მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Nov 27 2017, 11:03 AM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუკი შენ პატივს სცემ შენს მამას, მაშინ შენი შვილებიც პატივისცემით მოგეპყრობიან. თუკი მამისგან კურთხევას მიიღებ, მტკიცე იქნება შენი სახლის საძირკველი".
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 28 2017, 11:54 AM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბროლის სიღრმე
ზოგჯერ, როდესაც სევდის მძივებს მკერდზე დავიყრი და ბროლის სარკეს ალმაცერად ავხედ-დავხედავ, ასე მგონია, დრო ჩერდება და მახსენდება მამის ნაბიჯებს აყოლილი ჩემი ბავშვობა, და სევდიანად მომღიმარი პატარა გოგო ბროლის სიღრმიდან მომაჩერდება. /ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 6 2017, 10:46 AM
პოსტი
#43
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
ვუძღვნი 89 წლის მამას და 6 წლის შვილიშვილს წუთისოფელი რა ყოფილა, მოვაგენი მგონი, ხანდახან ვფიქრობ, რომ გასრულდა გზები სავალი. ვდგავარ ხანმოყრილ მამასა და შვილიშვილს შორის, როგორც წარსული და მომავალი... /თემურ ჩალაბაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 21 2017, 02:58 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიზმარი
სიზმარი ვნახე - ვეძახდი მამას: - რატომ არ მოხვალ სახლში? ის ღელის პირას მაღლარსა სხლავდა, მე კი ვიყავი ბავშვი... რომ დავაკვირდი, არა ვენახში, თურმე ყოფილა ცაში, არ აპირებდა შინ დაბრუნებას, სხივებს მისდევდა კვალში. მანაც მომხედა, რაც მომაძახა, ფრთხილად ვიგონებ ახლა - ისიც თქვა: - შენს ჩრდილს მიადგი კიბე, ისე ამოხვალ მაღლა... რა იგულისხმა? ნუთუ დასცინა ამ ჩემს ცხოვრებას ნეტავ, თუ რამე კარგი რამ მიმანიშნა და მე კი ვერა ვხედავ?.. სიხარულია მშობლის ლანდიც კი, ცხადში ვიხილე თითქოს... ჩემს ჩრდილს როგორღა მივადგა კიბე, ახლა ამაზე ვფიქრობ... /გივი ჩიღვინაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 9 2018, 09:48 PM
პოსტი
#45
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამა!!!
ცხოვრება გამოცდებს გვიწყობს, ათას ლაბირინთს ხლართავს, ძნელია მათში გავლა, თუ გვერდით მამა არ გყავს! მამა- შენი ხის ფესვია, ღრმად გადგმული და ძლიერი! ჩაკიდებიხარ ამ ფესვებს და მითა ხარ ბედნიერი! ქარი გიბერავს თუ სუსხი გთოშავს, მამა იმედად გერდშია და ვერც ვერავინ შეცვალა, ეს ერთგულება გენშია! ღმერთო, აცოცხლე მამები, შვილების სათაყვანები! ჩემო მამიკო, მახსოვხარ და მუდამ მეყვარები!!! რაისა ხელაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 10 2018, 11:32 AM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა ბარბარე გავიხსენოთ, რომელიც საკუთარმა მამამ მოკლა. იყო შემთხვევები, როდესაც საკუთარ შვილს გაუცია ქრისტეს მიმდევარი მამა და შვილის გაცემის გამო მამა უწამებიათ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 16 2018, 12:29 PM
პოსტი
#47
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა უნდა იყოს ქრისტეს სახე ოჯახში და თუ არ არის, მაშინ იწყება ქაოსი და რღვევა ბავშვის ფსიქიკისა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Маиа |
Jan 24 2018, 02:09 AM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
* * *
როცა ტოლები ვახსენებთ მამებს ცა გამეხსნება მაშინ ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს ცრემლი მომადგეს თვალში ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო სინანულით და წყენით ო, როგორ მონდა კრძალვით გახარო მუდამ ვამაყობ შენით! ტრიალებ ქვეყნის მაშვრალთაგანი და არ გაშინებს დაღლა მეამაყები მხოლოდ ამგვარი, როგოლიცა ხარ ახლა. ვიცი ხანდახან გიმძიმს ძალიან, ამოიკვნესებ წამით, იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია და მაპატიე მამი! დედას რომ უფრო ვეალერსები გაჯავრებული ნუ ხარ არ იწერება შენზე ლექსები და მე ამაზე ვწუხვარ. ნელინელ მიაქვთ წლები მზის წლები ჩვენზე ზრუნვას და ამაგს, მიყვარხარ დედის გულს გეფიცები ჩემო კეთილო მამავ! ხუტა ბერულავა -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
marine |
Jan 24 2018, 10:13 AM
პოსტი
#49
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Маиа
მაიკო, როგორ გამიხარდა შენი აქ დანახვა მადლობა ლექსისთვის -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2018, 06:59 PM
პოსტი
#50
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დავიწყებული ფული
წლები მემატება და შენ გემსგავსები მამა. ხან ერთ ჯიბეში ვპოულობ დავიწყებულ ფულს, ხან მეორეში… დედა სერიალებმა მიიჯაჭვეს, თან მას ფული მგონი არასოდეს დავიწყნია, არც დაკარგვია. წლები მემატება და აღარც მე ვწუხვარ ჩემს მოუწყობელ ცხოვრებაზე, მამა. ვცდილობ აღვიდგინო როდიდან დაგემსგავსე. გახსოვს, კაკასხიდთან რომ ჩამოვხდით, სანამ ზეკრის გზას ფეხით დავადგებოდით, ყველა ჯიბეში ეძებე ფული, ისე დიდხანს, დაბნეულად ჩხრიკე, ეძებე, პიჯაკის წინა ჯიბეებში, გულის ჯიბეში, არ დაგრჩენია შარვლის წინა, უკანა ჯიბეც, ისევ ხელახლა ჯიბეები, ისევ თავიდან. ვიფიქრე, ამას საგანგებოდ ხომ არ აკეთებს, რომ მძღოლმა გვითხრას, წადით, წადით კაცო, ოღონდ თავი დამანებეთ! ასეც მოხდა და ისე შემრცხვა, ისე გავწითლდი, ვიფიქრე, როცა პიჯაკს შიგნით მაისურის მკლავი ავუკეცე, წავუკოტავე, სამგზავრო ფულიც რატომ მაშინ არ მოვიძიე. წლები გადის. მეც შენსავით მელოდება მძღოლი ფულისთვის, მეც შენსავით ვეძებ მამა ყველა ჯიბეში. და თუ ვპოულობ დავიწყებულს, დინჯად დავყურებ. მეც შენსავით, უფულოდ მსურს სიცოცხლე, მამა და მეც შენსავით, კაცივით მიყვარდება მამა, სამშობლო. /ცირა ყურაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 3 2018, 01:27 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამას
დღეს დამიმძიმდა შენი სიშორე, მოგონებების ფსკერზე დავეშვი, მე შენს სიბერეს როცა ვუყურებ, ჩემი ბავშვობა დარბის თვალებში... მოგონებების ნაირფერ მძივად სულში მეღვრება ტკბილი ნაღველი და თითქოს მიკვირს და გული მტკივა, რომ აღარ გესმის ჩემი ნამღერი... შენგან ნასწავლი სიკეთის ფასი ახლაც კი ისხამს ყვავილს კვირტებად და ,მამი,შენთან დამშვიდობება, ვაიმე,როგორ გამიჭირდება... ხათუნა მარტიაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 29 2018, 05:48 PM
პოსტი
#52
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა ოჯახში ყველასთვის ლამპარი იყო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 6 2018, 10:42 PM
პოსტი
#53
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეხლა ხანს ჩემი უფროსმა ვაჟმ მერაბიმ ოჯახი შეჰქმნა. იდღეგრძელეთ ჩემო შვილებო ბედნიერება და ქუდბედი დაჰბედებოდეს თქვენს ახალგაზრდა ოჯახს. სიყვარულით გეცხოვროთ და ერთმანეთის მწენი ჰყოფილიყავით. გაგეძლოთ ამაქვყნისა წაღმა - უკუღმა ბორგვისთვის და თქვენი გზა არ დაგეკარგოთ არასდროს. ბევრს გეტყვით კიდევ შვილებო, მაგრამ მამის დალოცვა შვილებისადმი ღმერთის წინაშე ითქმება და მის წინაშევე დაივანებს ადგილს. ბედნიერებასა ჰყვაებოდეთ მერაბი და მარი. რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ".
/მწერალი გიორგი აღნიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 29 2018, 08:09 PM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგი (30 წლის): ზოგჯერ მშობელი მატერიალურს ვერაფერს გიტოვებს, მაგრამ მისი კაცურკაცობა და მადლიანი საქმეები შეგეწევა და გზას გაგიკვალავს.
მამაჩემი ადრე გარდაიცვალა. დედაჩემი და მე დიდ გაჭირვებაში დაგვტოვა და როცა დედა მის პატიოსნებასა და სინდის-ნამუსზე დაიწყებდა ლაპარაკს, ვბრაზობდი. რომ წამოვიზარდე და საქმიანობა დავიწყე, სადაც მივსულვარ და გვარი მიხსენებია, ყველგან უკითხავთ, ამის და ამის შვილი ხომ არ ხარო. მამაჩემის ხათრით ისეთი საქმეც კი გამომსვლია, რომლის იმედიც არ მქონდა. მერე უკვე, დედაჩემი კი არა, მეც ვამაყობდი იმ სახელით, მამამ რომ დამიტოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 30 2018, 12:24 PM
პოსტი
#55
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
მამა გიყვარსო, ასე ამბობენ, დედას ვიფიცებ მაინც, თმები შეგითეთრდა ჩვენზე ფიქრებით და... სულში ნაღველს ითმენ, მამი... დაღლილ-დაქანცული სახლში რომ შემოხვალ. "მამა გენაცვალოს, მამი", თავზე გადაგვისვამ დაკოჟრილ ხელებს და, გულში ჩაგვიხუტებ წამით. სულ მთლად ვერ გადმოფენ შენს ფაქიზ გრძნობებს, ვერ გამოხატავ მაინც, მაგ ღიმილს ყოველთვის თან სდევს სიმშვიდე და სათნოება ბავშვის. ძილის წინ ჩამჩურჩულებ: "მამი გენაცვალოს, ახლა დაიძინე", და შენი ამბორი სიზმრად ჩამყვება ღამით. მამა, დასაბამი ჩვენი სიცოცხლისა, ფესვებძლიერი და მდგრადი. მამი, მამილო, ჩემო მამიკო, თეთრად დამიბერდი, მამი, დედას რომ ვიფიცებ, გთხოვ, ნუ გეწყინება, მამი!.. /ეთერ თედეევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 10 2018, 05:38 PM
პოსტი
#56
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არჩილი (49 წლის): სულ ახალგაზრდა, 18 წლის ვიყავი, მამა რომ მოგვიკვდა. დედაჩემი 36 წლის იყო, ძმა - 12-ის. მამა ვის არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის უმისოდ სამყარო დაცარიელდა. შეყვარებული მყავდა, მაგრამ იმასაც ვერ ვხედავდი, საშინელი ფიქრები მიტრიალებდა ტვინში. ჩემი ძმაც არ იყო უკეთეს დღეში, მაგრამ ამდენს ვერ აცნობიერებდა.
დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო და ჩვენც რწმენით გვზრდიდა, მაგრამ მამის სიკვდილმა ჩემი ცნობიერება შეცვალა - ღვთის სამართლიანობაში ეჭვი შემეპარა (მომიტევოს უფალმა!). დედაჩემი ეკლესიით ცხოვრობდა - ყველაფერს აკეთებდა მამის სულისთვის. ოდნავადაც არ შემდრკალა, ოთარაანთ ქვრივს დაემსგავსა, ოჯახისთვის და ჩვენთვის საჭირო ნივთს ყიდულობდა, სახლის რემონტიც წამოიწყო. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა ვხვდები, - ამით სიცარიელეს ებრძოდა. ერთხელ შევესწარი, როგორ მწარედ ტიროდა, თუმცა ჩემს დანახვაზე ცრემლი მოიწმინდა. ახლა ამხელა ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ მამის პატიოსნება იყო ის საზღაური, რომელსაც ჩვენი ოჯახი ყოველწუთს იღებდა. სადაც უნდა წავსულიყავი, ყველგან წინ მხვდებოდა, - შენ ზაზას ბიჭი არ ხარო? - მკითხავდნენ და ყველა საკითხი გვარდებოდა, უსიტყვოდ მენდობოდნენ. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მამაჩემი თან დამყვებოდა. ხანდახან მიფიქრია, ცოცხალი რომ იყოს, ალბათ მეტს ვერაფერს გამიკეთებდა-მეთქი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2019, 06:58 PM
პოსტი
#57
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეტყობინება, რომელიც შეყვარებულისთვის უნდა გამეგზავნა, შეცდომით გავუგზავნე მამინაცვალს. კიდევ კარგი, სახელი არ მიმიწერია, უბრალოდ მივწერე: "მე შენ მიყვარხარ". და საპასუხოდ მომივიდა შეტყობინება: - "მეც მიყვარხარ, შენი მამიკო". ამდენი წლის მანძილზე პირველად ეწერა ეს საოცრად თბილი სიტყვა: "მამიკო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 7 2019, 06:33 PM
პოსტი
#58
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამას უნდა უყვარდეს ბავშვები მეუღლის სიყვარულის სიხარულით. წინ უნდა უსწრებდეს სიყვარული მეუღლისადმი და მას მოსდევდეს ბავშვების სიყვარული".
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 12 2019, 07:56 PM
პოსტი
#59
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეძებე ცხოვრების თანამგზავრად ისეთი გოგონა, რომელსაც ეყვარება და პატივს სცემს შენს მამას".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 30 2019, 07:28 PM
პოსტი
#60
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყურადღება უნდა გავამახვილოთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებზე, რომ მამად იწოდება არა ის, ვინც ბავშვის ხორციელი მშობელია, არამედ, ვინც ზრუნავს მასზე. წმინდა მამა წერს: "ხორციელი მშობლობა არ ქმნის მამად ადამიანს, არამედ მხოლოდ აღზრდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი