თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ კრწანისი ბრძოლა

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 12 2007, 02:16 PM

ბატონებო, ლენუს, კოლხო, ნინი და სხვებმაც_ ერთი კითხვაა
როდის მოხდა კრწანისის ბრძოლა?
1795 წლის 11 სექტემბერი არის ბრძოლის ტარიღი?

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 12 2007, 03:30 PM

ისტორიის სახელმძღვანელოებში ეგრეა ,ზური smile.gif მაგრამ არსებობს ახალი და ძველი სტილი.... რომელიც მე ძალიან მაბნევს ... sad.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 12 2007, 03:33 PM

ციტატა(მამფალი @ Sep 12 2007, 02:16 PM) *

ბატონებო, ლენუს, კოლხო, ნინი და სხვებმაც_ ერთი კითხვაა
როდის მოხდა კრწანისის ბრძოლა?
1795 წლის 11 სექტემბერი არის ბრძოლის ტარიღი?

კრწანისი ბრძოლა მოხდა ძვ. სტილით 1795 წლის 11 სექტემბერს, რომელსაც ახალ სტილში შეესაბამება 24 სექტემბერი, სხვაობა არის 13 დღე.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 25 2007, 07:10 PM

კრწანისის ბრძოლა 1795
ვიკიპედიიდან

კრწანისის ბრძოლა 1795 , ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა.

ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან ქართველებმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა. ქართველთა სარდლობამ ლაშქარი სეიდაბად-მტკვრის ვიწროებში დააბანაკა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი მეთაურობდა, მარჯვნივ ფრთას - დავით ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ძე), მარცხენას - იოანე მუხრანბატონი, ცენტრს და საერთო ფრონტს - ერეკლე II. ცენტს უკან მარქაფში 2 რაზმი იყო, რომელთაც ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი სარდლობდნენ. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი 14 რაზმად დაყო და მოპირდაპირე მხარეს-შავნაბადის, თელეთისა და კრწანისის მიდამოებში - განალაგა. ჯარის ზურგში თუქრმანთა 6-ათასიანი რჩეული რაზმი ჩააყენა, რომელსაც შემტევი ნაწილების უკან დახევის შემთხვევაში ცეცხლი უნდა გაეხსნა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია. 10 სექტემბერს მტრის მეწინავე რაზმმა (3 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა დაქ შინდისს შორის. ამ ბრძოლებში ქართველებმა გაიმარჯვეს.

გადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკნ გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში. 11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისაკენ დაიძრა და საათნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციას შეუტია. 5 ათასი კაცი თბილისისთვის ზურგიდან მოსავლელად თელეტის მიმართულებით გაგზავნეს. ქართველთა ლაშქარმა ეს შეტევა მოიგერია, მაგრამ მტრის გაძლიერებული ცეცხლის შემდეგ იძულებული გახდა თავდაცვის მეორე პოზიციაზე გადასულიყო. ამ პოზიციის გადასალახავად სპარსელებმა ერთ საათში რამდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ მათ ბრძოლაში ახალ-ახალი ძალები შეჰყავდათ. ერეკლე II-მ მეწინავეებს ვახტანგ ბატონიშვილისა და სხვა რაზმებიდან ამორჩეული ქიზიყელთა, არაგველთა და თუშ-ფშავ-ხევსურთა ძალები მიაშველა. მათვე შეუერთდა ქ. თბილისის მოსახლეობის რაზმი, რომელსაც სასახლის მსახიობთა დასის მეთაური მაჩაბელა ედგა სათავეში. მტერი თელეთის მხრიდან შავნაბადის ქედზე გადმოვიდა და მოულოდნელად შეუტია ქართველთა მარჯვენა ფრთას, მაგრამ დავით ბატონიშვილის რაზმმა არტილერიის ცეცხლით უკუაქცია იგი. აღა-მაჰმად-ხანმა ადიდებული მტკვარი გადალახა და იქიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები. ქართველთა სარდლობამ მტრის ეს მანევრა ზურგიდან შემოვლის საშიშროებად მიიჩნია, ჯარმა უკან დაიხია და მეორე მხრიდან მესამე თავდაცვითს სანგარში მყოფ ჯარებს შეუერთდა. მოღალატეთა დახმარებით შაჰი მოხერხებული ფონით უკანვე გადავიდა მტკვარზე და ზურგში მოექცა იოანე ბატონიშვილის მეწინავე რაზმა, რომელმაც ვახტანგ ბატონიშვილის დახმარებით გაარღვია ალყა და ძირითად ნაწილებს შეუერთდა. ირანელთა მეწინავე ნაწილები სეიდაბადის ბაღებში შეიჭრნენ, მაგრამ ქართველთა ჯარი კლდეებიდან კონტრშეტევებით იგერიებდა მტერს.

იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისაგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი,რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის ეკუგდებაზე დააბანდა. ამ დროს ერეკლე II-მ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი თავის პირველ პოზიციას დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება. ამავე დროს კრწანისის მაღლობიდან მტერმა ქართველთა ლაშქარს ზარბაზნების ცეცხლი დაუშინა. უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე. ქართველებისათვის ზურგიდან შემოსაცლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებით გაგზავნა. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს.

ერთი საათის ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთი საათი იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის II ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებმს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე II-მ და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.

------------------------------------------

იქნებ გაგვერჩია ეს ბრძოლა?
რა მოხდა? რატომ დამარცხდა ერეკლე? ვის დავაბრალოთ? მოღალატეებს? რუსეთს?
იქნებ სულაც რაიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა ერეკლემ?

სამწუხაროდ მეტი ვერაფერი მოვიძიე ამ ბრძოლის შესახებ ინტერნეტში. თუ დადებთ რამეს, დიდად დამავალებთ. smile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 25 2007, 07:21 PM

მეც ვფიქრობ რო მასე მოხდა ყოველშემთხვევაში მასე მაქ ნასწავლი ნუ ძველი სტილიქთ თუ ვიფიქრეთ 13 დღეა ხო სხვაობა,და შეიძლება 24იც ვივარაუდოთ

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Oct 25 2007, 09:30 PM

ციტატა
პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკნ გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში.

მე რატომღაც მგონია რომ მოღალატეების

ციტატა
აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა.

მაგრამ უშედეგოდ

პოსტის ავტორი: chibukha თარიღი: Oct 28 2007, 05:33 PM

ციტატა(ketino @ Sep 12 2007, 04:30 PM) *

ისტორიის სახელმძღვანელოებში ეგრეა ,ზური smile.gif მაგრამ არსებობს ახალი და ძველი სტილი.... რომელიც მე ძალიან მაბნევს ... sad.gif

მარტო შენ არა smile.gif. ულმი. (მამფალი გაიგებს wink.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 28 2007, 06:55 PM

ბრძოლა მოხდა 11 სექტემბერს ასე არის და რაშუაშია აქ ახალი სტილი და ძველი სტილი, ამასთან როდესაც ლენინმა შემოიღო ეს მისებურად ახალი სტილი ის მალევე შეიცვალა და დღEს ისევ იმ კალენდრით ვსარგებლობთ
რომლითაც ადრე ვსარგებლობდითმათ შორის განსხვავება არ არის, ის რომ ეკლესია იყენებს ეწ ახალ სტილს ეგ არ არის სწორი და დიდი ხანია ამ კალენდრის გრიგოლიანული კალენდრით შეცვლაზე მიდის ლაპარაკი, თავად
ეკლესიაშიც და ალბათ მალე ცვლილება იქ მოხდება.
როგორც მე ვიცი რამოდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია გრიგოლიანულ კალენდარს იყენებს ანუ იმას რასაც ჩევნ.

ასე რომ კრწანისი მოხდა 11 სექტემბერს და არა 24-ი.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 28 2007, 06:58 PM

ციტატა
ასე რომ კრწანისი მოხდა 11 სექტემბერს და არა 24-ი.

გაიხარე ინფორმაციის დაზუსტებისთვის... smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Nov 3 2007, 10:31 PM

smile.gif მე ვფიქრობ ამ ბრძოლაში დამარცხება ქართველების,კერძოდ კი ერეკლესი, ძირითადად გამოწვეული იყო ღალატით,დანარჩენმა ფაქტორებმა კი მხოლოდ დააჩქარა კრწანისის ბრძოლის წაგება.

თხოვნა მოდერატორისგან: აზრის გამოთქმისას სხვისი პოსტის მთლიანად დაკოპირებას მოვერიდოთ თუ ეს აუცილებელი არაა, ვინაიდან თემა უფრო ძნელი წასაკითხი ხდება.

პოსტის ავტორი: GABAONI თარიღი: Nov 21 2007, 03:37 PM

k@the

ციტატა
ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა.

ალბათ პირველი შეცდომა ეს იყო, რო რუსეთს ენდო ბრმად ....
ხოლო მოღალატეები ყოველთვის გვყავდა ეგ შეცდომა არ არის ეგ ფაქტია

რაც შეეხება ერეკლეს ის იყო ყველაზე ძლიერი ტაკტიკოსი და ერთ ერთი ძლიერი მეფე საქართველოს ისტორიაში

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 22 2007, 02:08 PM

ციტატა(Lenus @ Nov 3 2007, 08:44 PM) *

გაუგებარია ჩემო კარგო.
ძველი სტილი და ახალი სტილი განსხვავდება 13 დრით. რატომ და როგორ მოხდა ეს ყველამ ვიცით.
ლენინის პირველი დეკრეტი 25 ოქტომბერს გამცემული 1917 წელს, რომელიც 7 ნოებრადვე დათAრიღდა, მიჯნავს ძველსა და ახალ წელს, და ამის შემდეგ თარიღთა შეცვა (ანუ უკან დაბრუნება) არსად მომხდარა (საქართველოძე მაქვს საუბარი).

ამის ნათEლი მაგალითია შობის აღნიშვნა 25 დეკემბერს მთელს მსოფლიოსი, მათ შორის ზოგეიერთ მართლმადიდებლურეკლესიებშიც და 7 იანვარს ჩვენთან და რუსეთსი (+ სხვაგანაც).

სტილი როგორც ვიცი არ შეიცვლება ეკლესიაში. ასეთი საუბრები დიდი ხანია მიმდინარეობს მაგრრამ არა სერიოზულ დონეზე. ეკლესია რჩება ძველი სტილის მომხრე და მიმდევარი.

გარდა მისა, იხილეთ ძვ.სტ. 11 სექტემბერი და ნახავთ რას აღნიშნავს ეკლესია რის ხსენების დღეს. ეს დღე დღესდღეობით 24 სექტემბერია.

ამიტომ, მოდით ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, ან ძველის სტილი თ ვისაუბროთ ერთსადაიმავე თემაზე, ანა ხლით.
მე ასეთი რამ შემოგთავაზეთ ყველას, 1917 წლამდელ მოვლენებს ძველი სტილით ვათარიღებთ, ამ თარიღის შემდგომ მოვლენებს ახალი სტილით.

ლენინის ცვლილება უკან აღარ შეცვლილა. საიმაოვნებით მივიღებ არგუმენტებს და მტკიცებულებებს.

ასე, რომ კრწანისის ბრძოლა დამთავრდა 11 სექტემბერს/ 24 სექტემბერს.



ეგ საკითხი ეხლა უფრო დავაზუსტე და როგორც მე მივიე ინფორმაცია

ლენინამდე თუ მგალითად 1917 წ. 25 ოქტომბერი იყო ის გახდა 7 ნოემბერი იმიტომ რომ რუსეთი მანამდე ისევე

როგორც ჩვენ ვიყენებდით იულიუისის კალენდარს, და ლენინმა ის მზის კალანდარზე გადაიყვა ანუ

გრიგოლიანულზე რომელიც ევროპაში ჯერ კიდევ XIII საუკუნეში შეცვალეს და მზის კალენდარზე გადავიდნენ.

ამ დროს (1917) თუ ქართული ეკლესია შობას 25 დეკ. აღნიშნავდა და 1918 წლის შემდეგ ეს 25 დეკ. გახდა 7 იანვარი, მათ ადგნენ და 7 იანვ. დატოვეს ანუ დარჩნენ ძველ მთვარის კალენდარზე რომელიც შეცდომას იძლეოდა
ასე რომ ეკლესია ჯერ არ გადასულა ახალ სტილზე.

მოკლედ ეგ კალენდარი ცოტა დასალაგებელია და მიხედვა სჭირდება.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 22 2007, 03:20 PM

ციტატა(sable @ Nov 22 2007, 03:08 PM) *

მოკლედ ეგ ლალენდარი ცოტა დასალაგებელია და მიხედვა სჭირდება.



ამაზე ანათემას გამოგიცხობენ ზოგიერთნი biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 22 2007, 03:25 PM

კანუდოსელი

არა კალენდარზე მართლა არის პრობლემა იმიტომ რომ ჩვენ იულიუსის

კალენდრით სარგებლობა ქალკედონის კრების (451) შემდეგ

დავიწყეთ რაც ჩამორჩენას კიდევ 2 დღით ზრდის მზის კალანდართან

მიმართებაში (ეს ორი დღე ძვ. წ. 50 - 451 წწ დაგროვდა) ასე რომ 13 დღე

კიდევ ცოტაა კალენდრის გასწორების თვალსაზრისით.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 22 2007, 03:27 PM

sable

ეგრეა სამწუხაროდ, მაგრამ უფრო სამწუხარო ისაა, რომ კალენდარი ზოგმა აღმსარებლობის სტატუსში აიყვანა

ბოდიში ოფტოპიკისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 22 2007, 03:30 PM

Lenus
კანუდოსელი

სხვათაშორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც რომელიც

ხურცილავას ააქვს გატარებული მის მონოგრაფიაში რომლიც მიხედვითაც

მთვარის ქართული კალენდარი უფრო ზუსტია ვიდრე გრიგილიანული,

მაგრამ იმდენად რამდენადაც მე ვერ ვერკვევი კარგად ამ კალენდრულ

სისტემებში მისი წიგნის ეს ნაწილი ვერ გავიგე და ამიტომ მიჭირს ამაზე

ვრცელი პოსტის დადება. კიდევ ერთხელ წავიკითხავ მისი წიგნის ამ ნაწილს

რაც კალენდარს ეხება და მერე დავწერ მის მოსაზრებას.

თუმცა უნდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ მისი მოსაზრება ძალიან საინტერესოა

და ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი რომ ის არასწორიაო.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 22 2007, 03:32 PM

ციტატა(sable @ Nov 22 2007, 04:30 PM) *

მთვარის ქართული კალანდარი უფრო ზუსტია ვიდრე გრიგილიანული



ზუსტი ნამდვილად არაა

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 22 2007, 03:35 PM

კანუდოსელი

არ ვიცი გადაჭრით მიჭირს რაიმეს თქმა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 23 2007, 12:32 PM

რ. კარელინი და მრავალი ის ადამიანი, რომელიც ლამის ანათემაზე გადაცემას აპირებს იმ ეკლესიებისა (საბერძნეთი, რუმინეთი, ამერიკის ავტოკეფალური....), ვისაც ახალი - შერეული სტილი აქვს სამწუხაროდ წარმოადგენს მარგინალური აზრის მატარებელთა ჯგუფს მართლმადიდებლობის წიაღში, რადგან თესავს შფოთს არა საღვთისმეტყველო საკითხის გამო.

არც კარელინი და არც მამა ბიძინა გუნია არ წარმოადგენენ კომპეტენტურ პირებს ამ საკითხში, რომელთაგან, პირველი საერთოდ სქიზმატის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, მეორე კი თავის წიგნში კალენდრის შესახებ ისეთ ლაფსუსებს უშვებს ყურადღებიდან, რომ აჯობებს არ დაწეროს არაფერი.

პოსტის ავტორი: LOVEGAME თარიღი: Nov 25 2007, 03:19 AM

sable
Lenus

უფრო რომ დავაზუსტოდ გრიგორიანული და იულიუსის კალენდარი არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან,გრიგორიანული კალენდარი არის იგივე იულიუსის კალენდარი უბრალოდ პაპ გრიგორი XIII-ის თაოსნობით მოხდა შესწორების შეტანა. ყველას მოგეხსენებათ რომ წელიცადში გვაქვს 365 დღე ხოლო ყოველ მეოთხე წელს გვაქვს 366 დღე მაგრამ ყოველ 128 წელში ერთხელ კიდევ გვრჩება ერთი დღე.აი ეს შესწორება შეიტანა პაპმა 1582 წელს და თუ კარგად დააკვირდებით მხოლოდ 11 დღეა სხვაობა 4 ოქტომბერი გახდა 15 ოქტომბერი დღეს კიდევ სხვაობა არის 13 დღე იმიტომ რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება 1700, 1800, 1900,2100 ..... წლები არ ჩათვლილიყო ნაკიან წლებად ,ანუ მთლინი ასეულები რომლებიც არ იყოფიან 4-ზე.


პოსტის ავტორი: LOVEGAME თარიღი: Nov 26 2007, 05:15 AM

Lenus


საერთოდ ასტრონომები ცნობილები არიან მარტივი და გენიალური გადაწყვეტილებით. როგორც ზემოთ დავწერე ყოველ 128 წელიწადში ერთხელ გვრჩება ერთი დღე.ამიტომ რომ არ შეეტანათ შესწორება ყოველ 128 წელიწადში ერთხელ და არ ყოფილიყო ძველი ახალი და უახლესი სტილები, მოიფიქრეს ესეთი მარტივი რამ.რათქმაუნდა ეს კალენდარიც არ არის უზუსტესი კიდევ რჩება ერთი დღე მაგრამ მხოლოდ 3360 წელიწადში ერთხელ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 11:17 PM

"...ყიზილბაშებმა რომ დაინახეს, ზარბაზნებს ჯარი არ ჰყავდა, ქალაქში შემოსასვლელად დაიძრნენ.

ამ დროს ზარბაზნები გავარდა, იმერლებისგან მიტოვებულმა მაიორმა გურამიშვილმა გადაწყვიტა, მარტოს, მცირე რაზმით ეომა:

"მამულისთვის და კარგი მეფისთვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვსდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედა..."

/"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 03:16 PM

http://radikal.ru/big/dd52d1ee41db45528ce350b7724aee39

"კრწანისის ბრძოლისას გამოყენებული ხანჯალი, მას ახლაც ამჩნევია სისხლის კვალი".

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:44 PM

"მრისხანე დამპყრობლის [არა-მაჰმად-ხანის] ბარბაროსულ ხელს გაუნადგურებელი არ დარჩენია სამეფო კარის თეატრის პალატაც, რომლის მსახიობები მეფე ერეკლეს რეგულარუი ლაშქრის თითქმის განადგურების შემდეგ, გმირულად დაეცნენ კრწანისის ბრძოლაში".

/"კარიბჭე" N15, 2017, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:29 PM

"კრწანისის ომის დამარცხების ნამდვილი მიზეზების წარმოჩენას ემსახურებოდა 1899 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნებული წერილი ალექსანდრე ვახტაგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანისა "აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ტფილისში". ეს წერილი სანდო წყაროებს ეყრდნობა - უშუალოდ ამ ბრძოლის მონაწილეთა ნაამბობს."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2018, 07:47 PM

"სათვალთვალო კოშკებზე ცეცხლი აენთო და ყველამ გაიგო ომის ზარი. შეიარაღდნენ და დაიძრნენ მთებიდან ფშავის ვაჟკაცნი, ხევსურეთის რჩეულნი, მთიულეთის ლომისის ყმანი, შეუპოვარნი გუდამაყრელნი.

მათ წინ დროშით ხელში ცხენზე ამხედრებული ნინია აფციაური მიუძღოდა. დროშაზე ზარი ეკიდა და ყოველ შერხევაზე საამოდ წკრიალებდა. ეს დროშა უყვარდათ არაგველებს, ბევრი ბრძოლის მონაწილე იყო და შინ ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა.

ამ დროშით არაგველებს დამარცხება არ ახსოვდათ, ამიტომ მხედრობა ლაღი სიმღერით მოახმიანებდა მთებს. სიკვდილთან საომრად შუბლგახსნილნი არაგველნი მხნედ და იმედიანად მიდიოდნენ".

/"ფუძნარი" N9, 2017, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 04:36 PM

"საოცარი მამაცობით იბრძოდა 75 წლის მოხუცი მეფე, ის უკვე აშკარად სიკვდილს ეძებდა, თავისი ქვეყნის ბედის შემხედვარე, მარტო მიიწევდა მტრისაკენ, მისი ალყაში მოქცევის საშიშროებაც კი შეიქმნა, მაგრამ იოანე ბატონიშვილმა იხსნა მოხუცი პაპა.

მხოლოდ 150-მდე კაცი შეჰყვა ერეკლეს ქალაქში. კრწანისის ველზე კი 15 ათას დაღუპულ ირანელთან ერთად ესვენა 2500 ქართველი მხედარი. სპარსელთა რაზმები ქალაქში შედიოდნენ, თაბორის მთაზე კი დავით ბატონიშვილის ზარბაზნები ისევ გრუხუნებდა...

მაინც ვერ დაამარცხეს აღას რჩეულმა მხედრებმა დიდი პაპის ალი-კვალი დავითი და მისი მეომრები"

/"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2019, 12:39 PM

"რუსებმა ყველაფერი გააკეთეს 1795 წლის კრწანისის ბრძოლის წასაგებად"

/"კრიალოსანი" N9,2008, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2020, 07:03 PM

ციტატა(მამფალი @ Sep 12 2007, 02:16 PM) *

როდის მოხდა კრწანისის ბრძოლა?
1795 წლის 11 სექტემბერი არის ბრძოლის ტარიღი?


"კრწანისის ბრძოლას ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ეპოპეაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. როგორც ვიცით, ეს ბრძოლა მოხდა 1795 წლის 10 და 11 სექტემბერს"

/"ქვაკუთხედი" N9, 2008, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:24 PM

"დიდი, თავმძიმე ჭმუნვა გაშლილიყო კრწანისის ველზე"

/ლევან გოთუა, "კრწანისის სევდა" გვ.108/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:45 PM

"ჰქუხდნენ კრწანისის შემოგარენი. ზათქითა და ბოლქვებით, შეძრულიყო კრწანისის ზეცა, ბრძოლის ქარცეცხლში იწვოდა კრწანისის მიწა. ბედის სასწორი ქანაობდა!"

/ლევან გოთუა, "კრწანისის სევდა" გვ.116/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 09:35 PM

"დღეს კრწანისის ყაყაჩოებს,
ღეროც წითლად შეეღებათ"

/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2023, 08:31 PM

"ყიზილბაშებმა რომ დაინახეს, ზარბაზნებს ჯარი არ ჰყავდა, ქალაქში შემოსასვლელად დაიძრნენ. ამ დროს ზარბაზნები გავარდა, იმერლებისგან მიტოვებულმა მაიორმა გურამიშვილმა გადაწყვიტა, მარტოს, მცირე რაზმით ეომა: "მამულისთვის და კარგი მეფისთვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვსდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედა"

/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 08:32 PM

"ორი საუკუნე გავიდა კრწანისის ველზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის შემდეგ და კვლავაც ისეთივე სიმწვავით ისმის კითხვა: რატომ დავმარცხდით? ნუთუ იმ ღალატის გამო, რის შესახებაც კარგად ვუწყით?! ნუთუ ეს ყოველივე გარდაუვალი სასჯელი იყო, ჩვენი ერის თავზე გამოვლენილი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვების გამო?!"

/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 11:09 AM

"როდესაც აღა-მაჰმად-ხანის ჯარი მიუახლოვდა კრწანისის ველს, ერეკლემ დაიძახა: "მაიტათ აზატ-ხანის დამმარცხებელი ბაირაღი". ბაირაღზე ერთ მხარეს გამოსახული ყოფილა წმინდა გიორგი, მეორეზე - მარიამ ღმრთისმშობელი. თვითონ დასტაცა ხელი ბაირაღს 75 წლის მეფემ და დაერია სპარსელებს. მას მიჰყვა ქართველთა ჯარი. მიუხედავად მეფის თავდადებისა, დამარცხება გარდაუვალი იყო"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.98/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)