IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

48 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > »   
Reply to this topicStart new topic
> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
marine
პოსტი Sep 7 2017, 10:54 AM
პოსტი #581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



N22. წერილი პენსიონერ ს.პ-ს, რომელმაც თავისი გონებით იაპონია-ჩინეთის ომი განმარტა

უნდა ვაღიარო, რომ გამაკვირვა თქვენმა განმარტებამ ჩინეთ-იაპონიის შეტაკებაზე. ამბობთ, ევროპამ აიცილა ომის საფრთხე. ომი მოხდება დედამიწის იმ მხარეს, სადაც ღამეა, როცა ჩვენთან დღეაო. და სიხარულით უწინასწარმეტყველებთ მშვიდობას ევროპას.

განა შეიძლება შენი მშვიდობა გიხაროდეს, როცა გესმის, სამყაროს რომელიღაც ნაწილში სისხლი იღვრებაო? განა სასიამოვნოა თქვენთვის: საჭმელი და სასმელი, კინემატოგრაფია, მხიარულება, სიცილი და ხუმრობები, როცა გონებით გადახედავთ მანჯურიის ველებს და ხედავთ გაყინულ, დასისხლიანებულ, მშიერსა და გამხეცებულ ადამიანებს, ისინიც ხომ შენებრ ადამისა და ევას შვილები არიან? ყოველ საღამოს რადიოს უსმენთ და გგონიათ, რომ ამ ყბედობით უფრო ჭკვიანი გახდებით. ყველაზე მთავარი, რაც შეიძლებოდა რადიოს შეეტყობინებინა, ესაა - ათასობით დაჭრილისა და მომაკვდავის კვნესა, ტირილი დედათა, ქვრივთა და ობოლთა ამ ორი დიდი სახელმწიფოსი. ყველანი ისეთივენი არიან, როგორიც თქვენ, სიცოცხლე და ბედნიერება რომ სწყურიათ. მათაც იგივე მზე დაჰნათის თავს, რომელიც თქვენ და ისე, როგორც თქვენ, მათაც უცქერის აცრემლებული თვალნი უფლისა.
შესაბამისად, მხიარულების კი არა, მწუხარების ჟამია და ეს მწუხარება ერთი ან ორი კაცისა კი არ არის, არამედ ხალხებისა და ტომების მწუხარებაცაა, სახელმწიფოს მწუხარებაა. როცა ევროპის სახელმწიფოთა მეთაურნი აცხადებენ ეროვნულ გლოვას რომელიმე ბურბონის ან საბაის პრინცის სიკვდილის გამო, როგორღა ივიწყებენ გლოვის გამოცხადებას ათასობით ადამიანის ძალადობრივი სიკვდილის გამო - რომელთაგან თითოეული ღვთის თვალში პრინცია? ევროპელები მართლაც განათლებულნი რომ იყვნენ, მაშინ სახელმწიფო და სახალხო გლოვას გამოაცხადებდნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაჩაღებული ნებისმიერი ომის გამო. თანაგრძნობის სახელით დაიკეტებოდა რესტორნები, სათამაშო სახლები და კინოთეატრები, აიკრძალებოდა ყველანაირი გართობა, სანამ ძმის სისხლი იღვრება. როგორ გაიხარებდა ზეცა, თუ სლავები პირველები დავაწესებდით ამას!
შეიძლება ჩემმა ნათქვამმა გაგაცინოთ. ვიცი, პილატეც გაიცინებდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქრისტე არ გაიცინებდა. ევროპა უზრუნველყოფილია სიმშვიდით, ომის ცეცხლი თქვენგან შორს გაჩაღდაო, - ამაზე ძალზე ფრთხილად იყავით. ნუ დაუჯერებთ ნურც საკუთარ თავს, ნურც წინასწარმეტყველებას, როცა ხანძარი ტყის ერთ მხარეს მოედება, განა ქარს არ შეუძლია ნაპერწკლის მის მეორე მხარეს გადატანა?
მშვიდობა თქვენდა და წყალობა უფლის მიერ.

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2017, 09:08 PM
პოსტი #582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამბა იოსები უქმობას დემონურ საცდურთა მთავარ იარაღად თვლიდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2017, 10:34 PM
პოსტი #583


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის ხსოვნის სიტკბო"

/ფილოთეოს სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2017, 02:08 PM
პოსტი #584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წერილი მეფუტკრე მ.ა-ს ფუტკრებისგან დარიგებულზე

"მთელი სიცოცხლე ერთ კეთილშობილურ საქმეს მისდევდით - მეფუტკრეობას და ახლა ფუტკრებისაგან მიღებულ განსაკუთრებულ გამოცდილებას სხვებს უნაწილებთ. მათზე დაკვირვებისას დარწმუნდით, რომ ფუტკრები თავს სასტიკად ესხმიან ბოროტსა და უსაქმურ ადამიანებს. ძალზე იშვიათად ნესტრავს ფუტკარი ბავშვებს, ქალწულს და საერთოდ წმინდა და კეთილ ადამიანს, უფრო სწორად, ისინი მათ არასოდეს კბენენ, თუ მათგან საფრთხეს არ მოელიან. შესაბამისად, არაწმინდებს თავს ესხმიან, წმინდანთაგან კი მხოლოდ თავს იცავენ. ერთხელ ფუტკრებმა ბანდიტებისაგანაც კი გიხსნეს. თქვენი გაძარცვა სურდათ, თქვენ ფულს არ აძლევდით, ფუტკრები კი ეცნენ თავდამსხმელებს და ისე დაკბინეს, რომ ძლივსღა მოახერხეს საფუტკრიდან გასვლა.

წმინდა წერილში ნათქვამია: "წადი ჭიანჭველებთან, ზარმაცო, ნახე მათი საქმიანობა და იქმენ ბრძენი" (იგავი 6,6). ფუტკრებთან შეიძლება გავგზავნოთ ხელზარმაცი და გონებაზარმაცი, რათა ისწავლონ შრომისმოყვარეობა, ზომიერება, წესრიგი, წინასწარ განჭვრეტა და კიდევ ერთი დიდი რამ, უდიდესიც კი - თავშეწირვა. თავისი სკის "ხალხისთვის" თითოეული ფუტკარი ყოველ წუთს მზად არის თავი დადოს, გაწიროს საკუთარი სიცოცხლე. ყველაზე დიდ საერთო თავგანწირვას ფუტკრები ყრისას აჩვენებენ.

ერთმა სახელგანთქმულმა ბელგიელმა ფუტკრების ცხოვრებას წიგნი მიუძღვნა. აი, რას ამბობს ის ფუტკრის ყრაზე: "ეს მხოლოდ უბრალო გადასახლება კი არ არის ფუტკრებისა, მსხვერპლია, შეგნებული მსხვერპლი, რომელსაც ახლანდელი თაობა მისი შემცვლელი თაობისთვის გაიღებს... ეს არ არის ინსტინქტი, არც ბუნების კანონი. ჩვეულებრივად კანონს ვეძახით იმას, რაც ჩვენთვის აუხსნელია, სულერთია, ფუტკრებს ეხება თუ ადამიანებს"... მაშ, ეს რაღაა? სიყვარული და ზრუნვა პატარებზე, ფუტკრების ახალ თაობაზე. ამ სიყვარულის გულისთვის ძველი ფუტკრები იყრებიან და ტოვებენ საკუთარ სახლს, ტოვებენ თაფლით ავსებულს და მიფრინავენ უცნობ მხარეში თავშესაფრის მოსაძებნად. წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდნენ ყველაზე თავგანწირული პატრიოტები, თუ მათ ეტყოდნენ: "ახალგაზრდა თაობის გულისთვის დატოვეთ ოჯახები, სახლ-კარი და წადით!" განა ბევრი მოიძებნება კაცთაგან უყოყმანოდ მიმბაძველი ფუტკრისა?
ეს ავტორი ფუტკრებზე კიდევ უამრავ საოცრებას, სასწაულებს წერს: თურმე ფუტკრები ერთმანეთში საუბრობენ, აწყობენ კრებებს, მღერიან - სამხიარულოსა და სამწუხაროს, აქვთ საომარი შეძახილები (ბრძანებები); ისინი უამრავ უწვრილეს, აზრით აღსავსე ბგერას გამოყოფენ (მეტერლინკი, "ფუტკრების ცხოვრება"). ფუტკრებს შორის არ არიან "უღმრთოები". მეტიც, ზოგიერთებმა ფუტკრების დახმარებით შეიცნეს ღმერთი, შემოქმედი თვისი, და მისი საოცარი განგებულება ყოველ ქმნილებაზე."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2017, 10:12 AM
პოსტი #585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი სიმშვიდე მოიპოვება ღვთის ნებისადმი სრული მინდობით".

/წმ. ანტონი ოპტელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2017, 09:55 PM
პოსტი #586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავას".

/წმ. ამბორი ოპტელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2017, 09:54 AM
პოსტი #587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოდნავაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ თქვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს, თუმცა იგი ამის გამო არ გვსჯის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2017, 03:29 PM
პოსტი #588


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები და თუ არ მოგვწონს სხვისი აზრი, უხეშად არ უნდა ვუპასუხოთ მას. ყველას აქვს თავისი აზრი და უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ თუ სხვისი აზრი განსხვავებულია, შეიძლება შენს აზრზე უკეთესი აღმოჩნდეს".

/ილია მეორე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2017, 10:29 AM
პოსტი #589


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალო, მოაბრუნე ადამიანები შენკენ, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული, განჭვრიტონ სულიწმინდით შენი მშვენიერი სახე; დატკბნენ ყველა შენი სიკეთით აქვე, დედამიწაზე, და როდესაც დაინახავენ, როგორი ხარ, მიგემსგავსებიან შენ".

/წმ. სილუან ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2017, 10:51 AM
პოსტი #590


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა წერილი არსად თავის მართლებას არ გვასწავლის. წმინდანები არათუ თავს იმართლებენ, არამედ ნებაყოფლობით იტანჯებიან სხვებისთვის".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2017, 09:53 PM
პოსტი #591


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი სახიერი მამა მთლად დიდსულოვნებაა, ხარობს უმნიშვნელო შესაწირავითაც კი! თუმცა ჩვენ, ადამიანები, თაფლს მივირთქმევთ, მასთან კი ცვილი მიგვაქვს, მას ეს შესაწირიც ახარებს".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2017, 09:02 PM
პოსტი #592


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც ამ პრინციპით (ეგოიზმით) განლია დღენი ამ მზისქვეშეთში, ცალკეული პიროვნება, თუ სახელმწიფო, ყველა წარწყმდა და აღიგავა პირისაგან მიწისა".

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2017, 07:28 PM
პოსტი #593


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთის მქონებელი უქმად ყოფნას არ დაუშვებს".

/აბბა ფილიმონ განშორებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2017, 01:54 PM
პოსტი #594


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვით უნდა დავიწყოთ ჩვენი შრომა. ჯერ უნდა ვილოცოთ, უნდა ვთხოვოთ უფალს ლოცვა-კურთხევა და მერე ის შრომა, რომელსაც შენ გასცემ ეს იქნება დალოცვილი და კურთხეული".

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2017, 05:59 PM
პოსტი #595


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ წინააღმდეგობას შევწყვიტავთ, საფლავებიდან ჩვენი წინაპრები აღდგებიან, ბევრი იტანჯეს, ჩვენ კი რას ვაკეთებთ?! თუ ქრისტიანები აღმსარებლები არ გახდებიან და ბოროტებას წინ არ აღუდგებიან, გარდამაქცეველნი უფრო გათავხედდებიან".

/წმ. პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2017, 09:22 AM
პოსტი #596


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პიროვნება თუ ერი, თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა".

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2017, 08:34 PM
პოსტი #597


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს".

/ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 12 2017, 12:23 PM
პოსტი #598


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც უფრო მეტია ჩვენს შორის მოუნანიებელი ცოდვილი, მით უფრო ახლოა ჩვენთან ღვთის სასჯელი".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2017, 10:21 AM
პოსტი #599


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გევედრები, უფალო, გარდამოავლინე სულიწმინდის მადლი ადამიანზე, დაე, შეიცნონ შენი სიყვარული. გაათბე ადამიანთა ნაღვლიანი გულები; დაე, სიხარულით გადიდონ შენ და დაივიწყონ თავიანთი მიწიერი მწუხარებანი".

/წმ. სილუან ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2017, 05:48 PM
პოსტი #600


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი ნამდვილად ქრისტეს სიყვარული გშია და გწყურია, იგი უსათუოდ შეიწყნარებს ამ შენს შიმშილსა და წყურვილს, და თავის საზრდოდ და სასუმელად მიიღებს მათ..."

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

48 გვერდი V « < 28 29 30 31 32 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 02:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი