სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
guest |
Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.
მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა |
ეკატო |
Apr 6 2008, 01:46 AM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ეხლა დაძინებას ვაპირებდი და ცოტა შევშინდი ეს რომ წავიკითხე იმედია სიზმარს არ ვნახავ
ისე მგონი მართლა რაღაცის მანიშნებელია ყველა სიზმარი, აბა ისე ტყუილად ხომ არ ვნახავდით რამეს მე რომ სიზმარში ვინმემ მსგავსი რამე მითხრას ან რამე საშიშროების შესახებ გამაფრთხილოს, რაც არ უნდა იყოს არ წავალ და მთელი დღე სახლიდან არ გავადგამ ფეხს ისე მეშინია ეგეთი რაღაცეების ერთი შემთხვევა გამახსენდა, მართალია სიზმარს არ ეხება მარა მაინც კავშირშია ამ თემასთან მე და ჩემი და ჩვენ მეგობართან ერთად მცხეთაში ვაპირებდით წასვლას ჯვარზე, უკვე გავდიოდით სახლიდან ჩემი მეგობრის დედამ რომ დარეკა და გვთხოვა არ წავსულიყავით, ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს და არ წახვიდეთ გთხოვთო. მაშინ სიცილად არ გვეყო მისი ეს სიტყვები, აღარ წავსულვართ, მაგრამ სულ ვიცინოდით ხოლმე ამ ამბის გახსენებაზე, ეხლა კი აღარ მეცინება, ალბათ მართლა რაღაცას გრძნობდა დედა -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
guest |
Apr 6 2008, 01:57 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეკატო,
არც მე წავიდოდი, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი, მეორე დღეს გერმანიაში რომ არ ვყოფილიყავი, დიდი პრობლემის წინ ვდგებოდი, ვერც ადრე წავიდოდი, ჯერერთი გვიანი იყო და ისედაც: მხოლოდ ამ დღეს შემეძლო გავრისკე იმის იმედით, რომ მხოლოდ სიზმარია. ლოცვა არ მცილდებოდა ბაგეს. გარდა ამისა, ვფიქრობდი , რომ არ მიმენიჭებინა მნიშვნელობა. არ შეშინდე, ილოცე და დაწექი პ.ს. ამიტომაც მოვერიდე მომხდარის დეტალურ აღწერას, სიკვდილი ბევრჯერ მინახავს,მაგრამ ეს აუტანელი იყო |
neo |
Apr 6 2008, 02:13 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ამის მშემდეგ არ ნიშნავს ამის გამო...
ბევრჯერ დამსიზმრებია ისეთი რამე რაც სემდეგ რეალობასტან ახლოს ყოფილა, მაგალითად ერთხელ დამესიმრა რომ სახლი იწვოდა, მეორე დღეს ბიცოლაჩემი (მაშინ იქ ვცხოვრობდი) დაიწვა და დიდი ხანი რეანიმაციაში იყო... ასეტები ბევრი მომხდარეა... მაგრამ ასავე ბევრი რამე დამსიზმრებია რაც არ მომხდარა... არ შეიძლება სიზმარი იყოს ისე ჰარი ჰარალოზე, დანიშნულების გარეშე, დანიშნულების გარეშე არაფერი არ არსებობს... მე მგონია რომ სიზმარს რარაც ტრეინინგისა და დასვენების, საქმიდან საქმეზე, სამყაროდან სამყაროზე გადართვის დანიშნულება აქვს ძირიტადად... თუმცა არსებობს ზეციური და სატანისეული სიზმრებიც... პრობლემა იმასია რომ დედაკაცები ხშირად ხიბლში ვარდებიან თუ ერთი სიზმარი მაინც აუხდათ და თავის თავს ზებუნებრივ მკითხავებად აღიქვავენ.... კიდევ კარგი რასაც დედაჩემს ინტუიცია ეუბნება ყველაფერი არ ხდება თორემ აქამდე ცხრაჯერ უნდა დავმხრჩვალიყავი, ავტოკატასტროფაში მომკვდარიყავი ან სხვა რაიმე მაგდაგვარი მომსვლოდა... უჰ რამდენი ვიბოდიალე... იმქვეყნიური სამყარო არსებობს და თუ არსებობს ეს ნიშნავს რმ დროსა და სივრცეში ჩვენთან რაღაც დამოკიდებულებაშია, შესაბამისად არსებობს კომუნიკაციის საშუალებაც... ეს სავსებით ბუნებრივია... თუმც მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობა არ შეიძლება რადგან არსოდეს იქნები დარწმუნებული მტერი აგზავნის მესიჯს თუ მოყვარე... მოკლედ კოდირების სისტემა რომ გვქონდეს მაშინ შეიძლებოდა სიზმარზე დაყრდნობა -------------------- www.cordesign.ge
|
guest |
Apr 6 2008, 02:20 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ნეო,
სწორედ მაგის გამო ვეცდებოდი მუდამ მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მუდამ ტან ! მიუხედავად გაოგნებისა... |
შოთაძე |
Apr 6 2008, 02:39 AM
პოსტი
#6
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ძალიან ხშირად მიხდება ცუდი სიხზმარი და უკვე საერთად აღარ მინდა სიზმარი ვნახო. ერთადერთხელ ამიხდა კარგი სიზმარი და ცუდი კიდე იშვიათია რომ არ ამიხდეს.
-------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
T.L. |
Apr 6 2008, 01:37 PM
პოსტი
#7
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
რა კაია რო სიზმრებს არ ვნახულობ,ან ვნახულობ და არ მახსოვს ხოლმე...
staywhite დავიბენი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Misha Songulashvili |
Apr 6 2008, 02:27 PM
პოსტი
#8
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
staywhite
ციტატა როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. რწმენადა სიზმარი ერთმანეთს ხელს არ მგონია რომ უშლიდეს. რაა აქ გასაკვირი ადამიანს თუ რაღაც წინათგრძნობა აქვს, და ეს წიათგრძნობა კიდევაც იფარავს რაიმე უბედურებისაგან. თუ ეს ხდება განა შეიძლება რომ რაიმე ბოროტძალებს დავუკავშიროთ? თუ ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება სიზმარი ან წინათგრძნობა რატომ არ შეიძლება კეთილისგან იყოს და არა ბოროტისაგან? ამით იმის თქმა მინდა რომ თქვენნაირი ისტორია ხშირად მომისმენია და მერე პირჯვარს იწერენ ღმერთო მომიტევე თუ შევცოდეო მაგრამ რა უნდა შეეცოდათ სიზმრის ნახვით ვერც ისინი და ვერც მე ვერ ვხვდები. ჯერ არ მინახავს მაგდაგვარი სიზმარი, თუ ვნახავ ღმერთს მადლობას გადავუხდი... ისე სიზმრებზე და გამოცხადებებზე არაა რომ ეკლესიები შენდება ხშირად? მოდიდა მაგ სიზმარს გამოცხადება დაარქვი რა პრობლემაა? -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
Nanio |
Apr 6 2008, 02:47 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
მთავარია სიზმრის მონად არ იქცა
-------------------- მეკენდარია? |
guest |
Apr 6 2008, 09:11 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მიშა,
გეთანხმები. ჩემზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სიზმრებს ბევრი ვინმე მოუქცევია და გამოუსწორებია. მაგრამ მე მაინც ვერ "ვბედავ" მეცნიერულად "სარჩულზე" რას იტყვით? ქეთუ, იქნება შEნ გქონდეს ეს საკითხი შესწავლილი პროფესიიდან გამომდინარე. |
miss sevda |
Apr 6 2008, 09:38 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 693 რეგისტრ.: 10-March 08 წევრი № 4,127 |
ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო.
შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა. ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში. მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა. იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს. როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ. აი ესეც დედაჩემის სიზმარი |
guest |
Apr 6 2008, 09:42 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
miss sevda უაფალი გფარავდეთ მუდამ, როგორც ამჯერადაც.
|
miss sevda |
Apr 6 2008, 09:45 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 693 რეგისტრ.: 10-March 08 წევრი № 4,127 |
|
ეკატო |
Apr 6 2008, 11:38 PM
პოსტი
#14
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
miss sevda
რა საოცარი ამბავი მოყევი, მადლობა ღმერთს რომ არავინ დაშავებულა სერიოზულად ამის მერე დაუჯერე ხოლმე დედას -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ქევანა |
Apr 7 2008, 12:14 AM
პოსტი
#15
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
სიზმარს რელიგია სხვაგვარად განმარტავს, მეცნიერება სხვაგვარად...
მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა.... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
guest |
Apr 7 2008, 12:35 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
სიზმარს რელიგია სხვაგვარად განმარტავს, მეცნიერება სხვაგვარად... მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა.... მასე ვარ მეც, ქეთევან ამიტომ ვთხოვ ქეთუს და სხვა ფსიქოლოგიის მეცნიერებაში ჩახედულთ, იქნებ რაიმე საინტერესო შემოგვთავაზონ, ასევე რელიგიური დატვირთვითაც რათქმაუნდა. |
llaasshhaa |
May 28 2008, 11:42 PM
პოსტი
#17
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას. მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა ციტატა ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდით მთელი კლასი შიომღვიმეში,დილით როცა გავიღვიძე დედაცემი მოვდა და მეუბება, სიზმარში ვნახე ძალიან ცუდი რაღაცეები გთხოვ არ წახვიდეო,გამიკვირდა რა ხდებათქო,სიზმარში ვნახე ავარიაში მოყევით ყველაო და გთხოვ არ წახვიდეთ სხვებსაც უთხარიო,მეუბნება ვხედავდი თქვენი ავტობუსი როგორ ეხეთქებოდა ხეებს მერე ამოყირავდით ხევში ვარდებოდითო მაგრამ რაღაცა ძალამ უკან ამოგიყვანა და არ დაშავდითო ,მაგრამ ავარია მაინც მოხდაო. შევეცადე დედაცემი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი სიზმრებს ნუ დაუჯერებთქო, სისულელეთ ჩავთვალე იქნებ პირიქტით ეშმაკს უნდა რომ ასეთ წმინდა ადგილებზე არ მივიდეთტქო და თავი გამოვიდე მივდივა მაინც და არც არავის ვეტყვი არაფერს ,რომ არავინ შევაშინო ტყუილადთქო. დედაჩემმა რომ ვერ გადამაფიქრებინა ჩაიცვა და ჩემთან ერთად წამოვიდა. ავედით მთელი კლასი შიომღვიმეში იქედან სანამ წამოვიდოდით ,კლასელმა ბიჭებმა ხეების ტოტები დაამტვრიეს ეკლესიის ეზოდან და გოგოებს ყვავილების ბუკეთები გაგვიკეთეს, ეს რომ დაინახა რელიგიის მასწავლებელმა ძალიან გაგვიბრაზდა ეს რა ქენითო ,მაგრამ აზრი აღარ ქონდა იქაც არ დავტოვეთ და მაინც წამოვიღეთ, დედაჩემი მთელი გზა ლოცვებს კითხულობდა და მოუსვენრობა ქონდა ვატყობდი.იქედან წამოვედით თუ არა ,უცებ ავტობუსმა კონტროლი დაკარგა,მძღოლს არ უნდოდა შეგვშინებოდა მაგრამ ყვეა მივხვდით რაღა ისე რომ ვერ იყო, საშინელი სისწრაფით ოვქრივართ,მარჯვენა ხარეს ხევია უშველკებელი მარცხენა მხარეს კლდე და მივქრივართ ამ წვრილ ტრასაზე, როგორც შემდეგ დედაჩემმა მითხრა სადაც ავტობუს უმართავი გახდა სწორედ ის ადგილი უნახავს სიზმარში. მძღოლმა ბენზინის დასაზოგად გამორთო ავტობუსი და მოვგორავდით თავიდან მაგრამ მერე სიჩქარეში ვეღარ ჩააგდო და მოვწყდით ადგილს.დაახლოებით ნახევარი საათი ასე ვირბინეთ, მერე მძღოლმა ტყეში შეაგდო ავტობუსი იფიქრა ხეს დავეჯახებით და რბილად ამოვყირავდებიტო, მაგრამ უარესი იყო,ხეების ტოტები მინებზე ეხეთქებოდა ,შუშები ილეწებოდა გვეყრებოდა და ვიჭრებოდით.მცხეთის ცენთრში რომ ჩამოვქანდით ,განათების ბეტონის ბოძს დავეჯახეთ,ის ხმა არასდროს დამავიწყდება რაღაც საშინელება ხდებოდა, 2 ბრუნი გააკეთა ამ მთელი სისწრაფით გამოქანებულმა ავტობუსმა,ერთი იმას ვგრძნობდი რომ ხან ზევით ვიყავი ხან ქვევით, ყველა ერთმანეთში ავირ დავირიეთ, რაღაც ენითაუწერელი საშინელება დატრიალდა რამდენიმე წამში,ეს განათების ბოძი მოტყდა და ავტობუსს ზემოდან დაგვეცა,მე გონება დავკარგე ,როცა გამოვფხიზლდი ყველა ერთმანეთს უვლიდა ზედ ,დიდი ალიაქოთი იყო.ავტობუსის კარებს ვერავინ პოულობდა რომ გარეთ გასულიყო, ავტობუსის შუშებიდან ძვრებოდნენ რომ როგორმე გაესწროთ რისთვის? იმისთვის რომ ავტობუსი აფეთქების პირას იყო.ხალხი მოსახლეობა მცხეთის გარედან გვიყვვიროდნენ ,მალე გამოდით შეიძლება აფეთქდესო, ავტობუსს ზემოდან კიდევ გადაშიშვლებული დენის კაბელები გვეყარა, რომელიც განათების ბოძს ქონდა. იცით რა მოხდა მერე? ყველა გამოგვიყვანეს,დაახლოებით 35 ადამიანი ,მხოლოდ შუშებისგან ვიყავით დაჭრილები, ზოგს ტვინის შერყევა გვქონდა ,ზოგს ხელები და ფეხები დაჭრილი ,ერთს ხელი მოტეხილი, მაგრამ მადლობა უფალს რომ არავინ დავიღუპეთ, ეს ნამდვილად სასწაული იყო,ასეთი ავარიის მერე. ხალხი გაოგნებული იყო თვითონ მოსახლეობა მცხეთისა იმიტომ რომ კიდევ ერთი სასწაული გვითხრეს. როცა თქვენ განათების ბოძს დაეჯახეთ მაგ მომენტში შუქი გამოირთოო,( დააკვირდით)შუქი იმ მიზეზით კი არ გამოირთო რომ ჩვენ დავეჯახეთ ბოძს, არამედ თელასიდან გამოირთო,ზუსტად იმ წამს როცა დავეჯახეთ, წარმოიდგინეთ შუქი რომ არ გამორთულიყო 100% ავფეთქდებოდით,მიუხედავად იმისა რომ ფეთქების ალბათობა ისედაც დიდი იყო ,საყვავი იღვრებოდა და ასე შემდეგ. აი ესეც დედაჩემის სიზმარი გამაჟრიალა -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
nino_ni |
May 28 2008, 11:54 PM
პოსტი
#18
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ციტატა მე მირჩევნია გავჩუმდე, საკუთარ აზრს არ დავაფიქსირებ, რადგან ზუსტად არც მე ვარ დარწმუნებული სინამდვილეში რა როგორაა.... ზუსტად ისე კი მე ნამდვილად არასდროს არ ამსრულებია სიზმარი,ყოველთვის რაღაც უაზრობებს ვხედავ,თან ძალიან იშვიათად...(კიდე კაი) -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
nuca_ge |
May 28 2008, 11:57 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
არასოდეს მესიზმრება არაფერიიი!!!!! და ისედაც არ მჯერა სიზმრების!!!
-------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
შოთაძე |
May 29 2008, 12:00 AM
პოსტი
#20
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
არასოდეს მესიზმრება არაფერიიი!!!!! მაგარი ბედნიერებააააა! მეც მინდა ეგრე რო ვიყო -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი