ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები... |
kato_Bato |
Dec 14 2006, 12:44 PM
პოსტი
#21
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მე მომწონს:
"რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული ჰგონიაო" ხშირად მახსენდება და იმიტომ) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარინე |
Dec 20 2006, 07:50 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 |
"რაც არა გსურდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა"
-------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
ninca |
Dec 21 2006, 12:46 AM
პოსტი
#23
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
"მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს."
|
რატი |
Dec 23 2006, 12:57 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 23-December 06 წევრი № 734 |
მინდა გამოვეხმაურო მრ მორისონს და ვუთხრა, რომ მზე მართლა არ არის მხოლოდ გარეგნობის აღსაწერად ნახმარი ეპითეტი. მზე არის უძველესი ქართული (წარმართული) სიმბოლო სამყაროს ცენტრის, სულის, ანუ ღმერთის. ასეთივე დატვირთვას ატარებს მზე ყველა უძველეს რელიგიაში. ამასთან ისიც მინდა გითხრა, რომ რუსთაველი მზეს უწოდებს არა მხოლოდ ტარიელს და ავთანდილს, არამედ ნესტანს, თინათინს... საეთოდ ამ წიგნში ბევრი საიდუმლოა. ზოგი ამოხსნილი, ზოგიც _ ჯერ კიდევ ამოუხსნელი.
|
T.L. |
Dec 23 2006, 05:29 PM
პოსტი
#25
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა მზე მართლა არ არის მხოლოდ გარეგნობის აღსაწერად ნახმარი ეპითეტი. მზე არის უძველესი ქართული (წარმართული) სიმბოლო სამყაროს ცენტრის, სულის, ანუ ღმერთის. ასეთივე დატვირთვას ატარებს მზე ყველა უძველეს რელიგიაში. და საერთოდ "ვეფხისტყაოსანში" თუ დაუკვირდებით იგივე კონტექსტშია გამოყენებული "ძალნი ზეციერნი" და არაერთხელ... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
tako |
Dec 23 2006, 05:55 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 198 რეგისტრ.: 22-December 06 მდებარ.: Deutschland წევრი № 732 |
ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია! -------------------- წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე! |
მხევალი ნინო |
Jan 11 2007, 07:36 PM
პოსტი
#27
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
სკოლაში რა თქმა უნდა ტავიდან ბოლომე მაქს წაკიტხული, სკოლის მერე ერთი ორჯერ აქა იქ მაქვს ტავლი გადავლებული. გამიგია ზვიად გამსახუდია კარგი რუსთველოლოგიც იყოო, მე მისი იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქარUლისა ენისაის განმარტება მაქვს წაკიტხული, ვეფხისტყაოსანის არა. თქვენ კიდევ ვინ შეგიძლიატ მრჩიოთ
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარინე |
Jan 12 2007, 10:55 PM
პოსტი
#28
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 |
ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა, ვის უქმნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა? თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა: ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა; ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
სოფი |
Jan 13 2007, 08:46 PM
პოსტი
#29
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მე სახლში შოთა რუსთაველის აფორიზმები მაქვს,ხოდა ახლა შეძლებიშდაგვარად გადმოვწერ.თან ანბანის მიხედვითაა დაწერილი.ნელ-ნელა მოვიწერები.
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება. ავსა კარგად ვერვინ შესცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა. ავსა კაცსა ურჩევნია,ავსამცა რას ადრე სცნობდა. აუ, ბევრის მოწერა მინდოდა,მაგრამ სამწუხაროდ უნდა წავიდე. მერე გავაგრძელებ აუცილებლად. -------------------- "Happiness only real when shared."
|
mr_morrison |
Jan 13 2007, 09:24 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ციტატა ბოდიშს ვიხდი, ამ კითხვისთვის, რაც ახლა უნდა დავსვა, მაგრამ წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისით მაინტერესებს რამდენს გვაქვს ვეფხისტყაოსანი წაკითხული თავიდან ბოლომდე? მე ორჯერ მაქვს ცაკითხული და გარჩეულიც.(რა კარგია აბიტურიენტობა ) -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
T.L. |
Jan 13 2007, 09:44 PM
პოსტი
#31
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა მე ორჯერ მაქვს ცაკითხული და გარჩეულიც.(რა კარგია აბიტურიენტობა ) კაია.... არ დამითვლია მაგრამ მინიმუმ 10ჯერ და მაქსიმუმ 12ჯერ... დაჯე უნივერსიტეტშიც რუსთველოლოგიას ვსწავლობ -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
სოფი |
Jan 13 2007, 11:12 PM
პოსტი
#32
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მე წაკითხული მაქვს.მეც,როგორც აბიტურიენტს,მორისონასავით მომიწია გარჩევა.თუმცა ბევრჯერ არ მაქვს წაკითხული,იმედი მაქვს მომავალში კიდევ წავიკითხავ რამდენიმეჯერ.ახლა კი დაპირებულისამებრ,ვაგრძელებ აფორიზმების წერას.
არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა; არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა. არას გარგებს სჭავლულება,თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა? არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან? არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა. ასი გართებს გაგონება,არ გეყოფის,არ,ერთხელი. აწყა ვცან,საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია. ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია! განგებაა,სწორად მოჰკლავს,ერთ იყოს,თუნდა ასი. განგებასა ვერვინ შესცვლის,არ-საქმელი არ იქმნების. განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია! გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურთა გულსა ჰგმიდეს. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. გული კრულია კაცისა,ხარბი და გაუძღომელი, გული-ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო,ლხინთა მნდომელი, გული-ბრმა,ურჩი ხედვისა,თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი,ვერცა პატრონი რომელი! გული,ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან: რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან. გ-ები გავათავე,დღეისთვის ეს იყო, დანარჩენს მერე მოვიწერები. იმედი მაქვს აფორიზმების უმრავლესობა გეცნობათ, და სიამოვნებით გადაავლებთ თვალს და გაიხსენებთ. -------------------- "Happiness only real when shared."
|
musikosi |
Jan 14 2007, 05:11 AM
პოსტი
#33
|
მუზარადიანი ქმარი... ჯგუფი: Members პოსტები: 204 რეგისტრ.: 10-January 07 მდებარ.: ხილიანი წევრი № 840 |
ერთი რა, მეტი კი არა
"სიყვარულსა მალვა უნდა,ვითა ცხენსა ნაპარავსა" -------------------- სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწოდა, ვინც პოეტის მარადისი აღტაცება იცოდა. |
შეხვეწილი |
Jan 23 2007, 03:39 PM
პოსტი
#34
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
ვალერი |
Jan 23 2007, 04:10 PM
პოსტი
#35
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
მე ორჯერ მაქვს წაკითხული: ერთხელ მეცხრე კლასში(ქართულის მასწავლებელმა თავიდან ბოლომდე გვასწავლა) და მეორედ როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი და ახლა კიდე წავიკითხავ მესამედაც. მესამე და სამართალიო.
ჩემი აზრით ვეფხიტყაოსანზე "დიდი" ნაწარმოები ჯერ არ დაწერილა. მან ყველა დროს და ყველა ეპოქას გაუძლო.ვეფხისტყაოსანი ყველა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის თემას ეხება: ესენია:უფლის სიყვარული,სამშობლოსა და მოყვასისადმი თავდადება და სიყვარული, მიჯნურობა. იგი ამავდროულად ეხება პატრონ-ყმურ წყობილებასაც(ბევრი რამ დღესაც შეიძლება გადმოვიღოთ, მე უპირველესად პატრონსა და ყმას შორის დამოკიდებულობას ვგულისხმობ და არა ბატონ-ყმობის აღდგენას ). ვეფხისტყაოსანში ასევე კარგადაა ნაჩვენები იმდროინდელი ქალაქური ცხოვრება(კარგადაა ნაჩვენები სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა), მეცნიერება(ვეფხისტყაოსანში ჩამოთვლილია ციური სხეულები, მე ძალიან მაინტერესებს რა მეთოდებით იკვლევდნენ იმ დროს ციურ სხეულებს) ვეფხისტყაოსანში კიდევ ძალიან ბევრი რამაა საინტერესო და გამოსაკვლევი. მე ეს ადგილი მახსენდება ხოლმე ხშირად: "ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა" -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
T.L. |
Jan 23 2007, 05:23 PM
პოსტი
#36
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
"ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული" (მიყვარს ეს ფრაზა.... ნესტანზეა საუბარი)
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ალექსანდრე |
Jan 23 2007, 05:27 PM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
''ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების''
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
marine |
Jan 29 2007, 02:48 PM
პოსტი
#38
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
2002 წლის შემოდგომაზე ქართველი მეცნიერი პარმენ მარგველაშვილი საგანგებო მისიით ოქსფორდში გაემგზავრა. მან იცოდა, რომ ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპების ფონდში, "ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები ინახებოდა.
პარმენ მარგველაშვილი: "- საოცარი შეგრძნება იყო, როცა მცველების თანხლებით ბოდლის საცავში აღმოვჩნდი. დღეისათვის "ვეფხისტყაოსნის" 160 ხელნაწერია ცნობილი. აქედან 48 უძველესია, მათგან მხოლოდ ხუთია დასურათებული. საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტში, ამ ხუთიდან მხოლოდ სამია დაცული: თავაქარაშვილის, ავალიშვილის და S5006-ის სახელით ცნობილი ხელნაწერი. მათ შესახებ 1966 წელს შალვა ამირანაშვილმა გამოსცა წიგნი - "ვეფხისტყაოსნის მინიატურები." წიგნში მეცნიერი მე-4, მინიატურებიან "ვეფხისტყაოსანზეც" საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, პარიზში თაყაიშვილის მიერ ყოფილა დაცული და რომლისათვისაც დავით კაკაბაძეს ფოტოები გადაუღია. შალვა ამირანაშვილი თავის წიგნში კაკაბაძისეულ მინიატურების სამ შავ-თეთრ ფოტოსაც გვაწვდის და ამ ხელნაწერს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიდან ყველაზე ძველად XIII-XV, თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ხელნაწერებს კი XVII საუკუნით ათარიღებს. მოგვიანებით პარიზში ხელნაწერი გაიყიდა და საბოლოოდ ის ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, უორდროპების ფონდში აღმოჩნდა. უორდროპების ფონდში უნიკალური მინიატურების შემცველი "ვეფხისტყაოსნის" მეორე ხელნაწერიც ინახება. ინგლისში, ბოდლის ბიბლიოთეკაში მისი აღმოჩენა XIX საუკუნეში და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოსთან მათ დიდ მეგობრობას უკავშირდება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 29 2007, 03:22 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
1912 წელს ოლივერ უორდროპი "ვეფხისტყაოსანს" უკვე გარდაცვლილი დის, მარჯორის თარგმანითა და კომენტარებით გამოსცემს. დის გარდაცვალების შემდეგ ის ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში აარსებს მარჯორი უორდროპის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდს.
პარმენ მარგველაშვილი: "- 2005 წელს, უორდროპების იუბილესთვის (ბოდლის ბიბლიოთეკის ნებართვით) გამოვეცი "ვეფხისტყაოსანი" მარჯორი უორდროპის თარგმანითა და უნიკალური მინიატურებით." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მააგდაა |
Jan 29 2007, 06:49 PM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 27-January 07 წევრი № 951 |
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა ბინდისფერია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი