თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ცოდვების მიტევება

პოსტის ავტორი: მოციქული თარიღი: Aug 29 2008, 02:52 AM

დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში
(მკ. 2, 1-12; ლკ. 5, 17-26.)


1. და ავიდა ნავზე, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში.

2. და აჰა, მიუყვანეს მას დავრდომილი, სარეცელზე მდებარე. და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: განხნევდი, შვილო, მიგეტევა შენი ცოდვები.

3. და აჰა, ზოგმა მწიგნობართაგანმა თქვა თავისთვის: ეს გმობს.

4. და იცოდა იესომ მათი ზრახვები და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენ ბოროტს თქვენს გულში?

5. რადგან რა უფრო ადგილია, თქმა: მოგეტევა შენი ცოდვები, თუ თქმა: ადექი და იარე?

6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, - მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.

7. და ადგა და წავიდა თავის სახლში.

8. ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.



მღვდელთან მიდიან აღსარების ჩასაბარებლად, ანუ ცოდვები რომ მოინანიონ, უფალი ეუბნება რომ ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, unsure.gif მხოლოდ ქრისტეს აქვს ცოდვების მიტევების ძალაუფლება.

საიდან მიეცა მღვდელსაც ცოდვების მიტევების ძალაუფლება? unsure.gif



პოსტის ავტორი: seminaristi თარიღი: Aug 29 2008, 03:05 PM

ციტატა(მოციქული @ Aug 29 2008, 02:52 AM) *

6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, - მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
8. ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალაუფლება მისცა ადამიანებს.[/b]
მღვდელთან მიდიან აღსარების ჩასაბარებლად, ანუ ცოდვები რომ მოინანიონ, უფალი ეუბნება რომ ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების მიტევებისა, unsure.gif მხოლოდ ქრისტეს აქვს ცოდვების მიტევების ძალაუფლება.

საიდან მიეცა მღვდელსაც ცოდვების მიტევების ძალაუფლება? unsure.gif


"ჰრქუა მათ (მოწაფეებს)იესუ კუალად:მშვიდობაი თქუენთანა!ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.და ვითარცა ესე თქუა,შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაი.უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ,შეპყრობილ იყვნენ." (ინ.20.21-23).

პოსტის ავტორი: მოციქული თარიღი: Aug 29 2008, 05:08 PM

seminaristi

მადლობა პასუხისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Aug 29 2008, 05:20 PM

ციტატა
საიდან მიეცა მღვდელსაც ცოდვების მიტევების ძალაუფლება?

მღვდელს არც მისცემია...მღვდელი მხოლოდ "მიუტევებს", ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს, ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება"

პოსტის ავტორი: მოციქული თარიღი: Aug 29 2008, 05:31 PM

კანუდოსელი

ციტატა
ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს


ანუ მღვდელი შუამავალია?

ციტატა
ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება"


არის შემთხვევები, როცა აღსარებას ერთი მღვდელი არ მიუტევებს, მეორე მიუტევებს, ღმერთი რომელი მღვდელის გადაწყვეტას ირჩევს ასე ვთქვათ?


პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 29 2008, 05:35 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Aug 29 2008, 05:20 PM) *

მღვდელს არც მისცემია...მღვდელი მხოლოდ "მიუტევებს", ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს, ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება"

მართალია,ანუ შუამდგომლობს

მოციქული

ადამიანს ერთი მოძღვარი უნდა ყავდეს ,შესაბამისად ის ერთს უნდა აბარებდეს აღსარებას და თუ ის არ პატიობს ალბათ იცის თავის სულიერი შვილის მდგომარეობა და ასე თვლის საჭიროდ.

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 29 2008, 07:24 PM

გააჩნია რა ცოდვაა. შემთხვევას გააჩნია.

პოსტის ავტორი: მწირი თარიღი: Aug 29 2008, 10:12 PM

მღვდელმა როგორ არ უნდა აპატიოს??? მღვდელი, ასე ვთქვათ, მოწმეა, მისი სინანულისა, და ძირითადად, ევალება დარიგება, რჩევის მიცემა, მღვდელი ექიმია, მკურნალი, და არა მოსამართლე....ეკლესიაში მღდელმთავარი არის ქრისტე, და დანარჩენები უბრალოდ მისი კურთხევით მოქმედებენ. მონანული ისე რომ მოკვდეს, რომ მღვდელი ვერ ნახოს, რა მას არ მიეტევება? უფალი უყურებს კაცის გულს...მღდელი არ წყვიტავს, აქ გადამწყვეტია ადამიანის შემუსვრილი გული და უფლის მოწყალება, მღვდელი კი მოწმეა, გამტარი....

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Aug 29 2008, 10:21 PM

ციტატა
მღვდელმა როგორ არ უნდა აპატიოს??? მღვდელი, ასე ვთქვათ, მოწმეა, მისი სინანულისა, და ძირითადად, ევალება დარიგება, რჩევის მიცემა, მღვდელი ექიმია, მკურნალი, და არა მოსამართლე....ეკლესიაში მღდელმთავარი არის ქრისტე, და დანარჩენები უბრალოდ მისი კურთხევით მოქმედებენ. მონანული ისე რომ მოკვდეს, რომ მღვდელი ვერ ნახოს, რა მას არ მიეტევება? უფალი უყურებს კაცის გულს...მღდელი არ წყვიტავს, აქ გადამწყვეტია ადამიანის შემუსვრილი გული და უფლის მოწყალება, მღვდელი კი მოწმეა, გამტარი....

გააჩნია როცა ადამიანი მძიმე ცოდვებს ჩადის და არ აქვს სინანული და ისე ამბობს აღსარებას მოძღვარმა უნდა უთხრას იმ ადამიანს რომ ასეთ აღსარებას აზრი არ აქვს სანამ არ გააცნობიერებს ის ადამიანი ამ ცოდვების სიმძიმეს და არ ექნება ნამდვილი სინანული არამარტო სიტყვებით არამედ საქმითაც გაემიჯნოს ამ ცოდვას და თუ ასეთ შემთხვევაში მოძღვარი არაფერს არ ეტკვის იმ ადამიანს მაშინ იმ ადამიანისთვის თავის მოტკუება იქნება რომ მან მოინანია თავის ცოდვა ხოლო მოძღვარი დააშავებს უფლის წინაშე რომ ის ადამიანი არ შეაგონა.
ამიტომ მაინც შემთხვევას გააჩნია.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 29 2008, 11:34 PM

ციტატა
ეკლესიაში მღდელმთავარი არის ქრისტე


არ არის ეს სწორი გაგება... ეკლესიაში მღვდელმთავარი არის მოციქული, ხოლო ლიტურღიაზე გეთანხმები, განასახიერებს ქრისტეს...

მღვდლის როლზე თემას თუ გავხსნიდით კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Aug 30 2008, 02:58 AM

მნათე


ციტატა
არ არის ეს სწორი გაგება... ეკლესიაში მღვდელმთავარი არის მოციქული, ხოლო ლიტურღიაზე გეთანხმები, განასახიერებს ქრისტეს...


ძალიან ბუნდოვნად წერ, ვერაფერი გავიგე. იმის თქმა გინდა, რომ ქრისტე მღვდელმთავარი არ არის?



პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 30 2008, 03:07 AM

ციტატა
ძალიან ბუნდოვნად წერ, ვერაფერი გავიგე. იმის თქმა გინდა, რომ ქრისტე მღვდელმთავარი არ არის?


არა, იმის რომ მღვდელმთავარი ქრისტე არ არის smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Aug 30 2008, 03:12 AM

მნათე

ვფიქრობ, მწირს იმის თქმა უნდოდა, რომ ქრისტე არის მღვდელმთავარი ეკლესიაში და არა იმისა, რომ მღვდელმთავარი განასახიერებს ქრისტეს
(მე ასე გავიგე მისი ნააზრევი)

smile.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 30 2008, 09:17 AM

ნავთე რას წერს არ ვიცი, ეკლესიის თავი და მღვდელმთავარი არის ქრისტე.

ციტატა(კანუდოსელი @ Aug 29 2008, 05:20 PM) *

მღვდელს არც მისცემია...მღვდელი მხოლოდ "მიუტევებს", ხოლო ჭეშმარიტი მიმტევებელი ღმერთია, რომელიც მღვდლის მეშვეობიტ მიუტევებს ადამიანს, ამიტომაც იხმარება ტერმინი: "მღვდლის მიერ მოტევება"

რაღაც ვერ გამოდის.
მაშ თუ ღმერთი მიუტევებს და მღვდელი მედიუმია, სხვა რო იყოს მედიუმი, იგივე ბერი ან ვინმე სულიწმინდის მადლის მატარებელი, არ გამოვა?

ციტატა(მწირი @ Aug 29 2008, 10:12 PM) *

მღვდელი, ასე ვთქვათ, მოწმეა, მისი სინანულისა, და ძირითადად, ევალება დარიგება, რჩევის მიცემა, მღვდელი ექიმია, მკურნალი, და არა მოსამართლე

და სხვა რო იყოს მოწმე და ჭკუაზე დამრიგებელი , არ გამოვა?
რაღაც იოლად ვმსჯელობთ და პროტესტანტიზმში ვმოღვაწეობთ.
laugh.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 30 2008, 12:59 PM

რადგან ეს კონკრეტული სახარებისეული მონაკვეთის განხილვაა, ამ თემას წმ. წერილში გადავიტან.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 30 2008, 01:03 PM

ციტატა
ვფიქრობ, მწირს იმის თქმა უნდოდა, რომ ქრისტე არის მღვდელმთავარი ეკლესიაში და არა იმისა, რომ მღვდელმთავარი განასახიერებს ქრისტეს


მე სწორედ ამაზე გავეცი პასუხი.
მღვდელმთავარი ლიტურღიის დროს განასახიერებს ქრისტეს, მაგრამ მის გარეთ მოციქულია smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Aug 30 2008, 02:25 PM

შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედექისა

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Oct 21 2008, 08:32 AM

"და მოგვუიტევენ ჩჰვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა" როგორ განმარტავთ ამას თეოლოგებო, არ ნიშნავს ეს რომ თუ მე ყველას მივუტევებ ცოდვებს და არ დავინახავ ადამიანებს ცოდვილებათ, მაშინ მეც მომეტევება ცოდვეი? თუ მღვდელი მაინც სულ სხვაა? smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)