IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ლიტერატურა, ...
k@the
პოსტი Jun 27 2007, 02:13 AM
პოსტი #21


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jun 27 2007, 12:03 AM) *

უი, ალხა ვწერდი პასუხს biggrin.gif
მთლად არასწორად არა, უბრალოდ ზოგადად მსჯელობს, აბა, თქვენ გვითხარით ჯერ.
ეს არსაკიძის ირგვლივ დასმული კითხვები, მაპატიეთ და მეჩვენება, რომ თავიდანვე არასწორი გეზით მიდის.
განდეგილთან

''განდეგილის სულიერი დაცემის მიზეზი ის არის, რომ საკუთარ დაცემას ვერ გაუძლო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მასში იყო დაფარული ამპარტავნება და როცა ღმერთმა ეს დაანახა, ვერ დაიტია. ეშმაკი მუდამ დაცემულია და არასდროს ნანობს, ანგელოზმა კი არც იცის, რაა დაცემა. ადამიანი კი ხან დაეცემა და ხან ადგება. ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, რამდენგზისაც უნდა მოიწიოს. ღვთის სასოებისა და გულმოწყალების იმედი კი არასდროს არ უნდა დავკარგოთ. სიმდაბლე არ ჰქონდა მოწვეჭილი.ამის გარესე კი ყველაფერი ფუჭია.''
ჰო, გეთანხმები, აქ კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი, მას თავიდანვე არასწორი გზა ჰქონდა გავლილი სულიერ სიმაღლეზე სვლისას, თორემ დაცემა სასოწარკვეთილებაში არ ჩააგდებდა (აქ კონკრეტიკას არ მოვიყვან, სტატია ამის საუკეთეოს პასუხია), ერთი რამაა კიდევ: დაცემის შემდგე განდეგილი კვლავ სხივით ამოწმებს საკუთარ სრულყოფილებასა და ღვთის მისამდი ''დმაოკიდებულებას'', ანუ ისე გამოდის, რომ ეს სხივი თავიდანვე არასწორად ჰქონდა აღქმული და მიღებული, ეს იყო სასწაული არა სასწავლებლად, არამედ სასწაული - ნიშნად. ის ეძებდა ხილულ პასუხს ღვთის არსებობისა და თავისი სრულყოფისა, და როგორც დავინახეთ - გამოცდას კი არ იღებდა გამოცდად, არამედ ეშინოდა გამოცდის, ნაკლებად იყო ვნებების დამმორჩილებელი სულიერი მხედარი, რადგან მან რეალურად არც იცოდა, რა იყო ვნება, თუმცა თვლიდა, რომ ეს სოფელი ვნებით სავსე იყო. სინანული არ ჰქონდა სინამდვიელში მოხვეჭილი, შეიძლება ლოცვის ტექნიკა გამოიმუშავო (არ მიყვასრ ეს ფრაზა), მაგრამ სინანულის მოხვეჭა ბოლომდე ვერ შეძლო. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ რადგან ბერულ ცხოვრებას შეუდგა, ის უკვე სრულყოფილად თვლიდა თავს, არადა თვით ყველაზე დიდი წმინდა მამებიც კი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ყველაზე ცოდვიელბად თვლიდნენ თავს.... ნუ მოკლედ, ბევრს ვტლიკინებ...

ბევრს კი არა და მართალს! smile.gif
ესეიგი იმხელა გარჩევები რომ დადე იმათ ნელ-ნელა წავიკითხავ და ისე გახსენი ცალკე თემა ახალი განყოფილების (მო)თხოვნით, დაგიფასდეც ეს შრომა ცოტა smile.gif)) თორე იმ შენიშვნებში მგონი სულაც აღარ იხედება ადმინი smile.gif))

ისე გეთანხმები როცა ამბობ, განდეგილი ვერ მიხვდა სვეტის მნიშვნელობას, ვერ მიხვდა რომ თუ მოინანიებდა იმ სვეტს უფალი ისევ გამოუჩენდა. მან უფლის მოწყალებაში და სიყვარულში ეჭვი შეიტანა. იცი თითქოს ეს სვეტი მას მართლაც დაუღალავი შრომის(ლოცვის) შედეგად ქონდა მოპოვებული და რომ ვეღარ დაინახა, გული გაუსკდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ შრომას ფუჭად ჩაუვლია. უხეშად გამომივიდა მგონი, მარა ეგრე ვფიქრობ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 27 2007, 02:19 AM
პოსტი #22


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(k@the @ Jun 27 2007, 03:13 AM) *

ბევრს კი არა და მართალს! smile.gif
ესეიგი იმხელა გარჩევები რომ დადე იმათ ნელ-ნელა წავიკითხავ და ისე გახსენი ცალკე თემა ახალი განყოფილების (მო)თხოვნით, დაგიფასდეც ეს შრომა ცოტა smile.gif)) თორე იმ შენიშვნებში მგონი სულაც აღარ იხედება ადმინი smile.gif))

ისე გეთანხმები როცა ამბობ, განდეგილი ვერ მიხვდა სვეტის მნიშვნელობას, ვერ მიხვდა რომ თუ მოინანიებდა იმ სვეტს უფალი ისევ გამოუჩენდა. მან უფლის მოწყალებაში და სიყვარულში ეჭვი შეიტანა. იცი თითქოს ეს სვეტი მას მართლაც დაუღალავი შრომის(ლოცვის) შედეგად ქონდა მოპოვებული და რომ ვეღარ დაინახა, გული გაუსკდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რომ შრომას ფუჭად ჩაუვლია. უხეშად გამომივიდა მგონი, მარა ეგრე ვფიქრობ.

არ ვიცი, რამდენად სწორი შედარებაა, მაგრამ სადრაც იუდას ქმედებასთანც იჩენს მსგავსებას: განდეგილმა ჩათვალა, რომ რადგან სვეტი ვეღარ იხილა, საბოლოოდ დაიღუპა და სასოწარკვეთილებამ სიკვდილამდე მიიყვანა, მართალია, მას პირდაპირი მნიშვნელობით არ მოუკლავს თავი, მაგრამ აქამდე მივიდა - როგორც ნინომ თქვა, ვერ დაიტია, ჩათვალა, რომ მას არ შეუნდობდნენ და მოკვდა. ესაა სწორედ მისი რწმენის ნაკლებობის ნიშანი, მას უფალი სწამდა გულს მიღმა, შეიძლება გულით უყვარდა, მაგრამ ცხოველად არ ჰქონდა შეგრძნობილი, სასწაული სჭირდებოდა ამის დასამტკიცებლად. უფალი მისთვის იყო არა მის გულში, არამედ სადღაც ზეცაში არსებული, რწმენა იცოდა, მაგრამ უფრო ნასწავლი იყო ეს რწმენა ვიდრე ნაგრძნობი....
ნეტა გასაებად ვამბობ? unsure.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 27 2007, 11:30 AM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



თამარი_ცქნაფო
2kiss.gif გაიხარე კაი გოგო ხარ smile.gif მარა იმედია შენი ხელით არ აგიკრეფია ხომ?? IPB-ს სურათი
და შენი აზრით მზად იყო ის საერთოდ ბერობისთვის?? ჰქონდა გააზრებული თუ რას აკეთებდა?? და აკეთებდა კი ამას საკუთარი ნებით???

ციტატა
განშორებია ვით ცოდვის სადგურს,
ვით სამეუფოს ბოროტისასა,
სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა;
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე-და-ღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი;
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი;
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.
განშორებია ამ წუთისოფელს,
სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა.


ის თუ ესე ფიქრობდა და ვთქვათ მართალიც კი იყო

ციტატა
—„ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...”


ამას რაღატო ამბობს???



ninca
კი ბატონო.....
არსაკიძეს, ფხოველ კაცს არც მოეთხოვებოდა ნამდვილი ქრისტიანობა...
იქ ხომ ყველაფერი წარმართული ბატონობდა და ქრისტიანები იდევნებოდნენ კიდევაც.
ის ხელოვანი იყო და მისი უმთავრესი მიზანი იყო სახელის უკვდავება. არ გმობდა ღმერთს მაგრამ არც ადიდებდა.
იაკობის ღმერთთან შერკინებას კი ადარებდა თავის და დროის ჭიდილს. მან იცოდა თუ რა დიდი საქმე ეკისრა და ამიტომაც გაკადნიერდა ასე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 27 2007, 11:57 AM
პოსტი #24


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



di_onise
მზად არ იყო, ჩემი აზრით, უფრო მეტიც, მას სამყარო წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ბორტების სადგური, ის კი ავიწყდებოდა, რომ ეს ქვეყანა უფლის შექმნილია და მთლად ბოროტს ვერ უწოდებ ერთი ხელის მოსმით, რაც მთავარია: მას რეალური ბრძოლა გადატანილი არ ჰქონდა რწმენის გასამყარებლად, მხოლოდ ''ყინულებში'' ცხოვრება ეგონა სულის გამოწრთობის მთავარი დაბრკოლება, მისთვის ეს გზა შეწირვა კი არა, უფრო ტანჯვა იყო, ამ სიტყვის უფრო ხორციელი გაგებით. რეალურად ''ბრძოლის'' წინაშე რომ აღმოჩნდა, მაშინ ვერ გაუძლო...
მერე გავაგრძელებ რა, თან სხვა რამეზე ვფიქრობ და ვაკეთებ smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 28 2007, 12:47 AM
პოსტი #25


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ვაგრძელებთ, მაგრამ აშკარადა მკითხველი არაა :

შემდეგი თავი:
მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)



„ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანაში“
„განდეგილთან“ დაკავშირებით ცალკე გვინდა ვისაუბროთ უკანასკნელ ჟამს ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში წრმოჩენილი ერთი თვალსაზრისის შესახებ. იგი შეეხება „ღვთისმშობლის ხატის მხატვრულ ფუნქციას“ ამ პოემაში. ხსენებული თვალსაზრისის მიხედვით მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახეებში „სქესობრივი სხვაობა მიწიერიდან გატანილ იქნა იმქვეყნიურში. მიმართება ცალკ-ცალკე ერთისა და მეორისადმი განისაზღვრებოდა სქესობრივი განსხვავებულობის შეგნებით. ქრისტე იყო ცენტრალური პირი რელიგიური კულტისა ქალებისათვის, მარიამი კი მამაკაცებისათვის.“ ანუ ღვთისმშობლის „კულტს მამაკაცი ასკეტებისათვის ჰქონდა მიწიერი ხასიათი.“ (ლადო მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, გვ. 346)

ამ თვალსაზრისზე დაყრდნობით იმ ეპიზოდებს, სადაც პოემა „განდეგილში“ ღვთისმშობელი ან ღვთისმშობლის ხატია ნახსენები, შესაბამისი ფსიქოლოგიური საფუძველი და მხატვრული ფუნქცია აქვს. ჩვენი აზრით, მთელი ეს თეორია სრულიად მიუღებელია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მისი ფსიქოლოგიური საფუძველი ძალიან შორს არის ილიასეული მსოფლმხედველობისაგან, მეორეც იმიტომ, რომ ღვთისმშობლის ხატის ამგვარ ფუნქციაზე ნაწარმოებში ერთი მცირე დეტალიც კი არ მიგვანიშნებს. ცოდვით დაცემულ ბერს შეიძლება უკადრისი რამ მოეჩვენოს, ან შეუფერებელი რამ გაიფიქროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენაა. მით უფრო, რომ ღვთისმშობლის ხატზე ქალის სახის დანახვამ ეს ცოდვილი ბერიც კი შეაძრწუნა. ასეთი ტექსტობრივი მონაცემების გამო არავითარი საფუძველი არა გვაქვს მსგავსი მოსაზრების დასაშვებად, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოემის ავტორი სპეტაკი სულის მქონე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და ამგვარ რამეს გონებაში არ გაიტარებდა.

ღვთისმშობელი დედა არის კიბე ადამიანთა ზეცასთან დამაკავშირებელი. მისი გზით განხორციელდა ძე ღვთისა, რომელმაც იხსნა ადამის მოდგმა სულიერი სიკვდილისაგან. ამიტომ ის ადამიანთა შორის უწმინდესი და უპირატესია - ყოვლადწმინდაა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მწერალს ბერის სულიერი მარცხი ღვთისმშობლის ხატზე მწყემსი ქალის სახის ხილვით ეჩვენებინა იმის ნიშნად, რომ მან სიწმინდე ცოდვაზე, ზეციური მიწიერზე, მარადიული წუთიერზე გაცვალა.

მეორეს მხრივ. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პოემის მოქმედება არ არის სივრცეში განზოგადებული. ბერი საქართველოში, მყინვარზე გამოკვეთილ მონასტერშია და ამ ღვთისმშობლის ხატს ქვეყნის გადარჩენას ევედრება. საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა. მაცხოვრის აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, სულიწმინდის გარდამოსვლის ჟამს მოციქულებს წილად ხვდათ საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყნებში წასვლა. ღვთისმშობელს სხვა ქვეყნებთან ერთად შეხვდა საქართველო, მაგრამ, რადგან აქ წამოსვლამდე წმინდა მარიამს ეუწყა, რომ მალე მიიძინებდა, საქართველოში ქრისტიანობის ქადაგება მოციქულებმა აღასრულეს. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ისინი სწორედ ღვთისმშობლის ხელთუმნელი ხატით ჩამობრძანდნენ საქართველოში (აწყურის ხატი) და იქადაგეს ქრისტიანობა. მოგვიანებით ღვთისმშობელი მფარველობდა მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსაც. აი, რას წერს ამის შესახებ ილია 1888 წლის „ივერიის“ მეცხრე ნომერში: „ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილად-ხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდმო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავისი უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი... პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი.“

ღვთისმშობელი განსაკუთრებული მეოხია ბერ-მონაზონთა. მისდამი არსავლენ ერთ-ერთ დაუჯდომელში კი ვკითხულობთ: „ზღუდე ხარ მონაზონთა წესისა ღვთისმშობელო“. „ქართველი მართლმადიდებლები - მამაკაცებიც და დედაკაცებიც ყოველთვის გრძნობდნენ და გრძნობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობას მიიჩნევდნენ მას უდიდეს მეოხად ღვთის წინაშე და მისდამი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ჩანს ღვთისმშობლისადმი „აჩრდილშიც“, სადაც საქართველოს თანამდევი უკვდავი სული ღვთისმშობელს ასე ევედრება:

„დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა...“

ამიტომ ჭექა-ქუხილის ატეხის შემდეგ სენაკში შებრუნებული განდეგილი ბერის სესახებ რომ ვკითხულობთ:

„ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა“,

პირველ რიგში ის უნდა გავიხსენოთ, რომ მოქმედება ხდება საქართველოში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა და „ქვეყნის ხსნაში“ ბერი პირველ ყოვლისა ალბათ მის ხსნას შეევედრებოდა ღვთისმშობელს.

ამიტომ, ჩვენი აზრით, ღვთისმშობლის ხატის მხატვრული ფუნქცია აქ ასკეზის გზით დათრგუნული ადამიანური ვნებების სულიერ პლანში „ტრანსფორმირებულ“ გრძნობებზე მინიშნება კი არ არის, არამედ მინიშნებაა იმაზე, რომ ის, რაც ბერს გადახდა თავს, დაკავშირებულია მთელი ერის ტრაგედიასთან. ბერის ლოცვანი ძირს დავარდა. ცოდვით დაცემისა და ამით გამოწვეული უსასოობის გამო მისი ლოცვა ვეღარ მივიდა ღმერთამდე. მისი დაღუპვით დაიკარგა ქვეყნის ხსნისათვის მღაღადებელი - დაცარიელდა ბეთლემი.

აქვე გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ პოემა „განდეგილის“ მიძღვნასთან დაკავშირებით ილიას მეუღლის ოლღა გურამიშვილ-ჭვჭავაძისადმი. ყოველგვარი არგუმენტების და რეალური დასაყრდენის გარეშე გამოითქვა ასეთი აზრი, თითქოს „განდეგილის“ ხელნაწერში პოემის სათაურის ქვეშ ძღვნის ადრესატად თავდაპირველად სხვა პიროვნება იყო დასახელებული, შემდეგ იგი გადაშლილია და ოლღა გურამიშვილის სახელი წერიაო. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მკითხველს შეუძლია ნახოს ეს ხელნაწერი ან მისი ფოტოასლი და თავადაც დარწმუნდეს ამაში. ხელნაწერში გადაშლილია სათაურის ორი ადრეული ვარიანტი - „მეუდაბნოე“ და „ბეთლემი“, ასევე ქვეშ მინაწერი “ხალხში გაგონილი“, მაგრამ გადაშლილი სიტყვებიც კი იკითხება. რაც შეეხება ძღვნას, იგი სრულიად გარკვევით და სუფთად არის ნაწერი-: „კნეინა ოლგა ჭავჭავაძისას“. სამწუხაროა, რომ ზოგნი წმინდანების შეურაცხყოფას და მათ შესახებ უსაფუძვლო ჭორების გავრცელებასაც არ ერიდებიან.

ილიას თხზულებათა აკადემიურ გამოცემაში, რომელიც მზად არის გამოსაცემად, ეპისტოლარული მემკვიდრეობის ორი ტომიდან ერთი მთლიანად ილიას ოლღასადმი მიწერილ წერილებს უკავია, რომლებშიც საოცარი სითბო, სიყვარული და პატივისცემა ჩანს. 1892 წელს გამოსული ილიას თხზულებათა პირველი კრებულის პირველ ტომს გარეკანზე დაკრული აქვს ქაღალდი წარწერით: „ჩემს კარგ ოლიკოს, ილია ჭავჭავაძე“.

ოლღა გურამიშვილი იყო უსაზღვროდ სათნო და მოსიყვარულე ქალი, ნამდვილი მეუღლე და მეგობარი ილიასათვის. ამასთანავე იგი იყო საოცრად ღვთისმოსავი. „ღვთის გულისათვის, რომელიც აგრე გიყვარს...“ მიმართავდა ილია მას ერთ-ერთ პირად წერილში.* (ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი ათ ტომად, ტ.10, გვ.191). ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ილიასა და მას თავს დაესხნენ, ოლღას ხელჩანთაში „დავითნი“ ჰქონდა., რომელსაც თურმე მუდამ თან დაატარებდა.

საინტერესოა ილიას კიდევ ერთი წერილი ოლღასადმი, რომელიც მის სულიერ განწყობას გვიჩვენებს: „მინდოდა დავრწმუნებულიყავ, რომ შენ ადამიანს უყურებ, როგორც ღვთის მიერ შექმნილ არსებას, რომელშიც უპირველეს ყოვლისა სული უნდა მზიანობდეს.“ სწორედ ასეთი ადამიანი შეიცნო მწერალმა თავის მეუღლეში და ამიტომაც უდიდეს პატის სცემდა მას. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება, რომელშიც ერის სულიერი დაცემის ტკივილებია ნაჩვენები, მიუძღვნა იმ ადამიანს, რომელშიც „სული მზიანობდა“, რომელიც მისი ახლობელი იყო და პოემაში გამოთქმულ ნაფიქრალ-ნააზრევს სისრულით აღიქვამდა.

ოლღა გურამიშვილმა ილიას გარდაცვალების შემდეგაც ურყევად შეინახა ერთგულება და სიყვარული თავისი მეუღლისა. ამის დადასტურებაა მისი თხოვნა გუბერნატორისადმი: „სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანური გრძნობის, კაცთა შორის სიყვარულის განმტკიცებას“. მისი მკვლელებისადმი წაყენებული „ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას“ და გთხოვთ სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეუცვალოთო. ეს იყო ერთადერთი სწორი გზა, რითაც შეიძლებოდა გარდაცვლილისადმი პატივისცემის გამოხატვა და მისი ღვაწლის ამაღლება სიკვდილზე. ვერ გავიზიარებთ იმ აზრს, ილიას მეუღლე მკვლელებმა თუ მათმა წამქეზებლებმა დააშინეს და თავისი ნების წინააღმდეგ დააწერინეს ეს თხოვნაო. ასეთი რამის დაწერა საკუთარი სურვილის, საკუთარი გულისწადილის გარეშე წარმოუდგენელია ოლღა გურამიშვილის მხრივ. გასაგებია და ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ილიას მკვლელობის ორგანიზატორები ყველაფერს იკადრებდნენ და მათ შორის მუქარა-დაშინებასაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ილიას მეუღლე ასეთ გარიგებაზე დათანხმდებოდა. ოლღა ჭავჭავაძის ეს ნაბიჯი სწორედ რომ ილიას ღირსების შესაფერია და ნუ დავუკარგავთ მას ამ შინაარსს.



--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 28 2007, 01:12 AM
პოსტი #26


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თამარი_ცქნაფო
სად შემიძლია მაგდენი laugh.gif
მართლა მინდა წაკითხვა და მაინტერესებს, მარა აი ამდენი არც დრო მაქ და არც ნებისყოფა. ალაგ-ალაგ გადავხედე. იქნება უფრო დისკუსია გაგეჩაღებინა და ამ ხალხის ნააზრევი, შენ კი გექნება კარგად წაკითხული, მოკლე-მოკლე ციტატებით გაგეცნო ჩვენთვის. smile.gif
დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება.
smile.gif
მომიტევეთ თუ ოფტიპიკია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jun 28 2007, 01:15 AM
პოსტი #27


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა
მისი თხოვნა გუბერნატორისადმი: „სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანური გრძნობის, კაცთა შორის სიყვარულის განმტკიცებას“. მისი მკვლელებისადმი წაყენებული „ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას“


როგორც ვიცი, იაკობ გოგებაშვილი ყოფილა ამ წერილის შემდგენელი და მას მიუმართავს თხოვნით მგლოვიარე ჭირისუფლისთვის. ცხადია, წერილის აზრი ბოლომდე გაიზიარა და ხელსაც იმიტომ მოაწერდა და არა ვინმეს ხათრით ან მუქარით.

სიმბოლურია, რომ სამივენი მთაწმინდაზე გვერდიგვერდ განისვენებენ.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 28 2007, 02:47 AM
პოსტი #28


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(k@the @ Jun 28 2007, 02:12 AM) *

თამარი_ცქნაფო
სად შემიძლია მაგდენი laugh.gif
მართლა მინდა წაკითხვა და მაინტერესებს, მარა აი ამდენი არც დრო მაქ და არც ნებისყოფა. ალაგ-ალაგ გადავხედე. იქნება უფრო დისკუსია გაგეჩაღებინა და ამ ხალხის ნააზრევი, შენ კი გექნება კარგად წაკითხული, მოკლე-მოკლე ციტატებით გაგეცნო ჩვენთვის. smile.gif
დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება.
smile.gif
მომიტევეთ თუ ოფტიპიკია.

wink.gif ეჰ, მეეჭვება ვინმემ ისიც წაიკითხოს, მაინც ცალსახად წავა აზროვნება, აგერ ნახე sad.gif

ესეც ბოლო თავი:

მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)



„ტაძარი გაუქმებული“
„როდისღა ვნახავ მშვენიერსა ამ ქვეყანასა
თვისთა დიდების ნაშთსა ზედა კვლავცა აღმდგარსა...“

ილია ჭავჭავაძის მოთხრობებსა და პოემებში ძირითადად წარმოჩენილია გმირთა ტიპიური სახეები. არც ლუარსაბი, არც კაკო, არც დთიკო და ბეჟანი ერთეულები არ არიან. მათზედაც შეიძლება გავრცელდეს ლუარსაბის შესახებ თქმული ავტორის სიტყვები - ისინი სხვებს გვანან და სხვები - მათ. ამ მხრივ პოემა „განდეგილის“ ბერი „ოთარაანთ ქვრივის“ მთავარი გმირების მსგავსად, მათგან განცალკევებით დგას - იგი ერთადერთია, რომელმაც სცადა წლების მანძილზე დაცარიელებული წინაპართა სულიერების მწვერვალის გამოცოცხლება. ამ გმირის წარმოჩენით ავტორს ვერ ექნებოდა განზრახული პირდაპირი განზოგადებით ეჩვენებინა ასეულების ნამდვილი სახე. შესაძლოა ამანაც და პოემის იდუმალმა კომპოზიციამაც გნაპირობა ის, რომ თავიდანვე ბევრმა შეიცნო, რომ ეს იყო ალეგორიული ნაწარმოები. მაგრამ რა აზრი იყო ჩადებული ამ ალეგორიაში, ამასთან დაკავშირებით შეხედულებები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კრიტიკოსთა უმრავლესობა, როგორც ზემოთაც ვნახეთ, მასში საერო და სასულიერო მოღვაწეობის დაპირისპირებას ხედავდა. სხვათა აზრით აქ იყო წარმოჩენილი ელინიზმისა და ქრისტიანობის დაპირისპირება.

1894 წელს ჟურნალ „ივერიის“ 198-ე ნომერში ვარლამ ჩერქეზიშვილი „განდეგილის“ შესახებ წერდა: „მასში ჟღერს სიმი ელინიზმისა, ჰარმონიით სავსე ცხოვრებისა და ამ ცხოვრების სიტკბოების უფლებათა დაცვისა... იმის ჰარმონიულ ლექსში სცემს დატანჯული გული აწინდელი კაცობრიობისა, ასკეტიზმისა და იუდაიზმის სასტიკ ძალმომრეობისაგან ახალგანთავისუფლებულისა... ელინიზმში ამ წუთისოფლის ქება იყო, ქრისტიანული სარწმუნოება კი შეიქმნა მისი სრული ურმყოფელი.“ ასეთივე აზრისა იყო გერონტი ქიქოძეც. იგი წერს, რომ ამ პოემაში ილიამ „ბუდისტურ-ქრისტიანულ სპირიტუალიზმს და ასკეტიზმს დაუპირისპირა ელინიზმიდან და საქართველოს ეროვნული ტრადიციებიდან მომავალი ჰუმანიზმი...“

განსხვავებულად ხედავდა „განდეგილის“ ალეგორიას მარჯორი უორდროპი. 1895 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული პოემა „განდეგილის“ შესავალში იგი წერდა: „განა განდეგილი არ გამოხატავს მედიევიზმს და მწყემსი ქალი კი ასეთი მომაჯადოვებელი და ნათელი რენესანსი არ არის, რომელიც საქართველოში დასავლეთზე ბევრად უფრო გვიან მოვიდა? მისი მშვენიერებისა და მხიარულების წინაშე დრომოჭმული ცხოვრება დიდხანს ვერ იზეიმებს. მან ან უნდა გაიზიაროს მისი აღფრთოვანება, ან მოკვდეს.“ (იხ. ლეილა თაქთაქიშვილი-ურუშაძე, „მარჯორი უორდროპი, გვ. 79)

უკანასკნელ ხანს გამოჩნდა კიდევ ახალი აზრი, რომლის მიხედვითაც მწყემსი ქალი ჭეშმარიტ ქრისტიანულ რწმენას განასახიერებს, ბერი კი ასკეტიზმის გაუმართლებელ გზას. ლადო მინაშვილი წიგნში „ილია ჭავჭავაძე“ წერს: „სინამდვილეში მწყემსი ქალი არა ბუნებას, წარმართს, არამედ სწორედ იმ პირველქმნილი ქრისტიანული რწმენის ერთგულებას გამოხატავს.“

ჩვენი აზრითაც პოემა ალეგორიული შინაარსისაა, მაგრამ მის გმირთა სახეების ვერცერთ ზემოხსენებულ ახსნას ვერ დავეთანხმებით. არცერთ მათგანს არ ახლავს არგუმენტაცია და არ არის შეჯერებული ავტორის პირად შეხედულებებთან. ელინიზმსა და ქრისტიანობას შორის ილი უდავოდ ქრისტიანობას აღიარებდა უპირატესად, მედიევიზმსა და რენესანსს საქართველოში არ ჰქონია ისეთი კატასტროფული დაპირისპირება, რომ ერთს მეორის სიკვდილი გამოეწვიოს, რაც შეეხება იმას, თითქოს პირველქმნილი ქრისტიანული სარწმუნოება გმობდეს ასკეტიზმს, ასეთი აზრი ეწინააღმდეგება როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას, ისევე ილიას პირად დამოკიდებულებას საკითხისადმი. შეიძლება „ქრისტოლოგებს“ ჰქონდეთ ასეთი დამოკიდებულება ასკეტიზმისადმი, მაგრამ რაც არ უნდა ფართოდ მიმოვიხილოთ ჩვენ მათი აზრები, ეს ამ თვალსაზრისს ილიას პირად მრწამსთან ვერ დააახლოვებს. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებოდ გვეჩვენება აკაკი ბაქრაძის პოზიცია, პოემის დედააზრს საქართველოს დაცემულ ყოფასთან რომ აკავშირებს.

მწყემსი ქალი და ბერი წარმოშობით ერთი საზოგადოების, ერთი ქვეყნის შვილები არიან. მათ ესმით ერთმანეთის ენა, მაგრამ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ერთმანეთს ერთგვარად უპირისპირდებიან იმით, რომ სიუჟეტის დასაწყისში ერთი სულის მშვენიერებას წარმოადგენს, მეორე კი - ხორცისას. მწყემსი ქალის უკან დგას წუთისოფელი თავისი გარეგანი მშვენიერებებით და ხორციელი სიტკბოებებით, ბერის უკან კი წმინდა მამათა მიერ მიღწეული სულიერი სიწმინდე და ამასთანავე პირადად მისი ღვაწლის ნიშანიც - ის სასწაული, რომელიც ღმერთს „ნიშნად მადლისა მღაღადებელზედ მოუვლენია.“ ამრიგად, თავდაპირველად დაპირისპირება ჩნდება აყვავებულ სულსა და აყვავებულ ხორცს შორის, მას შემდეგ კი, რაც ბერში მიძინებული „ხორციელი გულისთქმები“ კვლავ გაიღვიძებს, მწყემსი ქალის სახე საერთოდ ქრება და ეს ბერი თავად იქცევა ხორცისა და სულის დაპირისპირების ასპარეზად. ბერი, რომელიც პოემის დასაწყისში სულის აყვავებას განასახიერებს, ნაწარმოების ბოლოს სულიერად გაპარტახებულია. ეს მდგომარეობა კი ზუსტად შეესაბამება ერის სულიერი ცხოვრების მწვერვალის - „ბეთლემის“ იმ ორ სურათს, რომელიც პოემის პროლოგ-ეპილოგშია წარმოჩენილი. საერთოდ მწერლის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განსაზღვრისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება პოემის აგებულებას. თუ თხზულების შესავალში ერის სულიერი აყვავების სურათია წარმოჩენილი, ეპილოგში კი მისი გაპარტახებისა, რა უნდა იყოს ნაჩვენები მის ძირითად, ცენტრალურ ნაწილში, თვით გადმოცემულ ამბავში, თუ არა დასურათხატება იმისა, როგორ მოხდა ეს გარდატეხა. პოემა რომ ალეგორიული არ იყოს და საქართველოს ზოგად ყოფას არ უკავშირდებოდეს, მწერალს მრავალსაუკუნოვანი გრანდიოზული ფონი არ დასჭირდებოდა ერთ ღამეში მომხდარი ამბის წარმოსაჩენად. მეორეს მხრივ, ამაზევე მეტყველებს ის ფაქტი, რომ თუნდაც ერთი წუთით, მაგრამ ფაქტია, რომ მწერალი ფიქრობდა პოემისათვის „ბეთლემი“ დაერქმია. ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ბერის ისტორიას რაღაც უფრო ფართო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. მისი ბედი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ბეთლემთან. ფაქტიურადაც ასეც არის. სანამ იყო ეს ბერი, ბეთლემში კვლავ ისმოდა ღვთის სადიდებელი. განსაცდელის ჟამს ბერი ლოცულობდა ქვეყნის გადარჩენისათვის და სწორედ ეს ლოცვა შეაწყვეტინა მწყემსი ქალის ხმამ. ბერის დაცემით დაცარიელდა ბეთლემი და ვეღარ განახლდა ქვეყნის ხსნისათვის აღვლენილი ლოცვა. ამიტომ მისი დაცემა უშუალო კავშირშია ერის სულიერების გაპარტახებასთან.

. პოემას ქვეშ მიწერილი აქვს „ლეგენდა“, მაგრამ ასეთი სიუჟეტი ქართულ ფოლკლორულ წყაროებში ვერ იქნა მიკვლეული. ამ გამოქვაბულის შესახებ ბევრ რამეს ყვებოდა ხალხი და ამდენად ეს ადგილი ჩვენი ერისათვის თითქოს ლეგენდარული იყო, მაგრამ პოემის ფაბულაც და შინაარსიც ჩვენი აზრით მთლიანად ილიას მიერ უნდა იყოს შექმნილი. სავსებით ვიზიარებთ ამასთან დაკავშირებით მკვლევარ ლადო მინაშვილის აზრს, ამ პოემის ინიციატორი რომ ლეგენდა არ არის, ამის დასტურია მწერლის დაუმთავრებელი პიესა „ირაკლიო“. მართლაც ამ პიესას, რომელიც უსათაურო ჩანახატს წარმოადგენს, აშკარად ეტყობა სწორედ იმ თემით დაინტერესება ავტორისა, რომელიც ასახულია „განდეგილში“, მაგრამ სიუჟეტი განსხვავებული ჩანს. ამდენად, საფიქრებელია, რომ იგი მწერლის შემოქმედებითი წარმოსახვის ნაყოფია და არა რაიმე მზა თემისა და ფაბულის მხატვრული დამუშავებისა

პოემაში არცერთი გმირი არ არის სახელდებული, არც დრო არ არის კონკრეტიზირებული. ერთადერთი რამ, რაც მასში დაზუსტებით არის აღნიშნული, არის მონასტრის სახელი „ბეთლემი“, რომელიც კონკრეტული მთის - მყინვარის წვერზეა გამოქვაბული. ამ ადგილთა სახელდებას ნაწარმოებში განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, მწერალს შეეძლო, ისინიც არ დაესახელებია, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი განზრახვით ის, რაც პოემაში ხდება, უშუალო კავშირშია ამ ადგილთან, რომელიც პოემა „აჩრდილის“ მიხედვით საქართველოს უკვდავი სულის სამყოფელია.

დავაკვირდეთ ერთ დეტალს - რას უნდა ნიშნავდეს აქ სიტყვა „თანამდევი“. ჩვენი აზრით ლირიკულმა გმირმა იხილა არა „ქვეყნის სული“, არამედ მისი თანამდევი ანგელოზი, რომელიც უფლის მიერ დადგინებული ყავს თითოეულ ნათელღებულ ადამიანსაც, ტაძარსაც და მთელ ქვეყანასაც. ტაძარი რომც დაინგრეს, ანგელოზი მის ნანგრევებთან რჩება - იმ წმინდა ადგილას, სადაც ადრე წირვა-ლოცვა აღესრულებოდა. მოხუცის სახით მოვლენილი ეს ხილვა საქართველოს მფარველ ანგელოზს უნდა განასახიერებდეს, რომელიც დგას მყინვარზე ერის სულიერი ტაძრის ნანგრევებთან და მისი განახლებისათვის, „აღდგენისათვის“ ლოცვით შუამდგომლობს ღმერთთან. ერთგან, ილიაზე საუბრისას, სარწმუნოებისათვის წამებული, აწ წმინდანად შერაცხილი მღვდელი სიმონ მჭედლიძე წერდა „სამშობლოს ანგელოსიც“ ამას ჩასჩურჩულებდა ყურშიო“* (იხ. მღვდელი სიმონ მჭედლიძე, თბ.1996 წ.)

„ანგელოზი“ ნიშნავს მაუწყებელს. იგი არის უსხეულო, უკვდავი სული. სწორედ მის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის არის „შორი მხედველი, ძლიერი, მალი...“ სწორედ ის არის ნუგეშის მომცემი და „კეთილმაუწყებელი“. სწორედ მფარველი ანგელოზის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ იზიარებს ტკივილს და სიხარულს იმისას, ვისი მფარველოც არის, ცრემლს ღვრის მის ცოდვებზე და ხარობს მისი კეთილგონიერებით. მფარველი ანგელოზია მეოხი და შუამავალი ადამიანებს და ღმერთს შორის. მის შესახებ „აჩრდილის“ პირველ რედაქციაში ნათქვამია:

„...არც ცოცხალს ჰგვანდა და არცა მკვდარსა;
ძალა არ ჰქონდა მასზედ სიკვდილსა,
და არც თვით ჰგვანდა სიკვდილის შვილსა.“

ამიტომაც ეკითხება მას ლირიკული გმირი:

„კაცი ხარ ჩემებრ, თუ მარტო სული?
ნუთუ იმ ქვეყნით შენ ხარ მოსული,
სადაც მშვიდობა, ნუგეში ცხოვრობს,
ანგელოზთ დასი ღვთაებას ჰგალობს?“

პოემის საბოლოო ვარიანტში კი, როგორც აღვნიშნეთ, ეს აჩრდილი თავის თავს საქართველოს „თანამდევ უკვდავ სულს“ უწოდებს. მისი სწავლებით საჭიროა ქვეყნის დაცარიელებული სულიერების აღდგენა და იმის ნიშნად, რომ ამგვარი რამ აუცილებლად მოხდება ცაზე იმედის ცისარტყელა გაიელვებს. „განდეგილში“ მოქმედება იმავე მთის ფონზე ვითარდება, მაგრამ გაპარტახებული სულიერება აღდგენილი ჯერჯერობით მაინც არ არის - ტაძარი დაცარიელებულია, რწმენის ნათლით „ზეაღზიდვა-ამაღლება“ არ მომხდარა.

საყურადღებოა, რომ პოემაში ორგან ჩანს „ბეთლემისადმი“ ერის დამოკიდებულება:

„და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს
ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი...“
„და ის ადგილი, ის არემარე
ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა...“

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მიტოვებული და მიუწვდომელია, ერი მას მაინც „ბეთლემს“ - ცხოვრების და სიწმინდის სახლს უწოდებს, სახელი არ გადაურქმევია და მისი სიწმინდისადმი მოკრძალებით იქ შეფარებულ ნადირსაც კი არ ახლებს ხელს.

„ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს
მეუდაბნოე შეჰკედლებია...“

ვკითხულობთ „განდეგილში“ და უნებლიედ გვაგონდება „აჩრდილისეული“ შედარება: „...დაუგდიხრ, ვით ტაზარი გაუქმებული“. საერთოდ ამ ორ პოემას ბევრი რამ აქვს საერთო და ვგონებ ამ მხატვრულ სახეთა თანხვედრაც არ უნდა იყოს შემთხვევითი. ერთგან პოეტმა მხატვრული შედარების მეშვეობით დააკავშირა საქაერთველოს სახესთან „გაუქმებული ტაძარი“, მეორე პოემაში კი სწორედ გაუქმებული ბეთლემის ტაძრის სახით წარმოგვიჩინა საქართველოს ალეგორიული ხატი. დაცარიელებული ბეთლემი სულიერად დაცარიელებული საქართველოა. მიტოვებულ ტაძართან, „უპატრონო საყდართან“ შედარება ჩვენი ქვეყნისა ილიას პუბლიცისტიკაშიც გვხვდება. სტატიაში „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ ვკითხულობთ: „ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს სხვანი დაეპატრონებიან...“

საერთოდ „ტაძრის“ სახე, რა თქმა უნდა, რწმენასთან არის დაკავშირებული. ერთგან, პუბლიცისტურ წერილში ილია წერს: „ეჭვით გალესილი ჭკუა დღედაღამ ტაძარს აშენებს რწმენისას და ისევ თავადვე აქცევსო.“ (იხ. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა აკად. გამოც. ტ.5,გვ. 541) ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანა, სადაც ოდესღაც რწმენა ჰყვაოდა, მწერალს ასევე ტაძართან შეედარებინა, მას შემდეგ კი, რაც მას რწმენა შეერყა, გაუქმებულ ტაძართან გაეიგივევებინა.

ადამიანის სასოწარკვეთილების და ჭკუა-გონების არევის, ყველაფრის უარყოფის სათავეს ილია რწმენის შერყევაში ხედავდა. „ეს დღევანდელი სპირიტობა, ბუდიზმობა, გრაფ ტოლსტოის „სულისკვეთება“, ის ამბავი, რომ ამერიკაში სადღაც ბავშვი დაბადებულა და დიდი და პატარა მირბის იმის თაყვანისსაცემლად და ბევრი სხვა ამისთანა განა იმას არ ჰმოწმობს, რომ დღევანდლამდე ყოფილს ბინას ადამიანის მყუდროებისას ფუძე დაენძრა და თვით თაღიც მთელის შენობისა გაირღვა და ჰლამის გადმოქცევას. განა ყოველივე ეს იმის მაგალითები არ არის, რომ დღესაც მოუსვენარი გონება ადამიანისა ხან რას ეჭიდება, ხან რას, რომ სადგური რამ მყუდროებისა სადმე და რაშიმე უპოვოს უბინაო სულსა, რომელიც დღეს ნაცარტუტასავით ჰდუღსო?“ წერს იგი.* ( I. ჭავჭავაძე, თხზულებათა აკად. გამოც. ტ.5, გვ. 541) ადამიანის ამგვარი მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზად ილიას მტკიცე რწმენა მიაჩნია. მისი თქმით, „ერთი ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა და ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.“ * (ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა აკად. გამოც. ტ.5, გვ.540). სწორედ ასეთი რწმენის სესახებ ამბობს უფალი: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.“

ამრიგად „განდეგილში“ ერის სულიერი დაცემის სურათი უნდა იყოს წარმოდგენილი. ოდესღაც „რწმენის ნათლით ამაღლებული“, ღმერთთან მიახლოებული საქართველო საწუთროს ხიბლმა აცდუნა, ხორციელმა ვნებამ დაამხო და უიმედობამ დასაღუპად გასწირა.

„...ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა... სულ ყველაფერი აირივ-დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევიათ, ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა...ყველანი ვხედავთ ამას... და ვიშვნევთ, და ვიწყნარებთ ამისთანა ყოფას... თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა, მართალმა ვერ შესძლეს“ - წერს ილია სტატიში „უარმყოფლობა ჩვენში“ და მასში გამოსჭვივის სწორედ ის ტკივილი, რაც ასახულია პოემა „განდეგილში“- ღვთიური მადლის პირბადით საცდურის მოსვლა, სულიერი დაცემა და საშინელი მარცხი. ამგვარი ახსნა ნაწარმოების მხატვრული შინაარსისა, რომელიც მრავალ მეცნიერს ფილოსოფიურ პოემად მიაჩნია, სრულიად არ აკნინებს მის მხატვრულ ღირებულებას. პოეტს არაჩვეულებრივად აქვს წარმოჩენილი ნააწარმოების ორივე პლანი - ზედაპირულიც, ერთი ბერის სულიერი გარდატეხა, მისი ტრაგედია; და იგავურ-მხატვრულიც - ერის სულიერი დაცემის სურათი, ერის ტრაგედია. ორივე მათგანი ისე ღრმად და საფუძვლიანად აქვს გააზრებული ავტორს, რომ ბერისა და ქვეყნის კერძო სახეებში ამასთანავე ჩანს ზოგადადამიანური, საკაცობრიო პრობლემებიც.

ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ივანე ზურაბიშვილს მიაჩნდა: „პოემის ძირითადი აზრი ის არის, რომ იდეალისათვის გადახვევა, რაშიაც უნდა გამოიხატებოდეს ის...უკარგავს ზეციურ მადლს.“ (იხ. „ილია ემიგრანტთა თვალით“, ტ. 1996 წ. გვ.246) პოემაში ასეთ საგნად დასახელებულია სულის ცხონებაო, წერს იგი. იდეალისათვის გადახვევასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხსენებული მოსაზრება სწორად მიგვაჩნია, მაგრამ აქ რომ ნებისმიერი იდეალი იგულისხმებოდეს არა გვგონია. პოემის თემად ბერის ცხოვრება იმიტომ არის აღებული, რომ „სულის ცხონება“ მარტო ბერისთვის არ არის ცხოვრების მიზანი და საზრუნავი. ეს არის სწრაფვა არა მარტო სასულიერო პირთა, არამედ მთელი მართლმორწმუნე ერისა, რა კონკრეტული საქმიანობითაც არ უნდა იყოს იგი დაკავებული. ზეციურ მადლს დაკარგავს ის, ვინც უფლისაკენ მიმავალი გზიდან გადაუხვევს, ერი იქნება თუ - ბერი.

„განდეგილის“ მკვლევრები ზოგჯერ ზედმეტად აზვიადებდნენ ხოლმე პოემის ჩანაფიქრს - ილია მთელ საქართველოს ბერად შედგომისაკენ მოუწოდებდაო. რა თქმა უნდა, გონიერი კაცი ვერავის მოუწოდებს ისეთი რამისაკენ, რაც მათ არ ძალუძთ. ილიას კარგად ესმოდა, რომ ასეთი გზის არჩევანი „ადამიანის მრავალფერი ბუნებით“ იყო ხოლმე განპირობებული. მთელი ერი ბერობის უდიდეს ღვაწლს ვერ იტვირთებდა, მაგრამ ის მცირე ჯვარი რომ მაინც ეტარებინათ, რომელიც ყველა ქრისტიანს მოეთხოვება მრწამსის აღიარებით და მცნებათა აღსრულებით, რა თქმა უნდა, მისი აზრით საჭირო იყო, რადგან დაცემულმა წამოდგომაზე რომ არ იფიქროს, შესაძლოა ველიდან უფსკრულშიც აღმოჩნდეს.

„ბეთლემი“ - ერის სულიერი ზესწრაფვის და ზნეობრიობის მწვერვალი დაცარიელებულია იმიტომ, რომ ერმა ერობა ვერ შესძლო და ბერმა - ბერობა. ღმერთთან სიახლოვეს, სულიერების მწვერვალზე დამკვიდრებას „თუ არ ღვთის ღირსი“, სხვა ვერ შესძლებს, თუ არ „მცნების ნათლით ზეაღზიდულ-ამაღლებული“, ვერავინ შეწვდება. ამიტომ „განდეგილში“ არც მარტო ერთი ბერის პრობლემა არის წამოჭრილი და არც მარტო ბერობისა. საერომაც და სასულიერომაც - მთელმა ერმა მისთვის წილხვდომილი ჯვარი უნდა იტვირთოს და ზიდოს იმ მწვერვალისაკენ, თუ უნდა, რომ კვლავ „ღვთის ღირსი“ გახდეს, სულიერების მწვერვალი დაიბრუნოს და დაცარიელებული „ბეთლემი“ გამოაცოცხლოს.





--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 28 2007, 11:50 AM
პოსტი #29


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ქენი მადლი და ერთი-2 სიტყვით ჩამოაყალიბე რა იდეა აქვს მარიამ ნინიძეს, და რას ამტკიცებს?, აი თუ რამე საინტერესოა მერე ჩაუჯდები(თ) მაგას თორე დრო არაა.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 28 2007, 05:35 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



მეტი არავინ??

თამარი_ცქნაფო
მემგონი ძალიან შევაშინეთ ეს ხალხი ასეთი დიდი პოსტებით biggrin.gif

კაი ბატონო, მაშინ მარიტაზეც მითხარით ერთი-ორი სიტყვა...
ვინ უფრო იყო დამნაშავე??
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jun 28 2007, 11:30 PM
პოსტი #31


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



ციტატა
ქენი მადლი და ერთი-2 სიტყვით ჩამოაყალიბე რა იდეა აქვს მარიამ ნინიძეს, და რას ამტკიცებს?, აი თუ რამე საინტერესოა მერე ჩაუჯდები(თ) მაგას თორე დრო არაა.


უცნობ კაცს არ დაეჯერება, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ვისაც დრო აქვს, ღირს ჩაჯდომად, ადრე საპატრიარქოს რადიოში ვუსმენდი, მერე წიგნსაც გავეცანი. მართლა კარგი ნაშრომია.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 29 2007, 12:56 AM
პოსტი #32


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(di_onise @ Jun 28 2007, 06:35 PM) *

მეტი არავინ??

თამარი_ცქნაფო
მემგონი ძალიან შევაშინეთ ეს ხალხი ასეთი დიდი პოსტებით biggrin.gif

კაი ბატონო, მაშინ მარიტაზეც მითხარით ერთი-ორი სიტყვა...
ვინ უფრო იყო დამნაშავე??

მისაღების თემებს ამზადებ? wink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Jun 29 2007, 01:50 AM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



თამარი_ცქნაფო

laugh.gif

ვახხხხ

რა ჩამჭრელი შეკითხვებია.

არა უბრალოდ ეხლა გავიარე და რაღაც-რაღაც შეკითხვები გამიჩნდა.
აბაის პოსტი რო დავწერო თემაში ხო გამომაგდეს იქიდან laugh.gif tongue.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Dec 30 2007, 02:39 PM
პოსტი #34


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა

მზად არ იყო, ჩემი აზრით, უფრო მეტიც, მას სამყარო წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ბორტების სადგური, ის კი ავიწყდებოდა, რომ ეს ქვეყანა უფლის შექმნილია და მთლად ბოროტს ვერ უწოდებ ერთი ხელის მოსმით, რაც მთავარია: მას რეალური ბრძოლა გადატანილი არ ჰქონდა რწმენის გასამყარებლად, მხოლოდ ''ყინულებში'' ცხოვრება ეგონა სულის გამოწრთობის მთავარი დაბრკოლება, მისთვის ეს გზა შეწირვა კი არა, უფრო ტანჯვა იყო, ამ სიტყვის უფრო ხორციელი გაგებით. რეალურად ''ბრძოლის'' წინაშე რომ აღმოჩნდა, მაშინ ვერ გაუძლო...

გეთანხმები თამო. ვიქტორ ჰიუგოს კლოდ ფროლო გამახსენდა,მისი ცხოვრება ტანჯვას უფრო გავდა,ვიდრე სულიერ "სიამოვნებას",რადგან არასწორი გზა აირჩია.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 11 2016, 11:21 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



რამდენად სწორად შევარჩიე თემა არ ვიცი, მაგრამ ეს სიტყვები უზომოდ მომეწონა smile.gif

"ღრმა შინაგანი კულტურა, უპირველეს ყოვლისა, სულის ღვაწლის ნაყოფია. მიღებული ინფორმაციის რაოდენობა კი არ არის განათლების საზომი, არამედ ამ ინფორმაციის გააზრებისა და სულიერად გადამუშავების უნარი. პლატონი ამბობდა: "სრული უწიგნურობა ყველაზე დიდი ბოროტება არ არის, ცუდად გააზრებული, დაუნჯებული ცოდნა კიდევ უფრო უარესი ბოროტებაა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2016, 01:00 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ მშვიდ, ჩუმ, მდაბალ, ცოდნისმოყვარულ კაცს მუდმივად სწავლა სურდა, მეხსიერებაში იმარხავდა და ყვებოდა ხოლმე მთაწმინდელ მამათა ასკეტურ ღვაწლზე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2016, 09:13 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთოდ, სულიერად ჯანსაღი ადამიანები უდიდესი დონის ნაწარმოებებს ქმნიან და მათი მოღვაწეობის შედეგებში მათივე პიროვნული აღორძინებაა ასახული".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2017, 09:45 AM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლევან გოთუა კომუნისტებმა 19 წლისა აბასთუმანში დაიჭირეს და შვიდი თვე ჰყავდათ ციხეში გამომწყდეული. ქართველი, ოსი, სომეხი ჯალათების სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ სულზე მიუსწრო ახალციხის მაზრის მილიციის უფროსმა. გამოუშვეს, მაგრამ 1925 წელს სამი წლით ციმბირში გაასახლეს. ისე სწრაფად გააყოლეს ეტაპს, ახლობლებმა ვერც მისი ნახვა და ვერც თბილი ტანსაცმლის შეგზავნა ვერ მოასწრეს.

ორი თვე მოსკოვში, ბუტირკის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, მერე სოლოვკის კუნძულებზე უკრეს თავი. იქ ჩაყვანილი ქართველები ბნელ საკანში, მუხლებამდე წყალში, სისხლის სამართლის დამნაშავეებთან შეყარეს. ქართველებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადეს. 30 დღის შემდეგ მიაღწიეს მიზანს, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად, მათგან ცოტა თუ გადარჩა.

1927 წელს ლევანს პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს, ოღონდ არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება და ექვს დიდ ქალაქში დასახლება. ვადის გასვლის შემდეგ კიდევ სამი წელი დაუმატეს. გაწამებულმა გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ ჭოროხთან ჩეკისტებს ჩაუვარდა ხელში. ისევ ხუთი წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. იმედი მაინც უკიაფებდა: "დრო მოვა და... წარსულო სიცოცხლევ, ხელახლა დაიწყებიო".

ერთხელ ბანაკის პატიმრებს მდინარე ობში ბანაობის ნება მისცეს. წყალმა ლევანი გაალაღა, მოუსვა მხარული, დიდხანს მიცურავდა, რომ მოიხედა, ნაპირი აღარ ჩანდა. ერთი კი იფიქრა, გადავლახავ მდინარეს და გავიქცევიო, მაგრამ მაშინ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდებოდა. უკანვე გამოცურა. ბანაკში ჰგონებიათ, ობში დაიხრჩოო და მისი ტანსაცმელი სხვისთვის მიუციათ. "ურჩი" პატიმარი ერთი კვირა იზოლატორში გამოკეტეს, მერე კი ვიღაცის ჭუჭყიანი ძველმანები მისცეს, მისი ზომის ფეხსაცმელი ვერ უშოვეს და კარგა ხანს ფეხშიშველი დადიოდა.

1937 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ თბილისში ცხოვრების ნება მხოლოდ 1938 წელს მისცეს. 1946 წელს, როცა მისი ორი პიესა თბილისის მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა და მისი წიგნები ძალზე პოპულარული გახდა, ანტისაბჭოთა ჯგუფის შექმნა დააბრალეს და ათი წლით ვორკუტაში გადასახლება მიუსაჯეს. მამაცურად დაუდგა ლევანი განსაცდელს. ჯალათებს სულ მატყუარები და მტარვალები ეძახა, - დადგება დრო და საბრალდებო სკამზე თქვენ თვითონ მოხვდებითო. "ეს არ მოხდებაო", - დაუბღავლია შეშინებულ რაფავას და ლევანის ცემა უბრძანებია, - მაინც ვერ გატეხეს, ხელი ვერაფერზე მოაწერინეს.

40-50 გრადუსი ყინვა, თოვლი, ქარბუქი, შიმშილი, არაადამიანური ყოფა, დამცირება - რა ენამ გამოთქვას ის მიწისზედა საზვერეები! წელიწადში მხოლოდ ორი წერილის გამოგზავნის უფლება მისცეს. გაჭაღარავდა ბანაკში: "ბატიას", "დედუშკას" ეძახდნენ. "ჩემი ნაწერები და ჩემი გმირები ყოველთვის ჩემზე ბედნიერები იყვნენ... არ მშურს! ასეთია ბედის შეუვალობა", - სწერდა ახლობლებს. "როცა წერილს ვწერ, თავი საქართველოში მგონია", - ოხრავდა. იქ ჩუმად დაწერა "გმირთა ვარამი". ბანაკის ტერიტორიაზე დაყრილი მორები ქალაქში თავისუფლად მცხოვრებმა ქართველმა იყიდა. სწორედ ამ მორების გულში იდო მისი ხელნაწერი.

ციხის მეგობრებს ძალიან უყვარდათ "ლევან ბერი".

სამშობლოში სტალინის სიკვდილის შემდეგღა დაბრუნდა..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2018, 10:56 AM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მწერალი არის არსება, რომელსაც ევალება და ხელეწიფება, იდგეს "ზეციურ მამასა" და ხალხს შორის, რათა არ შეწყდეს ის კავშირი, რომელსაც სიტყვა-ლოგოსი უზრუნველყოფს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 2 2018, 11:10 AM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,574
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მწერალი ადამიანის ქომაგია, მისი "დარდების შემგროვებელი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 05:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი