"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
marine |
Oct 19 2019, 10:22 PM
პოსტი
#61
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,266 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოდესღაც არსებობდა თავადობის და მონობის ეპოქა. იმისათვის, რომ მონებს თავადებისათვის მათი დაქვემდებარება და პატივისცემა ეჩვენებინათ, მათ წინაშე იჩოქებდნენ. ასევე ჩვენც მეტანიებით ცხადვყოფთ, რომ ვართ ღვთის მდაბალი მონები. ერთგვარი გრძნობადი გზით წარმოვაჩენთ ჩვენს სიმდაბლესა და პატივისცემას.
მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება და ეს ხელს უწყობს, რომ მასთან ღვთის მადლი მოვიდეს. და როცა მადლი მოვა, მისი გული ალივით მოტყინარე ხდება. სიყვარულის ალი მსხვერპლს იღებს. მსხვერპლი და შესაწირავი არის მეტანიები; სიყვარულის მსხვერპლი, თაყვანისცემა. და თაყვანისცემაში მონაწილეობს სრული ადამიანი - სულიც და ხორციც" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ "არ შეიძლება პირჯვრისწრისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 1 2024, 05:48 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,266 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, სხეული გტკივათ?
- არა, რადგან სულიერი ტანვარჯიშ ვასრულებ. - ანუ? - მეტანიებს, შე დალოცვილო! ხედავ, ერისკაცები შვედურ ტანვარჯიშს აკეთებენ, მონაზვნები კი - მეტანიებს. ერისკაცები ტანვარჯიშით სხეულს იჯანსაღებენ, ხოლო მონაზვნები მეტანიებით იჯანსაღებენ სულსაც და სხეულსაც. საბრალო ერისკაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები არა მარტო სულის, არამედ სხეულის გაჯანსაღებას. მეტანიები აჯანსაღებს სახსრებს, აკაჟებს სხეულს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს და ავაჟაცებს ადამიანს; ამავდროულად ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ავიდეს სათნოებათა სულიერ სიმაღლეებზე და ასევე - მთების მწვერვალებზე, თავისუფლად და ქოშინის გარეშე. მეტანიები აუცილებელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკიანებისთვისაც; მათთვისაც, ვისაც ხორციელი ბრძოლა აქვს და მათთვისაც, ვინც თავისუფალია ასეთი ბრძოლისგან. ძლიერი აღნაგობის მქონემ უფრო მეტი მეტანიები უნდა შეასრულოს, ვიდრე სნეულებებისკენ მიდრეკილმა, ისე როგორც ძლიერი ძრავა უფრო მეტს მუშაობს. განსაკუთრებით ეხმარება მეტანიები ახალგაზრდებს, რომ ხორცი დაიმორჩილონ, ამიტომ მათ ყოველთვის ვეუბნები: "შეასრულეთ, რამდენადაც შეგიძლიათ, ბევრი მეტანია, თქვენთივსაც და მათთვისაც, ვინც სნეულებაშია ან ხანდაზმულია და არ ძალუძს მეტანიების შესრულება". მეტანიები არის ლოცვა, თუმცა, ამავდროულად, ასკეზიცაა და შეეწევა ადამიანს უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სულიერი ღვაწლი. გარდა იმისა, რომ ჩვენს სულიერ ძრავას ლოცვისთვის აღძრავს, მოაქვს სხვა მრავალი სიკეთე: პირველ ყოვლისა, მეტანიებით თაყვანს ვცემთ ღმერთს და მდაბლად ვითხოვთ მისგან წყალობას. მეორე სარგებელი ისაა, რომ მდაბლდება ჩვენი დაუმორჩილებელი ხორცი და მოდის სიმშვიდე და უვნებობა, ხოლო მესამე - აჯანსაღებს სხეულს და მოაქვს მრჩობლი ჯანმრთელობა ადამიანისთვის". /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 07:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი