თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სხეულისმოყვარება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 08:33 PM

"მეტისმეტად ნუ გაასათუთებ სხეულს, თორემ მარადიულ ცეცხლში ჩააგდებ"

/ღირსი იოსებ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 03:44 PM

"რაც ხორცისთვის ადვილია, სულისთვისაა საზიანო; რაც სულისთვის სასარგებლოა, ხორცისთვის ძნელია"

/ღირსი იოსებ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 06:14 PM

"ნუ ენდობი შენს ხორცს, ლოცვის დროს უძლურებით რომ გაშინებს. ის გატყუებს. ლოცვას რომ შეუდგები, დაინახავ, რომ ხორცი მონასავით მოგყვება. ლოცვა მასაც აცოცხლებს".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 07:59 PM

"ნუ დაუჯერებ ხორცს, როცა სუსტდება და უარს ამბობს გემსახუროს თითქოსდა იმის გამო, რომ საკვები აკლია. ეს გამონაგონია. დაძლიე თავი, გულმოდგინედ ილოცე და ნახავ, რომ სხეულის სისუსტე ცრუ და მოჩვენებითი იყო და არა ნამდვილი, საქმით დარწმუნდები, რომ "არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან" (მათე 4,4); პურზე ნუ დაამყარებ იმედს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 10:31 PM

"ვინც საკუთარი ხორცის მაამებლობითა დაკავებული, მას ეს ძალა ავადმყოფობაში აგდებს, ხორცს უუძლუებს, სულს კი თავისუფლებასა და ძალას ანიჭებს, რომ გონს მოეგოს და გამოხიზლდეს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 05:37 PM

"ცოდვაჩვეული სხეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:38 PM

"ხორციელი ღვაწლი იმითაა მოსახერხებელი, რომ სხეული ყველაფერს ეგუება. სანამ მიეჩვევა - ყვირის, რომ მიეჩვევა - დადუმდება"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 07:28 PM

"მხდალი ადამიანი ორი სენით იტანჯება: სხეულისმოყვარეობითა და მცირედმორწმუნეობით"

/ღირსი ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 09:54 PM

"სხეულისმოყვარეთ და გემოთმოყვარეთ სულიერი საგნების გამოკვლევა ისევე არ შეჰფერით, როგორც მეძავს - უმანკოებაზე მსჯელობა"

/ღირსი ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2021, 07:11 PM

"ვინც ლომს ეფერება, ის მას ათვინიერებს, ვინც სხეულს ასიამოვნებს, ის მას ამძვინვარებს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2021, 07:44 PM

"ხორციელი ვნება ქრისტიანობის უარყოფად იქცა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 08:01 PM

"სხეული მკაცრად მართე საკვებშიც, ძილშიც და დასვენებაშიც. ნურაფერს მისცემ მხოლოდ იმიტომ, რომ მას სწადია"

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 04:10 PM

"ვისაც საკუთარი სხეული ებრალება, ის მაცდურ, მოლიპულ, ცრუ და საეჭვო გზაზეა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 04:48 PM

"ხორცი ისეთ ამბავს ატეხს ხოლმე, თითქოს სახრჩობელაზე მიჰყავდეთ. სხეულის მოსვენება ჩვენი მტერია. განაგდეთ ის. განრისხდით სხეულზე და ცოტა გააწვალეთ. ვინც მას დაძლევს, ის სათნოეყოფა უფალს და ეს ყოველ წუთს არის საჭირო, ყოველ წამს უნდა შეზღუდოთ თავი სიბრალულის გარეშე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 04:53 PM

"სარწმუნოების მასწავლებლებს ჩვეულებად აქვთ დოგმატურ სწავლებას მორალური გაკვეთილები დაურთონ. ამასვე აკეთებს ახლა წმინდა მოციქული პეტრეც. იგი ამბობს, რომ ხორციელი გულისთქმები აღიძვრიან სულის წინააღმდეგ, რადგან, ასევე ნეტარი პავლე მოციქულის თანახმად, ხორცს სულის საპირისპიროდ სურს (გალ. 5,17). რადგან ხორციელი სურვილები ხორციელი ტკბობის ირგვლივ ტრიალებს და ამის წყალობით ბინდავს მეხსიერებას და იმონებს სულს".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 05:20 PM

"რა არის "გულისთქმა ხორცისა"? უწესრიგო მანკიერი ხორციელი სურვილები, უზომო ჭამა-სმა, მემთვრალეობა, გარყვნილება, ნაყროვანება, ფუფუნება, განსაკუთრებით უბიწოების საპირისპირო ცოდვები".

/წმ. ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 08:12 PM

"ვინც საკუთარ თავში ღმერთისადმი თუნდაც მცირე იმედს იგრძნობს, უკვე აღარ დათანხმდება ამ სასტიკი ბატონის - ხორცის საჭიროების თანახმად იმოქმედოს"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 04:54 PM

"ხორცისგან შებღალული სამოსელიც კი უნდა გძულდეთ, რადგან ხორცთან შეხებისას იგი თვითონაც შებღალული ხდება" (თეოფილაქტე ბულგარელი). გამონათქვამი მიუთითებს იმაზე, რომ ხორცის სიბილწე, ანუ საერთოდ ცოდვის სიბილწე ადამიანისათვის გადამდებია. ამდენად, მორწმუნე უნდა გაექცეს ამ სიბილწეს, როგორც გადამდებ სნეულებას, ანუ განიწმინდოს თავი"

/ეპისკოპოსი მიხეილ ლუზინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 05:19 PM

"ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად" - ხორცზე ზრუნვა არ იკრძალება, მაგრამ მასზე ისეთი ზრუნვაა დაგმობილი, რომელიც შემდეგ ხორცის ნდომაში გადაიზრდება (შდრ.: "ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო" (მთ. 6,25); მაგალითად, საჭმლისა და სასმლისადმი მოთხოვნის ჩვევა იწვევს გაუმაძღრობასა და მემთვრაელობას, ღირსეული ტანსაცმლის გადამეტებული ძიების ჩვევა იწვევს ჩვევებს, რომლებიც გადამეტებულ კოხტაობასა და კოპწიაობას უკავშირდება"

/თეოლოგი ალექსანდრე ივანოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 11:55 AM

"სულის გადარჩენით სხეულიც გადარჩება"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2021, 08:18 PM

"სხეული ხომ მხოლოდ იარაღია, იარაღისთვის კი არავინაა საძულველი და აუტანელი, სძულს მას, ვინც ამ იარაღს ბოროტად იყენებს. ჩვენ გვძულს და ვსჯით არა ხმალს, არამედ კაცისმკვლელს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:08 PM

"უწმინდურება არსებობს ორგვარი: ხორციელი და სულიერი. სულიერს მიეკუთვნება უწმინდური აზრები, უწმინდური ხედვები, ბოროტი მეხსიერება, ტყუილი და მათი მსგავსი. ხორციელ უწმინდურებას მიეკუთვნება მრუშობა და ყოველივე ხორცის მაამებლობა"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:23 PM

"[პავლე] მოციქულის თქმით, სხეული იმისთვის არ შექმნილა, რომ სიამეებსა და სიძვაში ჩაიძიროს, არამედ რათა დაემორჩილოს ქრისტეს, როგორც საკუთარ თავს"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 05:51 PM

"ვინც ფხიზლად არის, უმანკოა, თავშეკავებული, შრომისმოყვარე და მზად არის ნებისმიერი საქმისათვის, რომლებიც სხეულით აღესრულება მცნებათა დასაცავად, ის თავისი სხეულით ღმერთს განადიდებს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:40 PM

"განვიწმინდოთ უწმინდურებისგან - ვინაიდან სწორედ ამას აღნიშნავს ხორცის ბიწიერება, ასევე ბილწი და ვნებიანი აზრებისგან - ეს არის სულის ბიწიერება"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 08:11 PM

"ხორცი ყოველგვარი ვნების თავშესაფარია, - როგორც კასიანე გვასწავლის, და როგორც შეიძლება ამის შემოწმება გამოცდილების მიხედვით. ამიტომაც, მისი შევიწროება ვნებების დაძლევას ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 05:02 PM

"ჭურჭელი" სხეულს ეწოდება. როდესაც თავშეკავებულნი ვართ, სხეულიც წმინდაა და მას ვფლობთ; როდესაც ის უწმინდურია, ცოდვა ფლობს მას. რადგან, რასაც ის უბრძანებს, სხეულიც მას ემონება. სინამდვილეში, ის მაშინ არის სიწმინდით, როდესაც უბიწოა".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 08:31 PM

"სული დამწყვდეულია სხეულში, მაგრამ მას უჭირავს სხეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 03:53 PM

"იზრუნე სხეულზე, ოღონდ არა ისე, თითქოს ის სული იყოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:57 PM

"თუ სხეულს სულს არ დაუმონებ, მაშინ იგი დაუმონებს შენს სულს ეშმაკს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 08:43 PM

"როგორც ღვთის საქმეა სამყაროს მართვა, ასევე სულის საქმეა სხეულის მართვა"

/ამბა ფალასი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:09 PM

"ხორცისათვის სამწუხარო, მძიმეა ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ, იგი იღებს უხვ ჯილდოს და ღირსეულ მიგებას მართალი მსაჯულისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:50 PM

"შენი ხრწნადი სხეული, დაე, მორჩილი იყოს სულისა, ხოლო სული კი - თავისი მარადიული შემოქმედისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 09:52 PM

"პროსპერ აკვიტანელი (V ს.) ასე მსჯელობდა: "თუ შენარჩუნებული იქნება სულის სიწმინდე, მაშინ სხეულის უმანკოება რჩება გაუხრწნელი, თუნდაც იგი გახრწნილიყო; პირიქით, რაც ნაკლებადაა დაცული სულის სიწმინდე, იმდენად იოლად ქრება სხეულებრივი უმანკოება, როდესაც იგი არ არის შებღალული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 05:19 PM

"მიეცი ხორცს ის, რაც მას სჭირდება, და არა ის - რისი მიღებც მას სურს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 07:28 PM

"არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2021, 06:26 PM

"მთელი ცხოვრების განმავლობაში ნუ დაუჯერებ ამ ხრწნად სხეულს და ნუ მიენდობი მას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარსდგები"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 03:40 PM

"ხორცი უმადური მეგობარია: როცა მას აამებ, მაშინ კიდევ უფრო მეტად ცდილობს დაგაზიანოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2021, 05:02 PM

"ხორცი მზაკვარი მეგობარია: რაც უფრო მეტად აამებ მას, მით უფრო მეტად აღსდგება შენს წინააღმდეგ!"

/ამბა ისიხი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 07:42 PM

"რაც მეტად ნაპატიებია სხეული, სულია დათრგუნული, და პირიქით: რაც უფრო დათგრუნულია სხეული, მით მეტად მტკიცდება სული"

/ამბა დანიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:18 PM

"ვინც საკუთარ თავს ატყუებს იმ იმედით, რომ სულის სრულყოფილებას მიაღწევს სხეულისადმი მკაცრი მოპყრობის გარეშე, იგი იმას ჰგავს, ვისაც სურდა, წყალი საცრით დაეჭირა, ქარი - ხელით, ან წყალზე ეწერა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:20 PM

"თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაიღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხონებ!"

/ღირსი სერაფიმ საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 06:58 PM

"მეტად საშიშია შეუკაზმავი ცხენი მხედრისთვის; ასევე, სულისთვის საშიშია გონებითა და თავშეკავებით აულაგმავი ხორცი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2021, 08:15 PM

"ოქროსა და ძვირფას ქვებს შეუძლიათ, მორთონ სხეული, მაგრამ ისინი ვერ გაამდიდრებენ სულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:23 PM

"სხეულის სიჯანსაღე ადამიანს უღებს კარს მრავალი ვნებისა და ცოდვისაკენ, სხეულის უძლურება კი მას უხშობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 07:23 PM

"სხეულისმიერი, ხორციელი, გრძნობისმიერი - ზნეობრივი თვალსაზრისით, გასაკიცხი ცხოვრება არის ის, როცა ადამიანი უკიდურესად გატაცებულია სოფლისმოყვარეობით და სხეულისმოყვარეობით, მთავარ მიზნად და საზრუნავად ისახავს სხეულის მოსვენებას ან მხოლოდ სხეულისმიერი მოთხოვნილებების ყოველმხრივ დაკმაყოფილებას, ივიწყებს სამშვინველს და, მით უმეტეს, სულს".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2022, 03:50 PM

"სხეულის მორთვა სულის დაღუპვაა"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 08:22 PM

"არ შეიძლება ერთდროულად რთავდე სულსაც და სხეულსაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:49 PM

"ხორცი, თუკი მტკიცდება, მტკიცდება სულის ხარჯზე; და სულიც, თუკი მწიფდება, არა სხვაგვარად, არამედ - ხორცის უძლურებით. არც ერთ წმინდანს არ უცხოვრია უზრუნველი ცხოვრებით: ყველანი მკაცრი, შეჭირვებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ: განსაცდელებითა და ხორცის დათრგუნვით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2022, 08:42 PM

"ვინც ლომს ეფერება, ის ხშირად ათვინიერებს მას; ხოლო ვინც აამებს სხეულს, ის აძლიერებს მის სისასტიკეს"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:20 PM

"ჩვენი ხორციც უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2022, 05:44 PM

"იესო, ვარსკვლავურო და ბრწყინვალე შესამოსელო, შემოსე და დაამშვენე ჩემი სხეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:25 PM

"ხორცი სულს ეწინააღმდეგება, სული - ხორცს. ისინი მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს და ჩვენი ცხოვრებაც მუდმივი ბრძოლაა სულიერ მისწრაფებებსა და ხორციელ მიდრეკილებებს შორის. ჩვენ უნდა ვისრაფოთ, რომ სულს ვემსახუროთ და არა ხორცს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:54 PM

"ქალებს ჰგონიათ, რომ ფართო და გრძელი კაბები ვიწრო და მოკლე შემეცნებისთვისაა განკუთვნილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:44 PM

"რას ნიშნავს ეს სიამაყე, რომლითაც ძვირფასი ტანსაცმლით მოსილი ადამიანი ძონძებში გამოხვეულ სიღარიბეს ძლივს მიიჩნევს შეხედვის ღირსად? განა ეს იმის მსგავსი არ იქნებოდა, რომ ავადმყოფს თავისი მრავალრიცხოვანი ჭრილობებისა და სახვევების სილამაზით ეამპარტავნა, ან - მონას, რომელიც იძულებულია ბორკილები ატაროს, მრავალგვარი ორნამენტით და სხვადასხვაგვარი ხელოვნებით დამუშავებული ბორკილი ენატრა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 09:22 PM

"მოდასაყოლილი და "ფრანტი" ან საკუთარ თავზე შეყვარებულია, და მაშინ ის სულელია; ან სურს, რომ სხვებს უყვარდეთ, და მაშინ ის გარყვნილია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 09:39 PM

"როცა დილით ტანისამოსს იცვამ, გაიხსენე ჩვენი წინაპრის პირველი ცოდვა, რომელმაც შეგვმოსა ის. როცა საღამოს იმავე ტანსაცმელს იხდი, აზრებით მომავალ მკვდრეთით აღდგომას მიეახლე, როცა კვლავ არანაირი სამოსელი არ იქნება საჭირო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:08 PM

"სულზე, როგორც ადამიანის არსების მთავარ ნაწილზე, რომელიც მთელ სამყაროზე უძვირფასესია, მეტად უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე - სხვა დანარჩენზე; მეტად - ვიდრე სხეულზე, ან ისევე მაინც - როგორც სხეულზე. მაგრამ განა პირიქით არ ხდება ადამიანთა უმეტესობაში? განა ადამიანები სხეულს უფრო მეტად არ უვლიან? განა ცოტანი არიან ისეთნი, რომლებიც საკუთარ სულზე სულაც არ ზრუნავენ, თითქოსდა ის არც კი არსებობდეს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2022, 09:37 PM

"ერთი წმიდა ადამიანი მშვენიერი და ძვირფასად ჩაცმული ქალის დანახვისას მწარედ ატირდა და თქვა: "მან თავისი მოკვდავი სხეულის მოსართავად უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მე - ჩემი უკვდავი სულისათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:17 PM

"სხეული მზაკვარი და უმადური მეგობარია: რამდენადაც ვაამებთ - იმდენად გვავნებს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:36 PM

"ხორცის სულზე მაღლა დაყენება და მისი ზედმეტად გაფუფუნება - ცოდვაა და კარგს არაფერს მოგვიტანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 05:47 PM

"წმინდა მამათა ცხოვრებაში ჯანმრთელობა ღვთის წყალობად განიხილება, თუმცა ხორციელი სრულყოფილება არასდროს არ ყოფილა მიზანი წმინდანებისთვის. მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის სხეულის მდგომარეობა შეუდარებლად მცირე მნიშვნელობისაა, ვიდრე უკვდავი სული და მისი ხვედრი მარადიულობაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 10:01 PM

"რა თქმა უნდა, ხორცს სულის გარეშე არ შეუძლია და სულს ხორცის გარეშე, მაგრამ ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანის ხორცი მიდრეკილია სიამოვნებისკენ, ამიტომ ბრძანებს წმინდა მამა [იოანე სინელი], - ძნელია ხორცის ბოლომდე შებოჭვაო. ხორცმა რომ სარგებელი მოუტანოს ადამიანს, სული უნდა ბატონობდეს მასზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 05:02 PM

"41. როგორც ლომთან მებრძოლ ადამიანს მოელის სიკვდილი, თუ ერთი წუთით მაინც მოადუნებს ყურადღებას, ისე ხორცთან მებრძოლ ადამიანს დაამარცხებს ხორცი, თუ მას განუსვენებს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:25 PM

"მოღვაწეს შეჰფერის, რათა თავის მიზანს მთელი გონებით შეუდგეს. როგორც მარგალიტი, ანუ ძვირფასი ქვა, ასევე დაიუნჯოს გულში ღვთის ხსოვნა. ამისთვის საჭიროა საკუთარი სხეულის უარყოფა და ჭვრეტა ნამდვილი ცხოვრებისა, რომ მხოლოდ ღვთისათვის იყოს ადგილი მის გულში"

/ფილოთეოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:20 PM

"სხეული სამშვინველის ყველა ქმედებაში მონაწილეობს. სხეული თავისთავად ბოროტებას არ წარმოადგენს. როდესაც სხეული ეშმაკის მორჩილებაშია, მასში ხორციელი გონი იწყებს მოქმედებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:46 PM

"ხორციელი ცოდვის ჩამდენი პატივს სცემს თავის სხეულს და არ სცემს პატივს ღმერთს, სხეულის შემქნელს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2023, 09:25 PM

"ადამიანის ხორცის, სხეულის მიჩნევა ბოროტების საწყისად, ცხადია, შეცდომაა. უფალმა კეთილად შექმნა ჩვენი სხეულიც, სულიც და სამშვინველიც. ადამიანის სხეული, როგორც ღვთის ქმნილება, ტაძარი უნდა იყოს სულიწმიდისა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენივე ხორცი ჩვენ წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისაკენ სწრაფვით, სნეულებითა და მცონარებით გვთრგუნავს. ზოგჯერ ყოველნაირად ცდილობს, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, გვაიძულოს, მთელი ჩვენი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოვახმაროთ. ხორციელი კმაყოფილება და განცხრომა, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მარხვით, მღვიძარებით უნდა დავაცხროთ."

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 02:20 PM

"სანამ ამ "ცოდვის სხეულში" და შესაბამისად, ამ წუთისოფელში ვიმყოფებით, მანამ არ შეწყდება ასკეტური ბრძოლა ჩვენს ხორცში მოქმედ "ცოდვის რჯულთან".

/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2023, 08:47 PM

"ჰოი, სული, ჰოი, სულზე უნდა ვიზრუნოთ და არა ხორცზე, რომელიც მიწაში ჩაწვება და მატლები შეჭამენ"

/წმ. არსენ კაბადოკიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2023, 09:11 PM

"როცა ცნობიერება და თავისუფლება სულის მხარეზეა, ადამიანი სულიერია; როდესაც ხორცის მხარეზეა, ხორციელია"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:37 PM

"ყველაზე საშიში დამოკიდებულება - არის დამოკიდებულება სხეულზე"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 05:56 PM

"სულის დაყუდებას წინ უნდა უძღოდეს ხორცის დაყუდება, ანი მისი მოწესრიგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 09:04 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ მიწიერ ცხოვრებაში სხეულის დანიშნულებაა ყრუ-მუნჯის მსახურება - შეასრულოს ყველაფერი, რასაც უბრძანებენ. წმინდანები საკუთარ სხეულს მკაცრად ეპყრობოდნენ, ნაკლებად უსმენდნენ, იცოდნენ რა, რო მისი სახით ტაძარი სულს მხოლოდ სინანულისთვის ებოძა და არა სხვა რაიმეს გამო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2023, 08:26 PM

"ნუ დაუჯერებ შენს სხეულს, რომელიც ლოცვისას სისუსტით გაშინებს, - ცრუობს. ილოცებ და დაინახავ, რომ სხეული შენი მორჩილი მონა გახდება. ლოცვა მასაც გამოაცოცხლებს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხეული მატყუარაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2023, 08:09 PM

"როცა ბანაობ, იფიქრე: ჩემს სხეულს დასამარხად ვამზადებ, განვბან და ნელსაცხებელს ვცხებ.

და კიდევ: როგორც განვწმენდ ჩემს სხეულს ჭუჭყისაგან, ასევე შენ, უფალო, "გული წმიდაი დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა".

ამით იძლევა საკუთარი სხეულისთვის სიამოვნების მინიჭება"

/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:43 PM

"ვინც მკაცრად დაიმორჩილებს თავის სხეულს, იგი მიაღწევს უვნებობას"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2023, 08:24 PM

"სხეულიც უნდა შეიმსუბუქოთ ცოტა ჭამით, ცოტა ძილით და ბევრი შრომით"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 08:14 PM

"საკუთარ ხორცზე ზრუნვა ყველაზე საშინელი მტერია ადამიანისა. ხორცი ითხოვს კომფორტს, ფუფუნებას და გემოთმოყვარეობას; ითხოვს ყოველივე ამაოს, რაც წარმავალია და ადამიანი თავისი ხორცის მონამორჩილი ხდება. სჯობია ვძლიოთ საკუთარ თავს და გავიმარჯვოთ წუთისოფელზე, როგორც უფალმა ბრძანა: მე ვძლიე ამ წუთისოფელსო"

/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 06:18 PM

"როდესაც ფიზიკური შრომა - მეტანიები, მღვიძარება, თავგანწირვა - სიყვარულით, ტრფიალებით აღესრულება, არ ვნებს სხეულს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 05:45 PM

"ყველაზე უფრო აუცილებელი კი ისაა, რომ საკუთარი სხეული, უკიდურეს წესრიგში გყავდეთ საკუთარი ხორცი, საკუთარი სხეული - ეს უგუნური მონა. როდესაც მას თრგუნავენ, მორჩილი ხდება. მაგრამ საკმარისია სულ მცირე შვება მისცე, რომ მაშინათვე გამოაჩენს ბრჭყალებს და სიძვისმოყვარე თვალებით მძვინვარებს. მაგრამ საოცარი ის არის, რომ, შესაძლოა, არ თქვა, მაგრამ ყოველაფერი სწორედ ხორცზე დგას და მის საამებლად იგონებენ ათასგვარ რამეს. თითქოს მეცნიერებაც კი იოლად ვერ გადის ამის გარეშე. განა რა მეცნიერება უნდა იყოს ასეთი?"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2023, 05:51 PM

"ხორცის მსახურნი ბევრად მეტნი არიან, რადგან ხორცის მსახურებით, მისი ბრძანებებისა და სურვილების შესრულებით, დაუყოვნებლივ იღებენ სიამოვნებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2023, 06:51 PM

"[დანიელ სკიტელი] იტყოდა ხოლმე - სხეული იმდენად იფურჩქნება, რამდენადაც სული სუსტდება, ხოლო სული მაშინ ხარობს, ოდეს სხეული ინავლებაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 07:34 PM

"მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სხეულის კერპად ქცევასთან, ყოველივე იმის გაკულტებასთან, რაც ხორცთან, სხეულთან არის დაკავშირებული მაშინ, როცა სხეული არის არა ხორციელი, ცოდვიანი სიამოვნებებისათვის, "არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის".

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2024, 09:10 PM

"სხეული - სულის ფარდაა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:30 PM

"დაეუფლე შენს სხეულს და დაამდაბლე, როგორც შეგიძლია"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)