ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
Ismail |
Jun 19 2008, 06:39 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მოკლედ, ახლა ჩამოვაყალიბებ ჩემს საბოლოო აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით:
ჯერ ჩემს პოსტს დავაკოპირებ: ჩემი აზრით (არაკომპეტენტურით ) , მართებული იქნებოდა, თუკი ქართულ ენაში არსებულ სიტყვებს დავყოფდით 4 კატეგორიად: 1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები , და ა.შ.)); 2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები). 3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...) 4. "ნაღდი" ქართული სიტყვები. აქედან: I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! ); II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში; III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა); ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ. ხოდა: "მეორე ტიპის" (უფრო სწორად, მეორე სახის, მეორენაირი ) სიტყვებიდან ზოგიერთი რომ გადავამოწმოთ: მაგალითად რესპუბლიკა რესპუბლიკა არცერთ უძველეს და კულტურულ ენაზე არ არის რესპუბლიკა. მაგალითად: ჩინურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ჯუნხუა ჟენმინ გუნხეგო. სომხურად - ჰანრაპეტუთიუნ თუ რაღაც... ბერძნულად რესპუბლიკა არის დემოკრატია. მონღოლურადაც კი არ არის რესპუბლიკა რესპუბლიკა (ნაირამდახ). ხოდა ქართულადაც რომ თავის დროზე სხვა სიტყვა დამკვიდრებულიყო, უკეთესი იქნებოდა. უკეთესი იქნებოდა, რომ ქართული ენის მთელი სიმდიდრე და პოტენციალი (კი არადა - შესაძლებლობანი ) გამოყენებული ყოფილიყო. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ბევრ საერთაშორისო სიტყვაზეც. მაგრამ: დღეს ამას ვეღარ შევცვლით. დღეს შეუძლებელია რესპუბლიკა ხალხმმართველობად, ხოლო კონსტიტუცია - ზეკანონად გადავაკეთოთ. ასე რომ, მოდით და ახლა იმაზე ვიფიქროთ, რომ კიდევ ახალი სიტყვები არ შემოვიდეს უცხოურიდან... P.S. ქართულად ნათარგმნი Windows-ის შესახებ თუ გაგიგიათ? მაგალითად: Shortcut - მალმხმობი -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
georgianeli |
Jun 19 2008, 07:38 PM
პოსტი
#42
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მანდამაინც დედაკაცი უნდა ერქვას ქალს? რა გენიალური, უღრმესი და უძველესი მნიშვნელობა აქვს სიტყვა დედაკაცს... კაცი: დედაკაცი, მამაკაცი ოფი: ლაი-ლაი გაოფება: გალაილაება ("შუტკა") -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
likka |
Jun 19 2008, 09:57 PM
პოსტი
#43
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
Ismail
ციტატა ჯერ ჩემს პოსტს დავაკოპირებ: ორმაგ სტანდარტებს აქვს აქ ადგილი და სტანდარტიც რომ არაა ქართული??? მოკლედ, ვინცხამ თქვა, და იმდენად ვართ დღეს მიჩვეული ქარხანას და ფარდას და ათას ეგეთს, რომ ეგენიც ქართული გვგონია არადა არაა ხოდა იგივე დღეში ვართ დღეს რა....თითქოს არ უნდა გვაშფოთებდეს, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა??? როდემდე?? რა იქნება იგლისურის მერე? -------------------- ეჰ...
|
KAIROS |
Jun 19 2008, 10:40 PM
პოსტი
#44
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ოხ, ჩემი დიდი კომპლიმენტები ( თარგმნეთ ქართულად ) მეგობრებს, ნამდვილად სწორი მიმართულებით მიიქცა თემა
მადლობა! სადღაც ვეთანხემები ისმაილს, საინტერესო კატეგორიებია, და ათანხმებს გიორგის და კანონისტის პოზიციებს, თუკი ქართულ ენაში გაჯდა ზოგი უცხოური სიტყვები ( ალბათ საკმაოდ ბევრი) ეს არ ნიშნავს, იმას რომ რაც ითარგმნება არ ვთარგმნოთ ( ასევე პირიქითაც რათქმაუნდა), ჰოდა კარგი იქნება თუ ამ კატეგორიების მიხედვით დავაწყობთ და ვაჩვენებთ რომელი სიტყვებია დასამკვიდრებელი და მისაღები პირველი რიგში... როგროც გონივულად აღნიშნა ისევ ისმაილმა ციტატა მაგრამ: დღეს ამას ვეღარ შევცვლით. დღეს შეუძლებელია რესპუბლიკა ხალხმმართველობად, ხოლო კონსტიტუცია - ზეკანონად გადავაკეთოთ. ასე რომ, მოდით და ახლა იმაზე ვიფიქროთ, რომ კიდევ ახალი სიტყვები არ შემოვიდეს უცხოურიდან... ციტატა 1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები biggrin.gif , და ა.შ.)); 2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები). 3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...) 4. "ნაღდი" ქართული სიტყვები. smile.gif აქედან: I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! smile.gif ); II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში; III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა); ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ. smile.gif კარგადაა დაწყობილი და მივუსადაგოთ ჩვენც სიტყვები:; იხარეთ; კაიროსი! პ.ს. კარგი სიახლეები: ციტატა ოფი: ლაი-ლაი გაოფება: გალაილაება ციტატა Shortcut - მალმხმობი ციტატა მოღუნულია: თინეიჯერი (აქ რაღაც სქესი სჩანს, უცნაურია)სწორია: ნინველი/ნინველა ბრტყელტუჩა, ქანჩი, ციტატა "შტეფცელი" - დენცქვიტა ( ამააზე მოვკვდი სიცილით )ციტატა მიკროფონს ხმამადიდი ქვია, კაპიშონს კი -თავსარგავი ციტატა წმინდა კრება და მამამთავარი, დღეს - წმინდა სინოდი და პატრიარქი. მასე გააგრძელეთ! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Giorgi- |
Jun 20 2008, 10:36 AM
პოსტი
#45
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
კანონისტი
Ismail მოკლედ დღეს დილით სამსახურში მოვდიოდი და სიბრძნის სიყვარულთან(ფილარმონიასთან) მსტოვრების თვითმავალი (პატრულის მანქანა) გამომეკიდა, საბუთები მომთხოვეს და უსადენო თვითმრეკზე (მობილურზე) ლაპარაკის გამო ჯარიმა გამომიწერეს, თან გამაფრთხილეს 1 თვის ჟამში (ვადაში) ნებისმიერ ფულსანახში (ბანკში) გადაიხადეო. რა უნდა მექნა? წამოვედი გაბრაზებული და ჩემთვის ვფიქრობდი: ეგ არის თქვენი ხალხთმმართველობა (დემოკრატია) ?, ამისთვის ვიდექი თავყრილობაზე (მიტინგზე) ვარდების გადატრიალების (რევოლუციის) დროს? ამისთვის მივეცი ხმა ქვეყნის თავკაცს (პრეზიდენტს)? რომ ვიღაც ღლაპმა მსტოვრებმა (პატრულმა) დამაჯარიმოს? არადა ცასმკიდელი (პარაშუტისტი) ვიყავი ომამდე. ყველაფერი იმ მოშლილი დენცქვიტას (შტეფსელის) ბრალია. უსადენო თვითმრეკი (მობილური) ტყუილად ყოფილა შეერთებული, მკვებავი (ბატარეა) არ დაუტენია და მეც ვამოწმებდი გზაში. არა, რა, ძმაო, უნდა გადადგეს ეს მთავრობა. ატყავებენ ხალხს, თვითონ ჰაერშემფრქვევბით (ვერტმფრენებით) დადიან და კიდევ მე მაჯარიმებენ... არადა ჩემთვის მოვდიოდი, წყნარად. ტალღგადამცემი (რადიო) მქონდა ჩართული და ყელფანდურაზე (ვიოლინოზე) შესრულებულ მეჯლისს (კონცერტს) ვუსმენდი. უი, რომელი ჟამი (საათი) ყოფილა უკვე? წავედი, წავედი, თორემ აზრძირადან (თემიდან) გადახვევის გამო შამწყრომები (მოდერატორები) გამიწყრებიან დავით! მოდერატორებს შამწყრომები დავარქვათ? იმ გაგებით არა, ფერეიდნელი ქართველები რომ ხმარობენ, არამედ რომ უწყრება რა რა გვეშველება |
KAIROS |
Jun 20 2008, 05:18 PM
პოსტი
#46
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მაგარია გიორგი
აბა ახლა ის სიტყვებიც გვითხარი , მაშინ რომელიც ამოვარდნილია და სამაკვიდრებელია ჩვენს ენაში ( მაგ: შტეფცელი...) -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Giorgi- |
Jun 20 2008, 06:24 PM
პოსტი
#47
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
KAIROS
ციტატა აბა ახლა ის სიტყვებიც გვითხარი , მაშინ რომელიც ამოვარდნილია და სამაკვიდრებელია ჩვენს ენაში ( მაგ: შტეფცელი...) ჩემო კაიროს, მე მაგ მაღალფარდოვანი სიტყვების რა გამეგება, მე მკითხეთ ვენახი როდის უნდა გაისხლას, ტყემალი როგორ უნდა დაიმყნას და ასეთები. მე პურისა და ღვინის მომყვანი კაცი ვარ... იხარე (როგორც შენ იტყვი ხოლმე) |
KAIROS |
Nov 10 2009, 10:38 AM
პოსტი
#48
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ თემის ბოლო გვერდი (მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ხუმრობაზე , მეც ბევრი ვიცინე) აუცილებლად გასაწმენდია, და ვფიქრობ ძველ ქართულში არის ძალიან ბევრი სიტყვა, რომელიც დაკარგულია და არის მოთხოვნილება ქართულ ტერმინოლოგიაზე.
დავიწყებ ჩვეულებრივ არსებული ლექსიკონიდან ამოკრეფილი სიტყვებით არდაგი – წინსაფარი, ტილო. ბასრობა – კიცხვა, დაცინვა, გინება. გავალაკი – საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი. დადუხჭირება – დაუშნოვება. დაცადება – შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული – დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი – შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი. დაწერტა – დაჩხვლეტა ეკლით. დიკა – გაზაფხულის ნათესი ხორბალი. ებგური – გუშაგი, ყარაული. ზეზი – ოქროქსოვილი. იძრვისი – რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი). კაჩალო – ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი. კბოდე – ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი. ლალვა – ჩხუბი. მეკრე – კარის მცველი. .... რა ყველა ეს სიტყვა ცუდია, გამოუყენებელი და სადღაც ლექსიკონებში ჩასაწერი მხოლოდ? აი ის სიტყვები რაც წინ დავწერეთ: ციტატა მოდი ერთი-ორ კარგ და დავიწყებულ კარგ სიტყვებს შემოგთავაზებთ: ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა). ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა) დედაზარდლი - ობობა. ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი. ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი. თბე - ახლად მოზელილი ცომი თემანი - სამხრეთი. თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს. თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით. ისერებს: ისერონ - ივახშმონ. კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა). ლირბი - ურცხვი, თავხედი. მამზებელი - მზის მომფენი. მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი. მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი). მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო. მოთხე - კოლოფი, ყუთი. მორჩი - ყლორტი. მტილი - ბაღი, ბოსტანი. მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული. პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი. ციტატა მზისკარი - ფანჯარა/სარკმელი ციტატა თინეიჯერი- ნინველი/ნინველა რათქმაუნდა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სომხებივით ყველაფერი შევცვალოთ იყოს ვიოლინო და არა ყელფანდურა ან იყოს პომიდორი და არა ოქროვაშლა ან იყოს ვერტმფრენი და არა ჰაერმფქვევი... მარამ ეს ხომ არ ნიშნავს დანარჩენ ყველაზეც დავხუჭოთ თვალი? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 18 2010, 05:19 AM
პოსტი
#49
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ თემაში კარგა ხანია არ დამიწერია, არადა სათქმელი ბევრია...
რუსული ჩექმა საშინლად დაეტყო ჩვენს ენას, იმ ცნობილი სპიჩკა-სტოლის იქით, რომელსაც ადვილად გამოვასწორებთ, არის ისეთი სიტყვები რომელიც იმდენად ჩაჯდა ჩვენს ლექსიკაში ყველას სწორი გონია. ევროპის ქალაქების ბევრი სახელი, ჩვენ აღებული გვაქვს რუსული ენიდან, რუსებს არ შეუძლიათ ზოგი სიტყვის სწორად წარმოთქმა და მისი რუსიზაცია მოახდინეს (მსგავსად იქცევიან სხვებიც მაგალითად იტალიელები, რომელთათვის თბილისი-ტიბ'ლიზია, შვეიცარია- ზვიცერა, შტუტგარტი- სტოკარდაა, და მიუნჰენი-მონაკო დი ბავიერა ), ჰოდა ჩვენც რუსულის გავლენით გარუსებული ტერმინები მივიღეთ და შედეგად რუსული ტერმინები ჩაენაცვლა ორიგინალ სახელებს, რომელთა ორიგინალში წარმოთქმა ჩვენთვის პრობლემა არაა ჩვენი ენის საკმაოდ მოქნილობის გამო. იქნებ შევაგროვოთ ეს მაგალითები -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
სოფი |
Jan 28 2010, 09:51 PM
პოსტი
#50
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
იდენტიფიცირება (identification) - გაიგივება
რემარკი (remark) - შენიშვნა -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
May 18 2023, 08:23 PM
პოსტი
#51
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იჭიბოჭია" = ამაო გარჯა და უაზრობა, რასაც ლათინურად ნონსენსი ეწოდება
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი