IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, ახალი საიტი
კანონისტი
პოსტი Apr 23 2008, 06:48 PM
პოსტი #81


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შოთაძე
რად უნდა მაგას სკოლა? გახსნილი არის აფხაზური ენის კურსები და შეგიძლია შეხვიდე. მე პირადად, ჩემით, კურსების გარეშე ვისწავლე ელემენტარული აფხაზური. დრო არ მაქვს, თორემ სიამოვნებით ვისწავლიდი უფრო მეტს.

ჰარა აიაშჩვა ჰოუპ, ჰმვია - აიაშარეი ავიიზარეი რმვიოუპ. აფსნიტვილა იჰტვიოუპ, ჰარეი შვარეი დაარა ბზია იჰბოიტ იარა..... smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 23 2008, 06:52 PM
პოსტი #82


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(კანონისტი @ Apr 23 2008, 07:48 PM) *

შოთაძე
რად უნდა მაგას სკოლა? გახსნილი არის აფხაზური ენის კურსები და შეგიძლია შეხვიდე. მე პირადად, ჩემით, კურსების გარეშე ვისწავლე ელემენტარული აფხაზური. დრო არ მაქვს, თორემ სიამოვნებით ვისწავლიდი უფრო მეტს.

ჰარა აიაშჩვა ჰოუპ, ჰმვია - აიაშარეი ავიიზარეი რმვიოუპ. აფსნიტვილა იჰტვიოუპ, ჰარეი შვარეი დაარა ბზია იჰბოიტ იარა..... smile.gif

კარგი მე ვისწავლე კერძო მასწავლებელტან მაგრამ ყველას ხომ არ აქვს საშვალება კერძო მასწავლებელთან სიარულის? მომავალ თაობას მაინც არ უნდა ვასწავლოთ? განა როდემდე უნდა გამოვიყენოთ აფხაზებთან საურთიერთობოდ რუსული?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 23 2008, 07:21 PM
პოსტი #83


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შოთაძე
უფასო კურსებია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტში

smile.gif

სკოლებში სწავლება არ არის სავალდებულო დანარჩენ საქართველოში, აფხაზეთში - კი ბატონო yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 23 2008, 07:27 PM
პოსტი #84


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(კანონისტი @ Apr 23 2008, 08:21 PM) *



სკოლებში სწავლება არ არის სავალდებულო დანარჩენ საქართველოში, აფხაზეთში - კი ბატონო yes.gif

რამდენად კარგია მერე სავალდებულო რომ არ არის?? რუსეთი არ გვინდაო გავიძახით და რუსული ენას ხომ კარგად გამოვიყენებთ აფხაზებთან საურთიერთობოდ? შეიძლება თქვა აფხაზებმა ისწავლონო ქართულიო და ჩვენ რატო არ უნდა ვისწავლოთ აფხაზური? აფხაზური ენა ხომ უდიდესი კულტურა არის საქართველოსთვის? რატომ არ ვაფასებთ ამ კულტურას?


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Apr 23 2008, 07:45 PM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



შოთაძე
კაი ახლათ ნამეტანი ნუ მოგვდის, მაშინ სვანებმა რა დაშავეს ან მეგრელებმა ანდაც ოსებმა. თავიანთ მხარებში ისწავლონ აფხაზური მაგრამ სულაც არა საჭირო ხუთ მილიონმა ქართველობამ ასი ათასზე ნაკლების ერის ენა ისწავლოს


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი Apr 23 2008, 09:01 PM
პოსტი #86


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა(შოთა @ Apr 23 2008, 07:45 PM) *

შოთაძე
კაი ახლათ ნამეტანი ნუ მოგვდის, მაშინ სვანებმა რა დაშავეს ან მეგრელებმა ანდაც ოსებმა. თავიანთ მხარებში ისწავლონ აფხაზური მაგრამ სულაც არა საჭირო ხუთ მილიონმა ქართველობამ ასი ათასზე ნაკლების ერის ენა ისწავლოს


შოთა smile.gif 2kiss.gif ერთხელ ახსენე, თქვენთან ხომ არ გადმოვიდეო და იქნებ განახორციელო ეს იდეა : Willkommen!

შოთაძე smile.gif კარგი რა აფხაზებს მაინც ნუ გააცინებ ... ეეჰჰ, ბაღნებო, ბაღნებო..




--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Apr 23 2008, 09:09 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



nana_007
ამ დიდი დღესასწაულებზე ისევ აქეთ მირჩევნია მაინც წმინდა მიწა biggrin.gif
მაგრამ ყველას ჯობია რომ ჩვენ სამშობლოში დავბრუნდეთ , და ჩვენი სახელმწიფო ავაშენოთ და გავაძლიეროთ smile.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი Apr 23 2008, 09:29 PM
პოსტი #88


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



შოთა a025.gif

სადაც აუცილებელია იქ იყავი და გისურვებ წარმატებებს. იხარე და იბედნიერე მაგ გულით smile.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 23 2008, 09:46 PM
პოსტი #89


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



სოხუმი გენოციდის დროს

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ასეთი სახის წერილი იქნა გაგზავნილი. გთხოვთ აზრის დაფიქსირებას. მე ვფიქრობ ეს წერილი ვაი ქართველებმა გააკეთეს. აფხაზებს ასეთი წერილი, უფრო თავდაჯერებულობას და მართალი კაცის პოზიციას შემატებს.

კამპანია ,,ჰათამზაიტ’’ / `ბოდიში”

თბილისი, 2007 წლის 14 მარტი

მიმართვა აფხაზი ხალხისადმი




ჩვენ, ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აუცილებლად მივიჩნევთ ამ მიმართვის გამოქვეყნებას და საზოგადოებრივი კამპანიის დაწყებას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით.

დღეს, როდესაც 15 წელია გასული ტრაგიკული ომის მერე, გაცილებით ადვილია შეფასდეს ის მოვლენები, რამაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია.
დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

წლების წინ საზოგადოების ნაწილი ცდილობდა წინ აღდგომოდა ომის ესკალაციას. ამ პროვოკაციული ომის საწინააღმდეგო განცხადებებს უკანონო დაკავებებიც მოჰყვა, რომელთა შესახებ საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი. ბევრი ჩვენგანი იმ დროს ბავშვი იყო და დღემდე გაუგებარია ომის მიზეზები. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი – ბუნდოვანი.

ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია. ჩვენ თითოეულ აფხაზს გვინდა პატიება ვთხოვოთ.

ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.

ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.

ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებელი – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ.

ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.
ომი უკვე დამარცხებაა.

ჩვენ კი გვინდა ჩვენი მიმართვის საჯაროდ გაცხადება:

ბოდიში!

ნუ დავყოფთ ერთმანეთს “ჩვენებად” და “იმათიანებად~, „მტრად~ და „მოყვარედ“, „აფხაზად“ და „ქართველად“. ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა ყველა აფხაზს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს. თუმცა, ხელისუფლება ქართველი ხალხის აზრს არასოდეს გამოხატავდა.

ბოდიში, რომ ქართველები ერქვათ ადამიანებს, ვინც ტყვიას ისროდნენ. ბოდიში ყველა გასროლილი ტყვიისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რომელმაც ომი გამოიწვია.

ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.

დღეს ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „ბოდიში“ და გვინდა ყველა დავაფიქროთ ომზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე, დავფიქრდეთ დღევანდელობაზე და ვეძებოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ. ვიწყებთ ბოდიშის მოხდით და გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რომ სუფთა გულით მეტის მიღწევა შეიძლება და რომ ომს, ძალადობას და იარაღის ჟღარუნს არანაირი გამართლება არა აქვს.

გვინდა ვაჩვენოთ ყველას, რამდენად ძვირფასია ჩვენთვის აფხაზური კულტურა, აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა...

ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.

მოგმართავთ თითოეულ აფხაზს.

წინასწარ ვიცით, რომ ეს მიმართვა წინააღმდეგობას მრავალი მხრიდან გამოიწვევს. ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ, ჩვენ ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეგვიძლია.

ხელისუფალნი მოდიან და მიდიან, აფხაზი და ქართველი ხალხი რჩება. ჩვენმა შვილებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ.

ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.

ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.

ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.

ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,
ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის.
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის.
ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი Apr 23 2008, 09:51 PM
პოსტი #90


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



Amuza

იმათი პასუხიც ხომ არ გაქვს ამ .... რა ქვია ... ბოდიშზე?


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Apr 23 2008, 10:02 PM
პოსტი #91


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(nana_007 @ Apr 23 2008, 09:51 PM) *

Amuza

იმათი პასუხიც ხომ არ გაქვს ამ .... რა ქვია ... ბოდიშზე?



სამწუხაროდ არა.

მე მაინტერესებს, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი. რას ემსახურება ეს ყოველივე? გრანტების მოპოვებას, თუ სხვა რამეს?

რა საჭირო იყო ასეთი წერილის გაგზავნა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ დამნაშავეები ვართ?

ცოტა გაუგებარია mad.gif

კამპანიის უპირველესი მიზანი ქართულ-აფხაზური საზოგადოების შერიგების კიდევ ერთი მცდელობაა. ამ ერთი შეხედვით უწყინარ „ბოდიშს“ საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, როგორც ქართული, ასევე აფხაზური საზოგადოების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მიმართვის გავრცელების დღეს, 14 მარტს, პრესკონფერენცია იყო დაგეგმილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მედიის საკმაოდ მცირე ნაწილმა და ისიც მხოლოდ პრესის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, გამონაკლისს მხოლოდ საზოგადოებრივი არხის აფხაზური ახალი ამბების გამოშვების ჟურნალისტი წარმოადგენდა. იმ დღესვე ცხადი გახდა, რომ კამპანია „ბოდიშს“ საზოგადოება არაერთგვაროვნად აღიქვამდა. ერთ-ერთი მოულოდნელობა კი მედიის (ნებით თუ იძულებით) ინდიფერენტულობა იყო.
მიმართვა ინტერნეტის საშუალებით იმავე დღეს გავრცელდა. კამპანია „ბოდიში“ არაერთი ფორუმის მთავარ განსახილველ თემად იქცა. ქართველებს და აფხაზებს საშუალება მიეცათ ღიად ესაუბრათ იმ „ავადმყოფობაზე“, რომელიც ამ ორ საზოგადოებას 15 წლის წინ ასტკივდა.

კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად ბევრია, რომ ტექსტში მათ სრულად მოყვანას აზრი არ აქვს. მკითხველისათვის ალბათ უკეთესი იქნება, თუკი მხოლოდ ისეთ კომენტარებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც კამპანია „ბოდიშთან“ დაკავშირებით ძირითად აზრს გამოხატავს.

ქართული საზოგადოების ნაწილის აზრით, ბოდიში მოსახდელია, ნაწილს კი ბოდიშის მოხდა შეურაცხყოფად მიაჩნია:
„იმ ბიჭების დედებს ვინ მოუხდის ბოდიშს, ჭებში ცოცხლად რომ ჩამარხეს? ან ცოცხლად დამწვრების, გაუპატიურებულების, ტანჯულების ახლობლებს??? გამომივიდნენ ჰუმანისტები!!!“ - დაახლოებით ასეთი რეაქცია ჰქონდა ქართულ ფორუმებზე დარეგისტრირებული მომხმარებლების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს.

„ბოდიში იმ ხალხმა მოიხადოს, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო, ვინც ჩვენს ბიჭებს არწმუნებდა, რომ ეს ომი იყო - ომი სამშობლოს დასაცავად, ვინც დანაშაულებრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აწერდა ხელს და დღესაც კი მენტორული ტონით გვესაუბრება და ჭკუას გვარიგებს. ვინც ამ ომის დროს ხელს ითბობდა და ჯიბეს ისქელებდა. მერე ვინც დადგა და იმ დაღუპულ ბიჭებს „მარადიორებსა“ და ბანდიტებს ეძახდა. ТОЖЕ МНЕ ГУМАНИСТЫ С ПАЦИФИСТАМИ НАШЛИСЬ,“ - წერს ერთ-ერთი ქართული ფორუმის მომხმარებელი.

თუმცა, კამპანია „ბოდიშს“ არც თუ ისე მცირერიცხოვანი მომხრე გამოუჩნდა:
„ბრალის ოფიციალურ აღიარებებს“ თუ ვინ და რატომ დაიწყო ომი და მაგდაგვარი სისულელეების ნაცვლად, რომელსაც ცხადია, არასდროს არავინ არ აღიარებს, მგონი, სახალხო აქციით სჯობს აფხაზებთან დალაპარაკების მცდელობა. იქაც შეიძლება თუნდაც მცირე ჯგუფმა დაიწყოს მსგავსი კამპანია (რა ვიცი აბა, ცდად მაინც ღირს). ჩემი პირველი რეაქცია ტიპიური და პროგნოზირებადი იყო: „რა ბოდიში, რის ბოდიში!“ .. რამდენიმე წუთში კი სიტუაციას სხვაგვარად შევხედე, როგორც ემოციური, ისე პრაგმატული მხრით და ურიგოდ არ მომეჩვენა,“ - აფიქსირებს საკუთარ აზრს ფორუმ.გე-ს მომხმარებელი.

„ყველას მაგივრად ვერ ვიმსჯელებ და ჩემთვის სწორედ ეს გულზე გამავალი გზა არის მისაღები, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კუჭზე გამავალი გზისაგან განსხვავებით. საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება და ბოდიშის მოხდა ძლიერთა პრივილეგიაა და ღირსებას თუ არ გვმატებს, ჩრდილს ნამდვილად არ გვაყენებს. მე დავსვამ ჩემს ხელმოწერას ამ მიმართვაზე,“ - წერს ერთერთი ფორუმელი.
„გუშინ ეს მიმართვა რამდენიმე აფხაზს მივაწოდე. ერთმა თქვა, თვალები მომჭრა აფხაზურად რომ წავიკითხე, არ ველოდი მშობლიურ ენაზე ასეთი რამის წაკითხვასო. ორმა ემოციების გარეშე პოზიტივად შეაფასა ეს კამპანია. მე არ ვამბობ, რომ ეს წერილი რევოლუციას მოახდენს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, მაგრამ გუშინდელმა საღამომ კიდევ უფრო გამიმტკიცა რწმენა, რომ თუ რამემ შეიძლება გამოიღოს შედეგი ამ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებაში, ეს გულწრფელობაა და ჩემთვის ეს წერილი ამის პატარა, მაგრამ მაინც მაგალითია.მე ვიგრძენი რა გულით წერდა ავტორი ამ წერილს და რატომღაც მგონია, რომ ისინიც იგრძნობენ. ჩემთვის უთქვამთ ასეთი სიტყვები და ვიცი მათი მნიშვნელობა,“ - წერენ ფორუმზე.

http://www.mygagra.ru/ - ს ფორუმზე გამოქვეყნებულ მიმართვას, ვრცელი კომენტარები მოჰყვა. ზოგმა ეს პროვოკაციად შეაფასა, ზოგმა დაგვიანებულ ნაბიჯად, ზოგმა კი ხმამაღლა დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ აფხაზებმა დიდი ხნის წინ გააკეთეს არჩევანი და მათ მიუხედავად ეკონომიური პრობლემებისა, თავისუფლება აირჩიეს.

„უცნაურია, მაგრამ თქვენ, ქართველები, ხშირად ამბობთ, რომ ჩვენთან მშვიდობიანად ცხოვრება გსურთ, მაგრამ მოსკოვი არ გაძლევთ ამის საშუალებას. იქვე კი, როგორც წესი, იმ განცხადებებსაც აკეთებთ, რომ ჩვენ ის სეპარატისტები ვართ, რომლებმაც ქართველებს გენოციდი მოვუწყვეთ. ამ ტკბილ სიმღერებს მეგობრობასა და სიყვარულზე ჩვენ ადრეც ვისმენდით, ვისმენთ და კიდევ დიდხანს მოვისმენთ. ომში ორივე მხარე დამნაშავეა. პირადად მე ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ საკუთარი სახლი იმ მომხვდურებისაგან დავიცვა, რომლებიც ტანკებითა და ვერტმფრენებით გვიტევდნენ. ამ შუღლის ფესვები საკმაოდ ღრმად არის გადგმული, ასე რომ ახლა ერთი ხელის მოსმით, ერთი ბოდიშით, ჩვენ ცხოვრებას ხელახლა ვერ დავიწყებთ. შეიძლება ჩვენმა შვილიშვილებმა იცხოვრონ ერთად და მეგობრულად, არ ვიცი. ახლა კი ჩემმა 12 წლის ძმამ მხოლოდ ის იცის, რომ ქართველები ცუდები არიან და რომ მათგად კარგს არაფერს უნდა ველოდოთ, თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ მას სხვა ერებისა და კულტურების პატივისცემას ვასწავლით. ჯერ თქვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებაში გაერკვიეთ. სწორედ თქვენ ირჩევთ „ასეთ“ ხელისუფლებას და მერე ამბობთ, რომ ისინი ჩვენს აზრს არ გამოხატავენო,“ - წერს ფორუმის mygagra.ru - ს ერთერთი წევრი, „აფხაზეთის მცხოვრები“.

ფორუმზე ასეთი ფრაზაც ჩნდება: „ჩვენი (აფხაზური) პოზიცია, დიდი ხანია ყველასათვის ცნობილია. ჯერ თავისუფლება და მერე სოხუმი, ზღვა და თქვენი მიტოვებული სახლები. ვინც ამ ომში არ იბრძოდა, მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს და მშვიდობიანად იცხოვრონ, ხოლო, მათთვის, ვისაც კი ხელში იარაღი ეჭირა, მაპატიეთ, მაგრამ აფხაზეთში ყველა გზა მოჭრილია.“

„სამწუხაროდ, ბოდიშს იხდიან არა ისინი, ვინც ნამდვილი დამნაშავეები არიან, არამედ ისინი, ვისაც ომში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ბოდიშის მიუღებლობა უსამართლობა და სისასტიკე იქნება. ძალიან მინდა მოვუსმინო შევარდნაძეს, კიტოვანს, ყარყარაშვილს, სააკაშვილს, ბურჯანაძეს, ისინი რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით? მაგრამ ვიცი, არც მე, არც ჩემი შვილი და არც იმის შვილი, მათგან პასუხს ვერ ვეღირსებით. ასე რომ, მე ვღებულობ თქვენს ბოდიშს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თქვენ არ გჭირდებათ ბოდიშის მოხდა. დიდი უსამართლობაა, როდესაც სხვისი ნაგვის ქექვა პატიოსან ადამიანებს უწევთ. და კიდევ, თქვენ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღედ მოიხსენიებთ, მე კი ამ დღეს სოხუმის აღების დღეს ვუწოდებ. ჩვენი მენტალიტეტი რადიკალურად სხვადსხვა მხარეს იხრება. და ვფიქრობ, რომ ეს რამდენიმე ათეული წელი კიდევ ასე იქნება,“ - წერს აფხაზი დაური.

აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დაუკავშირდა. მათი რეაქცია ამ მიმართვაზე უარყოფითი იყო.

თუმცა, კანცელარიის წინ სტუდენტებთან გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „რა ბოდიში, ბოდიში აქეთ მოგვიხადონ!“

რაც შეეხება პრესას, „საქართველოს რესპუბლიკამ“ კამპანია „ბოდიშს“ სტატია მიუძღვნა, სათაურით „ნამეტანი დიდი „ჰათამზაითი“, უჩას ვენაცვალე, მაგრამ შენ თავი ხომ არაფრისთვის მიგირტყამს?“ ალბათ სათაურიდანაც ჩანს რა შინაარს უნდა შეიცავდეს აღნიშნული სტატია: „თუ იცი, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაც კი, რომელიც დიდად არ უწევს ამ საზოგადოებას ანგარიშს, მხარს არ დაგიჭერს და კაპიტულანტურ პოზიციად შეგიფასებს, შენ რის და ვის იმედად იხევ ტანზე პერანგს, რა „ჰათამზაითი“ აგიტყდა, რაც მთავარია, რომელი მოსე შენ ხარ, შეუცნობელისა და შორეულისაკენ ერის წაძღოლა რომ აგიჩემებია,“ - წერს პუბლიკაციის ავტორი სანდრო ალექსიძე.

გაზეთ 24 საათში „სპეციალური სვეტი დაეთმო კამპანია „ბოდიშს“:
„ბოდიშის მოხდა ნამდვილად არ არის პანაცეა. ისე ნუ ვიზამთ, რომ ჩვენი ბოდიშით აფხაზების ნდობა და ქართველების უნდობლობა და მეტწილად კიდევ გაღიზიანება დავიმსახუროთ. ისე არ უნდა ვქნათ, რომ ენა გონებას წინ უსწრებდეს. ქრისტიანული ჰუმანიზმი - გიყვარდეს მტერი შენი - უფრო ლოიალობას გულისხმობს და არა საზოგადოებაში ცალმხრივი დანაშაულის კომპლექსის გაღვივებას. ზემოთქმულის კონტექსტში კი „ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიმართვა უფრო თვითგვემას ჰგავს („ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა. ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ”). კი ბატონო, მოვიხადოთ ბოდიში, მაგრამ რისთვის? ომისთვის? რომელი ომისთვის? რომლის ინსპირირებაც რუსეთმა მოახდინა და ქართველები ბოულინგის ბურთივით შეგვატაკა აფხაზურ კეგლებთან? კი, ბატონო, მოვიხადოთ ბოდიში, მაგრამ ორივე მხარემ. მიმართვაში ხომ ისედაც წერია ... „ომში მაინც ყველა დამნაშავეა. ომი უკვე დამარცხებაა”. მიმართვიდან კი ამოვიღოთ ყველა ის არაკორექტული დეფინიცია, რომელიც არა მარტო ქართველებს გაანაწყენებს, არამედ მოახდენს მამებისა და შვილების თაობების ხელოვნურ დაპირისპირებას,“ - წერს ჟურნალისტი გიორგი კალატოზიშვილი.

საინტერესო შეფასება მოჰყვა კამპანია „ბოდიშს“ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან:
„მოხიბლული ვარ ამ კამპანიით. ეს მეტად გაბედული ნაბიჯია. ვფიქრობ, მალე მხარდამჭერებსაც მოიპოვებთ, რადგან ეს ერთერთი საუკეთესო გზაა გაერთიანებისაკენ. არ დანებდეთ, მაშინაც კი თუ თქვენზე ზეწოლა განხორციელდება,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ კონფლიქტების ექსპერტმა დენის მატვეევმა.

„რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ამ კამპანიაში, არის ის, რომ თქვენ მეორე მხარისგან არ თხოულობთ საპასუხო ჟესტს, თქვენ უბრალოდ პირველებმა გადადგით ეს ნაბიჯი, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ ამ კეთილშობილურ საქმეში,“ - ამბობს ჰელგა ტემპელი, ფორუმი სამოქალაქო მშვიდობის სამსახურის წევრი (Forum ZFD).

ბიორნ კუნტერი, სოციალური დაცვის ფედერაციის (BSV, Germany) დირექტორი მიმართვის კითხვის დროს ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, „რომ მიტევება შერიგების საფუძველს ქმნის. ეს ინიციატივა იმ მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა, რომელსაც კარგი იქნება, თუკი მაგალითად სხვა გაყინული კონფლიქტებიც აიღებენ. ხალხი, რომელიც პატიებას თხოულობს, შეიძლება მისავე საზოგადოებამ მოღალატეებად შერაცხოს. თუმცა, ჩემი აზრით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც სხვისგან ელიან პირველ ნაბიჯებს. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხალხს, რომელიც პატიებას ითხოვს, შეიძლება ყოველთვის არ აპატიონ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. მთავარია, თქვენ იყოთ გულწრფელები.“

2 მაისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში კამპანია „ბოდიშს“ ტრადიციული ოთხშაბათის დისკუსია მიეძღვნა. ფონდის დირექტორის განცხადებით, ასეთი მრავალრიცხოვანი აუდიტორია თითქმის არცერთ შეხვედრას არ ჰყოლია. აღნიშნულმა დისკუსიამ საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა. საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცათ როგორც კამპანიის მომხრეებს, ასევე მოწინაადმეგეებსაც.

ვნებათაღელვა კამპანიის გარშემო დღემდე გრძელდება და თუკი ძალიან ოპტიმისტები ვიქნებით, ალბათ ეს დისკუსია მაშინ დასრულდება, როდესაც აფხაზი და ქართული საზოგადოება თავს მოერევა და ერთმანეთის მტრის ხატების ნგრევას დაიწყებს. „ბოდიშის“ მიზანიც სწორედ ეს არის.



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი Apr 23 2008, 10:08 PM
პოსტი #92


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



Amuza

საინტერესო პოსტი დაწერე. მადლობთ smile.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Apr 23 2008, 10:55 PM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



Amuza
აფხაზების ერთი რამ მაკვირვებს ნუთუ რა მდგომარეობაშიც არიან მაგას დამოუკიდებლობას ეძახიან ან რა აქვტ საამაყო ომი მაგათ მაგავირად რომ მოიგეს?! სიძულვილიტ თვალები აქვთ დაბნეული და ჩვენც რომ იგივე მდგომარეობააში რომ არ აღმოვჩნდეთ უნდა ვაპატიოტ და კავშირის გაღრმავებაზე უნდა ვიზრუნოთ და რაც შეხება მათ კომენტარებს კიდე ერთხელ აზუსტებენ რომ სავალალო მდგომარეობიდან ჯერ კიდე ვერ გამოსულან, მაგრამ ჭკვიანები ცოტანი მაინც არიან იქით და უნდა ვიმედოვნოთ რომ ამ გამოძახებას მიხებენ.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 24 2008, 10:08 AM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



Amuza

მოგესალმები ჩემო კარგო. მინდა გითხრა რომ ეგ მიმართვა ამ ფორუმზე ადრეც დავდე იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ!. მაშინ საკმაოდ ვრცელი კამათი მოყვა ამ ფორუმზეც და სხვა ფორუმებზეც. პირველ რიგში უნდა გითხრა რომ ეგ ტექსტი ამჯერად ოდნავ შეცვლილია.

ციტატა
მე მაინტერესებს, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი. რას ემსახურება ეს ყოველივე? გრანტების მოპოვებას, თუ სხვა რამეს?


იმიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი რომ ომი არ გივინდა ჩვენი ხელისუფლებისაგან განსხვავებით. ემსახურება იმას რომ ბოდიშს ვუხდით უბრალო აფხაზს ხალხს და არა სეპარატისტ მთავრობას ან ბოევიკებს!!! რომ ვერ შევაჩერეთ ომი. ამას ჩვენი ხელმძღვანელი 93-შიც აკეთებდა და ამის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა მარა რათქმაუნდა ათი სტუდენტის პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. კიდევ იმიტომ ვამბობთ ამას რომ ქართველებს შევაგნებინოთ რომ მარტო ჩვენი ძმები და ქმრები ან შვილები არ მოუკლავთ იქ წამებით. აფხაზებიც არანაკლებად დაიტანჯნენ. კიდევ იმიტომ რომ ჩვენ, ქართველები თავს აფხაზებზე უპირატესად მივიჩნევთ ძალიან ბევრ სფეროში ასე რომ ჰუმანიზმიც მათზე მეტი უნდა გვქონდეს და თუ ასეა პირველებმა ჩვენ უნდა გადავდგათ პონანიების ნაბიჟი რომ ჩვენზე სუსტი ამ ნაბიჯისაკენ წავიყვანოთ.

აქ ეხლა მიმართვის ახალ ვარიანტს დავდებ. ბევრი არაფერია შეცვლილი მაგრამ ის ნამეტანი რბილი ტონი შეცვლილია

ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ.


ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი.
ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ.

ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია.


ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.


ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.
ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია.


ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებლები – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ.
ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.


ომი უკვე დამარცხებაა.

ნუ დავყოფთ ერთმანეთს ,,ჩვენებად“ და ,,იმათიანებად“, ,,მტრად“ და ,,მოყვარედ“. ჩვენ მტრები არა ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვინდა, აფხაზს ხალხს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და იარაღის ენაზე დავიწყეთ საუბარი.
ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.


ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.


ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს.


გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა.


ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით.
ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ.

ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.
ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.


ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.

ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,
ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის,
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის,
ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის.


პ.ს. ისე ნამეტანი კარგი ინფორმაცია გქონია ამ კამპანიაზე. თითქმის ყველა ჩვენი სტატია წაკითხულია გქონიაsmile.gif ეს მომწონს.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
paso
პოსტი Apr 24 2008, 10:35 AM
პოსტი #95


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 22-April 08
წევრი № 4,627



დილა მშვიდობისა,
საკმაოდ საინტერესო სტატიაა, რომელიც ასახავს აფხაზების განწყობას მსგავსი სახის ღონისძიებებისა თუ კამპანიების მიმართ:

გზა აფხაზეთისკენ17 აპრ. '08


“Грузия, я люблю тебя” - წერენ აფხაზი ბავშვები



მარიკა შონია, თბილისი


“აფხაზეთი ჩვენი მიწაა და უნდა დავიბრუნოთო, ეს სიტყვები ხშირად გვესმის. სამწუხაროდ, ხალხზე ნაკლებად ვლაპარაკობთ. სოხუმში რომ ჩავდივარ, ხშირად მეკითხებიან, აფხაზეთი აფხაზებისგან რომ დაიცალოს, ასეთი აფხაზეთი გინდათო? და მე არ ვიცი რა ვუპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქაც ვგრძნობ, რომ ჩვენ რეალურად ვერ გავარკვიეთ, რა გვინდა, მიწის დაბრუნება თუ ამ ხალხთან შერიგება”, - აღნიშნავს ქალბატონი ესმა, რომელიც აფხაზეთში გაზრდილი აფხაზური ოჯახის შვილი და ამჟამად თბილისში მცხოვრები ქართველი შვილების დედაა.

ალბათ ეს ის კითხვაა, რაც პირველ რიგში მოითხოვს პასუხს.. როცა სიმღერებით ვესალმებით აფხაზეთს, ალბათ, იმ ხალხს ისისც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს სალამი მარტო თეთრ სანატორიას და თოლიებს არ ეგზავნებათ, არამედ იმ ხალხსაც რომელთანაც მრავალწლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს, ჩვენი რესპოდენტებიც, სწორედ ამ კავშირების გახსენების და გაცოცხლების გზას თვლიან ყველაზე მოკლე და მართებულ გზად აფხაზეთამდე.

„მართალია, ომი მოხდა და ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული გადასალახია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ შემიძლია არ მახსოვდეს ის დიდი სითბო და განსაკუთრებული ურთიერთობები, ის საოცარი სიახლოვე, რაც მანამადე ჩვენს შორის არსებობდა, ვიღაცის შეცდომების გამო მომხდარმა ძალადობამ არ მინდა რომ ეს ყველაფერი წაშალოს.... და ჩვენ, ადამიანებმა დავკარგოთ ერთმანეთი, რადგან ჩვენ სინამდვილეში საერთო მიწის გარდა, ყველაზე მეტად ეს ურთიერთობები და სიახლოვე გვაკავშირებდა“, - ესეც ქალბატონი ესმას სიტყვებია.

ესმა კოკოსკერიას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურ ენოვანი “მოამბის” რედაქტორი გახლავთ, სწორედ ამ ურთიერთობების შესახებ ვესაუბრეთ, ამ ურთიერთობების გახსენებას და გაცოცხლებას ემსახურება უმთავრესად გადაცემა, რომელსაც ქალბატონი ესმა და მისი კოლეგები ამზადებენ, და როგორც აღმოჩდა, არც თუ უშედეგოდ. ქალბატონი ესმას თქმით, ამ გადაცემას აფხაზეთში დიდი ინტერესით უყურებენ, თუმცა სამწუხაროდ, მისი სიგნალი მხოლოდ ოჩამჩირემდე ვრცელდება, დანარჩენ აფხაზეთში სატელიტით თუ უყურებენ. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გადაცემის არა საინფორმაციო, არამედ ის ბლოკი, სადაც აფხაზეთიდან დევნილთა ცხოვრებაზეა საუბარი:

„ხალხს აქვს საშუალება უბრალოდ ნაცნობი სახეები ნახოს, ის სახეები, რომლებიც ენატრებათ, მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები… და როცა ჩვენ აქედან ვაჩვენებთ რომ ეს ხალხი ცოცხალია, რომ მათ ახსოვთ აფხაზეთი და ის ძველი ურთიერთობა, და ენატრებათ ეს ურთიერთობა, ეს, რა თქმა უნდა, იქითა მხრიდანაც იწვევს გამოხმაურებას“

მიუხედავად იმისა, რომ ძველი თაობები, რა თქმა უნდა იცნობენ ერთმანეთს და ბევრიც აქვთ კარგი გასახსენებელი, მოდის ახალი თაობაც, რომელსაც არასოდეს ჰქონია ეს ურთიერთობა და ომის დროს დაიბადა. რა იციან მათ ქართველებზე, გარდა იმისა რომ ქართველებმა დაიწყეს ომი? ამ კითხვით ისევ ქალბატონ ესმას მივმართეთ:

„აფხაზეთში ახალგაზრდებს ცოცხალი ქართველი პრაქტიკულად არ უნახავთ, არანაირი ინფორმაცია არა აქვთ აქაური ახალგაზრდების მენტალიტეტზე, მათ პოზიციაზე და ა. შ. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა, რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთში ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა, როგორ უნდა დავიძინო დაწყნარებულმა, თუ გვერდზე ქართველი იცხოვრებსო... როცა ყოველთვის მტრის ხატის გამყარება ხდება, ასეთ შედეგს ვიღებთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენთან, აქაურმა მოსახლეობამ, 15 წლის მანძილზე როგორღაც შევძელით ამ ტრაგიკული განცდების გადალახვა. აქ, ასე ვთქვათ, ცხოვრება წინ წავიდა. იქ სხვა ვითარებაა, დრო გაჩერებულია, ჩაკეტილი გარემოა, ყოველდღე ადამიანს რომ უჩვენებ ომის სასტიკ კადრებს, ახსენებ ახალგაზრდობას რომ ეს იყო და ეს არ უნდა დაგავიწყდეს, რა თქმა უნდა ეს ყოველივე ფსიქიკაზე მოქმედებს

სამი წლის წინ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, რომელსაც ბატონი ზურაბ შენგელია ხელმძღვანელობს, მოვიპატიჟეთ აფხაზ ახალგაზრდათა ჯგუფი, სხვათა შორის, ესენი იყვნენ მეომარი ბიჭები, თბილისში ისინი რაგბის მატჩს დაესწრნენ, და თბილისშივე შემთხვევით ნახეს ნიკოლშოუს ცნობილი კლიპი. ძალიან მოეწონათ და თქვეს, რომ კარგი იქნებოდა ეს კლიპი აფხაზურადაც ყოფილიყოო. ეს იდეა ჩვენც მოგვეწონა და დავიწყეთ მისი განხორციელება. ნიკოლშოუს კლიპის გარდა, კიდევ 7 ქართული სიმღერა ჩაიწერა აფხაზურად, მათ შორის უცნობის “ვაგონი”, ლელა წურწუმიას, მწვანე ოთახის და სხვათა სიმღერები... ეს ჩანაწერები წავუღეთ აფხაზეთში. პირველი რეაქცია იცით რა იყო მათი მხრიდან? - А они оказываеться талантливые (ისინი თურმე ნიჭიერები ყოფილანო), გაიკვირვეს.

წარმოიდგინეთ რამდენად არიან ისინი მოკლებულნი ჩვენს შესახებ ინფორმაციას. ეს სიმღერები შემდეგ აფხაზეთში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყველა ბარში, რესტორანში, მანქანაში, ქორწილებში უსმენდნენ. ხალხი მიხვდა, რომ არც უცნობი და არც სხვა მომღერლები არ იყვნენ პოლიტიკოსები. მათ ეს სიმღერები მათთვის გულით ჩაწერეს, რითაც თავისი დამოკიდებულება გულწრფელად გამოხატეს და ამაში არანაირი ლოზუნგები, მოწოდებები და ქვეტექსტები არ ჩაუდიათ, ამიტომ ვერანაირმა მთავრობამ და პოლიტიკამ ამის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა და ხალხმაც ეს მიიღო. მაგრამ როგორც კი შეამჩნევენ , რომ რამის მიღმა შეიძლება პოლიტიკა ან მსგავსი სახის რაიმე ქვეტექსტი იმალებოდეს, ძალიან ეჭვის თვალით ეკიდებიან. ხალხის დონეზე ასევე ვიცი, რომ გამოითქვა სურვილი, რომ აფხაზეთში ცოცხალი კონცერტებიც ჩატარდეს ქართველი მომღერლების მონაწილეობით, მაგრამ ჯერჯერობით ამის განხორციელება, ალბათ, ძნელი იქნება, რადგან მარტო ხალხის ნება ვერ წყვეტს ამ საკითხს.

ასევე მინდა გავიხსენო, შარშან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნული აფხაზეთის დღეები, აფხაზეთიდან გვყავდა მოწვეული ათ კაცამდე სტუმარი. ამ ღონისძიებაზე ყველაფერი გაკეთებული იყო აფხაზურ სტილში, აფხაზურ ფაცხაში, აფხაზური ატრიბუტიკით, აფხაზური კერძებით, თხაც კი ჩამოგვიყვანეს აფხაზეთიდან, შესრულდა საქართველოს ჰიმნი აფხაზურ ენაზე, უამრავი აფხაზური სიმღერა, ცეკვა, ჩვენი სტუმრები, ჩემი თვალით ვნახე ამის შემხედვარენი როგორ ტიროდნენ და ამბობდნენ, ჩვენი თვალით რომ არ გვენახა ეს ყველაფერი, ვერასოდეს წარმოვიდგენდით სოხუმში, რომ თბილისის შუაგულ ცენტრში ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყოო.

ძალიან კარგი გაცვლითი პროექტი განხორციელდა შარშანწინ, როცა 15 ქართველი ბავშვი გაემგზავრა ზაფხულში სოხუმში 2 კვირით, 15 აფხაზი ახალგაზრდა კი, დაახლოებით 16-17 წლის, ზამთარში ბაკურიანში დავასვენეთ. ისინი შემდგომ თბილისში, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მიიღო, მთელი პარლამენტი დაათვალიერებინა. ბოლოს ბავშვებს ფურცლები დაურიგეს სადაც შთაბეჭდილებების შესახებ უნდა დაეწერათ, “Грузия, я люблю тебя” , იყო ერთ-ერთი ასეთი წარწერა.

ამ ბავშვებმა დაინახეს, რომ მათთვის ცხოვრება ენგურს გამოღმაც გრძელდება, და გახარებული წავიდნენ აქედან, თუმცა რამდენადაც ვიცი, ამის გამო, აფხაზეთში გარკვეული პრობლემებიც შეექმნათ, მაგრამ რაც მთავარია, ის სითბო, რაც მათ აქედან წაიღეს არასოდეს დაავიწყდებათ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ხალხს უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება, უფრო მეტი დადებითი იმპულსები. ჩემის აზრით, ის მთავარი, რაც ჩვენს შორის პრობლემას და დაბრკოლებას ქმნის, არის უნდობლობა, მათ არ სჯერათ რომ გარდა ტერიტორიისა, ჩვენ აფხაზეთის სხვა რამეც გვაწუხებს. ისინი ამბობენ, განა არ ვიცით რუსეთი რა არის, მაგრამ ქართველები ხომ ჩვენიანები იყვნენ და რატომ გაგვიკეთეს ესო... ისინი რუსეთისკენ იმიტომ კი არ იყურებიან, რომ უფრო მეტად უყვართ ის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამორიცხულია, უბრალოდ ქართველების აღარ სჯერათ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, ყოფით დონეზეც უფრო აქტიური ხდება კონტაქტები, აფხაზეთიდან თვითონ ჩამოდიან. აფხაზეთში ხალხს ელემენტარულად მკურნალობა სჭირდება, რისი სრულყოფილი საშუალებაც იქ არ არის., რუსეთში წასვლა უფრო ძვირი ჯდება და ისევ აქეთ ამჯობინებენ წამოსვლას. ბოლო თვეების განმავლობაში თხუთმეტამდე ადამიანი ჩამოვიდა აფხაზეთიდან სამკურნალოდ, ძირითადად კიბოს, შიდსის, ნარკომანიის და სხვა სახის პრობლემების გამო. ჯანდაცვის სამინისტროს ამ მხრივ მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან არსებობს პროგრამები, რომლებიც ამ ხალხის მკურნალობას აფინანსებს და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათთვის აქ ცხოვრება გრძელდება და უკეთესია, ვიდრე ეს შეიძლება იყოს რუსეთში. რაღაცით ამ ხალხის დაინტერესება საჭიროა, და მე ვთვლი რომ მსგავსი დაინტერესების იმპულსები გარკვეულწილად ჩნდება. მე ვერ გეტყვით რომ ეს ხდება მასიურად, მაგრამ მაიმც არის ამის მაგალითები.

მაგალითად, წელს ორმა აფხაზმა ახალგაზრდამ გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოეწყო ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. ერთ-ერთი გაგრელი ბიჭია, მეორე სოხუმელი გოგო. მართალია, მათ ას პროცენტიანი გრანტი ვერ მიიღეს, მაგრამ ხომ ჩააბარეს მაინც გამოცდები და თან ქართულში 28 ქულაც მოიპოვეს, რამაც მე ძალიან გამაკვივა კიდეც. რამდენადაც ვიცი, ამ ბავშვებს, სწავლის თანხის დაფარვაში ნაწილობრივ განათლების სამინისტრო, ნაწილობრივ კი სადაც სწავლობენ ის უმაღლესი სასწავლებელიც ეხმარება.

ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები ძალიან მისასალმებელია. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, არავის არ ეკისრება იმხელა პასუხისმგებლობა აფხაზური მოსახლეობის მიმართ მთელს მსოფლიოში, როგორც ქართულ სახელმწიფოს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი ისტორიული და კულტურული წიაღიდან მოვდივართ, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ფაქტობრივად, იდენტურია, განსაკუთრებით მეგრელებისა და აფხაზებისა. მართალია, მე არც ისტორიკოსი ვარ და არც ეთნოგრაფი, მაგრამ მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, და ვერავინ დამარწმუნებს, რომ მეგრელისთვის აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები კახელი უფრო ახლოს იყოს, ვიდრე აფხაზი, იმდენად დიდია ამ ხალხების ტრადიციებს შორის სიახლოვე, თუნდაც მიცვალებულის დატირების ტრადიცია, ქორწილების აღნიშვნა, სუფრის წესი და ა.შ. ”

ქალბატონი ესმას ეს მოსაზრებები, ჩვენმა დანარჩენმა რესპოდენტებმაც გაიზიარეს. ქალბატონი შორენა ფილია, რომელიც ასევე შერეული აფხაზურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელია და ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციის “პირისპირ” ხელმძღვანელი (ეს ორგანიზაცია საქართველოში მცხოვრები აფხაზი ქალბატონების გაერთიანებას წარმოადგენს), ასევე თვლის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის სიახლოვეს დიდი ისტორიული და კულტურული ფესვები აქვთ და ამას გაფრთხილება უნდა.

ამ ორგანიზაციის თაოსნობით გამოიცა წიგნი “ქალთა ბედი” , რომელშიც იმ ტრაგიკულ შედეგებზეა საუბარი რომელებიც აფხაზეთის ომმა, შერეულ აფხაზურ ქართულ ოჯახებს მოუტანათ. ეს წიგნი, ქალბატონი შორენას თქმით, აფხაზეთშიც გავრცელდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ ომმა და ძალადობამ თანაბარი ტკივილი მოუტანა ორივე მხარეს, თუმცა ჩვენი რესპოდენტები, რომლებმაც ეს ტკივილი საკუთარ თავზეც იწვნიეს, ყველაფრის მიუხედავად, თვლიან, რომ ეს არის საერთო ტკივილი, რომელმაც ორი ხალხი, რომლებსაც ერთად უცხოვრიათ, საერთო ოჯახები შეუქმიათ, არ უნდა გააბოროტოს და არ უნდა დააშოროს:

შორენა ფილია: „მინდა რომ ჩემს შვილებს შეეძლოთ აფხაზეთში ჩასვლა, მინდა, რომ იცოდნენ, რომ იქაც ჰყავთ ნათესავები, რომლებსაც ასევე უყვართ და ელოდებიან მათ. ისინი უკვე დიდები არიან, მაგრამ დღემდე სიყვარულით იხსენებენ იმ პერიოდს, როცა ჩემს სოფელში, ლიხნში ისვენებდნენ თავიანთი აფხაზი ნათესავების გარემოცვაში. მათ ძალიან ენატრებათ ის დღეები“ .

ლოლიტა ურუშაძე: „მე შერეულ ოჯახში გავიზარდე, დედა აფხაზი მყავს, თინა მუკბა, მამა ქართველი მყავდა.. როცა ომი დაიწყო, ქართველები ქარველებისკენ დადგნენ, აფხაზებმა ჩათვალეს, რომ ასევე თავი უნდა დაეცვათ, არადა, რა გვქონდა ერთმანეთისგან დასაცავი? დარწმუნებული ვარ, იქ შეიარაღებული ძალა საერთოდ რომ არ ჩარეულიყო, პრობლემა არ გამწვავდებოდა და არაფერი მოხდებოდა. ხალხი თითქოს იძულებით ჩაერთო ამ ბრძოლაში.. და ეს ჩვენი დიდი ტკივილია... ორივე მხარის ტკივილი... დღეს, როცა ტელევიზორში აჩვენებენ აფხაზეთის კადრებს, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს შვილს ვაჩვენო, რადგან მინდა იცოდეს, რომ ის მისი სამშობლოცაა, იქ ცხოვრობენ მისი ნათესავები... მინდა რომ ყველაფერ ამის მიმართ სიყვარული ჩავუნერგო. მინდა, რომ აფხაზეთშიც, ასევე ახსენებდნენ შვილებს, რომ მათ აქეთაც ყავთ ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, და მათ შორის არა მარტო ომი, არამედ დიდი სიყვარულიც არსებობდა“.

მარინა არშბა: „ჩემი შვილი, გიორგი სანიტარ-ინსტრუქტორად მსახურობდა და ომის დროს დაიღუპა, გიორგი ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო შემრიგებელი, აფხაზეთშიც, ფიქრობდა, რომ ამისთვის მიდიოდა.. მიუხედავად იმისა, რომ დედისთვის შვილზე ძვირფასი არავინ არსებობს, შვილი შენი სხეულის ნაწილია, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენმა ტკივილმა არ უნდა გაგვაბოროტოს, არა მგონია, ვინმეს ვინმეს შვილის მოკვლა ნდომოდა.
მიუხედავად ამისა, მე მაინც მომხრე ვარ, რომ ჩვენ შვილებს, არა სიძულვილი, არამედ სიყვარული ჩავუნერგოთ. ჩემის აზრით, ახალი თაობები უნდა შევახვედროთ ერთმანეთს, მე, მაგალითად, 7 და 12 წლის შვილიშვილები მყავს, კარგი იქნება რომ შევახვედროთ ისინი თავიან თანატოლების, ეტყვიან ისინი ერთმანეთს რამეს ცუდს? რა თქმა უნდა, არა. თუ ეს ჩვენ არ შთავაგონეთ.

მე ბევრი სიკეთე და სიყვარული მახსოვს აფხაზეთთან დაკავშირებით, მამაჩემი, სოკრატ არშბა, ცნობილი ექიმი, ქირურგი გახდათ, ის ჯერ აფხაზეთში, შემდეგ თბილისში მოღვაწეობდა, მის მიმართ და საერთოდ, ჩვენი ოჯახის მიმართ ყოველთვის დიდი სითბო და სიყვარული არსებობდა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს“.

http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=2612&lang=ge


შოთაძე

რაც შეეხება აფხაზური ენის პოპულარიზებას, სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამას, რადგან ამ ენას დიდი საფრთხე ემუქრება.
იცით, ვფიქრობ საქართველო თუ აფხაზური ენის პოპულარიზებას მეტ ყურადღებას მიაქცევს, ეს დაეხმარება აფხაზებში კეთილგანწყობის გაღვივებას, ეს თავის როლს შეასრულებს იმაში, რომ ხელი შეუშალოს აფხაზების რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოვებას და რაც არ უნდა გადაჭარბებულად არ უნდა მოგეჩვენოტ, ასიმილაციას.
ენის შენარჩუნებასა და განვითარებას თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ამით აფხაზური კულტურის, მთელი ერის გადარჩენას შევუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ აფაზებს უფრო დავაახლოვებთ ქართველებთან და ხელს შევუშლით მათ გარუსებას და შესაბამისად, მათ საბოლოო დაკარგვას...


--------------------
"შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 24 2008, 12:19 PM
პოსტი #96


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(nana_007 @ Apr 23 2008, 10:01 PM) *



შოთაძე smile.gif კარგი რა აფხაზებს მაინც ნუ გააცინებ ... ეეჰჰ, ბაღნებო, ბაღნებო..

ქართველებმა აფხაზებთან საურთიერთობოდ მესამე ქვეყანა რომ არ უნდა გამოვიყენოთ მემგონი დამეთანხმები და სულაც არ არის ბავშვური!
ჩვენვე არ გვინდა დავაფასოთ ჩვენივე კუთხის კულტურა და სხვამ რომ არ დააფასოს არც უნდა გაგვიკვირდეს! მშვიდობა გვინდა მაგრამ რას ვაკეთებთ მშვიდობიანად რომ დავიბრუნოთ? იქ ხალხია რომელიც დატერორებული არის სეპარატიზმის მიერ და ღმერთმა არ ქნას რომ ომი მოხდეს მაგრამ თუ მოხდა ის დატერორებული ახალგაზდობის ჩახოცვა მოგვიწევს და მიშა და ბაგაფში და სხვები კი შემდეგ კარგად იგულავებენ! ისევე უდანაშაული ხალხი შეეწირება ომს და მერე გვიან იქნება ყველაფერი! sad.gif

ძმათაშორის სისხლლის დაღვრა არ ღირს არანაირ ტერიტორიად!


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Apr 24 2008, 02:38 PM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



paso
საინტერესო რამე დადე, სასიამოვნოა რომ იქიტაც არიან სხვაგარა მოაზრონები.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი Apr 24 2008, 05:36 PM
პოსტი #98


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა
მაგრამ თუ მოხდა ის დატერორებული ახალგაზდობის ჩახოცვა მოგვიწევს და მიშა და ბაგაფში და სხვები კი შემდეგ კარგად იგულავებენ! ისევე უდანაშაული ხალხი შეეწირება ომს და მერე გვიან იქნება ყველაფერი!


შოთაძე,

მე არავისტი არ ვარ და მითუფრო მიშისტი, მაგრამ მიპასუხე კითხვაზე: ომი რომ დაიწყოს ეს ომი მიშას ომი იქნება? არგუმენტირებულად მიპასუხე, რომ მერე ჩემს რეპლიკაზე "ბაღნებო, ბაღნებო" არასწორი კომენტარი არ გააკეთო.


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Apr 24 2008, 05:46 PM
პოსტი #99


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(nana_007 @ Apr 24 2008, 06:36 PM) *

შოთაძე,

მე არავისტი არ ვარ და მითუფრო მიშისტი, მაგრამ მიპასუხე კითხვაზე: ომი რომ დაიწყოს ეს ომი მიშას ომი იქნება? არგუმენტირებულად მიპასუხე, რომ მერე ჩემს რეპლიკაზე "ბაღნებო, ბაღნებო" არასწორი კომენტარი არ გააკეთო.

საბოლოოდ დაამტკიცებს ხელისულების უვიცობას! უპასუხისმგებლობას და ა.შ
ომს არ დაიწყებენ სეპარატიზმები, პირიკით ყველაფერს გააკეთებენ რომ ომი საქართველომ წამოიწყოს!


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი Apr 24 2008, 05:50 PM
პოსტი #100


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა
შოთაძე,

მიპასუხე კითხვაზე: ომი რომ დაიწყოს ეს ომი მიშას ომი იქნება?



მეწ ვკითხულობ იმას კი არა ვინ დაიწყებს ომს, არამედ რომც სეპარატისტებმა დაიწყონ (ასეც იქნება) შენ ამ ომს უწოდებ მიშას ომს? (უფრო რომ გაიგო რას გეკითხები)


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი