ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
qetevano |
Dec 25 2013, 01:39 AM
პოსტი
#461
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
marine
ხომ შეიძლება ჩემს გვერდზე შენი რომელიმე ლექსი ან ლექსები გამოვიყენო ჩემს ფოტოებთან? რა თქმა უნდა ავტორის მითითებით -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
marine |
Dec 25 2013, 10:45 AM
პოსტი
#462
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine ხომ შეიძლება ჩემს გვერდზე შენი რომელიმე ლექსი ან ლექსები გამოვიყენო ჩემს ფოტოებთან? რა თქმა უნდა ავტორის მითითებით კი, ქეთ მადლობა, ჩემო ძალიან კარგო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
Dec 25 2013, 10:58 AM
პოსტი
#463
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
qetevano
რომელი ლექსი გინდა, განსაკუთრებით რომ დადო? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
Dec 25 2013, 11:13 AM
პოსტი
#464
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
G_saxva
ციტატა რომელი ლექსი გინდა, განსაკუთრებით რომ დადო? როცა დავდებ ნახავ marine -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
sanfol |
Oct 19 2015, 02:24 PM
პოსტი
#465
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
დაე ბედისწერამ მგვემოს და მცემოს თუ დავბრუნდები
შოლტით გამიქროს სიცოცხლის განცდება თვალებს დაეტყოს ცრემლის ღრუბლები მიწამ შეჭამოს რაც კი რამ ჩემგან დარჩება ღმერთმა დაწყევლოს დამწყევლოს ჯოჯოხეთს მისცეს სული დარული ფრთები დამემტვრეს მხეცებს დაუგდონ გული ტანჯული თუ დავბრუნდები /Aleksandre Grindoff/ -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
marine |
Jun 8 2016, 12:50 PM
პოსტი
#466
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მედავითნე
ვუძღვნი ჩემს მოძღვარს - დეკანოზ დავით შაქარაშვილს ღვთის მსახური ვარ, ჩემი სიტყვა თუ ასურნელებს ასე მასწავლეთ, ასე მირჩიეთ... გმადლობთ, მამაო, თქვენ მაკურთხეთ, თქვენ ამირჩიეთ! ვალდებული ვარ უსხეულო არსებებს ვგავდე, უმანკოება, სიფაქიზე ამკობდეს ჩემს სულს... ბაგეზე მადლი დამფენოდეს ყოველწამიერ, მამაო, ეს მსურს! შვიდგზის გავწმინდე სინდისი და აქ ვდგავარ თქვენთან, თუ ვდუმვარ - ღვთისთვის, ვლაპარაკობ? - ისევე ღვთისთვის... რაოდენ დიდი პატივია ვიყო მსახური, დავიმსახურე, მამაო, რისთვის? მიუწვდომელი სიხარულით ვუგალობ უფალს, ყოველი სიტყვა გულისგულში ჩადის და მერთვის... ლექსით მადლობის თქმა მინდოდა, მამაო, თქვენთვის! /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 3 2018, 05:17 PM
პოსტი
#467
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
გული შენით მაქვს სავსე, ჩემო, ძალიან ჩემო, რით უნდა დამამწუხრო, თბილი ღიმილის მჩენო? ვარსკვლავებს ვითვლი ცაზე, მიყვარხარ ცაზე ზემოთ, მზე სხივებს მაყრის თმაზე როცა ამ სითბოდ გჩემობ. და როცა გხედავ ირგვლივ, და როცა უცებ გამჩნევ, თვალებით გეფერები ჩემზე იარად ნამჩნევს. გული შენით მაქვს სავსე, ფიქრები თბება შენით, მიყვარხარ მზეზე მეტად, მიყვარხარ ჩუმი მზერით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 26 2018, 07:14 PM
პოსტი
#468
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გოლგოთამდე
“წმიდა მოციქული იოანე არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა.“ ...პილატეა გაყინული გულით და ღირსებას ფეხქვეშ ასე ქელავს, გაფითრებულ მაცხოვართან ვდგავარ, ვერა ვშველი და არც ითხოვს შველას. კადნიერი მსახური ხელს არტყამს, მიიმალა, ვეღარ ვხედავ გამცემს, „თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდი, თუ არა და მითხარ, ასე რად მცემ?“ ეკითხება უფალი და თავს ვხრი რიბირაბო ბინდში იქვე მყოფი, ვერა ვშველი და უცნაურ ამ დღეს თვალით ვეძებ იმ მოციქულყოფილს, ვინაც ასე გაიმეტა ღმერთი, განუწონა გულში ისრის პირი, ვერა ვშველი გაფითრებულ ქრისტეს მე ასეთი პატარა და მწირი. ხელებს იბანს პილატე და ამბობს: „თქვენი მეფე თქვენვე აცვით ჯვარზე!“ ოხ, ცრემლები მოუკლებლივ მცვივა, ვერა ვშველი ჩემი გულის ჯავრზე. ამღვრეული სულით ვდგავარ იქვე, სპეტაკია უფლის თეთრი სახე, რა შევცოდე ზეცასა და მიწას, რომ ეს ჯვარცმა ჩემი თვალით ვნახე... /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 04:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი