IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არა კლა!, და არ ჭამო მოკლული!
Atman
პოსტი Apr 5 2010, 10:34 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჯერ ამას უყურეთ და მერე მიირთვით გემრიელად ხინკალი! smile.gif

Земляне / Earthlings

http://www.earthlingsfilm.ru/files/video/earthlings.avi

IPB-ს სურათი


ამასაც!

http://www.youtube.com/watch?v=9JYhlhw7zxw

ნებისმიერი პატარა ბავშვი, როცა დაინახავს ცხოველს როგორ კლავენ, არ შეჭამს მას, თუ არ მოატყუეს და არ დააძალეს. ჰოდა საკუთარი თავის მოტყებაა, როცა გვგონია რომ ამ სასაკლაოების არსებობაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.

ხორცი ადამიანის საკვებად არაა განკუთვნილი ღმერთის მიერ. ვინც ვერ ძლებს და მაინც ჭამს, მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, მაგრამ თუ სულიერი განვითარება და ღმერთის სიყვარული გვინდა, ცხოველი არ უნდა მოვკლათ!

როცა რელიგია არ გიკრძალავს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებელია ჭამო! მითუმეტეს მსხვერპლშეწირვაც კი აკრძალულია ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიერ. ჩვენი ქართული ტრადიციებიდან კარგი უნდა დავიტოვოთ, ცუდი კი გადავაგდოთ. ყველა ტრადიცია რომ კარგი იყოს, არც ქრისტეს მოსვლა იქნებოდა საჭირო და არც წმინდანები! მარტო ტრადიციებს გავყვებოდით და მიგვიყვანდა ეს სამოთხემდე!

თავს იმით ვიმართლებთ, რომ "ცხოველს სული არა აქვს" ეს ცალკე თემაა და ამაზე აქ არ ვიკამათებ. ნახეთ როგორ ტირის ძროხა როცა დასაკლავად მიჰყავთ. "საკუთარი ხელით გამოჭერი ყელი და მერე ჭამე თუ სინდისი არ შეგაწუხებსო" პითაგორა ამბობდა. ბუდას მთავარი მისიაც ცხოველთა კვლის შეჩერება იყო და არა ღმერთის სიყვარულის სწავლება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ცხოველს საკუთარი სიამოვნებისთვის კლავს ღმერთს ვერ შეიყვარებს! მითუმეტეს უანგაროდ!

რად უნდა ამას ბუდიზმი და ვედები! ან ფრანცისკო ასიზელი, ან ბევრი სხვა? ვაჟა წაიკითხეთ! ვაჟას ლექსები და მოთხრობები მარტო მხატვრულობისთვის და სილამაზისთვის კი არაა დაწერილი. სწავლებაა ეს პირველ რიგში! გაიღვიძეთ!

როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას.

ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს".

ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..."

წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ".


"და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_

"საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი)

"მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა)

"ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი)

17. მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.

18. და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ.

19. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია - ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას, კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა.

20. ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა.

21. რომელი იტყვის, რომ კაცთა სული ზევით მიილტვის, ხოლო პირუტყვის ქვევით ჩადის, ქვესკნელისკენ?

(ეკლესიასტე. თავი მესამე)


ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

(ესაია 1.10-11)


ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

(ესაია 1.15)



ვისაუბროთ ამ თემაზე, ოღონდ სერიოზულად და ხუმრობის გარეშე. ეს თემა არაა სახუმარო!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   არა კლა!   Apr 5 2010, 10:34 AM
Giorgi-   terra მართლმადიდებლ...   Apr 6 2010, 05:08 PM
terra   terra მართლმადიდებლო...   Apr 6 2010, 05:13 PM
ნონა   რუს ჯარისკაცებს ლ...   Apr 6 2010, 05:20 PM
Atman   terra შვილო ჩემო მე კი...   Apr 6 2010, 05:09 PM
Giorgi-   რელიგიურ აკრძალვე...   Apr 6 2010, 05:09 PM
ნონა   რელიგიურ აკრძალვე...   Apr 6 2010, 05:28 PM
Giorgi-   terra სწორედაც, აბრაა...   Apr 6 2010, 05:16 PM
terra   მაგრამ რარაც არ მა...   Apr 6 2010, 05:19 PM
k@the   ამ თემას დააწერეთ, ...   Apr 6 2010, 05:17 PM
Giorgi-   k@the კოტიკ რა დღეში ხ...   Apr 6 2010, 05:20 PM
Atman   terra ეკლესიის კურთხე...   Apr 6 2010, 05:21 PM
terra   terra ეკლესიის კურთხ...   Apr 6 2010, 05:25 PM
Giorgi-   terra აი პასუხიც. არ ა...   Apr 6 2010, 05:21 PM
k@the   ამიტომ დავწერე სი...   Apr 6 2010, 05:22 PM
Giorgi-   ან არ გვეკრძალება?   Apr 6 2010, 05:23 PM
k@the   k@the კოტიკ რა დღეში ხ...   Apr 6 2010, 05:24 PM
ნონა   აუ ხაში ერთადერთი ...   Apr 6 2010, 05:24 PM
Giorgi-   k@the ნამეტანი. ღორის ...   Apr 6 2010, 05:25 PM
terra   :D კუპატი კიდევ უკე...   Apr 6 2010, 05:31 PM
Atman   თემა ცხარე კამათში...   Apr 6 2010, 05:25 PM
k@the   ან არ გვეკრძალება? ...   Apr 6 2010, 05:26 PM
Giorgi-   k@the მეც მინახავს რა...   Apr 6 2010, 05:27 PM
Atman   terra არც ვაჟას სიტყვ...   Apr 6 2010, 05:30 PM
terra   "არა კლა" რომელ...   Apr 6 2010, 05:34 PM
terra   არც ვაჟას სიტყვებ...   Apr 6 2010, 05:36 PM
Giorgi-   ნონა აქ სხვა რამე...   Apr 6 2010, 05:31 PM
ნონა   ნონა აქ სხვა რამეშ...   Apr 6 2010, 05:54 PM
k@the   თემა ცხარე კამათშ...   Apr 6 2010, 05:31 PM
Giorgi-   terra ჰოდა ნაწლავს შე...   Apr 6 2010, 05:33 PM
Atman   ძველი სიბრძნე გვირ...   Apr 6 2010, 05:33 PM
k@the   k@the "არა კლა" რომ...   Apr 6 2010, 05:34 PM
Giorgi-   k@the female რომ არა მშვენ...   Apr 6 2010, 05:36 PM
Giorgi-   მოკლედ ისეთ ხასიათ...   Apr 6 2010, 05:37 PM
Atman   k@the დანაშაულის გრძ...   Apr 6 2010, 05:38 PM
k@the   Giorgi- უფ! წავედი მე გ...   Apr 6 2010, 05:38 PM
Giorgi-   ნონა ცუდი ყველანა...   Apr 6 2010, 05:55 PM
ნონა   ნონა ცუდი ყველანა...   Apr 6 2010, 05:57 PM
Giorgi-   ნონა ვერ მივხვდი ს...   Apr 6 2010, 06:00 PM
ნონა   ნონა ვერ მივხვდი ს...   Apr 6 2010, 06:08 PM
ქევანა   მცენარესაც აქვს სუ...   Apr 6 2010, 06:12 PM
Atman   ქევანა არა, ნაყოფს ...   Apr 6 2010, 06:15 PM
ქევანა   Atman ნუ იქმნ ბოროტებ...   Apr 6 2010, 06:18 PM
Atman   ქევანა თუ მაგას სე...   Apr 6 2010, 06:20 PM
Giorgi-   ნონა ჰოდა სწორედ ა...   Apr 6 2010, 06:24 PM
ნონა   ნონა ჰოდა სწორედ ა...   Apr 6 2010, 06:31 PM
ქევანა   Atman გლახა რომ მოვა, ჰ...   Apr 6 2010, 06:25 PM
Atman   ქევანა შენ ვაშლს კ...   Apr 6 2010, 06:26 PM
ქევანა   Atman ვაჰ, ის რბილობი კ...   Apr 6 2010, 06:28 PM
Atman   ქრისტიანებს რომ კ...   Apr 6 2010, 06:29 PM
Giorgi-   იცი რა მაინტერესებ...   Apr 6 2010, 06:30 PM
ნონა   ჰოდა რომ გამოჩნდე...   Apr 6 2010, 06:37 PM
Atman   ქევანა ისიც არ მით...   Apr 6 2010, 06:31 PM
Atman   Giorgi- ძალიან სასწავლ...   Apr 6 2010, 06:33 PM
ქევანა   Atman :D :* აა, მაინც ქრის...   Apr 6 2010, 06:34 PM
Atman   ქევანა კომპი არ გა...   Apr 6 2010, 06:36 PM
Atman   k@the შენ სადმე მანახ...   Apr 6 2010, 06:38 PM
Giorgi-   Atman კი, ადამიანი რომ...   Apr 6 2010, 06:42 PM
ნონა   ნონა სხვათაშორის ...   Apr 6 2010, 06:53 PM
ქევანა   Atman ააუუჰ, გადამასხა...   Apr 6 2010, 06:43 PM
Amuza   მე ასეთი მცნება არ ...   Apr 6 2010, 06:44 PM
Atman   დრო ადრე თუ გვიან ყ...   Apr 6 2010, 06:47 PM
Amuza   დრო ადრე თუ გვიან ყ...   Apr 6 2010, 06:48 PM
Atman   Amuza ზუსტად! :D   Apr 6 2010, 06:48 PM
Amuza   [b]Amuza ზუსტად! :D სას...   Apr 6 2010, 06:52 PM
Atman   ნონა ფარდობითია ყ...   Apr 6 2010, 06:55 PM
ქევანა   Atman :* გაწვალებ :D :lol: მა...   Apr 6 2010, 07:02 PM
Atman   ნუ გამიოფეთ თემა თ...   Apr 6 2010, 07:18 PM
Atman   Amuza არაა გმადლობ. სხ...   Apr 6 2010, 08:21 PM
izi-bartki   Atman ვაიმე ვაიმე ვაიმ...   Apr 6 2010, 09:42 PM
Atman   Ismail ოფებს თუ წაშლი მ...   Apr 7 2010, 04:23 PM
Ismail   Atman წავშალე უკვე. ხ...   Apr 7 2010, 05:57 PM
Atman   ისევ დავდებ! ყურა...   Apr 7 2010, 05:35 PM
კანონისტი   Ismail "მახსოვს ერთხ...   Apr 7 2010, 06:06 PM
Atman   Ismail კარქი ახლა რააა ...   Apr 7 2010, 06:19 PM
Ismail   Atman კაი და მარხვის დ...   Apr 7 2010, 06:38 PM
კანონისტი   Atman :blink: :blink: :blink:   Apr 7 2010, 06:28 PM
ნონა   ამაზე გაღიმება ხო...   Apr 7 2010, 06:28 PM
Atman   ნონა ხო ეგ ცოტა გად...   Apr 7 2010, 06:36 PM
Atman   Ismail ცოტა მაინც რომ ...   Apr 7 2010, 06:48 PM
Ismail   ნუ აოფებთ!   Apr 8 2010, 12:24 AM
A.v.B   მე ვჭამ ხორცს რა მო...   Apr 7 2010, 08:29 PM
Atman   A.v.B დაგიშალე არ ჭამ...   Apr 7 2010, 08:36 PM
Ismail   Atman Ismail ეს ამ ცივილი...   Apr 8 2010, 12:43 AM
abo   ზოგი ხე 1500-2000 წლისაა. ...   Apr 8 2010, 01:45 AM
Atman   ვფიქრობ ამის ახსნ...   Apr 8 2010, 08:39 AM
ლურჯი ბუ   "ვიდეო ლექცია ხორ...   Apr 8 2010, 08:48 AM
Atman   ლურჯი ბუ :D სიმართლ...   Apr 8 2010, 09:13 AM
Atman   ცოტას ვიტყვი ასევე...   Apr 8 2010, 09:34 AM
ლურჯი ბუ   ეს ეფექტი საკმაოდ ...   Apr 8 2010, 09:35 AM
Atman   ლურჯი ბუ გეცნო ხო შ...   Apr 8 2010, 09:41 AM
ლურჯი ბუ   საფასური მხოლოდ ე...   Apr 8 2010, 10:00 AM
მხევალი ნინო   Atman ატმან, ხორცი შე...   Apr 8 2010, 10:01 AM
თემო   Atman :lol: :lol: :lol:   Apr 8 2010, 10:06 AM
ლურჯი ბუ   ზომიერება თავს იქ...   Apr 8 2010, 10:07 AM
მხევალი ნინო   ლურჯი ბუ ვინ გიტხ...   Apr 8 2010, 10:09 AM
ლურჯი ბუ   ლურჯი ბუ ვინ გიტხრ...   Apr 8 2010, 10:12 AM
Atman   ლურჯი ბუ ვერძი ვარ...   Apr 8 2010, 10:13 AM
ნონა   ატმანი უნდა გავახ...   Apr 8 2010, 10:17 AM
მხევალი ნინო   Atman თითქმის არ ვჭამ...   Apr 8 2010, 10:17 AM
8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2024 - 01:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი