IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება.
terra
პოსტი Nov 18 2009, 05:31 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 18 2009, 05:27 PM) *

protestanti
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ საპატრიარქოდან?

რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო უხდის მღვდლებს საბერძნეთში.
და მგონია, რომ ეს სწორია.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 18 2009, 05:35 PM
პოსტი #22


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



protestanti
ციტატა
და მგონია, რომ ეს სწორია.



რატომ სახელმწიფო მოხელეა მღვდელი თუ შრომით ურთიერთობაში იმყოფება სახელმწიფოსთან?

ვერ გავიგე, სახელმწიფომ რატომ უნდა გადაუხადოს.

შესაწირი სად უნდა წავიდეს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 18 2009, 05:41 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 18 2009, 05:35 PM) *

protestanti
რატომ სახელმწიფო მოხელეა მღვდელი თუ შრომით ურთიერთობაში იმყოფება სახელმწიფოსთან?

ვერ გავიგე, სახელმწიფომ რატომ უნდა გადაუხადოს.

შესაწირი სად უნდა წავიდეს?

შესაწირი უნდა განაწილდეს მღვდელზე, დიაკვანზე, სტიქაროსნებზე, მგალობლებზე, ტაძრის კეთილმოწყობაზე,
გაჭირვებულთა დახმარებაზე (მრევლზე თუ არამრევლზე) და ა.შ.
ეს ყველაფერი, ჩემი სუბიექტური აზრით.
და ხელფასი უნდა იყოს ოპტიმალური თანხა და არა მილიონები, ან რაღაც მათხოვრული კაპიკები.
მე დეტალები აღარ მახსოვს ზუსტად, როგორ და რანაირად ყალიბდება ეს სისტემა ელადაში.
მეგობარმა იცის. ვკითხავ და მოვბრუნდები.
მღვდელი აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურად, მით უმეტეს ჩვენს რეალობაში,
რათა მთავარი საფიქრალი და საზრუნავი - მრევლი - გვერდით არ დარჩეს.
თქვენ რამე ნეგატიურს ხედავთ ამაში?


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 18 2009, 07:18 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




მოკლედ, ასე ყოფილა :
მღვდლების ხელფასი განისაზღვრება წოდების და ხარისხის მიხედვით (მღვდელი===>დეკანოზი და ა.შ.)
მეორეს მხრივ კი - განათლების და განსწავლულობის მიხედვით (სემინარია, აკადემია)
ესაა ერთგვარი ბერკეტი (თუმცა არასრულყოფილი) რომ არ მოხდეს ადამიანების წასვლა
სასულიერო სფეროში ფინანსურად უზრუნველყოფილი მდგომარეობის მოსაპოვებლად (თუმცა ეს მაინც ხდება იქაც და აქაც)
ჯვრისწერაზე, ნათლობაზე და ა.შ. დაწესებულია ოფიციალური გადასახადი და შემოსული თანხა
ხმარდება ისევ ეკლესიას.
ასეთი სურათია საბერძნეთში.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 19 2009, 03:40 AM
პოსტი #25


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



егри
ციტატა
არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.

ადრეც დავწერე, მაგრამ ეხლა ძირითადად ამ პოსტს ვეხმაურები.
ბიუჯეტში შედის თანხა, რომელიც გადახდილია ყველა ადამიანის მიერ, გამურჩევლად აღმსარებლობისა.
ხოლო ბიუჯეტიდან ფინანსდება ვთქვათ ჯარის შენახვაც, ეკლესიაც და კიდევ ათასი რამე.
გასაგებია შენ რასაც ამბობ, მაგრამ მედალს მეორე მხარეც ხომ აქვს.
შეიძლება უხეში და ცუდი შედარებაც მოვიყვანო, მაგრამ ასე თუ ისე მაინც გამოდგება.
გადასახადის გადამხდელ მართლადიდებელს შეიძლება სულაც არ გაუჩნდეს სურვილი,
მის მიერ შეტანილი საბიუჯეტო გადასახადი, რომ მოხმარდეე თუნდაც იარაღის შესყიდვას, ან რაღაც მსგავსს.
მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოს შეიარაღებაც სჭირდება, გაწვრთნილი
ჯარიც, დაფინანსებული და გამართული ბიზნესიც, ქვეყნის კეთილმოწყობაც
და კიდევ ბევრი რამ.

ამიტომ ბიუჯეტიდან დაფინანსება ყველაფრისთვის საჭიროა,
გადასახადის გადამხდელი რომ იხდის თანხას, მან იცის რომ ეს შედის ბიუჯეტში და ხმარდება ისევ ქვეყანას,
ზუსტად რომელი რელიგიის აღმსარებლის მიერ გადახდილი თანხით ფინანსდება ეკლესია, ეგ არც შენ იცი და არც მე.
ბიუჯეტი ხომ წესით საერთოა. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 19 2009, 05:45 PM
პოსტი #26


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



protestanti
ციტატა
დაწესებულია ოფიციალური გადასახადი



პროტე ( ასე მოგმართავ, აბა სახელი არ ვიცი biggrin.gif ), ჩვენთან 10 ლარს რომ მოტხოვენ, იმაზე ტყდება ამბავი, ეგებ არ მოქნაო. იმ ეკლესიაში, სადაც მე დავდივარ, სანთლებიც კი შესაწირზეა, გაქვს 10 თეთრი ჩააგდე, ან 10 ლარი, არ გაქვს და აიღე ერთი სანთელი და ილოცე. ოფიცილაური გადასახდი რომ დააწესო, წარმომიდგენია ამაზე რა ამბავი ატყდება, ან კი იქნებ, მართლა არ მაქვს. გარდა ამისა, არაა სწორი საიდუმლოების ასე ვტქვათ ,,გაყიდვა,, უსასუყიდლოდ მოიუღითო და... შესაწირი სხვა რამეა. როგორც გვინდა ჩვენ წამა, ისე უნდა მღვდელს, ასევე ძვირი ჯდება ეკლესიის შენახვა, გატხობა, ზეთი, ღვინო და აშ. ხოდა, პირველ რიგში ცვენს შეგნებამდე უნდა დვიდეს ის ამბავი, რომ ჩენ უნდა ვარჩინოთ ცვენი მოძღვრები და ცვენი ეკლესია..

საერთოდ, ოფიცილაური გადასახადი და ყველაფერი ოფიციალური, გარკვეულწილად გმიჯნავს, გაშორებს ეკლესიას. ჩემიას და შინაურის ასოციაციას გართმევს. ოფოციალური ტონით მოსაუბრეს და შორეულს ხდის. ანუ ისევ რაღაც ადმინ. ორგანოდ იქცევა, სადაც ნათლობაც კი მოსაკრებელზეა დაკავშირებული. არაა სწორი რელიგიის ასეთი კუტხით წარმოჩენა.

არც საეკლესიო პირების ხელფასია სწორი, რადგან არც შრომით ურთიეღტობაში იყფებიან სახელმწიფოსტან , არც მოხელები არიან, მოკლედ რა, სხვაა სახელმწიფო, სხვაა სასულეირო პირები და ეკლესია. მე ვფიქორბ, ორიეს ტავისი მიმართულება აქვს და უნდა გაიმიჯნოს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Nov 19 2009, 08:25 PM
პოსტი #27


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



მხევალი ნინო
+1 smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კობა
პოსტი Nov 19 2009, 08:32 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 63
რეგისტრ.: 10-July 09
წევრი № 7,246



ეკლესია დაფინანსდეს შე კაცო და რას ჩივხარ ვინ დააფინანსებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 19 2009, 08:39 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



მხევალი ნინო

როგორც მე ვიცი ევროპის ზოგირთ ქვეყანაში ადამიანი ნებაყოფლობით იხდის ან არ იხდის საეკლესიო გადასახადს. ეს ფული შემდეგ ეკლესიას ხმარდება. აქ ცუდი არაფერი არ უნდა იყოს.

არ უნდა გაცივდეს მგონი ამით მორწმუნის გული. არ უნდა ნუ გადაიხდის.

ისე როცა სახელმწიფო და ეკლესია ერთად ზრუნავს ადამიანებზე უკეთესია (სიმფონია)


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 19 2009, 08:50 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
პირადად ჩემთვის
მიუღებელია smile.gif
რას ნიშნავს ეს როცა გავიგე,აზრი შევიცვალე,თორემ ადრე მეგონა(ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი) იყო და მეგონა კარგი რაღაცა უნდა ყოფილიყო biggrin.gif
საუბედუროდ ბევრს გონია ასე.
დაუშვებელია ეკლესია ერეოდეს პოლიტიკაში
დაუშვებელია პოლიტიკა ერეოდეს ეკლესიაში
სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელია და ორივე შეთანხმებულნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან
და არა დამოკიდებულნი smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 19 2009, 09:25 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კარგად ძარცვამთ, კარგად biggrin.gif ეგრე მიაწექით


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 19 2009, 10:43 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კობა @ Nov 19 2009, 08:32 PM) *

ეკლესია დაფინანსდეს შე კაცო და რას ჩივხარ ვინ დააფინანსებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


1. თუ დაფინანსდება ეკლესია, უნდა დაფინანსდეს ასევე სხვა დენომინაციები
2. თუ მაინც დაფინანსდება მართლმადიდებლობა, მაშინ უნდა დაფინანსდეს ისე, რომ ეკელსიას მოეთხოვოს ანგრიშგება, ანუ თუ ეკლეიას სახელმწიფო დააფინანსებს განათლების სფეროში უნდა მისცეს თანხა სტუდენტთა უცხოეთში მივლინებისთვის - რათა მატ მიიღონ განატლება, დაბრუნდნენ საქართველოში და შექმნან ნორმალური გარემო.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 19 2009, 10:58 PM
პოსტი #33


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ჯამაგირის მეათედი, რომ ირიცხებოდეს, ეკლესიისთვის ცუდი იქნება?

მე ვფიქრობ, პროტესტანტმა კარგი აზრი გამოთქვა. არ შეიძლება ზოგიერთი მღვდელმსახური ჯიპით დაგრიალობდეს და რაიონებში, მივარდნილ ადგილებში, მღვდელს საარსებო მინიმუმიც არ ქონდეს. თბილისში კარგია ხოო მღვდელმსახურება, თბილა, გათბობა გვაქვს, პატივში ვართ, კაის ვსვავთ და კაის ვსვავთ. ნაპატიები ღიპებიც გვაქვს და საამაყოც. სამაგიეროდ, მგალობლებს და სტიქაროსნებს ვეტყვით ღმერთი შეგიწირავს და მსახურებაში 3 ლარს ან ხუთ ლარს გადავუხდით.

მე ტუ მკითხავ ფიქსირებული გადასახადი უნდა იყოს.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 20 2009, 02:34 AM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



მე კი მგონია რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში, საერთოდ და შესაბამისად არც არანაირ ფულს არ უნდა რიცხავდეს, გარდა იმისა, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები არ იკვეთება. ესენია:

1. კულტურულ-ისტორიული ძეგლები - სულიერი კერები, რომლებიც ეკლესიის დაქვემდებარებაშია. აქ სახელმწიფო, ისინი უნდა შეინახოს და დაიცვას, რადგან აღნიშნული კერები მისივე ისტორიისა და კულტურის ნაწილია. ანალოგიური უნდა ვთქვა კათოლიკურ ეკლესიებზე და ისლამურ მეჩეთებზე ანუ აქაც სახელმწიფომ უნდა მოუაროს სიძველეს, ადგილობრივ რელიგიურ ჯგუფებთან შეთანხმების საფუძველზე.

2. სიმწმინდეები, რომელსაც ისტორიულ-კულტურული ღირებულება გააჩნია, ასევე უნდა იყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვის საგანი.

3. განათლება, იქნება ეს რელიგიური თუ სხვა, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი, რაგდან აქაც იკვეთება ორივე მხარის საერთო ინტერესი - განათლებაში ინვესტიციების ჩადების მხრივ.

სხვა მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ჩემი აზრით არ არის გამართლებული, ოღონდ არა იმისთვის რომ მე მანანება ჩემი გადასახადიდან ფული საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეკლესია ფინანსურად არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე, რაც მას სახელმწიფოს მხრიდან გაზრდის მის საქმეებში ჩარევის ალბათობას. ამასთან ისიც გასათვალისწინებელია რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და სახელმწიფომ უეცრად შეწყვიტა ეს დახმარება ეკლესია შეიძლება უუნარო აღმოჩნდეს ფინანსური სიძნელეების დასაძლევად.

პს. რაც შეეხება იმას რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია - ეს განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული როლით ქვეყნის ისტორიაში და კულტურაში, რაც აბსოლიტურად გამართლებულია. ეკლესიის ზრუნვა კი ერთის მხრივ იმით უნდა იყოს განპირობებული რომ ეკლესიას მიეცეს სრული ფინანსური შეუვალობა რაც ისტორიულადაც შესაწყნარებელია. ამით მართალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიას უპირატესობა ექნება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან, მაგრამ გამომდინარე მისი როლიდან ქვეყნის ისტორიაში და ისტორიულად დამკვიდრებული ფინანსური შეუვალობის ტრადიციისა, რომელიც სხვას არ გააჩნია და ვერც დაიბრალებს, რომ ჰქონდა აღნიშნული შეღავათები ყველანაირად გამართლებულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 20 2009, 02:43 AM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



sable
ციტატა
მე კი მგონია რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის სამქეებში საერთოდ და შესაბამისად არც არანაირ ფულს არ ინდა რიცხავდეს, გარდა იმისა, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმეები იკვეთება.


100%


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 20 2009, 10:56 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Amuza @ Nov 19 2009, 11:58 PM) *

არ შეიძლება ზოგიერთი მღვდელმსახური ჯიპით დაგრიალობდეს და რაიონებში, მივარდნილ ადგილებში, მღვდელს საარსებო მინიმუმიც არ ქონდეს.

მეც ეს მაწუხებს. თან, ზოგ მღვდელს 8-10-12 შვილი ჰყავს გამოსაკვები.
თუმცა, მხევალი ნინოს პოსტიც ნამდვილად ყურადსაღებია, რაღაცებზე დამაფიქრა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 12:47 PM
პოსტი #37


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



სახელმწიფომ ჩარევა თუ განიზრახა ისედაც ჩაერევა და ასედაც.

მაგალითად ბევრს უხერხულ მომენტი ექმნება, როცა ეუბნებიან, შესაწირზე მესანთლეს დაელაპარაკეო, რაღაც მოუწესრიგებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ ჯობია ყველა ეკლესიში იყოს ოფიციალურად ჩამოწერილი, რომელი საიდუმლოს აღსრულება რა ღირს. ისედაც ფულს ვიხდით და ასედაც, ბოლობოლო ცხოვრებაში ერთხელ სრულდება ზოგიერთი საიდუმლო და სადაც სუფრის ხარჯს სწევ, იქ საეკლესიო გადასახადსაც გადაიხდი.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Nov 20 2009, 01:16 PM
პოსტი #38



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



Amuza
ციტატა
ამიტომ ჯობია ყველა ეკლესიში იყოს ოფიციალურად ჩამოწერილი, რომელი საიდუმლოს აღსრულება რა ღირს.


აბა რას ამბობ ამუზ? biggrin.gif

უნდა იყოს ისე, როგორც უნდა იყოს, ანუ არავითარი ოფიციალური გადასახადი და მხოლოდ შესაწირი ყოველგვარი კონტროლის გარეშე

ძალიან ბევრ ტაძარში ასეც არის, ჩემი თვალით მინახავს

და ძალიან კარგია


თუმცა სასულიერო პირი ნორმალურად უნდა ცხოვრობდეს ამ შემოწირულობებით. ოჯახის რჩენა უნდ შეეძლოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 01:49 PM
პოსტი #39


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(Giorgi- @ Nov 20 2009, 01:16 PM) *

Amuza


1. ნათლისღება - 50 ლარი, ყოველი მომდევნო ბავშვი -20%

2. აღსარება - მსუბუქი ცდოვები 5 ლარი, მძიმე ცოდვა 25 ლარი, უმძიმესი 150 ლარი. ყოველ მომდევნო უცოდველ წელიწადზე 10% ფასდაკლება

3. ზეთისცხება - ინდივიდუალური 3 ლარი, ჯგუფური 1 ლარი კაცზე

4. მღვდლობა - 500 ლარი (100 ლარი უკან დაგიბრუნდებათ)

5. ქორწინება - სვეტიცხოველში 100 ლარი და სხვაგან 50 ლარი smile.gif





აბა რაა მასე უფრო მომზადებული მივა ადამიანი , ვიდრე ისე, რომ მესანთლესთან მივიდეს და ყურში ებუტუნოს , რამდენი არის საჭიროო. ეს თითქოს დაფარული და რაღაც შენიღბული გადახდაა. კი ბატონო კარგი იქნება შეძლების დაგვარად, რო იყოს გადახდა, მაგრამ, სოფელში, ხო იცი, როგორც ხდება, ხალხს ფული არ აქვს, მღვდელს კიდე ოჯახი აქვს სარჩენი. მე ვიცი მღვდლებს 3-4 სოფელში უწევს მსახურებების ჩატარება და ეს დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ახლა ჩვენთან წირვის მერე , რომ ჩამოიარონ და ფული აკრიფონ, რაზე უნდა იყოს დასაბრკოლებელი?




--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 20 2009, 02:08 PM
პოსტი #40


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კიდევ , ალბათ ესეც საგულისხმო იქნება, მარტო მრევლმა კი არ უნდა შეინახოს მღვდელი, არამედ ეკლესიამაც უნდა იზრუნოს გაჭირვებულებზე. რა კარგი იქნება, რამოდენიმე ეკლესიამ, რომ იზრუნოს მაგალითად, ერთ-ერთ ბავშვთა სახლზე, ან მოხუცებულთა სახლზე. ჩავიდნენ, ყოველ კვირა, მოინახულონარ ვიცი, ეს როდის იქნება, მაგრამ კარგი იქნება.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 02:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი