რუსული ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, „ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისია“ განც |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რუსული ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, „ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისია“ განც |
Artem Chachanidze |
Feb 3 2021, 10:55 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 3-February 21 წევრი № 15,161 |
საზოგადოებაში ოჯახური ფასეულობების კრიზისის გადალახვის და ოჯახის ეკლესიური ხელშეწყობის მიზნით რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2011 წელს შექმნა „ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისია“. ქვემოთ მოყვანილია ამ კომისიის განცხადება, რომელიც ეხება ეკლესიის პოზიციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
„ბავშვის ჯანდაცვისა და იმუნოპროფილაქტიკის სფეროში მშობლების უფლებების შესახებ“ პარასკევი, 19 აპრილი 2019 ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისიის განცხადება: “ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისიის” მისამართით შემოდის მომართვები თხოვნით, რომ კომენტარი გავაკეთოთ იმ ღონისძიებათა საჯარო განხილვაზე, რომელთაც ცალკეული კანონმდებლები, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები და სპეციალისტები გვთავაზობენ პროფილაქტიკური აცრებით მოსახლეობის, პირველ რიგში ბავშვების, მოცვის გაზრდის მიზნით. ბოლო დროს მაღალი დონის ღონისძიებებზე საჯარო განხილვისათვის წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ზომები, მათ შორის: • შეიზღუდოს მშობლების უფლება - მისცენ ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობა მათი ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაზე, ან უარი თქვან მასზე; • შეიზღუდოს აუცრელი ბავშვებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცადინეობებზე დასწრების უფლება; • ბავშებისათვის შემოღებულ იქნას აცრების სავალდებულო პასპორტები (მათ შორის ელექტრონული) და დაფიქსირდეს მათში ამა თუ იმ აცრებზე უარის თქმის მიზეზები; • შეიზღუდოს ვაქცინოპროფილაქტიკისადმი კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება; ამასთან დაკავშირებით პატრიარქის კომისია საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი: „მართლმადიდებლური ეკლესია მუდმივად დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული იმ საექიმო საქმიანობისადმი, რომლის საფუძველშიცაა ადამიანთა ტანჯვის არიდებისაკენ და შემსუბუქებისაკენ მიმართული სიყვარულის მსახურება“[1]. მედიცინის მიღწევების წყალობით, მათ შორის პროფილაქტიკის დარგში, შესაძლებელი გახდა მრავალი ავადმყოფობის თავიდან აცილება და მკურნალობა და ასევე ამ ავადმყოფობების მიერ ადამიანებისათვის მინიჭებული ტანჯვის მნიშვნელოვნად შემსუბუქება. ეკლესია არ აფასებს ამა თუ იმ კონკრეტული სამედიცინო ჩარევებისა, თუ პრეპარატების ეფექტიანობასა და გვერდითი ეფექტების რისკის ხარისხს. ასეთი შეფასება სამეცნიერო მტკიცებულებების სტანდარტებზე და სპეციალისტების თავისუფალ აკადემიურ დისკუსიებზე დაფუძნებული კვლევების საგანია. ამასთან „ეკლესია აფრთხილებს ნებისმიერი სამეცნიერო თეორიების აბსოლუტიზაციის მცდელობების საფრთხის შესახებ“[2]. იგი შეახსენებს, რომ მეცნიერული შეხედულებები ვითარდებიან და ისინი ყოველთვის ღიაა დასაბუთებული კრიტიკისათვის, რომელსაც სავსებით შეუძლია გამოიწვიოს ჩვეული წარმოდგენების კორექცია და ზოგჯერ გადასინჯვაც კი. ამასთან ეკლესიას არ შეუძლია ჩამოშორდეს ადამიანური მოღვაწეობის ამ სფეროს ზნეობრივი ასპექტების შეფასებას. მისი პოზიცია ეფუძნება შემდეგ პრინციპს: “პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს პიროვნების ღირსების, მისი არჩევანის თავისუფლების და მისი ხელშეუხებლობის პატივისცემას. ყველაზე კეთილი მიზნებისთვისაც კი დაუშვებელია ადმიანით მანიპულირება“[3]. ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობის ჩათვლით, ღმერთის მიერ უპირველეს ყოვლისა მშობლებისთვისაა მინდობილი. მათი კეთილსინდისიერების პრეზუმფციიდან გამომდინარე, სახელმწიფომ და საზოგადოებამ პატივი უნდა სცენ მშობელთა ამ პრივილეგირებულ უფლებასა და პასუხისმგებლობას. სწორედ მშობლები უნდა იღებდნენ ბავშვების აღზრდასთან, სწავლებასთან და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ამ პრინციპიდან გამონაკლისს შეიძლება მხოლოდ მშობელთა აშკარად ბოროტგანზრახული, ან დანაშაულებრივი ქმედებები წარმოადგენდნენ. ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდა ნაცისტთა დანაშაულებები, მათ შორის, მათ მიერ ადამიანებზე განხორციელებული იძულებითი საექიმო მანიპულაციები და ექსპერიმენტები. მართებული იქნება შეგახსენოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემებში, სამედიცინო ჩარევაზე ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობის აუცილებლობის და მასზე ურის თქმის უფლების აღიარება ხსენებული სასამართლო პროცესის შედეგს წარმოადგენს. მას შემდეგ ამ ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების პატივისცემა ყოველი ნორმალური საზოგადოების ჩვეულ ნიშან-თვისებად იქცა. ამ პრინციპებს ცნობს რუსეთის კანონმდებლობა. მთელ რიგ ფედერალურ კანონებში გამოცხადებულია მშობლების უფლება - მისცენ ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობა მათ ბავშვებთან დაკავშირებულ სამედიცინო ჩარევაზე (პროფილაქტიკური აცრების ჩათვლით), ან უარი თქვან მასზე [4]. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინფექციური დაავადებების რისკთან ერთად არსებობს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების შედეგად გართულებების რისკიც, მათ შორის სერიოზული გართულებების - ლეტალური დასასრულის ჩათვლით. ასეთ სიტუაციაში სწორედ თავად პაციენტები, ხოლო ბავშვის შემთხვევაში მისი მშობლები, უნდა აკეთებდნენ არჩევანს, მას შემდეგ, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაითვალისწინებენ სპეციალისტთა რეკომენდაციებს, ისევე როგორც განსხვავებულ ინფორმაციას. არავის აქვს ამ არჩევანის მათ ნაცვლად გაკეთების უფლება, მაშინაც კი, თუ იგი ხელმძღვანელობს მისეულად გაგებული ბავშვის კეთილდღეობით. პატრიარქის კომისია მიიჩნევს, რომ: 1. მშობლებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება მათი ბავშვების ჯანდაცვასთან დაკავშირებით (პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ჩათვლით) მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ისე, რომ არ მოექცნენ რაიმენაირი ზეწოლის ქვეშ. ამ უფლების გამოყენების გამო მშობლების დევნა დაუშვებელია. 2. მშობლები არ უნდა იყვნენ რაიმე ფორმით ძალდატანებულნი განაცხადონ მიზეზები, რომელსაც ეფუძნება მათი ესა თუ ის არჩევანი. სამედიცინო ჩარევის, ან მასზე უარის თქმის ფაქტი უნდა დარჩეს კანონით დაცულ საექიმო საიდუმლოდ. 3. ბავშვების განათლების მიღების უფლება, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში სწავლების შესაძლებლობის ჩათვლით, არ უნდა იქნას შეზღუდული იმ საფუძვლით, რომ მშობლებმა უარი თქვეს მათთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაზე. აქ გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც მასობრივი ინფექციური დაავადებები ჩნდება, ან არსებობს ეპიდემიების წარმოქმნის უშუალო საფრთხე. 4. მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღონ და შეაფასონ სხვადასხვა ინფორმაცია (კრიტიკულის ჩათვლით) და ამაზე დაყრდნობით მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები. ვაქცინოპროფილაქტიკასთან დაკავშირებული კრიტიკული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა არ შეუწყობს ხელს სპეციალისტებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ მშობლების ნდობის გაზრდას. ასეთ ნდობას ხელს შეუწყობს მხოლოდ პატიოსნად და ღიად, სრული, გადამოწმებული და საიმედო ინფორმაციის მიწოდება მშობლებისათვის, მათ შორის ინფორმაციისა, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინოპროფილაქტიკის, ან კონკრეტული აცრის, რისკებთან. აქედან გამომდინარე ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისია ვერ დაუჭერს მხარს ზემოთ ჩამოთვლილ ზომებს. ___ [1] რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები, XI.1. [2] იქვე, XI.3. [3] იქვე, XI.3. [4] „მოქალაქეთა ჯანდაცვის საფუძვლების შესახებ“ ფედერალური კანონის მე-20 მუხლი ნაწ. 2, „ინფექციურ დაავადებათა იმუნოპროფილაქტიკის შესახებ“ ფედერალური კანონის მე-5 მუხლის პუნქტი 1 და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, „რუსეთის ფედერაციაში ტუბერკულოზის თავიდან არიდების შესახებ“ ფედერალური კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და ა.შ. რუსულენოვანი ორიგინალი: http://pk-semya.ru/novosti/item/7319-o-pravakh-roditelej-v-sfere-zaboty-o-zdorove-rebenka-i-immunoprofilaktiki.html |
marine |
Feb 4 2021, 11:53 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Artem Chachanidze
არტემ, კეთილი იყოს თქვენი ფორუმელობა ამ თემაში გაგვეცანით: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0 "ფაიზერის" ვაქცინა შეაჩერეს "ფაიზერის" ფირმის ვაქცინაცია შეჩერდა, ამის მიზეზი ნორვეგიაში ჩატარებული ვაქცინაცია გახდა, რამაც 400-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ თუ რამ გამოიწვია ადამიანების მოულოდნელი სიკვდილი". /"ქვაკუთხედი" N1-2, 2021, გვ.22/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 12 2021, 05:21 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ".
/წმინდა სინოდი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 1 2021, 08:43 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სასიხარულო ამბავი მივიღეთ ათონის წმინდა მთიდან, სადაც ერთდროულად უამრავ ბერს გამოეცხადა წმინდა ნიკიფორე ლეპროსი (კეთროვანი), რომელმაც ანუგეშა ყველა, ვინც მისთვის ილოცებს, ვირუსი არ გაგეკარებათო", - ვკითხულობთ ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საიტზე. შეგვეწიოს ღირსი სასწაულმოქმედი მამის, ნიკიფორე კეთროვანის ზეციური მფარველობა!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2021, 08:21 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვაქცინის შექმნისათვის 12 თვეა საჭირო. მის მინიმალურ გამოცდას 5 წელი უნდა, ხოლო მის სრულყოფასოვან გამოცდას, როცა შეიძლება საბოლოო დასკვნა გაკეთდეს მის ყველანაირ უსაფრთხოებაზე - 12 წელი".
/აკადემიკოსი ნოდარ გოგებაშვილი, იმუნოლოგიის სკოლის დამფუძნებელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 3 2021, 06:10 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტიანმა თავისი თავისუფალი ნება ისე უნდა წარმართოს, რომ შეეწიოს საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც. დღეს ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინის გაკეთება, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვა ადამიანების გამო. შეიძლება, ვიღაცა ვაქცინის გაკეთების შემდეგაც დაავადდეს კოვიდით, კოვიდით დაინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანიც გარდაიცვალოს, თუმცა, გაცილებით ნაკლებია დაავადების, კიდევ უფრო ნაკლებია გარდაცვალების შანსი, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვაქცინიერების შემდეგ მსოფლიოში საგრძნობლად მისუსტდება პანდემია, შემდეგ მთლიანად გაქრება... თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, გაიკეთებს თუ არა ვაქცინას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფალი ნების გამოყენებით, შეიძლება ადამიანმა სიკეთეც ჩაიდინოს და ბოროტებაც. რომელია სიკეთე - გაკეთება თუ არგაკეთება. მე ვთვლი, რომ ვაქცინის გაკეთება არის სიკეთე. უარის თქმა სიკეთე არ არის".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 4 2021, 06:24 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ანტივაქსერულ დამოკიდებულებას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, სიახლისადმი შიში. დღიდან ვაქცინის გამოგონებისა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დაავადებების წინააღმდეგ ამ მეთოდით ბრძოლას ამა თუ იმ მიზეზით ეწინააღმდეგებოდნენ. მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოს ილია ჭავჭავაძე გაზეთ "ივერიაში", რედაქტორის სვეტში წერდა, - კახეთში წითელას ინფექციისგან ბავშვები იხოცებიან, ამცრელები კარდაკარ დადიან და ადამიანები ეწინააღმდეგებიან. საბაბად კი ის მოყავთ, რომ ჩვენს შვილებს საფრთხეს უქმნითო. ასე რომ, ეს არ არის სიახლე, ანტივაქსერობა ყოველთვის არსებობდა, ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც უკვე 200 წელია, არსებობს, იმ დღიდან, როდესაც ედუარდ ჯენერმა 1796 წელს შეიმუშავა ყვავილის პირველი ვაქცინა. ყვავილი იყო საშინელი დაავადება, რომელც ყოველ მესამე ინფიცირებულს კლავდა და რომ არა ვაქცინა, კაცობრიობა ამ ინფექციას ვერ დაამარცხებდა. სხვადახვა გამოთვლებით, ვაქცინით ყოველწლიურად მინიმუმ 3 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება. თანამედროვე მსოფლიოში ანტივაქსერულმა მოძრაობამ იმიტომ მიიღო ასეთი მასშტაბური ხასიათი, რომ გაცილებით ადვილად ხდება ინფორმაციის გავრცელება.
ანტივაქსერულ მოძრაობას ხელს უწყობს ამ საკითხში ტოტალური, მოდიქტატურო ქვეყნების ჩარევაც, რომლებიც ეგრეთ წოდებული "ტროლებისა" და ფეიკნიუსების მეშვეობით ახერხებენ ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილის მართვას. მათი მიზანია არა კონკრეტულად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დაბლოკვა და არგაკეთება, არამედ ადამიანებში თავიანთი სახელმწიფოების მიმართ პროტესტის გაღვივება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროტესტი იქნება ვაქცინის თაობაზე, 5 ინტერნეტზე თუ სხვა რამეზე. ცოტა ხნის წინ, 5 ინტერნეტის მეშვეობით ცდილობდნენ ხალხში პროტესტის გაღვივებას, თუმცა არ გამოუვიდათ, სამაგიეროდ, ვაქცინა ძალიან კარგად ააგორეს, რადგან ამას ადამიანების შინაგანი მდგომარეობაც უწყობს ხელს. სიახლისადმი შიშთან ერთად, ძალიან ბევრს სწამს შეთქმულების თეორიების და მითებისა. ყველაზე მეტად ანტივაქსერულ მოძრაობას ხელი შეუწყო სოციალურმა ქსელებმა და, რა თქმა უნდა, განათლების დაბალმა დონემ". /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 4 2021, 08:17 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხშირად ისმის კითხვა, თუ მაინც შეიძლება, დავინფიცირდე, მაშინ რატომ უნდა ავიცრა? საინტერესოა ამ საკითხზე პასუხიც: ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ კონკრეტული დაავადება არასდროს დაგემართებათ. უბრალოდ, მას ან იოლად, ან საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანთ. ეს ვრცელდება არა მხოლოდ COVID-19-ის,არამედ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებზეც. საქართველოში არსებული ოთხივე სახეობის ვაქცია - Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac - მაღალი პროცენტით დაგიცავთ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან და, რაც მთავარია, სიკვდილისგან".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 8 2022, 03:48 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით ... მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ."
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი