IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჰქონდა თუ არა იუდას შანსი თავი დაეხსნა
მხევალი ნინო
პოსტი May 13 2007, 03:16 PM
პოსტი #21


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


იხარე

კაიროს wub.gif





--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jul 10 2007, 04:15 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



იუდამ ვერცხლის სიყვარულის გამო გასცა მაცხოვარი,ის ამ სასიკვდინე სნეულებით მანამდეც იყო დაავადებული.
რაც შეეხება იუდასს გადარჩენას,ეს მის თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და არა განსსაზღვრული.იუდა ვერ გადარჩა იმიტომ,რომ ბოლომდე მიენდო ეშმაკს.წმიდა წერილი გვიჩვენეს ტუ რამდენჯერ შევიდა მასში ეშმაკი,მაგრამ იოანეს სახარებაში კონკრეეტული მითითჭებაა,რომ ზიარების შემდდეგ სამუდამო სამკვიდრებელი პოვა მასში ეშმაკმა.
რაც შეეხება განგებულებას,რომ იუდას უნდა გაეცა?ეს იმიტომ არის მითითებული,რადგანაც ყველაზე უკეთური იყო და იცოდა გმერთმა მისი ავკაცობა.თუ ვიტყვით,რომ იუდა იმისთვის დაიბადა,რათა კაცობრიობის ხსნისთვის მაცხოვარი გაეცა,უკიდურესად შევცდებით.
ბრცანებს ეპ.ანტონი"ვაითუ იუდა კეთილი ადამიანი აღმოჩენილიყო და არ გაეცა უპალი,მაშინ ვინ გამოგვიხსნიდა,ან ყველა ადამიანი ქრისტეს მიმართ კეთილად განწყობილი ,ვინ გამოგვიხსნიდა?"
თვითონვე პასუხობს,რომ ქრისტეს შეეძლო,მაინც კაცობრიობის ხსნა,რადგანაც ღმერთია და მის ხელშია ყოველივე და ამავე დროს ის არის მიუწვდომელი კაცობრივი გონიერებისგან განსხვავებით.გმერთმა ინება კაცობრიობის ხსნა,მაგრამ არა ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ და მის წარსაწყმედად.ტუ ასეა მაშინ რა აზრი ექნებოდა კაცობრიობის ხსნას.
რაც შეეხება იუდას მან თვითOნ გაისასტიკა თავისი გული და ამიტომაც წარწყმდა.
'კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო, ჰბაძვიდდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ".


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Jul 18 2007, 04:43 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



იუდას გადარჩენა მასზე იყო დამოკიდებული,ზოგიერთები ამბობენ,რომ ღმრთისგან იყო განსაზღვრული მისი ცხოვრება.მათ ვეტყვით:მაგალითად ფირფიტა პასუხს აგებს თუ არა იმაზე,რაც მასზეა ჩაწერილი?არა,რა თქმა უნდა არ აგებს.ასევე,იუდას თავისუფალი ნება რომ არ ჰქონოდა,ის სავსებით დაკარგავდა ღმრთის ხატებას და მსგავსებას და უკვე განსაზღვრული შინაარსის ფირფიტად იქცეოდა,ცხოვრების მიმართ თავის დამოკიდებულების განსიზგვრას კი ვერ შეძლებდა.ის ბიოავტომატი იქნებოდა,მასში ჩაწერილი პროგრამის მექანიკური შემსღულებელი ანუ ის ზნეობრივი არსება აღარ იქნებოდა.იუდა კი მექანიკური აპარატი არ ყოფილა მას ჰკონდა თავისუფალი ნება თავი გადაერჩინა.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 04:50 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სხვა თემაში დავპოსე ეს და აქაც განვათავსებ..

წმ. ნილოს მირონმდინარის გამოცხადებაში წერია:

"მან ღმერთი განსაჯა, ღმერთი კი მაინც შემწყნარებლურად მოექცა მას და ტოტს, რომელზედაც იუდამ შიშთვილიბა, უბრძანა დაბლა დახრილიყო და ტოტიც დაიხარა. მაგრამ სიბოროტისაგან გონმიხდილმა იუდამ თოკი დაამოკლა, ახლა უფრო მაღლა, მეორე ტოტზე მოაბა მარყუჟი და იმ სიმაღლიდან გადმომხტარმა კვლავ თავის ჩამოხრჩობა სცადა.. მაგრამ ღმერთმა კვლავ ისე მოხარა ტოტი, რომ მას ამჯერადაც ხელი მოეცარა, მაშინ ღვარძლით გაუმაძღარმა იუდამ, კიდევ უფრო ზემოთ, თავისი სიბოროტის მესამე სართულზე მოაწყო საკიდარი. ავიდა, ყელზე მარყუჟი ჩამოიცვა და ახალ უკვე იქიდან, მესამე ხარისხის სიმაღლიდან გადმოიგდო თავისი უწმინდური, სამგზის შებილწული (მამის მკვლელობით, დედასთან მრუშობითა და ძმის მკვლელობით) სხეული და თავი საბოლოოდ წარიწყმიდა კიდეც."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jul 18 2007, 06:57 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



კითხვა მე მგონი უფრო ფნდამენტურია და ასე დაისმის : თუ ღმერთმა იცის ყველაფერი მაშინ, ყველაფერი განსაზღვრულია და ეს ნიშნავს რომ თავისუფლება არ არსებობს ?

მაგრამ ლოგიკა სულ სხვაგვარია:

ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და განსაზღვრულია, უბრალოდ ღმერთმა კი არ განსაზღვრა დამოუკიდებლად არამედ განსაზღვრულებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენმა თავისუფალმა ნებამ...

ღმერთმა ზუსად იცის მე სამოთხის კარს შევაღებ თუ ჯოჯოხეთისას, ეს უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ეს ჩემმა თავისუფალმა ნებამ, ჩემმა პიროვნებამგადაწყვიტა...

ოღონ მე ჯერ ეს არ ვიცი, ეს ცოდნა ჩემგან დაფარულია და სწორედ ამას ვსავლობ აქ ცხოვრებით... ჩემი ცხოვრების ერთ ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის რომ მე გავიგო რატომ მივიღე არჩევანი ჯოჯოხეთის ან სამოთხის სასარგებლოდ...

თუ არ ვიცხოვრე ისე ვერ მივხვდები მზეზებს რატომ აღმოვჩნდი სამოთხეში ან ჯოჯოხეტში...

დრო უცნაური ფენომენია, ის რაც უნდა მოხდეს უკვე მოხდა, მაგრამ ჩვენი შემეცნება გადის ამას დროის ჭრილში, ჩვენ ვსავლობტ მიზეზებს რატომ მოხდა, ვეცნობით არგუმენტებს რატომ მოვხვდით სამოთხეში ან ჯოჯოხეთში... რატომ ავირჩიეტ სამოთხე ან ჯოჯოხეთი...

სწორედ ასე იყო იუდას შემთხვევაში, ახლა მან ზუსტად იცის რატომ ზის ჯოჯოხეთში... ყველამ იცის... ყველამ დაინახა მისი არჩევანი... მანამდე კი მხოლოდ ღმერთი ხედავდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
serafita
პოსტი Jul 19 2007, 02:51 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 15-May 07
წევრი № 1,913



ძალიან საინტერესო თეემა და საინტერესო გამოხმაურებებიც არის. მე ისევ თემის სათაურს ვუპასუხებ: თავის გადარჩენის შანსი, რა თქმა უნდა, ჰქონდა იუდას და თანაც უდიდესი. ჯერ ერთი, საოცარი სიყვარული უჩვენა მას ადამიანად მოსულმა ღმერთმა, გამოუცხადა უდიდესი ნდობა, მისცა შანსი, რომ მოქცეულიყო, ასეთი ბედნიერება ვის ღირსებია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა - პირისპირ ჭვრეტდა ქვეყნიერების შემქმნელს. და მეორეც, გულით რომ მოესმინა ქრისტეს ქადაგებებისთვის ან მცირე წარმოდგენა რომ ჰქონოდა წმინდა წერილზე ეცოდინებოდა, რომ ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ცოდვილია და ცოდვამ არ უნდა გააბოროტოს იგი. ყველას აქვს შანსი გულით მონანიებისა და ეს საჩუქარი გაუშვა ხელიდან იუდამ.


--------------------
''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 19 2007, 03:41 PM
პოსტი #27


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
სამგზის შებილწული (მამის მკვლელობით, დედასთან მრუშობითა და ძმის მკვლელობით)

ეს არსად წამიკითხავს blink.gif ნუთუ ასეც?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2007, 11:07 AM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ketino @ Jul 19 2007, 03:41 PM) *

ეს არსად წამიკითხავს blink.gif ნუთუ ასეც?


ეგ სიტყვები მოვიყვანე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსის მეუფე თადეოზის ლოცვა-კურთხევით გამოცემული წიგნიდან "ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები".

ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი წმ. ნილოს მირონმდინარის გამოცხადების მიხედვით დაწერილი.

შემიძლია გათხოვო smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 20 2007, 11:49 AM
პოსტი #29


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(marine @ Jul 20 2007, 11:07 AM) *

ეგ სიტყვები მოვიყვანე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსის მეუფე თადეოზის ლოცვა-კურთხევით გამოცემული წიგნიდან "ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები".

ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი წმ. ნილოს მირონმდინარის გამოცხადების მიხედვით დაწერილი.

შემიძლია გათხოვო smile.gif

მაინტერესებს smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2007, 12:07 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ketino @ Jul 20 2007, 11:49 AM) *

მაინტერესებს smile.gif


ქეთი, აქ რომ არ გავაოფო PM-ი გამოგიგზავნე smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
armani
პოსტი Aug 9 2007, 01:13 PM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 26-July 07
წევრი № 2,521



მართალი გითხრათ ბავშვობიდან არ მჯეროდა ამ ისტორიისა იუდას გამყიდველობის შესახებ, რადგან ჩემს გარშემო ვხედავდი, რომ ხშირად თვითონ ვინც სჩადის დანაშაულს, სხვას აბრალებს და ამ შემთხვევაშიც შეიძლება ასე ყოფილიყო და მართლაც გარკვეულ წრეებში მუსირებს აზრი, რომ იესო სხვა მოსწავლეებმა გაყიდეს და იუდას გადააბრალეს. რა იყო ამის მიზეზი? ცნობილია რომ იუდა იესოს საყვარელი მოწაფე იყო , რომელსაც იგი ყველაზე მეტად ენდობოდა და ასევე იგი ერკვეოდა იესოს სწავლებაში. სალაროც მას ჰქონდა ჩაბარებული, რაც სხვებში იწვევდა შურს და ეს გახდა მიზეზი მათი გაყიდვისა. ასევე იესო და იუდა ხშირად ყველასგან განმარტოებით საუბრობდნენ და რასაც იუდას ელაპარაკებოდა სხვებთან არ ლაპარაკობდა.

არსებობს ასევე მეორე აზრი, იმისა , რომ იესომ თვითონ დაავალა იუდას გაყიდვის ინსცენირება , როცა უთხრა , რომ შენ მე გამყიდიო, რაც სჭირდებოდა ალბათ სხვების გამოსაცდელად და მართლაც პეტრემაც სამჯეერ უარყო იგი, ხოლო დანარჩენებმა არ ვიცით რა ჰქნეს.




როგორია თქვენი აზრი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 9 2007, 03:38 PM
პოსტი #32


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



armani
სად კითხულობთ ხალხნო ასეთ რაღაცეებს????????? g.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Aug 9 2007, 03:47 PM
პოსტი #33


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(armani @ Aug 9 2007, 09:13 AM) *

როგორია თქვენი აზრი?


ჩემი აზრი როგორია და იუდას არ დაემსგავსო ასეთი აზრების აყოლით ცოტა ხანში wink.gif და იუდაისტიც არ გახდე biggrin.gif

ხალხნო, წაიკითხეთ სახარება, რეებს ბოდავთ არ მესმის! ohmy.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 9 2007, 03:48 PM
პოსტი #34


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
სად კითხულობთ ხალხნო ასეთ რაღაცეებს?????????

დისკავერი სავსეა ეგეთი თეორიებით....


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 9 2007, 03:49 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(ზებედე @ Aug 9 2007, 03:47 PM) *

ხალხნო, წაიკითხეთ სახარება,


შენ თუ ასე გააგრძელე, ფორუმის ვორტუალურ წმინდანად შეგრაცხავთ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Aug 9 2007, 04:13 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



უკაცრავად armani და ეს ინფორმაცია სად მოიძიე? თუ მითის სახით გადმოგეცა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 14 2007, 05:44 PM
პოსტი #37


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ციტატა
გარკვეულ წრეებში მუსირებს აზრი, რომ იესო სხვა მოსწავლეებმა გაყიდეს და იუდას გადააბრალეს. რა იყო ამის მიზეზი? ცნობილია რომ იუდა იესოს საყვარელი მოწაფე იყო , რომელსაც იგი ყველაზე მეტად ენდობოდა და ასევე იგი ერკვეოდა იესოს სწავლებაში. სალაროც მას ჰქონდა ჩაბარებული, რაც სხვებში იწვევდა შურს და ეს გახდა მიზეზი მათი გაყიდვისა. ასევე იესო და იუდა ხშირად ყველასგან განმარტოებით საუბრობდნენ და რასაც იუდას ელაპარაკებოდა სხვებთან არ ლაპარაკობდა.



საწყალი მოციქულები, რას აღარ აბრალებენ! mad.gif

სხვათაშორის ზუსტად იგივე ისტორია მოვისმინე მარიამ მაგდალინელზეც, რომ თითქოს ის იყო იესოს ყველაზე საყვარელი მოწაფე, ვინც ყველაზე კარგად იგებდა მის ნათქვამს და ამიტომ იესო ხშირად განმართოებით ესაუბრებოდა მას!!! ამას "მეცნიერები" ამტკიცებენ, რაღაც პერგამენტის ნაგლეჯებით, რომელსაც ისინი "მარიამის სახარება"-ს უწოდებენ. და დასკვნა ასეთია, რომ მოციქულებმა მოიშორეს ქალი, და დაფარეს მისი ღვაწლი....

იქნებ ესეც დავიჯეროთ და მეერ მართლა აღარაფერი გვექნებოდა საერთო ქრისტიანობასთან...

და მგონი ამას შეგნებულად ცდილობენ გარკვეული ძალები....

ჩემს მიერ ზემოაღნიშნული ისტორია გადმოცემულია ფილმში, რომელიც არხ "კულტურა"-ზე უკვე 2-ჯერ თუ 3-ჯერ აჩვენეს(ეს რაც მე ვიცი) იქნებ მეტჯერაც???


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Aug 15 2007, 12:00 PM
პოსტი #38


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



თემა გადადის საღვთისმეტყველო განყოფილებაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Aug 15 2007, 08:40 PM
პოსტი #39


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



shota1
ციტატა
კითხვა მე მგონი უფრო ფნდამენტურია და ასე დაისმის : თუ ღმერთმა იცის ყველაფერი მაშინ, ყველაფერი განსაზღვრულია და ეს ნიშნავს რომ თავისუფლება არ არსებობს ?მაგრამ ლოგიკა სულ სხვაგვარია:ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და განსაზღვრულია, უბრალოდ ღმერთმა კი არ განსაზღვრა დამოუკიდებლად არამედ განსაზღვრულებაში დიდი როლი ითამაშა ჩვენმა თავისუფალმა ნებამ...ღმერთმა ზუსად იცის მე სამოთხის კარს შევაღებ თუ ჯოჯოხეთისას, ეს უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ეს ჩემმა თავისუფალმა ნებამ, ჩემმა პიროვნებამგადაწყვიტა...ოღონ მე ჯერ ეს არ ვიცი, ეს ცოდნა ჩემგან დაფარულია და სწორედ ამას ვსავლობ აქ ცხოვრებით... ჩემი ცხოვრების ერთ ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის რომ მე გავიგო რატომ მივიღე არჩევანი ჯოჯოხეთის ან სამოთხის სასარგებლოდ...თუ არ ვიცხოვრე ისე ვერ მივხვდები მზეზებს რატომ აღმოვჩნდი სამოთხეში ან ჯოჯოხეტში...დრო უცნაური ფენომენია, ის რაც უნდა მოხდეს უკვე მოხდა, მაგრამ ჩვენი შემეცნება გადის ამას დროის ჭრილში, ჩვენ ვსავლობტ მიზეზებს რატომ მოხდა, ვეცნობით არგუმენტებს რატომ მოვხვდით სამოთხეში ან ჯოჯოხეთში... რატომ ავირჩიეტ სამოთხე ან ჯოჯოხეთი...სწორედ ასე იყო იუდას შემთხვევაში, ახლა მან ზუსტად იცის რატომ ზის ჯოჯოხეთში... ყველამ იცის... ყველამ დაინახა მისი არჩევანი... მანამდე კი მხოლოდ ღმერთი ხედავდა...


არის საკითხები, რომლებიც მთელი სისრულით ვერ გამოითქმება ადამიანურ ენაზე. მაინც როგორღაც გამოთქმის მცდელობისას კი დამახინჯება გარდაუვალია. თვალსაჩინო მაგალითია გლობუსის რუკაზე გადატანისას არსებული ცდომილებები. რუკის შუაში ტერიტორიები შეკუმშულია, პერიფერიაზე კი გაწელილი. დაახლოებით ასე მოსდის ადამიანური ლოგიკისთვის დაუტევნელის გადმოცემას ადამიანური ენის საშუალებით.

შენს პოსტში ნათქვამია, რომ ღმერთმა წინასწარ იცის. ეს უეჭველად ასეა, მაგრამ არ ვიცით როგორ იცის, ეს საიდუმლოა და ასევე დარჩება. ჩვენ თუ ვიტყვით, იმიტომ იცის, რომ ეს უკვე მომხდარიც არის, უბრალოდ ჩვენ არ ვიცითო, მაშინ გაუგებარი იქნება სადღა არის თავისუფალი არჩევანი, წარსულში მქონია, იმ წარსულში, რომელიც არ მახსოვს და რომელიც თურმე მომავალში უნდა განვიცადო, რომ გავიგო რა ამირჩევია და როგორ მიცხოვრია.

ვფიქრობ, უმჯობესია იქ გავჩერდეთ, რომ იცის ზებუნებრივი, ჩვენთვის მიუწვდომელი და აუხსნელი წინასწარმცოდნეობის გამო და არა იმიტომ, რომ მე უკვე რაღაც ამირჩევია. არჩევანის საშუალება სწორედ ახლა მაქვს, მე ჩემზე გადაღებულ ფილმს არ ვუყურებ, მე ახლა ვქმნი ჩემს ისტორიას და მომავალს, ჩემს ბედს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცდაა. სხვა შემთხვევაში, გვნდა თუ არა, იკარგება თავისუფალი არჩევანი.

მომიტევე გრძელი პოსტი, მაგრამ მაინტერესებს შენი აზრი ამაზე.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Aug 20 2007, 09:21 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



ადმიანი რო ცოდავს იმას ყოველთვის შეუძლია გამოითხოვოს უფლის წყალობა.თუ უფალს პატიებას თხოვს და მოინანიებს მას მისი ცოდვები მიეტევა ღვთისგან.მარა იუდა რომლემაც გასცა უფალი მან არ ისურვა ეთხოვა პატიება ღვთისგან.მას ეგონა რო უფალი შეიწყალებდა პატიების თხოვნის გარეშე.და ჩაასწრო ჯოჯოხეთში როდესაც უფალი ჩავიდა ჯოჯოხეთში მისი დიდებით მან არ შეიწყალა იუდა რათა არ ითხოვა პატიება.ასე არიან ეშმაკებიც მათ უნდათ რომ ქრისტემ ისინი შეიწყალონ სინანულის გარეშე.მამა პაისი გადმოგვცემს რომ ეშმაკმა რომ თქვას ერთი სიტყვა უფალო შემიწყალე ეგრევ აპატიებს უფალი მაგრამ ისინი ამპარტავნები არიან და ღმერთს უტოლებენ თავს, ასეა იუდაც მას უნდა რო უფალმა შეიწყალოს სინანულის გარეშე.გთხოვთ თუ არასწორად ვამბობ რამეს შემისწორეთ წინასწარ დიდი მადლობა


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი