თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ საქართველოსთვის მოღვაწე ქართველები

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 1 2008, 12:10 AM

კაზიმ ქოინჯუ

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი




ქაზიმ ქოიუნჯუ

ქაზიმ ქოინჯუ (თურქ. Kâzım Koyuncu, დ. 7 ნოემბერი, 1972 — გ. 25 ივნისი, 2005) თურქი პოლიტოლოგი და მუსიკოსია, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე.

ბავშვობა
დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში „იაშარა ტურნანა“. ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა.


შემოქმედება
1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს „დიმეინ“. მოგვიანებით დიდი ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს თავაზობს. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები). ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და მისი დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს ზღვის შვილებმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ (არ ვიცით) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში და განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჯგუფი გაჩერებას არ აპირებდა 1998 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით „იგზას“ (გზაში), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130 კონცერტი და ორი ალბომი დარჩა.


სოლო კარიერა
ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმი მარტო აგრძელებს მოღვაწეობას, ხშირად ესწრება ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებს, უფრო კარგი მსმენელია ვიდრე ლიდერი. მომღერალი ქმნის პროექტს სამი სინგლით „სოლკინ სოიუტ“. 2002 წელს პირველი სოლო ალბომი „ვია“ (ზღვის ტალღებზე მონავარდე) გამოდის, ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი „ჰაიდე“. ქაზიმის მოსასმენად თაყვანისმცემლები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. იგი სცენაზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამის შემჩნევა არც მსმენელს უჭირს. მომღერალი ფუატ საკასთან, ვოლკან კანაკომთან და ბაიარ შაჰინთან ერთად მონაწილოებას იღებს სატელევიზიო პროექტში „შავი ზღვის მუსიკა“.


საქართველო
2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.


მომღერალი ბულბულის უკანასკნელი წლები
მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი „ტრაპიზონსპორტისთვის“. 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.



ლაზი მომღერალი,რომელიც თავის კონცერტებზე სტადიონებს ავსებდა, თურქეთში სადაც,ძალიან ძნელია მსმენელს შესთავაზო, ქართული,ლაზური სიმღერები, ისეთ მსმენელებს, რომლებიც მუსულმანურ მოტივებზე აგებულ სიმგერებზეა გაზრდილი.

მე ვფიქრობ კაზიმი დიდ საქმეს ემსახურებოდა, მას ხომ არ დასცალდა,რომ უფრო მეტი გაეკეთებინა.

მოდით ხალხნო, ავტვირთოთ ისეთი ინფორმაციები, ფოტოებო და სიმღერები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების მიერაა შესრულებული.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 1 2008, 01:16 PM

http://www.youtube.com/results?search_query=Kaz%C4%B1m+Koyuncu&search_type=

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 1 2008, 06:13 PM

კაზიმის ფოტოები

IPB-ს სურათი






IPB-ს სურათი




IPB-ს სურათი







IPB-ს სურათი








IPB-ს სურათი








IPB-ს სურათი









IPB-ს სურათი







IPB-ს სურათი





პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 1 2008, 08:26 PM

Amuza
გამარჯობა, სიმართლე გითხრა პირველად გავიგე ამ პიროვნების შესახებ.
იქნებ რამე დაგვიწერო მასზე?

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 1 2008, 09:27 PM

smile.gif მეც მაინტერესებს ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 1 2008, 09:53 PM

ციტატა(k@the @ Feb 1 2008, 08:26 PM) *

Amuza
გამარჯობა, სიმართლე გითხრა პირველად გავიგე ამ პიროვნების შესახებ.
იქნებ რამე დაგვიწერო მასზე?

გაგიმარჯოს!

კაზიმ ქოიუნჯუ დაიბადა ხოფაში, ართვინის პროვინციაში, 1971 წლის 7 ნოემბერს. თურქეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ლაზურ ოჯახში. სტანბულში სწავლისას დაინტერესდა როკ მუსიკით და გადაწყვიტა, დაენებებინა თავი სწავლისთვის და მუსიკოსი გამხდარიყო, მიატოვა ეგზომ პრესტიჟული სტანბულის უნივერსტიტეტი და რამოდენიმე ლაზთან ერთად 1993 წელს ჩამოაყალიბა როკ ჯგუფი "ზღვის შვილები".

როკ ჯგუფმა ეგზომ დიდი პოპულარობა მოიპოვა,როგორც ლაზებში და იქაურ ქართველებში ასევე თურქებში.
ჯგუფმა ორდინალური გადაწყვეტილება მიიღო,დაიწყეს ლაზური სიმგერების შესრულება, ეს იმ დროინდელ თურქეთში,ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო, მოგეხსენებათ,მიუხედავად, თურქეთის ევროკავშირისკენ მისწრაფებისა,მაინც ნაციონალურ ქვეყნად რჩება. ანუ თურქეთში ყველაფერი თურქული უნდა იყოს და ა.შ.
ჯგუფის გადაწკვეტილებამ გაამართლა, მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა თურქეთის მასშტაბით.მათი სიმღერები აიტაცა როგორც ეთნიკურმა გურჯებმა,ასევე თურქებმა. ჯგუფმა ჩაწერა 2 ალბომი,ჟანრი ძირითადად ფოლკ როკი იყო, შემდგომ დადგა მომენტი და კაზიმი გამოეყო ჯგუფს და სოლო კარიერა განაგრძო. 2001 წელს გამოუშვა ალბომი Viya , რომელშიც შესული იყო, მისი ინტერპრეტაციით შესრულებული, ქართული,ლაზური,სომხური და მეგრული სიმღერები. იქედან ბევრი სიმღერა მის მიერ არის მოძიებული სოფელ სოფელ სიარულით. კაზიმი ფოლკლორის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა,იგი სათუთად აკავშირებდა ქართულ და თურქულ მოტივებს, ერთმანეთთან და მე ვფიქრობ,ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. 2004 წელს კაზიმი გამოუშვებს ალბომს Hayde, ამ ალბომში შესულია უფრო სევდიანი ქართული და ლაზური სიმღერები, თითქოს გული უგრძნობდა რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, ყოველ წამს ეშურებოდა, გამოირჩეოდა,ძველი ქარტული,ლაზური სიმღერების მოძიებით, მთელი თურქეთის მასშტაბით, ასევე აქტიურობდა პოლიტიკურ ასპარეზზე, იყო გამოჩენილი, პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე, გამოდიოდა აქციებით, ატომური რეაქტორების გაუქმებაზე,ასევე ილაშქრებდა გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ,გულშემატკივრ
ბდა საფეხბურთო კლუბ ტრაბიზონ სფორს.
ერთი სიტყვით ცდილობდა ბევრი სასიკეთო საქმიანობა განეხორციელებინა. კაზიმ ქოიუნჯუ სამაგალითო გახდა და მისაბაძი პიროვნება, თურქეთში მოღვაწე ეტნიკური ქარტველი მუსიკოსებისათვის და მათთაც დაიწყეს აქტიურად მივიწყებული ქართული მოტივების გაცოცხლება. მაგალითისათვის მოვიყვან ასევე დიდ მოღვაწეს ბაიარ შაჰინს.
როგორ აღმოვაჩინე კაზიმ ქოიუნჯუ? 2004 წელს ვიმყოფებოდი, საქართველოს მთიან რეგიონში,უფრო სწორად იქ ვცხოვრობდი. რომ გვეყურებინა ქართული არხებისთვის გვჭირდებოდა სატელიტური ანტენა,მოგეხსენებათ რუსთავი-2 და აწ უკვე გაუქმებული იმედი თურქეტის სატელიტზეა განლაგებული და ასე რომ თურქული არხების ყურებაც გვიწევდა. ძირითადად ბიჭები ვუსმენდით თურქულ მუსიკალურ არხს, ერთ დღესაც თურქულ არხზე გადართვისაც შემოგვესმა დიდოუ ნანას ჰანგები, რაგაც უცხოდ მოგვხვდა ყურში,თვალი ხომ არ გვატყუებსო,კარგად დავაკვირდით,აშკარად თურქული არხი იყო, და აშკარად მეგრულად მღეროდა ვიღაცა,ეს ვიღაც კაზიმ ქოიუნჯუ იყო. ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა. 2 თვის განმავლობაში ეს იყო ივნისი,ივლისი სიმღერას მოწინავე ადგილები არ დაუთმია თურქულ ათეულში, ალბათ 3 კვირა პირველ ადგილზეც კი იმყოფებოდა, ისეთი გრძნობით მღეროდა მომღერალი, რომ გულს უჩუყებდა ბევრს. ძალიან მეწყინა როცა გავიგე, რომ 2005 წლის 25 ივნისს ფილტვის კიბოთი გარდაცვლილა. სხვათაშორის ეს ამბავი შარშან შევიტყვე შემოდგომაზე და ისიც გიორგი კალანდიას მიერ გაკეთებულ ფილმით, რომელიც კაზიმ ქოიუნჯუს მოღვაწეობას ეხებოდა.

ეს არის მოკლედ რაც შემიძლია დავწერო მის შესახებ, გამეხარდება თუ თქვენც დაამატებთ მასზე და ასევე სხვა ასეთ მოღვაწეებზე, ამ თემაში.



და კიდევ შემიძლია ავტვირთო მისი რამოდენიმე სიმღერა,თუ მასწავლით როგორ გავაკეთო ეს. შემოგთავაზებდით მის დიდოუ ნანას, მოხევის ქალო თინაოს და ცირას.

იმედია დაგაინტერესებთ.

მასწავლეთ როგორ ავტვირთო რაგაც ვერ დავამუღამე. ასევე სურათებსაც ავტვირთავ. ეგეც მასწავლეთ smile.gif

და ბოლოს მის დაკრძალვაზე ზღვა ხალხი შეგროვდა,თუ არ ვცდები სტადიონზე იყო დასვენებული,იმდენი ხალხი იყო. დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდა თურქეთის პრემიერი და სხვა თურქეთის პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 1 2008, 10:04 PM

კადრები მაქვს დაკრძალვის ნანახი..
საოცრად ყვარებიათ თურქებს,გაოცებული ვუყურებდი....ზღვა ხალხის აცილებდა sad.gif


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 1 2008, 10:07 PM

ციტატა
თურქეთის პრემიერი

რომელიც აგრეთვე ქართველია wink.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 1 2008, 10:18 PM

მაინც რა ვართ ეს ქართველები smile.gif მაგარი გენი გვაქვს.

საქართველოში არ ვახარებთ ერთმანეთს , თორე სხვაგან მაგრად ვქაჩავთ.

ერთმანეთის შური, რომ არ გვქონდეს უფრო კარგები ვიქნებოდითsad.gif


კიდევ რამოდენიმე სურათი ქაზიმის



IPB-ს სურათი








IPB-ს სურათი






IPB-ს სურათი




http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 1 2008, 11:52 PM

აბა ვნახოთ თუ აიტვირთა wink.gif

http://bin.ge/file/133101/05--Didou-Nana.mp3.html

ესეც კაზიმის დიდოუ ნანა მოუსმინეთ და გაეცანით.

იმედია მოგეწონებათ

მაიცათ, ახლა კაზიმ ქოიუნჯოს ცირასაც დავაგდებ. ამასაც ძაან მაგრად მღერის.


http://bin.ge/file/133102/05--Tsira.mp3.html

smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 2 2008, 12:00 AM

ძალიან კარგი ადამიანი იყო როგორც ამბობენ...
smile.gif

შატილის ასულო ხომ არ გაქვთ მისი შესრულებით?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 2 2008, 12:22 AM

ციტატა(_Matasi_ @ Feb 2 2008, 12:00 AM) *

ძალიან კარგი ადამიანი იყო როგორც ამბობენ...
smile.gif

შატილის ასულო ხომ არ გაქვთ მისი შესრულებით?



შატილის ასულო არა. მაგრამ მოხევის ქალო თინაო მაქვს და ავტვირთავ.

მემგონი შატილის ასულო არ აქვს ნამღერი და თუ ვინმემ იცით დადეთ ეს სიმღერა, მანამდე კი მე მოხევის ქალო თინაოს დავდებ.



http://bin.ge/file/133109/14--Mohevis-Kalo.mp3.html

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 2 2008, 12:44 AM

სურათები არ გაქვთ?


baiarmac mgoni kazimisgan daicko simgera xo tu vcdebi mapatiet

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 2 2008, 12:51 AM

[quote name='ქავთარაძე' date='Feb 2 2008, 12:44 AM' post='252064']
სურათები არ გაქვთ?
baiarmac mgoni kazimisgan daicko simgera xo tu vcdebi mapatiet
[/quote

არ ცდები, მასეა კაზიმმა განაპირობა ის, რომ ბაიარმაც დაიწყო მივიწყებული სიმღერების გაცოცხლება, თუმცა ბაიარი მანამდეც მღეროდა.

სურათებს აუცილებლად ავტვირთავ ოღონდ ცოტა მოგვიანებით.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 2 2008, 12:55 AM

Amuza
ხო იმედზე იყო მგონი რეპორტაჟი კაზიმზე და მანდ მოვკარი ყური

http://images.google.ge/images?hl=ka&q=kazim+koyuncu&um=1&ie=UTF-8&sa=N&tab=wi აი აქაა ფოტოები

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 2 2008, 01:25 AM

Amuza
მე მაპატიეთsmile.gif

შემეშალა,smile.gif

მადლობა სიმღერისთვის smile.gif



პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 2 2008, 06:53 PM

ციტატა(_Matasi_ @ Feb 2 2008, 01:25 AM) *

Amuza
მე მაპატიეთsmile.gif

შემეშალა,smile.gif

მადლობა სიმღერისთვის smile.gif


არაფერს ჩემო კარგო!

ისე მე მაინტერესებს ის ლაზური სიმგერები რომელიც კაზიმმა ჯგუფ "ზღვის შვილები"-თან ერთად ჩაწერა.

ვერსად ვერ მოვიძიე.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 2 2008, 07:34 PM

Amuza
მადლობა, smile.gif წავიკითხე და მოვუსმინე კიდეც აქ დადებული ლინკებიდან.

მართლა საოცარი ადამიანი ყოფილა.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 2 2008, 07:50 PM

ციტატა(k@the @ Feb 2 2008, 07:34 PM) *

Amuza
მადლობა, smile.gif წავიკითხე და მოვუსმინე კიდეც აქ დადებული ლინკებიდან.

მართლა საოცარი ადამიანი ყოფილა.

IPB-ს სურათი

[attachmentid=181] [attachmentid=182]

მიუხედავად მძიმე სნეულებისა (კაზიმს ფილტვის კიბო სჭირდა), მაინც აქტიურად განაგრძობდა, როგორც საზოგადო,ასევე სასცენო მოღვაწეობას.

პოსტის ავტორი: giorgikiknadze თარიღი: Feb 2 2008, 07:52 PM

dzalian kargi adamian iyo kazimi sad.gifsad.gif chveni megobari iyo sul ertat vikavit magram male cavida sad.gifsad.gifsad.gifsad.gifsad.gif


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 2 2008, 08:02 PM

ციტატა(giorgikiknadze @ Feb 2 2008, 07:52 PM) *

dzalian kargi adamian iyo kazimi sad.gifsad.gif chveni megobari iyo sul ertat vikavit magram male cavida sad.gifsad.gifsad.gifsad.gifsad.gif


გაიხსენე მეგობარი, ატვირთე მაგის პოტოები, დაწერე ისეთი ამბები,რაც ჩვენ არ ვიცით.
არამარტო კაზიმზე, არამედ სხვა საქართველოს მოღვაწე პიროვნებებზე თუ მოგეპოვება ინფორმაციები, გაგვაცანი, ძალიან გაგვეხარდება.

შემთხვევით Zuğaşı Berepe ამ ჯგუფში როცა მღეროდა, ეს სიმგერები ხომ არ მოგეპოვება?

პოსტის ავტორი: giorgikiknadze თარიღი: Feb 2 2008, 08:24 PM

amuza latinurad dawere

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 2 2008, 08:32 PM

giorgikiknadze

giorgi, dagitsera ukve smile.gif


პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Feb 3 2008, 12:31 AM

sad.gif
ძალიან მომეწონა მისი შესრულებული სამივე სიმღერა, განსაკუთრებით ცირა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 3 2008, 03:55 PM

ციტატა(nuciko-22 @ Feb 3 2008, 12:31 AM) *

sad.gif
ძალიან მომეწონა მისი შესრულებული სამივე სიმღერა, განსაკუთრებით ცირა.

კიდევ ბევრი კაი სიმღერების ავტორია.

რატო, ლაზური არ მესმის sad.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 19 2008, 04:53 PM

კიდევ ერთი სიმღერა ქაზიმ ქოიონჯუსი. სიტყვები მართალია არ მესმის mellow.gif სიმღერას ჰქვია სარფი მოლენი. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? blink.gif

http://bin.ge/file/149565/09--Sarpi-Moleni.mp3.html

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 19 2008, 05:36 PM

Amuza
გაიხარე! მაგრამ, იქნებ როცა რაიმეს დადებას გადაწყვეტ, ისეთ სერვერზე ატვირთო, უცხოეთში მყოფებმაც რომ გადმოვწეროთ. მითუმეტეს რომ ამ განყოფილებაში ბევრნი ვართ biggrin.gif
ბინ.გე - დან არ იწერს, არაუშავს იწერს ფილეს.გე - დან და თუ უცხოურს ნახავ სერვერს რამეს, მთლად უკეთესი. smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 19 2008, 06:07 PM

ხელახლა ავტვირტავ რამოდენიმე სიმღერას,რათა ხელმისაწვდომი იყოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი დებისა და ძმებისათვის.

http://files.ge/file/190545/09--Sarpi-Moleni-mp3.html

ქაზიმის დიდოუ ნანა http://files.ge/file/190552/05--Didou-Nana-mp3.html

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 19 2008, 06:08 PM

Amuza
მადლობა. გაიხარე!
სამსახურიდან მივალ თუ არა, ჩამოვიტვირთავ ყველას smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 19 2008, 06:18 PM

ეს კაზიმ კოიუნჯუს ოუ ნანა http://files.ge/file/190556/03--Ou-Nana-mp3.html

ეს კაზიმის მიერ შესრულებული ცირაა, სხვათაშორის მაგარი ჰიტია ცირა და დიდოუ ნანა ტურქეთში მცხოვრებ ქართველებში

http://files.ge/file/190558/05--Tsira-mp3.html

მაგრამ მე ეს სიმღერა განსაკუთრებულად მომწონს,რაღაც სიხალისითაა სავსე.

კაზიმ კოიუნჯუს "მოხევის ქალო"

http://files.ge/file/190560/14--Mohevis-Kalo-mp3.html

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 10 2008, 03:09 PM

იმ თემაში იყო ეს, და აქაც იყოს:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 10 2008, 03:55 PM



ქაზიმ ქოიუნჯუ - ვივა

...................................................................................................

http://123.ge/

დიდოუ ნანა

ოუ ნანა

ნჩაიშ ბირაფა

კოჩარი

Ateşlerde

Hey Gidi Karadeniz

დომივამის

სარფი მოლენი

გიული ჩქიმი

Ka Tun Mita Xendasoç

Ben


გადაიწერეთ აქედან:

http://files.ge/file/159968/Kazim-Koyuncu---Viya-rar.html

ალბომში არის ქაზიმის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერის- დიდოუ ნანა-ს ორი ვერსია: ნელი და ჩქარი ვერსია

..........................

ქაზიმ ქოინჯუ - ჰაიდე

................................................................................................................................

http://123.ge/

Asiye

Ben seni sevduğumi

Denizde k'aratı var/tv mix)

Ella Ella

Fadime

Gelevera deresi

Gülbeyaz

Hayde

Mohevis kalo

Narino

Potpori(Horonlar)

Selimina

Tsira

Uy aha

გადაიწერე აქდან:

http://www.files.ge/file/138973/Kazim-Koyuncu---Hayde-rar.html

.....................................

Kazim Koyuncu-ს კიდევ ერთ ალბომი Dunyada Bir Yerdeyim-ს, ეს ალბომი ქაზიმის სიკვდილის შემდეგ არის ჩაწერილი.

Kazim Koyuncu - Dunyada Bir Yerdeyim
...............................................................................................

http://imageshack.us

Kazim Koyuncu - 01 - Hoscakal
Kazim Koyuncu - 02 - Yanlizligi Anla
Kazim Koyuncu - 03 - Askida Yasamak
Kazim Koyuncu - 04 - Dunyada Bir Yerdeyim
Kazim Koyuncu - 05 - Anilar Dustu Pesime
Kazim Koyuncu - 06 - Yine Burada
Kazim Koyuncu - 07 - Surgun Baslar
Kazim Koyuncu - 08 - Anlat Bana
Kazim Koyuncu - 09 - Ayrilik Sarkisi
Kazim Koyuncu - 10 - Hayat
Kazim Koyuncu - 11 - Le Le Le (Instrumental)
Kazim Koyuncu - 12 - Divane Asik
Kazim Koyuncu - 13 - Anam Deyi Ki Bana
Kazim Koyuncu - 14 - Potpori (Yenge Kizi - Tabancamun Sapinu)
Kazim Koyuncu - 15 - Potpori (Kiz Ne Aglayusun - Oy Oy Guzelim)
Kazim Koyuncu - 16 - Dido

გადაიწერეთ აქედან:

http://www.files.ge/file/139069/Dunyada-Bir-Yerdeyim-2007-rar.html

სამივე ალბომს იწერს, ყველა ლინკი მუშაობს.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 10 2008, 04:06 PM

ძვირფასო მეგობრებო!

თურქეთში გაიხსნა http://www.kkkm.org. მე მგონი ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა.

http://123.ge/
http://123.ge/
http://123.ge/
http://123.ge/
http://123.ge/
http://123.ge/

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 10 2008, 04:33 PM

პირველი ალბომი ძვლივს გავჩითე დიდი ხანია ვეძებდი.

ჯგუფ ზუღაში ბერეფეს, რომელშიც ქაზიმი მთავარი ფიგურა და მთავარი მომღერალი იყო საკმაოდ კარგი ალბომები აქვს, მის ალბომ-Va Miskunan-ში ერთი სიმღერის (ბენ) გარდა ყველა ლაზურია და ლამაზი სიმღერებია, მე განსაკუთრებით სიმღერა - ერნესტო მომწონს [/QUOTE]
ამ ალბომს ხვალ დავდებ, კარგი სიმღერებია, დაელოდეთ
* * *
ზუღაში ბერეფეს შესახებ ინფორმაცია ამ ყველასთვის ცნობილ სტატიაშია:

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

* * *
ქაზიმ ქოიუნჯუ - ვა მიშქუნან (არ ვიცით)
...........................................................................................................

http://imageshack.us

Zugasi Berepe - 01 - Avlaskani Cuneli
Zugasi Berepe - 02 - Galos Empula Yulun
Zugasi Berepe - 03 - Bozo
Zugasi Berepe - 04 - Bererttasa
Zugasi Berepe - 05 - Va Miskunan
Zugasi Berepe - 06 - Ernesto
Zugasi Berepe - 07 - Ben
Zugasi Berepe - 08 - Axoskva Do Oropa Seni


გადაიწერეთ აქედან:

http://files.ge/file/207733/Zugasi-Berepe---Va-Miskunan--1995--rar.html

ძაან მაგარი ლაზური სიმღერებია, ყველამ გადაიწერეთ, იჩქარეთ

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მეგობრებო.

2005 წელს დაარსებულმა ჯგუფმა 'მარსისი' პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც 'Marsis'le 41 Dakika'(41 წუთი მარსისთან) ეწოდება. საგულისხმოა, რომ ბიჭები 'ზუღაში ბერეფე'-ს გზის გაგრძელებას აპირებენ. ანუ ძალიან ლამაზ ლაზურ და მეგრულ სიმღერებს შემოგვთავაზებენ.

ვეცდები ძალიან მალე მათი ალბომი ჩამოვაგზავნინო, მერე კი სიმრერებს დავყრი და ცალკე თემასაც გავხსნი.

ჯგუფის წევრები:

ქორჰან ოზჲილდიზი(ჭერვათიში) - ვოკალი
ჯეჲჰუნ დემირი(აბაშიში) - ჭილილი, ვოკალი
ევრენ არქმანი - ბას გიტარა, ვოკალი
ჩაღათაჲ ქადი - ელექტროგიტარა
მუსტაფა გოქაჲ ფერაჰი - გუდასტვირი
რეშათ სარალი - დასარტყამი ინსტრუმენტი
ველიჯან საგუნი - პერკუცია

IPB-ს სურათი
http://123.ge/
http://123.ge/
http://123.ge/
http://123.ge/

ქაზიმ ქოიუნჯუს სურათებს დავდებ, მართალია didou nana-ს დადებული სურათები ჯობია ამას, მაგრამ მაინც:

http://www.compleo.myweb.ge

http://www.compleo.myweb.ge

http://www.compleo.myweb.ge

http://www.compleo.myweb.ge

ამ ბოლო სურათში არ არის ქაზიმი, უბრალოდ არის ნახსენები მისი გვარი, კარგი ბუნებაა და დავდე:

http://www.compleo.myweb.ge

აქ ვდებ ქაზიმ ქოჲუნჯუს ”ოუ ნანა”-ს ერთ-ერთ ვერსიას, არც ისე ცნობილს, რომელსაც იგი ცნობილ თურქ მომღერალ ქალთან, ილქაჲ აქქაჲასთან ერთად ასრულებს. ასევე მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტი ქაზიმის ლაივიდან, სადაც იგი ცნობილ ლაზურ სიმღერას ”სოფეს გულურ” ასრულებს ასევე ძალიან ცნობილ და ჩემს ფავორიტ თურქ ქალ მომღერალთან, შევალ სამთან, რომელმაც არაერთხელ გაუწია ქოჲუნჯუს შემოქმედებითი პარტნიორობა. უსმინეთ, უყურეთ და ნახეთ ერთი როგორ საამურად ამღერებს თურქ ქალებს ქოჲუნჯუ მათთვის უცნობ კოლხურ ენაზე....

http://bin.ge/file/184212/kazim-koyuncu-ilkay-akkaya-ORJINAL.mp3.htm

http://bin.ge/file/184220/Kazim-Koyuncu-Sevval-Sam-Sopez-Gulur--Nerelerde-Geziyorsun-.flv.html

http://www.radikal.ru
* * *
aniaa


მადლობა გიორგი_ და დიდოუ ნანას მეზობელ ფორუმელებს ასეთი კარგი ინფორმაციების მოპოვებისთვის და ყველა იმ პიროვნებას ვინც არ დაიზარა და მაუსი დააკლიკა ამ საქმისთვის. [color=#FF0000]

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 12 2008, 09:57 AM

ზუღაში ბერეფეს' ჰიტის 'ვა მიშკუნან' კლიპი. ემოციურად ძალიან დატვირთული სურათია და ზუსტად გამოხატავს იმ ტექსტს, რაც სიმღერაშია...
ამ კლიპში ცხონებული ქაზიმიცაა, სულ რაღაც 21-22 წლის. შთამბეჭდავია ის მომენტი, როცა ბიჭები სასაფლაოდან გარბიან...
მოკლედ უყურეთ.




http://rapidshare.com/files/128962413/

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 12 2008, 05:09 PM




კიდევ არის ესეთი კაცი: ბიროლ თოფალოღლუ (ხათიფხე), 100% ლაზი და რაც მთავარია ლაზობს.
ძაან მაგარი, გრუზიაში ცოტა ვინმე იცნობს, მაგრამ დაჟე მსოფლიო აღიარებს.

http://www.biroltopaloglu.com/bteng/

ისევ კაზიმი


http://www.123.ge/

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 13 2008, 02:37 PM

'ზუღაში ბერეფეს' მეორე ალბომს, 'იგზას' დავდებ აქ. ძალიან მაგარი სიმღერებია ამ ალბომშიც. მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.

http://rapidshare.com/files/129176166/_______________.rar.html

IPB-ს სურათი

ესეც სიმღერები, რომელთაც ამ ალბომში ნახავთ.

"ა" მხარე.

1. მა არ კოჩი ვორე(მე ერთი კაცი ვარ)
ტექსტი: მემედალი ბარიშ ბეშლი
მუსიკა ქაზიმ ქოიუნჯუ

2. Enel Hak(თურქული)
ტექსტი: მემედალი ბარიშ ბეშლი
მუსიკა: გ. თანჩი

3. ქცაფერი ოროფა(დამპალი სიყვარული)
ტექსტი: მემედალი ბარიშ ბეშლი
მუსიკა: ქაზიმ ქოიუნჯუ

4. არ ტილიფონი(ერთი ტელეფონი)
ტექსტი: მემედალი ბარიშ ბეშლი
მუსიკა: ქაზიმ ქოიუნჯუ


"ბ" მხარე

5. კა თუნ მითა ხენდასოჩ(გოგოვ შენ არ უნდა იცოცხლო - ჰემშინური)
არანჟირება: ზუღაში ბერეფე

6. ANLAT BANA(ამიხსენი - თურქული)
ტექსტი და მუზიკა: ილჰან იაბანთაში
არანჟირება: ზურაში ბერეფე

7. დადიშქიმი(დეიდაჩემი)
ტექსტი: მემედალი ბარიშ ბეშლი
არანჟირება: ზურაში ბერეფე

8. სოფეზ გულურ(სად დადიხარ)
ტექსტიდა მუსიკა: ხასან ხელიმიში
არანჟირება: ზუღაში ბერეფე

9. იგზას(მიდის)
ტექსტი: მემედალი ბარიშ ბეშლი
მუსიკა: ქაზიმ ქოიუნჯუ

აქვე მოვიყვან ალბომის მთავარი სიმღერის 'იგზასის' ტექსტს.

იგზას

იგზას,
ხვალა ულუნ,
სქიდამუში ვა მეჩუ შური ჰიმ,
გურიმუში იუჯუ,
მოხთი უწუ ჰიმუს,
გემა, ზუღა დო აბჟა.
იდუშუნუ,
ვიდა...
ვა მოხელუ ჰამ ქიანა მა,
ბძირარეი პეია
ა დიხა,
დიხო-წუნათე ნა დოლოვინჯირარე
ა ლეტა,
ვიდიკოი პეია პეტრაშა,
დოვიიკოი პეია
ლეტა ჯარი....

მიდის,
მარტო მიდის,
ცხოვრებამ სული არ მისცა მას,
გულმა ისმინა,
მოდიო, უხმეს მას,
მთამ, ზღვამ და მდინარემ.
დაფიქრდა,
წავიდე....
არ გამახარა ამ ქვეყანამ მე.
ვპოვო იქნებ
ერთი მიწა,
ტკივილის გარეშე რომ ჩავწვები
ისეთი მიწა,
წავსულიყავი ნეტავი პეტრაში,
გავმხდარიყავი ნეტა მიწის ლუკმა....
* * *

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მეგობრებო.

2005 წელს დაარსებულმა ჯგუფმა 'მარსისი' პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც 'Marsis'le 41 Dakika'(41 წუთი მარსისთან) ეწოდება. საგულისხმოა, რომ ბიჭები 'ზუღაში ბერეფე'-ს გზის გაგრძელებას აპირებენ. ანუ ძალიან ლამაზ ლაზურ და მეგრულ სიმღერებს შემოგვთავაზებენ.

ვეცდები ძალიან მალე მათი ალბომი ჩამოვაგზავნინო, მერე კი სიმრერებს დავყრი და ცალკე თემასაც გავხსნი.

ჯგუფის წევრები:

ქორჰან ოზჲილდიზი(ჭერვათიში) - ვოკალი
ჯეჲჰუნ დემირი(აბაშიში) - ჭილილი, ვოკალი
ევრენ არქმანი - ბას გიტარა, ვოკალი
ჩაღათაჲ ქადი - ელექტროგიტარა
მუსტაფა გოქაჲ ფერაჰი - გუდასტვირი
რეშათ სარალი - დასარტყამი ინსტრუმენტი
ველიჯან საგუნი - პერკუცია

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 13 2008, 02:48 PM

Amuza
შენ გაიხარე გიორგი!

ეხლა გავედი და საღამოს გადმოვიწერ.
თან კაი საიტზეც აგიტვირთია. ზრუნავ უცხოეთში მყოფებზე ხო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 13 2008, 02:53 PM

ციტატა(k@the @ Jul 13 2008, 02:48 PM) *

Amuza
შენ გაიხარე გიორგი!

ეხლა გავედი და საღამოს გადმოვიწერ.
თან კაი საიტზეც აგიტვირთია. ზრუნავ უცხოეთში მყოფებზე ხო? biggrin.gif



აბა რაა. მე მაგრად მომეწონა იცი? ლაზური ვისაც ესმის იმას უფრო მოეწონება smile.gif სალაღობოს დაგვივიწყე rolleyes.gif

გერმანიაში არიან ლაზები, თურქეთიდან?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 13 2008, 03:13 PM

Amuza
უი, გერმანიაში ლაზებზე გამახსენდა biggrin.gif

მოკლედ, ადრე ჩვენთან უნდა ჩატარებულიყო დიდი შეხვედრა, სხვადასხვა ინსტიტუტების. ხოდა, დავბრონეთ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი და მივედი ეხლა მე, რომ გასაღები ამეღო. იქ ზის ერთი ჭაღარა კაცი, ჩემი გვარი ვუთხარი ( ასოებით ვუკარნახე როგორც ყოველთვის biggrin.gif ) და მეკითხება საიდან ხარო, მეთქი ქართველი და ვაა, მეც ქართველი ვარო წარმოშობით, ლაზი იყო თურქეთიდან. მაგარი ადამიანი იყო, გახარებულმა მომიკითხა.

ერთხელ კიდევ, ჩემი მეგობარი გოგო მივიდა ბიჭთან და ეკითხება ქართველი ხარო? biggrin.gif სუფთა ქართველს გავდაო. არაო ბიჭმა, თურქი ვარო. ეს ეუბნება არ იქნები თურქიო biggrin.gif, და აღმოჩნდა მერე ის ბიჭიც ლაზი. სუფთა ქართული შესახედაობა ქონდაო.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 13 2008, 03:27 PM

ციტატა(k@the @ Jul 13 2008, 03:13 PM) *

Amuza
უი, გერმანიაში ლაზებზე გამახსენდა biggrin.gif

მოკლედ, ადრე ჩვენთან უნდა ჩატარებულიყო დიდი შეხვედრა, სხვადასხვა ინსტიტუტების. ხოდა, დავბრონეთ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი და მივედი ეხლა მე, რომ გასაღები ამეღო. იქ ზის ერთი ჭაღარა კაცი, ჩემი გვარი ვუთხარი ( ასოებით ვუკარნახე როგორც ყოველთვის biggrin.gif ) და მეკითხება საიდან ხარო, მეთქი ქართველი და ვაა, მეც ქართველი ვარო წარმოშობით, ლაზი იყო თურქეთიდან. მაგარი ადამიანი იყო, გახარებულმა მომიკითხა.

ერთხელ კიდევ, ჩემი მეგობარი გოგო მივიდა ბიჭთან და ეკითხება ქართველი ხარო? biggrin.gif სუფთა ქართველს გავდაო. არაო ბიჭმა, თურქი ვარო. ეს ეუბნება არ იქნები თურქიო biggrin.gif, და აღმოჩნდა მერე ის ბიჭიც ლაზი. სუფთა ქართული შესახედაობა ქონდაო.


კეთილი და პატიოსანი, ქეთი, მერე მინდა ამას,ბაიარ შაჰინ გუნდარიძის ბიოგრაფია,სურათები და სიმღერები მივაბა

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jul 13 2008, 10:20 PM

Amuza

გაიხარე, რა კარგი თემა გაგიხსნია, სუყველა ჩამოვწერე. მართლა ზალიან ვისიამოვნე... smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 13 2008, 11:29 PM

გაიხარე!

კიდევ ვაპირებ კარგ სიმღერების ატვირთვას smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 14 2008, 06:24 PM


http://real.myweb.ge/#43540b4646c4cccd8b95cabbf83377d8.jpg

http://lol.dsl.ge

http://real.myweb.ge/#20617e9dbd9b51a2ac049071242c603c.jpg

http://lol.dsl.ge

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 14 2008, 09:28 PM

Amuza
მეც გადმოვწერე გუშინ დიდის ამბით ის არქივირებული ფაილები
ხოდა დღეს მოვუსმენ კარგად rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 14 2008, 09:30 PM

ჯგუფ ზუღაში ბერეფეს, რომელშიც ქაზიმი მთავარი ფიგურა და მთავარი მომღერალი იყო საკმაოდ კარგი ალბომები აქვს, მის ალბომ-Va Miskunan-ში ერთი სიმღერის (ბენ) გარდა ყველა ლაზურია და ლამაზი სიმღერებია, მე განსაკუთრებით სიმღერა - ერნესტო მომწონს

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 14 2008, 11:59 PM

უყურეთ ისიამოვნებთ.


http://www.youtube.com/watch?v=ajUsyfr073Q

http://www.youtube.com/watch?v=Xw4hBcXlTBA

http://www.youtube.com/watch?v=sSBj2F2_1EU

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 27 2008, 10:08 AM


http://www.youtube.com/watch?v=aghgc3-DwaI

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 27 2008, 12:59 PM

Amuza
ისევ შენ თუ წამოწევ ამ კაი თემას friends.gif
და ისევ მე თუ მოვისმენ საღამოს მაგ სიმღერას biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 27 2008, 03:00 PM

შენ ეგა თქვი, აუ კიდევ რამდენია იცი? ბეეევრიიიიიი

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Oct 6 2008, 01:24 AM

ქაზიმი ჩემი აზრით ბოიარ შაჰინზე ძლიერი მომღერალი იყო, რადგან მას საკუთარი, თურქეთში ყველასგან გამორჩეული სტილი ჰქონდა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 6 2008, 11:58 AM

ციტატა(dariala @ Oct 6 2008, 01:24 AM) *

ქაზიმი ჩემი აზრით ბოიარ შაჰინზე ძლიერი მომღერალი იყო, რადგან მას საკუთარი, თურქეთში ყველასგან გამორჩეული სტილი ჰქონდა.


მართალი ხარ, უფრო ტკბილი და თბილი ხმაც ჰქონდა ვიდრე ბაიარს და უფრო გამოჩენილი და პოპულარულიც იყო.
რო არა ქაზიმი არც ბაიარი იქნებოდა,მაგან დაუდო სათავე,ქართული-ლაზური სიმღერების პოპულარიზაციას თურქეთში. ტყუილად კი არ დაარქვეს მის სიცოცხლეშივე ლაზისტანის ბულბული smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 23 2008, 11:27 AM

http://www.radikal.ru

ყველასათვის ნაცნობი ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის სიმღერა ქაზიმ ქოიუნჯუზე (მგონი ლაზურად მღერის,მე არა მესმის რა ლაზურის და... rolleyes.gif )

http://www.youtube.com/watch?v=nh6mqByIxLQ

ალბათ უპრიანი იქნება, თუ ვინმე რამე ინფორმაციას დადებთ ბაიარ შაჰინზე.მე სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ქართულად მისი ბიოგრაფია,ალბათ დამეთანხმებით , ბაიარიც უდაოდ დიდ საქმეს აკეთებს ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის.

აბა ველი საინტერესო ინფორმაციებს smile.gif


http://www.radikal.ru

აა კიდევ , ძალიან ლამაზი სიმღერა ბაიარ შაჰინს შესრულებით.

http://www.dailymotion.com/video/x50095_georgia-bayar-sahingundaridze_music

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 27 2008, 10:30 AM

ვდებ ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის ალბომს რუზგარა (არ ვიცი რას ნიშნავს,რამოდენიმე კარგი სიმღერააა)

http://www.radikal.ru

http://bin.ge/file/213283/ruzgara.zip.html


პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Jan 3 2009, 09:02 PM

აუ, ამუზა, იქნებ ხელახე ატვირთო ქაზიმის მოხევის ქალო თინაო - ვერ მოვიძია ვერსად sad.gif პლზ რაა smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 3 2009, 09:08 PM

ციტატა(dariala @ Jan 3 2009, 09:02 PM) *

აუ, ამუზა, იქნებ ხელახე ატვირთო ქაზიმის მოხევის ქალო თინაო - ვერ მოვიძია ვერსად sad.gif პლზ რაა smile.gif



ნო პრობლემო, აი ლინკიც, გადაქაჩე და ისიამოვნე smile.gif

http://www.link.ge/file/187937/14--Mohevis-Kalo.mp3.html

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Jan 3 2009, 10:42 PM

ვაა, გაიხარე smile.gif დიდი მადლობა smile.gif უღრმესი მადლობააააააააა smile.gif

ბიჭოოოო, მე ქაზიმ ქოიუნჯუს შესრულებით მინდოდააა biggrin.gif აგი რა ლინკი დამიდე? biggrin.gif

უიი, ბოდიში ეგ ყოფილა smile.gif შემეშალა, უბრალოდ თავიდან ისე იწყება, რომ ვერ დავიჯერე, რომ ქაზიმის იყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 4 2009, 10:12 PM

ციტატა(dariala @ Jan 3 2009, 10:42 PM) *

ვაა, გაიხარე smile.gif დიდი მადლობა smile.gif უღრმესი მადლობააააააააა smile.gif

ბიჭოოოო, მე ქაზიმ ქოიუნჯუს შესრულებით მინდოდააა biggrin.gif აგი რა ლინკი დამიდე? biggrin.gif

უიი, ბოდიში ეგ ყოფილა smile.gif შემეშალა, უბრალოდ თავიდან ისე იწყება, რომ ვერ დავიჯერე, რომ ქაზიმის იყო biggrin.gif


თუ გინდა მერაბ კაშიას შესრულებით დაგიდებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Jan 4 2009, 11:12 PM

biggrin.gif ოღონდ ეგ არა smile.gif კარგი მახსოვრობა გქონია smile.gif დიდი მადლობა ისე smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 21 2009, 07:33 PM

ბაიარ შაჰინის სიმღერები

http://www.youtube.com/watch?v=KWbN6CBdOxw

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 21 2009, 07:44 PM

smile.gif მაგარი სიმღერააა, გადაწერეთ მოუსმინეთ
http://www.allshares.ge/download.php?id=C04C276132

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 8 2009, 03:51 PM

http://www.youtube.com/watch?v=wrHQNVVm44U

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 25 2010, 01:37 PM

http://www.radikal.ru

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)