თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ რატომ ხდებიან ადამიანები პროტესტანტები?

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 7 2015, 07:45 PM

ეს რამდენიმე დღეა ამეკვიატა აზრი რომ შევიდე პროტესტანტულ ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიაში... ვარ მართლმადიდებელი მაგრამ რა მემართება არვიცი მაგრამ თითქოს უფრო ჩემად ვთვლი ასეთ ეკლესიას... სექტებს არ ვგულისხმობ... მე ევანგელისტურ ეკლესიას ვგულიხმობ ... ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი... ადრე ვიყავი ნახევრად პროტესტანტი... რას მირჩევთ , როგორ შევცვალო ეს აკვიატებული აზრი? sad.gif[b]

მე არ ვგულისხმობ რომ ვუარყობ მართლმადიდებლობას... პირიქით... ეს ძვირფასი საუნჯეა მაგრამ მინდა კიდევ რომ ხანდახან იქაც მივიდე ხოლმე... ამეკვიატა ეს აზრი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 08:14 PM

რათქმაუნდა ეგ აკვიატება ბოროტის ჩაგონებაა, რომელსაც უნდა რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჩამოგაშოროთ... აღსარებაში მოინანიეთ ეგ ცოდვა, აზრი მოძღვარს დაეკითხეთ და მისი წმინდა რჩევით იცხოვრეთ... ამით ყველაფერი კარგად დასრულდება და თქვენი აკვიატება შეიცვლება smile.gif ზოგადად ასეთი საცდური მაშინ მოდის, როცა ადამიანი სულიერად თუ ფიზიკურად შორდება დედა ეკლესიას, მაშინ, როცა თვითკონტროლი ცოდვებთან მიმართებაში ქვეითდება და ადამიანს უნდა რომ გზიდან გადახვევით სინდისის ხმა ჩაახშოს...

გისურვებთ, სწორი სვლით გევლოთ, მხოლოდ უფლისკენ, მხოლოდ წმინდა ცხოვრებით, აღსარებით, ზიარებით... smile.gif



"ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ყველა რელიგია თანასწორია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 10:41 AM

ციტატა(marine @ Sep 7 2015, 08:14 PM) *

რათქმაუნდა ეგ აკვიატება ბოროტის ჩაგონებაა, რომელსაც უნდა რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჩამოგაშოროთ... აღსარებაში მოინანიეთ ეგ ცოდვა, აზრი მოძღვარს დაეკითხეთ და მისი წმინდა რჩევით იცხოვრეთ... ამით ყველაფერი კარგად დასრულდება და თქვენი აკვიატება შეიცვლება smile.gif ზოგადად ასეთი საცდური მაშინ მოდის, როცა ადამიანი სულიერად თუ ფიზიკურად შორდება დედა ეკლესიას, მაშინ, როცა თვითკონტროლი ცოდვებთან მიმართებაში ქვეითდება და ადამიანს უნდა რომ გზიდან გადახვევით სინდისის ხმა ჩაახშოს...

გისურვებთ, სწორი სვლით გევლოთ, მხოლოდ უფლისკენ, მხოლოდ წმინდა ცხოვრებით, აღსარებით, ზიარებით... smile.gif
"ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ყველა რელიგია თანასწორია"

/ღირსი პაისი ათონელი/


ხო ვეტყვი მოძღვარს მაგრამ მე არ ვამბობ რომ ვუარყო მართლმადიდებლობა... უბრალოდ რაღაც კიდევ მინდა თითქოს... ბიბლიას ვსწავლობ უკვე წლებია ...ახლა მესამედ უნდა დავიწყო კითხა... მაგრამ რატომღაც ჩემს თავს ვხედავ იმ ეკლესიაში... ვერ ვიშორებ ამ პროტესტანტულ ფიქრებს... თითქოს ნდობას ვკარგავ სამღვდელოების ნაწილის მიმართ... თითქოს ვგრძნობ როგორი უსიყვარულობა მოდის მათგან... მადლობა ღმერთს ჩემი მოძღვარი ასეთი არ არის და ბიბლიურად განათლებულია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 12:33 PM

ციტატა(რობინი @ Sep 8 2015, 11:41 AM) *

ხო ვეტყვი მოძღვარს მაგრამ მე არ ვამბობ რომ ვუარყო მართლმადიდებლობა... უბრალოდ რაღაც კიდევ მინდა თითქოს... ბიბლიას ვსწავლობ უკვე წლებია ...ახლა მესამედ უნდა დავიწყო კითხა... მაგრამ რატომღაც ჩემს თავს ვხედავ იმ ეკლესიაში... ვერ ვიშორებ ამ პროტესტანტულ ფიქრებს... თითქოს ნდობას ვკარგავ სამღვდელოების ნაწილის მიმართ... თითქოს ვგრძნობ როგორი უსიყვარულობა მოდის მათგან... მადლობა ღმერთს ჩემი მოძღვარი ასეთი არ არის და ბიბლიურად განათლებულია


საკუთარ თავში გადაიტანე ყურადღება, საკუთარ ნაკლოვანებებზე... იმაზე იფიქრე, თუ როდიდან გაგიჩნდა ეს მკრეხელური ფიქრი, რამ გამოიწვია შენი უნდობლობა... იქნებ შენშია პრობლემა და არა ზოგადად სამღვდელოების...

პროტესტანტები იმით "ხიბლავენ" ხალხს, რომ აღსარების საიდუმლოს არ აღიარებენ... ამან ხომ არ მოგხიბლა? ამიტომ ხომ არ გინდა, რომ შენი სინდისი ჩაამშვიდო? ეს არის მიზეზი თუ კიდევ სხვა რამე?

ეკლესიაში უსიყვარულობაზე ვერ დაგეთანხმები... თუ ნაკლულოვანება გაქვს ამ გრძნობის, შენ გაეცი დიდი სიყვარული, შენ იყავი ყველა ადამიანთან ჰარმონიულ ურთიერთობაში და სანაცვლოდ იმხელა სიყვარული დაგიბრუნდება, რომ ვერც კი დაიტევ smile.gif

მე ვერ წარმომიდგენია მომწონდეს ის "ეკლესია", სადაც ხატთაყვანისმცემლობას შეურაცხყოფენ, სადაც ხატის მადლს არ აღიარებენ... რაც შენ გჭირს ბოროტის ბრძოლაა, ეშმაკის მძლავრობაა შენზე... ნუ დაუთმობ მას! ილოცე, იმარხულე, მოწყალება გაეცი და ამით განიდევნება შენგან...

რაც შეეხება ბიბლიას, პარალელურად უნდა წაიკითხო წმინდა მამათა განმარტებანიც, რომ საკუთარი, მცდარი იაღოველური გაგებით არ გაიგო. მარტო ბიბლიის სამჯერ წაკითხვა არ ნიშნავს რომ განსწავლული ხარ... უამრავია მართლმადიდებლური ლიტერატურა, მას მიეძალე, რომ უფრო მეტი გაიგო ჭეშმარიტებაზე და მერე სხვაგან, იქ, სადაც დამახინჯებულად ასწავლიან ქრისტიანობას, მისვლა აღარ მოგინდება smile.gif

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 03:02 PM

მადლობა მარინე, ამ მონაწერის ერთ პატარა ეოიზოდში მე პასუხი ვიპოვე. მართალი ხარ... ასე მოვიქცევი როგორც შენ ამბობ. მადლობა... ზუსტად თითქოს პასუხი გამეცა ის რაც მე მჭირდებოდა. მადლობა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 03:29 PM

ციტატა(რობინი @ Sep 8 2015, 04:02 PM) *

მადლობა მარინე, ამ მონაწერის ერთ პატარა ეოიზოდში მე პასუხი ვიპოვე. მართალი ხარ... ასე მოვიქცევი როგორც შენ ამბობ. მადლობა... ზუსტად თითქოს პასუხი გამეცა ის რაც მე მჭირდებოდა. მადლობა...


არაფერს, ჩემო კარგო rolleyes.gif mpua.gif მოხარული ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 8 2015, 04:52 PM

მე კიდე სურვილი მიჩნდება კათოლიკე გავხდე, რატომღაც ვფიქრობ რომ მათ ვჭირდები

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 06:41 PM

ციტატა(sanfol @ Sep 8 2015, 04:52 PM) *

მე კიდე სურვილი მიჩნდება კათოლიკე გავხდე, რატომღაც ვფიქრობ რომ მათ ვჭირდები



რატომ?
მეც ეგრე პროტესტანტობისკე მაქ მიდრეკილება... და კათოლიციზმში რატომ? იქ ბევრი ცდომილებაა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 06:55 PM

ციტატა(რობინი @ Sep 8 2015, 07:41 PM) *


მეც ეგრე პროტესტანტობისკე მაქ მიდრეკილება...


რობინ, მე ვფიქრობ, როცა მართლმადიდებელი ადამიანი ამ სიტყვებს ამბობს, ამით უფალს შეურაცხყოფს, ჭეშმარიტ სარწმუნოებას აკნინებს და ამით სცოდავს...


აღარასოდეს გაიმეორო, გთხოვ...


ერთი ანდაზა მახსენდება: "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა"

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 07:03 PM

Marind, სწორე ხარ... ეგ მართლაც კარგი შედარებაა... ამხელა განძი გვაქ და მოფრთხილება უნდა...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 8 2015, 07:29 PM

რობინი
პროტესტანტული აზრები მეც მაწუხებს, თანაც რაც უფრო ცოტაა მრევლი მით მეტია სიყვარული ერთმანეთს შორის რასაც ვერ ვიტყვით დიდ რელიგიებზე, იგივე პირველი საუკუნის ქრისტიანები რომ ავიღოთ ძმებს და დებს ეძახდნენ ერთმანეთს იმიტომაა ამხელა ცდომილება დღევანდელობასა და წარსულს შორის + აღარაა საფრთხე(ხილული) რაც მოდუნების საშუალებას აძლევს ხალხს .ამიტომაც არ ჩანს არც მღვდლებში და არც მრევლში სიყვარული.

რაც შეეხება კათოლიციზმს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს რატო მინდა, მაგრამ თუ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტება მაშინ ჩვენ იმას უნდა ვცდილობდეთ სხვები შემოვუერთოტ მას, მაგრამ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი სულის გადარჩენის საკითხიც, სხვაზე ზრუნვაში საკუთარი სული არ დავკარგოთ მოკლედ მაინც საფრთხილოდ ვუყურებ სადმე გადასვლას, თანაც აქაც არანაკლები სიმძიმეებია როგორც მარინემ აღნიშნა თუ სხვა არ იქცევა კარგად შენ მიეცი მაგალითი შენ იყავი მოსიყვარულე, ოღონდ ისე კი არა პატარა ბავშვებს რო ეფერებიან ხოლმე :დ არა ყველას მიმართ განურჩევლად

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 07:43 PM

Sanfol, მე არ ვამბობ რომ ვუარყობ თქო. უბრალოდ რაღაც რაღაცეებ ს პროტესტანტულად ვუყურებ... სული ვერ ეგუება მაგალითად 1000 შუამავალს ღმერთან

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 8 2015, 07:45 PM

რობინი
მერე შენც პირდაპირ იურთიერთე რა გიშლის ხელს?

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 07:53 PM

ციტატა(sanfol @ Sep 8 2015, 07:45 PM) *

რობინი
მერე შენც პირდაპირ იურთიერთე რა გიშლის ხელს?


ხო ანუ არ მომწონს გადამეტებული ხატები და წმინდანების შუამდგომლობა. ყოფილა შემთხვევა როცა წმინდა გიორგიც და ნიკოლოზიც დამხმარებია... და წმინდა მარიამიც მილოცია რომ ეშუამდგომლათ მაგრამ ეს ძალიან იშვიაათად ხდება... ჩემი სული ვერ იღებს ზოგ რაღაცეებს.

თუკი ღმერთი მყავს ცოცხალი რავიცი ვფიქრობ რომ ცოცხალი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან უნდა გვქონდეს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 8 2015, 07:55 PM

რობინი
ცოტა ისეთი თემაა აბა დაფიქრდი ყველაფერი რო მიიღო კიდე მიხვალ ღმერთამდე? არა, რაც შეეხება შუამავლებს შენ შეგიძლია ეგრევე ღმერთს კითხო მაგრამ დამერწმუნე შენ არსებასთან ახლოს მყოფისგან უფრო მოგივა პასუხი ვიდრე ყველაზე შორს მდგომიდან, თუნდაც ახლა ფორუმზე გახსენი თემა და სხვებს ეკითხები იმიტომ რომ იცი გიპასუხებენ და ღმერთი როდის გიპასუხებს კაცმა არ იცის ერტადერთი რაც დაგვრჩენია ლოდინია

თუმცა მე პირადად ღმერთის პასუხებს ადამიანებიდან ვხედავ, როცა რაღაცის გაგება ძალიან მინდა ადამიანები და გარემოებები ამბობენ ღმერთის სათქმელს, ნუ ყოფილა უშუალოდაც დამიმყარებია კავშირი გონების ძალით მარა ძირიტადად მასეა ხოლმე

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 08:02 PM

უცნაურია... რავიცი... ადრე პროტესტანტი ვიყავი და ალბათ მახსენებს ის თავს. ოღონდ მოუნათლავი პროტესტანტი ვიყავი. მართლმადიდებლურად მონათლული ვიყავი მარა მათ ეკლესიაში რომ მივდიოდი ალბათ ამან გავლენა იქონია .... sad.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 8 2015, 08:04 PM

რობინი
საინტერესოა პირველად ვესაუბრები (მგონი) ისეთ ადამიანს ვინც თავისით გახდა მართლმადიდებელი და არა ინერციით მშობლებისგან, რამ გადაგაწყვეტინა ეს?

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 08:06 PM

მაგალითად აი ერთ მაგალითს გეტყვი: მე მიყვარს მართლმადიდებლობა ეს ძვირფასი საგანძურია მაგრამ ზოგი ამბობს რომ სულიწმინდით ენებით ლოცვა გაუქმნდა მე კიდევ ვამბობ რომ არ გაუქმებულა.... იმიტომ რომ სულიწმინდის ნიჭები მოქმედებს ჩვენზე მათ შორის ჩემზეც...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 8 2015, 08:09 PM

რობინი
მე რას გეკითხები და შენ რას მპასუხობ, რატო გიყვარს მართლმადიდებლობა თქო, რატო ის მაინდამაინც

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Sep 8 2015, 08:10 PM

რობინი

ციტატა
რათქმაუნდა ეგ აკვიატება ბოროტის ჩაგონებაა, რომელსაც უნდა რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჩამოგაშოროთ..

+1
ჯობია მოინანიო და თავიდან ამოიგდო ესეთი ფიქრები.

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 08:15 PM

ციტატა(sanfol @ Sep 8 2015, 04:52 PM) *

მე კიდე სურვილი მიჩნდება კათოლიკე გავხდე, რატომღაც ვფიქრობ რომ მათ ვჭირდები


ეს გრძელი თემა თუ პროტესტანტულ ეკლესიაში რომ ვიყავი მერე რატომ ვარ ახლა ისევ მართლმადიდებლურში? მოკლედ მხოლოდ ასე გიპასუხებ მას შემდეგ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანული სამოციქულო ეკლესიის ერთგული მრევლის წევრი რაც ბიბლია წავიკითხე სულიწმინდით სულ თავიდან ბოლომდე... და აგერ 3-4 წელია წირვებზეც დავდივარ და ვეზიარები ... ნუ არის კიდევ რაღაც საიდუმლოებები რატომაც მართლმადიდებლობას ვთვლი საწყის ეკლესიად. არის აქ ისეთი საიდუმლოებები რაც იქ ნაკლებად არის. ამაზე აქ არ დავწერ. ეს საიდუმლოა

ციტატა(წახწახა @ Sep 8 2015, 08:10 PM) *

რობინი

+1
ჯობია მოინანიო და თავიდან ამოიგდო ესეთი ფიქრები.



არა გადასვლას არ ვაპირებ არსად იმიტომ რომ იესო რომ ეუნება თქვენც გინდათ წასვლაო? და პასუხობენ: სად წავიდე სიცოცხლის სიტყვები შენ გაქვსო .... ასე ვარ მეც. სად წავიდე ჭეშმარიტება მართლმადიდებლურ სამოციქულო ქრისტიანობაში ინახება .... მე გადამეტებული რაღაც წეს ჩვეულებები არ მომწონს უბრალოდ...

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Sep 8 2015, 08:29 PM

რობინი

ციტატა
სად წავიდე ჭეშმარიტება მართლმადიდებლურ სამოციქულო ქრისტიანობაში ინახება ....

მართალი ხარ... პოზიციისთვის შეუფერებელი პატრიარქი და მეუფეები, ლომისობა, მსხვერპლშეწირვა და დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკები არაფერს ნიშნავს, მთავარია მართლმადიდებლური ჭეშმარიტება.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 8 2015, 08:30 PM

რობინი
ბიბლიის წაკითხვა სულიწმინდით რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Sep 8 2015, 08:41 PM

ციტატა(sanfol @ Sep 8 2015, 08:30 PM) *

რობინი
ბიბლიის წაკითხვა სულიწმინდით რას ნიშნავს?



რა და ის რომ სულიწმინდას სთხოვ ღმერთს და დაიწყებ სულით კითხვას და სულიწმინდით აღივსები ანუ ჭეშმარიტების სული დაივანებს შენზე და წაიკითხავ ბიბლიას... აუცილებელია ბიბლია იყოს საპატრიარქოს გამოცემული ჯვრიანი. მოკლედ განმიხხადდა ის რასაც ვანამდე სხვანაირად ვუყურებდი. არვიცი ეს ფენომენი როგორ ავხსნა.

ციტატა(წახწახა @ Sep 8 2015, 08:29 PM) *

რობინი

მართალი ხარ... პოზიციისთვის შეუფერებელი პატრიარქი და მეუფეები, ლომისობა, მსხვერპლშეწირვა და დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკები არაფერს ნიშნავს, მთავარია მართლმადიდებლური ჭეშმარიტება.


აიი ზუსტად ეგ კარგად დაწერე ანუ მე ვაპროტესტებ არა მართლმადიდებლობას არამედ თავად ცრუ დამოკიდებულებებს ეკლესიის მიმართ რომელსაც ეკლესია არ ასწავლის. ეკლესიას ამოფარებულ მანკიერებებს და უსიყვარულობას sad.gif ამიტომ ვამბობ ეს პროტესტი როგორც ლუთერს ქონდა უღირსობის წინააღმდეგ მე ამას ვგულისხმობ. თორე მე ♥ მართლმადიდებლობა... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)