IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

58 გვერდი V « < 56 57 58  
Closed TopicStart new topic
> ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში
nk44
პოსტი Nov 17 2010, 01:02 PM
პოსტი #1141


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ვეშაპო
წავიკითხე ეგ ლინკი, და გეტყვი რომ ეს არის ავტორის მიერ გაკეთებული დასკვნები, აი ეს დასკვნები რამდენად სუბიექტურია ანდა ობიექტური ამაზე ალბათ უფრო მეცნიერებმა უნდა ისაუბრონ, თუმცა ასევე არსებობს "შემსწავლელი ჯგუფის წიგნიც სადაც იქაც ავტროი საკუთარ დასკვნებს აკეთებს და ასევე შეიძლება კამათი სუბიექტურობაზე და ობიექტურობაზე. ჩემთვის ის ფაქტები ბევრად მყარია რაც შემსწავლელი ჯგუფის მიერ არის მოყვანილი, შენთვის მაგდა სუხიაშვილის ფაქტებია ბევრად მნიშვნელოვანი, მაგრამ არის ხალხი ვისთვისაც ეს ორი პოზიცია მეტად დამაბნეველია და მგონი დროა რომ შეიქმნას მეცნიერტა ჯგუფი სადაც ორივე პოზიციის მხარდამჭერები იქნებიან, და მოხდეს სერიოზული მუსაობა რათა ერთხელ და სამუდამოდ გარიკვეს სიმართლე და ისტორიულ წარსულს არ ჩამოცილდეს ერი.

ციტატა
პატრიარქის "გალობა" (თანაც ნებისმიერი) ქართული გალობის (ამ სიტყვის ტრადიციული და კანონიკური გაგებით) ნიმუში არ არის.
ჩვეულებრივი მუსიკალური ნაწარმოებია.

და იცი რა მაინტერესებს ეს ნაწარმოებები რომლებიც შენი თქმით არ არის ქართული გალობის ნიმუშები იგალობება ტაძრებში???

ხო კინაღამ სულ დამავიწყდა, 1129 პოსტი ნახე სადაც კითხვაზე
ციტატა
გასაგებია არ ამტკიცებ რომ რასაც დღეს ვგალობთ არის თუნდაც 11-12 საუკუნეების დროინდელი გალობა ხო?? მე ესე გავიგე და ესეა??


მპასუხობ
ციტატა
დიახ, რა თქმა უნდა.
მაგას არც არავინ ამტკიცებს.




--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rati_Van_Bakuradze
პოსტი Nov 17 2010, 01:53 PM
პოსტი #1142


რატი ბაკურაძე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 16-June 08
წევრი № 5,100



ციტატა(ვეშაპო @ Nov 16 2010, 09:37 PM) *

nk44

რა იყო, დათა ხარ, თუთაშხია?




biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეჰ ვეშაპო კაი გაძლება და კაი ნერვები მოგცა შენ smile.gif მგონი საშველი არაა კიდევ დიდი ხანი sad.gif


--------------------
ადრე თუ გვიან ცერა თითი მაინც გახევდა წინდას... ამიტომ გადავწყვიტე წინდა აღარ ჩამეცვა - აღმოსავლური სიბრძნე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 17 2010, 03:19 PM
პოსტი #1143


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



nk44
ციტატა
ჩემთვის ის ფაქტები ბევრად მყარია

no.gif
შენთვის რომელიმე ფაქტი არ შეიძლება მყარი იყოს, ვინაიდან ცოდნა არ გაგაჩნია სათანადო ამ სფეროში.
შენთვის მყარი იმიტომ შეიძლება იყოს, რომ მამაომ თქვა ასე, რომელსაც თავადაც არ აქვს მაგის ცოდნა და მრევლიც გულწრფელი (იმედია) გულუბრყვილობით უაპელაციოდ იჯერებს.


ციტატა
მეცნიერტა ჯგუფი სადაც ორივე პოზიციის მხარდამჭერები იქნებიან

თქვენ მხარეს მაგ დარგის რომელიმე მეცნიერი წარმოადგინეთ.
დაასახელე მაინც რომელიმე (იგულისხმება სათანადო განათლების მქონე და არა სეროჟას დუქანში დიპლომაღებული).
ერთი კი გყავდათ, მაგრამ ეკლესიიდან გააგდეთ ცოდნის გამო.

ციტატა
ერთხელ და სამუდამოდ გარიკვეს სიმართლე და ისტორიულ წარსულს არ ჩამოცილდეს ერი.

ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე უკვე გარკვეულია, მაგრამ თქვენ მაგის გაგონება არ გინდათ.

ციტატა
და იცი რა მაინტერესებს ეს ნაწარმოებები რომლებიც შენი თქმით არ არის ქართული გალობის ნიმუშები იგალობება ტაძრებში???

როგორ არ იგალობება, თუმცა სინოდის დადგენილებით არც ეს და არც თქვენი ე.წ. გალობები არ უნდა იგალობებოდეს.
სხვათაშორის, პატრიარქის შექმნილი საგალობლების გალობის კურთხევა მხოლოდ სამების დიდ საპატრიარქო გუნდს აქვს, მაგრამ სხვა ტაძრებშიც გალობენ.
თქვენსავით ურჩები არიან.


ციტატა
ხო კინაღამ სულ დამავიწყდა, 1129 პოსტი ნახე სადაც კითხვაზე

ხო, სწორად მიწერია, მე არსად ვამტკიცებ, რომ მე-11-ე მე-12-საუკუნეებში ისე გალობდნენ, როგორც დღეს.
და თუ შენ მაჩვენებ, რომ მე მაგას ვამტკიცებ, ყოჩაღი იქნები.

ანუ, მე გაგეცი კონკრეტული პასუხი.


შენ თვითონ მტკიცებულა არ იცი რა არის.

100%-ანი მტკიცებულება არის ის, რომ საკუთარი თვალით ნახავ და გაიგონებ.
მაგრამ როდესაც ვინმეს ცნობა მოგყავს, რომელიც თავად აღწერს, ასე ვგალობთო მე-8-ე საუკუნეშიო, მანდ უკვე შანსი ჩნდება იმისა, რომ თავად ავტორი იტყუება, ან არ იტყუება.
ანუ, მთლად 100%-ანი მტკიცებულება ვეღარაა.

ვიმეორებ, რა ცნობებიც არსებობს, იმ ცნობების საფუძველზე სრული უფლება (სხვათაშორის, თქვენზე გაცილებით მეტი) მაქვს ვიფიქრო, რომ მაგ საუკუნეებში ქართველები ქართულ (იგულისხმება ჰანგიც, ხმების რაოდენობაც და შესაბამისად ჰარმონიაც) საგალობლებს გალობდნენ.
იმიტომ, რომ ბევრი წყაროები მიუთითებენ მაგაზე.
ის წყაროები მოყვანილია ზემოთხსენებულ სტატიაში.


ახლა თუ შეიძლება მეასეჯერ გთხოვ, რომ ამ კითხვას მაინც გასცე პასუხი:

თავად გიწერია, რომ თუკი კანონიკურ გადაცდომას აქვს ადგილი (თუმცა კი არანაირი კანონიკური გადაცდომა არაა), დამორჩილება სჯობს შფოთის ატეხვას და რატომ არ ემორჩილებით?


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 17 2010, 06:56 PM
პოსტი #1144


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ვეშაპო
ციტატა
შენთვის რომელიმე ფაქტი არ შეიძლება მყარი იყოს, ვინაიდან ცოდნა არ გაგაჩნია სათანადო ამ სფეროში.

ამაზე არაფერს მოგწერ რადგან უზრდელური გამოხტომაა და მე ვერ გაჯობებ შენ მაგ საქმეში.

ციტატა
შენთვის მყარი იმიტომ შეიძლება იყოს, რომ მამაომ თქვა ასე, რომელსაც თავადაც არ აქვს მაგის ცოდნა და მრევლიც გულწრფელი (იმედია) გულუბრყვილობით უაპელაციოდ იჯერებს.

რაც შეეხება ამას ეს პარანოიის ნაწილია აი იმას გავს ვინც მისას არ ეტანხმება ყველა რომ რუსეტის აგენტია, არც კი ვიცნობ ისაკაძეს და არც მის მრევლს, მეტიც მე ქართული გალობით ვიზრდები ბავშვობიდან და შენ წარმოიდგინე შენ მაშინ ეკლესიის გზაც კი არ იცოდი და ვთვლი რომ ეს არის უდიდესი საგანძური, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი სიმღერა თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამგავრი გალობა არის აუცილებლად აღმოსავლეთის ეკლესიისთვის შექმნილი გალობა დამასკელისეულს ვგულისხმობ. ან თუნდაც იმის მცდელობა არის რომ მიუახლოვდეს მაინც მაშინდელს.

ციტატა
თქვენ მხარეს მაგ დარგის რომელიმე მეცნიერი წარმოადგინეთ.
დაასახელე მაინც რომელიმე (იგულისხმება სათანადო განათლების მქონე და არა სეროჟას დუქანში დიპლომაღებული).
ერთი კი გყავდათ, მაგრამ ეკლესიიდან გააგდეთ ცოდნის გამო.

ვინ ჩვენ მხარეს რა ჩვენ მხარეას, ნუთუ ესე იყოფა მრევლი ისენი და ესენი?? განა გალობის გულისთვის შეიძლება მართლმადიდებელი ძმები დაიყონ იმათიანებად და ამათიანებად? რა თქმაუნდა არ შეიძლება, შენი ლოგიკით სერბები რუსების ნაწილი, ბერძნები და ზოგადად ვინც პოლიფონიურს არ გალობს იმათიანია დაარ ვარგა?? მეორეც რატომ ესეთი ზიზიღი და ამპარტავნება ნუთუ ორივე გალობა ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვა არაა?? თუ მხოლოდ ქართული გალობას ისმენს უფალი?? ნუთუ მართლამდიდებელი ძმა რომელიც გალობს არა პოლიფონიურა უფრო გეზიზღება ვიდრე კათოლიკე ეკუმენისტი მევიოლინე?? რომელთანაც ერთადაც საკმაოდ შეხმატკბილებულად ებრძვი იმ მარტლმადიდებლებს რომლებსაც დოგმატური გადაცდომა არ გააჩნიათ, და არც ურჯულოთა გვერძე თანალოცვას არ ესწერბიან ად შემდეგ ამ ყოველივეს ამართლებენ.

ციტატა
ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე უკვე გარკვეულია, მაგრამ თქვენ მაგის გაგონება არ გინდათ.

ვის ჩვენ შენ მართლა გონია რომ მე ამ მრევლის ნაწილი ვარ?? არა მე ვგალობ ქარტულ გალობას მრავალხმიანს, და კიდევ გიმეორებ მსიამოვნებს კიდეც, მაგრამ მაქვს უფლება გავიგო უფრო მეტი და აღვასრულო ყოველივე ისე როგორც იმ წმინდა მამებმა გადმოგვცეს რომელტაც შექმნეს ზოგადად აღმოსავლეთის ეკლესიის ღვთისმსახურების წესი. მე მინდა რომ სწავლებებს დავუახლოვდე და თუ ეს არის დანაშაული მაშინ მე მირჩევნია რომ დამნაშავე ვიყო.


ციტატა
როგორ არ იგალობება, თუმცა სინოდის დადგენილებით არც ეს და არც თქვენი ე.წ. გალობები არ უნდა იგალობებოდეს.
სხვათაშორის, პატრიარქის შექმნილი საგალობლების გალობის კურთხევა მხოლოდ სამების დიდ საპატრიარქო გუნდს აქვს, მაგრამ სხვა ტაძრებშიც გალობენ.
თქვენსავით ურჩები არიან.

და სინოდის დაგენილება არ მოქმედებს სამების გუნდზე?? ანდა რატომ მარტო სამების გუნდს?? მე მაინტერსებს შენს მიერ ცამოთვლილი მეცნიერების აზრი ამის შესახებ, თუ ეგ კითხვა არ გაგჩენია??

ციტატა
ხო, სწორად მიწერია, მე არსად ვამტკიცებ, რომ მე-11-ე მე-12-საუკუნეებში ისე გალობდნენ, როგორც დღეს.
და თუ შენ მაჩვენებ, რომ მე მაგას ვამტკიცებ, ყოჩაღი იქნები.

ხოდა მეც კონკრეტულად მაგ პასუხზე ვსაუბრობ, და მაგაზე დაყრდნობით ვიზახი რომ არც შენ ამტკიცებ იმას რომ 10, 11, 12 საუკუნეებში ისე გალობდნენ როგორც დღეს.


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 17 2010, 08:47 PM
პოსტი #1145


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



nk44
ციტატა
ამაზე არაფერს მოგწერ რადგან უზრდელური გამოხტომაა და მე ვერ გაჯობებ შენ მაგ საქმეში.

როგორც მახსოვს, ამას წინათ თბილისის ფორუმზე ერთერთი 1 წლის იუზერი 1 თვით დაბანეს უზრდელური გამოხდომისთვის, ხოლო მე ჯერჯერობით სიტყვიერი გაფრთხილებაც არ მქონია ჩემი 4 წლის ფორუმულ ისტორიაში. rolleyes.gif
მერე მეორე, მართლა არ დამიწერია ცინიკურად.
მართლა მასეა.
არ ხარ შენ მაგ საქმეში გარკვეული ადამიანი.

ციტატა
არც კი ვიცნობ ისაკაძეს და არც მის მრევლს,

ისაკაძის გარდა სხვებიც არიან.

ციტატა
შენ წარმოიდგინე შენ მაშინ ეკლესიის გზაც კი არ იცოდი

ეჭვი მეპარება საერთოდ იმ ასაკის იყო, რაც მე ეკლესიაში დავდივარ.

ციტატა
ვთვლი რომ ეს არის უდიდესი საგანძური, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი სიმღერა

ეგაა ზუსტად თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ უძველეს გალობას სიმღერას უძახით და XIX-XX საუკუნეში შეთხზულ ბერძნულ საგალობლებს გალობას. yes.gif
ეგ კი არა და, პატრიარქის მიერ ახლახან შექმნილ საგალობლებს უწოდებთ გალობას და ჩვენამდე მოღწეულ 10 000-მდე საგალობელს, რომლებიც მთლიანად მოწესრიგებულია ტიბიკონურად, ხალხურ სიმღერას უწოდებთ.
მერე კიდევ წმიდა ექვთიმე კერესელიძის, ფილიმონ ქორიძის, რაჟდენ ხუნდაძის, ძმები კარბელაშვილების და სხვათა პატივისცემას იქადნით.
კარგი რა. dry.gif

ციტატა
ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ამგავრი გალობა არის აუცილებლად აღმოსავლეთის ეკლესიისთვის შექმნილი გალობა დამასკელისეულს ვგულისხმობ.

ეს გალობა შექმნეს ქართველებმა, რომლებიც აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლები არიან.
შესაბამისად გამომდინარეობს, რომ ეს გალობა აღმოსავლეთის ეკლესიის განუყოფელი ნაწილია.
დამასკელისეულს რაც შეეხება, მოიძიეთ რამენაირად ეს დამასკელისეული გალობა და ბნერძნულად იგალობეთ.
დაანებეთ თავი კარასისს და ანგელოპულოსს.

ციტატა
ნუთუ ესე იყოფა მრევლი ისენი და ესენი??

შენ თავად გაქვს დაყოფილი, როცა ორივე პოზიციის მხარდამჭერებს ახსენებ.
მერე მეორე, მრევლი დღეს ბევრნაირად იყოფა.
შენ წარმოიდგინე, ეროვნებების მიხედვითაც კი.
როცა რამეზე მინიშნებაა საჭირო, მივანიშნებ რომ "თქვენი", ე.ი. ე.წ. "ბიზანტიური" გალობის მომხრეებს.
აქ არავინ ყოფს მრევლს ქრისტიანებად და არაქრისტიანებად.
არაა საჭირო დრამატიზირება.


ციტატა
რა თქმაუნდა არ შეიძლება, შენი ლოგიკით სერბები რუსების ნაწილი, ბერძნები და ზოგადად ვინც პოლიფონიურს არ გალობს იმათიანია დაარ ვარგა?? მეორეც რატომ ესეთი ზიზიღი და ამპარტავნება ნუთუ ორივე გალობა ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვა არაა?? თუ მხოლოდ ქართული გალობას ისმენს უფალი??

მოდი რა, ზუსტად ეგ კითხვები დაგისვი ზემოთ და რატომღაც პასუხი არ გაეცი.
აბა თუ გახსოვს, ”ვინ ხართ თქვენ, ღმერთის გემოვნებაში რომ ერევითთქო.
ახლა აქეთ მიტრიალებ”?
ეგ კი არა და ერთმანეთზე შემსხდარი დაფების მობრაგუნე არაბებიც შეგახსენე იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, რომელთა გარეშეც ერთხელ ცეცხლი არ გადმოვიდა.
კაი რა, დემაგოგიასაც აქვს საზღვარი.

ციტატა
ნუთუ მართლამდიდებელი ძმა რომელიც გალობს არა პოლიფონიურა უფრო გეზიზღება ვიდრე კათოლიკე ეკუმენისტი მევიოლინე?? რომელთანაც ერთადაც საკმაოდ შეხმატკბილებულად ებრძვი იმ მარტლმადიდებლებს რომლებსაც დოგმატური გადაცდომა არ გააჩნიათ, და არც ურჯულოთა გვერძე თანალოცვას არ ესწერბიან ად შემდეგ ამ ყოველივეს ამართლებენ.

ჯერ ერთი შენ გამოხატავ ზიზღს იმ ”კათოლიკე” ეკუმენისტ ”მევიოლინესადმი”.
როგორც ვიცი კათოლიკე არაა და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, მევიოლინეობა გრეხია?
კაი, ვთქვათ ეკუმენისტია (ვთქვათ კი არა, ალბათ არის კიდეც), მაგრამ მევიოლინეობა რა არის, შეურაცხყოფის ახალი ფორმა?


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 17 2010, 09:03 PM
პოსტი #1146


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



nk44
ციტატა
რომელთანაც ერთადაც საკმაოდ შეხმატკბილებულად ებრძვი იმ მარტლმადიდებლებს

ერთი ჩემს ხელმოწერას დახედე ჩემივე პოსტის ქვეშ და ნახავ, რას წერდა შენზე ზუსტად 100 წლის წინ შენ მიერვე "ქებული" დეკანოზი რაჟდენი (ხუნდაძე).
ერთი ნახე რას ამბობს შენზე შენივე პატრიარქი:
ციტატა
....ჩვენი კულტურა, ჩვენი ტაძრები, ჩვენი არქიტექტურა, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი ხელნაწერები, ჩვენი გალობა და მრავალი სხვა, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. თუმცა იქამდე მივედით, რომ ამბობენ, ქართული გალობა არ არის კანონიკური და ბერძნულია კანონიკურიო.
არც ერთ ჩვენს წინაპარს არ მოსვლია ასეთი მზაკვრული აზრი. იმდენად დაეცა ქართველი ადამიანი, რომ ასეთი დამოკიდებულება, ზოგიერთ სასულიერო პირსაც გაუჩნდა და ჩვენ დაგვჭირდა სინოდის დადგენილების გამოტანა, რომ ქართული გალობა დაგვეცვა.....

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

მაშასადამე მე მართლმადიდებლებს კი არ ვებრძვი, არამედ ვცდილობ, ქართულ გალობა დავიცვა იმ დაცემული, მზაკვარი (როგორც პატრიარქი მოიხსენიებს) და სიმახინჯის მქადაგებელი (როგორც რაჯდენ ხუნდაძე მოიხსენიებს) ”მართლმადიდებლებისაგან” (თუნდაც დოგმატურად გადაუმცდარ) და ამ შემთხვევაში მამაჯემალას აზრი ჩემსას თუ ემთხვევა, იმას არ ნიშნავს, რომ ერთნაირად ვაზროვნებთ ყველა საკითხში.

მტერი რომ მტერია, იმან თუ თეთრზე თეთრი თქვა, იმას არ ნიშნავს, რომ მე სხვანაირად ვფიქრობ.
თქვი ბატონო შენც თეთრზე თეთრი და ხუთივე შვილს გეფიცები, თუ არ დაგეთანხმო.

ციტატა
მაქვს უფლება გავიგო უფრო მეტი და აღვასრულო ყოველივე ისე როგორც იმ წმინდა მამებმა გადმოგვცეს რომელტაც შექმნეს ზოგადად აღმოსავლეთის ეკლესიის ღვთისმსახურების წესი. მე მინდა რომ სწავლებებს დავუახლოვდე და თუ ეს არის დანაშაული მაშინ მე მირჩევნია რომ დამნაშავე ვიყო.

აღმოსავლეთის ეკლესიის წესი არის ის, რომ კანონი უნდა შესრულდეს.
თქვენც აიღეთ და 2003 წელს მიღებული კანონი შეასრულეთ.
სხვას ნუ უყურებთ, ვინც მაგ კანონს არღვევს (სიონურ და პატრიარქის საგალობლებს ვგულისხმობ).

ციტატა
და სინოდის დაგენილება არ მოქმედებს სამების გუნდზე?? ანდა რატომ მარტო სამების გუნდს?? მე მაინტერსებს შენს მიერ ცამოთვლილი მეცნიერების აზრი ამის შესახებ, თუ ეგ კითხვა არ გაგჩენია??

სინოდის დადგენილება მოქმედებს აბსოლუტურად ყველა გუნდზე და ყველა ეკლესიაზე, რომლებიც საქართველოს ეკლესიის მმართველობის ქვეშ მოქმედებენ.
რატომ მარტო სამების გუნდს?
ეგ კითხვა პატრიარქს დაუსვით, მე არ ვიცი.
ჩემს მიერ ჩამოთვლილი მეცნიერების აზრი მაგასთან დაკავშირებით არის მკვეთრად უარყოფითი.
ცოტა ხანში (იმედია მალე) იგეგმება გალობის ცენტრის თანამშრომლების (რომელშიც ეგ მეცნიერებიც შედიან) პატრიარქთან შეხვედრა.

ციტატა
ხოდა მეც კონკრეტულად მაგ პასუხზე ვსაუბრობ, და მაგაზე დაყრდნობით ვიზახი რომ არც შენ ამტკიცებ იმას რომ 10, 11, 12 საუკუნეებში ისე გალობდნენ როგორც დღეს.

არა, მე არ ვამტკიცებ, ვინაიდან ისეთი მტკიცებულება არ მიკავია, რომელიც მაგ საქმეში გაურკვეველ და სრულიად საკუთარ მოძღვარზე მინდობილ ადამიანს გადაარწმუნებს.
ეგეთი მტკიცებულება არის საკუთარი ყურით რომ მოისმინო და საკუთარი თვალით რომ ნახო.
მტკიცებას რაც შეეხება ეგრეა შენს შემთხვევაში.
აი მე რაც შემეხება, ჩემთვის ზემოთ ჩამოთვლილი წყაროები მტკიცებულებებია, ვინაიდან არც მოძღვრის აზრზე ვარ დამოკიდებული და არც რომელიმე ფანატიკოსის.
მაქვს სათანადო განათლება, მაქვს სათანადო პრაქტიკა და ბოლობოლო მაქვს ლოგიკურად მსჯელობის უნარი, რომელსაც ზემოთ ხსენებული განათლება ხელს უწყობს.

ახლა თუ შეიძლება მეასეჯერ გთხოვ, რომ ამ კითხვას მაინც გასცე პასუხი:

თავად გიწერია, რომ თუკი კანონიკურ გადაცდომას აქვს ადგილი (თუმცა კი არანაირი კანონიკური გადაცდომა არაა), დამორჩილება სჯობს შფოთის ატეხვას და რატომ არ ემორჩილებით?



ამ შეკითხვაზე კიდევ თუ არ გასცემ პასუხს, შენს პოსტს წავშლი და თემას დავხურავ მანამ, სანამ შენ არ შემატყობინებ PM-ით, რომ პასუხი მზად გაქვს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 17 2010, 10:15 PM
პოსტი #1147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ვეშაპო
ციტატა
ისაკაძის გარდა სხვებიც არიან.

პირდაპირ გეუბნები და თუ გინდა შეიგნე რომ არცერთ იმ სასულიერო პირატან ა მაქვს არანაირი შეხება რომელიც შენს მიერ არიან ასე "ტკბილად" ნახსენები. მე გეუბნები რომ ვგალობ ქარტულად და ტაზარში სადაც მე ვღებულობ ზიარებას არის ქართული გალობა რომელიც კიდევ გიმეორებ არის უდიდესი საგანზური ისევე როგორც ქარტული სიმღერა. იმედია შეიგნებ ამას და არარ დამჭირდება რომ დაგიმარცვლო.

ციტატა
ეჭვი მეპარება საერთოდ იმ ასაკის იყო, რაც მე ეკლესიაში დავდივარ.

კიდევ კარგი რომ დარწუნებული არ ხარ.


ციტატა
ეგაა ზუსტად თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა, რომ უძველეს გალობას სიმღერას უძახით და XIX-XX საუკუნეში შეთხზულ ბერძნულ საგალობლებს გალობას.
ეგ კი არა და, პატრიარქის მიერ ახლახან შექმნილ საგალობლებს უწოდებთ გალობას და ჩვენამდე მოღწეულ 10 000-მდე საგალობელს, რომლებიც მთლიანად მოწესრიგებულია ტიბიკონურად, ხალხურ სიმღერას უწოდებთ.
მერე კიდევ წმიდა ექვთიმე კერესელიძის, ფილიმონ ქორიძის, რაჟდენ ხუნდაძის, ძმები კარბელაშვილების და სხვათა პატივისცემას იქადნი.
კეი რა.

შენ დიდი ბოდიში მაგრამ წაკითხულის აღქმასთან და გააზრებასთან დიდი პრობლემები გაქვს. მეგეუბნები რომ ქარტული მრავალხმიანი გალობა არის უდიდესი საგანძური ისევე როგორც ჩვენი სიმღერა. რაც სეეხება პატრიარქის საგალობლებს მე დიდი სიამოვმნებიტ ვუსმენ და გეტყვი რომ ძალიან მომწონს, თუმცა ვიცი რომ მას საერთო არ აქვს ქართულ ტრადიციულ გალობასთან, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ რომ ვინც ამას გალობს დამნაშავეა ანდა ვინმეზე ნაკლები ქრისტიანი. ეს მიჩენს კითხვებს უბრალოდ შენ დიდი დამცველი ქართული გალობისა რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს უტევ რატომ არ საუბრობ ამ საკითხზე იგივე ტონით რა ტონითაც საუბრობ ბიზანტიურ გალობაზე?/ რატომ არ ხსნი თემებს ამის შესახებ?? და რატომ არ ეძახი სამების გუნდს მტრებს და უცოდინარებს??

ციტატა
ეს გალობა შექმნეს ქართველებმა, რომლებიც აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლები არიან.
შესაბამისად გამომდინარეობს, რომ ეს გალობა აღმოსავლეთის ეკლესიის განუყოფელი ნაწილია.
დამასკელისეულს რაც შეეხება, მოიძიეთ რამენაირად ეს დამასკელისეული გალობა და ბნერძნულად იგალობეთ.
დაანებეთ თავი კარასისს და ანგელოპულოსს.

ხოდა შეიქმნას ჯგუფი რომელიც ამაზე იმუშავებს, ნუთუ შენ არ გაინტერესებს დამასკელისეული გალობის მოძიება?? თუ ეკლესია მიგაცნია ეროვნული ტრადიციების შემკავებელ ადგილად და იმის იქით არ არსებობს არაფერი??

ციტატა
ჯერ ერთი შენ გამოხატავ ზიზღს იმ ”კათოლიკე” ეკუმენისტ ”მევიოლინესადმი”.
როგორც ვიცი კათოლიკე არაა და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, მევიოლინეობა გრეხია?
კაი, ვთქვათ ეკუმენისტია (ვთქვათ კი არა, ალბათ არის კიდეც), მაგრამ მევიოლინეობა რა არის, შეურაცხყოფის ახალი ფორმა?

მე ვამბობ რომ ვიოლინო საძრახისია?? პირიქით საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენია თუმცა იმწუთას უფუჭდება ხმა როცა მას ეკლესიასთან მებრძოლი კიდებს ხელს. ეს ჩემი სუბიექტური პოზიციაა რაც შეეხება ზიზღს ეგ რა მოსატანია აი სიბრალული კი მართლა დიდი გამაჩნია მის მიმართ რადგან მუდამ ცდილობს ძირი გამოუთხაროს ეკლესიას, რაც მისთვის და მისი შთამომავლობისთვის ვშიშობ რომ ცუდათ დამთავრდება თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ ფაქტებს.

ციტატა
ერთი ჩემს ხელმოწერას დახედე ჩემივე პოსტის ქვეშ და ნახავ, რას წერდა შენზე ზუსტად 100 წლის წინ შენ მიერვე "ქებული" დეკანოზი რაჟდენი (ხუნდაძე).
ერთი ნახე რას ამბობს შენზე შენივე პატრიარქი:

და შენ რომელიც იბრალებ რომ ხარ გალობის საკიტხებში დიდი მცოდნე და კარგად იცნობ მაგ ეპოქას თვლი რომ მანდ ბიზანტიურ გალობაზეა საუბარი, თუ რუსული პოლიფონიური გალობის შეტევაზეა საუბარი ქართულ პოლიფონიური გალობის წინააღმდეგ, და იმაზე ხომ არ არის საუბარი რომ წირვა ლოცვაც რუსულად აღესრულებოდა.

ციტატა
აღმოსავლეთის ეკლესიის წესი არის ის, რომ კანონი უნდა შესრულდეს.
თქვენც აიღეთ და 2003 წელს მიღებული კანონი შეასრულეთ.
სხვას ნუ უყურებთ, ვინც მაგ კანონს არღვევს (სიონურ და პატრიარქის საგალობლებს ვგულისხმობ).

შესრულდეს მერე ეგ კანონი, მაგრამ კარგად ცავხედოთ მაგ კანონი იმასაც ხომ არ გვასწავლის თუ როგორ გალობდენენ მაგ კანონის შემქნელები??

ციტატა
აი მე რაც შემეხება, ჩემთვის ზემოთ ჩამოთვლილი წყაროები მტკიცებულებებია, ვინაიდან არც მოძღვრის აზრზე ვარ დამოკიდებული და არც რომელიმე ფანატიკოსის.
მაქვს სათანადო განათლება, მაქვს სათანადო პრაქტიკა და ბოლობოლო მაქვს ლოგიკურად მსჯელობის უნარი, რომელსაც ზემოთ ხსენებული განათლება ხელს უწყობს.

rolleyes.gif rolleyes.gif

ციტატა
ახლა თუ შეიძლება მეასეჯერ გთხოვ, რომ ამ კითხვას მაინც გასცე პასუხი:

თავად გიწერია, რომ თუკი კანონიკურ გადაცდომას აქვს ადგილი (თუმცა კი არანაირი კანონიკური გადაცდომა არაა), დამორჩილება სჯობს შფოთის ატეხვას და რატომ არ ემორჩილებით?

ვინ არ ემორჩილება ცილს რატომ მწამებ?? მე ვგალობ ქართულად და შეიგნე ეს, რაც სეეხება დამორჩილებას უნდა დაემორჩილონ რაგან არ ცხონდება კაცი გალობით მითუმეტეს ქართულით იგალობებ თუ "ბიზანტიურით" ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს სულის ცხონებისთვის, თუმცა არც იმის აკრზალვა შეიძლება რომ ვინც ბიზანტიურით იგალობებს ჩვენი მტერია.

ციტატა
ამ შეკითხვაზე კიდევ თუ არ გასცემ პასუხს, შენს პოსტს წავშლი და თემას დავხურავ მანამ, სანამ შენ არ შემატყობინებ PM-ით, რომ პასუხი მზად გაქვს.

აი ეს ულტიმატუმის ენა რახან გაცნდა ჩვენს საუბარში ასევე გიპასუხებ ულტიმატუმით რომ , როგორც კი შენს საუბარში იხმარ სიტყვას "თქვენ" და მის ნაცვალსახელებს იქვე შეწყდება საუბარი


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Nov 17 2010, 10:21 PM
პოსტი #1148


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



nk44
ციტატა
რაგან არ ცხონდება კაცი გალობით

ბოდიშით რომ შემოგეჭერით დისკუსიაში მაგრამ რომ არ მეკითხა არ შემეძლო. რატომ ვერ ცხონდება?


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 17 2010, 10:33 PM
პოსტი #1149


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ციტატა(yipiani gio @ Nov 17 2010, 10:21 PM) *

nk44

ბოდიშით რომ შემოგეჭერით დისკუსიაში მაგრამ რომ არ მეკითხა არ შემეძლო. რატომ ვერ ცხონდება?

რატომ ვერ ცხონდება ვფიქრობ რომ არსაწორი კითხვაა, გალობა არის კანონიკა და არა დოგმატიკა, ამიტომაც არაა გალობა მაცხოვნებელი, არაა გალობა, არც ზიარება, არც აღსარება, არც ნათლობა, და ა.შ ეკლესია რა ინფორმაციასაც ფლობს ცხონების შესახებ გალობა არაა მაცხოვნბელი.


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 17 2010, 10:42 PM
პოსტი #1150


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



nk44
ციტატა
კიდევ კარგი რომ დარწუნებული არ ხარ.

უკვე დარწმუნებული ვარ.

ციტატა
მეგეუბნები რომ ქარტული მრავალხმიანი გალობა არის უდიდესი საგანძური ისევე როგორც ჩვენი სიმღერა.

არა.
შენ სიტყვა "ზოგადად" გაქვს გამოყენებული, რაც მთლიანად უცვლის შინაარსს მაგ წინადადებას და ერთ ქვაბში ყრის გალობას და სიმღერას.
კარგია, რომ შეცდომა გამოასწორე.

ციტატა
თუმცა ვიცი რომ მას საერთო არ აქვს ქართულ ტრადიციულ გალობასთან,

ხოდა რომ გკითხე, საიდან იცითქო, ავთოს წიგნიდან მომიტანე რაღაც ციტატები, რომელთაც გალობის ჰანგთან, მელოდიასთან, ჰარმონიასთან და ხმების რაოდენობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
შესაბამისად, ვერაფერი საბუთია შენი "ცოდნა".
შენ კი არ იცი, გგონია.

ციტატა
მხოლოდ ერთ მხარეს უტევ

არა გენაცვალე.
საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება მაქვს.
ფორუმში რომ არ შემოდიან და აქ რომ არ პოსტაობენ, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დავარცხნილადაა.

ციტატა
ხოდა შეიქმნას ჯგუფი რომელიც ამაზე იმუშავებს, ნუთუ შენ არ გაინტერესებს დამასკელისეული გალობის მოძიება??

ჯერ ერთი, არ მაინტერესებს და მერე მეორე, სანამ მოუძიებელია, ნუ იბრალებეთ იმას, რომ დამასკელისეულ გალობას გალობთ.

ციტატა
და შენ რომელიც იბრალებ რომ ხარ გალობის საკიტხებში დიდი მცოდნე და კარგად იცნობ მაგ ეპოქას თვლი რომ მანდ ბიზანტიურ გალობაზეა საუბარი, თუ რუსული პოლიფონიური გალობის შეტევაზეა საუბარი ქართულ პოლიფონიური გალობის წინააღმდეგ, და იმაზე ხომ არ არის საუბარი რომ წირვა ლოცვაც რუსულად აღესრულებოდა.

არა.
რაჟდენ ხუნდაძეს გარკვევით უწერია, რომ მავანნი ცდილობენ სლავიანური გალობების ხმებს მიუსადაგონ ქართული ტექსტები.
ანუ, იგივეზეა საუბარი, რასაც აკეთებთ თქვენ.
შესაბამისად ამ შემთხვევაში გამორიცხულია რუსულ ენაზე საუბარი.

ციტატა
შესრულდეს მერე ეგ კანონი, მაგრამ კარგად ცავხედოთ მაგ კანონი იმასაც ხომ არ გვასწავლის თუ როგორ გალობდენენ მაგ კანონის შემქნელები??

მაგ კანონის შემქმნელები ვერანაირად ვერ გალობენ.
მეტიც, როგორც ვიცი, უმეტესობა უსმენოა (მუსიკალურ სმენას ვგულისხმობ).
ერთი მეუფე ზენონი ვიცი სმენიანი და მეორე პატრიარქი.

ციტატა
რაც სეეხება დამორჩილებას უნდა დაემორჩილონ

ამას ქვია პროგრესი. yes.gif

ციტატა
თუმცა არც იმის აკრზალვა შეიძლება რომ ვინც ბიზანტიურით იგალობებს ჩვენი მტერია.

აკრძალულია უკვე.
ჩვენი მტერი არავინაა.
ქართული გალობის მტრები არიან. yes.gif

ციტატა
აი ეს ულტიმატუმის ენა რახან გაცნდა ჩვენს საუბარში ასევე გიპასუხებ ულტიმატუმით რომ , როგორც კი შენს საუბარში იხმარ სიტყვას "თქვენ" და მის ნაცვალსახელებს იქვე შეწყდება საუბარი

ვინაიდან თითქმის ყველა მგალობელს ვიცნობ, რომლებიც ქართულ კანონიკურ გალობას გალობენ და მათ შორის არავინ მეგულება შენნაირი აზრის მატარებელი, შესაბამისად უზარმაზარი ეჭვი შემაქვს იმაში, რომ შენ ქართულად გალობ.
აქედან გამომდინარე, ამ პოსტში რამოდენიმეჯერ გამოვიყენე ეგ სიტყვა.
აწი შენზეა დამოკიდებული . . .


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Nov 17 2010, 10:46 PM
პოსტი #1151


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



nk44
ციტატა
რატომ ვერ ცხონდება ვფიქრობ რომ არსაწორი კითხვაა, გალობა არის კანონიკა და არა დოგმატიკა, ამიტომაც არაა გალობა მაცხოვნებელი, არაა გალობა, არც ზიარება, არც აღსარება, არც ნათლობა, და ა.შ ეკლესია რა ინფორმაციასაც ფლობს ცხონების შესახებ გალობა არაა მაცხოვნბელი.

ეკლესია ფლობს იმ ინფორმაციას "ზევიდან" რომ ლოცვა ადამიანის სულის საცხოვნებელია და შესაბამისად გალობაც, რადგან გალობა სხვა არაფერია თუ არა ლოცვა.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 17 2010, 10:51 PM
პოსტი #1152


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ვეშაპო
ციტატა
ამ პოსტში ბევრჯერ გამოვიყენე უკვე.
შენზეა აწი დამოკიდებული . .

ნუთუ ეკლესიის კანონები გვასწავლიან რომ იგალობეთ ქარტულად და გაუზრდელობაც მოგეტევებათო??
მგონი ადამიანებთან საუბრის სწავლა და ზრდილობა არ გაწყენდა და ეცადე რომ შეისწავლო ტორე როგორც ვიცი წმინდა წერილიდან ვისაც მისი მტერიც არ უყვარს ფუჭია მისი გალობაც კი. აბა კარგად იყავი როცა ზრდილობას ისწავლი რაც აწი მეეჭვება მერე გავაგრძელოთ, ეხლა ვიცი ქალური ინსტიქტები გაირვიზებენ და დაიწყებ რომ მე გაიქეცი, და აბა რა მეგონა და ა.შ მაგრამ გირჩევ რომ ერთხელ დაფიქრდე რატომ ხარ ესეთი უზრდელი და ხომ არ ცდები როცა ცდილობ რომ იუზრდელო.


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 17 2010, 10:54 PM
პოსტი #1153


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



nk44
ციტატა
ნუთუ ეკლესიის კანონები გვასწავლიან რომ იგალობეთ ქარტულად და გაუზრდელობაც მოგეტევებათო??
მგონი ადამიანებთან საუბრის სწავლა და ზრდილობა არ გაწყენდა და ეცადე რომ შეისწავლო ტორე როგორც ვიცი წმინდა წერილიდან ვისაც მისი მტერიც არ უყვარს ფუჭია მისი გალობაც კი. აბა კარგად იყავი როცა ზრდილობას ისწავლი რაც აწი მეეჭვება მერე გავაგრძელოთ

ჯერ ერთი აქ უზრდელური არაფერი მიწერია და მერე მეორე, ზრდილობაზე მოგწერე უკვე ზემოთ და ჯობია ისევე ჩუმად შეირგო, როგორც წინა პოსტში. yes.gif

კარგად იყავი.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 17 2010, 10:57 PM
პოსტი #1154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



yipiani gio
ციტატა
ეკლესია ფლობს იმ ინფორმაციას "ზევიდან" რომ ლოცვა ადამიანის სულის საცხოვნებელია და შესაბამისად გალობაც, რადგან გალობა სხვა არაფერია თუ არა ლოცვა.


მე კი გეკითხები კანონიკით ცხონდება კაცი თუ დოგამტით??? და გალობა დოგმატია თუ კანონიკა??


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 17 2010, 11:00 PM
პოსტი #1155


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



nk44
ციტატა
მე კი გეკითხები კანონიკით ცხონდება კაცი თუ დოგამტით??? და გალობა დოგმატია თუ კანონიკა??

როგორც ხშირად გამიგია (ალბათ შენც) ქალი შვილიერებითაც (მრავალშვილიანობით) შეიძლება ცხონდესო და ხომ ვერ შემახსენებ, შვილიერება რომელ დოგმატს განეკუთვნება?


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nk44
პოსტი Nov 17 2010, 11:09 PM
პოსტი #1156


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



ციტატა(ვეშაპო @ Nov 17 2010, 10:54 PM) *

nk44

ჯერ ერთი აქ უზრდელური არაფერი მიწერია და მერე მეორე, ზრდილობაზე მოგწერე უკვე ზემოთ და ჯობია ისევე ჩუმად შეირგო, როგორც წინა პოსტში. yes.gif

კარგად იყავი.

შევირგო?? biggrin.gif biggrin.gif დამშვიდი გირჩევნია არ გარგებს ეგ ზედმეტი ლაპარაკი, მეტი იკითხე წმინდა წერილი, წმინდა მამების სწავლებები, და ნახავ იქ რომ ზრდილობა, თავმდაბლობა, და სიყვარული ბევრად დიდია ვიდრე იმის გარჩევა ქართული გალობა უფრო მაგარია თუ ბიზანტიური. ეხლა მომწერ ორმ რაც შენ ეგ გიკითხია ალბათ სულ რამოდენიმე ხართ მაგ ცფიფრით საქართველოსი მაგრამ ხო იცი ხე ნაჭოფით შეიცნობა, და ალბათ მთესველის იგავი გექნება გაგებული. .

ციტატა(ვეშაპო @ Nov 17 2010, 11:00 PM) *

nk44

როგორც ხშირად გამიგია (ალბათ შენც) ქალი შვილიერებითაც (მრავალშვილიანობით) შეიძლება ცხონდესო და ხომ ვერ შემახსენებ, შვილიერება რომელ დოგმატს განეკუთვნება?

კიდევ გიმეორებ ზრდილობა. ზრდილობა და კიდევ ზრდილობა, აი რთულები და დოგმატები მერე.


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 17 2010, 11:15 PM
პოსტი #1157


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



nk44
ციტატა
შევირგო??

რა იყო, არ გეკადრება? IPB-ს სურათი

ციტატა
დამშვიდი გირჩევნია არ გარგებს ეგ ზედმეტი ლაპარაკი, მეტი იკითხე წმინდა წერილი, წმინდა მამების სწავლებები, და ნახავ იქ რომ ზრდილობა, თავმდაბლობა, და სიყვარული ბევრად დიდია ვიდრე იმის გარჩევა ქართული გალობა უფრო მაგარია თუ ბიზანტიური. ეხლა მომწერ ორმ რაც შენ ეგ გიკითხია ალბათ სულ რამოდენიმე ხართ მაგ ცფიფრით საქართველოსი მაგრამ ხო იცი ხე ნაჭოფით შეიცნობა, და ალბათ მთესველის იგავი გექნება გაგებული. .


ციტატა
კიდევ გიმეორებ ზრდილობა. ზრდილობა და კიდევ ზრდილობა, აი რთულები და დოგმატები მერე.


გასაგებია.
პასუხები არ გაქვს.
როგორც ყოველთვის გაურბიხარ.


თემა ისევ იხურება.

ვინმეს რაიმეს დაწერა თუ მოუნდება ამ თემასთან დაკავშირებით, მომწეროს და გავხსნი.



--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

58 გვერდი V « < 56 57 58
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th October 2018 - 03:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი