტი ისე უნდა იყოს გამჯდარი მგალობელის გულსა და გონებაში აღარ უნდა ფიქრობდეს მაგაზე, უნდა გრძნობდეს. მსმენელი კი რა თქმა უნდა ტექსტსაც უნდა უსმენდეს და მელოდიასაც.

პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Oct 3 2009, 12:43 PM

საერთოდ რაც არ უნდა გამჯდარი ქონდეთ ტექსტი მგალობელს თუ მასზე არ იფიქრებს მაშინ გამოვა რომ ნამდვილად კი არ ლოცულობს არამედ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. ვაღიარებ რომ მეც ხშირად მომდის ხოლმე ასე მაგრამ ვცდილობ რომ გამოვასწორო

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 02:27 PM

mr.satadarigo

ციტატა
შენ გალობ სადმე?


კი ვგალობ მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ტაძარში smile.gif
mariami-k
ციტატა
მრევლი და განსაკუთრებით დამწყებნი მაგალითისთვის ხშირად აკვირდებიან მგალობლებს. ამიტომ მათი ქცევა, მოკრძალება და პასუხისმგებლობის გრძნობა მისაბაძი უნდა იყოს სხვებისთვის.

აბსოლუტურად გეთანხმები +++
Atman
ციტატა
გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო...

გეტყობა რომ არ ხარ გათვითცნობიერებული და ამიტომ აგიხსნი smile.gif
გალობა პირველ რიგში არის ლოცვა. მართლმადიდებლური გალობის კანონიკაც ამას ითვალისწინებს. პირველადი არის ტექსტი და ჰანგი მლოცველს ამ ტექსტის აღქმაში ეხმარება. სულ რომ მედავითნე კითხულობდეს, მრევლისთვის დამღლელი და მოსაწყენი იქნება smile.gif
რა თქმა უნდა გალობისას ფიქრობ მუსიკაზეც (და სამწუხაროდ ხშირად მარტო ამაზე sad.gif). რამე არ შეგვეშალოს და ა.შ. არა და გალობაში პირველადი ტექსტია. ასეა წმინდა მამებთან და ასეა დადგენილი კანონიკით smile.gif
უტექსტო ჰანგი მართლმადიდბლური კანონიკისათვის მიუღებელია (განსხვავებით კათოლიკების და სხვა ქრისტიანებისაგან).

რაც შეეხება "ჰარალეს", თუ არ ვცდები შუმერული ღვთაებაა. "ვარალე", "ჰარალე" და მსგავს სიტყვებს ქართულ ფოლკლორში გლოსოლალიები ქვია. მათი მნიშვნელობა დღეისათვის ჩვენთვის უვნობია. სავარაოდოა, რომ ეს სიმღერები წარმართობიდან მოდიოდა და შესაბამისად პარალელებიც ლოგიკურია, ამას იკვლევენ მეცნიერები a075.gif

mr.satadarigo
ციტატა
კი,ეგაა ჰარირა,მაგრამ უფრო ცეეცხლოვან შესრულებას მოგცემ,აბა ამას მოუსმინე,ვოისა ჰარირათი,ანსამბლი დიდგორი და შეუდარებელი poti

"დიდგორი" და ფოთი არაჩვეულებრივია მართლაც, მაგრამ, მათაც ძველი ჩანაწერებიდან აქვთ ნასწავლი, ასე რომ, დედანს ჯობია მოუსმინოს smile.gif
ამ შემთხვევაში "ჰარირა" ქვია მეგრული სიმღერების დისკს და ის დისკია ატვირთული ალაზანზე.
მასში შესულია მეგრული სიმღერები. ეხლა ვნახე, რომ საჩონგურო "ჰარირა" არის. სხვა ბევრი ვარიანტიცაა ამ სიმღერის
პ.ს. თემა აღარ გამოიფით გთხოვთ, მიხარია, რომ აქტიურობთ და იმედია ასე გააგრძელებთ smile.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Oct 3 2009, 03:39 PM

ციტატა
სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით

user.gif user.gif user.gif

ღმერთმა ყველა გაგვაძლიეროს...

Atman
ციტატა
გალობის დროს ტექსტზე საერთოდ არ უნდა იფიქრო... და საერთოდ კი არ უნდა იფიქრო მაგ დროს უნდა იმღერო...



ვაიმე, რას არ გაიგებ რააა ... smile.gif




პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 3 2009, 07:47 PM

უჰ რთული თემაა.
ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ძალიან მრცხვენია ხოლმე თავს მგალობელს რომ ვუწოდებ, და ვცდილობ ყოველთვის ტავჩაღუნულმა ვატარო ეს მადლი. როგორ გამომდის ჩემი ამპარტავნობით მაგ სხვა ამბავია. sad.gif

ერთია რა რომ, რომ დაუკვირდე რა ვიცით ჩვენს წინაპრებს რომ შევედაროთ, არც არაფერი, რამდენიმე ათეული საგალობელი გაგვირჩევია და ოოო დიადი მგალობლები გვგონია თავი...

ამაზე ყველა მგალობელი უნდა დაფიქრდეს ჩემი აზრით. და უნდა ეცადოს სწორად იგალობოს, ასევე განვითარდეს და იმ დიდი საგანძურის ნაწილი მაინც გაარჩიოს და ისწავლოს რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს...

მგალობლობა მართლა უდიდესი პასუხისმგებლობაა რა...
მაგრამ ძალიან ცოტა თუ ატარებს ამ ჯვარს ღირსეულად.

პირადად მე ვთვლი რომ ვერ ვარ კარგი მგალობელი და ამ სახელის ტარების ღირსი არ ვარ....

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 07:59 PM

უჩა

ციტატა
ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ძალიან მრცხვენია ხოლმე თავს მგალობელს რომ ვუწოდებ, და ვცდილობ ყოველთვის ტავჩაღუნულმა ვატარო ეს მადლი. როგორ გამომდის ჩემი ამპარტავნობით მაგ სხვა ამბავია.

kiss1.gif
მე არც ვფიქრობ ხანდახან და თავაწეულიც დავდივარ, ამიტომ შენზე ცუდებიც არიან user.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 3 2009, 08:07 PM

ვა მგალობლები ხართ? რა მაგრად მშურს (ნამდვილი შურით)... საშინელი სმენა და ხმა მაქვს... უცნაურ ბგერებს გამოვცემ sad.gif მითხრეს არაფერი გეშველებაო...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 08:13 PM

Misha Songulashvili

ციტატა
ვა მგალობლები ხართ?

კი
ციტატა
რა მაგრად მშურს (ნამდვილი შურით)...

შური ცუდი რამაა
ციტატა
საშინელი სმენა და ხმა მაქვს... უცნაურ ბგერებს გამოვცემ მითხრეს არაფერი გეშველებაო...

მთავარია სურვილი და მონდომება, შველით ყველას ეშველება თუ მოინდომებს a075.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 3 2009, 09:27 PM

ნანინა

ციტატა
შური ცუდი რამაა

სამაგიეროდ გულწრფელობა კარგია!
ცოდვას რომ აღიარებ ესაც კარგია!
ანუ ერთ ჩოდვაზე საუბრით ორი კეთილი მხარე გამოვაჩინე ეხლა მე :D
[quote]მთავარია სურვილი

პოსტის ავტორი: polievqte თარიღი: Oct 4 2009, 01:34 AM

მგალობელი მხოლოდ მაშინ კი არ არის მგალობელი როცა შაბათ-კვირას, ხვთისმსახურებისას, ტაძარში გალობს, არამედ ყოველთვის მგალობელია და უფლის წინაშეც როგორც მგალობელი, ისე წარსდგება.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 4 2009, 01:37 AM

ციტატა(polievqte @ Oct 4 2009, 02:34 AM) *

მგალობელი მხოლოდ მაშინ კი არ არის მგალობელი როცა შაბათ-კვირას, ხვთისმსახურებისას, ტაძარში გალობს, არამედ ყოველთვის მგალობელია და უფლის წინაშეც როგორც მგალობელი, ისე წარსდგება.

კარგად ჩამოაყალიბეთ, გეთანხმებით ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Oct 4 2009, 05:03 PM

ნანინა

ციტატა
კარგად ჩამოაყალიბეთ,

ჩემი აზრით ის იგულისხმა რომ, მარტო შაბათ-კვირას არ უნდა იყოს მგალობელი ადამიანი, და დანარჩენ 5 დღეს უმსგავსო საქციელებს ჩადიოდეს. ის შინაგანად უნდა იყოს პირველ რიგში მგალობელი და არა გარეგნულად სხვების დასანახად და მოვალეობის მოხდის მიზნით.

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Oct 4 2009, 05:26 PM

ციტატა(yipiani gio @ Oct 4 2009, 05:03 PM) *

ნანინა

ჩემი აზრით ის იგულისხმა რომ, მარტო შაბათ-კვირას არ უნდა იყოს მგალობელი ადამიანი, და დანარჩენ 5 დღეს უმსგავსო საქციელებს ჩადიოდეს. ის შინაგანად უნდა იყოს პირველ რიგში მგალობელი და არა გარეგნულად სხვების დასანახად და მოვალეობის მოხდის მიზნით.


ეგრეა,ეგრე

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 4 2009, 10:48 PM

ადრე მგალობლებზეც ხდებოდა ხომ ხელდება.

იმ დღეს წავაწყდი მაგ ხელდების ლოცვებს. ერთი მამაოა ჩვენტან და იმან წაუკითხა სტიქაროსანს აღსავლის წინ.

პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Oct 6 2009, 10:56 PM

ციტატა(mr.satadarigo @ Oct 4 2009, 06:26 PM) *

ეგრეა,ეგრე



ეჰ... უგულოდ გალობა რა ცუდია sad.gif არაფრით არ გამომდის რომ გულით ვიგალობო და მოვალეობას ვასრულებ უკვე რამდენი თვეა.

რა ვქნა რით გავითბო გული? ეს მიღრღნის გულს sad.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Oct 7 2009, 12:58 PM

Rati_Van_Bakuradze

ციტატა
რა ვქნა რით გავითბო გული? ეს მიღრღნის გულს

ჩემი პატარა რჩევა იქნება.სანამ დაიწყებდე გალობას,შესთხოვე უფალს და ყოვლად-წმიდა ღმრთის-მშობელს (ძველად ასე იწერებოდა ტირეთი smile.gif)შეგეწიონ, რომ იმსახურო ისე,როგორც ჯერ არს. მე ასე ვიქცევი და ყოველთვის ვგრძნობ მათ შეწევნას. smile.gif

პოსტის ავტორი: guram თარიღი: Nov 19 2009, 05:22 AM

QUOTE(უჩა @ Oct 4 2009, 01:48 PM) *

ადრე მგალობლებზეც ხდებოდა ხომ ხელდება.

იმ დღეს წავაწყდი მაგ ხელდების ლოცვებს. ერთი მამაოა ჩვენტან და იმან წაუკითხა სტიქაროსანს აღსავლის წინ.


ბოდიში, ხელდება რა არის?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Nov 24 2009, 12:41 PM

Misha Songulashvili

ციტატა
ვა მგალობლები ხართ? რა მაგრად მშურს (ნამდვილი შურით)... საშინელი სმენა და ხმა მაქვს... უცნაურ ბგერებს გამოვცემ მითხრეს არაფერი გეშველებაო...


თუ იმუშავებ შანსი არაა რომ ვერ გაგინვითარდეს სმენა. -
ნუ რავი ზოგჯერ გარდატეხის ასაკში რომ არიან მაშინ მართლა არა აქვს ხოლმე აზრი - სანამ ასაკი არ გაივლის მარა ზოგადად დამუშევაბადია სმენაც და ხმაც.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 24 2009, 01:49 PM

guram

ციტატა
ბოდიში, ხელდება რა არის?

მგალობელი სანამ ეკლესიაში მსახურებაზე დადგებოდა, სპეციალური ლოცვები ეკითხებოდა smile.gif

დღეს ასე არ ხდება სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 5 2010, 05:36 PM

ვფიქრობ ეს სტატია საინტერესო იქნება ამ თემაში მპოსტავთათვის და ზოგადად მგალობლებისთვის :)


წმიდა იოანე ოქროპირი
რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?


(საუბარი 41-ე ფსალმუნის შესახებ)

რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?! მაშ, ისმინე:

რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ, ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი სიმძიმე განექარვებინა, წინასწარმეტყველებებს მელოდია შეუთავსა, რათა თითოეულს, - გალობის კეთილხმოვანებით დამტკბარს, - უაღრესი გულმოგინებით აღევლინა მისთვის წმიდა საგალობელი. და მართლაც, ვერაფერი, ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი. ჩვენი ბუნება იმდენად ტკბება გალობითა და შეწყობილი საგალობლებით და იმდენად არის ამისაკენ მიდრეკილი, რომ ატირებულ და სიმშვიდედარღვეულ ძუძუთა ბავშვებსაც კი აძინებთ სიმღერა. ძიძებს ხელში აჰყავთ ისინი, აქეთ-იქით მიმოდიან, რომელიმე საბავშვო სიმღერას უმღერიან და ამგვარად ჰგვრიან ძილს. ხშირად, სასაპალნე პირუტყვს რომ მიდენიან, მოგზაურები სიმღერით მიჰყვებიან გზას და სწორედ ამ სიმღერით იმსუბუქებენ მოგზაურობის სიმძიმეს. და - არა მხოლოდ მოგზაურები; ასევე მღერიან თვით მიწათმოქმედნიც: ყურძნის დაწურვისას, ვენახის კრეფის და დარჩევისას, ან რაიმე სხვა საქმიანობის დროს. მეზღვაურებიც... ასევე იქცევიან ისინი ნიჩბების მოსმისას. ქალებიც კი, როდესაც ართავენ და აბურდული ნართის გასწორებას შეუდგებიან, ზოგჯერ თითოეული ცალკ-ცალკე, ზოგჯერ კი ყველა ერთად მღერის ხოლმე რომელიმე სიმღერას.

და საბოლოოდ ყველა: ქალებიც, მოგზაურებიც, მიწათმოქმედნიც და მეზღვაურებიც ამას იმისათვის აკეთებენ, რომ სიმღერით შრომის სიმძიმე შეიმსუბუქონ. რამდენადაც შეწყობილი სიმღერის თანხლებით სულს გაცილებით უადვილდება მოწყენილობისა და შრომის ტვირთვა. ამდენად, რაკიღა ჩვენი სული ამგვარი ტკბობისაკენაა მიდრეკილი, იმისათვის, რომ ბოროტ სულებს გარყვნილი სიმღერების დანერგვით ყველფერი არ გაენადგურებინათ, მათგან დასაცავად ღმერთმა დაადგინა ფსალმუნები, რომელთაგანაც ტკბობა და სარგებელი ერთდროულად გამოედინება.

საერო სიმღერებმა შეიძლება, გვავნოს, მოგვიტანოს წარწყმედა და სხვა მრავალი ბოროტება, იმიტომ, რომ ყოველივე ცუდი და უზნეო, რაც მათშია, სულში იჭრება, აუძლურებს და რყვნის მას. და პირიქით, სულიერ საგალობლებს დიდი სარგებლობა მოაქვთ, უდიდესი დამოძღვრა, უდიდესი განათლება და ისინი ყოველგვარი სათნოების წინამძღვარს წარმოადგენენ, რადგანაც მათი სიტყვებიც განწმენდს სულს და სულიწმიდაც მეყსეულად მკვიდრდება ამ საგალობლების აღმვლენელის სულში.

მგალობელი რომ მართლაც ცნობიერად მოუხმობს სულიწმიდის მადლს, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებთ ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. - შემდეგ იგი უკვე სულით აღვსების საშუალებაზე მიანიშნებს, - ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (ეფ. 5,18-19). რას ნიშნავს „გულითა თქუენითა“? ნიშნავს: ცნობიერად, ისე კი არა, რომ ბაგე სიტყვებს წარმოსთქვამდეს, სული კი გარეგნულ საქმეებზე მიმოდიოდეს, არამედ იმგვარად, რომ სული ისმენდეს იმას, რასაც ენა მეტყველებს.

ისევე, როგორც ჭუჭყისაკენ მიილტვიან ღორები, ხოლო ყვავილებისა და კეთილსურნელების მიმართულებით ფუტკრები ისწრაფიან, ასევე იქ, სადაც გარყვნილი სიმღერები გაისმის, იკრიბებიან ეშმაკები, ხოლო, სადაც სულიერი საგალობლებია, იქ სულიწმიდის მადლი გარდამოდის და განწმენდს ბაგესა და სულს. ამას მხოლოდ იმისთვის კი არ ვამბობ, რომ მე მაქებდეთ, არამედ იმისათვის, რომ შვილებსაც და ცოლებსაც ასწავლიდეთ, რომ იგალობონ არა მარტო დართვისას, ან სხვა სამუშაოს დროს, არამედ განსაკუთრებულად - ტრაპეზზე, რამდენადაც ეშმაკი თავის სასჯელს უმეტესად ამზადებს სწორედ ნადიმებზე, სიმთვრალის, გაძღომის, უჯერო სიცილისა და სულიერი მოუძლურების ჟამს.

და განსაკუთრებით სწორედ ამ დროს - ტრაპეზამდე და ტრაპეზის შემდეგ - ფსალმუნებით უნდა მოვიზღუდოთ თავი და სუფრიდან ადგომის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად აღვუვლინოთ ღმერთს წმიდა საგალობლები. თუკი შუაღამისას, მოუთმენელი ჭრილობებით აღსავსე პავლე, ფეხზე ხუნდები რომ ესხა და საპყრობილეში იმყოფებოდა, ღვთის სადიდებელს აღავლენდა მაშინ, როდესაც ყველა ტკბილ ძილს მისცემოდა და ვერაფერი - ვერც ადგილი, ვერც დრო, ვერც საზრუნავი, ვერც ძილის სურვილი, ვერც მძიმე შრომით გამოწვეული დაქანცულობა გალობის შეწყვეტას ვერ აიძულებდა მას, მით უმეტეს ჩვენ, ღვთისმიერი კეთილდღეობითა და ნიჭებით აღვსილებმა, უნდა ვუგალობოთ სამადლობელი საგალობელი ღმერთს, რათა, თუკი სულში თრობისა და ძღომის შედეგად რაიმე უწმინდურობა შემოაღწევს, ყოველგვარი ეს არაწმინდება და გარყვნილი სურვილი ფსალმუნთა გალობით განვდევნოთ. და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც ბალზამით გაჟღენთილი ღრუბლით წმენდს მაგიდას, რათა ჭამის შემდეგ მასზე დარჩენილი ყოველგვარი ლაქა წარხოცოს და გაასუფთავოს ის. სწორედ ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: ბალზამის სანაცვლოდ სული სულიერი მელოდიებით აღვავსოთ, რადგანც, თუკი გაძღომის შედეგად სულში რაიმე უწმინდურობა წარმოიშობა, ამ მელოდიით ჩამოვირეცხოთ ის. ყველანი ერთად წამოვდგეთ და შევძახოთ: „მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო და ქმნულთა ხელთა შენთათა ვიხარებდე“ (ფს. 91,4ზ). ფსალმუნთა გალობას შევუერთოთ ლოცვაც, რათა ჩვენს სულებთან ერთად იკურთხოს სახლიც.

ზოგიერთი ლხინზე ხუმარების, ჯამბაზებისა და უწესო ქალების მოწვევით, დემონებსა და ეშმაკებს უხმობს და საკუთარ სახლს აურაცხელი უწმინდურობით ავსებს. აი, აქედან იშობა ჩხუბი, სიძვა, მრუშობა და აურაცხელი ბოროტება; სწორედ ასევე, იგი, ვინც დავითს უხმობს - თავისი ფსალმუნით, მის მიერ თავად ქრისტეს იწვევს, მაშინ ვერცერთი ეშმაკი შესვლას კი არა, იქ შეხედვასაც ვერ გაბედავს. პირიქით: იქიდან, როგორც წყაროს სათავიდან, მშვიდობა, სიყვარული და ყოველგვარი სიკეთე ამოედინება.

სხვები საკუთარ სახლს სანახაობად აქცევენ, შენ კი - ეკლესიად აქციე. და ჭეშმარიტად, იმ შეკრებულობას, სადაც ფსალმუნი, ლოცვა, წინასწარმეტყველთა ზეიმი და მგალობელ სულთა ღმრთივსათნო განწყობილება მეფობს, შეუმცდარად შეიძლება, ვუწოდოთ ეკლესია.

მაშინაც კი, როდესაც სიტყვების ძალა გაცნობიერებული არ გაქვს, ის მაინც მოახერხე, რომ ბაგეს მათი წარმოთქმა ასწავლო. ენაც განიწმინდება ამ სიტყვებით, როდესაც ისინი მთელი გულმოდგინებით წარმოითქმის. თუკი ამ ჩვევას გამოვიმუშავებთ, მაშინ უკვე ვეღარც ნებით, ვერც სიზარმაცის გამო ვეღარასოდეს მივატოვებთ ამ მშვენიერ საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩვეულება გვაიძულებს, ყოველდღიურად, უნებურადაც კი აღვასრულოთ ეს შესანიშნავი მსახურება. ამგვარი გალობისას, ახალგაზრდა იქნება ვინმე თუ მოხუცი, უხეში ხმის მქონე, თუ სრულიად უმეცარი შეწყობილი გალობისა, ბრალი არაფერში ექნება.

აქ უმანკო სულია საჭირო, მღვიძარე გონება, შემუსვრილი გული, მტკიცე ზრახვა, სუფთა სინდისი. თუკი ღვთის წმინდა კრებულში სწორედ ამ თვისებებით შეხვალ, მაშინ თვით დავითის გვერდით შეძლებ დადგომას. აქ არც ქნარია საჭირო და არც დაჭიმული სიმები, არც ხემი, არც რაიმე იარაღის ფლობა. არამედ, თუკი მოისურვებ, შეგიძლია, - ხორციელ ასოთა მოკვდინებით და საკუთარი სხეულის სულთან შეთანხმებით - თავად იქცე ქნარად. „როდესაც „ხორცთა გული არ უთქუამს სულისათვის“ (გალ. 5,17), არამედ, მის გავლენას ემორჩილება და ამ მშვენიერ და საოცარ გზაზე წარემართება. სწორედ ამ დროს შეძლებ სულიერი მელოდიის შექმნას.

აქ საჭირო არ არის ხანგრძლივი ვარჯიშით შეთვისებული ხელოვნება, არამედ, - მტკიცე გადაწყვეტილება მხოლოდ და მაშინ გამოცდილებას ძალიან სწრაფად მოვიხვეჭთ.

ამისათვის არც განსაკუთრებული ადგილია საჭირო, არც განსაკუთრებული დრო, გონიერი გალობა ყოველთვის შესაძლებელია. სავაჭროდ მიდიხარ, მოგზაურობ თუ მეგობრების წრეში ზიხარ, ყველგან ძალგიძს, გააღვიძო სული და უხმოდ გალობაც შესაძლებელია. სწორედ ამგვარად ხმობდა მოსე და უფალმა ისმინა მისი.

ხურო ხარ? როდესაც სახელოსნოში ზიხარ და მუშაობ, შეგიძლია, იგალობო.

მეომარი ხარ, თუ სასამართლოში იმყოფები, შეგიძლია, იგივე აკეთო...

გაზეთი „ქართული გალობა“, № 6, 2007 წ.

www.orthodoxy.ge

წყარო იხილეთ

http://www.orthodoxy.ge/galoba/oqropiri_galoba.htm

პოსტის ავტორი: ketev@ni თარიღი: Jan 22 2010, 04:59 PM

ძალიან დიდი მადლობა ნანინა. რომ შემეხმიანეთ. ვერ გავხსენი და სემდებ თავიდან გავიარე რეგისყრაცია.
ეს ტემა იმდენად მომწონა რომ გამოხმაურების გარშე გულგრილად ნამდვილად ვერ ავუვლი გვერდს.
მე მგალობელი ვარ , 9 წელი ვგალობდი, ეხლა ცოტათი ხელი შემეშალა და ამას ძალიან განვიცდი. მამა დავითის (მთაწმინდის)ტაძრის გოგომათა გუნდში ვგალობდი, შემდეგ გუნდის გაკოფის საჭიროება შეიქმნდა და ეხლა წმ. გრიგოლ ხანცდელის სახელობის მონატერში ვართ. ილია მართლის ტაძარშიც ვგალობდით და რავიცი კველგან სადაც მოვდიოდით მოსალოცად. კველაზე შთამბეჭდავი გეგრგეთის ტაძარში გალობა იყო, ეს იმხელა განცდაა ... რომ გადმოცემაც მიჭირს. ძალიან მიკვარს გალობა და მისი მოსმენა, გამოვეხმაურები იმ აზრს რომ მხოლოდ უნდა იმგეროო ... ეს მცდარი აზრია მამაოს ვკითხე ამის სესახებ თუ რა ტკბობასიც შეიძლება ჩავარდეს ადამიანი გალობის დროს და მან მიპასუხა , რომ მხოლოდ სიტკვებს უნდა მივაქციო ძალიან დიდი კურადგება და სემდეგ ბუნებრივია მელოდიას. სიტყვები ეს უმნიშვნელოვანესია. ძალინ მიხარია რომ ამ თემაზე დაინტერესებაა. გმერთი გფარავდეთ. smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 22 2010, 05:39 PM

ketev@ni

გაიხარე kiss1.gif

კეთილი იყოს შენი ფეხი აქ smile.gif kiss1.gif

ციტატა
კველაზე შთამბეჭდავი გეგრგეთის ტაძარში გალობა იყო, ეს იმხელა განცდაა ... რომ გადმოცემაც მიჭირს

გაიხარე, გაგაძლიეროს უფალმა kiss1.gif
ვიცი, გამომიცდია
girl_angel.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 23 2010, 10:30 PM

ციტატა
კველაზე შთამბეჭდავი გეგრგეთის ტაძარში გალობა იყო,


აუ ეხლა უცებ გამახსენდა რა გრძნობა იყო წუღრუღაშენში რომ ვიგალობეთ. საოცარი ტაძარია რა.
იმის მერე რამდენი წელი გავიდა მაგრამ ის გრძნობა ისევ გულში მაქვს.smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 06:35 PM

"ღამისთევის ლოცვაზე მამა პაისი [ათონელი] გულის შემმუსვრელად გალობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 09:21 PM

"მოიძულა დიდება და სახელი, უარყო სოფლის ამაოება და მთაწმინდაზე მოვიდა, რათა ღვთისმშობლის ბაღის სულიერი ბულბული ყოფილიყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 11:25 PM

„როცა გალობა დაიწყო, გავიფიქრე, ზეციური ჰანგები სინამდვილეშიც ზემიწიერი ორღანიდან ჟღერენ. პირველად და შესაძლოა, უკანასკნელადაც, მოვისმინე ამგვარი ანგელოზებრივი ჰანგი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2015, 01:55 PM

„როცა მიწიერი სიკეთეებითაც აღავსეს თავიანთი სიხარული და სარწმუნოების გამარჯვების საგალობელი „ქრისტე აღდგა“ იგალობეს, აიღეს ნოტები და დაიწყეს სიმღერა მიუწვდომელი სიხარულით. მათი ზეცის ანგელოზებსაც უნდა შეშურებოდათ! მათი ხმა - წმინდა, მხიარული და საზეიმო - ექოდ ისმოდა ხეობაში, ეშვებოდა ზღვის მშვიდ ზედაპირზე და ადიოდა ათონის მთიდან ვიდრე ზეციურ ვარსკვლავებამდე“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 03:28 PM

"იქ მგალობეთა შორის იყო ვაჟი, რომელსაც ბულბულივით ხმა ჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2016, 01:00 PM

"ჩემს გულში კი საგალობელი გაისმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 12:37 PM

"მან [მამა ანატოლი] ცოტათი იცოდა ბიზანტიური გალობა და დაბალი, მეხისებრი ხმა ჰქონდა. ამ ჰიმნს ის მეორე ხმას გალობდა, სწორედ ისე, როგორც პირველად იგალობა იგი მთავარანაგელოზმა. შეეძლო, ღამის განმავლობაში ათჯერ მაინც ეგალობა. მის მოწაფეს ეს თავიდან აწუხებდა, მერე შეეჩვია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 02:43 PM

„როცა ის [მამა ანატოლი] გალობდა, ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელი რხევას იწყებდა! ერთხელ მამებმა უთხრეს, კანდელმა შენი მეხივით ხმის მიზეზით დაიწყო რხევაო. მაშინ მამა ანატოლი კარიბჭეში გამოვიდა და კვლავ იგალობა. კანდელმა კი რხევა დაიწყო. იგალობებს სხვა მამაებმაც, მაგრამ კანდელი უძრავად რჩებოდა. აი, როგორი გასაოცარი და ღირსეული იყო მისი სული, უბრალო და ბავშვური. მასში მადლი იყო დავანებული და მოქმედებდა თვით „დიდ განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა ყოვლისმპყრობელი“ უფალი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2016, 12:24 PM

"ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამგალობლო ადგილზედ საქმე თქვენი არის წმიდა, ხოლო ვალდებულება თქვენი უდიდესი და განსხვავებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2016, 12:03 PM

"რუმინელ მონაზონ ნექტარიოსს, რომელიც ბიზანტიური გალობის დიდებულ მასწავლებელს, ბერდიდ თეოდორეს დაემოწაფა, ანგელოზებრივი, უჩვეულოდ სასიამოვნო ხმა ჰქონდა. სიცოცხლის ბოლოს ის უმკაცრეს ღვაწლს მიეცა და გარდაიცვალა 1890 წელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:24 PM

"იმთავითვე უნდა ითქვას, რომ გალობა ლოცვას, ღვთისმსახურების თანამდევია და მან განწყობა კი არ უნდა შექმნას, არამედ ლოცვით მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს ადამიანი. განწყობასა და განწყობილებას ქმნის არა გალობა, არამედ - სიმღერა. გალობა ზეციურია, სიმღერა - მიწიერი, ადამიანური ადამიანური ემოციების გამომხატველი. "გალობის ფსალმუნური თვისება საეკლესიო გალობას ამა ქვეყნიურისგან, ხორციელებისგან სრულიად განაშორებს, ზეციურ მოვლენად წარმოგვიჩენს" (ე. ჭელიძე). გალობა ლიტურგიის უცვლელი კომპონენტია, სიმღერა კი - ცხოვრების რიტმშია ჩართული (შრომა, სუფრა, ბრძოლა, დატირება, ქორწილი...). საგალობელი დროს აუქმებს, ზედროულია და ისე განსხვავდება სიმღერისაგან, როგორც ხუროთმოძღვრება - არქიტექტურისაგან, ხატწერა - მხატვრობისაგან. გალობა ლოცვა, ღმერთთან საუბარია".

/საბა მეტრეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:44 PM

"ვინც გალობს, ორჯერ ლოცულობსო".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:58 PM

"[რეგენტ] ილია ოსეფაშვილს ახასიათებს ბერმონაზვნური, ხმაურს, პომპეზურობას, ხელების ქნევის ვნებასა და თავმოწონებას განრიდებული შინაგანი სიმკაცრე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 10:14 PM

"საგალობელი განსხვაებულია არა მხოლოდ მუსიკალური აგებულებით, არამედ - ხასიათითაც. სიმღერის დროს ადამიანი განცდებსაა აყოლილი, საკუთარ თავსაც ახარებს და სხვასაც, ვოკალურ მონაცემებს წარმოაჩენს. დღეს როგორც ხდება, წირვა-ლოცვაზე მღერიან თავგამოდებით, ყოველგვარი "მონასტრული სიმშვიდის" გარეშე. დაიკარგა "კეთილკრძალულება", იმის შეგნებაც, რომ გალობით უფალთან ლოცვაში ხარ, საეკლესიო სივრცის ნაწილად აღიქმები".

/საბა მეტრეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 02:23 PM

"გალობის საშუალებით სული საიდუმლო კიბით ღმერთისაკენ ამაღლდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 11:25 PM

"სწორი გალობა მართალი ცხოვრების შედეგია, ხოლო მართალი ცხოვრება სწორი გალობის წინაპირობაა. ამგვარად იქმნება ვითარება, რომლის მიხედვითაც მართალი ცხოვრება უკვე არის გალობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2016, 12:29 PM

"ახალი მცნების შესრულებით ადამიანი ხომ ემსგავსება ანგელოზს, ხოლო რამდენადაც გალობა ანგელოზური ბუნების განუყოფელი ნაწილია, მართალი ადამიანის ცხოვრებაც გალობად იქცევა.

გალობის ამგვარი გაგება წარმოშობს სწავლებას ადამიანზე, როგორც სულიწმინდის ინსტრუმენტზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 12:36 PM

"[წმ. პაისი ათონელი] საეკლესიო გალობასა და ხატწერაშიც კეთილმოკრძალებას დიდ მნიშვნელობას აძლევდა: "თუ ჩაუფიქრდები შენი ნაგალოებების აზრს, შეიცვლები და მოკრძალებით დაიწყებ გალობას. თუ კეთილმოკრძალებით იგალობებ, ამ დროს შეცდომაც რომ დაუშვა, "მოწიწება" მას "გამოასწორებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 12:56 PM

"თუ კაცი გულით არ გალობს, მაშინ ის თავისი სიმღერით თითქოს ტაძრიდან გაძევებს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 11:25 PM

"არაფერი ისე არ აღამაღლებს სულს, არაფერი ისე არ წყვეტს მას მიწას, არაფერი ისე არ განაწყობს მას წმინდა სიყვარულისათვის, როგორც წმინდა გალობა, - წერდა იგი [წმ. იოანე ოქროპირი], - სულიერი გალობა წყაროა განწმენდისა; მისი სიტყვები ასუფთავებენ სულს და სულიწმინდა გარდამოდის მგალობელთა სულზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 04:43 PM

"მღვდელმთავარი იოანე [სქოლასტიკოსი] არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა: "რომელი ქერუბიმთა" და "სერობასა საიდუმლოსა შენისასა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:44 PM

"მათი გალობა იმდენად მშვენიერი იყო, რომ როგორც ამბობდნენ, ანგელოზები ზეციდან გარდამოხდებოდნენ მათ მოსასმენად".

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 8 2017, 11:40 PM

უკვე 5 წელია რაც ვგალობ და ამ ბოლოს განსაკუთრებით ვგრძნობ რომ მეც მოვალეობის მოხდის მიზნით აღვაღებ ბაგეებს sad.gif თან არ მსიამოვნებს როცა გალობის დროს მიყურებენ, არ ვიცი ამას კომპლექსი უნდა დავარქვა თუ სხვა რამ. ზოგჯერ მინდება, რომ გავჩუმდე და უბრალოდ ვუსმინო მსახურებას. ესეც ბრძოლაა და არ უნდა მივცეთ გასაქანი საწადელის ასასრულებლად.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:33 AM

ციტატა(Elzaa @ Feb 9 2017, 12:40 AM) *

უკვე 5 წელია რაც ვგალობ და ამ ბოლოს განსაკუთრებით ვგრძნობ რომ მეც მოვალეობის მოხდის მიზნით აღვაღებ ბაგეებს sad.gif თან არ მსიამოვნებს როცა გალობის დროს მიყურებენ, არ ვიცი ამას კომპლექსი უნდა დავარქვა თუ სხვა რამ. ზოგჯერ მინდება, რომ გავჩუმდე და უბრალოდ ვუსმინო მსახურებას. ესეც ბრძოლაა და არ უნდა მივცეთ გასაქანი საწადელის ასასრულებლად.


ეს ალბათ ბრძოლაა... ეს პრობლემა აღსარებაში თქვით და ალაგდება smile.gif

პოსტის ავტორი: Elzaa თარიღი: Feb 11 2017, 02:22 PM

ციტატა(marine @ Feb 9 2017, 11:33 AM) *

ეს ალბათ ბრძოლაა... ეს პრობლემა აღსარებაში თქვით და ალაგდება smile.gif

ის მშველის ხოლმე, წარმოვიდგენ, რომ ღვთის სამსჯავროს წინაშე ვარ და ჩემი გალობა უკანასკნელია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2017, 12:51 PM

Elzaa

როცა გიყურებენ გალობისას, ეს ნიშნავს რომ მოსწონთ შენი ხმა და შენი გალობა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 09:53 PM

"მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ქართული გალობა და ქართული ხალხური სიმღერა ცის ნაჟურიაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2017, 04:01 PM

"გალობა გამოხატავს ადამიანის სიხარულს. სიხარული დროს გალობს ადამიანი".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2017, 12:55 PM

"ნათქვამია, მუსიკა ანგელოზთა ენააო. მით უმეტეს საეკლესიო გალობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 10:26 AM

"გალობა სულის განვითარებას ემსახურება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:04 PM

"რაც შეეხება მეუფის [ზოსიმე] გალობას, - ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულიდან ასე ამოსულ ვედრებას ვერ ისწავლი, თუ ეს ზევიდან არ მოგეცა".

/მღვდელმონაზონი გრიგოლი (მგელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2017, 11:25 AM

"1921 წელს ბოლშევიკებმა მამა ექვთიმე [კერესელიძე] დააპატიმრეს, მაგრამ ბრალი ვერაფერი უპოვეს და რამდენიმე თვეში გამოუშვეს. დადგა საშინელი ოციანი წლები. ირგვლივ ტერორია გამეფებული. მამა ექვთიმე კი ისევ თავის მაგიდას უზის და საგალობლებს ათეთრებს. ბერები საყვედურობდნენ: - დღე და ღამე წერ. ნეტავ რა სარგებლობა გაქვს? უფულოდ, ტყუილად შენს თავს რად უჭირვებო. წმინდა ექვთიმე პასუხობდა: - მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლსა და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროს მჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 09:40 PM

"შენი გალობა უნდა იყოს არა მამლის ყივილივით, არამედ ანგელოზებრივი, ანუ ღრმა სიმდაბლით, შიშით, სიყვარულითა და თავის გაკიცხვით - ასეთი გალობა ჭეშმარიტია და ღვთისთვის სათნოა. ხოლო მზვაობრული, რომელიც არა ღვთის, არამედ ხალხის მოსაწონადაა - ასეთი მამლის ყივილზე უარესია".

/წმ. ანატოლი ოპტელი (ზერცალოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 04:36 PM

"თუ ადამიანი საეკლესიო გალობას შეიყვარებს, ძალიან ადვილია მისი სწავლა. დიდია სარგებელი, რომელიც ადამიანის სულისთვის ჰარმონია მოაქვს. მას, ვინც გალობა იცის და თავმდაბალია, აქვს ღვთის მადლი. ცოტაც და, უნდა გაბრაზდეს, განრისხდეს, მაგრამ ეშინია დისჰარმონიის, რადგან მრისხანება და ყველა ეს დაცემული მდგომარეობა უცხოა ჰარმონიისთვის.

და ასე, თანდათანობით, იძულებს ბოროტებას და ითვისებს სათნოებებს, რაც არის ჰარმონია. ყველა სათნოებას აქვს ჰარმონია. არც მწუხარება გექნება და არც სხვა რამ... ცხოვრობ მხოლოდ სიხარულში, როცა შეამჩნევ, რომ შენი სულის ჰორიზონტზე შავი ღრუბელი გამოჩნდა, იგალობე რაიმე მშვენიერი საგალობელი და შავი ღრუბელი ღვთის საგალობელი გახდება. ძალას, რომელიც შენს მწუხარებასა და დათრგუნვას აპირებდა, გარდაქმნი სიკეთედ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 09:47 PM

"საეკლესიო გალობას დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის. არ უნდა არსებობდეს ქრისტიანი, საეკლესიო გალობა რომ არ იცოდეს. ყველამ უნდა ისწავლოს, რადგან მას უშუალო კავშირი აქვს სულთან. გალობა უშრომელად განწმენდს ადამიანს. ხდები წმინდანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სიხარულით".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2019, 04:42 PM

"სად არიან ისინი, სევდისგან განკურნებას რომ დაეძებენ? როცა ისწავლიან საეკლესიო გალობას და დაინახავენ მათკენ მომავალ შავ ღრუბელს, ჰოპ! იგალობე ერთი "ღირს-არსი" და შავი ღრუბელი, რომელიც შენს შესაპყრობად მოდის ერთგვარი სევდის სახით, ხდება ღვთისადმი საგალობელი. მე მჯერა ამისი, მტკიცედ მჯერა.

მე გეუბნებით, რომ მგალობელს, რომელსაც უყვარს გალობა და არის ღვთისმოშიში, შეუძლია თავისი სიმძიმილი მუსიკალურ ნაწარმოებად აქციოს და იგალობოს. ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ იტიროს და მწუხარებას მიეცეს, გალობით ადიდებს ღმერთს. მე ასე მწამს და ასე ვხედავ ამას.

არა აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაა ადამიანი: ათი, ოცი თუ ოცდაათი წლის. გალობისადმი მიდრეკილება შინაგანად ყველას აქვს. მთავარია, რომ გავაღვიძოთ იგი ჩვენში და შევიიყვაროთ ეს ხელოვნება".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:07 PM

"ვისწავლოთ გალობა, რათა ამით ქრისტესმიერი სული შევიძინოთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2020, 07:55 PM

"ეკლესიური საგალობლები სულში ჰარმონიას ამყარებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 10:59 AM

"გალობა სულიერი სიხარულის გამოხატვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 01:33 PM

"თქვენ გალობთ - კარგია, მხოლოდ ამისთვისაც ცხონდებით. წმინდა ანდრიას, ქრისტესათვის სალოსს, სცემდნენ და გუნდიდან აგდებდნენ, ის კი მაინც დგებოდა იქ, გალობდა, ითმენდა - და ცხონდა".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:02 PM

"მამა დოსითეოზ კატუნაკელი - თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მგალობელი და საეკლესიო გალობის მასწავლებელი. უსინათლო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 10:28 PM

"მართალი ცხოვრება უკვე არის გალობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 05:38 PM

"სწორი გალობა მართალი ცხოვრების შედეგია, ხოლო მართალი ცხოვრება სწორი გალობის წინაპირობაა"

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 20 2021, 04:19 AM

წელს კორონამ გალობის მასწავლებელი წაგვართვა... sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2021, 12:36 PM

ციტატა(ქევანა @ Nov 20 2021, 04:19 AM) *

წელს კორონამ გალობის მასწავლებელი წაგვართვა... sad.gif


sad.gif ქეთი, ლია მასწავლებელი მეც უზომოდ დამენანა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2022, 05:55 PM

"მეორე დღეს, გამთენიისას, წირვა აღასრულეს. "შვილო, ერთად ვიგალობოთ "უფალო შეგვიწყალენ", ხმადაბლა, ისიქასტურად; ისე, თითქოს ხმა გარედან მოდიოდეს! ასე გვასწავლა ბერმა იოსებმა. მან ამის მაგალითი ერთ ჩვენებაში იხილა, სადაც თორმეტი ჩიტი ჭიკჭიკებდა, ხოლო მეცამეტე უძღვებოდა მათ. მცირე წმ. ანას სკიტში, იმ პატარა ეკვდერში, ჩვენი ხმა გარეთ საერთოდ არ ისმოდა. მოგვიანებით აქ მხცოვან ბერებს, ბუნებრივია, არ ესმოდათ ხმადაბალი გალობა და იძულებული გავხდი, ხმისთვის ამეწია".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 01:34 PM

"ჭეშმარიტი საეკლესიო გალობა - შინაგანი სულიერი მდგომარეობის გამოვლინებაა. ეს საღმრთო სიხარულია! ანუ, ქრისტე ახარებს გულს და ადამიანი გახარებული გულით საუბრობს ღმერთთან. თუ მგალობელი იგრძნობს იმას, რასაც გალობს, მაშინ შინაგანად თვითონაც შეიცვლება და ისიც, ვინც მას ისმენს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:51 PM

"ძალიან კარგი ხმა მქონდა და, ისე ვგალობდი, რომ ჩემი გალობა სამგლოვიარო სიმღერებს ემსგავსებოდა. ეს იყო სატრფიალო სიმღერები ქრისტეს შესახებ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 06:09 PM

"დავუშვათ, ხარ ტაძრის მგალობელი ან მონასტერში გალობ და გაქვს ანგელოზთა დარი ხმა. განა შეიძლება უგალობო ღმერთს ისე, რომ არ იცოდე, ამდენი ხალხი თუ გისმენს, ანუ არ ფიქრობ ამაზე? ეს არც ისე ადვილია. ამიტომაც მგალობელთაგან ბევრს გზა აერია. როგორც წესი, ყველა კარგ მგალობელს დიდი ეგოიზმი აქვს. რა თქმა უნდა, არა ყველას, მაგრამ უმრავლესობას. ხოლო როცა თავმდაბალი ხარ, კარგადაც რომ გალობდე ან კითხულობდე, სხვების მოსმენა შენზე არ მოქმედებს. შენ იტყვი: "და თუკი ლამაზად გალობ და ლამაზად კითხულობ და ამას შენი მოძღვარი ისმენს?" თუკი სიმდაბლე გაქვს, ეს ყველაფერი უმნიშვნელოა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 01:54 PM

"მაგრამ თუ მგალობელი ხარ და არ გაქვს ღვთის სული, მოდის ეგოიზმის განსაცდელი და განადგურებს. აღარ მოდის ის სიხარული და შვება, რაც ზემოთ ვახსენე. ნაცვლად ამისა მოდის ეგოისტური აშლილობა. მაშინ, როცა ამ წმინდა საქმემ - გალობამ უნდა დაგამშვიდოს და ჰარმონია მოგანიჭოს. გალობის დროს არ უნდა იფიქრო პიროვნებებზე. მთელი ყურადღება გალობის რიტმზე უნდა გქონდეს. ბევრი დაღუპა ამგვარმა გალობამ. ბევრი ადამიანი დასნეულდა ამპარტავნებით.

იქ, უდაბნოში, ჩემს ბერებს არ უთქვამთ ჩემთვის, გალობა ისწავლეო. მე კი მინდოდა, მაგრამ ვერ შევიძინე ეს ცოდნა. უდაბნოში შეგიძლია, თავისუფლად იგალობო, რადგან გავლენის ქვეშ არ ექცევი. ხოლო როცა ეკლესიაში მიდიხარ, მთელი მრევლი გყავს გონებაში; შეიძლება შენს ხატებს უყურებდე, მაგრამ ისეთი განცდა გქონდეს, რომ ყველა შენ გისმენს და ეგოიზმით გაიბერო. ხშირად ხდება, რომ მგალობელი ვერ ახერხებს ნაწარმოების შესრულებას, რადგან ეგოიზმი უშლის ხელს. შეიძლება გონება გაექცეს, ბევრი რამ შეიძლება დაემართოს. თქვენ იტყვით: "თუ ასეა, თავი ავარიდოთ გალობას, რადგან განსაცდელში გვაგდებს". არა. ვისწავლოთ გალობა, რათა ამით ქრისტესმიერი სული შევიძინოთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2023, 02:19 PM

"საეკლესიო გალობას დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის. არ უნდა არსებობდეს ქრისტიანი, საეკლესიო გალობა რომ არ იცოდეს. ყველამ უნდა ისწავლოს, რადგან მას უშუალო კავშირი აქვს სულთან. გალობა უშრომელად განწმენდს ადამიანს. ხდები წმინდანი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სიხარულით"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 07:36 PM

"გალობა განსაკუთრებით უყვარდა მამა პაისს [ათონელი] და ღამისთევაზე და წირვაზე გალობდა ხოლმე თავის კალივში. მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ გალობდა ტკბილად, ღვთისმოსაობით. მას მუსიკალური მგრძნობელობა ჰქონდა. ხმა გულიდან ამოსდიოდა და ზეცისკენ ისწრაფვოდა, გეგონებოდათ ღვთის წინაშე იდგა. რამდენიმე საგალობლის კილო ზეპირად იცოდა, მაგალითად პაპანიკოლაუს დაწერილი "ღირს არსი", "რომელი ქერუბიმთა" IV ხმისა, "აუარებდით უფალსა", "ღმერთი უფალი", "ზიარების" II ხმისა, "ღვთისმშობლისანი". ამბობდა: "როცა ვწუხვართ, ვიგალობოთ, გალობა ეშმაკს განაგდებს, რადგან იგი ერთდროულად ლოცვაც არის და განსაცდელთან შებრძოლებაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2024, 08:18 PM

"გალობასა და ხატწერაშიც გამოარჩევდა სწორედ ღვთისმოსაობას და ნაკლებად - ხელოვნებას. ამბობდა: "თუ ჩაუღრმავდები საგალობელის აზრს, შეიცვლები და სარწმუნოებით იგალობებ, მაშინ ტკბილი იქნება გალობა და თუკი მარტო ნოტებს მიეჯაჭვები და ღვთისმოსაობას დაივიწყებ, მაშინ დაემსგავსები საერო მგალობელს, რომელიც ამბობდა: "აკურთევს სული ჩემი უფალსა" და მისი ხმა რკინის დარტყმას ჰგავდა. ეს ერთ ავტომანქანაში მოვისმინე. ვერ მოვითმინე და მძღოლს ვთხოვე გამოერთო მაგნიტოფონი. როცა ვინმე გულით არ გალობს, თითქოს სურს გაგაგდოს ეკლესიიდან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2024, 08:15 PM

"ამგავარადვე, ტკივილის განსადევნად ჩვენც სასულიერო საგალობლებლი უნდა ვიგალობოთ. მახსოვს, ერთხელ გავცივდი და ისეთი საშინელი თავის ტკივილი დამეწყო, რომ თავი პირდაპირ მისკდებოდა, რას ვიზამდი?! ერთი ძალიან ლამაზი გალობა წამოვიწყე და თავის ტკივილი მომეშვა. მართლაც: იესოს ლოცვასთან შეერთებული ფსალმუნთა გალობა ასეთ შემთხვევაში ძალიან შველის. ისინი სულს აფაქიზებენ, ატკბობენ მას, იმიტომ, რომ გამუდმებული მწუხარება და ტკივილი თრგუნავს სულს, გალობა კი აგრილებს მას. გუშინ ღამესაც არ მაძინებდა ტკივილი. ისიც კი ვიფიქრე, რომ თუ განთიადამდე მოვკვდებოდი, ჩემთვის უკვე ერთი გრძელი დღე გათედნებოდა. იმქვეყნიურ ცხოვრებაში ხომ არც დაისია და არც განთიადი... მაგრამ მერე მივიღე... ტკივილგამაყუჩებელი "აბი", ვიგალობე ტროპარი: "წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი ჩვენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩვენთვის და ყოველნივე სენნი ჩვენნი განკურნენ". ამ აბის ზემოქმედება ხანგრძლივი აღმოჩნდა, მთელი ღამის განმავლობაში მეყო. განა ექიმებს აქვს ასეთი აბები?"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2024, 05:41 PM

"თსას-ის რექტორმა ასევე ისაუბრა პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ქარული გალობის აღდგენისა და განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის დიდი სურვილი იყო უძველესი სამგალობლო ტრადიციის აღდგენა, რაც გულისხმობს ორი გუნდის მონაცვლეობით მონაწილეობას ღვთისმსახურებაში. პატრიარქის ეს სურვილი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განხორციელდა და ამჟამად უმაღლეს საღვთისმეტყელო სასწავლებელს ჰყავს ორი გუნდი - სემინარიის მგალობელთა გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით და აკადემიის მგალობელთა გუნდი ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)