IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

75 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Sep 2 2018, 06:35 PM
პოსტი #601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწმინდესმა შვიდგზის ლოცვა საქართველოს ეკლესიაში დიდი სიყვარულით და სიხარულით შემოიტანა. როგორ განიდევნოს ბოროტი? ოდენ ლოცვითა და მარხვით. ჭეშმარიტმა მმარხველმა და მლოცველმა იცის, რაოდენ დიდი სიხარული შემოდის ადამიანში, როდესაც ერთი მეორისთვის ლოცულობს და როდესაც მთელი ჩვენი ქვეყანა გარკვეული საათის განმავლობაში იკვრება და ერთმანეთისთვის ვლოცულობთ.

"დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა, უფალო, გადაარჩინე, გაამთლიანე სრულიად საქართველო", - ასე სრულდება შვიდგზის ლოცვა, რომელიც არის უწმინდესის სიტყვები. ღმერთმა ყველას მისცეს ძალა, რომ შვიდგზის ლოცვების წაკითხვა იყოს უპირველესი მათ ცხოვრებაში."

/მამა იოანე გვაჯაია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2018, 07:33 PM
პოსტი #602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორ შეიძლება ლოცვის უარყოფა, რომელიც ზეცას სწვდება? ოკეანეში რომ მივცურავდით, ძლიერი სიცხისგან წყალი აორთქლდა, ნისლი წარმოქმნა და წვიმად წამოვიდა. მის წვეთებს ხელი შევუშვირე და გემო გავუსინჯე. მტკნარი იყო - მზის მცხუნვარებამ მარილი არ მიიღო და სუფთა წყალი მიითავისა... ამან ჩემთვის ცხადი გახადა, რომ უფალი ჩვენს ლოცვებს იღებს და მათ ამაოების მიწიერი მტვრისაგან განწმენდს, რომელიც ჩვენი დაცემული ბუნების გამო უნებლიეთ ეკვრის."

/ინდოელი ქრისტიანი სუნდარ სინგხი/

"ლოცვა ჯავშანია სულიერი ბრძოლისას. თუ შევიმოსავთ თავმდაბლობისა და ლოცვის ჯავშანს, მაშინ მტერი ვერას გვავნებს".

/მამა ქრისანთე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2018, 08:21 PM
პოსტი #603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამათა განმარტებით, როდესაც დილით ძილისგან გამოფხიზლდები, დაფიქრდი, რომ უფალი გაძლევს დღეს, რომლის მიღებაც შენ თავად არ შეგეძლო და გამოყავი ერთი საათი ან თუნდაც საათის მეოთხედი ამ მომადლებული დღისთვის და მსხვერპლად მიუტანე უფალს სამადლობელი და სავედრებელი ლოცვა.

რაც უფრო გულმოდგინედ გააკეთებ ამას, მით მეტად გაანათლებ დღეს, მით უფრო მტკიცედ მოიზღუდავ თავს საცდურთაგან, რომლებიც ყოველდღე გხვდება.

როდესაც ძილისთვის ემზადები, დაფიქრდი, რომ უფალი გაძლევს შრომისგან მოსვენებას. შენი მოსვენების დროის ნაწილი გამოსტაცე და მიუძღვენი უფალს სუფთა და თავმდაბალი ლოცვით. მისი კეთილსურნელება ანგელოზს შენს დასაცავად მოიზიდავს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2018, 09:49 PM
პოსტი #604


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რომ წარემართოთ ლოცვაში უნდა გიყვარდეთ ის ადამიანები, რომლებიც წყენას გაყენებენ და უნდა ილოცოთ მანამდე, სანამ თქვენი გული არ შეურგიდება მათ. მაშინ მოგცემთ ღმერთი ლოცვის უნარს საკუთარი მტრებისთვის".

/ღირსი სილუან ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2018, 07:01 PM
პოსტი #605


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არც ერთი ლოცვა, არც ერთი კარგი აზრი არ დაგვეკარგება ღვთის წინაშე"

/ბერი სილუან ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2018, 07:08 PM
პოსტი #606


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვიდრე ფეხები გემორჩილებათ, ლოცვისას იდექით, თუ გსურთ ლოცვის ნაყოფი იგემოთ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 19 2018, 12:26 PM
პოსტი #607


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა ახალგაზრდამ შესჩივლა [მამა არსენს], - როცა საჭირო ოთახში მივდივარ, სიძვის დემონი მებრძვისო.

- ებრძოლე შენც, ლოცვა წარმოთქვი სწრაფად და მოუკლებლად.

- მაგრამ განა შეიძლება ტუალეტში ლოცვა?

- ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება? განა არ ამბობს მოციქული: მოუკლებლად ილოცევდითო? მებრძვი შენ? გებრძვი მეც. გულისთქმებს მომივლენ? მე მათ ლოცვით განვდევნი.

განა არ იცი, ერთმა ყმაწვილმა, ბევრი ლოცვით სატანა რომ შემუსრა? ერთხელ მაცთური გამძვინვარდა მისი გულმოდგინე ლოცვის გამო. როცა ყმაწვილი საჭირო ოთახში წავიდა, მან საბაბი იპოვა, გამოეცხადა და უთხრა: - არ გრცხვენია, საჭირო ოთახში რომ ლოცულობო? ყმაწვილმა უპასუხა: - დიახ, საჭირო ოთახში ვლოცულობ, რათა ყოველივე უსარგებლო განვაგდო ჩემი სულიდანო. შერცხვენილი სატანა კვამლად გადაიქცა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2018, 01:09 PM
პოსტი #608


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვაზე უფრო რთული საქმე არ არსებობს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2018, 08:30 PM
პოსტი #609


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვისაც უფალი უყვარს, მას მუდამ ახსოვს იგი, ღმრთის ხსოვნა კი ლოცვას შობს.

ლოცვა ადამიანს ცოდვისგან იცავს, რადგან მლოცველის გონება ღმერთითაა დაკავებული და იგი მდაბლადაა წარმდგარი უფლის წინაშე, რომელსაც იცნობს მისი სული".

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 27 2018, 08:49 PM
პოსტი #610


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა არის უმთავრესი ამ ცხოვრებაში?

- თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ადვილად ირწმუნებს წმინდა მამათა გადმოცემებს, რომ ცხოვრების მთავარი საქმე არის ლოცვა, ხოლო სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2018, 08:18 PM
პოსტი #611


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ გსურს წმინდად ილოცო, იყავი მდაბალი, თავშეკავებული და ხშირად თქვი აღსარება და შეგიყვარებს ლოცვა".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"ლოცვისთვის ტაძრები გვაქვს მოცემული. ტაძრებში მსახურება წიგნებით სრულდება. მაგრამ ტაძარს თან ვერ წაიღებ და არც წიგნები გექნება ყოველთვის. შინაგანი ლოცვა კი ყველგან და ყოველთვის შენთანაა. ტაძარში ღმრთისმსახურება აღსრულდება და მასში სულიწმინდა არის დამკვიდრებული, მაგრამ სული უკეთესი ტაძარია ღმრთისა. ვინც სულში ლოცულობს, მისთვის მთელი ქვეყნიერება ტაძრად იქცევა, მაგრამ ეს ყველასთვის არ არის ასე".

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2018, 08:37 PM
პოსტი #612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ვინმე უფლის მიმართ ლოცულობს, მაგრამ სხვა რამეზე ფიქრობს, უფალი ასეთ ლოცვას არ მოუსმენს".

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 1 2018, 11:11 PM
პოსტი #613


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთი სამხედრო, რომელიც თესალონიკში მიდიოდა, ჩემთან მაღაზიაში მოვიდა. ჩემმა სულმა შეიყვარა იგი და ვუთხარი: „ილოცე, რომ ნაკლები მწუხარება გქონდეს“. მან კი მიპასუხა: „ლოცვა ომში ვისწავლე, მრავალჯერ ვყოფილვარ დიდ ბრძოლებში, ნაღმები ჩემს ახლოს ფეთქდებოდა, მაგრამ მე ცოცხალი დავრჩი... უფალს ასე ვევედრებოდი: „უფალო, შემიწყალე“. ვუყურებდი მის ლოცვას და ვხედავდი, რომ ის მთლიანად ლოცვაში იყო ჩაფლული. ამიტომ უფალმა დაიცვა იგი“.

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2018, 01:45 PM
პოსტი #614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფლის მრავალი წყალობა მინახავს ჩემს მიმართაც და იმ ადამიანთა მიმართაც, რომელთათვისაც ჩემი სული ლოცულობდა და მე მივხდი, რომ როცა უფალი ვინმეს გამო წუხილის გრძნობას და ლოცვის სურვილს გაძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ ადამიანის შეწყალება უნდა. ამიტომ თუ შენ ვინმეს გამო დარდი გაგიჩნდება, მისთვის უნდა ილოცო, რადგან უფალს სურს, რომ შენს გამო ეს ადამიანი შეიწყალოს. ილოცე, უფალი შეისმენს შენს ლოცვებს და შენ ღმერთს განადიდებ".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"როცა ვინმე ლოცვას მთხოვს, უფალს მისთვის ცრემლებით ვევედრები: "უფალო, შენი წმინდა სული მიეცი ამ ადამიანს, რომ სულიწმინდით შეგიცნობს"

/წმ. სილოვანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2018, 05:14 PM
პოსტი #615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, როცა მორჩილებას ვასრულებ, აუცილებელია ლოცვის წარმოთქმა?

- რა თქმა უნდა, ლოცვა არ უნდა შეწყდეს".

"გუშინ მზარეულმა მითხრა: "მაკურთხეთ, მამაო. საჭმელი დავწვი". "ეტყობა, რაღაც ცუდი გულისთქმა გქონდა", - ვუპასუხე. "აღარ მახსოვს, მამაო". შენმა გონებამ რაღაც იოცნება და ლოცვა გაგიქრა-მეთქი. განა ეს ერთმანეთთან რაიმე კავშირშიაო? კავშირშია და თანაც როგორ. დაუკვირდი: როცა ლოცვას მოუკლებლად ამბობ, საჭმელი შენს გონებას არასოდეს გაფანტავს და ნახავ, რა გემრიელ კერძს მოამზადებ-მეთქი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2018, 05:40 PM
პოსტი #616


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოუკლებლად ლოცულობდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2018, 06:51 PM
პოსტი #617


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ გაიღვიძებ ღამით, გაიხსენე ღმერთი და ილოცე. ღამით ლოცვა მზესავითაა, ანათებს დღის ყველა საქმეს".

/წმ. ბარსანოფი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 11:10 AM
პოსტი #618


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასე რომ, ძმაო, თუ გსურს, შენი შრომა კეთილნაყოფიერი იყოს, მხოლოდ სიტყვიერი ლოცვით ნურასოდეს შემოიფარგლები. გონებითაც ილოცე და გულითაც. გონებით გაიაზრე და შეიმეცნე ლოცვის სიტყვები, გულით კი შეიგრძენი ყველაფერი. მეტწილად გულით ილოცე. გულიდან წამოსული ლოცვა ელვისებურად კვეთს ზეცას და ყოვლადმოწყალე უფლის ტახტამდე აღწევს. და ღმერთიც მეტწილად მას შეიწყნარებს და შეისმენს. ასე ილოცა მოსე წინასწარმეტყველმა მეწამულ ზღვასთან და მყისვე მოესმა ხმა უფლისა: რას შემომბღავით (გამოსვ. 14,15)? და მიიღო კიდეც ძალა უფლისგან, რათა საკუთარი ხალხი მოსალოდნელი უბედურებისგან ეხსნა."

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 11:21 AM
პოსტი #619


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც დრო მოაწევს, უცბად ნუ მოწყდები საქმეს და ლოცვას ნუ დაიწყებ. წინასწარ მოემზადე საამისოდ: „ცოტა ხანს მდუმარედ დაჰყავი, ვიდრე გრძნობა მიჩუმდება“, - როგორც ლოცვანი გვასწავლის. გაიაზრე, რა საქმის დაწყებას აპირებ, ვინა ხარ შენ - მლოცველი და ვინაა ის, ვის წინაშეც უნდა აღავლინო ლოცვა, რა უნდა წარმოთქვა და როგორ.

ასეთი მომზადება აუცილებელია, რადგან დილით სული ძილისგან დამძიმებულია და გაღვიძებისთანავე დამდეგი დღის საზრუნავი ახსენებს თავს. საღამოს კი, განვლილი დღის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებანი და სხვადასხვა უსიამოვნო თუ სასიამოვნო შემთხვევები რომ წარიხოცოს, შეეცადე, ყველაფერი გამოდევნო ცნობიერებიდან.

მთელი შენი გულისყური ლოცვამ უნდა დაიპყროს და მხოლოდ მას უნდა დაუთმო დრო. შთამბეჭდავი შემთხვევები, რომელთაგანაც თავის დახსნას ვერ შეძლებ, ლოცვისას მადლობის საგნად აქციე, შემწეობა ითხოვე მისგან გასათავისუფლებლად, ან ყველა და ყველაფერი ღვთის ნებას მიანდე."

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 07:39 PM
პოსტი #620


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,806
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ განწყობით წარმოთქვი ლოცვის სიტყვები, მთელი არსებით ჩაუღრმავდი მათ და შეეცადე, იმგვარად მოედინებოდნენ გულიდან, თითქოს საკუთარი იყოს და არა დასწავლილი. ნუ მისცემს ყურადღებას სხვა მხარეს გადახრის, ხოლო აზრებს - გაფანტვის უფლებას.

როგორც კი მიხვდები, რომ ასე ხდება, აზრები შენს შიგნით დააბრუნე და იმ ადგილიდან განაგრძე ლოცვა, სადაც ყურადღება გაგეფანტა. იცოდე, თუ გულში ლოცვითი გრძნობებია, ყურადღება არ იფანტება. ამიტომ ყველაზე მეტად ამაზე იზრუნე. ლოცვისას ნურასოდეს ნუ აჩქარდები, მოთმინებითა და მოწიწებით ჩაამთავრე, როგორც წმინდა საქმე."

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

"თუ გაირჯები და ასე ილოცებ, შედეგად მიიღებ ლოცვით განწყობილებას, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე და დაიცვა. ამიტომ ლოცვის დასრულებისთანავე ჩვეულ საქმეს ნუ მიაშურებ, ნუ იფიქრებ, რომ ლოცვითი კანონის აღსრულებით უკვე დაასრულე ღმერთთან ურთიერთობა და ახლა შეგიძლია საკუთარ აზრებსა და გრძნობებს თავისუფლება მისცე.

არა, უნდა ეცადო, მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნო ის მდგომარეობა, ლოცვისას რომ გქონდა. ამას მაშინ შეძლებ, თუ არ დაივიწყებ, რომ უფლის წინ იარები და მისი მარჯვება გაკავებს არარაობის უფსკრულის თავზე. ამგვარი აზრით აღსავსემ ყოველი საქმე, დიდიც და პატარაც, ღვთის სურვილისამებრ აღასრულე. მისგან გამოითხოვე ლოცვა-კურთხევა და ყველაფერი მისი სახელის სადიდებლად აკეთე.

თუ ასე მოიქცევი, საღამოს ლოცვად დადგომამდე შეინარჩუნებ კეთილ ლოცვით განწყობილებას. თუ საღამოს კანონსაც ასე აღასრულებ, ღამითაც მშვიდად იძინებ. ესეც შენი ლოცვითი განწყობილების ოცდაოთხი საათი. ასე გაატარე ყოველი დღე და რამდენიმე თვეში, ანდა რამდენიმე კვირაში ძლიერი მლოცველი გახდები. და ლოცვა, როგორც ჩაუქრობელი კანდელი, მუდმივად გაგითბობს სულს."

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

75 გვერდი V « < 29 30 31 32 33 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 06:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი