IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> "უფალო, შეგვიწყალენ" თუ "უფალო, შეიწყალენ", როგორ ვილოცოთ კათაკმევლებისთვის?
კანონისტი
პოსტი Jan 9 2009, 12:25 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



როგორც ვიცით, ბიზანტიური წესის წირვა (იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდისა) შედგება 3 ნაწილისგან:
ა) კვეთა
ბ) კათაკმეველთა წირვა
გ) მართალთა წირვა

კათაკმეველთა წირვის დასასრულს წარმოითქმის კვერექსი კათაკმეველთათვის, რომლის პირველი მუხლი მიემართება თავად კათაკმევლებს:
ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.
ხოლო დანარჩენი მორწმუნეებს კათაკმეველთათვის სალოცავად:
- მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.
- და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა.
- და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა.
- შეართნეს იგინი წმიდასა თვისსა კათოლიკესა და სამოციქულოსა ეკლესიასა.
- აცხოვნენ, შეიწყალენ, შეეწიენ და დაიცვენ იგინი, ღმერთო, შენითა მადლითა.


ბერძნულ ორიგინალში (ასევე სლავურ თარგმანში) თითოეული ამ მუხლის შემდეგ იგალობება Κύριε, ελέησον.
ბერძნული ორპირიანი ზმნა არასრულია და ობიექტად შეიძლება გულისხმობდეს რამდენიმე პირს და ორივე რიცხვს.
ანუ Κύριε, ελέησον-ის თარგმანი შეიძლება იყოს:
უფალო, შემიწყალე (მე) - Κύριε ελέησον με - Господи помилуй м(ен)я
უფალო, შეგვიწყალე (ჩვენ) - Κύριε ελέησον ημάς - Господи помилуй насъ
უფალო, შეიწყალე (ისინი) - Κύριε ελέησον αυτούς - Господи помилуй ихъ

როდესაც ბერძენი ან სლავი ამბობს "ელეისონ"-ს ან "პომილუი"-ს, მან თავისუფლად შეიძლება იგულისხმოს ის პირი, რომელზეც კონკრეტულად ლოცულობს.

მაგრამ, მათგან განსხვავებით, ქართულ ორპირიან ზმნას მოეპოვება პირის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ზმნას დაერთვის. ამიტომ, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ადეკვატურად, რომ აზრი არ შეიცვალოს.

დავუბრუნდეთ კვერექსს.

გაისმის დიაკვნის მოწოდება:
"მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეწყალნეს" და ამ დროს ვგალობთ "უფალო, შეგვიწყალენ"!

არ უნდა იყოს "უფალო, შეწყალენ"?

ჩემი აზრით, თარგმანი შეცდომაა, რომელიც აზრს ამახინჯებს.

P.S. შეიძლება ამიტომ იყო, რომ გრიგოლ ხანძთელმა მოიფიქრა "კირიე ელეისონ"-ის ისეთი ქართული თარგმანი, რომელიც ობიექტის პირის დაზუსტებას არ საჭიროებდა - "უფალო, შეგვიწყალენ" გინდა თუ "უფალო, წყალობა-ჰყავ" (ამ უკანასკნელში ობიექტის პირი არ იკვეთება და ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებადია).


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 9 2009, 01:47 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



კანონისტი
ციტატა
P.S. შეიძლება ამიტომ იყო, რომ გრიგოლ ხანძთელმა მოიფიქრა "კირიე ელეისონ"-ის ისეთი ქართული თარგმანი, რომელიც ობიექტის პირის დაზუსტებას არ საჭიროებდა - "უფალო, შეგვიწყალენ" გინდა თუ "უფალო, წყალობა-ჰყავ" (ამ უკანასკნელში ობიექტის პირი არ იკვეთება და ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებადია).

fiqri.gif საინტერესოა.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2009, 01:50 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
გაისმის დიაკვნის მოწოდება:
"მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს" და ამ დროს ვგალობთ "უფალო, შეგვიწყალენ"!

არ უნდა იყოს "უფალო, შეიწყალენ"?



რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამაზე მეც მიფიქრია biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 9 2009, 01:59 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კანონისტი
იმათი შეწყალება, შეგვიწყალენში არ შედის?
ანუ, შეიწყალენ, უფრო დაკონკრეტება იქნება და გამიჯვნა ჩვენი იმათთაგან. იმათი შეწყალება, ჩვენთვისაც არაა წყალობა?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 9 2009, 02:06 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



k@the
ციტატა
იმათი შეწყალება, შეგვიწყალენში არ შედის?
ანუ, შეიწყალენ, უფრო დაკონკრეტება იქნება და გამიჯვნა ჩვენი იმათთაგან. იმათი შეწყალება, ჩვენთვისაც არაა წყალობა?

1. დიაკვნის მოწოდებაა, რომ ვილოცოთ, რათა უფალმა ისინიც "შეიწყალოს". ამიტომ გალობაც უნდა იყოს ადეკვატური - უფალო, შეიწყალენ.
2. დიაკონი ამის შემდეგ უფალს თხოვს ისეთ რამეს, რაც ჩვენ არ გვჭირდება, როგორც მორწმუნეებს - სახარების გამოცხადება, ჭეშმარიტი სიტყვის მიღება და ა.შ. (ჩვენ ეს მოგვეცა უკვე, სხვა რამეა, როგორ ვასრულებთ).
3. შინაარსობრივად ლოცვა არის მათთვის და გალობაც უნდა იყოს მათთვის.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 9 2009, 02:09 PM
პოსტი #6


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კანონისტი
ჰო, მართალი ხარ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 9 2009, 02:14 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



კანონისტი
ერთი აზრი მომივიდა და არ ვიცი რამდენად სწორია.
ეს კვერექსი ხომ სანამ მართალთა ლიტურგია დაიწყება მანამ არის? ხოდა ადრე კათაკმევლები ამ დროს ტაძარში იყვნენ და მონათლულებთან ერთად ლოცულობდნენ. ალბათ ამიტომ პასუხობს გუნდი: "უფალო შეგვიწყალენს".
ეს ტრადიცია კი მას შემდეგ არ შეცვლილა. rolleyes.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 9 2009, 04:05 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mekaje
გასაგებია და არც არაფერს ვამბობ კვერექსის პირველ მოწოდებაზე - ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ. ცხადია, რომ პასუხი უნდა იყოს "უფალო, შეგვიწყალენ" (თუნდაც გუნდი ამბობდეს, რადგან კათაკმეველთა სახელით ამბობს ამას).

მაგრამ შემდეგ მუხლებზე რა ვთქვათ??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Jan 9 2009, 04:15 PM
პოსტი #9


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



კანონისტი
მართალი ხარ, მაგრამ ეს იდეა არასოდეს მომსვლია აზრად.


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 9 2009, 05:02 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



კანონისტი
კათაკმეველთა ლიტურგია დასრულდება სიტყვებით: "კათაკმეველნო განვედით..."
აქედან იწყება მართალთა ლიტურგია. მანამდე კათაკმევლები ტაძარში იყვნენ და "უფალო შეგვიწყალე" მგონი მაგიტომ იგალობება.


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 12 2009, 02:07 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



mekaje
ამაზე ხომ გიპასუხე?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 12 2009, 02:23 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



კანონისტი
არ ვიცი რა გითხრა. "უფალო შეგვიწყალენ" ალბათ იმიტომ იგალობება, რომ მორწმუნეები კათაკმევლებთან ერთობაში ევედრებიან უფალს შეწყალებას. fiqri.gif dntknw.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 12 2009, 10:32 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მორწმუნეები კათაკმევლებთან ერთობაში

არა, რადგან აქ სწორედ მორწმუნეებს მოუწოდებს დიაკონი ""
ციტატა
მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.

ანუ მათთვის ვილოცოთ"-ო და სწორი პასუხია "უფალო, შეიწყალენ
მე თავიდანვე გულში ვაყოლებდი "უფალო შეიწყალენ" biggrin.gif
არ მიყვარდა ავტომატურად აყოლა, და აშკარად არ ჯდებოდა, იმათზე ვილოცოთო გვეუბნებიან და ჩვენ კი "ჩვენ შეგვიწყალეო" smile.gif
სწორია კანონისტ, ლოგიკით მასეა, "უფალო შეიწყალენ" უნდა იყოს, სხვა საბუთებს თუ მივაგნე დავწერ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 12 2009, 10:59 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



არანაირად, მაგ უფალო შემიწყალენით მორწმუნეებში კათაკმეველთა ხმა ისმის...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 13 2009, 05:47 AM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არანაირად, მაგ უფალო შემიწყალენით მორწმუნეებში კათაკმეველთა ხმა ისმის...

smile.gif
ეგრეცაა smile.gif
ისე ვიბნეოდი ხოლმე, ხან ჩუმად ვიყავი და ხან შეიწყალენ biggrin.gif
მაგრამ მნათუკი, ეგ ისტორიაა, ანუ თავის დროზე კათაკმევლები თავად გალობდნენ მაგას, დღეს გუნდი და გუნდთან ერთად მთელი ხალხი გალობს, თან ისიც გავითვალისწინოთ რომ შეიძლება იმ დღეს ტაძარში საერთოდ არ იყოს კათაკმეველი ( მოუნათლავი კი არა, კათაკმეველი, ის ვინც ემზადება მოსანათლად) ამიტომ უპრიანია "უფალო, შეიწყალენ"... ყველა კათაკმეველი იქ მყოფი თუ არ მყოფი...
მე ასე ვფიქრობ, ვნახოთ რას ვიპოვი smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 13 2009, 05:49 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



[quote]

ეგრეცაა
ისე ვიბნეოდი ხოლმე, ხან ჩუმად ვ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 08:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი