პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
judi |
Sep 7 2006, 08:57 AM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 |
უფალო, ღმერთო მაღალო,
იესო ძეო ღვთისაო, შენს სახედ მოვედ შიშველი ხორცითა შემოსილსაო. სულის სიწმიდე ნაბოძი შენისა სიწმინდითაო, ვამუქე შავი ფერებით და გცოდე მრავალგზისაო. უფალო, იესო ქრისტე ძეო მაღალი ღმრთისაო, მიწყალე ჩემი ცოდვები, შემინდევ მე უღირსსაო. გავედრებ სულსა უკეთურს, დაღალულს ცოდვებისგანო, გულში ვბუტბუტებ მიყვარხარ მაგრამ საქმით ვქმენ ძვისრსაო; შემინდევ ღმერთო ძლიერო მეუფევ ყოვლარსისაო. ვედრებით შეგთხოვ უფალო, მონა-მორჩილი შენიო, ყოველთვის შემაგრძნებინე უკეთურება ჩემიო. მომეცი გული მდაბალი ლოცვა წრფელი და თეთრიო და სინანული ძლიერი მარადჟამს ცრემლის მდენიო; მიწყალე ღმერთო მიწყალე შემინდევ ცოდვა ჩემიო. არაწმიდათა ბაგეთა აღვაღებ, კრძალვით გეტყვიო: მიყვარხარ ღმერთო მიყვარხარ, მამა ხარ ჩემი მშველიო, მიწყალე შვილსა უღირსსა, ცრემლებით ამას გვედრიო, რომ მუდამ შენით ვფეთქავდე რომ ვიყო მუდამ შენიო, შემინდევ, ღმერთო შემინდევ, მიწყალე ცოდვა ჩემიო.. -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
ცოტნე |
Sep 8 2006, 05:58 PM
პოსტი
#42
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
ჯანსუღ ჩარკვიანი
ლამაზი სიკვდილი როცა დაიწყებს წყარო საუბარს, მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალუბალს მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი. როცა კვირტები აფეთქდებიან, როცა სიმღერას იტყვი სასურველს, როცა ირმები დაფეთდებიან, მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს. როცა მერცხალი ზეცას შეუტევს, როცა მიწაზე მზე და დარი დგას, ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს. როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის საგვირილოდ და საენძელოდა, ირემი ირემს ბალახს გაუწვდის და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა. როცა ძეწნები ატირდებიან და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს, ავტირდები და ავხარხარდები. მოიგონებენ წარსულს მკვიდრები, აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა, გავდიადდები, გავსულდიდდები და ავენთები მამულს კელაპტრად, დავდგები ცერზე, როგორც ავაზა, ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს, მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი. 1958 დავით გურამიშვილი მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო, შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო, ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო, ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო. ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო; დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო; წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო; მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო. jვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო: დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო. ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო? მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო. უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო, პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო. ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო! განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო; რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო! ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო. ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
guruli |
Sep 8 2006, 10:34 PM
პოსტი
#43
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-July 06 მდებარ.: guriashi natanebi, tbilisshi saburtalo da svanetshi chuberi!:)))))) წევრი № 25 |
რადგანაც მართლმადიდებლური ფორუმია, ალბათ უფრო ამაღლებულ თემებზე მოუხდებოდა ლექსები! ჰოდა GO GO GO
-------------------- მშვიდობა და სიყვარული მოგცეთ უფალმა!!!
|
guruli |
Sep 8 2006, 10:54 PM
პოსტი
#44
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 30-July 06 მდებარ.: guriashi natanebi, tbilisshi saburtalo da svanetshi chuberi!:)))))) წევრი № 25 |
ჯალალედინი როს მოაჯდა გუმბათზე სიონს,
და მტკვარს მიჰქონდა ქრისტიანი ასიათასი, თმებს უწეწავდათ ალბათ ცელქი ავლაბრის სიო, თვალებზე ცრემლი უბრწყინავდათ როგორც ალმასი! ნაღალატევნი როს დავმარცხდით ავბედით გარნისს, და ემხობოდნენ საქართველოს დედა-ციხენი, ალბათ მწუხარედ გაჰყურებდა სამშობლოს დაისს, არეზის პირად თავდახრილი ახალციხელი! ელიას მთიდან გადავყურებ მშობლიურ ქალაქს, მეტეხის ხიდზე როგორც ადრე ნავარდობს სიო, მე ახლა ფეხით შემოვივლი უძველეს კალას, ჯალალ, შენს ჯიბრზე შემოვივლი აღდგენილ სიონს! ვისი ლექსია არ ვიცი მაგრამ შალვა ახალციხელს ეძრვნება! სჩანს კიდეც ლექსიდან! პირველად რომ წავიკითხე ცრემლი მომადგა თვალზე და მართლა კინაღამ გავიქეცი ფეხშიშველი ძნელია იყო ობობასავით, სხეულისაგან ლამაზ გზებს ქმნიდე, მთელი ცხოვრება ზრუნვაში დაჰყო, და უზრუნველად ჰამაკში იწვე! ეს პაწაწუნა ლექსი მუხრან მაჭავარიანის უსათაუროა! რა ვიცი თავიდან აზრი ვერ გამოვიტანე და ახლა თითქოს რაღაცას ვხედავ! აბა თქვენც გაშიფრეთ ახლა თქვენებურად და დაწერეთ! ხო იცით თქვენი იმედი მაქვს მარად და ყველგან! -------------------- მშვიდობა და სიყვარული მოგცეთ უფალმა!!!
|
დავით ივერიელი |
Sep 13 2006, 02:28 PM
პოსტი
#45
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ჩემი ყვალზე საყვარელი პოეტის, ველაზე საყვარელი ლექსი:
სადღაც და ვიღაც ირგვლივ სივრცეა და ფიქრი ბევრი, ეს ცეცხლიანი სურვილიც მოკვდა, სადრაც, შორს, ტყესთან, მატარებელი სადგურს კივილით მიუახლოვდა. სადღაც სანთელი იწვის კუბოსთან და იბურება ქალაქი ნისლით, სადღაც დეპეშას ღებულობს ფოსტა და აპარატის რაკრაკი ისმის. ალაბათ, ქარები დღესაც გვეძებდა, რპმ კვდება გული მსოფლიო ღერძი. იქ, ლაზარეთის საშიშ კედლებთან, სწუხს ავადმყოფი და სიკვდილს ებრძვის. ხშირად მიცქერის უღირსი თვალი, მე შენზე ფიქრი ვე დავამთავრე. სადღაც ზის გემზე მწუხარე ქალი და ზღვიდან უმზერს გადახრილ მთვარეს. მე ვწუხვარ, რომ აქ არავინ არის, მოკლდება რიცხვი ჩემი დღეების. იქ, სადღაც, ტყეში, შრიალებს ქარი და კაცებივით დგანან ხეები. ალბათ, იქ ვიღაც გარდაიცვალა (გავიდა ღამე და ვნება მწველი), ის არ მეყოფა, რაც რომ ვიწვალე, და კიდევ სხვაგვარ წამებას ველი. ტერენტი გრანელი 1924 და აი ეს ისტყვები მიყვარს ტერენტის ლექსიდან უმიზნო ხეტიალი: "შენ, დედამიწავ უფრო მაშინებ, როცა ოცნებით ძეცას მოვიარ, წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე, მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?!" -------------------- მერე რა რომ . . .
|
iako |
Sep 13 2006, 03:29 PM
პოსტი
#46
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე, ეს არის კითხვა , რომელზედაც პასუხის გაცემას მთელი ცხოვრება სჭირდება. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
დავით ივერიელი |
Sep 13 2006, 03:34 PM
პოსტი
#47
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
iako
გეთანხმები, ოღონდ ტერენტიმ ცოტა მკრეხელური ფორმით წარმოადგინა -------------------- მერე რა რომ . . .
|
T.L. |
Sep 13 2006, 06:20 PM
პოსტი
#48
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ალბათ მოვა დრო
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწა ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე და ეკლესია თითქოს თოვლია. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
გლახა |
Sep 14 2006, 04:06 PM
პოსტი
#49
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
david the iverian
შენც მოგწონს ტერენტი გრანელი? |
დავით ივერიელი |
Sep 14 2006, 04:33 PM
პოსტი
#50
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
glaxa
ჩემი საყვარელი პოეტია.. ყველას მირჩევნია... მაგისნაირი რიტმა არცერტს აქვს... -------------------- მერე რა რომ . . .
|
T.L. |
Sep 14 2006, 05:50 PM
პოსტი
#51
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა ჩემი საყვარელი პოეტია.. ყველას მირჩევნია... მეც -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
დავით ივერიელი |
Sep 14 2006, 09:49 PM
პოსტი
#52
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
დაბრუნება სოფელში
ახლა არის ივნისი. ახლა გვიან ღამდება. მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო! ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას... შემდეგ თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო. ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს, (ახლა უფრო ხშირია დარდი და უიმედობა). მზერას მტაცებს საყდარი. ვლეზე გათხრილ სამარეს ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას. ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად: მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!.. ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა, ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება. თუმცა თვალებს ცრემლიანს არ ეტყობათ დაღალვა, ვიცი, გაფიტრებული, ვგავარ შემოღამებას. ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა... არ თავდება ვარამი და იობის წამება. ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს (თუმცა რაა იმედი? _ წამიერი ფარ-ხმალი). მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს . ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი. ტერენტი გრანელი (დედაენაცვალოს, როგორ მიყვარს)... -------------------- მერე რა რომ . . .
|
გლახა |
Sep 15 2006, 02:25 PM
პოსტი
#53
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ციტატა (დედაენაცვალოს, როგორ მიყვარს)... დედა შენა ხარ ?? |
დავით ივერიელი |
Sep 16 2006, 12:49 PM
პოსტი
#54
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
glaxa
დედა არა მამა... რა ვიცი იქნებ მეც ვარ -------------------- მერე რა რომ . . .
|
iako |
Sep 16 2006, 03:18 PM
პოსტი
#55
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ლადო ასათიანი
* * * რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო – ვერ ვნახო სამოთხის მთვარე… მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ – რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა. მერაბ კოსტავა ღვთისმშობლისადმი ადამის მოდგმა დაობლდა თუ გველი გაწვა ცაზედა, ედემში ალვა ჰყვაოდა აქ ნაცარს ვიყრი თავზედა. სოფლისა წარმავალობამ გამიასკეცა ჭრილობა, თუ მიხსნის, შენი წყალობა და შენი წილხვდომილობა შენგან, შენგან განიდიდა და განხლდა მიწა ძველი, შენ დაჰბადე სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. ანგელოსთ დასმა გადიდა უკვდავი სიტყვის მშობელი, მე ბაგით, მწიკვლევანითა ვით გკადრო საგალობელი, ვნებანი ვეღარ აღვხოცე, ავმან, საავდროდ ვიავე, ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი გავფანტე, გავანიავე, სული მომმადლე თმენითა, გამოუთქმელო ენითა, ხრწნილებისაგან დამიცევ უხრწნელებითა შენითა, თუ რამ ვცოდე, მომიტევე, დამიშრე ცრემლთა ტბორები, ნუ სადა მე დამიტევებ, ნუ სადა განმეშორები. სინანული განმიახლე სიწმინდეო შეუვალო, ტაძრად ღვთისად მიმახლე ღმრთისა სძალო დედუფალო. შენგან, შენგან განიდიდა და განაახლდა ზეცა ძველი მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. დაუსაბამო ნათლის ცისკარო, სწრაფშესმენითა მადლის მგებელო, შენდა ვღაღადებ ყოველ ცისმარე უბიწოო, შეუგინებელო. შენგან დამესახოს მაღალი მიზანი, შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი, შენ თვალო სულიწმიდისა, ადამის მოდგმის გაისო, ცისკენ გამდებო ხიდისა, სერაბინთ უზესთაესო, წინაშე ძისა შენისა, მას დღესა განკითხვისასა, ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი გვექმენი შუამდგომელი. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
Georg |
Sep 16 2006, 10:34 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
გალობანი სინანულისანი (ნაწყვეტები) უგალობდითსა რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა, მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ! ხატსა თჳსსა მამსგავსე და საკრველად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე შენებრ არსთა სიტყუებისა ჩემ შორისცა შეკრებითა, ხოლო მე უმადლო გექმენ. ბუნებითი რაჲ ძალნი არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი, ხოლო ხილულთა-მიერსა გემოვნებასა ვრცელად განუხუენ გრძნობანი. ქალწულო, ბრალეულთა თავმსდებო, რომელმან სიტყუაჲ განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა, სიზრქე უსასოებისაჲ განმძარცუე, რაჲთა მონანული შეგივრდე შენ! ადიდებდითსა ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებაჲ უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო! გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდე, მსახურთა რისხვაჲ ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო! ვანაჲთგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა, და განჴმელთა მოჰბერა სული კუალად - შობისაჲ, მწრამს, ვითარმედ აღვსებაჲ სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ! მარტიო, სრულო, სამ-მზეო, ერთ ცისკროვნებაო, განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაჲთა, სულითა ღმრთისაჲთა, გამოგჳბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა! არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა, არცა ჩემოდენ ბრალეულსა - ნათელი მისი, გარნა მე შენითა ოხითა, დედოფალო, ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა! უცნობი ავტორი გალობანი ნინოჲსნი გალობაჲ I ადიდე შენ, ქრისტე, ქართლი სამითა დიდებითა: კვართითა მით შენითა, ხელთა შენთა სამსჭვლითა, ფერხთა შენთა ფიცრითა, - ქვეყანაჲ დავიწყებული, კერპთა დაბნელებული, კვალად მოხსენებული, ნინოჲს განახლებული. გალობაჲ II ჲერუსალიმით ჩრდილოსა მოიწია წყალობისა ნაბერწკალი, - ნინო ქრისტეჲს მხევალი, და აღატყინა ცეცხლი ღმრთის მეცნიერებისაჲ. ზაბილონ მამამან მისმან ფრანგნი უკვე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი ჯვარითა ცხოველითა. გალობაჲ III იქმენ შენ ქართლისა მქადაგებელად, და დასდევ სჯული წმიდაჲ უცვალებელად, და ჰგიეს შეუძვრელად მართალსა ზედა აღსარებასა, მოძღუარო ნინო! მეოხ გვეყავ სულთა ჩვენთათვის. ნინო, მოწაფეო მაცხოვრისაო და მოციქულო ჩრდილოჲსა სოფლისაო, შენ ხარ მოძღვარი ქართლისაჲ, სვეტი ნათლისაჲ. ცვარი ღრუბლისაჲ, მზრდელი სულისაჲ. მასწავლელი სიხარულისაჲ. ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი ღმრთისმშობლისა 1 შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული; მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული; ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული; ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული. ღმრთისმშობლისა 2 ღმრთისმშობელი და ყოვლადპატიოსანი დედა, ქალწული, შვენიერი შროშანი, მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი: შენგან იშვების მეფე გვირგვინოსანი, და მას ჰმონებდეს მეფე მრავალყმოსანი. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
დავით ივერიელი |
Sep 17 2006, 08:20 PM
პოსტი
#57
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
წმიდა ალექსი ბერი (შუშანია)
ლექსები სოფელთან გამოთხოვება ოცის წლის ალექსის მიერ და იმავე დღეს მისგან თქმული აჰა, მოვალ მე ცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე, ტვირთ-მძიმე ვარ და მაშვრალი, განმისვენე და მახარე; გახრწნილი ვარ, განრღვეული, ცოდვით წყლული და მდებარე, და აწ მომეც ძლევა ჯვარით, ვიდრეცა ვარ, დამიფარე. აწ მშვიდობით, გეთხოვები, ჩემო წუთის, შენ, სოფელო; ფუფუნებით დაღუპულო, მარად ლხინისა მდომელო, ზღვა-უფსკრულო, კაცთა მახევ, მარად ვაისა მხმობელო, ურგები ხარ, მოღალატე, კაცის არ დასანდობელო! უზესთაეს ფიქრი არი გზაი იწრო მაღლა ცამდე, უმჯობეს არს სიყმაწვილით, რომ გზად მისა განვემზადე, ეს სოფელი ვერას მარგებს, რო ვიფიქრე, გამოვცადე, არ სოფლისთვის გავჩენილვარ, ღვთის მონებად დავიბადე. გმადლობ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, დღეს შევიქენ ბედნიერი; დღემდი სოფლის მონა ვიყავ, აწ-კი შენგნით ზეციერი! ნუღა დამნთქავს მე სოფელი, მადლი მომეც ზომიერი; სოფლის გემო ნუ დამზიდავს, ცნობა მომეც გულხმიერი. აწ მშვიდობით, შენ სოფელო, რადგან გიყვარს ღალატობა; რა შეგატყვე შენ სიცრუვე, სწორეთ არ მაქვს შენზე ნდობა; შენა გიყვარს: სულ ამაოდ ცეკვა, ლხინი, თამაშობა... ოდეს მოვა დრო სიკვდილის, უქმობს ღონე, ძალადობა. დაგვრჩეს აქა ჩვენ ყოველი: ცოლი, შვილი და დობილი, საყვარლები, მეგობრები, სატრფიალოდ გაცნობილი, ძმა-ბიჭებთან ცეკვა-ტაში, ამაოდა გაქრობილი; ვერც სიმდიდრემ დაგვიფაროს, ოხრად იქნეს დარჩომილი. კაცთ ბუნება ხორცთა შინა დღე-ღამ ზვაობს ნდომისაგან; დაავიწყებს მაღალ ღმერთსა, დააბნელებს ცნობისაგან, ვახ, თუ მივყვეთ ხორცთა ნებას, გადაგვაგდებს ზომისაგან; უკანასკნელ წარდგომასა ცეცხლმან გვტანჯოს წყრომისაგან. აწ, უფალო, ნუ მიმანდობ ფიქრის ჩემის ყოფნის ნებას; რაც მომედვას განსაცდელი, შენგან ვითხოვ მოთმინებას, უქმად ჟამი ნუ განმივლის, ნუ ჩამაგდებ მოწყინებას, ჩემის აზრით ნუ გამიშობ, მყავ განსვლამდე შენსა ნებას. გოდება ხორცისა მდაბიოთათვის ხორცმა რა მიყო, ვაიმე: სულობა მომაძულაო, ამაო ბილწებისათვის მარადის მომაწყურაო, შავი, ბოროტი მაყვარა, ანგელოზთ მომამდურაო,- ბოლოს მარცხვინა კრებაში, სუდარა დამაბურაო. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: პირველად მომეფერაო; ოდეს იძლია ცოდვითა, არცა რა დამიჯერაო, სული ნათლისა განაგდო, სრულიად დაემტვერაო, ბოლოს მარცხვინა, კუბოცა თავზედა დამახურაო. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ნდომითა გამახურაო, გემოთ სურვილი ჩამაცვა, შემკრა და შემაჭურაო, ბილწი ნაღველი მიმზადა, უფლებით ჩამაწურაო, ბოლოს მარცხვინა საწყალი, მატლები დამაცურაო... ხორცმა რა მიყო, ვაიმე: შვა ზღვაში შემაცურაო, ღელვა ატეხა ფიცხელი, ჰაერსაც არ მაყურაო, მლაშე წყალითა მახრჩობდა, ცვარიცა არ მასხურაო, ბოლოს მარცხვინა, აყროლდა, ოჯახმაც მომიძულაო... ხორცმა რა მიყო, ვაიმე: იმძლავრა სახის შვენითა; შური მტერობით მამყოფა, ურთი ერთისა კბენითა, აღთქმა ნათლისა მავიწყა, ცოდვას მაჩვია ფრენითა, ბოლოს მარცხვინა, საფლავში მარტო დამტოვა ბნელითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: მარად მატარა ლხენითა, ტურფად მიჩვენა ბილწება, შეამკო მიწა მწველითა, წირვაშიც არ მომასვენა, მაოცნა ევა მშვენითა, ბოლოს მარცხვინა, საფლავში გველი მეხვევა კბენითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: წუთი არ მომცა თმენითა, გასუქდა, გამპარტავანდა, ცოდვა არ უჩნდა რცხვენითა, ავსაქმობითა დაღალდა, იძინდა ხვრენითა, ბოლოს მარცხვინა, დამტანჯა სატანჯველითა ძნელითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ტკბილად მაამა ავზედა; “ვის შერჩენია სოფელი” – ხშირად მაძახა თავზედა, ამპარტავნობით ძლეული, ჩაცმა ძვირფასად ტანზედა, ბოლოს მარცხვინა შიშველი, ყოველი დამრჩა წამზედა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: არ მომცა ფიქრი სხვაზედა, ქორწინებისთვის გავჩნდიო, ცეკვა თამაშით სმაზედა, ვით რა უკვდავი ჰფიქრობდა, არა სთქვა ბოლო ჟამზედა, ბოლოს მარცხვინა კრებაშიდ, ვაი მაძახეს ხმაზედა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ძვირი მახარა ძმაზედა, სხვის ბრალი უფრო მანახვა, ჩემი მიფარა თვალზედა, დღესა ბოროტი ჰქმენიო, კეთილი მიგდო განზედა, ბოლოს მიმუხთლა, უეცრად სიკვდილი გაჩნდა კარზედა. ხორცმა რა მიყო ვაიმე სატყეპი მარად თავზედა, არც სინანული ისურვა, არ მომყვა კეთილ გზაზედა, არ მოიგონა, მისთვის თუ ვინ დაემსჭვალა ჯვარზედა, ბოლოს მარცხვინა უკვდავად ცეცხლის გეენი ტბაზედა. სულის ნეტარება სულმან რა მიყო ნეტარმა? მამის ზეცისა მცნობელი წირვა ლოცვაში მატარა, მარად გალობით მხმობელი, ხორცთა გემონი დაშრიტა, ნათლით იმოსა მკობელი, ქრისტეს შეუდგა უფალსა, ქალწულებისა მდობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ტკბილსა იესოს მოველი, მამა მოწყალეს მიმგვარა, ცხვარი წყმედული, პოვნილი, დიდება ზეცის მომაგო, არსად თვალ-ნახვი რომელი, ქრისტეს შეუდგა უფალსა, თავის ვარისა მყოფელი. სულმან რა მიყო ნეტარმან? იცნა უფალი მპყრობელი, ხორცის პატივი, შვენობა ქრისტეს შესწირა ყოველი, სახარებისგან მახარა, მაცნობა წუთი სოფელი, ქრისტეს შეუდგა, უფალსა ჯვარის აღების მთხოველი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ქრისტე მაყვარა ცხოველი, აღმინთო გული ნათლითა, ღვაწლისა არა მყოვნელი, გლახაკ, მდებარე იბრალა, ობოლი საწყალობელი, ქრისტეს შეუდგა, უფალსა, სოფლისა მიუნდობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? საქმეცა მიუწთომელი, ზეცის ბუნება მინათა, ენისა მიუთხრობელი, ნათლის ლამპარი მიმზადა, არ ვისგან მიუქრობელი, ქრისტეს მაგება, სიძესა, სავსე ლამპრითა მდგომელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ვინ იყო შეუცთომელი, სინანულითა გამბანა, სიწმიდისა იგი მშობელი, ცის კარი ზეცით განმიღო, მამისგან ნათლის მთოველი, ქრისტეს შეუდგა, ცხოვრებას საწუთროსა მთმობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? უძღები მპოვა მძოველი, პირველ საუნჯე განმიღო, კვალად შემმოსა ყოველი, საღვთო ბეჭდითა შემჭურა, ძლევა ჯვარითა მშრომელი, ქრისტესთან აღსდგა უკვდავად, სული ძლიერი ცხოველი. ჩემი სავანე მაღალ კუნძულზედ ავაგე სახლი, დავყურებ ქვეყნის რთული ქმნულებას, ტაძარი შიდ მაქვს, სულის სალხენი, მასშიდ ვუგალობ მაღლის ბუნებას, ძღვენსა შევსწირავ უძლურებითა, წმენდდეს ადამის ტომთა წყლულებას, ამით შევხარი აღდგომის დღესა, რით მე ვეწიო თავისუფლებას. სახლის წინ ცაცხვი მიდგია დიდი, რტოთა შლილება შესახარია, მის ქვეშ ნიავის ქროლა სუბუქი ზაფხულ ედემად შესადარია, დაფნის ზღუდითა ზამთარ-ზაფხული ყნოსვა და ხედვა შესაყვარია, მდაბლისა შვილსა მენიჭა ესე, წყალობის ცნობით გასახარია. სიყვარული ქრისტესი ტკბილო იესო, ჩემო ნუგეშო, ქმნული შენი ვარ მოწოდებული, რა ვქნა უშენოდ მიწა ნაცარმა, ძალი ფუჭეა, მონდომებული! ვებრძვი ცოდვასა, მაინც დამძლია, დავრჩი სურვილის დამონებული, შენ განმიქარვე, შენ დამიშრიტე აზრი, დამწველი, მოგონებული. არა, არ გაძლებს გული უშენოდ, მოვკვდე შენთვისა შენი მძებნელი, ჩემო იმედო, ჩემო ნუგეშო, შენთვის გამხადე თავის მკვეთელი, შენთვის მომკვდარი და მოწყვეტილი, დავრჩე მეც შენი მარად მხედველი; ნურცა დამზოგავ, მტანჯე ხორცითა, ძალი შენ მომეც დასათმენელი. ვითარ წარმოვსდგე, ვითარ გევედრო? საქმე კეთილი არ მეგულება, მაგრამ სხვა ღონე მაინც არ არი, სხვა სახიერი არ მეყურება, შენ შემეწიე, არც მე დავზოგო, სიჭაბუკეცა არ მეშურება, დასჭკნეს ეგ ხორცი, ბოროტ მზრახველი, თუმცა ნებაბი დამემდურება! არ შემიძლია, რომ შენ მოგშორდე, რადგან ტკბილი ხარ და სახიერი, შორით მიგდიო, ქრისტე ვიძახო, რადგან მხსნელი ხარ და მადლიერი, დღენი გამექცა, ღვაწლი მაჩუქე, მირბის სიცოცხლე, ეგ ჟამიერი, შენ რო განმაგდო, ვისთან მაგზავნი? არ მსურს მე შენი სხვა მაგიერი! რო განვიხილავ გულის სიღრმეში, ვის არ ახარებს შენი ხსენება, ვინ არ შეგწირავს თვით მომცემელსა, შენი შედგომა ვის არ ენება? შენი სიმშვიდე, წყნარი ქცევანი, ცოდვილთ მიღება მარად გენება, მოვკვდე, უფალო, შენის ხილვისა, შენის შეხედვის მქონდეს მე ნება. მიკვირს უფალო, ხომ კი მოვკვდები, მაშ თავი ჩემი რათ მეზოგება? უშენოდ დღენი რაღას მახარებს, აბა ცოდვაში რათ მეყოვნება? შენთვის, უფალო, მოვკვდე მე შენთვის, ოდეს წყალობით მოგეწონება, მეცა ვიხარებ შენთვის სიკვდილსა, შენგან ნუგეში მომეგონება. ნუ, შენ, უფალო, დამბადებელო, ნუღარ ინებებ, არ შეგვიწყნარო, შენი სახელის დიდებისათვის ნუთუ მონანი არ დაგვიფარო? ცოდვანი ჩვენნი სულ დაივიწყე, მერმისს სასჯელად არ დაგვიბარო, კურთხევა შენი ყველას გვახარე, ტკბილო იესო, მშვიდო და წყნარო! მეორე სათხოვარი საერთო, ღვთის-მშობლისადმი ვალდებულ მქონან ეგ სათხოვარი მამა პაპეულ დანაბარია, შენით მისმენდეს მე მაცხოვარი, ამინს იტყოდეს მთა და ბარია. ივერთა დედავ, შენია, შენი, შენდა აღრჩეულ ქართველთა ერი, ამათ გარგებდა წილთ-განაჩენი პიროვან ერი შენ შესაფერი. მოხედე, დედავ, ივერიისა ზამთარი დიდი ადგია ჭირად, შეჰყურებს საწყლად თვის ობლობასა, ზამთრის გადასვლა უჯდება ძვირად. შენ მოუვლინე ხსნა და საშველი, ანგელოზ ნათლის მფარველი, მცველი, პური და ღვინო უკურთხე ძველი, შორად განხადე მტერ-მწვალებელი. ჩვენი ნათესავ ქალწული ნინა, შენგან ნუგეშად ქართლს მოევლინა, ნათელი სახსრად რო მოეფინა, ახლა დედაო, რად მოგეწყინა? შენი შეწევნის გვაღირსე სმენა, ერსა ახარე უკვდავებანი, მშვიდობიანსა იტყოდეს ენა, შორად განასხე მწვალებლობანი. ისმინე ჩვენი შენდამი ვედრი, სმენა წვალების გვაშურებს დიდად, მგმობართა თვისი მიაგე ხვედრი და ჩვენ გვარჩინე დაცული წმიდად. დაიცევ სამწყსო შენი წილ-ხდომილ, გარემოდგომილ მხეცებისაგან, რათა ვერ გვპოვონ გლახაკ-დავრდომილ, გვიხსენ განმრყვნელი მგელებისაგან. ღვთის-მშობლის შესხმა დავითის ქნარის ოქროს სიმები ათ-ძალი ქების საგალობელი, ადამის ტომთა სულთ სალხინები შენ ხარ მარიამ სამადლობელი. პირველ მთიების შობილის ძისა პალატ უზადო შენ მხოლო სრული. სძალო უსძლოვო მაღლისა ღვთისა, სულის წმიდისა ტაძარი თნული. დავითის ბობღან ქნარი-ებანი შენთვის გალობდა ათასი წლობით, შესრულდა შენზედ მისი ქებანი, ღვთის ჩაგონებულ წინასწარ-ცნობით. ესრედ ყოველნი წინა-მეტყველნი საკვირველებით გიხსენიებდნენ, აღსრულდა სიტყვა მათი ყოველნი, წინად გვახარეს ვის ეძიებდნენ. ვინ შესძლოს შესხმა ანუ მე ესე ცოდვით ბურვილმან გავბედო წერა!.. მხოლოდ გლახაკმან გულს განვუწესე, შენ განმიწმიდო გულისა მზერა. მიკურთხე ბაგე ჩემი მწიკული: მომმადლე სიტყვა შესაკადრია, შენვე გშვენოდეს სხივი მზიური, შენ ხარ ცოდვილთა მთვარე ბადრია. ზეცის ქალაქის ბჭე-შესავალი,- კარი წყალობის შენით განგვეღო, ჩვენი დიდების კვლავ აღსავალი შენგნით გვეხარა, რაც რო მიგვეღო. კაცთა ნათესავთ შვენიერებას, ღვთისა ჩვენდამო მეცნიერებას. ანგელოზთაცა საკვირველებას, ზეცისა ძალნი გიძღვნიან ქებას. მე ვით შევაწყო საგალობელი, მხოლოდ სურვილი ქების მწადეა, რა ვსთქვა, ვით გაქო, აბა რომელი მაქვს შენი სათნოდ მოსამზადეა. ქება ქებათა ვერას შეგმატებს, მხოლოდ ჩვენ გვინდა გესათნოოდეთ. ღვთისა დედასა ვინ რას შეგკადრებს, მხოლოდ გუნდრუკად გესაკმეოდეთ. მუხლებ მოყრილი, ხელებ გაშლილი, სირცხვილეული ქვე მხედველია, ცოდვის კვეთებით მძიმედ დაღლილი მიმიღე ცოდვილ მვედრებელია. ბევრი მაქვს ბრალი შენ წინ ცდომილი, ვიცი გაწყინე უღირსებითა, მაგრამ ვინანი და ვარ გრძნობილი, შენვე მოგმართავ აღსარებითა. ჩემი სიცუდე, ჩემი სიბნელე შენ რას დაგაკლებს, ხარ მადლიანი, აუტანელი ჩემთვის სიძნელე- შენ რომ დამაგდო მე ბრალიანი. ძემან გვასმინა სრული შენდობა სამეოც-შვიდ გზის დღესა შინაო, აბა ნუ მტანჯავს დასჯილი გრძნობა, გთხოვ, მომიხსენო ნათელს-შინაო. გლახაკ-საწყალი ცრემლით გეაჯი, ღვთისა დედა ხარ ნუგეშიანი, განსდევნე ჩემგან, ეშმაკი ქაჯი ნათლის ცხოვრების მძულებიანი. მიხედენ რისხვით, ვერ უძლონ დგომად, მღვიმედ რბიოდენ სირცხვილეულნი; მხოლოდ ინებე, შერისხე წყრომად, იქცენ უკუნად შენგან ძლეულნი. ღვთისა დედაო, ვახ თუ შეგძულდე, ცოდვების დრონი... მეყვედურება, ვერ იხილავო მოკვდე, აღსრულდე, ამას მექადის მესაუბრება. მაგრამ მირჩება ვითომ იმედი, იესო ტკბილის დედაც ტკბილია, გულსა ვიოხებ ამის გამბედი, ვერ გძლევს, რაც ცოდვა ჩემგან ქმნილია. შენს ნათელობას, შენს უზადობას სწორედ არ ძალ უძს მე მომიძულოს, ჩემს გლახაკობას, ჩემს ჭინჭველობას გული ვერ გითმენს, მტერმან მიგულოს. ნუგეში მექმენ, ნათლის დედაო, საწუთოიდან როს განვიდოდე, გპოვო იმედად სულსა ზედაო, შენი ფარვითა მე ცად ვიდოდე. შენ გამახარებ, შენ დამაწყნარებ, თორემ მზირავნი გამამწარებენ, მაგრამ შერისხავ, მათ გააქარვებ, და მე მფარველნი აღმამაღლებენ. ჩემი მეუფე იესოს წინა შენ დამიდგები ნათესაობით; შესთხოვ, შეუნდევ რაც გაგაწყინა, ვიქნე კურთხეულ უკვდავ დღეობით. -------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
Sep 17 2006, 08:26 PM
პოსტი
#58
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
უმაგრესია
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Georg |
Sep 26 2006, 12:48 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა თქვენი კეთილიგანწყობა მშვენიერი ფორმით გამოხატეთ უღრმესი მადლობა! Liliana ერთ ლექსს გიგზავნი! ვაჟა-ფშაველა ქალებს თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო. რა იქნებოდა ქვეყანა? ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას, მე კი გადარებთ მზესთანა. ბნელს გულში სხივი ჩადგება, როს თქვენა გხედავსთ თვალია, ავსდგები თქვენსა საცქერლად, კიდეც რომ ვიყო მკვდარია; დატრამლდეს გულისთქმასთანა ყველა ბუნების ძალია!.. კარგნი, ქართულად ჩაცმულნი გამაჰგოგდებით წყნარადა, ან თუ დასხდებით მწყაზარნი, ვით ტრედის გუნდი ფარადა... თუმც ხშირად თქვენი შვენება კაცებს გვექცევა ძმარადა, - მაინც მაყვარებს თქვენს თავსა ეს გული ძალისძალადა! მარტი, 1888 წ. http://literatura.iatp.ge/ ციტატა მაპატიე, თუ გეწყინა ჩემგან salome ვაჟას ლექსი შენ ისივე გეკუთნის როგორც Lilianas! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Georg |
Sep 27 2006, 12:35 AM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა ასე რა ადამიანურად ქართულად ეს განწყობა უკვე მომწონს თქვენ დიდი მადლობა მოძღვნისთვის ეს კი თქვენ! ვაჟა-ფშაველა ისევ შენ, ისევ, ქალაო (სიმღერა) ისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები, - დამიტირია. მაღლისა მთისა წვერზედა საფლავი გაამითხაროდი, ჩემის სამშობლოს ქვიშანი ხშირ-ხშირად მომაყაროდი. სოფლისგან დავიწყებულსა შენც დამივიწყებ მალეო, მალე იშოვი საქმროსა, უკან გაჰყვები ხვალვეო. ემ კლდეებს მაინც შესტირე დანაბარები ჩემია: იდგნენ გულსალნი ამაყად, არ შამაუშვან მტერია! ნუ დაიწყებენ ჩამოშლას… არწივთ მოზარდონ წიწილნი, დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს, მალ- მალ მაიღონ ბიბინი; მთებმა ახარონ ყვავილნი, კისრით ატარონ ნისლები, მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, - ისევ ცოცხალი ვიქნები. 1886 -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი