თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ შევიდე სახლსა შენსა...

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 20 2006, 06:30 PM


ტაძარში შესვლისას

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება“. პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ“ და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“.

ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ.

ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით. მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით. მნიშვნელობა არა აქვს, რა მატერიალური ფასეულობისაა ეს მსხვერპლი. მამას ხომ დაბადების დღეზე შვილის მიერ ნაჩუქარი, მისი ხელით შესრულებული ნახატი იმდენადვე გაახარებს (თუ უფრო მეტად არა), როგორც მის მიერვე დედის მიცემული ფულით ნაყიდი ძვირფასი ნივთი.

ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან „კომერციული ურთიერთობა“ დაამყაროს. მაგ: „ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ“. ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს.

პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან.

მეტანია ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღმრთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად და სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ. მცირე მეტანიის აღსრულებისას პირჯვარს ვიწერთ და ქედს ვიხრით, ხოლო დიდი მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით, როდესაც თავითა და ხელებით მიწას ვეხებით.

ლოცვა შეგიძლიათ, როგორც ძველქართულად - ასევე თანამედროვე ქართულით. როდესაც კანონიკური ლოცვანის ტექსტებს შეეჩვევით, თანდათან თვითონვე გამოიყენებთ საეკლესიო ქართულ სიტყვებს და გამოთქმებს, რადგან იგრძნობთ, რომ საეკლესიო ენა თავისი ხატოვნებით, აზრის გამოხატვის სიზუსტითა და მხატვრული გამომსახველობით გაცილებით მოსახერხებელია უფალთან სასაუბროდ, ვიდრე ჩვენი სალაპარაკო, გამარტივებული და დამახინჯებული ენა.

ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შედეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ - პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ.

თუ უძლურებაში ხართ, ანდა - ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ.

ღმრთისმსახურებისას ეცადეთ ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღმრთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღმრთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ. შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან.

მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით.

ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8). მხოლოდ წმიდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას.

ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა. რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.

და ამიტომ ჩვენი ვალია, საკუთარი თავი ვაიძულოთ და კეთილი საქმეები აღვასრულოთ, ლოცვის ღვაწლი ვიტვირთოთ, შემბილწველ ვნებათაგან განვიწმინდოთ გულები, შეწევნისა და მფარველობისათვის დედა ეკლესიას მივმართოთ, ყველა იმ მადლმოსილი საშუალებით განვიმტკიცოთ სულები, რომელთაც ტაძარში უხვად ვიპოვით.

იმისთვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, რომ იგი „თქვენია“, იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა აიროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრამ ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ.

მოამზადა თინათინ გოგიჩაიშვილმა
„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.


პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 07:45 PM

ერთს დავამატებ smile.gif კმევის დროს როდესაც მამაო ტაძარში მოძრაობს ხალხი მას მიყვება, ანუ პირს მისკენ მიაქცევს და როცა დასავლეთ მხარეს უკმევს ხალხი საკურთხეველს ზურგს უქცევს და კვლავ მამაოს უცქერის, ეს არ შეიძლება, ასევე უნდა გვახსოვდეს რომ ამ დროს კმევა ეკუთვნის ხატებს და არა ჩვენ, ჩვენ კი ხშირად საკუთრად ვიღებთ და თავს ვუხრით მამაოს, ეს არასწორია ამ დროს თავი უნდა მოუხარო იმ ხატს რომელსაც მამაომ უკმია, ხოლო ჩვენთვის განკუთვნილია კმევა ამბიონიდან, როდესაც მამაო მართლმადიდებელ ერს უკმევს . . . ეს იმიტომ აღვნიშნე რომ მამები ხშირად წუხან ამის გამო. . .

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 10:48 PM

ციტატა
მნათე ეგ არ ვიცოდი გავითვალისწინებ


ხო ესაა, მეც კარგა ხანი ასე ვაკეთებდი სანამ შენიშვნა არ მომცეს, მამაო რომ აკმევს დასავლეთის მხარეს შეჩერდება ხოლმე და უყურებს როგორ შესცქერის მრევლი, შემდეგ გამოფხიზლდებიან და კვლავ შესაბამის მდგომარეობას უბრუნდებიან biggrin.gif ასეა, როდესაც ხატებს უკმევდა ხოლმე, მე თავს ვხრიდი, შემდეგ მასწავლეს რომ თავი უნდა მოვუხარო იმ ხატს რომელსაც უკმევენ, ისე მნათეებს საკურთხეველში საკუთრივ გვიკმევენ, სულ ბოლოს როცა გარეთ უნდა გამოვიდეს დიაკონი ან მღვდელი. . .

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Aug 20 2006, 10:50 PM

მეც დავამატებ მაშინ.როცა ტაძარში შევალთ და წირვა დაიწყება ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყოველივე ამქვეყნიური პრობლემები და სრული კონცენტრაციითა გულმოდგინებით ჩავერთოთ წირვაში.მაშინ უფალი თავის მადლს მოიღებს ჩვენზე და ჩვენს თავს გასაოცარი რამ ხდება,რაც მეც გამომიცდია და რასაც სტყვებით ვერ გადმოსცემ

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 20 2006, 10:52 PM

კიდევ ერთი, ზოგიერთს აკოლოთიის ("ზიარების წინა ლოცვების") წაკითხვა წირვას უნდება "ბარემ უნდა ვიდგე"-ს მოტივით, რაც არასწორია, წირვაზე უნდა უსმინო წირვას!

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 21 2006, 08:18 AM

-" ანთებული სანთლის ან კანდელის ნათელი სიმბოლურად ღვთიურ ნათელს განასახიერებს. თავად ზეთი, რითაც ანთია კანდელი, ღვთაებრივი მოწყალების სიმბოლოა. ხატების წინ მუდმივ ანთებული კანდელი (სასურველია, კანდელი მუდმივად ენთოს ხატების წინ) ღვთისადმი ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩვენებს. იგი ერთგვარი შესაწირია ღვთის წინაშე, ასევე, ნიშანია ღვთისადმი ჩვენი ერთგულებისა, უფლისადმი თავგანწირვისა და ჩვენი ქრისტესადმი სიყვარულის მზადყოფნისა.

სანთლის, საკმევლისა და ზეთის (კანდელის) გულით, სიყვარულით შეწირვა სახარებაში მოხსენიებულ იმ დედაკაცს გვამსგავსებს, რომელმაც ერთ-ერთ სახლში სტუმრად მყოფ ქრისტეს ძალზე ძვირადღირებული კეთილსურნელოვანი ზეთი წმ. ფეხებზე დაასხა. ამ საქციელით მან უდიდესი სიყვარული გამოხატა მაცხოვრის მიმართ, რამეთუ ყველაზე ძვირფასი (მატერიალური თვალსაზრისით) რაც ებადა, სრულად და მთელი გულით შესწირა უფალს. ამიტომ ქრისტემაც ხაზგასმით აღნიშნა მისი საქციელის (სიყვარულის შეძლებისდაგვარად სრული გამოვლინება) განსაკუთრებულობა.

რა თქმა უნდა, ანთებულ კანდელს, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. იგი ანათებს ხატებს და თავისი მკრთალი ნათლით განგვაწყობს ლოცვისათვის, რომლის გარეშეც ყოველგვარ კანდელსა და სანთელს არსი ეკარგება.

შესწირეთ უფალს მცირეოდენი, წრფელი გულით და ღმერთი იზრუნებს თქვენზე."

მამა თეოდორე გიგნაძე

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 1 2006, 09:47 PM

იმ რუსულ ეკლესიაში სადაც მე დავდივარ მამაო ნამდვილად მრევლისკენ აკმევს საკმეველს, იქვე ახლოს ხატები არ არის; თან არც დადის.მხოლოდ საკურთხეველთან დგას.
მე ვიცოდი რომ ეს კმევა, როგორც ხატებს, ასევე მრევლსაც ეკუთვნოდა.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 1 2006, 09:50 PM

ციტატა
იმ რუსულ ეკლესიაში სადაც მე დავდივარ მამაო ნამდვილად მრევლისკენ აკმევს საკმეველს, იქვე ახლოს ხატები არ არის; თან არც დადის.მხოლოდ საკურთხეველთან დგას.
მე ვიცოდი რომ ეს კმევა, როგორც ხატებს, ასევე მრევლსაც ეკუთვნოდა.


არა რა ხდება იცი smile.gif როდესაც მამაო ტაძარს შემოივლის, იგი განასახიერებს სამოთხეში მოსიარულე ადამს რომელიც ღმერთს ადიდებს, როდესაც მამაო უკმევს ხატს იგი ეკუტვნის ხატს და გამოხატავს შესაწირს მისდამი ამ დროს ჩვენ თავი უნდა დავუკრათ ხატს რომ ეს შესაწირი მიიღოს smile.gif

ჩვენდამი მომარტული კი სულიწმინდის მადლს განასახიერებს როგორც სულიწმიდაა ტკბილი ასეთივეა საკმევლის სურნელება smile.gif

პოსტის ავტორი: anastasia თარიღი: Oct 21 2006, 07:52 PM

ჩვენს ტაძარში მამა ბასილი ჯერ ხატებს უკმევს და მერე მრევლისკენაც ბრუნდება და ჩვენ გვიკმევს

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 21 2006, 07:53 PM

ციტატა
ჩვენს ტაძარში მამა ბასილი ჯერ ხატებს უკმევს და მერე მრევლისკენაც ბრუნდება და ჩვენ გვიკმევს


ყველგან ასეა, ამ დროს მორჩილების და სულიწმიდის მიღების ნიშნად თავი უნდა დავხაროთ smile.gif

პოსტის ავტორი: anastasia თარიღი: Oct 21 2006, 08:00 PM

შენ ამბობ ამბიონზე როცა დგას მამაო... მაგრამ მამა ბასილი თავიდანვე,როცა ხატებს უკმევს,მრევლისკენაც ბრუნდებაsmile.gifმაგრამ მარტო მამა ბასილი აკეთებს ასე,დანარჩენები მარტო ამბიონზე ასვლის მერე აკმევენ მრევლისთვის

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 21 2006, 08:05 PM

ციტატა
შენ ამბობ ამბიონზე როცა დგას მამაო... მაგრამ მამა ბასილი თავიდანვე,როცა ხატებს უკმევს,მრევლისკენაც ბრუნდებამაგრამ მარტო მამა ბასილი აკეთებს ასე,დანარჩენები მარტო ამბიონზე ასვლის მერე აკმევენ მრევლისთვის


აა ახლა მივხვიდ smile.gif ეს ინდივიდუალურია smile.gif

პოსტის ავტორი: anastasia თარიღი: Oct 21 2006, 08:11 PM

smile.gifsmile.gifხო... ალბათsmile.gifისე საკურთხევლისკენ ზურგითშემობრუნება სულაც არ არის სასიამოვნო

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 21 2006, 08:49 PM

ციტატა(anastasia @ Oct 21 2006, 09:11 PM) *

smile.gifsmile.gifხო... ალბათsmile.gifისე საკურთხევლისკენ ზურგითშემობრუნება სულაც არ არის სასიამოვნო


არც სასიამოვნოა და არც სასურველი. საკურთხევლისკენ ზურგით არ უნდა შებრუნდე, კმევის დროსაც კი.
smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 15 2007, 07:54 PM

ციტატა
ხო ესაა, მეც კარგა ხანი ასე ვაკეთებდი სანამ შენიშვნა არ მომცეს, მამაო რომ აკმევს დასავლეთის მხარეს შეჩერდება ხოლმე და უყურებს როგორ შესცქერის მრევლი, შემდეგ გამოფხიზლდებიან და კვლავ შესაბამის მდგომარეობას უბრუნდებიან ასეა, როდესაც ხატებს უკმევდა ხოლმე, მე თავს ვხრიდი, შემდეგ მასწავლეს რომ თავი უნდა მოვუხარო იმ ხატს რომელსაც უკმევენ, ისე მნათეებს საკურთხეველში საკუთრივ გვიკმევენ, სულ ბოლოს როცა გარეთ უნდა გამოვიდეს დიაკონი ან მღვდელი. . .



სხვათა შორის ტაძრის კმევის დროს ჩემი მოძღვარი მრევლსაც აკმევს ხოლმე, თუმცა მეც გამიგია, რომ კმევის დროს მრევლი არ უნდა ტრიალებდეს მოძღვართან ერთად. პირადად მე გააჩნია სად ვდგევარ, თუ ისე ვდგევარ, რომ მოძღვარს კმევის დროს ზურგით უდგები, მართალი გითXრათ ამ დროს უხეხულობას ვგრძნობ, არა მხოლოდ მოძღვრის მიმართ, არამედ, თვთონ ამ რიტუალის (კმევას ვგულისმობ) მიმართაც, ამიტომ მაინც ვტრიალდები.
რაც შეეხება ზიარების წინა ლოცვებს სახლში მირჩევნია წავიკითხო, ტაძარში არ გამომდის, სამადლობელი კი ჩვენთან წირვის დასრულების შემდეგ იკითხება, ასე, რომ შეგიძლია მოუსმინო, თუ არადა სახლში წავიკითხავ ხოლმე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2014, 04:10 PM

„შეუძლებელია გულით ლოცულობდე და თან ეკლესიაში მყოფთა თვალიერებით იკმაყოფილებდე ცნობისწადილს“.

/არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2014, 01:49 PM

„ჩვენი ქცევა ტაძარში უნდა შეესაბამებოდეს მის სიწმინდეს და დიდებულებას.“

„წმინდა ტაძარში ჭეშმარიტად თავდაჭერილი იყავი“.

„ნახევარმეტანია მიწაზე ხელის შეხებით“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2014, 01:12 PM

"თუ ტაძარში სივიწროვეა, უმჯობესია, დაწესებული მეტანიებიც არ შევასრულებთ, რომ ჩვენ გვერდით მდგომთა ლოცვითი განწყობა არ დავარღვიოთ".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 08:56 PM

„სახლსა შენსა შუენის სიწმინდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა“ - სახლში იგულისხმება ეკლესია, მიწიერი და ზეციური, - სასუფეველი.

ეკლესიაში ქრისტიანები სიწმინდით უნდა ვცხოვრობდეთ და სიწმინდით განვადიდოთ უფალი, რათა როგორც უფალი იყო უბიწო თავის ხორცით, მიუდრეკელი ყოველგვარი ცოდვისაკენ, ასევე უნდა ვიყოთ ჩვენ მიუდრეკელნი და განწმენდილნი ყოველგვარი ცოდვისაგან“.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 05:40 PM

„თუ ადამიანს ცოცხალი რწმენა და სიყვარული არ ექნება და საკუთარ ძალებს დაემყარება, ძალიან მალე დაეცემა და მცირე განსაცდელიც უფლის საყვედრებელს ამოათქმევინებს.
კვლავ პავლე მოციქულის სიტყვა გავიხსენოთ:
თუ ქრისტიანად ყოფნა გწადია, თავი განსაცდელთათვის განამზადეო, თუმცა ზოგს ჰგონია, რადგან ტაძარში მოვედი, დღეიდან ჩემი გზა ია-ვარდით მოიფინებაო, რაც არასწორია.
ქრისტიანის ცხოვრება - განუწყვეტელი ბრძოლაა, რომლის გადატანასაც მუდმივი წვრთნა, უფლის დიდი მადლი და შემწეობა სჭირდება“.

/მღვდელი საბა ბიკაშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2014, 04:23 PM

"ეკლესია არის უკვდავი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2014, 06:55 PM

"იცით რა არის ეკლესიური ცხოვრება?

უპირველეს ყოვლისა, იგი საკუთარ თავთან გამკლავების ხელოვნებაა!"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2014, 05:51 PM

„დედამიწაზე უამრავი ადამიანი ცხოვრობს, უფალმა კი შენ გამოგარჩია, ათას საცდურს გამოგარიდა და ეკლესიამდე მოგიყვანა.

ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა.

ეკლესია გვაფრთხილებს, რათა სულიერი სვლა დავიწყოთ, ერთგულების, ერთსულოვნებისა და თავდადების გრძნობა განვავითაროთ - ლოცვით, მარხვით, მორჩილებით... ამ ყველაფერმა კი უფალთან მიგვიყვანოს“.

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2014, 07:26 PM

"ეკლესიას უწოდებენ კათოლიკეს, რაც ნიშნავს საყოველთაოს. ასე იმიტომ ეწოდება, რომ მას ეკუთვნიან ყოველი ადგილის, დროისა და ხალხის მორწმუნეები".

/დეკ. გიორგი ყიფშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2014, 09:40 PM

ტაძარში "ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შევდივართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2014, 07:40 PM

"ამქვეყნიურ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი - მოზეიმე".

/ილია II/

"წმინდა ამბროსი მიუთითებს:

"ვინც ტაძარში წირვა-ლოცვის დროს საუბრობს, შემდეგ მას მწუხარებები ეძლევა ღვთისგანო".


"ტაძარი - ეს არის ღვთისმეტყველება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2014, 07:54 PM

"წმინდა გრიგოლ მცირე ერთ თავის ნაშრომში წერს:

"საკურთხევლიდან, როგორც სამოთხიდან გამოედინება ოთხი მდინარე და ეს არის ოთხი სახარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2014, 01:41 PM

"სულიერი განადგურება შეუძლებელია ქრისტიანების, რადგანაც ჩვენ გვაქვს განცდა დაუსრულებელი სიცოცხლის ანუ მარადიულობის.

უამრავი მხედართმთავარი, იმპერატორი, ქალაქმთავარი დაეცა და განადგურდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ ეკლესია გადარჩა და თავის არსებობას აგრძელებს.

ნუ შეგეშინდებათ ქრისტიანებო, თუ ეკლესიის წიაღში რაიმე უსამართლობას ან უზნეობას იხილავთ, ეს იმიტომ ჩანს ასე ნათლად, რომ თეთრ წმინდა მიტკალზე წითელი ლაქა რომ დავაწვეთოთ, ის ნათლად შესამჩნევი ხდება, ვიდრე სიწმინდე და სითეთრე მიტკლისა.

ასევეა ეკლესიაშიც, ვინც უზნეოდ ცხოვრობს , როგორც მუწუკი, ისე ამჩნევია ჩვენს ეკლესიას, მაგრამ მუწუკის დასასრული მისი განკურნებაა ან სხეულიდან მოცილება.

არ განიკითხოთ, ეკლესიის ბრალი ეს არ არის, რადგანაც ეკლესია წმინდაა თავისი ბუნებით".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2014, 06:22 PM

"ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს.

გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს;

სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 05:02 PM

"მართლმადიდებელი ეკლესიაა ის უდიდესი ბასტიონი, რომელსაც ბოროტი სული ვერ გადალახავს და ვერ სძლევს".

/დეკ. დავით ისაკაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2014, 11:08 AM

"გიყვარდეს ღვთის სახლი, მაგრამ საკუთარ თავშიც ააშენე ღვთის ტაძარი. ლოცვის სახლიდან მოიტანე ლოცვის სული და მისით, შენს სახლშიც განაბწყინვე შენი პატარა საიდუმლო ტაძარი".

წმინდა მამები ამბობენ: "შეიძლება ადამიანმა სახლი შეიტანო ტაძარში ან კიდევ პირიქითაც მოხდეს და ტაძარი შეაბრძანო სახლშიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 11:17 PM

"უფალი ცხოვრობს ეკლესიაში"

პოსტის ავტორი: vaso92 თარიღი: Feb 9 2015, 05:52 PM

marine
უფალი ყველა მორწმუნე ადამიანის გულში ცხოვრობს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2015, 05:15 PM

"ქრისტიანი რომ დადის, დადის ტაძარი"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2015, 11:09 PM

"...სადაც განუწყვეტლივ, დღისითა და ღამით, თვალი და გულია ღვთისა, სადაც ღმერთი, მზეზე უთვალავჯერ ნათელი თვალებით უმზერს მლოცველთ და არამლოცველთ. გულმოდგინეთ - სიმშვიდითა და ცოდვების მიტევებით აჯილდოებს, უზრუნველთ - თავისი მადლის წართმევით სჯის..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 10:19 PM

"ეკლესია სიყვარულის ადგილია"

/დეკ. ელიზბარ სოფრომაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:50 PM

"ღმერთს რწმენით ყველაფერი საუკეთესო უნდა მიართვათ. მხოლოდ თაფლის სანთლები აანთეთ და თუ არაა ტაძარში, სანთლის ფული ისე შესწირეთ და თქვენი სანთლები დაანთეთ, ფული კი აუცილებლად შესწირეთ ეკლესიას, რადგან ამით არსებობს იგი".

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 03:23 PM

“ერთხელ ვკითხეთ [წმ. გაბრიელს]: - აი, რუსები როგორი მოწესრიებულები არიან ტაძარში-თქო. - სამაგიეროდ ჩვენ დიდი სიყვარული გვაქვსო, - გვიპასუხა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2015, 10:34 PM

"умный человек приходит в Церковь, чтобы изменить себя, а глупый - чтобы изменить Церковь."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 03:59 PM

"ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი"

/წმ. იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2015, 08:38 PM

"ეკლესია ყოველთვის იყო მეცნიერების დუღილის ადგილი"

/დეკანოზი დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2015, 01:03 PM

"ტაძარი არ არის ის ადგილი, სადაც შენი სხეული უნდა გამოაჩინო"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2015, 03:34 PM

"თუ გსურს, რომ საყდარში მისვლა უნაყოფოდ არ დარჩეს შენთვის, ესრეთ მოიქეცი:

რა გუნებაზეც ხარ იმ დღეს, როდესაც მიდიხარ ტაძარში, შეგიძლია იმ გუნებითვე შეხვიდე, ესე თუ მხიარული ხარ რისგანმე, იმ დღეს შედი ტაძარში მხიარულად, მადლობა შესწირე ღმერთს, რომელმან მოგცა მხიარულება.

თუ მწუხარე ხარ რისგანმე, შეიყვანე შენთან შენი მწუხარება ტაძარში, ისარგებლე მწუხარე გუნებით, მწუხარებითა და შემუსვრილი გულით ილოცე იმ დღეს.

ყოველ შემთხვევაში უგრძნობელად და დაფანტული გონებით ნუ ხარ ტაძარში".

/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 07:20 PM

"ეკლესია არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენი სულისა და ხორცის აურაცხელ წყლულს, სალბუნს ადებს ზეციური მკურნალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:30 PM

"ეკლესიაში დუმილზე

წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარდგა და ესაუბრება მას, მაგრამ მონის ძახილზე ტოვებს მეფეს და მასთან იწყებს საუბარს; ასეთია ისიც, ვინც საუბრობს და დაბნეული ხდება ღვთისმსახურების დროს".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2015, 10:20 PM

"ეკლესიაში შესვლისას პირჯვარს ვისახავთ, მცირე მეტანიას ვაკეთებთ და ვემთხვევით ანალოგიაზე დაბრძანებულ ხატს"

"მგალობლების ხმის აყოლა არ შეიძლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 07:18 PM

"მონასტერშიც რომ ცხოვრობდე და ყოველდღე წირვა-ლოცვას ისმენდე, კვირა დღე მაინც უფრო მეტი კრძალვით და სიწმინდით უნდა გაატარო"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2015, 07:33 PM

"Церковь – это корабль. Кто- то может на нём спать, кто-то ничего не делать, кто-то бороться с волнами. Но он всё равно продолжает свой путь, и вместе с ним плывут вперёд и все пассажиры. Главное – находиться внутри Церкви. Поэтому старайтесь не пропускать богослужения и почаще бывать в храме".

Преподобный Паисий Святогорец

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2015, 07:15 PM

✞ ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის. ✞

წმ. ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2015, 09:57 PM

"თუ მე გამოვასწორებ საკუთარ თავს, იმდროულად გამოსწორდება ეკლესიის ნაწილი"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 10:54 AM

"საკურთხეველი შემაღლებულია, რათა ყველამ იხილოს მოქმედება, რომელიც იქ ხდება. ასევე მიგვანიშნებს, რომ ის, რაც საკურთხეველში ხდება, თავისი სულიერი მნიშვნელობით, ყოველგვარ ამსოფლიურზე მაღლა დგას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2015, 07:46 PM

"ღვთის მადლი რომ არ დაკარგო, მოწიწებით ფეხის თითებზე უნდა დადიოდე ეკლესიაში, სულიერად გრძნობდე ამას. ადამიანი ტაძარში ზედმეტად არც უნდა სუნთქავდეს"

/დეკ. არჩილ ავანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2015, 08:06 PM

"სამეუფო კარი იმიტომ ეწოდება შესასვლელს, რომ აქედან დიდების მეუფე - იესო ქრისტე, შემოდის ხალხის საზიარებლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2015, 05:52 PM

"ზოგი ხანდახან შემოიფრენს ტაძარში"

/დეკ. არჩილ ავანაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 01:37 PM

"... რომ ელოცათ და ტაძრის ანგელოზს დამშვიდობებოდნენ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 09:58 PM

"ტაძარში მისვლას ვერავინ დაასწრებდა და იქაურობასაც ყველაზე გვიან ტოვებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 02:10 PM

"კვირადღე ქრისტიანის სიხარულია!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 09:27 PM

"ღმერთი და ადამიანები გაერთიანდნენ. ტაძარი ზეცას მიემსგავსა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2015, 10:39 PM

"სოფელში ტაძრის ზარის ხმა რომ გვესმის, სული ზეიმობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 08:17 PM

"ტაძარი გამუდმებით თავისთან მიხმობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 10:21 PM

"ტაძარი გაცილებით ახლობელი გახდა მისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 10:47 PM

"იქიდან გამომიყვანა (როგორც სჩვეოდა, საკურთხეველში არასოდეს საუბრობდა)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2015, 11:29 AM

"ტაძარში მობილურ ტელეფონზე არ უნდა ფიქრობდე: არც შენ უნდა რეკავდე და არც ზარებს პასუხობდე"

/მთავარეპისკოპოსი მარკოზი (არნდტი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 11:05 PM

"უფლისაა მთელი დედამიწა, იგი ყველგან მყოფია, მაგრამ უფალი განსაკუთრებით ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისუფლდება სულიერი სიბრმავისგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2016, 10:53 PM

"ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი".

/წმ. იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2016, 12:20 PM

"ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება მეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.

ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას".

/მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტელი ახალმოწამე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2016, 09:09 PM

"ეკლესიაში ნუ იფიქრებ შენი მკვდრის დამარხვაზე (ანუ ეკლესიაში ყოფნისას ნუ იფიქრებ იმაზე, თუ როგორ მოაწყო შენი ცხოვრებისეული საქმეები).

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 11:11 AM

"ქრისტეს სხეული, ანუ ეკლესია, უბრალოდ ნაგებობა კი არა, სულიერი ორგანიზმია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 12:08 PM

"ეკლესია არის ზეჰუმანური და ზეადამიანური დაწესებულება , სადაც "აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ვართ ქრისტე იესოში" (გალატელთა მიმართ, თ.3,28)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 10:21 PM

"როდესაც შენ ტაძარში ხარ, იცოდე, რომ უკვე ზეცაში ხარ!"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2016, 11:04 AM

"ყველას "ძლიერთა ამა სოფლისა", რომლებიც შეეხებიან ეკლესიას და არ მისცემენ ჩვენს ერს საშუალებას, რომ ეკლესიით ისუნთქოს და გაძლერდეს, ყველას გონება წაერთმევა, მათი ქმედებები იქნება სულელური, უგუნური".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2016, 08:41 PM

"უფალი, მადლი საკურთხეველშიც არის, და ტაძრის გარეთაც, თქვენს ოჯახებში, თქვენს სამსახურებში, ყველგან არის ღმერთი. ცხოვრება ღმრთისმსახურებად, ერთ დიდ ლიტურღიად უნდა გადავაქციოთ. ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა. ეს, ერთი მხრივ, დიდი ბედნიერებაა. მეორე მხრივ, ეს არის პასუხისმგებლობა, რადგან გარეთ თუ შენ სხვანაირად იქცევი, ვიდრე აქ, ტაძარში, აქ სხვანაირად გაცვია, გარეთ - სხვანაირად, აქ სხვანაირად მეტყველებ, გარეთ - სხვანაიარად და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ღმერთს უარყოფ ტაძრის გარეთ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2016, 02:44 PM

"ღმერთმა მოგცეთ სინანული და მუდმივი იძულება საკუთარ თავზე. დღეს, 21-ე საუკუნეში, ყოველი ადამიანი, რომელიც აქ დგას, თუნდაც დღეს მწუხრ-ცისკრის ლოცვებზე, ჩემს თვალში გმირია. ხანდახან მკაცრად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ ხანდახან უნდა მოვეფეროთ კიდევაც ერთმანეთს. ასეთი ადამიანები არად დაგიდევენ ამცხოვრებისეულ პრობლემებს, სიძნელეებს, ამცხოვრებისეულ ჯოჯოხეთურ დინამიკას, აქ დგანან და მარადისობას ეძიებენ ღმრთის წინაშე გარინდებულნი. შეგეწიოთ უფალი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 12:21 PM

"მტვერი იქ უნდა გადაიყაროს, სადაც ფეხი არ ხვდება, რადგან ის ტაძრისეულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 12:34 PM

„გახსოვდეს, ყოველთვის გულმოდგინედ გამოწმინდე ტაძარი - მაშინ ღირსი შეიქნები ზეციურ სიკეთეთა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 06:20 PM

"გიყვარდეს ღვთის სახლი, მაგრამ საკუთარ თავშიც ააგე ღვთის ტაძარი".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 10:57 PM

"როცა ადამიანი უყურადღებოდ არის ტაძარში, იგი თავის თავსაც პარავს ღვთის მადლს და სხვასაც".

/მამა გიორგი გაბუნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 07:28 PM

"ტაძარი გულის შემმუსვრელი იყო, რამდენიმე ძველებური ხატით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:51 PM

"უსამართლობაა ეკლესიისთვის ქვების დაშენა, თუკი ერთხელაც არ შესულხარ შიგ. ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობა აკურთხებს ადამიანს. რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდება ამ ცხოვრებას, იგრძნობს ლმობიერებას, სიტკბოს, სილამაზესა და ერთობას სხვებთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 02:50 PM

"ეკლესიაში თითოეული საიდუმლოდ იღებს ძალას უყვარდეს ყველა "მოწყალებითა ქრისტე იესუისითა" (ფილ. 1.8), იყოს მატარებელი სამყაროში სიყვარულისა".

/დეკ. პავლე ქინქლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 02:03 PM

"ეკლესია არაფერს ითხოვს მორწმუნისაგან, გარდა სარწმუნოებისა და სულიერი მსხვერპლისა".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 09:09 PM

"ეკლესიის გარეთ ეძებენ ბედნიერებას და გადარჩენას. თითქოს სადღაც გაბნეულია ჭეშმარიტება და სხვაგან უნდა მოკრიფონ".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:19 PM

"ქადაგების მოსმენა უმჯობესია ტაძარში, რადგან იქ სულ სხვა ძალა და სიცოცხლე აქვს ღვთის სიტყვას".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:46 PM

"ტაძარში საოცრად გრძნობ, როგორ შეგიტოკებს ამბიონიდან მოსმენილი სიტყვა გულს, როგორ გენიშნება იგი... შინაგანად მიხვდები, რომ სწორედ შენი გადარჩენისთვისაა ის ნათქვამი".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 03:19 PM

"კეთილმოეწყო ტაძრის შემოგარენი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 01:58 PM

"აღსავლის კარი ორსაგდულიანი დიდი კარია, რომელიც კანკელის შუაშია მოთავსებული. ამ კარით თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მეუფე დიდებისა, უხილავად გაივლის ხოლმე წმინდა ძღვნის სახით".

/დეკ. გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 02:20 PM

"სამკვეთლოს ტრაპეზზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ტაძრის კურთხევისას მას მხოლოდ ნაკურთხ წყალს ასხურებენ, მაგრამ რადგანაც მასზე სრულდება კვეთა და წმინდა ჭურჭელი აწყვია, სამკვეთლოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს და მასთან მიკარების უფლება სასულიერო პირების გარდა არავის აქვს".

/დეკ. გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 10:31 AM

"ამბა ლეონტიმ მოგვითხრო: ერთ კვირა დღეს მივედი ეკლესიაში წმინდა საიდუმლოს მისაღებად. დავინახე ანგელოზი, რომელიც იდგა ტრაპეზის მარჯვენა მხარეს. შევშინდი და კელიაში დავბრუნდი. მომესმა: მას შემდეგ, რაც აკურთხეს ეს ტრაპეზი, მე მაქვს კურთხევა, აქ ვიმყოფებოდეო", - წერს ნეტარი იოანე მოსხი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 10:18 PM

"ნათქვამია, როდესაც ტაძრის ბილიკი აბალახდება, საპყრობილის გზა ატალახდებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2016, 09:07 PM

"დედაეკლესიას უდიდესი მადლი აქვს. ადამიანი შორიდან რომ დაინახავს ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, ერთი მადლს იღებს. როდესაც შიგნით შევა და სანთელს დაანთებს, ორ მადლს, ხოლო მთლიან ლიტურგიას თუ დაესწრება, თანაზიარი ხდება შვიდი მადლისა".

/მამა ნიფონტი (ქევხიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 11:01 PM

"რა შორს დავეხეტებოდი შენს ბედნიერ სახლს მოწყვეტილი".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 08:12 PM

"ძნელად დავეხსენით სილაჟვარდეში შეჭრილ უფლის სახლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:40 PM

"ტაძარში ანგელოზივით იდექი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 11:29 PM

"ის [წმ. იოანე ოქროპირი] მოუწოდებდა, რაც შეიძლება ხშირად ყოფილიყვნენ ეკლესიაში, სადაც ადამიანი თავისი ნების მიუხედავადაც კი უკეთესობისკენ იცვლება.

იოანე ამბობდა: - როცა ადამიანი ეკლესიიდან გამოდის, არავის არსწავლის, არავის უქადაგებს, მაგრამ სახის სიმშვიდე, გამოხედვა და თვით ხმა აჩვენებს, თუ რა სიხარული განიცადა, როგორი მადლი მიიღო თავის სულში. ჩვენ ეკლესიიდან ისე უნდა გამოვდეთ, როგორც ხელდასხმულნი გამოდიან საკურთხევლიდან, რათა ჩვენი შეხედვით შეიგრძნონ, რა მადლი მიგვაქვს აქედან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:29 PM

"სვანური ტრადიციით, როცა ტაძარში შედის მლოცველი, ზარს რეკავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 01:32 PM

"შესაძლოა ბრძოლის ველზე დამთავრდეს ბრძოლა, მაგრამ ეკლესიაში ის არ სრულდება - ეს მუდმივი პროცესია. ჩვენი დემობილიზაცია არ ხდება, მუდამ ბრძოლის ველზე ვრჩებით. როდემდე? უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!"

/დეკ. დავით ლონდარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 01:56 PM

"წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუ გონება გეფანტება, ეცადე, მაინც უსმინო მსახურებას, მაგრამ არ ილაპარაკო. თუ ჩუმად იდგები ლოცვაზე, უფალი შენს სიჩუმესაც შეიწირავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 01:44 PM

"ეკლესია მებრძოლია, რამეთუ გამუდმებით უპირისპირდება ბოროტებას. ეკლესია მუდამ იყო ერის შემადუღებელ-გამმთლიანებელი ძალა. ეკლესია მუდამ წმინდაა. ცალკეულ სასულიერო პირთა თუ მორწმუნეთა უღირსი საქციელი ვერ დაჩრდილავს მის სიდიადეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:33 PM

"წმინდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:59 AM

"თურმე ჩემს დიდ ბებიას სალოცავიდან ფოთოლიც რომ ჩამოჰყოლოდა, მის დასაბრუნებლად უკან 7-8 კილომეტრის ბილიკებით გავლას არ დაზარდებოდა".

/მამა მალხაზ ყიფიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2016, 09:46 PM

"ეკლესიის რომელიმე წევრის სულიერი დაცემულობა ან ცოდვათა სიმრავლე მისტიკურ კავშირშია მრევლთან და მთელ მრევლზე მოქმედებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 06:08 PM

"როცა ტაძარში შევდივართ წირვა-ლოცვაზე დასასწრებლად, უპირველეს ყოვლისა, ერთი ფიქრითა და აზრით განვიმსჭვალოთ, რომ აქ ყოველივე სასწაულითა და იდუმალებით არის მოცული, რაც ყოველგვარ ადამიანურ აზრსა და გონებაზე ზეაღმატებულია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ღმერთი უფრო ახლოა თითოეულ ადამიანთან, ვიდრე თვით ადამიანი საკუთარ თავთან".

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2017, 09:51 PM

"ეკლესიაში მლოცველს გული გრილი არ უნდა ჰქონდეს; მან ან შიში უნდა იგრძნოს თავისი ცოდვებისა და უღირსების გამო, ან მწუხარება და ნუგეში, ან რომელიმე სხვა სულიერი გრძნობა. ვინც ეკლესიაში გულგრილად დგას და არაფერს გრძნობს, მისი ლოცვაც გრილი და უნაყოფო იქნება... ვინც ტაძარში უკრძალველად იქცევა, იგი ბეჯითად და კეთილად ვერც სხვა ქრისტიანულ მოვალეობას აღასრულებს".

/წმ. გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 07:54 PM

"მართლმადიდებლურ ეკლესიას ლაზარეთს, უფრო ზუსტად, სამშვინველის განმკურნებელ ტაძარს უწოდებენ".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:01 AM

"დღედაღამ მარხვასა და ლოცვაში "მივრდომილი იყო სახლსა ღმრთისასა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 10:19 PM

სქემიღუმენმა საბამ [ოსტაპენკო] ბრძანა: "ვინც ღვთისმსახურებისას საუბრობს, ეშმაკის თანამოაზრე ხდება, რომელიც კაცისთვის ლოცვის წართმევას ცდილობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 01:35 PM

"ეკლესიაში რომ აღმოვჩნდით, ეს ჩვენი სიმართლის საზღაური კი არა, ღვთის წყალობაა."

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2017, 10:40 AM

"- ზოგიერთი სწორედ "ხვალინდელ დღეს" ელის გამუდმებით, სახვალიოდ დებს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას...

- მათ ხელს უშლით ბოროტი სული, რომელსაც წმინდა მამებმა "ხვალის ეშმაკი" უწოდეს. ერთ-ერთ წმინდა მამას საოცარი გამოცხადება ჰქონდა - ბოროტი სულების კრება იხილა. მათ სატანამ ბოროტების ჩადენა დაავალათ. ვინც ყველაზე დიდ ბოროტებას ჩაიდენდა, გვირგვინს დაჰპირდა. როცა კვლავ შეიკრიბნენ, ზოგმა თქვა, კაცს კაცი მოვაკვლევინეო, ზოგმა - ამა თუ იმ ხორციელ ცოდვაში ჩავაგდე ადამიანიო... სატანამ არც ერთის ჩადენილი ბოროტება არ მოიწონა და არ ჩათვალა გვირგვინის ბოძების ღირსად. ბოლოს ერთმა ბოროტმა სულმა თქვა: ხალხს ვუქადაგებ, აღსარება ჩააბარონ, ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგნენო. სატანას გაუკვირდა: ეს რა ბოროტებაა, ასე ხომ ცხონდება კაციო. მართალია, ჭეშმარიტებას ვქადაგებ, მაგრამ ყველას ჩავძახი, მისი აღსრულება მეორე დღისთვის გადადოსო, -აუხსნა ბოროტმა.

სწორედ მან დაიმსახურა გვირგვინი სატანისგან. ამგვარად, როცა ეკლესიური ცხოვრების დაწყება, მოძღვართან მისვლა და აღსარების ჩაბარება გვსურს, მაგრამ მომავლისთვის გადავდებთ, "ხვალის ეშმაკი" გვებრძვის. ამიტომ ვძლიოთ თავს, შევებრძოლოთ ბოროტ სულს, არ გადავდოთ სამომავლოდ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. მთავარია, ბოროტის ნებას არ დავყვეთ, ძალით კი ვერაფერს გაგვაკეთებინებს."

/მამა იაკობ აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2017, 10:50 AM

"შეიძლება ითქვას, შესამოსელი სულის გარეგნული გამოხატულებაა. ადამიანის სულიერი შესამოსელი, მისი შინაგანი მისწრაფება, შინაგანი რწმენა ფიზიკურ სამოსზეც აისახება. გარეგნული სამოსით მორწმუნე იოლად მიხვდება, რა ხდება ადამიანის სულში. ზოგი ტაძარში ქრისტიანისთვის შესაფერისად ჩაცმული მიდის, დანარჩენ დროს კი ღვთისთვის მიუღებელ სამოსში ატარებს. მისი შინაგანი ცხოვრება სწორედ იმ სამოსში ვლინდება, ყოველდღიურად რომ იცვამს. შესაბამისად, მისი ეკლესიის შვილობაც, ქრისტიანობაც ტაძრის ზღურბლთან მთავრდება. და ეს ეხება არა მხოლოდ ჩაცმულობას, არამედ ნებისმიერი მცნების შესრულებას: ქრისტიანობას მხოლოდ ტაძარში არ უნდა ვავლენდეთ."

/მამა იაკობ აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:29 PM

"ტაძარში, ღვთის წინაშე მოსიყვარულე გულით თუ გვინდა წარდგომა, მანამდე შინ და ადამიანებთან ურთიერთობისას მუდმივად უნდა ვაწრთობდეთ მას სიყვარულში."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:58 AM

"ეკლესიას სხვადასხვანაირი ადამიანი სჭირდება მსახურებისთვის: რბილი ხასიათისაც და მკაცრი ზნისაც, ისევე, როგორც ადამიანის სხეულს სჭირდება სხვადასხვანაირი საჭმელი, ტკბილიც, მჟავეც, ბაბუაწვერას მწარე ფოთლებიც კი. თითოეული საჭმელი ხომ თავისებურია შემადგენლობით და ვიტამინებით. ასევე ეკლესიის სხეულისთვის აუცილებელია ყველანაირი ყაიდის ადამიანი. თითოეული ჩვენგანი მოვალეა, მოყვასის არა მარტო სულიერი ხასიათი დაითმინოს, არამედ მისი კაცებრივი სისუსტეებიც. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგს უგუნური პრეტენზიები აქვს სხვების მიმართ. სურთ, რომ ყველა მათნაირი სულიერი ზნისა იყოს და თუ განსხვავდება, ასკვნიან, არასულიერიაო."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2017, 11:18 AM

"მეუღლე რომ გარდამეცვალა, უფროსი ბიჭი ექვსი წლის იყო, უმცროსები კი სამისა და ხუთის. მათ მომვლელად ჩემი გაუთხოვარი და მოვიყვანე, მაგრამ ბავშვები ტიროდნენ და დედას ითხოვდნენ. ჩემი ტკივილიც მეყოფოდა და ამათი საქციელი ხომ სულმთლად მიკლავდა გულს. ერთხელ, ვერ მოვითმინე, სამივე მანქანაში ჩავსვი და ეკლესიაში მივიყვანე. ვუთხარი, იქ არ იტიროთ, რადგან დედიკო გიყურებთ და ეწყინება-მეთქი. დამიჯერეს და ხმა არ ამოუღიათ, თუმცა იქაურობას გაფაციცებული ათვალიერებდნენ. თითქოს დამშვიდდნენ, მაგრამ მას შემდეგ ხშირად მთხოვდნენ - დედიკოსთან წაგვიყვანეო. ასე შევეჩვიეთ ეკლესიას და მეც, რომელიც ალბათ ორიოდეჯერ ვიყავი ტაძარში ნამყოფი, ისიც - ექსკურსიაზე, მრევლის წევრი გავხდი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 12:19 PM

"ადამიანები ხშირად უნდა დადიოდნენ ტაძარში და თავის სახლში ხატების კუთხით პატარა ტაძრის ფუძე უნდა გააკეთონ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 10:54 AM

"პირობითად ეკლესია იყოფა ზეციურ (ყოვლადწმინდა მარიამი, ანგელოზების ზეციური ძალები, ყველა წმინდანი და გადარჩენილი ქრისტიანები), რომლებიც ასევე მოზეიმე ეკლესიად იწოდებიან და მიწიერად, რომელიც მორკინალ ეკლესიად იწოდება. მორკინალი ეკლესია ამქვეყნად ეშმაკთან და მის მსახურებთან ბრძოლაშია ჩაბმული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 04:34 PM

"სულის მოკვდინების უტყუარი ნიშანია - ღვთისმსახურებებისაგან თავის არიდება. ადამიანი, რომელსაც უფლისადმი გული გაუცივდა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიაში სიარულს გაურბის: თავიდან, ცდილობს, წირვა-ლოცვაზე დაიგვიანოს, ბოლოს კი სრულიად წყვეტს ტაძარში სიარულს".

/წმ. ბარსანუფი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 12:18 PM

- აუცილებელია თუ არა ეკლესიისთვის შესაწირის გაღება?
- ეკლესია მოციქულთა დროიდან შეწირულობით არსებობს. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: ჩვენ სულიერს გაძლევთ და უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რით შეიძლება გამოვხატოთ მადლიერება ეკლესიის წინაშე, ის ხომ მორწმუნეს ყოველივე სულიერს აძლევს - სიმშვიდეს, სიხარულს, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და აყენებს გადარჩენის, განღმრთობის გზაზე?
შემოწირული თანხის ნაწილს სასულიერო პირები მოიხმარენ. თავად მაცხოვარმა მოგვცა ამის მაგალითი: როდესაც მოციქულები საქადაგებლად წარგზავნა, თან არაფრის წაღების ნება არ მისცა - არც საჭმლის, არც ტანსაცმლის; ისინი, ვისაც მოციქულები ჭეშმარიტ სარწმუნოებას ახარებდნენ, ვალდებული იყვნენ, შეენახათ, ეპატრონათ მათთვის. თანხის სხვა ნაწილი და სანთლის გაყიდვით შემოსული თანხა ტაძრის აღმშენებლობას, კეთილმოწყობას, კომუნალურ გადასახადებს, სტიქაროსნების, მედავითნეების ხელფასს ხმარდება.
შესაწირავი ნებაყოფლობითია, მაგრამ ტრადიციულად მღვდელმსახურებისას - შეკვეთილი წირვის, პარაკლისის, პანაშვიდის, ნათლობის, ქორწინების, წესის აგების დროს იწირება. გახსოვდეთ, ისევე როგორც თავის დროზე იდგა უფალი შესაწირის ყუთთან და ქვრივის გაღებულ ორ მწვლილსაც ხედავდა და მდიდრების შესაწირსაც, ახლაც მიითვლის ჩვენგან გაღებულს, თანაც იმასაც ჭვრეტს, როგორი გულითა და რწმენით ვჩადით ამას!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:36 AM

"ეკლესიის ყოველი წევრი, მიუხედავად ნაკლოვანებებისა, თუ მისი ცხოვრება ღვთისთვის სათნოა, სულიწმინდის მადლით იმოსება".
/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 09:47 PM

"ეკლესიაში ტურისტები შემოვიდნენ - გულში გაღიზიანება ჩნდება. ბევრი ფიქრობს, ზოგიერთი ხმამაღლა ამბობს კიდეც: "რას დაბოდიალობენ უაზროდ... თვითონ არ ლოცულობენ და ხალხსაც უშლიან ლოცვას". მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ვინც გულმოდგინეა, შინაგანი ყურადღებით ლოცულობს, მას ვერავინ და ვერაფერი ხელს ვერ უშლის. წმინდა მამებს ხილული სახით ეშმაკების ლეგიონები ებრძოდნენ, ყვირილით, საშინელი მუსიკით, ხმაურით აშინებდნენ, სენაკსაც კი შეარყევდნენ, გეგონებოდა, საცაა დაინგრევაო, მაგრამ ისინი შეუდრეკელნი იყვნენ ლოცვისას. ხელს ვერაფერი უშლიდათ. თუ კაცს ხელს ვინმე ან რაიმე უშლის ანდა გაღიზიანდება და ბოღმას აფრქვევს - მასში სიძულვილის ცოდვაა."

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 11:15 AM

"როცა კაცი ხილულ ეკლესიას აშენებს, მის სულში უხილავი ეკლესიის მშენებლობა დაწყებული მაინც უნდა იყოს, საძირკველი მაინც უნდა ჰქონდეს ჩაყრილი."

"სადაც დადიხარ, იმ ტაძარშია შენი იერუსალიმიც, თაბორიც და ათონის მთაც."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 07:26 PM

"ერთი წელი ვიცხოვრე პრაღაში. საოცარი ქალაქია, ოქროგუმბათოვან შენობებს თვალს ვერ მოსწყვეტ. ალბათ ამიტომაც ეძახიან "ზლატა პრაღას".
ერთხელ ქალაქგარეთ გავისეირნე. ერთ პატარა, სოფლის ეკლესიაში შევედი. მესა მიმდინარეობდა. ყველანი ისხდნენ, მე ტაძარს ვათვალიერებდი. ღვთისმშობლის (მადონას) სახელობის იყო. ღვთისმშობლის უზარმაზარი ოქროს ქანდაკების შემყურეს ცრემლი მომერია - ჩვენი მოკრძალებული, არამიწიერი ღვთისმშობელი გამახსენდა, აქაური კი მედიდური და მდიდარი ჩანდა.
თვალზე ცრემლი რომ დამინახეს ჩეხებმა, გულთბილად გამიღიმეს. მერე წამოიშალნენ და... მამაკაცთა უმრავლესობა შორტით იყო. არცთუ დიდი მოწიწება ეტყობოდათ. მესაზე დასწრება, კვირაობით მაინც, სავალდებულოა მათთვის და ამას აუცილებელ რიტუალად მიიჩნევენ, ქართველი კი ეკლესიაში იმიტომ მიდის, რომ სული დაიამოს. უფალი ქართველისთვის სისხლი სისხლთაგანია და ხორცი ხორცთაგანი, მხსნელი და მაცხოვარი, ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრების მეგზური, ღვთისმშობელი კი - დედა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 08:03 PM

"შინაგანად სულზე ისე უნდა ვიმუშაკოთ, როცა ვღიზიანდებით, მხოლოდ საკუთარ თავს ვუცქერდეთ. მაგალითად, წმინდა სახარების კითხვისას ტაძარში ტურისტები შემოვიდნენ, აბაკუნებენ ფეხსაცმელებს, აღარ გესმის წმინდა წერილის სიტყვები... აბა, ეს ვის მოეწონება? უნებურად გაჩნდება სულში უკმაყოფილება. მაშინვე უთხარი თავს: ჰოი, ბოროტო სულო! არ მოგწონს, ხომ? რაო, მარტო შენ გინდა ცხონება, ყველა სიკეთესთან ერთად, სხვები კი თუნდაც წარწყმდნენ? ასეა ხომ? შესაძლოა სწორედ დღეს შეეხოს მათ სულებს მადლი, შესაძლოა სწორედ დღეს დაეცეს მათ გულებს თესლი ღვთისმოშიშებისა, რომელიც შენზე მეტ ნაყოფს გამოიღებს! რითი შეგიძლია თავი მოიწონო, იმით, ტაძარში რომ მოხვედი? აქ დასასვენებლად მოსულხარ და არა სამოღვაწეოდ, თუ გარშემო ყველაფერი ხელს გიშლის და ყველაფერს ამჩნევ. აქ გასართობად მოხვედი? აღიარე! საკუთარ სულს ყელზე დანით მიადექი და გონს მოსვლას ნუ დააცლი, სანამ არ დამდაბლდება. თავის მართლების საშუალებას ნუ მისცემ, ღვთის რისხვით შეაშინე, რომ გულში უფლისადმი კრძალვა გაუჩნდეს, ეს შეუფასებელი სიმდიდრეა ჩვენი ცხონებისთვის. უთხარი მას: დადუმდი, შემომსვლელს ნუ დატუქსავ, შეიძლება შენმა სიტყვამ ისინი დაბრკოლოს, საცდურად და დაღუპვის მიზეზად ექცეს. თუ ასე მოხდება, მისნაირ ხვედრს ვერც შენ გადაურჩები."

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 01:01 PM

"ტაძარი სულიერი საავადმყოფოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 08:59 PM

"მორწმუნე ეკლესიაში ნელა, უხმაუროდ, მოწიწებით უნდა შედიოდეს, რადგან ტაძარი ღვთის სახლია, ზეციური მეუფის სამყოფელი, ხმაური, სიცილი და ლაპარაკი შეურაცხყოფს ტაძრის სიწმინდეს და მასში დამკვიდრებულ ღმერთს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 03:40 PM

"ეკლესია გონების ღმერთთან მსხვერპლად მიტანის ინსტიტუტია. ეკლესია სწორედ იმას ემსახურება, რომ ადამიანის გონებამ ქორწინება განიცადოს ჭეშმარიტებასთან, რომელიც გააკეთილშობილებს და გარდაქმნის მას."

/მამა გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:00 PM

"მიტოვებულ ტრაპეზს არ ტოვებენ ანგელოზები სამყაროს აღსასრულამდე. ისინი თავად ასრულებენ მსახურებას, როცა რაღაც მიზეზის გამო იგი ადამიანებისგანაა მიტოვებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2017, 03:23 PM

"[ღირსი სერგი რადონეჟელი] ტაძარში ყველაზე ადრე მიდიოდა, უძრავად იდგა და არამცთუ ჩამოჯდომის, კედელზე მიყრდნობის უფლებასაც არ აძლევდა თავს. იქიდან ყველაზე ბოლოს გამოდიოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2017, 12:52 PM

"ერთხელ მამა ეპიფანესთან (თეოდოროპულოსი) სააღმსარებლოში ვინმე დედაკაცი შევიდა. მოძღვარმა ურჩია, უფრო უბრალოდ ჩაეცვა და არა ასე გამომწვევად. ქალმა იუარა: რას ამბობთ, მამაო, სიცხით ვიწვიო!
მაშინ მოძღვარმა მას XX საუკუნის დასაწყისის ფოტოსურათი უჩვენა. მასზე იმავე ტაძრის მრევლი იყო გამოსახული. სურათი ზაფხულში იყო გადაღებული.
- აბა, ამას შეხედე. ხედავ, როგორ არიან ჩაცმულები მამაკაცები და დედაკაცები? დახურული სამოსი აცვიათ, გახამებული საყელოები, ჰალსტუხები, პიჯაკები, გრძელსახელოებიანი გრძელი კაბები. აბა, რას იტყვი? განა მათ არ ცხელოდათ? მაგრამ ის, რაც გვაცხუნებს, გარეთ კი არ არის, შიგნითაა. მოდა აიძულებთ, გაიხადონ და არა სიცხე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 05:58 PM

"აქტიურად დავდივართ ტაძრებში, ვინანიებთ ცოდვებს, ვაბარებთ აღსარებას. იმისთვის რომ ხალხმა თქვას" ნახეთ რა ეკლესიური და მორწმუნე ადამიანია, რწყილს ფეხს არ დაადგამსო".
ტაძრიდან გამოსულს კი თვალი იმ ლამაზი გოგოსკენ გავირბის გულამოღებულ კაბაში მკერდი რომ ნახევრად უჩანს, არადა ეს გოგო გუშინ, ტაძარში ღვთისმშობელივით სათნოდ გამოიყურებოდა შავ მანდილში."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 09:48 PM

"დღეს ეკლესიას ხშირად აკრიტიკებენ. არ უნდა შეგვეშინდეს ამისა! უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია არის ნავთსაყუდელი, ეკლესია არის ის ძალა, რომელიც ბოროტებას სიკეთედ აქცევს!
მინდა შეგახსენოთ, რომ უფრო რთული და მძიმე წლებიც გამოუვლია ეკლესიას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: "კლდესა ამას ზედა დავაფუძნო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 01:35 PM

"ასაკმა ხელი დამატყო და ტაძარში სიარული უკვე მიჭირს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 07:37 PM

"ეკლესიის სიფაქიზე და სისუფთავე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:23 AM

"ეკლესია ჩემი დიდი იმედია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2017, 10:07 PM

"ქართველი ერი საზოგადოდ მიდრეკილია, თუ მასზე განსაცდელი არ დაეშვა, ტაძრისკენ ნაკლებად იხდება".

/იღუმენი ზენონი (დადვანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2017, 10:57 AM

"ბენედიქტეს მიერ აშენებულ ერთ-ერთ მონასტერში, ცხოვრობდა ვინმე ბერი, რომელსაც ლოცვაზე დგომა არ შეეძლო. როგორც კი ლოცვას იწყებდნენ, ის გარეთ გამოდიოდა და რაიმე მიწიერსა და ამაოზე ზრუნავდა. მას ხშირად შეაგონებდა წინამძღვარი, მაგრამ არა გამოდიოდა რა. ადგა და ღირს ბენექიტესთან მიიყვანა, რომელმაც დატუქსა ის. მონასტერში დაბრუნებული მონაზონი მხოლოდ ორი დღე იყო მორჩილი ბენედიქტეს რჩევისა. მესამე დღეს კი, ძველი ჩვეულებისამებრ, ლოცვისას ხეტიალი დაიწყო. როცა მონასტრის წინამძღვარმა ეს ამბავი ღვთის კაცს მოახსენა, მან თქვა: "მოვალ და თვითონ გამოვასწორებო".
დათქმულ დროს ბენედიქტე მივიდა მონასტერში. ძმებმა ფსალმუნი იგალობეს და ლოცვა დაიწყეს. წმინდა კაცმა დაინახა, რომ ურჩ მონაზონს ვიღაც შავი ბიჭი კაბაზე ექაჩებოდა და გარეთ მიათრევდა. ბენედიქტემ მონასტრის წინამძღვარს, პომპეიანეს და ღვთისმსახურ მავრს ჩუმად უთხრა: "ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ვიღაც ამ ბერს გარეთ მიათრევს?" "არა," - უპასუხეს მათ. "ვილოცოთ, რომ თქვენც დაინახოთ, ვის მიჰყვება ეს ბერი", - თქვა ბენედიქტემ.
ორდღიანი ლოცვის შემდეგ მავრმა ის "ბიჭი" მონასტრის წინ დაინახა, წინამძღვარმა პომპეიანემ კი დანახვა ვერ შეძლო. მეორე დღეს, ლოცვის დასრულების შემდეგ, ღვთის კაცმა მარტოდმარტო მდგარ ურჩ მონაზონს გულის დაბრმავების გამო მათრახი შემოსცხო. იმ დღიდან მონაზონი მშვიდად იდგა ლოცვაზე და შავი ბიჭისგან მოგვრილი განსაცდელები აღარ ეკარებოდა. ამგვარად, ძველისძველმა მტერმა ვეღარ გაბედა ხელმწიფება მის გულისთქმებზე, რადგან თითქოს თვითონაც იძლია მათრახის მიერ."
/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 02:59 PM

ღვთისმსახურებაზე დასწრებით ჩვენ სიმშვიდის ნამდვილ შეგრძნებას მოვიპოვებთ. მწამს, რომ იმ სულიერ სიმშვიდესა და სიწყნარეს, რასაც მორწმუნეები საეკლესიო მსახურებებში მონაწილეობით იღებენ, მათ მსოფლიოს ვერ ერთი საუკეთესო სასტუმრო, თუ სანატორიუმი ვერ მოუტანს. ხომ ხშირად ხდება, რომ ადამიანები ასეთ დაწესებულებებს კიდევ უფრო დაღლილები და სულიერად აფორიაქებულები ტოვებენ".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 08:40 PM

"წმიდა იოანე ოქროპირს ერთი შესანიშნავი დარიგება ეკუთვნის: "გინდა იცოდე, რა არის ეკლესია და რაში მდგომარეობს ეკლესიის სასწაულთმოქმედება? ეს ძალიან ადვილია: შედი ტაძარში და დაელოდე: ტაძარში მგლები ცხვრებად იქცევიან, შედის ავაზაკი და წმინდანი გამოდის, შედის მრისხანე და თვინიერი გამოდის, შედის ადამიანი და ანგელოზი გამოდის..." და ღვთაებრივი ოქროპირი ასე აგრძელებს: "და რას ვამბობ, ანგელოზი? შედის ადამიანი და მადლით ღმერთი გამოდის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 10:53 AM

"ტაძარში ლოცვის დროს საუბარი არის ღვთის შეურაცხყოფა".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:21 PM

"ადამიანი, რომელსაც მღვდელმსახურებისას ლაპარაკობს, ეკლესიიდან მიაქვს არა მადლი, არამედ სასჯელი".

/მამა კონსტანტინე (გიორგაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2017, 03:10 PM

"ჩვენი ერთადერთი დედა, მზრდელი და კიდობანი არის ეკლესია".

/არქიმანდრიტი ეფრემი, ათონის მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:13 AM

"როცა აღარც კი მქონდა სიცოცხლის სურვილი, მომიწოდა უფალმა ეკლესიაში".

/დიაკონი გიორგი შიობრიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:37 AM

"მამა მაქსიმეს [ფაიქიძე] დიდი შრომითა და მონდომებით დღეს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის კარ-მიდამო ბაღნარადაა ქცეული, რომელსაც ყველა მნახველი აღტაცებაში მოჰყავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:24 PM

"ისე არასდროს გამოვდივარ ეკლესიიდან, რომ წმინდა ნინოს ხატს ლოცვა-ვედრების გარეშე ავუარო გვერდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 10:56 AM

"ერთი სულიერი შვილი მებოდიშებოდა - ქალი შარვლით შემოვიდა ტაძარში, ვერ მოვითმინე და ვაკადრე, რაც ეკადრებოდაო. ასე არ შეიძლება. ყველა, ვინც ეკლესიაში მოდის, მოდის ღვთით და ვალდებულნი ვართ, მივიღოთ იგი. ამის შემდეგ იწყება მისი ზრდა, მაგრამ ჩვენ კი არ ვზრდით, არამედ უფალი. ჩვენც, მოძღვრები, პასუხს ვაგებთ არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც გავესაუბრეთ, პასუხს ვაგებთ იმათზეც, ვინც უნდა მიგვეღო და არ მივიღეთ."

/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/

"დღესდღეობით ხშირია გამონათქვამები: ამდენი წელია ეკლესიაში დადის და მაინც არაფერი შეცვლილა მასში, ისეთივე ცოდვილი დარჩა და ა.შ. ნუთუ ამაში რაიმე არის გასაკვირი? როგორც სკოლაში სიარული არ ნიშნავს კარგ სწავლასა და განათლებას შესაბამისი შრომის გარეშე, ასევე ეკლესიაში - "სულის სასწავლებელში" მხოლოდ სიარული არ ნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ღვთის ტაძარი უპირველესად სიყვარულის სკოლაა და მხოლოდ შინაგანი, გულისმიერი წვრთნით, წინსვლით უნდა გაიზარდო მასში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 01:43 PM

"ეკლესიაში სიარული არ ნიშნავს, რომ კარგი ქრისტიანები ვართ; გმირობა ის არის, ამ წუთისოფლის საცდურთა წამლეკავ ოკეანეში ისე ვიცხოვროთ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეჰფერის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 11:47 AM

"ტაძარში ტყუილის თქმა უფლის მოტყუებას ნიშნავს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:31 AM

"ჩემთვის ეკლესია ცივი წყაროა ხრიოკ უდაბნოში, მალამოა ცოდვებით გადამწვარი სულისა და ხორცისთვის. მხოლოდ ტაძარში ვარ მწუხარე ჩემი ცოდვების გამო, და ბედნიერი, რომ უფლის მონა ვარ. მდიდარი ამაყიც ვარ და გლახაკი მათხოვარიც - მხოლოდ უფლის სახლში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 10:56 AM

"[ეკლესიაში] ირგვლივ უკანასკნელ წვრილმანამდე ნაცნობი მრევლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:43 PM

"ეკლესიაში წასვლას ხომ გული არ მეტყოდა არასოდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 11:54 AM

"თავისი არსით ეკლესია მარადიულია და ემსახურება მარადისობას, თუმცა იგი არ არის მოწყვეტილი რეალობას, იგი ითვალისწინებს ადამიანურ მოთხოვნილებას, განვითარებას და ასე შემდეგ.
ასე რომ, ტყუილად სწამებენ ეკლესიას იმას, რომ იგი ჩამორჩა დროებას, ან ასცდა რაღაც ცხოვრებისეულ განვითარებას.
მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იდგა თავის მოწოდების სიმაღლეზე, იმ სიმტკიცეზე, კლდეზე, რაზედაც ღმერთმა დაადგინა.
ეკლესიური სწავლების მიხედვით, ადამიანი ვალდებულია, ემსახუროს ღმერთს და არა პირიქით, ეკლესია უადგილოდ აჰყვეს ადამიანური მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ინტერესებს".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 07:49 PM

"აღთქმის მიხედვით ეკლესიაში ღვთისგან ველოდებით თხოვნის აღსრულებას და იგი გვაძლევს მეტს, ვიდრე ვთხოვთ".

/მამა გიორგი ცაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:21 AM

"ეკლესიაში საუბარი არ შეიძლება, ეს ბოროტი ჩვევაა. ამის გამო გვეგზავნება ჭირნი".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2017, 09:18 AM

"ღირსი ისააკ ოპტელი დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ მამები მოუკლებლად დასწრებოდნენ ეკლესიაში ღვთისმსახურებას. "იუდა გამცემელსა ჰგავს, ვინც არ დაელოდება ღვთისმსახურების დამთავრებას და საჭიროების გარეშე ტაძრიდან გამოდისო", - ბრძანებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 09:53 AM

"ჩვენ ვაშენებთ ტაძარს, სადაც ხალხმა უნდა იაროს და სულიერად იაზროვნოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:59 PM

"კრიტიკა მათგან ისმის, ვისაც არ ესმის, რა არის ეკლესია!"

"ეკლესიის კრიტიკა მუდამ უწიგნურთა და დილეტანტთაგან ისმის, მათგან, ვისაც ეკლესიური ცხოვრების სიხარული არ განუცდია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:32 PM

"მრევლი სინდისია ეკლესიისა და ზედმიწევნით აფასებს სამოძღვრო ღვაწლს".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 10:21 AM

"შენ ან ეკუთვნი ეკლესიას, ან მის გარეთ ხარ"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:53 AM

"მამა ონუფრე იმდენად იყო შეპყრობილი ღვთაებრივი სიყვარულით, რომ ტაძარში არასოდეს დაჯდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 01:57 PM

"ნუ შევუშინდებით ნურაფერს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ამაზე დიდი განსაცდელები ჰქონია ეკლესიას, მაგრამ ისე განქარდა, რომ თითქმის არც ყოფილა. ეკლესია ბოროტი სულისგან პირველი საუკუნიდანვე იყო გარს შემორტყმული განსაცდელებით, მაგრამ დღემდე მოვიდა და უამრავ მოქცეულ ადამიანს აცხოვნებს".

/დეკ. დავითი (ისაკაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2017, 01:57 PM

"ეკლესიაში მოსვლით, ღმერთთან მოსვლით ადამიანი უნდა გახდეს კეთილი, მართალი და შეეცადოს, სიკეთე თესოს, სიკეთე თესოს ღვთიური გაგებით".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:50 AM

"თქვენ დგახართ ტაძარში რამდენიმე საათი და უფალს სწირავთ საკუთარი სიცოცხლის ნაწილს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 07:41 PM

"მე უწინარესად, მღვდელი ვარ და ეკლესიის მსახური. ჩემი აზროვნება აწყობილია ეკლესიურ ღერძზე, რომელიც მიმაჩნია ჯანსაღ დამოკიდებულებად. ადამიანები იცვლებიან, ეპოქა იცვლება. ხან ცოდვა აღზევდება, ხან მადლი, ხან ცოდვა შემოვა მოდაში, ხან ღირსება და ვაჟკაცობა. ეკლესიის მდგომარეობა არ იცვლება და არც შეიცვლება".

"ეკლესიაში დოგმატი არ იცვლება და არასდროს გაამართლებს ცოდვას, მაგრამ ეკლესია დღესდღეობით უშვებს იკონომიას, რადგან დაცემა დიდია, ანუ ფსიქიკურად და ზნეობრივად ადამიანი ადრინდელზე დაბალ დონეზე დგას".

/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:54 PM

"ჩვენს წინაპრებს დიდი გულმოდგინება ჰქონდათ ღვთის სიტყვის მოსმენისა. სირცხვილი ჩვენს თანამედროვეებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 11:00 PM

"მე ღმერთი მხოლოდ ჩემი სოფლის ეკლესიაში მწამს"

/სერგო კლდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 10:48 AM

"ეკლესია ის წმინდა საყვირია, რომელიც მუდამ ხმობს ადამიანთა სასიკეთოდ".

/მღვდელი თეიმურაზ (ქორიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2017, 09:27 PM

"წმინდა ეკლესია არის დედა ჩვენი, რომელმან გვშვა ჩვენ ემბაზისაგან. დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. თქვენგანაც მოელის იგი სინანულსა, მოქცევასა.

დედას უფრო ებრალება თავისი შვილი, უბედურებაში ჩავარდნილი. ქვეყანამ რომ უარგყოს, საკუთარმა დედამ რომ აღარ მიგიღოს და შერცხვეს შენი, წმინდა ეკლესია არ დაგივიწყებს შენ და არ გაგაგდებს, არამედ ყოველთვის ელის, რომ მიიქცე მისადმი და მიიღო მისგან სულიერი განახლება და განწმენდა".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:18 AM

"როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, ის უკვე ხდება ერთგული ცხოვარი, მოსიყვარულე უფლისა"

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:47 AM

"ხმაური, სიცილი და ლაპარაკი შეურაცხყოფს ტაძრის სიწმინდეს და მასში დამკვიდრებულ ღმერთს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:56 PM

"ღვთის სახლი ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში უნდა ააშენოს"

/მამა თეიმურაზი (ქორიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 10:13 PM

"რომელი იყო თქვენს შორის დღეს ტაძარში? ვინც იყო, იმათ მინდა ვუთხრა, რომ ძლიერები ხართ. უფალს უნდა, რომ ტაძარში ყველამ ვიაროთ, მაგრამ ჩვენ მის წინაშე იმდენად თავისუფლები ვართ, რომ მშვიდად ვეუბნებით: "დღეს ტაძარში წასვლა არ მინდა, რადგან მეძინება. არ მინდა ტაძარში წასვლა, რადგან მეზარება, არ მინდა ტაძარში წასვლა, რადგან... არ მინდა".

ღმერთი კი რას აკეთებს? მას ყველა ჩვენგანი უყვარს. გველოდება. უფალმა განა რამე გავნო, განა დაგსაჯა? განა რამე დაგიშავა? არა. შენ სუნთქავ, მაჯისცემა გესინჯება და ღმერთი გეუბნება:

- შენ ტაძარში არ მოხვედი, მაგრამ მე მიყვარხარ. მე მინდა, რომ ჩემთან მოხვიდე, მაგრამ მე მინდა, რომ ეს შენ გინდოდეს! მე მინდა, რომ შენ შენი კეთილი ნებით მოხვიდე".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 09:27 PM

"ყოველი ადამიანი, რომელიც ტაძარში მოვა და იტყვის აღსარებას, ეზიარება, უნდა შეეცადოს, აღარ განეშოროს ტაძარს. მარხვაში განსაკუთრებით ივსება ხოლმე ტაძრები, მარხვის შემდეგ კი ცარიელდება. არადა რწმენა, სარწმუნოება, ღვთისადმი სიყვარული დაუსრულებელი უნდა იყოს."

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 02:32 PM

"ფარისეველია კაცი ტაძარში სალოცავად შესული და სინამდვილეში არამლოცველი"

"ეკლესია ყოველთვის თანამედროვეა"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 11:20 AM

"უფალი სახარებითაც გვეუბნება: ჩემს გარეთაც არიან ისეთნიც, რომლებიც მოყვანებად არიან ჩემდაო. ამიტომაც არ ვკარგავთ იმედს, რომ ტაძრის გარეთ მყოფნი დაბრუნდებიან დედაეკლესიაში."

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:53 PM

"ერთხელ ერთ მღვდელს შევჩივლე, როგორ აჩერებ ტაძარში ხალხს-მეთქი. მან ასეთი რამ მითხრა, - ადამიანებს მხოლოდ უფალი აძლებინებს ტაძარშიო."

/მამა ალექსანდრე თოლორდავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2018, 10:25 AM

"ტაძარში შესულნი უნდა ვგრძნობდეთ უფლის იქ მყოფობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:59 PM

"სადაც არ არის ტაძარი, იქ რელიგიურობაც არ არის"

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:04 PM

"ეკლესიაში საღვთო თრთოლვით აღვსილნი უნდა შევიდეთ"

"ჩვენ არ ვართ ღირსნი ღვთის სამყოფელში ყოფნისა, რომ არ შეგვიძლია თავი ავწიოთ, რათა ღმერთს პირისპირ ვუმზიროთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:06 AM

"მღვდელი ამბობს: "მშვიდობა ყოველთა", მაგრამ არ იცნობს მათ, ვისაც მიმართავს. ადამიანები იღებენ სეფისკვერს, ეზიარებიან და ისე მიდიან ტაძრიდან, ერთმანეთს სალამსაც არ ეტყვიან... სამწუხარო რეალობაა..."

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:29 PM

“გეშინოდეთ ეკლესიისგან გადგომისა და გამოყოფისა. გეშინოდეთ დედაეკლესიიდან ჩამოშორებისა, რამეთუ მხოლოდ იგი აკავებს ამ სოფელში ანტიქრისტიანულ ლავას. გეშინოდეთ საეკლესიო ღვთისმსახურთა განკითხვისა, რამეთუ ეს სიკვდილია ანტიქრისტეს ბეჭდის გარეშეც! გეშინოდეთ ცოდვისა.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 10:15 AM

"ადამიანისთვის მთავარია სულის გადარჩენა. ამის გარანტი ეკლესიის წიაღში ყოფნაა."

/მამა გიორგი ბაღიაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 07:23 PM

"რაც არ უნდა ეცადოს სასულიერო პირი, რომ ადამიანი ძალით მოიყვანოს ეკლესიაში, არ გამოვა. ადამიანი თავისუფალი ნებით უნდა მოვიდეს ღვთის სახლში".

/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 09:49 PM

"მოდით, ძალზე ბანალური საკითხი ავიღოთ: უნდა ეცვას თუ არა ქალს შარვალი ეკლესიაში, რაც ხშირად დიდ გაუგებრობებს იწვევს და მესანთლეთა და სხვათა (სასულიერო პირებს არ ვგულისხმობ) უხეშ მითითებათა შემდეგ ადამიანები ეკლესიას კარგავენ.

ეს საკითხი, რაღა თქმა უნდა, დოგმატის ხარისხში აღსაყვანი არ არის. თავად საკითხის ასე დასმა - ან შარვალი, ან ეკლესია - არასწორია. მოდით, ადამიანები ჯერ ეკლესიაში მოვიყვანოთ და ცნობიერება ისე შევუცვალოთ, რომ თავად აღარ მოუნდეს შარვლის ჩაცმა. აქ საუბარი ვულგარულ სამოსზეა. ასე რომ, გამომწვევი არც კაბა უნდა გვემოსოს და არც შარვალი".

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:18 PM

"ტაძარი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ადამიანს პოულობს ღმერთი"

"რელიგიაში მთავარი ის კი არ არის, ადამიანებს რა მოაქვთ ტაძარში, არამედ ის, რაც მიაქვთ ტაძრიდან"

/დიაკვანი ანდრეი კურაევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 09:04 PM

"ეკლესიური ცხოვრება ეხმარება ადამიანს ჭეშმარიტებების დადგენაში, სულიერ მოძღვართან ურთიერთობა კი გვაძლიერებს. სხვა გზა არ არსებობს. ღვთისკენ მიმავალი გზა ტაძარზე გადის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 08:04 PM

"მამა ვიტალი სიდორენკო თავის სულიერ შვილებს არიგებდა: - რამდენიმე დღე რომ ილოცო შინ, ვერ შეცვლის ეს ტაძარში ერთ მუხლის მოდრეკას და აღვლენილ "უფალო, შეგვიწყალენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2018, 06:15 PM

"ეკლესიაში დუმილით და კრძალვით დგომა ქრისტიანის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. ვინც ტაძარში ყოველთვის უკრძალველად იქცევა, ხმამაღლა ლაპარაკობს, წირვას, კითხვასა და გალობას არ ისმენს, იგი ბეჯითად და კეთილად ვერც სხვა ქრისტიანულ მოვალეობებს ვერ აღასრულებს".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 12:14 PM

"ანგელოზები იწერენ ტაძარში შემსვლელთა და გამომსვლელთა სახელებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2018, 04:11 PM

" ერთი მღვდელი ინტერვიუში საუბრობდა ასეთი შემთხვევის შესახებ: ერთხელ ერთმა მრევლის წევრმა ქალბატონმა ტაძარში ქმარი მოიყვანა. კაცი ტაძარში არაფრის დიდებით არ შედიოდა. მღვდლის შეკითხვაზე, - რატომ იქცევით ასეო, უპასუხა: ტაძარში შემოსვლა რაღად მინდა, ღმერთი გულში მყავსო.

მღვდელმა მიუგო: განა საუზმესაც გულში მიირთმევო?! ვფიქრობ, მღვდელმა კარგად მიაგნო ჩამჭრელ შეკითხვას. იმიტომ რომ, რწმენა არ შეიძლება დარჩეს ოდენ თეორიულ დონეზე, არამედ იგი უნდა გამოვლინდეს და განხორციელდეს პრაქტიკულად. რწმენა უნდა იყოს ცოცხალი, განმტკიცებული ჩვენი ცხოვრებითა და საქმით.

იაკობ მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არსო". ეკლესიაში, უპირველესად, დავდივართ იმისთვის, რომ ვისწავლოთ ელემენტარული სწორი დამოკიდებულება სამყაროს შემოქმედთან.

ამისათვის, ეკლესიის წმინდა მამების მიერ ღვთაებრივი გამოცხადებებისა და პირადი სულიერი გამოცდილების საფუძველზე, დადგენილია გარკვეული რეჟიმი, ჩარჩოები, გარკვეული კანონი, რომელიც გვეხმარება, არ ავცდეთ ღვთისაკენ მიმავალ ვიწრო გზას. ეს კანონი ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება: მის დამოკიდებულებას ღმერთთან, მოყვასსა და საკუთარ თავთან".

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/

"ტაძარში შესვლისას ყველასთან შერიგებული უნდა იყო და წყენა გულში არავისზე გქონდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2018, 09:09 PM

"ჩვენ, ცოცხალნი, რაც შეიძლება მეტად უნდა მივუახლოვდეთ ტაძრებს"





"ადამიანს ტაძრამდე მისასვლელად არცთუ ისე იოლი გზის გავლა უწევს, რამეთუ ეს არის ბრძოლით, განსაცდელებით, სნეულებებით, გულისტკივილით აღსავსე გზა და თვით ეკლესიაც დედამიწაზე ხომ მებრძოლი ეკლესიაა."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:30 PM

"ტაძარში ადამიანი ან განსაცდელით მოდის, ან ღვთის დიდი სიყვარულით"

/მამა გურამ ჯავახიშვილი/

"რელიგიური თვალსაზრისით, თვალი პირველად 1985 წელს ამეხილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:19 PM

"დავითი (57 წლის): არავინ იცის, რა არის ამქვეყნიური ბედნიერება, რადგან სრულყოფილი განცდა სიხარულისა არ არსებობს. ძალიან მდიდარი მშობლების შვილი ვარ და მეც ბევრი რამ შევმატე მამის დანატოვარს, მაგრამ იმ ჩემს ანტიკვარულ სავარძელში ჩამჯდარსა და ანტიკვარულ ბუხარს მიმჯდარს ხანდახან ისეთი სევდა დამეუფლებოდა, გულ-გვამს გამომჭამდა.

წიგნების კითხვა დავიწყე, რადგან ტელევიზორს ვეღარ ვუყურებდი. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი ახალი გამოვიდოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა - ჩემს სასოწარკვეთას ვერაფერს ვუხერხებდი. ჩემმა დეიდაშვილმა მანანამ ეს რომ შემამჩნია, მირჩია, მოძღვარს მოგიყვანო. იცოდა, რომ ამპარტავნების გამო ეკლესიაში არ მივიდოდი.

მისი კლასელი იყო, ერთი ონავარი ბიჭი, რომელიც ჯერ ბერად შედგა და მერე მოძღვარი შეიქნა. ვიუარე, რა მჭირს საამისო-მეთქი. რატომღაც მეგონა, რომ მოძღვარი მაინცდამაინც სიკვდილის წინ მიჰყავდათ. მაინც მოვიდნენ. ბევრი ვისაუბრეთ. მოხიბლული და გაოცებული დავრჩი, ამხელა ცოდნას და სითბოს არ ველოდი; მეგონა, ჩემი ცოდვების გამო გამკიცხავდა, მაგრამ ისეთი გაგებით შეხვდა და ისე ამიხსნა ყველაფერი, მერე საკუთარი თავის მრცხვენოდა, რატომ დროზე არ მივხედე თავს-მეთქი.

ისე, ძნელი კია შეჩვეულიდან ეკლესიურ ცხოვრებაში უცებ ჩართვა. იმდენად სურვილი არ გამჩენია იქ მისვლისა, რამდენადაც სინდისი მქენჯნიდა - შევპირდი და სირცხვილია, რომ არ მივიდე-მეთქი. მივედი და წირვის შემდეგ დავრჩი. ვისაუბრეთ. მე, ფაქტობრივად, არ ვიცოდი, რა იყო ცოდვა. ის, რაც ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, უფლისთვის მიუღებელი ყოფილა.

ნეტარება ალბათ რწმენაა, როცა იცი, რომ გყავს მფარველი და მარტო არ ხარ, როცა შველა გჭირდება და უფალი შეგეწევა. ერთი კია - მისგან მიღებული მადლი თუ განსაცდელი გულით უნდა მიიღო და განსჯას არ შეუდგე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:04 PM

"როცა ეკლესიაში დგახარ, ნურავის მიაჩერდები, ილოცე დახუჭული თვალებით ან უცქირე რომელიმე ხატს".

/წმ. მატრონა მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2018, 08:37 PM

"ზოგი ეკლესიაში წასვლას შინ ლოცვას ამჯობინებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი "უფალო, შემიწყალე" გაცილებით ძლიერია, ვიდრე შინ წაკითხული მთელი ფსალმუნი. ეკლესიაში შესრულებული ერთი მეტანია შინ გაკეთებულ ათას მეტანიას უდრის. ლიტურგიისას გულმხურვალე ლოცვა კი შინ 6000-ჯერ წარმოთქმულ იესოს ლოცვის ტოლია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2018, 01:33 PM

"მცონარება, სიზარმაცე, როგორც უკვე გვითხრეს წმინდა მამებმა, ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. ერთხელ მაკარი დიდს ბოროტი სული გამოეცხადა: "ადექი, ამბა, წავიდეთ ეკლესიაში". "ჰოი, მოძულევ სიკეთისა, როგორ შეიძლება იყო იქ, სადაც წმინდანნი ლოცვად იკრიბებიან?!" - შესძახა ღირსმა მამამ. "უჩვენოდ არც ერთი საეკლესიო ლოცვა და საბერო შეკრება არ ჩაივლისო", - უთხრა ეშმაკმა.

წმინდა მაკარი ღმერთს შეევედრა, მისთვის ეშმაკის მახეები ეჩვენებინა და ერთხელ ეკლესიაში შესულმა სულიერი თვალებით დაინახა მრავალი ეშმაკი, ეთიოპის მსგავსი არსებანი, რომლებიც ეკლესიაში მდგომთა შორის დარბოდნენ. ზოგთან დიდხანს რჩებოდნენ, მხრებზე ასხდებოდნენ, ზოგს მაშინვე შორდებოდნენ. მიხვდა ღირსი მამა, რომ ის, ვისთანაც ეშმაკი რჩებოდა, ლოცვისას ცოდვიან ფიქრებს იყო მიცემული და ყოველივე ეშმაკის შთაგონებით ხდებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 11:24 AM

"კვირას მზერა მიწიდან ზეცისკენ უნდა მივმართოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:36 PM

"არ შეიძლება ეკლესიის გარეშე ცხოვრება, მის გარეთ არ არის ხსნა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:36 PM

"არ შეიძლება ეკლესიის გარეშე ცხოვრება, მის გარეთ არ არის ხსნა!"

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:19 PM

"ეკლესია ერის სიძლიერეა. ის ღირსეულ შვილებს უზრდის მას. დღეს თუ დასჭირდა საქართველოს, ერთ დაძახებაზე მრევლად ქცეული მთელი უბანი უფლის სახელით დავუდგებით გვერდით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2019, 11:25 AM

"ტაძარში მივდივართ არა ჩვენი სურვილით, არამედ უფლის მოწოდებით"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2019, 11:48 AM

"სახარება წაიკითხეთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ერთგული ვარ ქრისტესი? რატომ ვამბობთ, რომ ტაძრები ცარიელდება? იმიტომ, რომ ქრისტეს ერთგულები აღარ არიან. მოსწყინდათ კვერექსებისა და "უფალო, შეგვიწყალეს" მოსმენა".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:30 PM

"ჩვენი დედა ეკლესია ყველაფერს გვანიჭებს. ეკლესიიდან დაშორება უდიდესი, უპატიებელი ცოდვაა. ეს არის სული წმინდის გმობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:56 PM

"ზოგი ეკლესიაში წასვლას შინ ლოცვას ამჯობინებს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი "უფალო შეგვიწყალე" გაცილებით ძლიერია, ვიდრე შინ წაკითხული მთელი ფსალმუნი. ეკლესიაში შესრულებული ერთი მეტანია შინ გაკეთებულ ათასს მეტანიას უდრის. ლიტურგიისას გულმხურვალე ლოცვა კი შინ 6000-ჯერ წარმოთქმულ იესოს ლოცვის ტოლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:07 PM

"ნეტარი ავგუსტინე წერს: "სულიწმინდის მადლით დაჯილდოებული პიროვნება ეკლესიურია... ეკლესიის გარეშე მყოფნი მოკლებულნი არიან სულიწმინდას. თუ სხეულს რომელიმე ნაწილს მოვკვეთთ, იგი შეინარჩუნებს ფორმას, მაგრამ მასში არ იქნება სიცოცხლე; ასეთია მდგომარეობაც არაეკლესიურთა".




"ეკლესია ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია"

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:25 PM

"წირვაზე რომ მოხვედი, ბავშვები მოიყვანე, აზიარე, გგონია, რომ ეკლესიაში იყავი. რა თქმა უნდა, არა".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2019, 08:13 PM

"ვისურვებდი, მრევლი იყოს უფრო მოწესრიგებული, გვესწავლოს ეკლესიაში მოქცევის კულტურა, თუ გვინდა მიღებული მადლი არ დავკარგოთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2019, 02:22 PM

"ვისი გულიც დაამდაბლა და შემუსრა მხურვალე ლოცვამ, ტაძარში შესვლისთანავე უფლისადმი მოკრძალებით აღივსება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2019, 03:43 PM

"მსოფლიოში განსაკუთრებული ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ დავუპირისპირდეთ ამას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიას უფრო რთული პერიოდებიც ჰქონია, მაგრამ ღვთის მადლით გადაულახავს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 08:42 PM

"საზოგადოებამ უფრო მეტი სულიერი კავშირი უნდა დაამყაროს ეკლესიასთან. ამაშია ჩვენი ხსნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:23 PM

"ეკლესია - ეს არის რძალი უფლისა, რომელიც დაწინდულია იესო ქრისტეზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2019, 03:04 PM

"ეკლესიას არ ეშინია მტრების"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2019, 03:37 PM

"უნდა იარო ეკლესიაში. რომელ ეკლესიაში? - იქ, სადაც შენი სული სიმშვიდეს მოიპოვებს, სიყვარულსა და სიხარულს ეზიარება"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2019, 08:39 PM

"უფალმა იესო ქრისტემ ეკლესიას დაუტოვა დიდებული აღთქმა: "აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16,18). ამ სასიხარულო დაპირებაში ჩადებულია წინასწარმეტყველური მითითებაც იმის შესახებ, რომ ქრისტეს ეკლესია გაივლის რთულ ბრძოლებს ცხონების მტრებთან, მაგრამ გამარჯვება მის მხარეს იქნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2019, 05:12 PM

" - რითია სასარგებლო სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღება?

- როდესაც ადამიანი სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს იღებს, მას არაწმინდა სული აღარ ეკარება. სული და ხორცი იკურთხება, გონება უფლის სამსახურისთვის ნათდება და ადამიანი განეწყობა ლოცვისთვის, მარხვისთვის და ბევრი კეთილი საქმისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 08:29 PM

"როცა ტაძრები ცარიელდება, მაშინ საავადმყოფოები და საპატიმროები ივსება"

"ეკლესიის კარს არავინ კეტავს, ვისაც ლოცვა უნდა, მას არაფერი დააბრკოლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2019, 01:33 PM

"ეკლესიაში მოსული ადამიანი სუფთად უნდა იყოს ჩაცმული, მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს. ბევრი ქრისტიანი ჭუჭყიანი დადის, თმასაც კი არ ივარცხნის და ჰგონია, რომ ამით საკუთარ შინაგან მხარეს წარმოაჩენს. ეს არის ფარისევლობა და მეტი არაფერი".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

"როგორ შეიძლება, ადამიანს სიყვარული, სიხარული ჰქონდეს და ეკლესიიდან წავიდეს? ნაყოფი არ გამოიღო, დაიღალა და იმიტომ მიდის ეკლესიიდან"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 10:24 PM

"ეკლესია არასდროს უნდა მივატოვოთ. პირიქით, ვინც არ დადიოდა, ისინი უნდა მოვიდნენ, რომ ეკლესია გაძლიერდეს, რომ სარეცელზე მწოლიარე ჩვენი ქვეყანა აღდგეს".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 12:23 PM

"კითხვა: რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა, ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში ხდება?

პასუხი: მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას. ჩვენს ტაძრებში არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უძლურებაშია. თუმცა, მართლმადიდებლური რელიგიისთვის მიუღებელია ისეთი კომფორტი, როგორიც მისაღებია დასავლური კონფესიებისთვის. მართლმადიდებლობა – ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრების მიბაძვაა. მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურგიაზე დგომითა და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და მუსიკის მოსმენა საკონცერტო დარბაზშია შესაძლებელი. ტაძარში ლოცვა ხომ ღმერთთან საუბარია და, რა არის გასაკვირი, თუკი უფალს ფეხზე წამოვუდგებით?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 03:29 PM

"კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ურწმუნო ადამიანის შესვლას ქრისტიანულ ტაძარში?

პასუხი: მიწიერ ცხოვრებაში მაცხოვართან უამრავი ურწმუნო ადამიანი მიდიოდა, რჩევას სთხოვდა, ხელით ეხებოდა და კურნებას იღებდა. ტაძარი უფლის სხეულია და იქ ყველა ადამიანს შეუძლია შესვლა, რადგან ნებისმიერს უნდა მიეცეს ქრისტესთან მიახლოების შესაძლებლობა, რათა შეიცნოს უფლის სიდიადე. ურწმუნოებს ეკრძალებათ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა, თუმცა მათ შეუძლიათ, მოუსმინონ მოძღვართა ქადაგებებს. შესაძლოა, ტაძარში შესვლა იყოს ურწმუნოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი ჭეშმარიტი რწმენის გზაზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 02:09 PM

"კითხვა: ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც კეთილებიც არიან, გაჭირვებულებსაც ეხმარებიან, თუმცა, ეკლესიაში არ დადიან. როგორ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, რომ ტაძარში მივიდნენ?

პასუხი: ეცადეთ, რომ ასეთ ადამიანებს შეაგონოთ ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა. მაგრამ თუ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ისინი არ მოგისმენენ, ნუ გააღიზიანებთ. ილოცეთ მათთვის. მოვა დრო, როდესაც თავად გადაწყვეტენ ეკლესიაში მისვლას. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც მას ღმერთთან მისვლის სურვილი უჩნდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 07:47 PM

"კითხვა: უნდა გადავიწეროთ თუ არა პირჯვარი დანგრეული ან დაუსრულებელი ტაძრის დანახვისას?

პასუხი: ეს აუცილებელია. ტაძარი ღვთის სახლია, ხოლო, ღვთის სახლი, მშენებარეა ის თუ დანგრეული, ყოველთვის გვახსენებს თავის დანიშნულებას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 08:10 PM

"კითხვა: შეიძლება თუ არა, შეყვარებულები ერთად შევიდეთ ტაძარში მოსალოცად. ამბობენ, რომ შეყვარებულების ტაძარში ერთად შესვლა არ შეიძლება, დაშორდებიანო.

პასუხი: ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. შეყვარებულების ტაძარში ერთად ყოფნა, პირიქით, რწმენის თანაზიარობას განამტკიცებს და ჯვრისწერის დროისთვის სულიერი ერთობისთვის განამზადებს წყვილს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:25 AM

"კითხვა: შეიძლება თუ არა ტაძარში ახალანთებული სანთლის ჩაქრობა ეკლესიის მსახურის მიერ?

პასუხი: ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ სანთლის დანთების მთავარი მიზანი მისი ბოლომდე ჩაწვაა. სანთელი ადამიანის ლოცვითი განწყობილების შექმნის საშუალებაა და არა მაგიური სიმბოლო. ზოგჯერ ეკლესიაში არ არის საშუალება, რომ შანდალზე ერთდროულად ბევრი სანთელი დაინთოს. ამიტომ, შესაძლოა, ეკლესიის მსახურმა ახალანთებული სანთელი ჩააქროს, რათა სხვა ადამიანებსაც მიეცეთ სანთლის დანთების საშუალება. ამაში მკრეხელური არაფერია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2019, 11:24 PM

"კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც ტაძარში, ღვთისმსახურების დროს ადამიანი შეუფერებლად იქცევა და ხელს გვიშლის ლოცვის მოსმენაში. გვაქვს თუ არა უფლება, რომ შენიშვნა მივცეთ მას?

პასუხი: რა თქმა უნდა, ასეთ დროს იმ ადამიანს უნდა მიუთითოთ სწორი საქციელისკენ. ოღონდ ეს ტაქტიანად და გულისხმიერად უნდა გააკეთოთ, რათა არც თქვენ ჩაიგდოთ თავი მრისხანებაში და არც ის გაანაწყენოთ. ხშირად შენიშვნის მიცემა ცუდი ფორმით ხდება ხოლმე და ადამიანებს შორის ჩხუბს და აყალმაყალს იწვევს, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს, ტაძარში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:19 PM

"ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 03:33 PM

"ეკლესია წმენდს, აჯანსაღებს თითოეულ ადამიანს, ხოლო განახლებულ ადამიანთა ერთობა ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2019, 12:15 PM

"ადამიანს, რომელიც ეკლესიაში აღარ დადის, ან ღმერთი აღარ უყვარს, ან მოყვასი, ან ეკლესიაში არსებული სიტუაცია აღარ მოსწონს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2019, 12:29 PM

"ჩვენი ქადაგება არ არის საინტერესო, არც წირვა-ლოცვა. ასე რომ არ იყოს, ეკლესიას ხალხი კი არ მოაკლდებოდა, არამედ უფრო მეტი მოვიდოდა. მუსლიმანების წარმომადგენელი რომ მოვიდეს და ქრისტიანობის შესწავლა გადაწყვიტოს და დაიწყოს დიდმარხვით, გადაირევა სიხარულით: რა მაგრები არიანო, შავები აცვიათ, მეტანიებს აკეთებენ და ყვირიან, „ქრისტე აღდგაო“. რამდენიმე თვე რომ გავა, მოვა და გული გაუსკდება: ხალხსაც კი ვერ დაინახავს. რა გამოდის, ერთი სასწაულისა და ერთი მარხვის ქრისტიანები ვართ."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 05:01 PM

"ტაძარი არის ჩვენი გადამრჩენი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 03:15 PM

"ეკლესია არის ქრისტეს მისტიკური სხეული, რომელშიც შედიან მღვლებიც, მონაზვნებიც და ერის ადამიანებიც; ყველა, ვინც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:13 PM

"სამწუხაროდ, ბევრი დაუბრკოლებია და გაუღიზიანებია ეკლესიაში მოსმენილ უხეშ სიტყვას, სისასტიკეს - ეს შეეხება ეკლესიის მსახურებსაც - მესანთლე იქნება ეს, დამლაგებელი, მედავითნე თუ სასულიერო პირიც კი.

ჩვენი ეპოქის გათვალისწინებით, მრევლთან სხვაგვარი მოპყრობაა საჭირო. სიმკაცრე, მკვეთრი გამონათქვამები ხშირად უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე და შესაძლოა განაშოროს კიდევაც ისინი ეკლესიას.

მახსენდება ერთი ამბავი: ერთმა ქალბატონმა, რომელიც დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, დააპირა ეკლესიაში მისვლა. სასოწარკვეთილი მოთქვამდა და ტიროდა. ტაძრის ეზოში რამდენიმე მოძღვარი დახვდა. მივიდა და ითხოვა, თუ შეიძლება, აღსარებას ვიტყვიო. პასუხად კი, რადგანაც შარვალი ეცვა, მოძღვრებმა უსაყვედურეს: ჯერ წადი, წესიერად ჩაიცვი და თანაც, როცა მოისურვებ, მაშინ აღსარების თქმა სად გაგონილა, ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭიროო.

რაღა თქმა უნდა, არ არის წესი, რომ მანდილოსანს ტაძარში შარვალი ეცვას და აღსარებასაც, როცა გინდა, მაშინ ვერ იტყვი, მაგრამ ეს საყვედური იმდენად უხეშად და არაადეკვატურად იყო ნათქვამი, რომ მეტად მძიმე შედეგიც მოჰყვა - ეს ქალბატონი წავიდა და შემდეგ საკმაოდ დიდხანს დადიოდა ანთროპოსოფიურ წრეში, სურვილიც აღარ ჰქონდა ეკლესიაში მისვლისა. საბედნიეროდ, წლების შემდეგ დაუბრუნდა ეკლესიურ გარემოს. ეს მაგალითი ნათელყოფს, თუ რაოდენ დიდი ტაქტი მართებთ სასულიერო პირებს, რომ მრევლი არ დააბრკოლონ."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2019, 09:47 PM

"რამდენი მტერი და მდევარიც უნდ აღდგეს წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: "აღავაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას"

/წმ. იოანე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 03:57 PM

"ჩვენი ერთადერთი დედა, მზრდელი და კიდობანი არის ეკლესია. ეკლესიაში მოსვლით ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ სული წმინდის ნიჭებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2019, 05:49 PM

"ეკლესიაში ხდება ღვთაებრივი შეერთება, ვხდებით ღვთიურნი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:18 PM

"როდესაც გვიყვარს ეკლესია, გვიყვარს საკუთარი თავიც"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 08:30 PM

"რამდენ რამეს ვკარგავთ, როდესაც უყურადღებოთ ვდგავართ ეკლესიაში!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 05:03 PM

"ხშირია შემთხვევა, როცა ეკლესიური ადამიანის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს შეაგონებს, ტაძარში იარონ, ილოცონ და ღმერთი ადიდონ, მაგრამ ამას ისეთი დაჟინებით, ქედმაღლური ტონითა და თვითკმაყოფილებით ამბობს, რომ მისი სიტყვები უკურეაქციას იწვევს.

დაანებეთ თავი ასეთ შეგონებას! ნუ ცდილობთ სხვას ჭკუა ასწავლოთ, ან დაძალებით გააკეთებინოთ რამე! ნუ აღიზიანებთ ადამიანებს! ძალდატანებით ვერაფერს გავხდებით. თუ ახლობელზე გული შეგტკივა, თავმდაბლობითა და სიყვარულით ვუთხრათ ის, რისი თქმაც გვსურს, შემდეგ კი უფლისგან მისთვის შეწევნა ვითხოვოთ და საეკლესიო მსახურებაში მოვიხსენიოთ".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2019, 06:35 PM

"ეკლესიაში რომ ხარ, უნდა ცდილობდე, მადლი წაიღო, ხშირად კი პირიქით ხდება, მადლის ნაცვლად ცოდვა მიაქვთ"

/მამა გურამ ბერძული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2019, 04:28 PM

"ვინც ღვთის მსახურების დროს ამაოდ მეტყველებს, არა მარტო უსარგებლოდ დადის ტაძარში, არამედ თავისი თავის საზიანოდაც".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 04:39 PM

"ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა"

/წმ. კვიპრიანე კართაგენელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2019, 09:38 PM

"ერთ-ერთი და შეიძლება ერთადერთი ძალა, რომელიც ამთლიანებს და ადუღაბებს საქართველოსა და ქართველ ერს - ეს სწორედ ჩვენი ეკლესიაა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2019, 03:35 PM

"უმრავლესობა განსაცდელით მოდის ეკლესიაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2019, 08:05 PM


"ხშირად ადამიანი მოდის ეკლესიაში იმისთვის, რომ ეკლესია მოირგოს და არა იმისთვის, რომ თავისი ცუდი საქციელი შეინანოს. ეს ემართება ახალდამწყებსაც და დიდი ხნის მრევლსაც. თუ ისე არ ხდება, როგორც სურს, სურვილი უჩნდება, დატოვოს ეკლესია. ასეთნი ხშირად ამბობენ: მე იმ ეკლესიას ვერ შევეწყვე, ის მოძღვარი ჩემთანახლოს ვერ მოვიდა. განა მოძღვარი ვერ მიდის მათ გულამდე, თვითონ არ უშვებენ მოძღვარს"

/მამა გურამ ბერძული/

"რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ივლის ტაძარში, მით უფრო ნაკლები ბოროტმოქმედი, ნარკომანი და სხვადასხვა ცოდვის ჩამდენი ადამიანი შეაბიჯებს საზოგადოებაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:16 PM

"ეკლესიის დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს დაეხმაროს ცოდვებისაგან განწმენდაში"

/დეკ. ბესარიონ ბულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2019, 12:03 PM

"მოზარდ გოგონას, რომელსაც უხეშად აგდებენ ეკლესიიდან იმის გამო, რომ ჯინსები აცვია, რამდენი დრო დასჭირდება რათა ქრისტესთან მივიდეს? მართალია ეს არ არის შესაფერისი სამოსი, მაგრამ განა ჩვენი ეკლესია არ არის სნეულთა განსაკურნებელი?

როდესაც ვცდილობთ ტანსაცმლის სტილი თავს მოვახვიოთ მას, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს გაცნობიერებას იმისა, რომ სინამდვილეში, ერთადერთი მართლა ღირებული ფასეულობა არის გული და სული, და მარადიული ჭეშმარიტება, ჩვენ ამით შეიძლება საშინელი სულიერი ზიანი მივაყენოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 03:44 PM

"ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხართ, უხასიათოდ, მიხვედით ტაძარში და ფერისცვალება ხდება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში, ეს ეფინება ადამიანს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 04:06 PM

"ეკლესიის დანიშნულება სწორედ ისაა, რომ დავიცვათ თავი, არ დავემორჩილოთ ბოროტს და გადავარჩინოთ ჩვენი სული"

/დეკ. ბესარიონ ბულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2020, 09:17 PM

"ეკლესიაში სანთლის დანთება და წირვაზე დგომა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, მაგრამ ამას უნდა მოყვეს მეორე და მუდმივი სწრაფვა ღმერთისკენ"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:48 PM

"გვიყვარდეს ეკლესია და გულდადებულნი ვიყოთ მისთვის; ის არის ჩვენი ნუგეში და სიხარული - ჭირსა და ლხინში"

/ღირსი ილარიონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:19 PM

"ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2020, 07:24 PM

"უნდა ეძებოთ სახლები ეკლესიის სიახოლოვეს, მხოლოდ ასე გადარჩებით. სახლში რთულია? - გაიქეცით ტაძარში!"

/სექმმონაზონი ნილა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 01:27 PM

"ეკლესიის მოღვაწეობა რომ არ ყოფილიყო, დღეს ვინ ვიქნებოდით არ ვიცით"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:10 PM

"ღვთისმსახურებაზე მოწიწებით დგომა არათუ საერთო-საეკლესიო ლოცვით ჯილდოვდება, არამედ მაცხოვნებელიცაა ქრისტიანთა სულისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:00 PM

"ტაძარში ერთობლივი ლოცვისას ვგრძნობთ, რომ ყველანი ერთი მამის შვილები ვართ. აქ ხდება შეერთება ზეციური და მიწიერი ეკლესიისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:15 PM

"ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ღმერთთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2020, 07:49 PM

"კიდობანი წმიდა ეკლესიაა, რომელიც მიქრის ზნეობის წარღვნის ტალღებს ზემოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2020, 09:21 PM

"ზეციური და მიწიერი ეკლესია - მადლმოსილი ერთიანობაა. მიწაზე ეკლესია იბრძვის, ზეცაში კი დიდების შარავანდედით არის შემკული. იქ არ არის უძლურნი, მწუხარენი; იქ უსასრულო ნეტარებაა. დედამიწა კი სავსეა უბედურებით. ეს არის ტირილის, მწუხარების, ავადმყოფობის, განსაცდელების სამშობლო, სადაც ჩვენ, ყველანი ტუსაღები ვართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2020, 06:48 PM

"ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2020, 09:10 PM

"ტაძარი, ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. აქ ფერისცვალება ხდება ადამიანში"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2020, 01:26 PM

"ჩვენი აღსვლა მიწიდან ზეცაში იწყება იმ წუთიდან, როდესაც შევდივართ ტაძარში. "ტაძარში მდგომნი ცაში მყოფთ ვემსგავსებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 11:10 AM

"ახალი აღთქმის პირველ ქრისტიანულ ტაძრად შეიძლება მივიჩნიოთ სიონის მთა, სადაც მაცხოვარმა წმიდა ევქარისტია დააწესა და თავისი მოციქულები აზიარა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 07:50 PM

"ეკლესია არის ის, რაც მოგვიწოდებს ლოცვისა და სულების ამაღლებისაკენ. ის ატკბობს, სულიერად კვებავს და მოიძიებს ჩვენს სულებს თავისი მსახურებით. ის განწმენდს და განამტკიცებს თავისი ლოცვებისა და საიდუმლოებების წყალობით ჩვენს უძლურ სულებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 08:11 PM

"ჩვენზეა დამოკიდებული, გადავრჩებით თუ არა. თუ ღმერთთან ერთობის კი არა, რაღაც სხვა მიზნის გამოა ადამიანი ეკლესიაში, ის ამას ვერ გაუძლებს. გულით მორწმუნესთვის არ არსებობს ძალა, რომელიც მას ეკლესიას და უფალს დააშორებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2020, 08:45 PM

"ტაძარი მიწით არის ნაშენი, მაგრამ ამსოფლიურ მადლს ატარებს"

/წმ. სვიმეონ თესალონიკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2020, 06:55 PM

"ჩვენც კი, ვინც დავდივართ ეკლესიაში, გვიჭირს ეშმაკის შხამიანი ისრის მოგერიება, რაღა უნდა ქნან იმათ, ვინც ეკლესიაში საერთოდ არ დადის?!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2020, 07:28 PM

"არაეკლესიური ადამიანები ხშირად განიკითხავენ ეკლესიას იმის გამო, რომ აქ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს ხედავენ. მათ ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" - გვმოძღვრავს ჩვენი მწყემსმთავარი. ეკლესია გადარჩენილთა კი არა, გადასარჩენთა ერთობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2020, 09:28 PM

"ბევრია ისეთი, ვინც არ დადის ტაძარში, იმიტომ, რომ არ მოსწონს მღვდლები, მედავითნეები, მგალობლები, მრევლი. "მაგრამ რისთვის მოდიხარ ეკლესიაში - ხალხის საყურებლად, თუ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად?! სხვები კარგები არიან თუ არა, ეს შენი საქმე არ არის. შენი ამოცანაა საკუთარი ცოდვების დანახვა, რათა ღვთისადმი შენდობა მიიღო" (არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2020, 07:37 PM

"ჩვენ განვიწმინდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეიბილწება ჩვენი ცოდვებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2020, 04:48 PM

"ისინი, ვინც დანაყრებულნი მიდიან საეკლესიო მსახურებაზე, ნებაყოფლობით აჩაგვრინებენ თავს უსარგებლო, საზიანო სიმძიმეს და წინდაწინვე დაიხშობენ გულებს ლოცვისთვის. ამიტომ, უნდა ვერიდოთ ღვთისმსახურების წინ საკვების მიღებას და გვახსოვდეს, რომ უფალი ვერ დაივანებს იმ გულში, რომელიც საჭმელ-სასმელით არის დამძიმებული"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 07:32 PM

"აღმოსავლეთისაკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია. წმ. მოსე წინასწარმეტყველის მოძრავ კარავს განსაწმენდელი - საკურთხეველი აღმოსავლეთ მხარეს ჰქონდა"

"ტაძრის შუაში ყველაზე დიდ კარს ეწოდება აღსავლის, ანუ სამეუფო კარი. სამეუფო იმიტომ, რომ მასში უხილავად გაივლის თვით იესო ქრისტე ჯერ სახარების, შემდეგ კი ზიარებისას ბარძიმის სახით წმიდა ნაწილებთან ერთად. ამიტომ აღსავლის კარებში მღვდელმსახურის გარდა არავის აქვს შესვლის უფლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 08:12 PM

"ეკლესიური ცხოვრება არ არის მხოლოდ ეკლესიაში დგომა და ტაძარში აღსრულებულ წესებზე დასწრება, ჩვენ იქ მომხდარის თანამონაწილენი უნდა ვიყოთ. უფალს მეგობრები სჭირდება და არა მონები. როგორ შევძლებთ წირვა-ლოცვაზე მონაწილეობას, თუ გონებით ვერ ჩავწვდებით მის სიღრმესა და სილამაზეს, ამიტომ უნდა გვქონდეს ცოცხალი და მუდმივი ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, უნდა ვიცოდეთ ჩვენი რწმენა, შევისწავლოთ იგი და ვიცხოვროთ მისი სულით, ვიხელმძღვანელოთ მისი კანონებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 09:26 PM

"წმინდა ეკლესია აქებს უფალს კაცთა მოდგმაზე მისი აურაცხელი წყალობისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 06:59 PM

"მებრძოლი, მიწიერი ეკლესია წარმოუდგენელია მრევლის გარეშე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:30 PM

"მეგობრებო, გიყვარდეთ ღვთის ტაძარი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2020, 09:10 PM

"ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2020, 10:03 PM

"ამბიონი - სიმბოლურად განასახიერებს ლოდს, რომელიც ანგელოზმა ქრისტეს საფლავის შესასვლელიდან გადააგდო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:45 PM

"ჩვენი ეკლესია ისე მოიქცა, როგორც დედა იქცევა. როგორ, შენი შვილი მოდის და გეუბნება: დედა ავადა ვარ. შენ კი ეუბნები: არა, არა, არ მომეკარო შვილო, არ გადამდო... ასე იქცევა ნამდვილი დედა? ნამდვილი დედა ეხვევა თავის შვილს, ყველა რომ მიატოვებს. შვილთან ერთად წევს საწოლში... იყო შემთხვევები ჩვენს ისტორიაში, - შავი ჭირი რომ ემართებოდათ, ან ქოლერა, დედა შვილთან ერთად გადიოდა და სხვა სახლში ცხოვრობდა, არ ტოვებდა შვილს... ეს არის დედა-შვილობა და ასე მოექცა საქართველოს ეკლესია თავის შვილებს. სხვანაირად ჩვენი ეკლესია ვერ მოიქცევა, იმიტომ, რომ ეკლესია დედაა ქართველი ერისა და ჩვენ შვილები ვართ ეკლესიისა..."

/დეკანოზი დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:04 PM

"წმიდა მამები ამბობენ, რომ უფალმა სამყარო ეკლესიისთვის შექმნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:35 PM

"მიწიერი ეკლესია არის ერთადერთი გზა, რომელსაც ზეციურ ეკლესიამდე მივყავართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 09:41 PM

"ეკლესიის გარეშე ადამიანი ვერ მიაღწევს ღმერთთან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:17 PM

"ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2020, 03:19 PM

"გავიდა საკმაო დრო ხარებიდან, ბზობიდან, აღდგომიდან. მრავალთა სამწუხაროდ, არ შეიქმნა ე.წ. ეკლესიის კლასტერი. აღმოჩნდა, რომ ზიარება არ არის დამაინფიცირებელი. ურწმუნოს ეს ვერ მოიყვანს რწმენაში, ვერ გახსნის მის გულს. ჩვენ კი არ გვმართებს ამ ფაქტზე ნიშნისმოგებით საუბარი. ღმერთი იცავს ეკლესიას, იცავს ქრისტიანს არა ჩვენი სიდიადის გამო, არამედ მისი კაცთმოყვარებით. ჩვენ კი მეტი სიმდაბლე, მორჩილება, ლმობიერება და სიყვარული გვმართებს".

/დეკ. ანდრია კემულარია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 09:31 PM

"ეკლესია სინანულისა და ლოცვისათვის უხმობს ერს, წმინდაქმნილია იმ წყლით, რომლითაც წმინდად ნათელიღო ქრისტემ, უფლის პატიოსანი სისხლი ესხურა მას, საქორწილოდ მოირთო და აღიბეჭდა სულიწმინდის მირონით, როგორც ამის შესახებ გვაუწყებს საწინასწარმეტყველო სიტყვა: "გადმოღვრილი მირონი არის შენი სახელი; მოვისწრაფით შენი მირონის სურნელისაკენ" (ქება 1,3)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:36 PM

" - როგორ მოვემზადოთ საეკლესიო ლოცვისათვის?

- თუ ტაძარში მიდიხარ, მაშინ ის დრო, რომელიც გზაში დაგჭირდება, სრულიად მოსახერხებელია ეკლესიაში ლოცვისათვის მოსამზადებლად"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2020, 03:29 PM

"ეკლესია ის კი არ არის, ვინც იქ დგას, "მოიხდის" მსახურებას, არამედ ის, ვინც ისეა ღმერთში ჩაღრმავებული, რომ ის მარადისობას უერთდება"

/ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:16 PM

"ყველანი სულიერად ვავადობთ, სწორედ ამიტომ, ჩვენი სულიერი მკურნალობისათვის ქრისტემ "საავადმყოფო" - ეკლესია დაარსა"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 10:30 PM

"ეკლესია ადამიანის გაჩენამდეც არსებობდა. მისი წევრები იყვნენ ზეციური ანგელოზები. ადამიანის გაჩენის შემდეგ დაარსდა ქვეყნიური ეკლესიაც და მის კრებულს პირველად ადამი და ევა, შემდგომ კი მათი შთამომავლები შეადგენდნენ. მოგვიანებით მოსე წინასწარმეტყველი ღვთის ბრძანებით აგებს მოძრავ ტაძარს - ღვთის ჭეშმარიტი მსახურებისთვის განკუთვნილ შენობას, ანუ იგება ძველი აღთქმის ეკლესია ხილული სახითაც. ქრისტიანული, ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღედ კი ითვლება სულთმოფენობის - ქრისტეს მოციქულებზე სულიწმინდის გადმოსვლის დღე, რაც, როგორც ვიცით, უფლის მკვდრეთით აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოხდა. ამ დღიდან იწყება ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, მას წმინდა მამები ეკლესიის დაბადების დღესაც უწოდებენ."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 01:25 PM

"გზა, რომელსაც ტაძრისაკენ არ მივყავართ, მცდარია და რომ გზა, რომელსაც უფლისაკენ არ მივყავართ, დამღუპველია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:23 PM

"- ეკლესიაში სიარული სავალდებულოა?

- ნათლობით ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება, მაგრამ მხოლოდ პირობითი წევრობა არ არის საკმარისი. ეკლესიური ცხოვრების გარეშე უფალთან თანაზიარება შეუძლებელია. უამისოდ მორწმუნე ვერ მიიღებს იმ მადლს, იმ ძალას, რომელიც ცოდვებთან საბრძოლველად და კეთილ საქმეთა აღსასრულებლად სჭირდება."

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:22 PM

"მღვიმევის ლავრაში ძველი ტაძრის აღდგენა მამა მანუელს დაევალა. ააშენა პატარა ტაძარი, მაგრამ მის გასამშვენებლად ფული აღარ ეყო. გამოეცხადა თავისი მოძღვარი, მამა იონა და უთხრა, - ერთი ქალბატონი დაგეხმარებაო.

ცოტა ხანში კიევში ჩამოვიდა მხევალი ღვთისა მარია ოსიპოვა, რომელმაც მამა მანუელს 800 მანეთი გადასცა და მოუბოდიშა, რომ ათას მანეთს ვერ აძლევდა.

"მოუთმენლად ველოდი თქვენს მოსვლას და ჩემი მოძღვრის ნათქვამის აღსრულებას, მაგრამ რა მიზეზმა გაიძულათ, ჩვენი მონასტრისთვის ამდენი ფული შემოგეწირათ, თანაც ასეთი გაჭირვების ჟამს?" - ჰკითხა ქალს მამა მანუელმა.

- მამაო, მე დიდად ცოდვილი ვარ, 65 წლის შევსრულდი და აქამდე ტაძარში არსად შემიგზავნია ჩემი სახელი მოსახსენიებლად. ამაზე ვწუხდი, მერე კი ვიფიქრე, სადაც ღმერთი ინებებს, იქ შევწირავ ფულს და მომიხსენებენ-მეთქი. რაც მოგიტანეთ, ამაზე მეტი არა გამაჩნია რა. ერთხელ სიზმარში ვხედავ ახალაშენებულ მშვენიერ სახლს. ვისი სახლია-მეთქი, - ვკითხე თანამგზავრს. შენიო. ვინ ამიშენა-მეთქი, - გავოცდი. ლავრის ბერებმაო. დიდად გახარებულს გამომეღვიძა. მივხვდი, რომ ამ ლავრაზე იყო საუბარი.

შემდგომში ამ ქალმა კიდევ 100 მანეთი და 400-მანეთიანი ზარიც შესწირა ტაძარს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:22 PM

"- ეკლესიაში ყველა სხვადასხვა გზით მიდის. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა გახდება მორწმუნეთათვის ღმერთთან მიახლების მიზეზი?

- უფლისკენ სავალი გზა მართლაც მრავალია. ზოგი ჭეშმარიტების ძიებას მიჰყავს უფალთან (ამის მაგალითია ცნობილი მოღვაწე სერაფიმ როუზი), ზოგი - განსაცდელს, ზოგი - მიმბაძველობას. ვიცით, რომ "კეთილ არს ბაძვა კეთილისათვის მარადის", მაგრამ ეს მაშინ, როცა ბაძვა გააზრებულია.

ცხადია, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა მიზეზით მოვა ადამიანი ეკლესიაში. მთავარია, დარჩეს ღვთის სახლში და ქრისტიანულად იცხოვროს.

ზოგი ერთხელ იმარხულებს, აღსარებას იტყვის, ეზიარება და ჰგონია, ღვთის წინაშე ვალი მოიხადა. ეს მცდარი დამოკიდებულებაა. ქრისტიანობა არ არის ერთჯერადი აქცია, ის ცხოვრების წესია. ადამიანი უფალს რომ შეუდგება, უნდა იტვირთოს თავისი ჯვარი და სიცოცხლის ბოლომდე ზიდოს.

ახალმოსულები დიდი მონდომებით იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, მერე კი, როცა ეს ენთუზიაზმი ჩაქრება, ეკლესიური ცხოვრება მათთვის მეტად რთული ხდება და სიზარმაცე იპყრობთ ხოლმე. ამიტომ ადამიანის სულიერი განვითარება ეტაპობრივად უნდა წარიმართოს. მორწმუნეს ამაში სულიერი მოძღვარი უნდა დაეხმაროს. ნებისმიერი ლოცვა თუ სულიერი ქმედება მოძღვართან (ჩვენზე გამოცდილ სასულიერო პირთან) უნდა იყოს შეთანხმებული."

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 08:28 PM

"ჩვენ სულიერად ვცოცხლობთ, როცა წმინდა ეკლესიაში ვართ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 10:00 PM

"უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია არის უტყუარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2020, 07:44 PM

"ეკლესია და ქრისტე ერთმანეთთან მიმართებით წარმოგვიდგებიან, როგორც ქალი და მამაკაცი. "ეს სხეული არის სულის ერთხატება. ამიტომ, ყველა, ვინც ერთხატებას დაშლის, გაჭირავს და გახრწნის, ქრისტეს ჭეშმარიტი მოზიარე ვერ გახდება. თუ ვამბობთ, რომ სხეული ეკლესიაა, ხოლო სული ქრისტეა, ნათელი გახდება, რომ ის, ვინც სხეულს შეურაცხყოფს, ეკლესიის შეურაცხმყოფელიც იქნება. ცხადია, სულს, რომელიც იესო ქრისტეა, ასეთი არსება ვერ ეზიარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2020, 02:30 PM

"ეკლესია სიყვარულის კუნძულია"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 03:30 PM

"ეკლესია ადამიანთა შემაერთებელი, სიყვარულისა და ერთობის მასწავლებელია. ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია პირიქით, შეაერთებს, დააახლოებს, კაცს კაცს შეაყვარებს. ეკლესიაში ყველანი ერთი ვართ, ყველასათვის ერთი წირვა-ლოცვა სრულდება, ერთი ემბაზისაგან ვიღებთ ნათელს, ერთი ბარძიმისაგან ვიღებთ წმინდა ზიარებას. ყოველივე ამას სანაცვლოდ ჩვენც ერთგული და მორჩილი უნდა ვიყოთ მისი"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 09:47 PM

"ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღებს"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 01:41 PM

"ტაძარში ერთი დღე-ღამის ლოცვას ისეთი ძალა აქვს, მთელი წელი რომ ილოცო, იმას მაინც ვერ გაუტოლდება"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 10:22 PM

"ეკლესიაში იარე და ის გასწავლის ყველაფერს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 05:53 PM

"უფალმა წმინდა ეკლესია დააარსა. იგი შვიდ წმინდა საიდუმლოს იმარხავს და ასწავლის ადამიანებს ხსნის გზას. თქვენ მხოლოდ გულმოდგინედ იარეთ უფლის ეკლესიაში და თანდათან ყველაფერს ისწავლით"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2021, 07:22 PM

"უსიყვარულოდ არ არის ეკლესიაც. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და მის ყოველ წევრს, როგორც ორგანიზმის უჯრედს, შეუძლია ცხოვრობდეს მხოლოდ ამ ორგანიზმის კანონების მიხედვით, ესე იგი სიყვარულის კანონის მიხედვით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:32 PM

"უფალი განსაკუთრებით ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისუფლდება სულიერი სიბრმავისაგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს".

/დეკ. დავითი (ხაჭაპურიძე)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)