თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მზე ღვთისმეტყველებაში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 10:01 PM

"როგორც მზე აღემატება ზეციურ მოვლენას, ისე აღემატება ღვთისმეტყველი ყველას ღვთივკურთხეული თავისი ღვაწლით".

/ღირსი სვიმეონ მეტაფრასტი/


"და იყოს ნათელი მთოვარისა, ვითარცა ნათელი მზისა, და ნათელი მზისა იყოს შვიდ წილ დღესა შინა, ოდეს განჰკურნებდეს უფალი შემუსვრილებასა ერისა თვისისასა და სალმობაცა წყლულისა შენისა განიკურნოს" (ეს. 30, 26).



დღე, რომელიც მსოფლიო დროს "დააკლდა"
მზე გაჩერდა?!

ასწლეულები ილევა, რწმენისგან დაცლილ უკანასკნელ საუკუნეს კი, რომელიც მიზეზს არ უშვებს, როგორმე თავი ღვთის არარსებობაში დაირწმუნოს, სულ უფრო ნაკლები არგუმენტი რჩება საამისოდ. წმინდა წერილი არავითარ ეჭვს აღარ ტოვებს - მასში გადმოცემული ყველა ამბავი რომ რეალობაა, მეცნიერულადაც აბსოლუტურად დასტურდება.

აი, ერთი მათგანიც:
ეს ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში მოხდა. აქაურმა მკვლევარებმა და ასტრონავტებმა, რომლებიც სივრცის შემსწავლელ პროგრამაზე მუშაობდნენ, განიზრახეს დაედგინათ, რა პოზიციაზე იქნებოდა 1000 წლის შემდეგ მზე, მთვარე და სხვა პლანეტები. "ამის ცოდნა საიმისოდ გვინდა, რომ ზუსტად განვსაზღვროთ თითოეული თანამგზავრის ორბიტა მათი არსებობის მანძილზე და მომავალში თავიდან ავიცილოთ მათი შესაძლო შეჯახებაო", - ირწმუნებოდა კომპანია "კერტის ენჯირინგის" პრეზიდენტი და ამ პროგრამის კონსულტანტი ჰაროლდ ჰილი.

მკვლევარნი იმგვარ კომპიუტერზე მუშაობდნენ, რომელიც სპეციალური პროგრამის მეშვეობით სწვლობდა როგორც ერთი საუკუნის შემდგომ, ისე საუკუნის წინათ მომხდარ მოვლენებს.

კომპიუტერმა ერთ დღესაც ყველასთვის მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა და მონიტორზე დაიწერა: "პროგრამა არასწორია ან მასში შეტანილი ფაქტები და შედეგები ურთიერთს გამორიცხავენ..."

როდესაც სპეციალისტებმა კომპიუტერი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ყველა მონაცემი სწორად იყო შეტანილი, პროცესის ხელმძღვანელი მყის დაინტერესდა, - მაინც, რა ხდებაო. ყოვლად საოცარი, ირეალური პასუხი მიიღო - წარსულს ერთი დღე აკლია!

რა არ იღონეს, როგორ არ ითვალეს და იჭყლიტეს ტვინი მეცნიერებმა, მაგრამ მიზეზს მანამ ვერავინ მიხვდა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა, მორწმუნე ქრისტიანმა, არ გაიხსენა წმინდა წერილის ის მონაკვეთი (ისუ ნავეს წიგნი), სადაც ყოველი "საღად მოაზროვნე" ურწმუნოსთვის წარმოუდგენელი რამ წერია: "უთხრა უფალმა ისუს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან თქვენს ხელში მყავს ისინი ჩაგდებული. ვერც ერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ" (ისუ ნავეს ძე 10,8).

როგორც ბიბლიიდან გახსოვთ, ისუ ნავე იმის გამო წუხდა, რომ ბინდდებოდა, მტრის დასამარცხებლად კი დღის სინათლე იყო აუცილებელი.

"მაშინ ელაპარაკა ისუ უფალს იმ დღეს და თქვა: მზეო, დადექ, და მთვარევ! და დადგა მზე და არ განძრეულა მთვარე. განა ეს ჩაწერილი არ არის იაშარის წიგნში? "იდგა მზე შუაგულ ცაში და თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,12-13).

"ძლიერი იყო ომში ისუ ნავეს ძე. როგორ განდიდდა, როცა ხელები აღაპყრო. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და იქმნა ერთი დღე ვითარცა ორი?" (ზირ. 46,1-5).
- აი, დღე, რომელიც საუკუნეს აკლია! - წამოიძახეს მეცნიერებმა და კვლავ გადაწყვიტეს, ის დღეები გამოეთვალათ, რომელიც ამ დღემდე განვლო დედამიწამ.
როგორც გაირკვა, დრო, რომელიც ისუ ნავეს ძეს ბრძოლისას აკლდებოდა, 23 საათი და 20 წუთი იყო და არა მთელი დღე.

მიღებული პასუხის მიახლოებითობამ, უფრო ზუსტად, 40 წუთის ნაკლებობამ, მეცნიერებს ინტერესი გაუცხოველა და მათ წმინდა წერილის ტექსტები უფრო გულმოდგინედ გადაიკითხეს. და უფრო გაოცდნენ: იქ სწორედ ასე წერია: "მზე თითქმის მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას" (ისუ 10,13) და არა მთელი დღე.
ეს იყო უცხადესი დასტური იმისა, რომ წმინდა წიგნებში შემთხვევით არაფერი დაწერილა და თვით უმნიშვნელო სიტყვაშიც კი საგანძური იმალება (იოანე ოქროპირი).

ეს თითქოს უმნიშვნელო სიტყვა "თითქმის", როგორც აღმოჩნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ დღეს მეცნიერები იმ 40 წუთს ვერ შეაჯერებენ, ორბიტის გამოთვლისას იგივე შეცდომა ათასობით წლის მანძილზეც განმეორდება. მსგავსი პროექტებისთვის, სადაც წამებიც კი ფასეულია, 40 წუთი, რაღა თქმა უნდა, ძალზე ბევრია.

როდესაც ამ "დაკარგული" დღის აღმომჩენმა მორწმუნე მეცნიერმა გაიხსენა, რომ ძველი აღთქმა არა მხოლოდ მზის გაჩერების, მისი უკუსვლის ამბავსაც მოგვითხრობს, მავანმა იგი შეშლილად ჩათვალა, ყველაზე ეჭვიანებმა კი ბიბლიის პარალელური ადგილების მიმანიშნებელი სისტემის მეშვეობით ადვილად მიაგნეს "მეოთხე მეფეთას", სადაც იხილეს: "უთხრა ეზეკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი?

თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ათი საფეხურით წინ ჩავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?

თქვა ეზეკიამ: უკან დაბრუნდეს ჩრდილი. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და დააბრუნა უფალმა ჩრდილი ათი საფეხურით" (4 მეფ. 20,8-11).
მხოლოდ ჩრდილი დააბრუნა თუ მასთან ერთად მზეც? კერძოდ რომელ სასწაულზე ეკითხებოდნენ ეზეკია წინასწარმეტყველს ბაბილონის ელჩები?

ეზეკიას განკურნებისას უფალმა მზე ზენიტში დააბრუნა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავდა, რომ მისთვის "ცხოვრების საღამო" თავისი "ჩრდილით" ჯერაც შორს იყო...
ეს სასწაული მხოლოდ მათთვის იყო ხილული, ვინც მას შეესწრო თუ ასტრონომიულ სასწაულს ჰქონდა ადგილი? სწავლულებმა ამ კითხვაზე პასუხი "ესაია წინასწარმეტყველის წიგნში" იპოვეს, სადაც ამ მოვლენის დამატებით დეტალურ აღწერაში წამოჭრილი კითხვის პირდაპირი განმარტებაა მოცემული:
"და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ: "აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია საფეხურზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, საფეხურზე, რომელიც უკვე ჩავლილი ჰქონდა" (ეს. 38,4-8).
თავად მზის მობრუნების საკითხი ნეტარმა თეოდორიტემ, ძველი აღთქმის ტექსტების საუკეთესო კომენტატორმა, ამგვარად ახსნა: "მზესთან დაკავშირებული სასწაული მსოფლიო მასშტაბით მოხდა, რადგან მზის უკან დაბრუნების შესახებ ყველამ შეიტყო".

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კიბის ათი საფეხური, რომელიც ზევით, პირდაპირ ახაზ მეფის ოთახში ადიოდა, ზუტად 40 წუთს შეადგენს. ამგვარად, 23 საათი და 20 წუთი, რომელიც უფალმა წინასწარმეტყველსა და წინამძღოლს, ისუ ნავეს აჩუქა და 40 წუთი, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიას მისცა, ერთიანობაში უდავოდ ის დღეა, რომელიც მსოფლიო დროს კლია.
ამ სასწაულის შესახებ მატიანე შემდეგს გვიამბობს: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე ქრისტემდე 480 წლით ადრე წერდა, რომ ზოგმა ეგვიპტელმა მოგვმა უჩვენა ჩანაწერები, თუ როგორ გაგრძელდა დღე-ღამე 24 საათით.
უძველეს ჩინურ ხელნაწერებში პირდაპირაა მითითებული, რომ ეს მოვლენა მოხდა იმპერატორ იოს ეპოქაში, ჩინური გენეალოგიური ნუსხა კი იუწყება, რომ ხსენებული იმპერატორი სწორედ ისუ ნავეს თანამედროვე იყო.
ბერძნული, ეგვიპტური და ჩინური წყაროების გარდა მზის გაჩერების ისტორიულ ფაქტს ადასტურებს მექსიკური, ფინური, იაპონური, პერუული და მრავალი სხვა ხალხის ისტორიული წყაროც.

მაგალითისთვის, პირველყოფილ ამერიკელ ინდიელთა ყოფის ცნობილმა კვლევარმა ლ. კინგსბორომ დაასკვნა, რომ მექსიკელებს აქვთ უძველესი გადმოცემა მზის შესახებ, რომელიც "უძრავად იდგა მთელი დღის მანძილზე, და ეს სწორედ "შვიდი კურდღლის წელიწადს" - ისუ ნავეს პალესტინაში ბრძოლის ჟამს მოხდა.
მსგავსი მარგალიტები ისტორიამ უამრავი იცის, მაგრამ მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერული აღმოჩენა ერთი მიზნითაა დაშვებული: დამოწმდეს ის ღვთაებრივი გამოცხადებანი, რომლებზეც წმინდა წერილი მოგვითხრობს."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 09:41 AM

"- მზისა და ნათლის ესტეტიკა ოდითგან ქართული სახისმეტყველების საფუძველი იყო. როგორ აირეკლა ეს ნათელი ლიტერატურაში?

- ყველაფერში ნათელია. გავიხსენოთ თუნდაც ნ. ბარათაშვილის ლექსი "რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო..." აქ ბარათაშვილი ცდილობს, განმარტოს, რა არის მშვენიერება: "მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული". ეს განმარტება არ არის, მაგრამ დამეთანხმებით, რომ განმარტებაზე უკეთესია.

ნათლის ესთეტიკა მზის ესთეტიკას დაემყარა, მაგრამ მეტი სულიერება და სიღრმე მოიტანა. მზის ესთეტიკა ჯერ კიდევ მარტივია. ვერ სცილდება საგნებს. ნათელი თვითონაა ესთეტიკური რაობა.

"ვეფხისტყაოსნის" მთავარი სიუჟეტი იწყება და მთავრდება მზით. თინათინის პერსონაჟი ნაწარმოებში შემოდის სინათლით: "სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, სოფლისა მნათი მნათობი... " ძირითადი სიუჟეტი კი ასე მთავრდება: "ნახეს, მზისა შესაყარად გამოეშვა მთვარე გველსა".

ქართული აზროვნების განმმსჭვალავი და საფუძველთა საფუძველია სინათლის უდიდესი სიმბოლო - სვეტიცხოველი. ხე, რომელიც მოკვეთეს ბურჯად ტაძრისა, გადაიქცა ნათლად, სულიერ რაობად და შეაერთა ქართული მიწა ზეცასთან. ამგვარად, ყოფიერება გამთლიანდა ნათლით.

ნათელი ზებუნებრივია თავისი სიმარტივით და სისპეტაკით. ამ სიმარტივეში დიდი სირთულეა. გალაკტიონი ამბობს: "წმინდა ნათელში, წმინდა სინათლის დიად ბადეში ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში". დიდი ღვთაებრივი წყვდიადი, იდუმალება შინაგანად არის აღვსილი ნათლით.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ექვსდღიანი შესაქმის მიხედვით, პირველქმნილი ნათელი მნათობების გაჩენამდე გაჩნდა. ბიბლია სინათლის უდიდეს ეფექტს დაემყარა. კოსმოსურ წყვდიადში გაჩნდა კოსმოსური ნათელი და მშვენიერებაც ამის შემდეგ მოეფინა ქვეყნიერებას. ნათლით იწყება ყველაზე დიდი საოცრება - ყოფნა. კოსმოსური სითბოც სინათლედ განიცდება. ნათლის ჩაქრობასთან ერთად ბატონობს სული ბოროტი და დგება კოსმოსური სიცივე:

"ზამთრის სიცივე მოდის მწარე ეგზერსისებად,
მე რამ ახალი მათი ხილვით არ მეღირსება,
მოდის სიცივე და თარეში სულის ბოროტის,
დიდი სიცივე, კოსმიური სიცივე მოდის".

ასეთია გალაკტიონისეული პოეტური შეგრძნება, როცა სიკეთის ნათელი ქრება. ეს ზამთარიც სულიერი ზამთარია, ოცნებათა ფოთოლცვენაა, როცა არსაიდან ჩანს ნათელი.

ნათლის ესთეტიკა მუსიკალური ესთეტიკის მსგავსია, რადგან თვითონ ნათელი ხმასავით არასაგნობრივია. საგნიდან გამოდის არასაგნობრივი რამ: ესაა მუსიკაც და ნათელიც. ამაშია მსგავსება, მაგრამ ნათელი ზეციდან მოდის. ნათელსაც და ხმასაც შეუძლიათ მოსწყდნენ თავის წყაროს. ასე ანათებენ ჩამქრალი ვარსკვლავები. ასევე მოდის შორეული ხმა.

მუსიკაც და ნათელიც სამყაროს იმ სილამაზეს ავლენს, რაც ენით ვერ გამოითქმის. ჩვენი დროის დიდი პოეტი ბესიკ ხარანაული წერს: "როგორც ვიოლინოს სიმი, მიდიოდა სხივი ხნულზე და ნიავის შეხებაზე მამულის ხმებს გამოსცემდა". ამ პოეტურ წარმოსახვაში სხივი ხმებს გამოსცემს, ქნარის ხმა ისევე ანათებს, როგორც, მაგალითად, ადამიანის სილამაზე, რომელიც ნათლად გვეფინება. უფრო სწორად, სილამაზის სხივოსნობას აღვიქვამთ მისი სინათლით. "ვეფხისტყაოსანში" წერია ნესტანზე: "რა მობრუნდა ქალი ჩემსკენ, შემოადგნეს სხივნი კლდესა, თვალთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა". ეს რეალობის ადეკვატური სიტყვები კი არ არის, არამედ განცდისა. ქალის სილამაზემ გაანათა, სხივი მოჰფინა იქაურობას, ეს განცდა კიდევ უფრო გაძლიერებულია შემდეგი ფრაზით: ქალის სილამაზის წინაშე "გაცუდნეს შუქნი მზისანიო". "თამარიანში" ვკითხულობთ: "გხმობ, თამარ, მზესა, უმზესად ზესა, მით, რომელ უცხოდ ხარ სახილველი". ნათელი, რომელსაც თამარი ასხივებს, აღემატება ზეციურ მნათობთა ბრწყინვალებას. თამარის ნათელს ჩვეულებრივი თვალი ვერ ხედავს. ადამიანში ღვთაებრივი სილამაზეა დანახული.

- ქართველ პოეტთა ნაწარმოებებში ყველაზე მაღალი სიკეთე და სილამაზე მზით, სინათლით გამოისახება. გალაკტიონი წერს: "დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი". მზე აქ მხატვრული სიმბოლოა. ცხადია, მასში რელიგიური შინაარსიც დევს...

- სიკვდილი ბევრად უფრო იოლი ხდება, როცა ამ მზის არსებობას წარუვალად განიცდი. ეს მზე გეგებება სიკვდილის შემდეგაც. წმინდა ნინო სიკვდილის წინ ამბობს: "მე დღესა დავუღამდებიო" (ე.ი. ამ ხილული, ყოფითი დღის წინაშე მე დავღამდებიო). გურამიშვილი კი ამბობს: "გავთენდი". ჩვენ მივდივართ მარადიული დღისკენ. დღე არის საღვთო სახელი მაცხოვრისა (აქ იგულისხმება "მზე სიმართლისა" - მარადიული მზე). "დღისით და ღამით ვხედავდე მზისა ელვათა კრთომასა" ("ვეფხისტყაოსანი").

დავით გურამიშვილი ცდილობს მზის სულიერ შეცნობას:

"მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვზარობა,
მიუწვდომელო ნათელო, რად პირად მთვარობ, რად მზობა,
შენის ვერ ხილვის სევდითა სულსა რისთვისა მაძრობა?!
მზევ, მომეშველე, განმათბე, სიცივით ნუ დამაძრობა".

გურამიშვილი რელიგიური განწყობის პოეტია. ძნელბედობით აღსავსე ცხოვრებამ იგი ღმერთზე მაღალ ფიქრს აზიარა. იგი მზისა და ნათლის ესთეტიკას ავითარებს. ამის კვალობაზე კაცმა უნდა წარმოიდგინოს ამ მზის მიღმური კიდევ სხვა მზე, ამა მზის მამზევებელი, რაღაც განსაკუთრებული მზეობის მქონე "მზეთა მზე", სულის გამთბობი მზე, "ნათელი წარუვალი". მას გონებაც კი ვერ უსწორდება, ისევე როგორც თვალი ვერ უძლებს ამ მზის ხილვას: "ჭირს საცნაურის მზისაცა სწორად გამართვა თვალისა, არამცთუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა". ეს მზე საცნაური მზეა, ის კი - უცნაური. გურამიშვილთან მზეთა მზის ხატია "გრძელი და ძველი დღე". ამ მხატვრულ სახეშიც ჩანს ნათლის მარადიულობა:

"დიდება შენდა, დიდება, სახით მზეთა-მზეო,
მიუწვდომელო ნათელო, გრძელო, ძველო დღეო".

იშვიათია ნათლისა და მზის ესთეტიკით ასე მძლავრად განმსჭვალული ლირიკა."

/რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 05:05 PM

"სიცილი მზეა, რომელიც ადამიანის პირიდან ამოდის."

/ვიქტორ ჰიუგო/

"სიტყვა, რომელიც არაფერს ამბობს, არ უნდა ითქვას... მას ღიმილი სჯობს, მზეზე თბილი ღიმილი..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:27 AM

"ერთი წმინდა მამა საღამოს ლოცვაზე დადგა და ხელები აღაპყრო. მზე მის ზურგს უკან ჩადიოდა, ღვთის მადლი გადმოვიდა მასზე და ისე ღრმად მოიცვა, რომ მხოლოდ დილას გამოფხიზლდა, როდესაც ამომავალმა მზემ სახე გაუთბო. მაშინ მიხვდა, რომ ახალი დღე დაიწყო და ადიდა უფალი, რომელმაც ის, უღირსი, ასეთი დიდებული საიდუმლოს ღირსი გახდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 08:48 PM

"და შვიძულე მე ეს ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება" (ეკლესიასტე 2,17).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:47 PM

"მზე მთაზე ფეხებს აითრევს, სიცოცხლე ისე სწყურია".

/ნოდარ დუმბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:28 AM

"ვაზის მტევნებში ჩაბუდებული მზის მაცოცხლებელი ენერგია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 11:32 AM

"სახელგანთქმულმა ბუნებისმეტყველმა და ბიოლოგმა, მცენარეული და ცხოველთა სამყაროს სისტემატიზაციის ფუძემდებელმა კარლ ლინეამ თქვა: "საუკუნომ, დიდებულმა, ყოვლისმხედველმა და ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა! მე მისი სახე არ დამინახავს, მაგრამ მისმა ანარეკლმა ერთიანად დაიპყრო სული ჩემი და კეთილმოკრძალებით აავსო!

მე აქა-იქ შევამჩნიე მისი ნაკვალევი მისსავე ქმნილებებში. მის ყველა საქმეში, თუნდაც ყველაზე მცირესა და უმნიშვნელოში - რამხელა ძალაა, რამხელა სიბრძნე, ენით უთქმელი სრულყოფილებაა!

დავაკვირდი, თუ როგორ მიყვებიან ერთმანეთს მცენარეთა სამყაროსთან შეერთებული უწყვეტი ჯაჭვით განსულიერებული არსებები. მცენარეები კი მინერალურ სამყაროს ეკვრიან, რომლებიც დედამიწის შიგნით ჩადიან, დედამიწა კი უცვლელი წესით მზის გარშემო ბრუნავს, რომელიც მას სიცოცხლეს აძლევს და მე ვიხილე მზე და ყველა სხვა მნათობი, მთელი ვარსკვლავთა სამყარო, რომლებიც უთვალავი, უსაზღვრო, საუკუნო სიცარიელეებს შორის გაკიდულ სივრცეში მოძრაობენ.

ამგვარად, სამართლიანი იქნება, გწამდეს, რომ არსებობს ღმერთი დიდებული და საუკუნო, რომელმაც ეს სამყარო შექმნა და მასში წესრიგი დაამყარა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:39 PM

"მზესავით გაანათა ღვთის მადლის დამტევი გულები შემოქმედმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:27 AM

"იგი [ღმერთი] ათბობს სულს, როგორც მზე - მინდვრის ყვავილებს, ქარივით არხევს მათ და სიცოცხლეს ანიჭებს".

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:07 PM

"ახლა, როგორც გურულები იტყვიან, იმფერი სიცხეებია, მზე რომ მზეა, იიც გედეიწვა. დუღს დედამიწა, იმფერი ამბავია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:45 PM

"სულში მზესავით ჩაეღვარა ქართული ტრადიციები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2017, 08:56 PM

"მზით ივსება სამყარო,
როგორც ფიჭა - თაფლით"

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:31 AM

"მზე უკვე მიიწურა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:51 AM

"ის, რომ მზის ჩასვლისას აბრაამი დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა, ნიშნავს, რომ ბოლო ჟამს ერთგულთათვის დაბნეულობა და უბედურება დაისადგურებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:10 PM

"ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმინდისგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმინდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაშკაშე მზის შედარებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2017, 10:52 PM

"აქ თვითონ მზეც კი სხვანაირია,
უფრო თბილია, უფრო ტკბილია"

/გოგლა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 12:26 PM

"ვინც გულისგულით მზეს დაატარებს"

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:53 PM

"დრო ბალახია და თან სათივე,
ამოდის, ხმება, ისევ ამოდის
და როცა ყველა თვლემს საღამოთი,
მას გული უცემს მზის საათივით".

/გივი ალხაზიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:00 PM

"კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს ბიბლიაში აღწერილი თარიღი, როცა ისუ ნავეს ძემ მზე გააჩერა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მოხდა 1207 წლის 30 ოქტომბერს ქრისტეს შობამდე, - იყება The Times of Israel.

ბრიტანელი მკვლევარების ვარაუდით, სწორედ ამ დროს მოხდა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი მზის დაბნელება.

ერთადერთი დაბნელება, რომელიც შეიძლება შეემჩნიათ ქანაანის მიწაზე, 1207 წლის 30 ოქტომბერს მოხდა, რომლის დროსაც მთვარე ძალიან შორს იყო დედამიწისგან და მზე ცეცხლმოკიდებულ ბეჭედს ჰგავდა ".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:41 AM

"მზე, ვით სამყარო,
უსასრულო, უკიდეგანო,
ირიბი მზერით დამჩერებია
და სულს მინათებს"

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:58 AM

"მზის ამოფრქვევასავით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2017, 01:33 PM

"გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:24 AM

"წმინდა არსენი დიდზე ამბობდა მამა დანიელი: ამდენ ხანს დაჰყო ჩვენთან და ვერ შევძელით მიგვებაძა მისეული ცხოვრებისათვის. შაბათს, მწუხრზე, მზეს ზურგს შეაქცევდა, პირით აღმოსავლეთით დადგებოდა. აღაპყრობდა ხელებს ზეცად და ლოცულობდა, ვიდრემდის კვლავ მის წინ მზე არ ამოვიდოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2017, 07:46 PM

"მე უფლება არ მაქვს, გავთბე ღვთის მზეზე, ღვთის ჰაერი ვისუნთქო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 10:59 PM

http://radikal.ru

გელათის მონასტრის კუთხის ქვაზე არსებული მზის საათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 07:48 PM

"[მაცხოვრის ჯვარცმისას] მზემაც კი დამალა თავისი ბრწყინვალება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 11:35 AM

"ჩასჭიდებია ზოგი მზის გორგალს..."

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 06:18 PM

"ზოგისთვის ბედნიერება მზესა და დილის ცვარშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 08:22 PM

"მზის სხივების მაცოცხლებლობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:46 AM

"ამდენი უსამართლობის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის უკუნი სიბნელის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის უიმედო შიშის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. საშინელი პირქუში სატანჯველის, სიცრუისა და ძალადობის მერე იშვება ქრისტე, როგორც მზე, ვითარცა მზე ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა, ქრისტე იშვება!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 05:46 PM

"ღმერთი ადამინაურ ბუნებაში ისეა, როგორც მზე - სხივებში"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:36 AM

"მაცხოვრის ჯვარცმისას ჩამომდგარი წყვდიადი მეორდება [მეფე დემეტრე თავადადებულის] ჟამთააღმწერლის თხზულებაში:

"მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ჰყო სრულიად და იქმნა სიბნელე დიდი. და ყოველნი წარმართნი გაკვირდეს. იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ იგი ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარის და საქართველოს წამებულის მეფისას. რათა საცნაურ იქმნეს, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი".





"მეორედ მოსვლისას სიკეთის მოქმედნი გამობრწყინდებიან, როგორც მზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2018, 11:04 AM

"ცის ნამი აპკუროს, მზის სხივი მოუმარჯვოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 11:43 AM

"მზის საგალობელი, რომელსაც ბავშვობიდან ვბურდღუნებდი"

/სერგო კლდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 10:40 PM

***
მზეს ვეფერები,
მთვარეს სწყინს.
მთვარეს ვუმღერი,
მზე წყრება.
მოდიხარ,
შუქით ვივსები.
მიდიხარ,
დარდი მეწყება...
ღმერთო , მიხსენი,
დამლოცე,
მერყევი, ცრუ და
ცოდვილი.
მიხარე ნერგი -
მადლისა,
შიგ გულში
ამოტოტვილი.
ამაბრიალე
ცეცხლივით,
რომ ალი ყველას
სწვდებოდეს...
მთვარეს რომ
მოვეფერები,
მზეს გული არა
სწყდებოდეს !

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 05:05 PM

"და ყოველი ნაფიქრი
მზის სხივებში ელვარებს"

/ნუნუ ძამუკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:24 AM

"ერთხელ მორჩილი [პატერმუთი] ძმების დასამოძღვრად გამოვიდა უდაბნოდან. ერთი მათგანი მძიმედ გახდა ავად და უფალმა განუცხადა სიკვდილის მოახლოება. საღამოვდებოდა და ბერმა იჩქარა, დამშვიდობებოდა მომაკვდავს. მაგრამ დაბა, სადაც სნეული იწვა, მოშორებით იყო... იძულებული გახდა, ღამიანად წასულიყო... უეცრად ბერმა გაიხსენა მაცხოვრის სიტყვა: "ვიდოდეთ, ვიდრე ნათელი გაქუსღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი (იოანე 12,35). "უკეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერხი" (იოანე 11,9). ამ დროს შენიშნა, მზე საცაა ჩაესვენებოდა...

- იესო ქრისტეს სახელით შესდექი მცირე ხანს და დაიცადე, ვიდრე სოფელს მივაღწევდე, - მიმართა მნათობს. ჩაწურვაზე მიმდგარი მზე თითქოს შედგა. ღვთის კაცი დაბაში შევიდა. იქაურებმა შენიშნეს ეს უცნაური მოვლენა და იკითხეს, - რას ნიშნავდა ეს.

- განა დაგავიწყდათ ჩვენი უფლის, მაცხოვრის სიტყვები: თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გექნებათ, ყველაფერი შესაძლებელია თქვენთვისო? - უპასუხა მათ განდეგილმა.

მიხვდნენ, რომ მისი რწმენით მზე შეჩერდა, შეძრწუნდა ყველა. მათგან ბევრი დაემოწაფა და თან გაჰყვა. ამასობაში განდეგილი შევიდა სახლში. ძმა გარდაცვლილი დახვდა. წარმოთქვა ლოცვა, მიუახლოვდა ცხედარს, ეამბორა და ჰკითხა:

- რომელი უფრო მეტად გინდა, ძმაო, - განხვიდე ხორცით და იცხოვრო ქრისტესთან ერთად თუ ხორცში დარჩე?

მიცვალებული საწოლიდან ოდნავ წამოიწია და უპასუხა, - რატომ მეკითხები მაგას, მამაო? მირჩევნია, განვიდე და ქრისტესთან ვიყოო.

- იძინე, მშვიდობით, შვილო, და ილოცე ჩემთვის, - შეეხმიანა მოძღვარი. მიცვალებული მაშინვე მიწვა და მიიძინა... განცვიფრებულმა იქ მყოფებმა ერთხმად წამოიძახეს, - ჭეშმარიტად ღვთის კაციაო.

ამის მერე მოძღვარმა დიდებულად შემოსა ყმაწვილი. მთელი ღამე ფსალმუნთა და საგალობელთა გალობაში გაატარა, დილით კი შესაფერისად დაკრძალა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:51 AM

"ნაძვი სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა, ჩიჩილაკს კი მეორენაირად ბასილასაც ეძახიან, მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით ესეც სიცოცხლეს განასახიერებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 10:19 PM

"ცხოვრობდა ერთ უფანჯრო სენაკში, სადაც მზის სინათლესაც ვერ ხედავდა, მაგრამ ჭვრეტდა შუაღამის მზეს - უფალ იესო ქრისტეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 02:16 PM

"...როგორც ყველგან მყოფი მზეა მზე - მას არც ბოლო და არც არანაირი უკმარობა არ გააჩნია..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:50 PM

"დავაკვირდეთ, მაგალითად, მზეს. ის ყოველ დილას ახალშობილივით ამოდის ცაზე; შუადღისას - მოწიფულივით ბრწყინავს და ანათებს, საღამოს - მოხუცებულივით კარგავს მცხუნვარებას და ბოლოს კი - მომაკვდავივით ეშვება. მაგრამ კი არ ქრება მისი ნათება, როცა ჰორიზონტზე ჩვენ თვალს ეფარება; არა, ის ძველებურად ანათებს, მაგრამ დედამიწის მეორე მხარეს და დილით ისევ იმავ ბრწყინვალებით იბადება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 10:39 PM

"ყველაზე მეტად რა მაშინებს?
დილა უმზეოდ."

/ანტონ გაგუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:55 PM

"ღმერთმა თავისი თავი შენში გამოხატა, როგორც გამოისახება მზე წყლის წვეთში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:26 PM

"პლანეტა ჩვენი წმინდათაწმინდა მთლიანობის პატრონი სხეულია უმტკიცესი სამყაროსი. მზე კი, ყოველ ნებისმიერ პლანეტელს თანაბრად სანუკვარ სიცოცხლეს ზეძალებით შთაბერავს".

/რეზო ადამია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:37 PM

"და ცა, უკურნელ წვიმის სანაცვლოდ,
შეივსებოდა ერთი, - მზის სხივით..."

/ბადრი სულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:07 PM

"მთელი დღე კატორღული შრომა იმდენად დამქანცველი იყო, რომ შიმშილისგან ძალაგამოცლილებს ფეხზე დგომა გვიჭირდა. მოჭრილი ხეები ადგილზევე უნდა დაგვემუშავებინა. ზოგჯერ მათ დიდ ტივებადაც ვკრავდით და ისე ვაგზავნიდით დანიშნულების ადგილას.

საქართველოდან გამადიდებელი შუშა გამომყოლოდა, რომელიც ჯიბეში შემთხვევით აღმოვაჩინე. მწეველ პატიმრებს როგორც კი ასანთი გაუთავდებოდათ, მაშინვე მომაკითხავდნენ და მეტყოდნენ: "ოღონდ ეს შუშა გვათხოვე და შენს გასაკეთებელ დღევანდელ საქმესაც ჩვენ გავაკეთებთო".

შემდეგ მზეს დაუწყებდნენ ძებნას, რომ სხივი ლინზაში გაეტარებინათ და ასე მოეკიდებინათ ცეცხლი ძველი, დაჭმუჭნილი გაზეთის ფურცელში გახვეული სიგარეტის ნამწვავებისთვის ან, უკეთეს შეთხვევაში, სიგარეტისთვის, რომელსაც რიგრიგობით ეწეოდნენ".

/ეფრემ მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:15 PM

"კაცო ღვთის-ძევ, ღვთის ნიჭო და ღვთის მზევ!.."

/თენგიზ ბეჟაშვილი/

"ზამთრის უღონო მზე ჩავიდა და ყინვამ კიდევ უფრო მოუჭირა"

/აკაკი დაუშვილი/

"სიმაღლე, სიმაღლე, სიმაღლე,
მწვერვალებს, მზის სხივი რთავს"

/თინათინ მრელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:24 PM

"თბილი ალერსით მზე ხელებს მხვევდა"

"თოვლი თეთრ ბაფთას მზეს აყვედრებს, ცრემლებად დნება"

"დავრჩით უშენოდ, მზემ მხნეობა შემოგვითვალა"

"კოპები კუშტად შეკრულან, ხელმომჩრდილავი მზისაო"

"დედა, სატრფო და დობილი თანასწორია მზისაო,
შენ თუ გინათებს იგივ მზე, ჩემსას რას ერჩი მგლისაო".

"უცებ გაწვიმდა, თვალებცრემლიანი თბილი გაზაფხული მზის სარკმლიდან ისევ ტკბილად გაგიღიმებს."

"მზეს მივაფიცხო მთლად დაჟანგული ბებერი ძვლები"

"როგორც მნათი მზე, სიყვარულის თბილ სხივებს აფრქვევს"

"როცა მზეა მთა-ბარისთვის მაყარია,
სხივის მაცნე, ნათლის წყარო დაუნთქმელი"

"ქარო, ცუდად მობერილო, დასცხერ ახლა,
ვერ დამიჭერ, გულის მხსნელად მე მზე დამდევს"

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 11:51 AM

"[ციხეში] ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვენახა, ნესტიან საკანში დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით და თითქმის დაგვავიწყდა, რომ სინათლეს მბჟუტავი ელექტრონათურის გარდა მზეც გამოსცემდა... რომ არსებობდა ცა და ყვავილები, დღე და ღამე..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:06 PM

"ჩამავალი მზისთვის ბევრჯერ ჩამიხედავს თვალებში და თვალიც გამისწორებია. რა გითხრათ, წელიწადის ყველა დროში ეს მზის ჩასვლის პროცესი სხვადასხვანაირია. ერთმანეთს არაფრით არ ჰგავს.

ზოგჯერ იტყვი, რომ ერთი დღეც მიილია და ელოდები მეორე დღეს, როგორ შეგხვდება ამოსვლისას, გაბრაზებული იქნება თუ მთელი თავისი სითბოთი და მხურვალებით მოგეფრება.

აი, ამოსვლისას კი, მთავარია თვალი გაუსწორო. არნახული სილამაზეა. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ამას ვერ ახერხებ. ადვილი არაა მზისთვის თვალის გასწორება. ამაში ის თითქოს თავად გეხმარება, რადგან შენ სიყვარულით და სიხარულით ელოდები მას.

ზოგჯერ ხდება, რომ გამთენიისას, ძილი რომ უფრო გეძალება ადამიანს, ციტა ხნით წამთვლემს და რომ ავდგები, ამ დროს უჩვეულო განცდა მეუფლება. არც ვიცი, რა დავარქვა ამას. თითქოს ვიღაც მეძახის.

ეს უკვე იმდენჯერ მაქვს დაცდილი. გავრბივარ, სანამ დაიწყებს მზე ამოსვლას, მინდა მივასწრო, რომ გადავიღო კარგი კადრები. თორემ არ დამიცდის მზე და გამებუტება. თითქოს ის გრძნობს შენს სიყვარულს და გეფერება იქიდან, მე - აქედან.

მოკლედ, ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს".

/ფოტოხელოვანი ზურაბ კუპრავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 07:48 PM

"არა, ვისაც ეს მზე არ სწამს, ღვთისმგმობია და სხვა არაფერი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 10:07 PM

"გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა ლექსის მადანი და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები". (პაოლო იაშვილი).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:11 PM

"- ობიექტივის წყალობით, ალბათ, უფრო სხვანაირად იხელთებ და ხედავ ბუნების მოვლენებს. უფრო ახლოს მიდიხარ და გრძნობ, რა მშვენიერია ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო. მერე ამას სხვებსაც აგრძნობინებ. რა გრძნობა გეუფლება ამ დროს?

- მე უფრო მზის ამოსვლა და ჩასვლა მიყვარს. საოცარი სურათები იხატება ცაზე. ასე გგონია, საპატარძლოდაა გამოწყობილი ზეცა და გეუბნება, აბა ნახე, როგორი გოგო ვარო.

ზოგჯერ გაგიბრაზდება, ზოგჯერ პოზირებს, აბა ჩქარა მოასწარი, თორემ მეტი დრო არა მაქვსო. ზოგჯერ კი, თითქოსდა, გაჩერდება დრო, რომ მოასწრო დაფიქსირება. ისეთი სილამაზეა, ზოგჯერ ტირილი მოგინდება კაცს.

თითქოსდა ყოველდღიურია ეს ყველაფერი, მაგრამ ბუნების გულთამხილავი ფოტოხელოვანისთვის ეს, თითქოსდა ჩვეულებრივი სამყარო ყოფითობის მძიმე და მბორკავი მოსასხამისგან თავისუფლდება და ჭვრეტით პოზიციაში იმყოფება".

/ფოტოხელოვანი ზურაბ კუპრავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:13 AM

ფსალმუნი მეოთხე


2. "დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა"

- გრძელდება წინა მუხლში დაწყებული აზრი - ამის შესახებ დღეები დღეებს აუწყებენ, ღამეები კი ღამეებსო, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი. ცხადია, მეფსალმუნე იმას არ გულისხმობს, რომ დღე და ღამე ერთმანეთს ან თუნდაც ადამიანებს სიტყვებით ებაასებიან ღვთის შესახებ, მაგრამ როგორც მზისგან განათებული დღის განმავლობაში ვხედავთ ყველაფერს ღვთის შექმნილს, ღამითაც, როცა ვარსკვლავებსა და მთვარეს ვუყურებთ, ვჭვრეტთ მათი შემოქმედის სიდიადეს.

5. "მზესა აღდგა კარავი თვისი; და თავადი, ვითარცა სიძე რაი გამოვალნ ეზოით თვისით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა"

- ფსალმუნის ეს მუხლი წინასწარმეტყველებს მაცხოვრის განკაცების შესახებ: "ვითარცა სიძე", როგორც ადამიანი - ხორციელად გამოჩნდა განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და თავისი საღვთო სიბრძნით გააბრწყინა, ნათელი მოჰფინა მას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 06:39 PM

"განვლო დღემ? - მადლობა აღუვლინე ჩვენდა მზის მომნიჭებელს დღის საქმეთა აღსასრულებლად, და ცეცხლის მომცემელს ღამის სიბნელის გასანათებლად და სხვა ცხოვრებისეულ საჭიროებათა სამსახურებლად".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 06:56 PM

"მზემ არ უნდა ჩაგასწროს ისე, მიტევება რომ არ გამოითხოვოთ ერთმანეთისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:22 PM

"მზის ჩასვენება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:08 PM

"რა საოცრად ლამაზია ეს ცა,
მზის ჩასვლისას, წითლად შეფაკლული,
ღრუბელს, დღეს, რომ თეთრი კაბა აცვია,
მისცემია ფერი - მეწამული..."


"და მზე კი ტროფიბის ცეცხლს ანთებს..."

"და... მსურს, მუდამ, გვერდში გედგე, განხნევებდე მზე განწყობით"

/თინათინ მრელაშვილი/

"ხვალ მოხვალ აპრილად და მიწიდან ამომხეთქავ,
მზესავით დამადგები და შენსკენ ამზიდავ"

/ნათია მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:21 PM

"ზედაზნის მთების უკან ამოცურებულმა შემოდგომის თბილმა მზემ უპირველესად ჯვრის მონასტრის ზურმუხტისფერი გუმბათი გაანათა, ამის შემდეგღა ჩახედა მცხეთას. აალევარა სუეტიცხოველის თავზე დაბრძანებული ჯვარი ოქროისა, შემდეგ მტკვრის ტალღებს გაეთამაშა ცელქი ბალღის ლაზღანდარობით".

"მზეზე ნათლად ბრიალებდნენ თრიმლის ბუჩქები, ვითარცა მაყვალი ღმერთისგან ცეცხლკიდებული"

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 07:09 PM

"მზის სინათლე ყოველ ათეულ წელში მცირდება.

ამტკიცებენ, რომ მზის სინათლე კლებას განიცდის.

პრესაში ჩნდება სტატიები სათაურით - "მზე მოიტაცეს".

"მზიან ბორდოს და მარსელსაც კი შეეხო მზის დეფიციტი."

"ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მზის სინათლის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დეპრესია, რომელიც ხასიათდება ენერგიის უკმარისობით, ძილის მოთხოვნილებით, შაქრისა და ცხიმის მეტი მოხმარებით".

"მოსკოვურ დეკემბერი 2017 წელს უკვე შეფასდა ყველაზე ბნელ თვედ, რომელიც მრავალი ადამიანის დეპრესიის წყაროა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 12:33 PM

"სამოთხე აღსავსეა მზით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:24 PM

"მადლობა [უფალო] ამდენი მადლის ჩუქებისთვის,
მზისა და სინათლის ჩემს სულში ჩაღვენთისთვის"

/რუსუდან ლორთქიფანიძე/

მზე
ჭირვეული
ჭიუხების
ჭებში
ბრჭყვიალებს.
წელზე ეხსნება ოქროსფერი
სხივთა ბალთები,
წინათ ღრუბლებმა
იყიალეს,
იხეტიალეს
და ზეწრებივით აიფარეს მთების კალთები.

/ნათია ჭინჭარაული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:19 PM

"მზე ხოხბისყელა, მზე სამხრეთული"

"მზეზე გაფინეს ძველი სურვილი"

"ცა - ანთებული ზეცისთვალებით
მზის განფენილი ბაირაღების"

"მზე ცის ბილიკზე მიმოდიოდეს"

/მთვარისა კერესელიძე/

"და მზის სხივები ჩაძირა ნისლმა"

"მე აღარ ვიცი, რაღა ვიწამო,
ეს მზე - სიცოცხლე, თუ შავი ზეცა"

/ლაშა ლოსეურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:29 PM

"ედემის მზე დანათოდა მონასტერს ჯვრისას. მიდიის, არაბეთის, ეგვიპტის მზეთა მნახველნი, პონტოს ზღვის აისისა თუ დაისის მრავალგზის შემსწრენი, მაღალ მთათა მწვერვალთა ზედა მდგომნი მნათობის აღმოსვლისა და ჩაბრძანების უამრავჯერ მზირალნი სიტყვას ვერ სძრავდნენ".

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 10:08 PM

"მზე უმოწყალოდ წვავდა ყველაფერს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:25 AM

"გადაუარა მხცოვან მიწას წითელმა მზემ, გაათბო შემუსვრილი და დამდაბლებული გულები"

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2018, 11:39 AM

"მზე ხან ღრუბლებშია, ხან ზენიტში... მთავარია შინაგანი მზე არ ჩაქრეს!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:30 PM

"ამავე წლებში გალაკტიონის პოეზიაში იბადება ნათელი მომავლის, განახლებისა და რწმენის ახალი სიმბოლო - მზე.

მზის, ნათელი მომავლის რწმენის მოტივები ჟღერს ლექსში: "ზევით ასწიეთ მზე, ზევით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2018, 10:41 PM

შემოხატება

„მზე დამიხატეო“ და
მზე რომ დაგიხატო,
თბილი უნდა იყო,
როგორც არავინ...
სხივებს დავხატავდი
და ცაი ვიქნებოდი,
ცისა ფერ ნახატი.
სულსაც გაჩუქებდი,
სულში ჩაგიყვანდი,
სულაც მოგხატავდი
ხვალამდი...
ცისკარმა ცისკრობას
დაისი დაანთო და,
სხივები ჩაუწყო მზეს
გულის აბგაში...
...................................
„მზე დამიხატეო“ და
ცაი მზეს ჰკოცნიდა
ვნებათა ბაგაში...

/ მაიკო კახიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 10:55 AM

თუ მთხოვ, მზეს გაჩუქებ,
კი არ მენანება.
სულში იმდენი მაქვს,
უარს რატომ გეტყვი ?

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 03:23 PM

"...ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ის, ვინც სიკეთეს აკეთებს და, მიუხედავად ტკივილებისა, არ ბოროტდება მზეს მიჰყავს თავისთან. მეუბნებოდა, რომ სინამდვილეში მზე სწორედ ასეთი ადამიანების გულებისგან შემდგარი დიდი სინათლეა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2018, 04:30 PM

"ყველა ადამიანშია მზე, ოღონდ აცადეთ რომ გაანათოს ".

/სოკრატე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 06:11 PM

"მზის ჩასვლის ჟამს მკვეთრდება შუქ-ჩრდილები"

"ეხ, მზეო, ნეტავი თუ კიდევ დავესწრობი ხვალ შენს ამოსვლას"

"მხნევდებოდა ჩამავალი მზის თბილი სხივებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2018, 06:40 PM

მზე

მზემ ბოშასავით ეზო-ეზო ჩამოიარა,
დაღალულ გულთა მოარჩინა ყველა იარა.
მეწამულ ტალღად გადაავლო მინდვრებს ყაყაჩო,
იმდენი კოცნა გვირილები, ლამის დაახრჩო.
გამოიდევნა საბელივით უკან ჩიტები,
სოფელ-ქვეყანა გააბრუა უცხო მითებით,
როცა მობეზრდა, აიკრიფა ოქროს მარმაში
და ნებიერად ჩაუგორდა ზეცას კალთაში.

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2018, 11:09 AM

მზის მეუღლე ვარ

მზემ დამჭრა გულში...
მზით სავსე ვარ...
მზეს დავდევ კვალში...
მზე მესიზმრება
კუნაპეტი ღამის წკვარამში.
ვარ მზესუმზირა...
ტანი - ჩემი
ირხევა ქარში...
და როგორც ხვითოს,
მზეს ვამწიფებ
ყოველ მარცვალში.
მზის მეუღლე ვარ...
მზემ დამწინდა...
მზით ორსული ვარ
და ნებივრობენ
მზე - შვილები
დროის კალთაში!

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2018, 08:34 PM

"მზემ შავი პირბადით დაიფარა სახე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2018, 07:46 PM

"დახატულ მზეს არ შეუძლია, გაანათოს და გაათბოს: წარმოსახულ სიყვარულს არც თქვენი შეცვლის ძალა შესწევს და არც სხვებისა".

/არქიმანდირტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2018, 05:44 PM

"მზე რომ არ ყოფილიყო, არც გული იქნებოდა. არ იქნებოდა წვიმა, ქარი, თოვლი. არ იქნებოდა ჩრდილი , არც ღამე იქნებოდა.იმიტომ რომ მუდამ ღამე იქნებოდა და უგულო ღამე , რაღა ღამეა. არ იქნებოდა დილა, არ იქნებოდა ცვარი, არ იქნებოდა გათენების მოლოდინი და ბოლოს , მზე რომ არ ყოფილიყო, თავად მზეც არ იქნებოდა.

ამ ყველაფრის გარეშე, სიცოცხლეც ხომ ვერ იქნება სიცოცხლე.
გული რომ არ ყოფილიყო, მზეს სად დაატევდა კაცი. ხო და ჩემო კარგო, სანამ გულში არ დაიტევ მზეს, ვერასოდეს გაანათებ ღამეს, რომელიც იმიტომაა ღამე, რომ ღამეა."

/პოეტი ანტონ გაგუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2018, 09:27 PM

"საქართველო ჩაუმქრალი შუქურაა, სწორედ ის მზეა, რომელიც 2000 წელზე მეტია სხვა ერებს უნათებს უფლისკენ სავალ გზას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2018, 09:27 PM

"საქართველო ჩაუმქრალი შუქურაა, სწორედ ის მზეა, რომელიც 2000 წელზე მეტია სხვა ერებს უნათებს უფლისკენ სავალ გზას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 03:01 PM

"ნათელის უსაზღვრო სიყვარული და ქებაა წარმოდგენილი ეკლესიასტეს წიგნში: "ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 03:53 PM

"ბიბლიაში დასაბამიდან მკაფიოდ არის მითითებული, რომ ნათელი უფლის ნებით განხორციელდა. მიუხედავას ამისა, ადამიანები, საუკუნეების მანძილზე, მაინც ფიქრობდნენ, თითქოს ნათელს მთვარეც კი თავად გამოსცემს, მაგრამ მთვარის ნათელი მხოლოდ მზის ანარეკლი აღმოჩნდა და ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის დღემდე უპასუხოდ რჩება კითხვა: საიდან იღებს მზე ენერგიას თავისი ნათლისათვის.

როგორც ყოველთვის, ბიბლიური ჭეშმარიტება მოთმინებით ელის იმ მომენტს, როდესაც ჩვენ, ადამიანებს, ჩვენივე შექმნილი მეცნიერული დარგების მიღწევები დაგვარწმუნებენ, რომ მზე მხოლოდ ღვთიური ენერგიის გამოხატულება და ფიზიკური ნათელის განაწილების საშუალებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2018, 09:06 PM

"ამ ბოროტების გარემოცვაში ჩვენი ერთადერთი მზე ამ წუთისოფელში არის ქრისტე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2018, 08:28 PM

"საქართველო დაჭრილი მზეა! "დაჭრილი მზე" - მაგრამ მაინც მზე!"

/გრიგოლ რობაქიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2018, 07:35 PM

"თითქოს ცას ახებ ხელს, მზეს შენსკენ ხელებგამოწვდილს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:15 PM

"ფერადებად დამსხვრეული მზე"

"ჩახჩახა მზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2018, 06:52 PM

"იმას რა ჯობია, ბახმაროს მთიდან მზე რომ გადმოგხედავს და სხივებს ნისლში რომ გამოაცურებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2018, 03:03 PM

"გთხოვ, გამიმთელო, მზეო მამაო,
შუაწყვეტილი ძარღვი შუბლისა.
მივხვდი, ყოველი არის ამაო,
გარდა უფლისა! გარდა უფლისა!"

/გივი გოგოლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2018, 03:37 PM

"მთაში რომ იტყვიან, "დამჯდარი" მზე ღია კარით იჭრება ტაძარში"

/თამარ ფარჩუკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:25 PM

"ჩვენი გონებით იმის შეცნობაც კი არ შეგვიძლია, თუ როგორ არის შექმნილი მზე და როცა ღმერთს ვთხოვთ: შენ მზე მოგვეცი, გვითხარი, როგორ შექმენი იგი, - ამ დროს სულში ცხადად გვესმის პასუხი: თავი დაიმდაბლე და გეცოდინება არა მარტო მზის, არამედ მისი შემოქმედის შესახებაც. ხოლო როცა სული სულიწმინდით უფალს შეიცნობს, სიხარულისგან მთელ სამყაროს ივიწყებს და მიწიერი ცოდნის შეძენაზე ზრუნვას წყვეტს".

/წმიდა ბერი სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2018, 08:26 PM

"ადამიანები სულით მიწიერ საგნებს მიეჯაჭვნენ და ღმერთის სიყვარული დაკარგეს. ამიტომაც არ არის მშვიდობა დედამიწაზე. ბევრი ადამიანი ცნობისმოყვარეობის გამო, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობს გაიგოს, მაგალითად, როგორ არის შექმნილი მზე, ხოლო ღმერთის შეცნობაზე არ ზრუნავს.

უფალს ჩვენთვის მზის შესახებ არაფერი უთქვამს; იგი მამის და ცათა სასუფევლის შესახებ გვესაუბრება. უფალი ამბობს, რომ მამის სასუფეველში მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან (მთ. 13:43). წმინდა წერილი კი გვეუბნება, რომ სამოთხეს უფალი გაანათებს (გამოცხ. 21:23; 22 :5) და უფლის ნათელი იქნება წმინდანთა სულებში, გონებასა და სხეულში".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2018, 04:03 PM

"ამოდის მზე - ქრისტე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2018, 09:15 PM

"მან შეაჩერა მზე, ბევრად უფრო დიდებული, ვიდრე ისუ ნავესმა, მან ქვეყნიური, ხოლო ღვთისმშობელმა - გონიერი მზე სიმართლისა, - ღმერთისა".

/მღვდელმონაზონი ფილადელფი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:16 PM

"თითქოს ზემოდან ოქრო ჩამოიღვარა, პირდაპირ მზის სხივი ჩამოვიდა, საკმევლის კვამლი ზემოთ ადიოდა, მზის სხივები კი ოქროსფრად იღვრებოდა. კაშკაშა მზე გამოსულიყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:00 PM

"მზე იწურება, მაგრამ ის მოღვაწეთა გულებში არ ქრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 04:51 PM

"მეფე-მზე ფერთა სიმრავლით ამკობს ბუნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2019, 11:32 AM

"როგორც მზე მზესუჭვრეტასა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 08:36 PM

"დოლისყანის ტაძრის სამხრეთ კედელში ჩასმული იყო ფილა - მზის საათი, რომელიც 2003 წელს გაქრა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 09:36 PM

"უღირსი ვარ, რომ მზე მანათებდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:31 PM

***
დღე იყო რუხი და ცრიატი...
ცა შლიდა ნისლების მარაოს...
მზეს სურდა მთვარესთან ქორწილი,
მთვარე თავს იკლავდა - ა რ ა ო !..
და ასე, ვნებათა ჭიდილში,
მზემ სევდა წვიმებად დაცალა...
მას მერე უვლიან ცისკიდურს,
შორი-შორს, უბრად და ცალ-ცალად.

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2019, 07:10 PM

"უკანასკნელ ჟამს ცხონება არაა ძნელი, მაგრამ სიბრძნეა საჭირო, ყველა, ვინც ცდუნებას დაძლევს, ცხონდება! უწინდელნი იქნებიან ვითარცა მნათობნი, ხოლო უკანასკნელნი - ვითარცა მზე"

/ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:45 PM

"მაშ, რისთვის ვარსებობთ, თუ სასუფეველს ვერ ვიხილავთ? ვინც ამ მზის ნათელს ვერ ხედავს, საშინელი ცხოვრებით ცხოვრობს; რა არის მათი ცხოვრება, რომელნიც უფლის დიდებას დააკლდნენ? ვინც ამქვეყნად ღვთის ნათელის ქვეშ არ არიან, ესოდენ დიდ გაჭირვებასა და ტანჯვაში არიან, იმქვეყნად კი უარესს დაიტეხენ. ვინც ღვთის ნათელს დააკლდა, საუკუნო ცეცხლში ჩაცვივდება, სადაც არის ტირილი და კბილთა ღრჭენა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:52 PM

"მზის წამწამების სხივთა ფახულით"

/ნაზი თარგამაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 10:31 PM

"მზის პირველი სხივებით იყო ნაკურთხი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:46 PM

"ვოი მამულო, დანაცრულა ყველა მზე თუკი... "

/ტარიელ ხარხელაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2019, 10:38 PM

"მზე აღდგომის (მაცხოვრის)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:17 AM

"დილას, სანამ შენ დაინახავ ამომავალ მზეს, შენ ხედავ შენს მეზობელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2019, 08:52 PM

"ეს მოულოდნელობა მზის უეცარ გამობრწყინებას მოგაგონებდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 10:23 PM

"მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან..."

/ოთარ ჭილაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:52 PM

"დამავალი მზის მზერით მოოქრული მთები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2020, 07:17 PM

"სათნოებების დაფარვა შეუძლებელია, კაცი როგორც უნდა ცდილობდეს. მზეს საცერით ვერ დამალავ, რადგან მისი სხივები ნახვრეტებში მაინც გამოაღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:19 PM

"დილის უფერული მზე"

"უკან კი ჩამავალი მზე დასდევდათ"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 09:40 PM

"ბაღში ჩიტს შესცქეროდა, რომელსაც შუადღის მზე ბუმბულს უფერადებდა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:21 PM

"მზე დედამიწას პრწკალს (სხივს) დაჰკრავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:57 PM

"მუდმივად ეძებე წყალობის, სიყვარულისა და თანადგომის საქმენი, - მათ გარეშე ღმერთისთვის სათნო ვერ იქნები. ყველასათვის მზესავით იყავი; წყალობა ყველა მსხვერპლზე აღმატებულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 07:34 PM

"ყოველგვარი სათნოების თავი ღმერთია, ისევე როგორც დღის შუქისა - მზე"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2020, 02:36 PM

"თუ არ შეგიძლია მზე იყო, ვარსკვლავი მაინც იყავი, ოღონდ მიწა დატოვე და მთაზე ადი. უმჯობესია, მცირედით მაინც წარემატო სათნოებებში, ვიდრე - სრულიად არაფრით"

/წმ. იოანე მმარხველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 10:06 PM

"ასე, მზის წარმართულ კულტებთან პოლემიკა ქრისტეშობის საგალობლებშიც ჟღერს, სადაც უფალი "ჭეშმარიტ მზედ" და "მზედ სიმართლისად" იწოდება, რომელმაც თავისი შობით წარმართობის ხანგრძლივი ზამთარი განათბო და განანათლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 08:27 PM

"მზეს ნაირფერად აეყვავებინა დედამიწა... მზემ ის იყო, ამოყო თავი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2020, 07:40 PM

"მზე ჩაქრება, გაქრება და მზე ყოველივეს განმანათლებელი და განმაცისკროვნებელი, ყოველივეს განმაცოცხლებელი იქნება თავად იესო ქრისტე, მეუფე, მზე სიცოცხლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2020, 08:48 PM

"როცა მზე შუადღისას პირდაპირ დაგვცქერის, ჩვენ მას თვალს ვერ ვუსწორებთ და მის სიდიადეს და მშვენიერებას ვერ ვსჭვრეტთ, ხოლო საღამო ჟამს, როცა იგი თავის სხივებს ალმაცერად გზავნის, როცა ის ოდნავ სიბნელით იმოსება, მაშინ შეგვიძლია მას პირდაპირ ვუყუროთ და ამით ვისიამოვნოთ - ვიმხიარულოთ. ამგვარადვე, ღმერთი, ნათელი, მიუწვდომელი, როგორც შუა დღის მზე, გახდა მშვიდი, წყნარი, ნათელი, როგორც მზე საღამოს ჟამისა. ღმერთი თვალმიუწვდენელი ნათელია, იმის ხილვა არავის ძალუძს"

/იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 10:00 PM

"სამეგრელოში ზოგადად მზის და რძის კულტია, მზესაც და რძესაც ერთი და იგივე სახელი - ბჟა ჰქვია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:33 PM

"მზე - ეს მამაღმერთია და ამ ყოვლად ნათელი მზისაგან მოდის საღმრთო სხივი - ძე ღმერთი. ეს საღმრთო სხივია, სხივი საკვირველი ნათლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2020, 09:41 PM

"სამწუხაროდ, კაცი არ აფასებს არც მზეს, არც ჰაერს და არს სინათლეს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 03:56 PM

"ის [ბერი ანთიმოზი] კაშკაშა ვარსკვლავად გაბრწყინდა ცის კამარაზე და ნათელი კვალი დატოვა. საკუთარ მზის ჩასვლას მიუახლოვდა, რათა ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად ზეცაში გაბრწყინებულიყო და ღვთიური ნათელი დედამიწაზე ქრისტეს მებრძოლი ეკლესიისათვის მოეფინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 02:38 PM

"გარეშე მწერლობა, მართალია, წყალში არეკლილი მზეა მხოლოდ, მაგრამ მისთვის თვალის შეჩვევა აუცილებელია, რათა შემდეგ მზერა ნამდვილ მზეს - წმიდა წერილს გავუსწოროთ"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 07:25 PM

"მზეც ვეება დაკროლილ კაკალივით ბრწინავს და ზეცის საცერში გორავს"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 08:42 PM

"ცაზე მზე ცეცხლმოდებულ საცერივით მოზეიმობდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:12 PM

"ზმე ნისლში და თქორში პირს იბანდა და იმშრალებდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:27 PM

"ყოველი სათნოების საწყისი არის უფალი, როგორც დღის სინათლისა - მზე"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:48 PM

"ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამაყვავებელი ძალა ღმერთია"

/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 06:52 PM

"მზე უმზრახ ოსტატად ადგა თრიალეთს. მისი ბრიალა ფუნჯი ჯერ ლომის მთასა და კოდიანის გაზნექილ ჯიდაოს ედებოდა, მერმე უფრო დაბალ ქედებს მხრებსა და კალთებზე უსწორმასწორო, შავ-მწვანე ნაბდებად მოხურულ ტყე-წიწვნარს აცხრებოდა.

ახლა ხეობებში ჩაკლაკნილ, ხმლებივით მოქნეულ ნაკადებს ფერსა და ელვარებას უმრავლებდა. სულ ქვევით მტკვრის ხეობის ფსკერზე მდინარესაც და ლიანდაგსაც ნათელ სვეტად მოჰყვებოდა.

ტაშისკარშიაც მზე კედელივით ჩამდგარიყო"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 10:09 PM

"ვერც ხედავდა ზღვის თუ ცის დასალიერს და იქ ჩამავალი მზე გაბზარულ მთვარედ უფრო ეხედებოდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 10:07 PM

"სარკემლში ვარვარა მზე იდგა, დათოვლილი ნაძვის უკან ვეება კეცად ამოყუდებული და დამშვენებული"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2020, 10:04 PM

"კოდიანის მთის იქით კი უკვე მზე იგრძნობოდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2020, 07:19 PM

ფსალმუნი 88

37. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს და საყდარი მისი, ვითარცა მზე წინაშე ჩემსა - "ნათესავი მისი" - ანუ ქრისტიანები "უკუნისამდე ეგოს" - ყოველთვის იქნებიან და მისი, ანუ ქრისტეს საყდარი მზეზე უფრო ბრწყინვალე იქნება, - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 06:59 PM

"[ხაჭაპურის] უმრავლესობას მრგვალი ფორმა აქვს, რასაც მზის შესაწირავს მიაწერენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 10:28 PM

"მზის ნაბოლარა სხივი რომ ალაპლაპდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 03:14 PM

"შემიმჩნევია, ავებს მუდამ ეჯავრებათ მზე!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 09:47 PM

"მზემ აიწია ფეხის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა"

/ანა კალანდაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:57 PM

"არც მზის ჩასვლა ნიშნავს სიბნელეში დარჩენას და არც მზის ამოსვლა სინათლეში ყოფნას. ორივეს ადამიანის მდგომარეობა განსაზღვრავს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 07:35 PM


"ლურჯი მზე იყო, ლურჯი"


"მზეი შენით მზეობს,
მზედ ენთები, ზეობ,
გვირგვინს ირქმევ მზისებრ..."

/ანა კალანდაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 07:28 PM

"მიყვარს ამომავალი და ჩამავალი მზის ფერები - ძოწისფერი, მეწამული..."

/ანა კალანდაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2020, 04:22 PM

"ყოველთვის მიყვარდა მზე: ფანტაზია უფრო ლაღია და უკიდეგანო, ყველაფერი იდუმალი და "ფიქრთა აღმძვრელია" მზეში!"

/ანა კალანდაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 01:52 PM

"შენ შეგიძლია ყველა სირთულეს გაუძლო და გახსოვდეს, რაც არ უნდა ღრუბლიანი ამინდი იყოს, მზე მაინც გამოანათებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:40 PM

"დიდი წითელი მზე უცებ ჩავარდა ჰორიზონტზე გაწოლილ ნისლში და უკანასკნელი სხივები სისხლის შხეფებივით ავარდა მაღლა"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2020, 10:40 PM

"მეტი მზე შემოუშვი სულში, სხვებსაც გაათბობ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 03:12 PM

"მანათობელი მზე ყველაფერს ხედავს და მისი საქმე აღსავსეა უფლის დიდებით"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2020, 07:58 PM

"საკვირველი ქმნილება - მზე, შემოქმედება უზენაესისა, გამოჩნდება თუ არა, ამოსვლისთანავე აცხადებს თავს.

თავის შუადღისას უხმობს იგი ქვეყანას და მის მცხუნვარებას წინ ვინ დაუდგება?

ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მაგრამ მზე სამგზის ბუგავს მთებს; ცეცხლის ალმურის აღმომსუნთქველია და თვალებს ჭრის ბრწყინვალე სხივებით".

/სიბრზნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2020, 03:15 PM

"ტაბლა საკრალური ხაჭაპურია, მას საფუარის გარეშე აცხობდნენ, ხშირად შუაგულში ოჯახის ბეჭდით ბეჭდავდნენ. ტაბლას ქალები მზეს სწირავდნენ, რიტუალის დროს ყანაში გაჰქონდათ, ხელისგულებზე დაიდებდნენ, მზეს მიაფიცხებდნენ და მოსავლიან და ბარაქიან წელიწადს შესთხოვდნენ. რიტუალის ბოლოს ყანას გარს შემოუვლიდნენ, შემდეგ ტაბლა შინ მიჰქონდათ და მხოლოდ რიტუალის მონაწილე ქალები მიირთმევდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 08:47 PM

"მზე, ვით ხოხობი, ფრთამოტეხილი,
უცხო მხარეში ჩამოვარდნილა!"

/პოეტი ელდარ ჭიჭიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2020, 12:39 PM

"ღრუბელი დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მზეს ვერაფერი დაჩრდილავს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 08:13 PM

"იცი, სათნოებათა დაფარვა - როგორც უნდა ეცადოს კაცი ამას - შეუძლებელია. მზეს ცხრილით ვერ დაფარავ, რადგანაც მისი სხივები ნახვრეტებიდან მაინც გამოაღწევს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:03 PM

"ყოველ დილით ხელით შეეხე მზეს, ცოცხალი ღმერთის გულივით წითელ მზეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 08:14 PM

"გონებით ჩვენ იმის შეცნობაც არ შეგვიძლია, როგორაა გაკეთებული მზე; და როცა ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, გვითხრას, როგორ გააკეთა მან მზე, სულშია ნათელი პასუხი: "იყავი მორჩილი და შეიცნობ არ მარტო მზეს, არამედ მის შემოქმედსაც". ხოლო, როცა სული შეიცნობს ღმერთს, სიხარულისაგან ავიწყდება მზეც და ყველა ქმნილება, დატოვებს ზრუნვას მიწიერ ცოდნაზე".

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 09:43 PM

"მე მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, მზის ქვეშ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2020, 08:48 PM

"მზეს არ აქვს არჩევანი, იყოს მზე, ამიტომ ის არც კეთილია, არც ბოროტი, მიუხედავად თავისი სურვილისა, უნდა გაანათოს. ვერ იტყვის, ადამიანები მაინც არ მაფასებენ და, მოდი, შუქს დავაკლებ ან სითბოს, ან საერთოდაც არ გავანათებო".

/მამა გურამი (ოთხოზორია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2020, 01:27 PM

"მზის სითბო, ენერგია და სინათლე გვიძღოდეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 12:48 PM

"დარბილებული მოალერსე მზე"

/დალი ცატავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 05:56 PM

"წმ. ბარსანაბოსი ამბობს: "თუ გსურს შენი სულის სახლის აშენება, მანამდე მოამზადე მასალა და ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა მშენებელს მხოლოდ მოსვლა და აგებაღა დარჩეს. მასალა კი აი, რა არის: მტკიცე რწმენა კედლების ასაშენებლად, ხის ფანჯრები იმისათვის, რომ სიმართლის მზის - ქრისტეს ნათელი შემოუშვას და არ გააჩეროს სახლში შენი მტრის, ეშმაკის არავითარი სიბნელე. "მზემან დღისა შენ არა შეგწუას, არცა მთოვარემან ღამე" (ფსალმ. 120,6)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2020, 08:39 PM

"23. გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე -

იგულისხმება მთვარისა და მზის დაბნელება. მთვარე დაბნელებისას იღებს წითელ ფერს ("გაფითრდება"), მზე კი საერთოდ არ გამოჩნება (ის მიეფარება, თითქოს შერცხვება). თუმცა ესაია [წინასწარმეტყველი] გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენებია.

მზეს და მთვარეს, რომლებსაც ძველ დროში თაყვანს მიაგებდნენ, როგორც ღვთაებებს, შერცხვებათ და ისინი ადგილს დაუთმობენ ჭეშმარიტ ღმერთსა და სამყაროს გამგებელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2020, 09:37 PM

"მზე ჩაწურული იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 03:03 PM

"როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე ამღვრეულსა და მღელვარეში, ასევე მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი უფრო უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში - რწმენისა და გონების თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანთა ხმაურში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 08:42 PM

"მზის წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს, 5 სთ. 48 წთ. და 46 წმ., ვარსკვლავური წელი კი - 365 დღე-ღამეს, 6 სთ. 9 წთ. 10 წმ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:00 PM

"როგორც ამომავალი მზე აღვიძებს, ანათებს და აცოცხლებს ქმნილებებს, ისე მზე ნათლისა - ქრისტე - ლოცვის საშუალებით ადამიანის გონებასა და გულში ამობრწყინდება, აღვიძებს მას ნათელი და დაუღამებელი დღის (უფლის) საქმეთა საკეთებლად".

/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:10 PM

"დიდი ქარიშხლის შემდეგ ცა უფრო იწმინდება, მზე უფრო მკაფიოდ ანათებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2020, 08:08 PM

"რაც მზეა გრძნობისმიერი არსებებისთვის, იგივეა ღმერთი - გონებისმიერთათვის. პირველი ხილულ სამყაროს განანათლებს, მეორე - უხილავ სამყაროს. სხეულებრივ ხედვას მზე ნათლისმჭვრეტელად აქცევს, ღმერთი კი თავის მსგავსებად შექმნის გონიერ ბუნებებს"

/დეკ. დავითი (ხაჭაპურიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 09:26 PM

"ღრუბლებს მიღმა მზე იმალება...
ღრუბლები დროებითია, მზე მარადიული!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:11 PM

"ქართულ საეკლესიო საგალობლებში ქრისტეს ხშირად მზეს უწოდებენ, წმინდანებს კი - ამ მზის სხივებს. ყოველი მათგანის ცხოვრება ხომ ეშმაკზე გამარჯვებაა. ასე რომ, ყველაფერი ბნელი ჩვენში უნდა წავშალოთ ღვთაებრივი ნათლის ძალით".

/დეკ. დავითი (ხაჭაპურიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:36 PM

"მოღვაწე მამები გვასწავლიან, ისევე, როგორც მზის ამოსვლისას გარეული ცხოველები კლდეების ნაპრალებსა და ხვრელებში იმალებიან, ჩვენს გულებში მზესავით მადლის გაბრწყინებისას დემონები გარბიან და იმალებიან"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2021, 08:07 PM

"- და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანას ვიდრე მეცხრე ჟამადმდე.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი):

"მზემ, დაინახა რა ქვეყნიერების შემოქმედი ასეთი დამდაბლებული, დიდი წუხილითა და შიშით, თითქოს დაიფარა სახე, რათა არ ეცქირა უსაზღვრო ადამიანური უსამართლობისათვის; იგი დაიბურა მსგავსად იმისა, როგორც ბრწყინვალე ქერუბიმებს არ შეუძლიათ შეხედონ ღვთის უსაზღვრო და უკიდეგანო დიდებულებას, ამიტომ ფრთებით იფარავენ თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2021, 08:06 PM

"გონებით იმასაც კი ვერ ჩავწვდებით, მზე როგორ გაჩნდა, და როცა ღმერთს ვთხოვთ, გვითხრას, როგორ შექმნა მზე, სულში ნათლად გაისმის პასუხი: "თავი დაიმდაბლე და არა მარტო მზეს, მის შემოქმედსაც შეიცნობ". ხოლო როცა სული შეიცნობს უფალს, სიხარულისგან ავიწყდება მზეც და ყოველი ქმნილიც, და დაუტევებს ამა სოფლის ცოდნისთვის ზრუნვას"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2021, 08:41 PM

"შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:10 PM

"მზიანი დღეების გათენებას გისურვებთ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2021, 08:20 PM

" - და დაბნელდა მზე, და განაპო კრეტსაბმელი ტაძრისაი მის შორის.

მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი):
"წმინდა ლუკა დასძენს, რომ "მზე დაბნელდა". ეს არ შეიძლება ყოვილიყო ჩვეულებრივი მზის დაბნელება, რადგან ებრაელთა პასექის დღეს, ნისანის მე-14 დღეს ყოველთვის სავსე მთვარეა და მზის დაბნელება ხდება მხოლოდ ახალ მთვარობისას და არა სავსემთვარობას. ეს იყო სასწაულებრივი ნიშანი, რომელიც მოწმობდა გასაოცარი და საგანგებო მოვლენის - ღვთის საყვარელი ძის სიკვდილის შესახებ. მზის ამ უჩვეულო დაბნელების შესახებ, რომლის დროსაც ვარსკვლავებიც კი მოჩანდნენ, ამოწმებს რომაელი ასტრონომი ფლეგონტი. ბერძენი ისტორიკოსი ფალუსიც ამოწმებს მზის ამ არაჩვეულებრივ დაბნელების შესახებ. მას ახსენებს წმინდა დიონისე არეოპაგელი აპოლოფანესადმი მიწერილ თავის წერილში, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ წარმართი იყო. მაგრამ აღსანიშნავია, როგორ უსვამენ ხაზს წმინდა იოანე ოქროპირი და ნეტარი თეოფილაქტე, რომ ეს წყვდიადი "იყო მთელ ქვეყანაზე" და არა მხოლოდ მის რომელიმე ნაწილში, როგორც ეს ხდება მზის ჩვეულებრივი დაბნელებისას".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2021, 08:39 PM

"როგორც მზე ათბობს მთელ დედამიწას, ისე ათბობს სულს სული წმიდის მადლი, რათა უყვარდეს უფალი; მაშინ ენატრება სულს უფალი და ცრემლით დაეძებს მას"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2021, 02:35 PM

"მთიდან ამოგორებულ მზეზე აბრჭყვიალებული ნამი"

"ხის ტოტებში გაბლანდულ მზის სხივებს ვუყურებ"

/თეონა დოლენჯაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2021, 09:04 PM

"ჩიპური სკანდალის შემდეგ მილიარდერი ბილ გეითსი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი პროექტის ფარგლებში გადავიდა მზის "დაბლოკვისკენ". მეცნიერებს ორმხრივი დამოკიდებულება აქვთ იდეასთან დაკავშირებით. ზოგი განგაშის ზარებს რეკავს, მათი აზრით, გეითსის ექსპერიმენტმა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამრეკლი ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევა ხელს შეუწყობს დედამიწაზე სითბური ხარისხის შემცირებას.

საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატავენ შეშფოთებას გეითსის ახალი პროექტის შესახებ, ზოგიერთმა განგაშიც კი ატეხა და თქვა, რომ მზის "დაბლოკვა" არ შეიძლება, წერს გაზეთი. მეცნიერები აფრთხილებენ, რომ მილიარდერის ექსპერიმენტმა შეიძლება გამოიწვიოს დედამიწაზე მზის ზემოქმედების შეუქცევადი ცვლილებები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 09:17 PM

"ისევე, როგორც მზე ამოდის, მაგრამ არა ღამურებისა და სხვა ცხოველებისათვის, რომელნიც საკვებისათვის ღამით ნადირობენ, ასევე თუმცაღა ნათელი თავისი ბუნებით ბრწყინვალეა და სხივოსანი, ყველას როდი შეუძლია მის ბრწყინვალებას ეზიაროს. მსგავსად ამისა, "ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არა ემხილნენ საქმენი მისნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:34 PM

"როგორც მზე აძლევს თავის ნათელს მთვარეს, ასევე უფალი ანათლებს მოციქულებს და იმათი მეშვეობით მთელ ქვეყანას, თავისი მადლის ნათლით ანათლებს ხალხებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 07:07 PM

"როცა გონება მეუბნებოდა მზის შესახებ, რომ ეს მზეა, ან წყვდიადზე, რომ ეს წყვდიადია, არ ვუჯერებდი, რადგან არაფერი იმაზე უარესი, ვიდრე საკუთარი აზრის აყოლა და თავდაჯერება"

/ღირსი დოროთე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 08:31 PM

"რაკი, როგორც წმინდა წერილი მოწმობს, ქრისტე არის ჭეშმარიტი მზე და ჭეშმარიტი დღე, მაშინ ქრისტიანი არათუ ხშირად, არამედ მუდამ უნდა სცემდეს თაყვანს უფალს ისე, რომ არც ერთი საათი არ იყოს გამონაკლისი".

/წმ. კვიპრიანე კართაგენელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:40 PM

"მზე რომ გაინაპირებდა, აურაცხელ ციცქნა მზეებად ბრწყინავდა ბალახოვან კალთების ნაჟურებში"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2021, 08:47 PM

"უფალი ღმერთი არის ჩვენი განმგებელი და მფარველი. ის უბრძანებს მზეს, რომელიც დაგვნათის, გვათბობს, გვინათებს და გვამხიარულებს".

/არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 10:57 PM

"მზეზე მაღალო!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 07:34 PM

"ვინც დიდხანს დგას მზეზე, სხეულით თბება, ვინც მუდამ უფალზე ფიქრობს, მას სული უთბება. რაც მეტს ფიქრობს, მით მეტად თბება, ბოლოს კი მგზნებარე ხდება მისი სული"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 06:07 PM

"ცოდვა ნისლივით ფარავს ჩვენს თვალთაგან ჭეშმარიტების მზეს"

/წმ. ილარიონი (ტროიცკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2021, 09:05 PM

"ღრუბელა მზე საწვიმრად იკბინებოდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 02:58 PM

"ცაზე უსიხარულო მზე გულგრილად ვიდოდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 02:16 PM

"ისევე როგორც მზე, თუმცა კი აირეკლება მღვრიე წყალში, მაგრამ მზედ რჩება, ასევე ღმერთიც ყოველთვის იგივე რჩება, მაშინაც კი, როდესაც ის ადამიანს თავისი ბუნების თანაზიარს ხდის"

/ეპისკოპოსი მიქაელ ლუზინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:31 PM

"წყვდიადი გავფანტოთ, სიმართლის მზე მოვაახლოოთ. თუ ბევრი შუქი იქნება, მაშინ ჩვენთვისაც იოლი გახდება სათნოების გზა, ასევე, სიბნელეში მყოფებსაც უკეთ ამხელენ, რადგან გავრცელებული სინათლე სიბნელეს გაფანტავს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 11:19 PM

"რაც უფრო მეტი მზის სხივი ეცემა ყვავილებს და სხვა მცენარეებს, მით უფრო მეტ კეთილსურნელებას გამოსცემენ ისინი მზის მიმართულებით, ჩვენი მზე ღმერთია; მადლიერნი ვიყოთ მისი, - ყვავილთა მსგავსად!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 04:35 PM

"იესო ქრისტეს სიბრძნე ისე ჩანს მისი სწავლებიდან, რომ მისი დამტკიცება იგივეა, რაც - ვინმე ამტკიცებდეს, რომ მზე ანათებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:32 PM

"ჩვენი მზე, ჩვენი მაცოცხლებელი და ამაყვავებელი ძალა ღმერთია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:56 PM

"მზეს ფარდა შეიძლება გადააფარო, მაგრამ ის ფარდის მიღმა მაინც ანათებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:22 PM

"როდესაც ადამიანი გრძნობს ქრისტეს სახარების სიტკბოებას, ყველა მწუხარება მისაღები ხდება, ვინაიდან ამ ქვეყნის მთელი სიმწარე ქრება გულიდან, რომელიც მაცხოვრის სახარებით საზრდოობს. და როდესაც ადამიანი შეიწყნარებს მთელ სახარებას, მის სულში, სულიწმიდის მეშვეობით, ცოცხლობს ჩაუქრობელი სიხარული, მანათობელი მზე".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 04:53 PM

"არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ქრისტიანებს ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად თავს ატყდებათ ბოროტება თვისტომთაგან. იერუსალიმის პირველი ეკლესია ძირითადად ებრაელებისგან ევნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრები ებრაელები იყვნენ. ასევე თქვენც, თესალონიკელები, ევნებით თვისტომთაგან. რატომ, იმიტომ, რომ ქრისტეს სიმართლისა და ჭეშმარიტების მზემ, რომელიც თქვენს შორის არის, სინათლე მოჰფინა მათ ბნელს და ამის გამო მათი სიცრუე და უსამართლობა აღდგა თქვენს წინააღმდეგ. მაგრამ ყოველგვარი სიცრუე კვდება სიმართლის მზისგან!"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:47 PM

"ისევე, როგორც შეუძლებელია მზის დანახვა თვით მზის გარეშე, ასევე შეუძლებელია უფლის ჭვრეტა - თავად უფლის გარეშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 06:54 PM

"მზე და მთვარე არის ქრისტე და ეკლესია; უკანასკნელი დევნის გამო მრავალნი შიშით განუდგებიან მათ. ამიტომ ნათქვამია, რომ გაშავდება მზე"

/ტიხონიუსი, აფრიკელი ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 07:25 PM

"აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ", რადგან ადრე მათ, ვინც წარმართთაგანია, ყველანაირი განსაცდელი გამოვლეს და ახლა, რა თქმა უნდა, ისინი გაძღებიან დაუსრულებელი სიკეთით. ნათქვამია: "აღარც მზე დასწვავთ". საღვთო წერილის ზოგიერთი მწერლის მიერ მზე გამოხატულია, როგორც ცდუნება: ხან წინასწარმეტყველი იტყვის: "დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე" (ფს. 120.6). ან მახარებელი წერს, რომ ამომავალმა მზემ გამოაშრო კლდოვან ადგილზე აღმოცენებული თესლის მორჩი. აქ მზე განიმარტება, როგორც განსაცდელი და ამიტომ ნათქვამია, რომ მათ აღარ დატანჯავთ ცდუნებები".

/ეკუმენიოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:02 PM

"ყოველი სათნოების საწყისი არის უფალი, როგორც დღის სინათლისა - მზე"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2021, 05:44 PM

"რა უნდა იყოს იმაზე უფრო სათნო, რაც მზის ამოსვლის შეხვედრა ლოცვით, ღმერთის დიდებითა და გათენების შემდეგ უკვე საქმის დაწყებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:21 PM

"მზე თავისი სინათლით არ აღწევს ყვავილში, თუ მისი ბუტკო დახშულია; ასევე მადლიც ვერ განანათლებს სულს, თუკი იგი არ გაიხსნა ლოცვაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2021, 01:27 PM

"შემოდგომის მზე არ წვავს, ის ათბობს, თითქოს სახეს ელამუნება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2021, 06:51 PM

"რამდენი მზე და სასოწარკვეთა"...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 01:09 PM

"შემიწყალე, ჩემო უფალო, წყალობას ვითხოვ. იმას გთხოვ, რაც მოიტანე როდესაც მოხვედი, ჩემო უფალო; ის, რაც შენი პიროვნებიდან გამომდინარეობს, როგორც ნათელი მზიდან: შენი ყოვლადსახიერებიდან გამომდინარეობს სიყვარული და თანაგრძნობა. ჩემო უფალო, ამათ ნუ გადამიკეტავ, გემუდარები".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 04:16 PM

"ჭეშმარიტი მზე, ჭეშმარიტი ნათელი, ჩვენ მიერ დანახული მზე, რომლის მხოლოდ სუსტი ანარეკლია, არის საუკუნო სიტყვა, უფალი, ქრისტე. მისი სახე მზესავით ბრწყინავს თავისი ძალით. ის არის მზე სიმართლისა, ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც სამყაროში მოვიდა ნათისაგან ბნელის გამოსარჩევად; ის არის ნათელი ქვეყნისა, ნათელი - მარადიული და წარუვალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2022, 11:44 AM

"ძველი აღთქმის საღვთო წერილში ნახსენები "სიმართლის მზე" ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ქრისტეს მომასწავებლად არის მიჩნეული, ამიტომაც ამ ეპითეტს უგალობს მას წმინდა ეკლესია: "შობამან შენმა, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვე სოფელსა ნათელი ბედნიერებისა, რამეთუ, რომელნი იგი ვარსკვლავს მსახურობენ. ვარსკვლავისგან ისწავლეს თაყვანისცემა შენი, მზეო სიმართლისა".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2022, 07:25 PM

"ბიბლია არაფერს შემთხვევითს არ აღიარებს. ვთქვათ, რომ მზის ყველა სხივი დათლილია, ისევე, როგორც ყველა თმა ჩვენს თავზე და ყოველი წვიმის წვეთს აქვს რაღაცა მიზანმიმართული მნიშვნელობა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:29 PM

"დაცინვით დაიხედა ზედ, მერე ხელები იღლიებში ამოიწყო და ასე გაიტვრინა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მზეს უძლებდა, უცებ თქვა:
- მე ძალიან მიყვარს მზე. როცა მოვკვდები, ძალიან დამენანება მასთან დაშორება.
გამეღიმა, მაგრამ არაფერი მითქვამს.
- შენც ამიტომ მიყვარხარ, მზისფერი რომ ხარ, სუნიც მზისა გაქვს".

/რეზო ინანიშვილი, "ცისფერი გორგალი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:41 PM

"თან დაჰყვება მისი მეგობარი მზე"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:53 PM

"ოფიციანტი გაწითლდა, მხრები შეატოკა და მეოცნებე თვალებში მზეები აენთო"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 06:49 PM

"გამობრდღვიალდება მზე"

"საშუადღეოდ მთლად გავარვარდება და გაალმასდება მზე"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:01 PM

"მზემ გამოანათა. ძალიან სასიამოვნო მზე იყო - სუფთა, სუფთა, ოქროსფერი"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:13 PM

"ცა მოწმენდილი იყო, ჰაერი ცივი და სუფთა, რაღაც ორთქლივით ნისლი დასდგომოდა თბილისს და ამ ნისლში, სადღაც ნავთლუღისკენ, უძრავად იდგა დიდი წითელი მზე"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 12:55 PM

"როგორც მზის შუქი აღემატება სანთლისას, იმდენადვე, და კიდევ უფრო მეტად, აღემატება მომავალი აწმყოს!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 08:33 PM

"მზის ჭიატი გწამდეს ყველაზე მეტად და ბედნიერი იქნები!"

"დილიდანვე შეყოლილი მზის პირველი სხივი "უვარაყებდა გუნებას".

"მის სახლში სულ მზე იდგა".

"უხვ მზეს ეფიცხებოდა. მის სახლსაც სულ მზე ადგა. ჩვენ ხომ ყველას მზე გვიზიდავს".

"ციცო დეიდა იმ ფრინველს მაგონებდა, თვალებით რომ შესცინის მზეს".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 03:58 PM

"ფსიქოლოგის რჩევა:
აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 03:25 PM

"განგმირა მზემ სხივთ შუბებით ღრუბელთ ჯგუფები, უჩინარ ორთქლად შეურია ეთერთა ტალღებს. გაიკვლია დიდებულმა სავალი თვისი!"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 08:07 PM

"ღვთის თვალია მზე"

/ვასილ ბარნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 02:02 PM

"ღმერთმა მხოლოდ მეოთხე დღეს რომ შექმნა მზე და არა მეორე დღეს, ამით გვასწავლა, რომ ცოცხალი ბუნების არსებობა ხილული მზის გარეშეც შეიძლება, როცა ეს უფლის ნებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2022, 10:14 PM

"ხატოვანი განმარტებით, მზემ, დაინახა რა ქვეყნიერების შემოქმედი ასეთი დამდაბლებული, დიდი წუხილითა და შიშით, თითქოს დაიფარა სახე, რათა არ ეცქირა უსაზღვრო ადამიანური უსამართლობისათვის; იგი დაიბურა მსგავსად იმისა, როგორც ბრწყინვალე ქერუბიმებს არ შეუძლიათ შეხედონ ღვთის უსაზღვრო და უკიდეგანო დიდებულებას, ამიტომ ფრთებით იფარავენ სახეს; მთელი ქმნილება, რომელიც ერთგულებდა თავის შემოქმედს, უყურებდა რა მას განძარცვულსა და შეურაცხყოფილს, დაიფარა სიბნელით, მსგავსად იმისა, როგორც ერთგული სამწყსო და ოჯახის წევრები იმოსებიან შავი სამოსით დიდი მწუხარების ნიშნად.
როცა ადამიანებმა დაამთავრეს ღმერთის დაცინვა და მიწყნარდნენ, მაშინ სამყარო ალაპარაკდა, ქვები ალაპარაკდნენ და უფრო მეტი თანაგრძნობა გამოხატეს ქრისტეს ტკივილის მიმართ, ვიდრე ადამიანებმა. მზეც კი ალაპარაკდა: დააბნელა ნათება მრისხანე მნათობმა ჩვენმა. სინათლეს შერცხვა იმისა, რაც ახარებდათ ადამიანებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2022, 12:46 PM

"მზის სიმბოლოებად ითვლებიან: მწერებიდან - ობობა, ფრინველებიდან - მამალი, ცხოველებიდან - ირემი, ცხვარი, ცხენი, ძროხა, ხარი, ლომი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 382/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 01:46 PM

"მზეო ჩემო, შენ მიშუელე, გამოხსნასა შენგან ველი"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:44 PM

"ნისლთან მებრძოლი მზე დავინაზე"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:23 PM

"მზეს რომ ღრუბელი გადაეფარება, ზოგჯერ ეგ მიზეზიც კი იკმარებს ჩემთვის გუნების წასახდენად"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:37 PM

"სწორედ ამ დროს ფერმიხდილმა და სველმა მზემ გამოანათა"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:59 PM

"მზის სითბო ნუ მოგეშალოთ"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 07:31 PM

"მზის ამოსვლას ქუდმოხდილი ეგებებოდა: - ამოდი, ამოდი, შე დალოცვილო, შენაო!

მზის ჩასვლისას პირჯვარს გადაიწერდა და ჩუმად ჩურჩულებდა, მერე, მზე რომ ჩავიდოდა, ჩაიმუხლებდა, მიწას სამჯერ აკოცებდა და სამუშაოზე მყოფი მხოლოდ ამის მერე მიუჯდებოდა სუფრას"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 10:21 PM

"...ცხოვრობდა ერთ უფანჯრო სენაკში, სადაც მზის სინათლესაც ვერ ხედავდა, მაგრამ ჭეშმარიტი შუადღის მზეს - უფალ იესო ქრისტეს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 07:46 PM

"უფალი ჩვენ მზეს გვადარებს და გვეუბნება, როგორც მზე ყველას ერთნაირად ათბობს, ასევე ჩვენი სიყვარულიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს, როგორც ღვთის ხატად შექმნილზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2022, 09:46 PM

"თუ ჩვენ არ შეგვიძლია შევხედოთ მზეს, როგორ შეგვიძლია ვიხილოთ სიცოცხლის ბრწყინვალე მზე, რომელიც ანათებს მთელ მის ქმნილებას, - ქრისტე? ამიტომაც ის იმალება წყვდიადში, რათა ჩვენ თავისუფალნი ვიყოთ და შეგვეძლოს ავირჩიოთ, გვწამდეს თუ არა მისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2022, 09:11 PM

"მომხიბვლელია სიჩუმის ჟამს ბუნების თვლემა, როცა დროდადრო ზღვის ტალღა კლდეებს ეთამაშება, როცა მეფე-მზე ფერთა სიმრავლით ამკობს ბუნებას"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 05:36 PM

"მას, ვინც გამტკიცდა სიფხიზლეში, სუფთა გული გადაექცევა სულიერ ცად თავისი მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით, დაუტევნელი ღმერთის დამტევნელად, მის საიდუმლოთა მხედველად და აღმტაცებლად"

/ფილოთეოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 05:53 PM

"მზის ჩასვლა იწვევს ღამეს; როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ფარავს ვნებათა ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდება ქრისტე, სამყარო თავის წესებს უბრუნდება, გონება გამოდის თავისი საქმისათვის ე.ი. საღამომდე საღვთო სწავლებისათვის"

/თეოლიპტე, მიტროპოლიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 02:02 PM

"გარეგნულად განმარტოებულმა შეეცადე, შეაღწიო შენს შინაგან ციხესიმაგრეში, რომელიც არის ქრისტეს სახლი, სადაც მუდამ მშვიდობა, მხიარულება და სიწყნარეა. სულიერი მზე - ქრისტე - სხვადასსხვა ნიჭს, როგორც სხივებს, ჩვენკენ აგზავნის, აწვდის სულს, რომელიც მას რწმენითა და სათნოებით იღებს"

/თეოლიპტე, მიტროპოლიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2022, 10:04 PM

"ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე მეტად კეთილშობილი აღმოჩნდეს, რადგან, თუკი მას შეუძლია გაათბოს ბოროტნიც და კეთილნიც, შენ რატომ არ შეგიძლია გაათბო სიკეთით კეთილნიც და ბოროტნიც?"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 06:23 PM

"ნათელი, სითბო და სიმშვიდეა ჩემში, როდესაც მთელი არსებით მივმართავ სიმართლის მზეს, ჩემს ღმერთს - ქრისტეს და დნება ჩემი გულის ყინული, მოისპობა უწმინდურება და მისი გესლი, ქრება წყვდიადი, გარბის სულიერი სიკვდილი, ზეციური ცხოვრება მეფობს, აღარაფერი მიწიერი აღარ მაკავებს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2023, 09:48 PM

"მზეს საცრით ვერ დამალავ, რადგან მისი სხივები ნასვრეტებში მაინც გამოაღწევს. ასე იყო მამა არსენიც [კაბადოკიელი], როგორ არ ცდილობდა თავისი სათნოებების დამალვას, მაგრამ ბევრი მათგანი ხალხისთვის მაინც ცნობილი გახდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2023, 08:33 PM

"დადგება დუმილისა და სიხარულის კურთხეული დრო, როდესაც სიმართლის მზე გაანათებს მლოცველის გონებას საუკუნო სინათლის დილის სხივებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:11 PM

"მზესაც ვედრებას გავუბედავ, სხვა გზის არმქონე
ცხელი სხივები ჯარ-ლაშქრებად იქნებ შეკრიბოს"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:34 PM

"ალიონზე მზის სხივებს სათითაოდ მოვკრეფდი"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:55 PM

"ისეთი მზე არ არსებობს,
საქართველოს მზე როა"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2023, 02:06 PM

"უწმიდესის სამთავროში მობრძანება დედებისთვის ცაზე მზის გამობრწყინებას ჰგავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 02:16 PM

"ცივი ნივთი რომ დადოთ მზეზე, გათბება. ასე გათბება სულიც უფლის ხსოვნისგან, რომელიც არის გონიერი მზე."

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:06 PM

"მადლი მზეა. მზე ამოდის, მაგრამ მთების ჩრდილი საშუალებას არ აძლევს მთლიანად გაათბოს გონიერი ქმნილება - ადამიანი. როგორც კი ერთი სხივი მოხვდება, ის მაშინვე სიხარულით აენთება. მაგრამ დანარჩენი ნაწილი ვნებების ჩრდილქვეშაა. როცა მადლი მცირდება, მაშინვე შეუძლიათ მოქმედება ეშმაკებსაც. ისინი ხშირად წინ აღუდგებიან მადლს, ისე როგორც ღრუბლები ფარავენ მზის სინათლეს. რადგანაც ვნებათა ჩრდილი წარმოშობს ბურუსს, რომელიც ახშობს სინათლის პატარა სხივს. და ეს ბურუსი სასოწარკვეთილების გულისსიტყვებია, რომელთა შესახებაც მწერ: სიმხდალე, შიში, ურცხვობა, გმობა და მათი მსგავსნი, რომელთაგანაცა ჭკნება და შემართებას კარგავს სული"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:33 PM

"პირველ რიგში, როგორც კი მზე იწყებს ამოსვლას, სხეულში გარკვეული პროცესები იწყება. ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესები კავშირშია ბუნებასთან და სხეულმაც "იცის", რომ უკვე გაღვიძების დროა. თუ ცოტა ადრე დაიძინებთ და ძილის წინ საჭმელს არ მიირთმევთ, მზის ამოსვლამდეც ბუნებრივად გაგეღვიძებათ. სხეულის სიჯანსაღისთვის, ყველა შემთხვევაში, უმჯობესია მზის ამოსვლამდე ადგომა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 08:22 PM

"დადეთ ცივი საგანი მზეზე - იგი გათბება. ასე გათბება სულიც ღმერთის ხსოვნით, რომელიც არის გონიერი მზე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2023, 08:13 PM

"მზე შუაში დგას, მის გარშემო კი მოძრაობს ყველა პლანეტა და ყველა მისკენ მიიზიდება, ყველა განუწყვეტლივ მისკენ არის მიქცეული რომელიმე მხარით. მაგრამ რაც არის მატერიალური სამყაროსთვის მზე, იგივეა სულიერი სამყაროსთვის ღმერთი - გონიერი მზე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2023, 05:39 PM

"[მეუფეო ჩემო ქრისტე!]
შენი ოდნავი ნიშნით,
მეფე - ზეაღმამსვლელი მზე,
აღვიდა ცეცხლოვან წრეზე
და დაჩრდილა ვარსკვლავნი,
როგორც შენით იჩრდილება
ყოველი გონება"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2023, 05:22 PM

"მეორე მზე" დაფიქსირდა კანადასა და ეგვიპტეში.

2011 წელს "ორი მზის" ფენომენი დაფიქსირდა ჩინეთშიც.

ილინოისის უნივერსიტეტის მთავარმა ასტრონომმა ჯიმ კალერმა განაცხადა, რომ ეს "ორი მზის" ფენომენი არც კომპიუტერული გრაფიკაა და არც კამერის ეფექტი, არამედ რაღაც ახალი ფენომენი.

კალიფორნიაში ა.წ. 26 ივნისს ასევე "ორი მზე".

არაა გამორიცხული,რომ მეორე "მზის" უკან დგას Blue Beam ტექნოლოგია და მსგავსი ბოროტი ცდები. ეს თუ მართლა ასეა კაცობრიობა უნდა ელოდოს უფრო დიდი სპექტაკლის გათამაშებას მთელ მსოფლიოში - ანტიქრისტეს გამოჩენას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 08:11 PM

"სიყვარული - მზის თვალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2023, 05:35 PM

"რა მოხდებოდა, მზე რომ თქვენგან იღებდეს მაგალითს, ჩემო მეზობლებო? რა ცოტა სინათლეს წარმოგზავნიდა იგი დედამიწაზე, ჰოი, თქვე ძუნწებო! რა სისხლიანი იქნებოდა მისი ნათელი, თქვე სისხლისმღვრელნო! როგორ გამწვანდებოდა იგი, თქვე შურიანებო! როგორ გაწითლდებოდა ქვემოდან გინების მოსმენაზე, თქვე მრისხანენო! როგორ გაყვითლდებოდა ვნებებისაგან ვარსკვლავთა მშვენიერების ხილვაზე, თქვე ვნებიანნო! როგორ გაფითრდებოდა იმის შიშით, რომ ვიღაც გზას უღობავს, თქვე მშიშრებო! როგორ დაიბინდებოდა საზრუნავისაგან, მრავალმზრუნველნო! როგორ დანაოჭდებოდა და დაბერდებოდა, გუშინდელი გაბოროტებით რომ იკვებებოდეს, თქვე ბოროტმეხსიერნო! როგორ გაცივდებოდა და მოკვდებოდა და მთელ სამყაროს ჩაძირავდა თავის სიკვდილში, თქვე სიკვდილის მქადაგებელნო!
ო, რა ბედნიერებაა სამყაროსთვის, რომ მზე არასოდეს დაგემსგავსებათ, მიწის ძენო და ასულნო!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 04:54 PM

"მზე მიამბობს შენი სახის ბრწყინვალების შესახებ [უფალო], ვარსკვლავები კი - შენი არსების ჰარმონიაზე. მზე სხვა ენით საუბრობს, ვარსკვლავები - სხვა, მაგრამ ყველა ენა ერთი ყელის ძალით აღივსება"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2023, 07:35 PM

"მზემ ისე ბრწყინვალედ გამოანათა, როგორც აღდგომის დღეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:48 PM

"წმინდა ნიკიფორე - მართლმადიდებლობის მზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2023, 06:36 PM

"ღირსი ბესარიონი [მეგვიპტელი] ისუ ნავეს ძესაც მიემსგავსა, ოდეს ამორეველებზე გამარჯვებისას ლოცვით მზე შეაჩერა.

ეს კი ასე მოხდა: ერთხელ წმინდა ბესარიონი მოწაფესთან ერთად ვინმე ბერდიდთან მიდიოდა, მზე ჩადიოდა, გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი. მაშინ წმინდანმა ღმერთს შეჰღაღადა:

- გევედრები, უფალო, უბრძანე მზეს იმ დრომდე შეჩერდეს, ვიდრე ჩემს მონასთან არ მივალ.

და მართლაც - ვიდრე წმინდა ბესარიონი იმ ბერდიდთან არ მივიდა, მზე არ ჩავიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 11:11 AM

"მზის ნათელი ანათებს ფიზიკურ ბუნებას, აცოცხლებს და ნაყოფის მომტანად, ნაყოფის გამომღებად აქცევს მას.

ქრისტეს ანუ "სიმართლის მზის" ღვთიური, შეუქმნელი ნათელი კი ჩვენი გონებრივი, სულიერი და ყოველდღიური ცხოვრების ნათელია, ჩვენი ყოველმხრივი ჭეშმარიტი განათლების მარადიული და დაუშრეტელი წყაროა"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 07:08 PM

"ძველ რომაელებს ასეთი გამოთქმა ჰქონდათ:

"არაფერია მზესა და მარილზე რაიმე უფრო სასარგებლო"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2024, 01:52 PM

***
/იგავი/

"ერთხელ ქარმა და მზემ ერთმანეთში კამათი გამართეს იმის შესახებ, თუ რომელი იყო მათ შორის უფრო ძლიერი. დიდხანს იკამათეს და მერე გადაწყვიტეს, ძალა მოგზაურზე გამოეცადათ.

ქარმა თქვა: "ერთ წამში გავხდი ახლა ამას ლაბადას", და დაუბერა. იგი ძლიერად და დიდხანს უბერავდა, მაგრამ მოგზაური სულ უფრო მჭიდროდ ეხვეოდა თავის ლაბადაში.

ამის შემდეგ მზემ დაიწყო მოგზაურის გათბობა. ალერსიანად გაუღიმა და სხივებით მოეფერა. მოგზაურმა ჯერ საყელო დაუშვა, მერე ლაბადის ქამარი შეიხსნა, ბოლოს ლაბადა გაიხადა და ხელზე გადაიკიდა.

მზემ ქარს უთხრა:

- ხომ ხედავ, მოფერებითა და ალერსით შეგიძლია უფრო მეტს მიაღწიო, ვიდრე ძალადობით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2024, 08:01 PM

"გადაღლილი მზე ცოტას ჩამოჯდა,
მწიფე ღიმილით ამოისუნთქა"

"მერე მზე ადგა, სახლში წავიდა"

"სულის ათინათს ვებერთელა მზეები აწვიმს"

"ვგრძნობ გულში მზის მზე შემოვიდა"

"ამოენთება მზე გაფაფრული"

"იქ მე ჩემს მზეებს ავაციმციმებ"

"მზის ფიქრებს ჩავაცმევ ზამთრისფერ საწვიმრებს,
იქნება და მალევე თავსხმითაც გაწვიმდეს"

"ღმერთამდე გზას რომ ჩაავიწროვებ,
მზესაც აანთებ მოფიჭულ სანთლით"

"ეხლა ჯერ მზეა
გამარჯვებული -
დგას ოქროს თასით"

"მზე კი მოჩანს ძილმორეული"

"მზე "გათაფლისფრდა"

"მოვა ბეღურა
მზიან მარცვლით ამინდს აკენკავს"

"აქეთ-იქით ღრუბლებს გავწევ,
მზეს ავანთებ სხივით"

"მზის სხივი შემომახარეთ"

"სხივმოწალული მზეა თვინიერი"

"მზეს ამზეურებ შენი კისკისით"

"მოვასწრებ, მთვარეს დავქნი სანთლებად,
რომ კვლავ დავანთო მზის ალიონი"

/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი, "გამომზევება"/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)