IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
დათიკო
პოსტი Oct 29 2008, 12:07 AM
პოსტი #81


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



sopo...
ციტატა
რთული ბავშვობა ქონდა.. ვირი ყავდა განვადებით გამოყვანილი და ოთხშაბათს 30 ვერცხლი რომ არ დაესვა პროცენტში ვარდებოდა..? თუ რა..

laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 29 2008, 05:13 AM
პოსტი #82


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამქვეყნიური სიკეთეების, სიმდიდრის და დიდების მომტანი ეგონა იუდას ქრისტე..
...
რთული ბავშვობა ქონდა.. ვირი ყავდა განვადებით გამოყვანილი და ოთხშაბათს 30 ვერცხლი რომ არ დაესვა პროცენტში ვარდებოდა..? თუ რა..

biggrin.gif სწორია, პირველ ნახევარში და საოცარია მეორეში biggrin.gif
კაი ტიპი ხარ ხო იცი,თან ახალი smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 29 2008, 09:11 AM
პოსტი #83


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თემა დახურეთ, აზრი აღარ აქვს გაგრძელებას, აქ რა პასუხის მოსმენაც შეიძლებოდა გავიგე უკვე და ღადაობად ნუ გადავაქცევთ a075.gif მეორედ რომ არ შემაწუხოს ამ ეშმაკეულმა კითხვამ, ნაცარს დავიყრი თავზე და 1 კვირა ვიშიმშილებ, ალბათ ეს მომცემს პასუხს კითხვაზე biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 29 2008, 01:30 PM
პოსტი #84


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



cinemamu
ციტატა
თემა დახურეთ, აზრი აღარ აქვს გაგრძელებას

შენთვის არასასურველი გზით თუ წარიმართა დიალოგი, ეს არ არის თემის დახურვის განმაპირობებელი.
ეგება ხალხს აქვს რამე სათქმელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 29 2008, 01:46 PM
პოსტი #85


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ყველა ერთი და იგივეს ლაპარაკობს აქ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Oct 29 2008, 02:54 PM
პოსტი #86


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



მე ასეთი ვერსია ვიცი

საიდუმლო სერობისას იუდა ეზიარა ცუდად და უმადურად . რადგანაც არ უყვარდა თAვის მასწავლებელი და მასში შევიდა ეშმაკი ზიარების შემდეგ

როდესაც კაცში ეშმაკი შედის მაშინ კი მისი გონება ნორმალურ რეჟიმში უკვე ვერ ფუნქციონირებს (აღიგზნება ბოროტდება და ასშ.) შედეგად ადამიანი აკეთებს ათას არა ნორმალურ საქციელს. ვერცხლის მოყვარება + უფლის უსიყვარულება და შედეგად მივიღეთ მისი ასეთი საქციელი.
რაც შეეხება იუდას სინანულს ეს არის სინაული საკუთარი თავის წინაშე, და არა ღმერთის წინაშე - შედეგიც ამიტომ იყო ასეთი დესტრუქციული თავის ჩამოხრჩობა.
ქრისტეს წინაშე რომ ენანა კი დიდი შანსია რომ შენდობა მიეღო.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Oct 30 2008, 04:05 PM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(cinemamu @ Oct 26 2008, 08:00 PM) *

შენი აზრით იუდასგან იდეალს ვქმნი? biggrin.gif მე იმას ვამბობ რომ 30 ვერცხლისთვის იუდა ამას არ გააკეთებდა. შენ თუ გინდა ჩემთან კამათი ცალკე ვიკამათოთ a075.gif

ერთი საინტერესო დეტალი, ლუკას, მათეს და მარკოზის სახარებაში წერია რომ იუდამ განიზრახა ქრისტეს დასმენა და ეს დასმენა მას განზრახული ჰქონდა სერობამდე, ანუ სანამ მოსალოდნელი დასმენის შესახებ მოწაფეებს განუცხადებდა ქრისტე, თუმცა იოანეს სახარებაში საპირისპირო რამ წერია, ქრისტე აწვდის ლუკმას იუდას
"ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. მაშინ უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე."
უფალი ხედავდა ადამიანების გულის ნადებს, მან კარგად იცოდა ვინ აჰყავდა მოწაფედ, შემთხვევითი ადამიანები არ იყვნენ ისინი.
ეხლა მე იმის თქმა ნამდვილად არ მინდა რომ თითქოს იუდა სუფთა იყო და განსაცდელში უფალმა ჩააგდო, ეს წარმოუდგენელია და ეწინააღმდეგება ქრისტიანობის არსს, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება,
მაგრამ საინტერესოა, იცოდა რა თუ როგორი გულის პატრონი იყო იუდა რატომ აიყვანა იგი მოწაფედ, ქრისტე ამბობს რომ იგი მოვიდა წინასწარმეტყველების აღსასრულებლად, შესაბამისად მისი გაყიდვაც ნაწინასწარმეტყველი იყო,
მაგრამ რატომ? პრინციპში ქრისტეს იუდას დახმარების გარეშეც შეიპყრობდნენ, თუკი მისი ჯვარზე გაკვრა აუცილებელი იყო (რისთვის ეს სხვა თემაა) რა საჭირო იყო იუდას დასმენა,
შემთხვევით ეს არ მომხდარა, უფალი და შემთხვევითობა გამორიცხულია
და კიდევ ერთი საინტერესო რამ, თუკი იუდამ ვერცხლის გულისთვის გაყიდა ქრისტე, რატომ მიუგდო უკან მღდელმთავრებს ვერცხლი და რატომ ჩამოიხრჩო თავი?
ე.ი. მასში გაიღვიძა სინდისმა და თანაც ისე ძლიერ რომ მან თავი მოიკლა და თუკი მას ასე აწუხებდა სინდისი, რატომ გაყიდა ქრისტე.
დაუბრუნდეთ შენს მიერ დასმულ კითხვას, ვერცხლის გულისთვის თუ სხვა რამეს გულისთვის, რომ მან ქრისტეში ვერ დაინახა ის იდეალი რომელსაც ეძებდა,
კი ბატონო, ვერ დაინახა ის იდეალი, ის მესია რასაც ელოდა და სწორად იმიტომ ვერ დაინახა რომ მისი წარმოდგენით ქრისტეს უნდა მოეტანა სხვა რამ, სხვა სახის ბედნიერება, სავარაუდოდ მატერიალური და არა სულიერი,
მან ვერ დაინახა უფალი იმიტომ რომ მისთვის ქრისტე იყო სხვა რამ, არსება რომელიც მას და მის ერს მატერიალურ კეთილდღეობას და რომის იმპერიასგან განთავისუფლებას მოუტანდა,
ასე რომ ის 30 ვერცხლი მისთვის უფრო მეტი ფასეულობა იყო ვიდრე მაცხოვარი,
30 ვერცხლი იქნება თუ მილიარდი დოლარი, ერთი და იგივეა, ორივე მატერიალური კეთილდღეობისკენ არის მიმართული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 30 2008, 04:40 PM
პოსტი #88


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ერთი საინტერესო დეტალი, ლუკას, მათეს და მარკოზის სახარებაში წერია რომ იუდამ განიზრახა ქრისტეს დასმენა და ეს დასმენა მას განზრახული ჰქონდა სერობამდე, ანუ სანამ მოსალოდნელი დასმენის შესახებ მოწაფეებს განუცხადებდა ქრისტე, თუმცა იოანეს სახარებაში საპირისპირო რამ წერია, ქრისტე აწვდის ლუკმას იუდას"ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. მაშინ უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე."უფალი ხედავდა ადამიანების გულის ნადებს, მან კარგად იცოდა ვინ აჰყავდა მოწაფედ, შემთხვევითი ადამიანები არ იყვნენ ისინი.ეხლა მე იმის თქმა ნამდვილად არ მინდა რომ თითქოს იუდა სუფთა იყო და განსაცდელში უფალმა ჩააგდო, ეს წარმოუდგენელია და ეწინააღმდეგება ქრისტიანობის არსს, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება,მაგრამ საინტერესოა, იცოდა რა თუ როგორი გულის პატრონი იყო იუდა რატომ აიყვანა იგი მოწაფედ, ქრისტე ამბობს რომ იგი მოვიდა წინასწარმეტყველების აღსასრულებლად, შესაბამისად მისი გაყიდვაც ნაწინასწარმეტყველი იყო,მაგრამ რატომ? პრინციპში ქრისტეს იუდას დახმარების გარეშეც შეიპყრობდნენ, თუკი მისი ჯვარზე გაკვრა აუცილებელი იყო (რისთვის ეს სხვა თემაა) რა საჭირო იყო იუდას დასმენა,შემთხვევით ეს არ მომხდარა, უფალი და შემთხვევითობა გამორიცხულიადა კიდევ ერთი საინტერესო რამ, თუკი იუდამ ვერცხლის გულისთვის გაყიდა ქრისტე, რატომ მიუგდო უკან მღდელმთავრებს ვერცხლი და რატომ ჩამოიხრჩო თავი?ე.ი. მასში გაიღვიძა სინდისმა და თანაც ისე ძლიერ რომ მან თავი მოიკლა და თუკი მას ასე აწუხებდა სინდისი, რატომ გაყიდა ქრისტე.დაუბრუნდეთ შენს მიერ დასმულ კითხვას, ვერცხლის გულისთვის თუ სხვა რამეს გულისთვის, რომ მან ქრისტეში ვერ დაინახა ის იდეალი რომელსაც ეძებდა,კი ბატონო, ვერ დაინახა ის იდეალი, ის მესია რასაც ელოდა და სწორად იმიტომ ვერ დაინახა რომ მისი წარმოდგენით ქრისტეს უნდა მოეტანა სხვა რამ, სხვა სახის ბედნიერება, სავარაუდოდ მატერიალური და არა სულიერი,მან ვერ დაინახა უფალი იმიტომ რომ მისთვის ქრისტე იყო სხვა რამ, არსება რომელიც მას და მის ერს მატერიალურ კეთილდღეობას და რომის იმპერიასგან განთავისუფლებას მოუტანდა,ასე რომ ის 30 ვერცხლი მისთვის უფრო მეტი ფასეულობა იყო ვიდრე მაცხოვარი,30 ვერცხლი იქნება თუ მილიარდი დოლარი, ერთი და იგივეა, ორივე მატერიალური კეთილდღეობისკენ არის მიმართული


საინტერესო მოსაზრებაა და ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ახლა ერთ შედარებას მოვიყვან:
თავად იუდაიზმი არის კანონების და წესების თაყვანისცემა, ოღონდ მშრალად, სიყვარულის გარეშე. ისინი ზედმიწევნით ასრულებენ წესებს მაგრამ სიყვარული ავიწყდებათ. სულიერი ძალაც შესაბამისად დიდი აქვთ და რწმენაც ანუ არიან სულით ძლიერნი (უფალი კი ამბობს: ნეტარ არიან გლახაკნი სულითა...) მათ პირველი მცნება ავიწყდებათ და მთელ ყურადღებას დანარჩენებს უთმობენ, შესაბამისად კერპად წესებს და იდეალებს (თუნდაც თორას) იხდიან. იუდა სწორედ იუდაიზმის განსახიერებაა, მას სწამდა ქრისტე, ოღონდ სწამდა ისეთი, როგორსაც იუდეველები ელოდნენ მესიას. და იუდა სულიერადაც ძლიერი იყო, მაგრამ მისი მთავარი კერპი იყო არა ფული და მატერიალური კეთილდღეობა, ანუ ოქროს ხბო (თუ როგორცაა) არამედ სწორედ ის კერპი, რომელსაც იმ დროის იუდეველები სცემდნენ თაყვანს, ანუ წესები სიყვარულის გარეშე. და თუნდაც იუდეველთა განთავიოსუფლება რომაელთაგან და მათი ერის რჩეულობა. ამ მცნების დარღვევიდან გამომდინარეობს დანარჩენიც და მათ შორის "ვერცხლისმოყვარეობაც" მაგრამ სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, რომელიც მშვენივრად აქვს გადმოცემული ძეფირელის, თავის ფილმში. აქ ნამდვილად ვერ ავხსნი ამ მოტივს, ვისაც აქვს ნანახი მიხვდება, თუ არა და ნახეთ, ძალიან საინტერესო ფილმია და ავოეზეც დევს. მოკლედ იუდას მთავარი ცოდვა რა თქმა უნდა პირველის შემდეგ (ანუ ღმერთის სიყვარულის შემდეგ) იყო არა ვერცხლისმოყვარეობა, არამედ იმ იდეალის გაკერპება, რასაც იუდეველები სცემდნენ თაყვანს.

თანაც შენი ნათქვამიდანვე ჩანს რომ მანამდე ჰქონდა განზრახული იუდას ქრისტეს დასმენა და რაღა მაინც და მაინც სერობის დროს ჩაუსახლდა ვერცხლისმოყვარეობბის ეშმაკი? მანამდე რა ეშმაკი ჩაუსახლდა აბა? ნიადაგი რამ მოამზადა? ალბათ იტყვით, ღმერტის სიყვარულის ნაკლებობამო, მაგრამ ეს პირველი მცნებაა და მთავარი, მაგრამ შემდეგ მეორე მოდის, ანუ "კერპთაყვანისცემა" და ეს კერპი ფული არ იყო.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 30 2008, 05:07 PM
პოსტი #89


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ხო და კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. საიდუმლო სერობაზე თუ ეს ყველაფერი დაინახეს მოწაფეებმა, თუ როგორ ამხილა იესომ იუდა და უთხრა მას, წადი და გააკეთე რაც უნდა გააკეთოო, რატომ არ შეუშალეს მოწაფეებმა იუდას ხელი?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Oct 30 2008, 10:00 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(cinemamu @ Oct 30 2008, 05:07 PM) *

ხო და კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. საიდუმლო სერობაზე თუ ეს ყველაფერი დაინახეს მოწაფეებმა, თუ როგორ ამხილა იესომ იუდა და უთხრა მას, წადი და გააკეთე რაც უნდა გააკეთოო, რატომ არ შეუშალეს მოწაფეებმა იუდას ხელი?

თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება წაიკითხე იოანეს სახარების და იქ წერია გარკვევით,რომ ამსიტყვებით დროზე გააკეთე რასაც აკეთებ იესო კი არ უბიძგებს არამედ საყვედურტობს.(პს. ეს ისე მომავალში ეს კითხვაც რომ არ გაგჩენოდა smile.gif ) რაც შეეხება გამცემის გამხელას განმარტებაში ნათქვამია რომ მოწაფეები ვერ მიხვდნენ რომ იესომ იუდაზე მიანიშნა,სავარაუდოდ მან ეს მხოლოდ იოანეს გასაგონად თქვა ხმადაბლა,რომელიც იმ დროს მის მკერდზე იყო მიყრდნობილი.რადგან ეს რომ პეტრეს გაეგო მაშინვე მახვილს იშიშვლებდა და მოკლავდა იუდას,ალბათ იოანეც ვერ მიხვდა რადგან მისთვის დაუშვებელი იყო ამის არმოდგენა.ასე განმარტავს თეოფილაქტე ბულგარელი

sandro40
არა სორია თითქოსდა იუდამ ნამეტანი სინანულით მოიკლა თავი,იუდას ქონდა სინანული რომელიც პეტრეს სინანულისგან განსხვავებული იყო.პეტრემაც უარყო ქრისტე,მაგრამ შეინანა,არ ჩავარდა ყველაზე მომაკვდინებელ და მიუტევებელ ცოდვაში,უსასოებაში.ასე რომ მის სინანულს პატივმოყვარეობამ სძლია


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 31 2008, 09:33 AM
პოსტი #91


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება წაიკითხე იოანეს სახარების და იქ წერია გარკვევით,რომ ამსიტყვებით დროზე გააკეთე რასაც აკეთებ იესო კი არ უბიძგებს არამედ საყვედურტობს.(პს. ეს ისე მომავალში ეს კითხვაც რომ არ გაგჩენოდა ) რაც შეეხება გამცემის გამხელას განმარტებაში ნათქვამია რომ მოწაფეები ვერ მიხვდნენ რომ იესომ იუდაზე მიანიშნა,სავარაუდოდ მან ეს მხოლოდ იოანეს გასაგონად თქვა ხმადაბლა,რომელიც იმ დროს მის მკერდზე იყო მიყრდნობილი.რადგან ეს რომ პეტრეს გაეგო მაშინვე მახვილს იშიშვლებდა და მოკლავდა იუდას,ალბათ იოანეც ვერ მიხვდა რადგან მისთვის დაუშვებელი იყო ამის არმოდგენა.ასე განმარტავს თეოფილაქტე ბულგარელი


ანუ ეს სიტყვები მარტო იოანემ გაიგო და მანვე დაინახა როგორ შევიდა ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი მასში smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Oct 31 2008, 12:30 PM
პოსტი #92


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(chelo @ Oct 30 2008, 10:00 PM) *

თეოფილაქტე ბულგარელის განმარტება წაიკითხე იოანეს სახარების და იქ წერია გარკვევით,რომ ამსიტყვებით დროზე გააკეთე რასაც აკეთებ იესო კი არ უბიძგებს არამედ საყვედურტობს.(პს. ეს ისე მომავალში ეს კითხვაც რომ არ გაგჩენოდა smile.gif ) რაც შეეხება გამცემის გამხელას განმარტებაში ნათქვამია რომ მოწაფეები ვერ მიხვდნენ რომ იესომ იუდაზე მიანიშნა,სავარაუდოდ მან ეს მხოლოდ იოანეს გასაგონად თქვა ხმადაბლა,რომელიც იმ დროს მის მკერდზე იყო მიყრდნობილი.რადგან ეს რომ პეტრეს გაეგო მაშინვე მახვილს იშიშვლებდა და მოკლავდა იუდას,ალბათ იოანეც ვერ მიხვდა რადგან მისთვის დაუშვებელი იყო ამის არმოდგენა.ასე განმარტავს თეოფილაქტე ბულგარელი

[

მეც ვფიქრობ რომ იოანეს ვერსია უფრო დამაჯერებელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Oct 31 2008, 09:19 PM
პოსტი #93


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(cinemamu @ Oct 31 2008, 09:33 AM) *

ანუ ეს სიტყვები მარტო იოანემ გაიგო და მანვე დაინახა როგორ შევიდა ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი მასში smile.gif

ეს უკვე შენი ვარაუდია,თანაც აქ აღნიშნულია რომ მან ვერც კი აღიქვა ეს სიტყვები იუდასთან დაკავშირებით,მით უმეტეს,რომ ვერც იმის მხილველი გახდებოდა როგორ შევიდა მასში ეშმაკი და საერთოდაც მემგონი მოციქულები მაგ დროს ეშმაკებს ხილულად ვერ ხედავსნენ smile.gif


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 1 2008, 12:30 PM
პოსტი #94


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ეს უკვე შენი ვარაუდია,თანაც აქ აღნიშნულია რომ მან ვერც კი აღიქვა ეს სიტყვები იუდასთან დაკავშირებით,მით უმეტეს,რომ ვერც იმის მხილველი გახდებოდა როგორ შევიდა მასში ეშმაკი და საერთოდაც მემგონი მოციქულები მაგ დროს ეშმაკებს ხილულად ვერ ხედავსნენ


რატომღაც მეც ეგრე მგონია a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 1 2008, 08:25 PM
პოსტი #95


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



აქ ისევ მარჩიელობა მიდის? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 1 2008, 08:47 PM
პოსტი #96


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
აქ ისევ მარჩიელობა მიდის?


ნუ ჩვენ გვაპატიეთ რომ ვმარჩიელობთ და თქვენს (და სახარების) ვერსიას არ ვეთანხმებით smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Nov 1 2008, 09:28 PM
პოსტი #97


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



ვიღაცას უნდა გაეყიდა. და ყველაზე სუსტი სულიერად იუდა იყო ალბათ.

unsure.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 1 2008, 10:13 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



მალე მაღაზიაში ახალი წიგნი გამოვა:,, ავუაროთ გვერდი სახარებას და წმინდა მამებს "- ავტორი ? ვინც გინდათ.

QUOTE(syd @ Nov 1 2008, 09:28 PM) *

ვიღაცას უნდა გაეყიდა. და ყველაზე სუსტი სულიერად იუდა იყო ალბათ.

unsure.gif


ეს წინასწარგანსაზღვრული კი არ იყო. ეს სავალდებულო კი არ იყო. უბრალოდ იუდამ აირჩია ასე. და რომ არ აერჩია არაფერიც არ მოხდებოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 1 2008, 10:18 PM
პოსტი #99


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



სუსტი კი არა იუდა ერთ-ერთი ყველაძე ძლიერი იყო სულით და იმიტომაც მოუწყო ღმერთმა ყველაზე დიდი გამოცდა. (სულის სიძლიერეში ღმერთის სიყვარულს არ ვგულისხმოპბ რა თქმა უნდა)

ციტატა
ეს წინასწარგანსაზღვრული კი არ იყო. ეს სავალდებულო კი არ იყო. უბრალოდ იუდამ აირჩია ასე. და რომ არ აერჩია არაფერიც არ მოხდებოდა.


უკვე განსაძღვრული იყო რომ აირჩევვდა ამას და იესომ იცოდა ეგ. და ისიც განსაძღვრული იყო რომ ასე მოხდებოდა ყველაფერი.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 1 2008, 10:21 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



რა გამოცდა მოუწყო ერთი ვიცოდე?
ღმერთი არავის განცდის, იაკობ მოცვიქული ამბობს ასე. სულის სიძლიერე სად გამოხატა ?პირიქით სადაც სახარება ახსენებს ყველგან უარყოფითთადაა გამოყვანილი. სიძლიერე სად ჩანს?
ყველას თავისი გულისთქმა განცდის. ასე დაემართა იუდას. განიცადა თავისი გულისთქმისგან და ჩაიდინა ეს ვერაგი საქმე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი