IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

68 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Closed TopicStart new topic
> წინადადებები, კითხვები და შენიშვნები ადმინისტრაციას
Georg
პოსტი Nov 22 2006, 12:19 AM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(KAIROS @ Nov 21 2006, 08:07 PM) *

გეორგ, კი შემოგელანძღე, მაგრამ "შავი ყუთი" კარგი იდეა იყო smile.gif


რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.

წმიდა ილია მართალი

http://literatura.iatp.ge


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 14 2006, 08:06 PM
პოსტი #62


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



წმიდა ილია მართალი გასაგებია,

ახლა ის გამაგებინეთ, რა ხდება მაინც განყოფილებაში "დაუსვით მამაოს კითხვები", მე დავსვი კითხვა და ეგრევე გააქრეს...

რა არის ეს? კარგით რა სულ ამაზე უნდა ვკამათობდეთ? იქ ხომ არ ჩხუბი იყო და არც შეურაცხყოფა?

დემოკრატია ფორუმზე!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 14 2006, 08:18 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(KAIROS @ Dec 14 2006, 09:06 PM) *

წმიდა ილია მართალი გასაგებია,

ახლა ის გამაგებინეთ, რა ხდება მაინც განყოფილებაში "დაუსვით მამაოს კითხვები", მე დავსვი კითხვა და ეგრევე გააქრეს...

რა არის ეს? კარგით რა სულ ამაზე უნდა ვკამათობდეთ? იქ ხომ არ ჩხუბი იყო და არც შეურაცხყოფა?

დემოკრატია ფორუმზე!



არა,მანდ ეგეთი მიდგომაა: ერთი კითხვა-ერთი პასუხი biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 14 2006, 08:25 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ახლა ის გამაგებინეთ, რა ხდება მაინც განყოფილებაში "დაუსვით მამაოს კითხვები", მე დავსვი კითხვა და ეგრევე გააქრეს...


დედა გეკითხა მერე ჩემთვის laugh.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 14 2006, 10:01 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



იქნებ ახსნათ რატომ წაშალეთ ჩემი პოსტი?
რა უადგილო მოდგომაა კაცო....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Dec 14 2006, 10:41 PM
პოსტი #66


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



ძალიან გთხოვთ, როდესაც ერთი ჩვენთაგანი დასვავს შეკითხვას, მას მამაოს გარდა არავინ უპასუხოს თავის გახსნილ თემაში, ანუ თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, ამისთვის პირადი მესენჯერი გამოიყენეთ. ამით ავირიდებთ ქაოსს და ყოველი მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ პასუხს.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Dec 14 2006, 10:49 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



admin
უმჯებესი შენთვითონვე დახურო ხოლმე თემა შემდეგში.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 14 2006, 11:11 PM
პოსტი #68


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, ამისთვის პირადი მესენჯერი გამოიყენეთ. ამით ავირიდებთ ქაოსს




მისმინე ადმინ და რეებს წერ?
ფორუმი რა არის დაგავიწყდათ? პირადი წერილები თუი დამჭირდა აქ რა მინდა? აქ სახალხო გარჩევა უნდა ხდებოდეს საკითხებისა, არაფერი გვაქვს დასამალი და კიდევ თუკი რამე ვიცით ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ!
ასე არაა ხალხო???
მე მამაოებს და ეპისკოპოსებს და ღვთისმეტყველებს იმდენს ვიცნობ, რომ აქ მაშინ რა მესაქმება? ეს ფორუმია ჩემო კარგო და ადამიანს აზრის გამოთქმას თუ უკრძალავ, რარა დარჩა, ამას გარდა ჩემი კითხვა მამაოსადმი , იმ თოფიქში, რომელიც ახლა ვნახე მთლიანად წაგიშლიათ, სრულიად აზრიანი იყო, საინტერესოც და არც ოფთოფიქიც გახლდათ...

შექმენით მაშინ "შავი ყუთი" სადაც წაშლილ თოფიქებს და გამოხმაურებებს ვიპოვით, ოღონდ ახსნით ვინ და რატომ იკადრა ჩვენი აზრის შეურაცხყოფა!

ისევ ვარისხებ ზარებს, დემოკრატია ფორუმზე!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Dec 14 2006, 11:13 PM
პოსტი #69


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



KAIROS
მდა...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 15 2006, 12:12 AM
პოსტი #70


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(admin @ Dec 14 2006, 06:41 PM) *

ძალიან გთხოვთ, როდესაც ერთი ჩვენთაგანი დასვავს შეკითხვას, მას მამაოს გარდა არავინ უპასუხოს თავის გახსნილ თემაში, ანუ თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, ამისთვის პირადი მესენჯერი გამოიყენეთ. ამით ავირიდებთ ქაოსს და ყოველი მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ პასუხს.



ადმინ. თემას ჰქვია "დაუსვით კითხვა მოძღვარს" და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დაუსმევს კითხვას? ქაოსი არ არის მამაოზე კითხვის ხელახლა დასმა, ხომ მეთანხმები? და თუ ეს საჯაროთ ხდება, ანუ მამაოზე კითხვის დასმა, მაშინ ყველას აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა და დაუსვას კითხვა, და ყველას აქვს უფლება არ დაეთანხმოს მამაოს პასუხს და კითხვა შეუბრუნოს, ამიტომ კარგი იქნებოდა "ამომწურავი" პასუხის შემდეგაც გვეცლია სხვებისთვისაც, და ესეც გავითვალისწინოთ-იქნებ მამაო შეცდა? თუ არ შეიძლება შეცდეს? იქნებ სხვას უფრო სწორი პასუხი აქვს, და მამაომაც გაიზიაროს სწორი პასუხი?...(იმედი მაქვს გამიგებთ)



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari17
პოსტი Dec 15 2006, 11:58 AM
პოსტი #71


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 682



თამარიგამარჯობათ ძალიან მინდა თქვენი გაცნობა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 15 2006, 01:44 PM
პოსტი #72


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
მისმინე ადმინ და რეებს წერ?
ფორუმი რა არის დაგავიწყდათ? პირადი წერილები თუი დამჭირდა აქ რა მინდა? აქ სახალხო გარჩევა უნდა ხდებოდეს საკითხებისა, არაფერი გვაქვს დასამალი და კიდევ თუკი რამე ვიცით ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ!
ასე არაა ხალხო???

არ ხარ მართალი. ადმინს არ უთქვამს მოსაზრებები არ დაწეროთო. განყოფილებაში "დაუსვით კითხვა მოძღვარს" პასუხს სცემს მხოლოდ მოძღვარი!!!

რახან ფორუმია და აზრის გამოთქმა გნებავთ, გამოთქვით შესაბამის თემატურ განყოფილებაში. ხომ არის გახსნილი "უნათლავ ჩვილებზე" ღვთისმეტყველებაში, ჰოდა იქ!!!

ციტატა
მე მამაოებს და ეპისკოპოსებს და ღვთისმეტყველებს იმდენს ვიცნობ, რომ აქ მაშინ რა მესაქმება?

რბილად რომ ვთქვათ, საშინლად არამეგობრული სიტყვებია. თავადვე გადაწყვიტე რა გესაქმება ამ ფორუმზე, ან გესაქმება თუ არა საერთოდ! და ადმინი კიდევ თავდასხმის ობიექტი არ არის.

გუჯა
შენ რაღა დაგემართა? რა შუაშია აქ რამდენიმეს მიერ კითხვის დასმა? ის განყოფილება არის საგანგებო, ისმება ერთი, კარგად ჩამოყალიბებული და გააზრებული კითხვა (რომელზეც პასუხის გაცემა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა მოძღვარია აქ კიდევ და სამღვდელო პატივის დამალვის ღვაწლშია laugh.gif ), რომელსაც მამა ანდრია (ან ღმერთმა ქნას და სხვა მოძღვარი თუ შემოგვემატება) გასცემს პასუხს. შეიძლება პასუხი დავაზუსტებინოთ მოძღვარს.

ციტატა
იქნებ მამაო შეცდა?

სულ თავისუფლად არის შესაძლებელი. ცხადია, რომ ჩვენ აქ მოძღვრის პრიმატი არ გვაქვს, მაგრამ!!! ვინ არის ჩვენ შორის ისეთი, რომელიც აღდგება და იკადრებს, რომ მამაოს მისცეს შენიშვნა ან შეუსწოროს. და დავუშვათ და რომც იყოს, არ არის ლამაზი, რომ მოძღვარს რაღაცას უსწორებ სახალხოდ! პირად საუბარში შეიძლება და PM გამოიყენეთ

ეს იგივეა, მოძღვარი ამბიონიდან რომ ქადაგებდეს და შენ შეუსწორო მას ეგრე კი არა, ასეოა, თუნდაც ეშელბოდეს (აქ არ დამიწყოთ ახლა ფორუმი ამბიონი არ არისო - როცა მოძღვარი საეკლესიო საკითხებზე საუბრობს ის ქადაგებს)

ციტატა
დემოკრატია ფორუმზე!

"უკიდურესი დემოკრატია ტირანიაა"-ო, არისტოტელეს უთქვამს და გაითვალისწინოს ყველამ. დემოკრატია სიტყვის გამოთქმის უფლებასთან ერთად ნიშნავს არსებული კანონებისადმი მორჩილებას და ზედმიწევნით შესრულებას...

მნათე
ციტატა
დედა გეკითხა მერე ჩემთვის

შენთვის როგორ? ეს განყოფილება არის "დაუსვით კითხვა მოძღვარს", ანუ მღვდელს და არა ეპისკოპოსს...
laugh.gif laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 15 2006, 02:06 PM
პოსტი #73


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არ ხარ მართალი. ადმინს არ უთქვამს მოსაზრებები არ დაწეროთო. განყოფილებაში "დაუსვით კითხვა მოძღვარს" პასუხს სცემს მხოლოდ მოძღვარი!!!



და მერე მე ხომ არ მითქვამს, რომ პასუხი გავეცი მეთქი? მე უბრალოდ იმავე თემაზე დავსვი მეორე კითხვა... ასე რომ მართლი ვარ smile.gif

ციტატა
საგანგებო, ისმება ერთი, კარგად ჩამოყალიბებული და გააზრებული კითხვა


და რა არის მერე გაგონილა ამხელა საკითხების ერთი კითხვით ამოწურვა? სამი კითხვის უფლება მაინც მოგვეცით, რა იყო, მამა ანდრია არ დაგვზარდება და ეს კითხვები საკითხის კიდევ უფრო ჩაღრმავებას შეუწყობს ხელს!


ციტატა
ვინ არის ჩვენ შორის ისეთი, რომელიც აღდგება და იკადრებს, რომ მამაოს მისცეს შენიშვნა ან შეუსწოროს. და დავუშვათ და რომც იყოს, არ არის ლამაზი, რომ მოძღვარს რაღაცას უსწორებ სახალხოდ


ხომ არ გგონია რომ აჭარბებ? განა მამაოს რაიმეს იმიტომ ვეტყვით, რომ რაიმე სახის შეურაცხყოფა მივაყენოთ? ღმერთმა დაგვიფაროს, როცა მოძღვარი იმისათვის იცლის, რომ აქ შემოდის ეგ უდიდესი მადლია და დიდი მადლობა მას, მაგრამ ახლა მამაოს არ შეეკამათო, კითხვა არ დაუსვა და თუ დასვამ ჩუმად დაუსვი სხვამ არ გაიგოსო, მგონი არაა ჯანსაღი დამოკიდებულება, იქნებ მე რაც ვკითხე მამაოს, სხვასაც აინტერესებს? მოკლედ ვიმეორებ, ერთი კითხვა ერთი პასუხი არის მხოლოდ საკითხის განხილვის დაწყება, მოგვეცით მინიმუმ სამი კითხვის დასმის უფლება!


ციტატა
ეს იგივეა, მოძღვარი ამბიონიდან რომ ქადაგებდეს და შენ შეუსწორო მას ეგრე კი არა, ასეოა, თუნდაც ეშელბოდეს (აქ არ დამიწყოთ ახლა ფორუმი ამბიონი არ არისო - როცა მოძღვარი საეკლესიო საკითხებზე საუბრობს ის ქადაგებს)


კი დაწერე არ დამიწყოთო, მაგრამ მაინც დაგიწყებ tongue.gif biggrin.gif , მისმინე, მესმის როცა ამბიონიდან ლაპარაკობს არ უნდა შეაწყვეტინო, ეგ კი არადა კაცი სადღეგრძელოს რომ ამბობს და ჭიქა აქვს ხელში მასაც არ უნდა შეაწყვეტინო, მაგრამ ფორუმს და ამბიონს რომ ადარებ ახლა ეგ უუუუუდიდესი შეცდომაა, მამაო შეიძლება აქ საუბრობდეს ან თუნდაც ქადაგებდეს, მაგრამ აქ ამბიონი არაა, არამედ ფორუმია ანუ როგორ ვთქვა ერთგვარი ვირტუალური კონფერენციაა, სადაც მომხსენებელის სიტყვის შემდეგ კითხვები სვამენ და დროის რაღაც პერიოდი ამასაც ეთმობა, ასე რომ შედარება უადგილოა, მაშინ გამოდის რომ პირად საუბარშიც არ უნდა დავუსვათ "ზედმეტი მეორე" ( biggrin.gif ) კითხვა მამაოს, თუკი მაინცდამაინც მარტონი არა ვართ? ფორუმი. ნახეთ რა რას ნიშნავს ეს სიტყვა ენციკლოპედიაში და მოგვეცით უფლება ვისარგებლოთ იგივე უფლებებით, რა უფლებებიც აქვს ყველა, თანამედროვე ფორუმში მონაწილე ადამიანებს!


ციტატა
"უკიდურესი დემოკრატია ტირანიაა"-ო, არისტოტელეს უთქვამს და გაითვალისწინოს ყველამ. დემოკრატია სიტყვის გამოთქმის უფლებასთან ერთად ნიშნავს არსებული კანონებისადმი მორჩილებას და ზედმიწევნით შესრულებას...


და ის დაგავიწყდა, რომ უკიდურესი "კანონების მორჩილება და ზედმიწევნითი შესრულება" ფარისევლობიდან დიქტატურამდე რომ მიდის??? და როცა ეს "კანონები" მხოლოდ თქვენი მოგონილია და რეალობაში ფორუმის კანონებში არ ჯდება, მაშინ რომელ მორჩილებაზე გვიქადაგებთ( შენ არ გგულისხმობ მარტო, ყველა ადმინს, ვინც "თოფიქმშლელობას" ეწევა smile.gif )?

დაკიდევ, კაი რა, ახლა არ გამაცინო, რომელ "უკიდურეს დემოკრატიაზე " მესაუბრები ამ ფორუმში??? იუმორის დიდი გრძნობა უნდა გქონდეს ამ ფორუმზე მსგავსი რამ უნდა დაწერო, საკმარისია გადაავლო ამავე თოფიქის წინა გვერდებს თვალი და ნახავ რამხელა "დემოკრატია" სუფევს ფორუმზე, როგორ შლა და გადაშლა მიმდინარეობს ჩვენი ნაწერების... დემოკრატიის ნასახიც არაა აქ ჯერ და უკიდურესი ხომ საერთოდ არაფერ შუაშია... ასე რომ ვიმეორებ

დემოკრატია ფორუმზე!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 15 2006, 04:57 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ალაჰ biggrin.gif აქ რა ამბებია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ახლა მეც გავხსენი თემა და დამატებითი შეკითხვები მექნება და არ წაშლით იმედიააა tongue.gif tongue.gif tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 15 2006, 05:28 PM
პოსტი #75


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



მახსოვს, რომ თავიდან ამ განყოფილებაში დაგროვილი კითხვები კარგა ხანს პასუხგაუცემელი იყო, სანამ მამა ანდრია დარეგისტრირდებოდა. მისი პასუხები, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობელი ვარ და თან გაოცებულიც, რადგან ვიცი მოძღვრის უაღრესად დატვირთული გრაფიკის შესახებ. ძალზე სასიხარულო და მისასალმებელია, რომ ერთმა მოძღვარმა მაინც გამონახა ჩვენთვის დრო. ამ ფორუმის შესახებ სხვა მოძღვრებმაც იციან, დარწმუნებული ვარ, სურვილიც აქვთ, მაგრამ ამის დრო მოძღვრებს ნამდვილად არ რჩებათ. ეს ნამდვილად ვიცი. ყველა ჩვენს კითხვაზე, შემდეგ კონტრშეკითხვებზე, განსხვავებულ მოსაზრებებზე რეაგირებას, წარმოიდგინეთ, რამდენი დრო სჭირდება. ბევრი შეკითხვა ახლაც ღიად რჩება ხოლმე. ისიც ვიცი, რომ PM-ითაც იმდენ შეკითხვას უსვამენ, რომ ზოგჯერ ამასაც ვერ აუდის. ზედმეტს ხომ არ მოვითხოვთ ერთი მოძღვრისგან? კიდევ ვიმეორებ, ესეც ძალიან მიკვირს. შეიძლება მან უკვე პასუხგაცემულ თემაში აღარც შეიხედოს და ახალ კითხვებს მიუბრუნდეს. ამიტომ, თუ მოძღვრის პასუხი ამომწურავად არ მოგვეჩვენება ან ახალი კითხვა გაგვიჩნდება, ახალი თემა გავხსნათ ამავე განყოფილებაში და უფრო დაწვრილებითი ხასიათი მივცეთ ამ ჩვენს შეკითხვას. თუ სხვების აზრიც გვაინტერესებს, მთელი ფორუმი ჩვენი არ არის? გავხსნათ თემა სხვა განყოფილებაში.
არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ და აქ პრობლემასაც ვერ ვხედავ. მართალია, ფორუმში დიდ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ მაინც მიკვირს, რომ წევრთა ერთი ნაწილი რაღაცნაირად დაჩაგრულად გრძნობს თავს, რადგან მის ნაწერებს შლიან. აქ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, ამ საკითხში გარკვევა ისევ მოძღვრების მონაწილეობით უნდა მოხდეს. ვგულისხმობ მოძღვრებს, რომლებმაც დასაბამი მისცეს ამ ფორუმის არსებობას. ჩემი აზრით, ამ კითხვებზე ყველაზე კომპეტენტურ პასუხს ისინი გაგვცემენ.
იმედია, მათ მალე გავიცნობთ.
smile.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 15 2006, 05:58 PM
პოსტი #76


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
წევრთა ერთი ნაწილი რაღაცნაირად დაჩაგრულად გრძნობს თავს, რადგან მის ნაწერებს შლიან



ეგ ერთი ნაწილი მე ვარ და დაჩაგრულად კი არ ვგრძნობ თავს, უბრალოდ გული მწყდება, რომ ადამიანები აქ ღვთისმეტყველების მაღალ მატერიებს არჩევენ და ელემენტალურ ფორუმის წესებს არღვევენ, მოვითხოვე, მეტი დემოკრატია ფორუმზე, რაც შეეხება მამაოს, რა სჯობია ერთიდაგივიე თემაზე 3 თოფიქი გაიხნას თუ ნათლობაზე ერთი ვკითხოთ, ზიარებაზე მეორეში და ა.შ. ? რა უბედურებაა ეს 1 კითხვა და 1 პასუხი? თუ ფიქრობთ ამით მამაოს საქმეს უადვილებთ, ძალიან ცდებით, რადგან ჩვენც ვიბნევით, სად ვეძებო ახლა მე თუ ნათლობაზე მაქვს კითხვა, იქნებ ვინმემ სადღაც და ოდესღაც კითხა? თუკი ყველაფერი თემატურად დალაგდება ყველაფერი უფრო ნათელი იქნება...

ასე რომ ჩემი მოთხოვნა იგივეა, მეტი დემოკრატია ფორუმზე და მეტი პატივისცემა თანაფორუმელების მიმართ!

დანარჩენი ზემოთ ვთქვი და გამგები გამიგებს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 15 2006, 06:22 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Dec 15 2006, 02:44 PM) *

ეს განყოფილება არის "დაუსვით კითხვა მოძღვარს", ანუ მღვდელს და არა ეპისკოპოსს...
laugh.gif laugh.gif



და მე კითხვა დავუსვი და წაშალეს, ე.ი. ორიდან ერთია:
ან ვერ ჩამოვაყალიბე biggrin.gif
ან კიდევ უფრო ვერ ჩამოვაყალიბე biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Dec 15 2006, 06:56 PM
პოსტი #78


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(KAIROS @ Dec 15 2006, 05:58 PM) *

ეგ ერთი ნაწილი მე ვარ და დაჩაგრულად კი არ ვგრძნობ თავს, უბრალოდ გული მწყდება, რომ ადამიანები აქ ღვთისმეტყველების მაღალ მატერიებს არჩევენ და ელემენტალურ ფორუმის წესებს არღვევენ, მოვითხოვე, მეტი დემოკრატია ფორუმზე, რაც შეეხება მამაოს, რა სჯობია ერთიდაგივიე თემაზე 3 თოფიქი გაიხნას თუ ნათლობაზე ერთი ვკითხოთ, ზიარებაზე მეორეში და ა.შ. ? რა უბედურებაა ეს 1 კითხვა და 1 პასუხი? თუ ფიქრობთ ამით მამაოს საქმეს უადვილებთ, ძალიან ცდებით, რადგან ჩვენც ვიბნევით, სად ვეძებო ახლა მე თუ ნათლობაზე მაქვს კითხვა, იქნებ ვინმემ სადღაც და ოდესღაც კითხა? თუკი ყველაფერი თემატურად დალაგდება ყველაფერი უფრო ნათელი იქნება...

ასე რომ ჩემი მოთხოვნა იგივეა, მეტი დემოკრატია ფორუმზე და მეტი პატივისცემა თანაფორუმელების მიმართ!




ეს ყველაფერი ადმინისტრაციასთან არის გასარკვევი და გადასაწყვეტი. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. ეს აზრიც, ალბათ, განსხვავებული იქნებოდა, რამდენიმე მოძღვარი რომ იყოს ფორუმზე, ან ერთ მოძღვარს შეეძლოს ფორუმისთვის დიდი დროის დათმობა. მაგალითად, ერთ-ერთ შეკითხვაზე მოძღვრის პასუხი ორი კვირის შემდეგ მივიღე. მერე კიდევ გარკვეული დროის შემდეგ მოძღვარი ცოტა დროს რომ გამონახავს, იქნებ არც კი მიაქციოს ყურადღება იმ უკვე პასუხგაცემულ თემას-მეთქი. მხოლოდ ეს ვთქვი, თორემ რა თქმა უნდა, სჯობს, ერთად იყოს. თანაც ჯერ არც ისე ბევრი კითხვაა ამ განყოფილებაში, რომ ადამიანი დაიბნეს. შემდეგ, ალბათ, შესაძლებელია ერთი თემატიკის შეკითხვების და პასუხების დალაგებაც. ( მე კი არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც smile.gif ) დანარჩენი მეც ზემოთ ვთქვი...
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება. smile.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 15 2006, 09:25 PM
პოსტი #79


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(tamari17 @ Dec 15 2006, 11:58 AM) *

თამარიგამარჯობათ ძალიან მინდა თქვენი გაცნობა

ჩემი თუ მეორე თამარის?

გამარჯობა smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alonzo-1
პოსტი Dec 31 2006, 06:31 PM
პოსტი #80


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 22-December 06
წევრი № 733



MSHVIDOBA TQVENDA!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

68 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 10:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი