IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> ევთანაზია
ზვარე
პოსტი Jun 26 2008, 01:24 AM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(კელა @ Jun 3 2008, 09:04 PM) *

აი მივედით იქამდე რავარც იქნა biggrin.gif

ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ ვთქვათ შენი ახლობელია კომაში, ისეთი სიტუაციაა, როგორიც ბევრჯერ აღვწერე ზემოთ და მოყავთ უფრო "პერსპექტიული". ექიმი ამბობს, რომ შენი ახლობელი გონზე ვერ მოვა, დამოუკიდებლად ვერ ისუნთქებს ვერასდროს, რომ ქერქის ყველა ფუნქცია მკვდარია. იმ ახალს კი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების შანსი აქვს. შენ რას იზამ?
პრობლემა გვამის წვალებასთან უფრო აქვთ ხოლმე, ვიდრე ცოცხალის მოკვლასთან a075.gif



რა შუაშია ,,უფრო "პერსპექტიული"? თუ ,,ქერქის ყველა ფუნქცია მკვდარია'', ანუ ტვინის ფუნქციონირება შეწყდა ე. ი. ადამიანი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით მედიცინაშიც და იურისპუდენციაშიც ტვინის ფუნქციის შეწყვეტა სიკვდილს ნიშნავს. ამ დროს აპარატის გამორთვას ევთანაზიასთან საერთო არა აქვს. ეს მაგალითი ჩემი აზრით უადგილოა.

სწორედ რომ ტვინი რომ მუშაობს, ხოლო ზოგიერთი ფიქრობს, რომ ავადმყოფი ,,ტყუილად წვალობს'' და ,,ჰუმანური'' მოსაზრებებით უნდა ,,ტანჯვისაგან გაათავისუფლოს'', ანუ მისი ტვინის ფუნქციონირებას წერტილი დაუსვას, სწორედ ეს არის ევთანაზია.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2017, 10:59 AM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აქტიური ევთანაზია, ქრისტიანული პერსპექტივიდან, მორალურად მცდარია, თუმცა პასიური ევთანაზია შესაძლოა მისაღებიც იყოს, რადგანაც ის ბუნებრივი და შეუქცევადი სიკვდილია და არა არაბუნებრივი ანდა შექცევადი.
თუმცა თვით მორალურად მისაღები ბუნებრივი პასიური ევთანაზიის დროსაც კი რთული გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ასეთი ევთანაზია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა სნეულის სიკვდილი გარდაუვალია, ამასთან, ეს ნაბიჯი ავადმყოფის ახლობლების ნებით უნდა გადაიდგას. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მოძღვრის, ექიმის, იურისტისა და ოჯახის ურთიერთშეთანხმებით.
უპირველესად კი, მრავალგზის ლოცვებში ღმერთს უნდა შევთხოვოთ განკურნება, და მხოლოდ მაშინ, როცა სიკვდილის მიზეზი, მედიცინის თვალსაზრისით, შეუქცევადია და არც ღვთაებრივი ჩარევა ჩანს, გამართლებულია, შევწყვიტოთ ბუნების საწინააღმდეგოდ, აპარატურის საშუალებით სიკვდილისწინა პროცესის გახანგრძლივება."

/მამა ლევან მათეშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2018, 08:05 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანული თვალსაზრისით, მიუღებელია ევთანაზია, რადგანაც ის წარმოადგენს: მიზანმიმართულ ჩარევას ადამიანის სიცოცხლეში, უკურნებელი ავადმყოფობისაგან გასათავისუფლებლად სიცოცხლის შეწყვეტას სხვადასხვა საშუალებით.

თვითმკვლელობაა, - როდესაც ის ხდება ავადმყოფის სურვილით და მკვლელობაა, როდესაც ის არ ხდება ავადმყოფის სურვილით.

პირველი ხასიათდება, როგორც ენერგეტიკული ევთანაზია. მეორე სახეობა ხასიათდება როგორც პასიური ევთანაზია, რომელიც შეუძლებელია განასხვავ პირველისგან.

არსებობს ასევე ირიბი ევთანაზია, რომელიც სიცოცხლის მომსწრაფებელი წამლების მიღებაში გამოიხატება."

/ლევან ბუკია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2022, 05:28 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტერმინი "ევთანაზია" XVI საუკუნეში იქნა შემოტანილი მეცნიერებაში, ინგლისელი ფილოსოფოსის ფრენსის ბეკონის მიერ. ამ ტერმინით მან აღნიშნა მსუბუქი, უმტკივნეულო, აგონიის ტანჯვისაგან თავისუფალი სიკვდილი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2022, 08:19 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევთანაზიას მოუძებნეს "კეთილშობილური" სახელი "სიკვდილის კულტურა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 5 2022, 05:40 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი თვალსაწიერიდან თუ ვიმსჯელებთ, ევთანაზია სჭირდება ეშმაკს - ადამიანთა სულების დასაღუპავად. ევთანაზიის მხარდამჭერთა მოძრაობა - სატანიზმია. მატერიალური თვალსაზრისით, საქმე უფრო პროზაულადაა. ევთანაზიის მიღმა სადაზღვევო კომპანიას ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უხდის შემოსავლების გარკვეულ ნაწილს, რის სანაცვლოდ მისგან იღებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში გაიღოს მკურნალობის ხარჯები.

საბოლოოდ, სადაზღვევო კომპანიაში შეტანილი საწევრო თანხები დიდი კაპიტალია, მკურნალობის ხარჯებს უმთავრესად მოხუცებულები ეწევიან. ამიტომ ევთანაზიის ლეგალიზაცია და მისი ფართო გამოყენება, გასაგებია, ხელს აძლევს ამ კომპანიებსა და მათს მფლობელებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 24 2023, 01:38 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კანადის საპარლამენტო კომიტეტმა მიიჩნია, რომ არასრულწლოვნებს აქვთ ევთანაზიის უფლება. მათ ჩათვალეს, რომ ევთანაზიის უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ასაკისა, - იტყობინება Global News. არასრულწლოვნებს თავად აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იცოცხლონ თუ არა, თუკი მათი სიკვდილი ისედაც გარდაუვალია, - მიიჩნევენ პოლიტიკოსები"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2023, 07:43 PM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილისწინა ავადმყოფობა დიდხანს გრძელდება, და მძიმედ სტანჯავს როგორც ავადმყოფს, ისე მის ნათესავებს, მაშინ, მღვდელის კურთხევით, იკითხება სხვა კანონი - "სულის ხორცისაგან გაყრის ლოცვა, როცა ადამიანი დიდხანს იტანჯება". ის შეიცავს თხოვნას, ვნებულის (ტანჯულის) სწრაფი და მშვიდობიანი აღსრულებისა. კანონთა ტექსტები მოთავსებულია მართლმადიდებლურ ლოცვანებში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2023, 06:09 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ავადმყოფები

" - გერონდა, ჩვენ გვთხოვეს, გველოცა ადამიანისთვის, რომელიც უკვე სიკვდილის პირასაა, მაგრამ სული არადა არ ამოსდის.

- რატომ არ ამოსდის სული? ალბათ აღსარება არა აქვს ნათქვამი.

- არა, აღსარების ჩაბარება არ სურს. გერონდა, ნიშნავს თუ არა, რომ ადამიანის წამება სულის ხორცთან გაყრის ჟამს, მის ცოდვებზეა დამოკიდებული?

- არა, ეს არ არის უეჭველი. ასევე არ არის უეჭველი ის, რომ თუ ადამიანის სული მშვიდობით და წყნარად ტოვებს სხეულს, ის კარგ მდგომარეობაშია. თუ სიკვდილის წინ ადამიანი ძალიან იტანჯება, ეს არ არის აუცილებლად იმის მაჩვენებელი, რომ მას ბევრი ცოდვა აქვს. ზოგიერთი ადამიანი დიდი თავმდაბლობის გამო უფალს გულმოდგინედ ევედრება, ცუდი აღსასრული გამოუგზავნოს, რათა უსახელოდ წავიდეს ამ ქვეყნიდან. ზოგჯერ ცუდი აღსასრული ადამიანს ეძლევა პატარა (სულიერი) ვალების გასასტუმრებლად. მაგალითად, თუ ადამიანს სიცოცხლეში უფრო მეტად აქებდნენ, ვიდრე ამას იმსახურებდა, უფალმა შეიძლება დაუშვას, რომ მისი სიკვდილის ჟამს იგი ისე უცნაურად მოიქცეს, რომ მისი ავტორიტეტი დაეცეს ხალხის თვალში. სხვა შემთხვევაში უფალი ადამიანს მძიმე აღსასრულს უგზავნის, რათა მის გვერდით მყოფთ აჩვენოს, როგორ გაუჭირდება სულს იქ, ჯოჯოხეთში, თუ აქ არ მოიყვანს თავს წესრიგში. თუ შენი (სულიერი) საბუთები წესრიგშია (ანუ თუ კარგ სულიერ მდგომარეობაში ხარ), მაშინ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულში ისე გადადიხარ, რომ ეშმაკები ვერც კი მოგიახლოვდებიან"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2024, 07:32 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სახარებაში მონანულ ავაზაკზე შემდეგია მოთხრობილი: ჯვარზე მიმსჭვალული ავაზაკი მაცხოვარს გმობდა, მაგრამ უეცრად რწმენამ, როგორც ზეციური სინათლის სხივმა, მისი გული გაასხივოსნა და უფალმაც შეიწირა მისი სიკვდილისწინა სინანული.

წარმოვიდგინოთ სხვა სურათი: იმ დროს, როცა ეს ავაზაკი სასჯელის აღსრულების ადგილზე მიჰყავდათ, მისთვის ვინმეს ტანჯვის შესამსუბუქებლად შხამი რომ მიეწოდებინა და იგი ჯვარცმამდე, გზაშივე მომკვდარიყო, რა მოუვიდოდა მის სულს? ის ჯოჯოხეთში წავიდოდა. ექიმები, რომლებიც ავადმყოფს მომაკვდინებელი დოზის ნარკოტიკით აძინებენ, მას სიკვდილის წინ სინანულის უკანასკნელ შანსს ართმევენ, თუნდ ეს სინანული ბოლო ამოსუნთქვს ახლდეს. ამიტომ ახალი სწავლება "იოლი სიკვდილის", როგორც ავადმყოფის მიმართ მოწყალების შესახებ, გამოუსოწრებელ სისასტიკედ იქცევა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი