IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე
KAIROS
პოსტი Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...

http://church.ge/index.php?showtopic=576

"ლოცვა უცნობი ადამიანისათვის"

მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს:

"... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..."

და სხვაგან:

" ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით."

ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ?

მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ:

"უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)"

რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ...

საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
sarah
პოსტი Nov 21 2007, 02:32 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 21-November 07
წევრი № 3,222



თუ ვინმე ხედავს,რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი [უფალი] მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა ,მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი. ყოველგვარი უკეთურება ცოდვაა, მაგრამ არსებობს არამომაკვდინებელი ცოდვა[1 იოანე;5-16,17]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 26 2007, 02:19 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ვინაიდან ეს თემა ეხება მოძღვრის კითხვებისადმი ჩაღრმავებას, აქ გადმოვიტან კითხვას რომელიც მამა ირაკლის დაუსვეს:

ციტატა(ketusa @ Nov 23 2007, 09:50 PM) *

ძალიან მაინტერესებს რა სიმძიმის ცოდვაა აბორტი და რატომ უსახავს უფალი ქალს ბავშვს თუ იცის რომ მას მოსაკლავად გაიმეტებს დედა? ძალიან გთხოვთ რომ დამეხმაროთ.


რაზეც მამა ირაკლი პასუხობს:
ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 23 2007, 10:43 PM) *

უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი?


მამაო ახლა მე გამიჩნდა კითხვა, რადგან ამ პასუხმა ნამდვილად უამრავი კითხვა გამიჩინა.
თქვენ ამბობთ:

ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 23 2007, 10:43 PM) *

უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი, დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ

აქამდე მეგონა რომ სიყვარული უფლისგან მოდის და ის ჩვილიც ვინც ჩნდება ასევე ღმერთისგან არის ჩასახული
ამას გარდა ახსენეთ "ვნება": და რა? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამსახველი, ანუ ჭეშმარიტი ჩამსახველი არ არის ღმერთი, მხოლოდ იმ მოტივით, რომ იქ ვნებაა?

აქ მახსენდება ალექსანდრე შმემანის წიგნი ქალის განწმენდის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ის საჭიროებს განწმენდას, რადგან ცოდვით დაცემის შემდეგ ვნება შემოვიდა და სიყვარულის აქტის დროს ვნებაც მონაწილეობსო.

ანუ: ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთია, ასევე იმ შემთხვევაშიც, სადაც, როგორც თქვენ ამბობთ - ვნებით ჩაისახაო, მაგრამ ჯერ ერთი იქაც, სადაც თქვენ დაწერეთ - სიყვარული და ის გამიჯნეთ ვნებას - როგორც შმემანი ამბობს (ერთ ერთი უდიდესი თეოლოგი 20 საუკუნისა), სადაც სიყვარულის აქტია - იქ ვნება ყოველთვის ერთვის მას.

თქვენ გამოგდით, რომ ვინაიდან იქ მოხდა აბორტი, და ღმერთი არ უნდა იყოს არანაირ შუაში (მომეჩვენა, რომ რატომღაც თვლით, რომ ის რაღაც შუაში იქნებოდა, ის ქმნილება რომ ღმერთის შექმნილი იყოს), ღმერთის "გადასარჩენად" გვთავაზობთ გამოსავალს, რომ ის ჩვილი, რომელიც მოკლეს, ღმერთის ჩასახული არაა. აბა ვინაა? განა აბორტი იმიტომ არ არის ცოდვა, რომ ვკლავთ ღმერთის ქმნილებას?

ეს მეჩვენება, რომ დიდი შეცდომაა
იმედი მაქვს, რომ არასწორად გავიგე
უფალმა დაგლოცოთ.
პატივისცემით კანუდოსელი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 27 2007, 01:43 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 26 2007, 02:19 PM) *

ვინაიდან ეს თემა ეხება მოძღვრის კითხვებისადმი ჩაღრმავებას, აქ გადმოვიტან კითხვას რომელიც მამა ირაკლის დაუსვეს:
რაზეც მამა ირაკლი პასუხობს:
მამაო ახლა მე გამიჩნდა კითხვა, რადგან ამ პასუხმა ნამდვილად უამრავი კითხვა გამიჩინა.
თქვენ ამბობთ:
აქამდე მეგონა რომ სიყვარული უფლისგან მოდის და ის ჩვილიც ვინც ჩნდება ასევე ღმერთისგან არის ჩასახული
ამას გარდა ახსენეთ "ვნება": და რა? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამსახველი, ანუ ჭეშმარიტი ჩამსახველი არ არის ღმერთი, მხოლოდ იმ მოტივით, რომ იქ ვნებაა?

აქ მახსენდება ალექსანდრე შმემანის წიგნი ქალის განწმენდის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ის საჭიროებს განწმენდას, რადგან ცოდვით დაცემის შემდეგ ვნება შემოვიდა და სიყვარულის აქტის დროს ვნებაც მონაწილეობსო.

ანუ: ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთია, ასევე იმ შემთხვევაშიც, სადაც, როგორც თქვენ ამბობთ - ვნებით ჩაისახაო, მაგრამ ჯერ ერთი იქაც, სადაც თქვენ დაწერეთ - სიყვარული და ის გამიჯნეთ ვნებას - როგორც შმემანი ამბობს (ერთ ერთი უდიდესი თეოლოგი 20 საუკუნისა), სადაც სიყვარულის აქტია - იქ ვნება ყოველთვის ერთვის მას.

თქვენ გამოგდით, რომ ვინაიდან იქ მოხდა აბორტი, და ღმერთი არ უნდა იყოს არანაირ შუაში (მომეჩვენა, რომ რატომღაც თვლით, რომ ის რაღაც შუაში იქნებოდა, ის ქმნილება რომ ღმერთის შექმნილი იყოს), ღმერთის "გადასარჩენად" გვთავაზობთ გამოსავალს, რომ ის ჩვილი, რომელიც მოკლეს, ღმერთის ჩასახული არაა. აბა ვინაა? განა აბორტი იმიტომ არ არის ცოდვა, რომ ვკლავთ ღმერთის ქმნილებას?

ეს მეჩვენება, რომ დიდი შეცდომაა
იმედი მაქვს, რომ არასწორად გავიგე
უფალმა დაგლოცოთ.
პატივისცემით კანუდოსელი



ჯერ ერთი აშკარად ვერ გაიგე რა ვთქვი,მეორეც შენი მიდრეკილებაა მოძღვრების ნაწერები ამოწმო და აკრიტიკო? ამ თემაზე დაგელაპარაკები სხვა დროს ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   პასუხების დაზუსტება   Feb 7 2007, 09:23 PM
დეკ. ანდრია   დილის ლოცვებში ჩვე...   Feb 10 2007, 02:28 AM
kaxa   როგორ ფიქროთ, დღევ...   Feb 13 2007, 04:27 PM
დეკ. ანდრია   როგორ ფიქროთ, დღევ...   Feb 13 2007, 09:26 PM
KAIROS   პასუხის პასუხი დი...   Feb 14 2007, 01:51 PM
KAIROS   და კიდევ, ვიცი, რომ ...   Feb 20 2007, 05:31 PM
დეკ. ანდრია   ყოველი ადამიანი ნე...   Mar 1 2007, 05:54 PM
KAIROS   ძალიან დიდი მადლობ...   Mar 1 2007, 10:40 PM
გუჯა   ალექსანდრეს კითხვ...   Mar 2 2007, 06:10 PM
დეკ. ანდრია   როცა ადამიანის ცდო...   Mar 7 2007, 02:17 PM
KAIROS   გმადლობთ მამაო! ვ...   Mar 7 2007, 07:20 PM
KAIROS   გმადლობთ მამაო! ...   Jan 8 2008, 12:53 AM
KAIROS   მამაოსადმი დიდი პა...   Mar 8 2007, 04:04 PM
იოანა   KAIROS დიდი ხანია მინდ...   Mar 11 2007, 02:04 AM
KAIROS   არ უნდა წაშალოს ად...   Mar 12 2007, 01:31 PM
ლეონტი   აი ვისთვის არ შეიძ...   Mar 12 2007, 05:45 PM
KAIROS   მინდა ორი რამ დავა...   Mar 12 2007, 09:19 PM
იოანა   კაიროს :user: შენთან ა...   Mar 13 2007, 08:02 PM
admin   ამ მიპინულ თემაში, ...   Mar 22 2007, 01:33 AM
Mama Daviti   ღმერთმა დაგლოცოს შ...   Mar 22 2007, 06:33 AM
KAIROS   შემინდეთ მამაო, ე.ი...   Mar 22 2007, 06:36 PM
admin   მამა დავითი ბრწყინ...   Mar 24 2007, 03:05 PM
გლახა   admin საერთოდ სხვისი კ...   Mar 24 2007, 04:29 PM
admin   გააჩნია სად აკეთე...   Mar 24 2007, 05:44 PM
KAIROS   ქვემოთ გაეცა პასუხ...   Oct 8 2007, 08:23 PM
KAIROS   როგორც ვატყობ უპას...   Oct 31 2007, 09:13 PM
KAIROS   ..................... საკითხი გ...   Oct 31 2007, 09:47 PM
იოანა   პოსტები, რომლებიც ...   Nov 7 2007, 12:15 AM
sarah   თუ ვინმე ხედავს,რო...   Nov 21 2007, 02:32 PM
კანუდოსელი   ვინაიდან ეს თემა ე...   Nov 26 2007, 02:19 PM
მამა ირაკლი   ვინაიდან ეს თემა ე...   Nov 27 2007, 01:43 AM
კანუდოსელი   ჯერ ერთი აშკარად ვ...   Nov 27 2007, 11:02 AM
გლახა   ციტატა(მამა ირაკლი...   Nov 27 2007, 03:55 PM
afxazi   მამა ირაკლი პირვე...   Nov 28 2007, 02:37 PM
KAIROS   დამლოცეთ მამაო! ე...   Nov 28 2007, 03:42 PM
ანა   არვიცი რა როგორ რა...   Dec 13 2007, 03:14 PM
Маиа   მე როგორც გავიგე ს...   Dec 13 2007, 11:45 PM
KAIROS   მეგობრებო, აქ ახალ...   Dec 14 2007, 01:55 PM
KAIROS   დავამატებდი: ან შე...   Jan 8 2008, 01:47 AM
მართა   სიღრმეს არ ჩევეძი...   Jan 8 2008, 02:14 AM
vinvar   იცით, არ მესმის რატ...   Jan 23 2008, 04:14 PM
მამა ირაკლი   დიდი ხანია აქმ გან...   Jan 23 2008, 11:07 PM
KAIROS   კითხვების დაზუსტ...   Jan 24 2008, 02:01 AM
bekarika   ძალიან გთხოვთ მიმი...   Apr 1 2008, 06:55 PM
Elke   მამაო, მეგობრებმა ...   Apr 14 2008, 01:59 PM
KAIROS   ვიმეორებთ თემას ქვ...   Apr 14 2008, 08:41 PM
m16   ერთი კითხვა მაქვს ...   Apr 14 2008, 09:11 PM
KAIROS   M16 იყო მაგაზე საუბა...   Apr 14 2008, 11:05 PM
QrIsTiAnI !   რას ფიქრობთ ფილმზე...   Jul 24 2008, 04:11 PM
მამა ირაკლი   ამაზე დავწერეთ.ბოდ...   Jul 25 2008, 09:58 PM
QrIsTiAnI !   მითხარით რას ფიქრო...   Jul 29 2008, 12:26 AM
HANIBALA   რავიცი მე რომ რამე...   Sep 14 2008, 04:02 AM
abo   სწორი ხარ, საუბედუ...   Sep 14 2008, 11:35 AM
elenele   ჩემო ძმებო და დებო ...   Oct 26 2008, 10:38 PM
KAIROS   მეგობარო, აზრის გა...   Oct 27 2008, 03:43 AM
saria-giorgi   მეგობარო, აზრის გა...   Oct 28 2008, 04:06 PM
elenele   კარგი ჩემო კარგო უ...   Oct 27 2008, 02:55 PM
მხევალი ნინო   saria-giorgi გამიხარდა შე...   Oct 28 2008, 05:47 PM
KAIROS   აქ ჩემო სარია, ოდნა...   Oct 29 2008, 04:01 AM
saria-giorgi   მხოლოდ ერთს ვიყვი,...   Nov 4 2008, 11:01 AM
კანუდოსელი   saria-giorgi ეს რანაირად მ...   Nov 4 2008, 03:01 PM
KAIROS   კაიროსის ცნობიერე...   Nov 7 2008, 03:33 AM
kato_Bato   კანუდოსელი მოძღვა...   Nov 7 2008, 11:34 AM
korinteli   გამეცით პასუხი თუ ...   Nov 30 2008, 02:16 AM
KAIROS   კორინთელი, ვფიქრობ...   Nov 30 2008, 03:21 AM
kato_Bato   KAIROS კაიროს, მერე მაქ...   Nov 30 2008, 11:28 AM
KAIROS   ღვთისმეტყველების ...   Nov 30 2008, 08:51 PM
კანუდოსელი   korinteli თქვენთანაც იგი...   Dec 1 2008, 11:53 AM
kato_Bato   KAIROS ჩამოვაყალიბებ, ...   Dec 1 2008, 12:20 PM
qartleli   დიდის კრძალვით მინ...   Dec 12 2008, 01:17 AM
KAIROS   ძამიკო, ეს კითხვა, ...   Dec 12 2008, 04:05 AM
qartleli   კაიროს, დიდი მადლო...   Dec 15 2008, 09:57 PM
KAIROS   კი მეგობარო, ეგრეა,...   Dec 16 2008, 03:06 PM
qartleli   ჩემო კაიროს ისე გა...   Dec 23 2008, 11:50 PM
KAIROS   კი ძამიკო, უკვე ორი...   Dec 23 2008, 11:53 PM
კანუდოსელი   qartleli ამ არგუმენტებს...   Dec 24 2008, 04:32 PM
BleiD   აქ უნდა დავსვა კით...   Dec 28 2008, 07:38 PM
k@the   BleiD ახალი თემა გახს...   Dec 28 2008, 07:52 PM
ბექა   დედა ზოგი რა დაფრთ...   Jan 26 2009, 11:05 PM
Delusion   რაღაც ამ ბოლო დროს ...   Jan 27 2009, 03:54 PM
KAIROS   აოფებთ მეგობრებო, ...   Jan 27 2009, 06:46 PM
Nina25   ჰაი მოგესალმებით ყ...   Feb 23 2009, 03:17 PM
G_I_O_R_G_I_   ამ კითხვას 2000 წელია...   Feb 23 2009, 04:20 PM
Nina25   არ იყოლიოთ სხვა ღმ...   Feb 23 2009, 06:20 PM
staywhite   Nina25 ეს თემა შენი კით...   Feb 23 2009, 06:39 PM
KAIROS   აუცილებლად გადადი...   Feb 23 2009, 06:41 PM
lch   ამ თემაში კი არადა ...   Feb 25 2009, 01:59 AM
QARTVELI_GOGO   am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patar...   Mar 16 2009, 01:01 PM
betaneli luka   ჩვენ არ ვცემთ თაყვ...   Mar 16 2009, 02:40 PM
betaneli luka   მაპატიოს უფალმა და...   Mar 16 2009, 02:53 PM
QARTVELI_GOGO   am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patar...   Mar 16 2009, 02:57 PM
betaneli luka   ასეთ შემთხვევაში პ...   Mar 16 2009, 05:22 PM
KAIROS   მართალია ლუკა, კით...   Mar 16 2009, 09:42 PM
QARTVELI_GOGO   მადლობთ თუმცა კი ვ...   Mar 16 2009, 09:46 PM
Belief   საზოგადოებაში გავ...   Mar 18 2009, 11:31 PM
gujia   გამარჯობათ. ვიცი რ...   Mar 19 2009, 11:54 AM
KAIROS   მეგობრებო, თუ თქვე...   Mar 20 2009, 03:44 AM
.:Lela:.   ისა და რა მაინტერე...   Apr 2 2009, 08:16 PM
KAIROS   ლელუშ, თუ სამოძღვრ...   Apr 2 2009, 10:50 PM
.:Lela:.   KAIROS გადავიტანე :) ვი...   Apr 3 2009, 05:51 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 12:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი