IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რა არის ცხოვრების აზრი
leli
პოსტი Dec 12 2006, 03:20 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 9-December 06
წევრი № 661



მამაო მაპატიეთ ამ შეკითხვისთვის,მაგრამ მაინტერესებს რა არის ცხოვრების აზრი და რისთვის ვცხოვრობთ? თითქოს ამ კითხვაზე პასუხი მეც მაქვს, მაგრამ არ ვიცი რატომ არ მასვენებს ეს კითხვა.მაპატიეთ და დამლოცეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 13 2006, 02:05 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ადრე თუ გვიან ყოველ ადამიანს უჩნდება კითხვა: ვინ ვარ და რისთვის ვცხოვრობ? მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ არსებობა მაშინ იქცევა ცხოვრებად როცა ადამიანი სვამს ამ კითხვას, ცდილობს უპასუხოს და კონკრეტული მარადიული მიზნისაკენ წარმართავს მიწიერ ცხოვრებას. მრავალ ბრძენს ამასოფლისა უცდია პასუხი გაცემა, თითქოს უპოვია კიდევაც, მაგრამ ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელიც პასუხით ბედნიერი გამხდარა. ქრისტეანებს კი გვაქვს მარტივი პასუხი, რომელიც ერთი სიტყვით გამოითქმის: განღმრთობა. დიახ, ადამიანის მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი არის ის, რისი ნაადრევად, მოუმწიფებლად მოპოვება შესთავაზა ეშმაკმა ადამს სამოთხეში - იყოს ვითარცა ღმერთი. მაცხოვარი ბრძანებს: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მთ. 5.48). მიწიერი ცხოვრების აზრი არის სწორედ ამ მიზნისაკენ სვლა. განღმრთობა ნიშნავს ღმრთის მადლის მიერ ღმრთის შვილობას. რასაც ვაკეთებთ ჩვენ ზნეობრივი ცხოვრების მოწესრიგებით დაწყებული, არის მადლის შემწყნარებლად სული მომზადების მცდელობა. ნათლობით ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს და მთელი ცხოვრება უნდა წარემართოს ისე, რომ ჩვენ მას შევეთვისოთ. ეს არის მთავარი საზრუნავი მიწიერი ცხოვრებისა. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით ეს. მაგრამ სწორად ბრძანებთ, რომ ეს კითხვა არ გასვენებთ. ამასაც აქვს თავისი მიზეზები. როცა ადამიანმა იცის სად არის ნათელი, აუცილებელია ყველაპერი იღონოს იმისათვის, რომ მისი ცხოვება ამ ნათლისაკენ წარიმართოს, ამ უხილავი მარადიული ნათლით გაცისკროვნდეს. ამის საშუალება არის მოსაგრე ცხოვრება. შეიძლება სიტყვა "ასკეტიზმი" მიუსადაგად მიგვაჩნდეს ერში ცხოვრებასთან, მაგრამ სინამდვილეში არ არის ასე. მოღვაწეობა, სულიერი მარხვა ყველას ძალგვიძს, რათქმაუნდა საზომისაებრ ჩვენისა. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: " ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს" (1კორ. 6.12). ბევრი რამ არის ცხოვრებაში რაც თავისთავად არ არის ცოდვა და ამდენად დასაშვები და მისაღებია ქრისტეანესათვის, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის მავნეა და მიუღებელი. პირველ რიგში ეს ეხება წუთისოფლის სიამეებს, რომლებიც უკარგავენ სულს ბრძოლისუნარიანობას, გვითრევენ და შვებისმოყვარეს, წუთისოფლის სულთან შემრიგებელს გვხდიან. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს მარტივი, აუცილებლობით შემოფარგლული, და თუ არის შვება, ეს არ იყოს ე.წ. სულიერი გემოთმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ სულის მოსვენება და შემდგომი ბრძოლისათვის მომზადება. ვისაც არ ემეტება თავი ასეთი ცხოვრებისათვის, ვისაც უნდა დატკბეს აქაც და იქაც, ვერც აქ განძღება შვებით და ვერც მერმინდელ ცხოვრებაში იხილავს ნეტარებას. როცა გავითვლისწინებთ ამას და სწორად მივუდგებით ცხოვრებას, განღმრთობის სურვილი, როგორც მიზანი რეალური ცხოვრების მთავარ იმპულსად იქცევა.

თუ თქვენთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს რუსული ენა, შემიძლია გირჩიოთ ჭეშმარიტად ცდისეული ღმრთისმეტყველის, ათონელი მამის - არქიმანდრიტ გიორგის ნაშრომი "Обожение как смысл человеческой жизни".


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი