IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ათი მცნება
jabsona
პოსტი Feb 13 2008, 11:18 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 13-February 08
წევრი № 3,930



gtxovt vinmem ak ati mcneba daceret .magrad mchirde da ver vnaxe PLZ unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 13 2008, 11:22 PM
პოსტი #2


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

6. არა კაც-ჰკლა.

7. არ იმრუშო.

8. არ იპარო.

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Feb 14 2008, 06:25 AM
პოსტი #3


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif მე ვფიქრობ ესეც გამოგადგება,თვითოეულ მცნებას თან ერთვის მცირე განმარტებანიც.






მოკლე განმარტებანი:ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმენდს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისაგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია.

პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.

პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.

დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა... ბინდავს ადამიანის გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი (ნათლისღება, აღსარება, ზიარება და სხვა) უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.

ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.

იმისათვის, რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ სახარება, წმინდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2, 29-30).

მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.

ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას.

ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია, სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშებს მისდევენ... ღმერთი და მისთვის მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.

მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.

მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.

დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ, კიდევ უფრო დიდი და მძიმე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სიმართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი. (აქვე დავამატებდი ღმერთის შესახებ ანეკდოტების მოყოლას და ყველანაირ ხუმრობას ღმერთზე - საიტის ავტორის შენიშვნა)

ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აგვიღწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: „ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება“ (ესაია 6, 1-3).

აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მით უმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.

მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.

ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.

ქრისტიანები უქმობენ კვირას, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა, აგრეთვე დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე.

მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ, დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვებიე, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულისათვის.

სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგან მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.

მეხუთე მცნება: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.

ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივიცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.

განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.

მშობლები სწუხან, ტირიან შვილების უდიერის საქციელის გამო, თუმცა უმეტეს წილად თვითონ არიან დამნაშავნენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდეს ისინი.

დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.

ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას თავისი შვილები.

მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ; მაგრამ თუ მშობელი ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.

მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.

მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.

ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამ ქვეყნადაც დიდად დასჯილია, გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და ტანჯვაში დალია თავისი დღენი; ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.

მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.

დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგანაც ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს წმიდა ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.

საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.

ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: „ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკულელსა არა აქუს ცხოვრებაი საუკუნოი“ (I იოანე 3, 15).

მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.

ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას კაცსა და ქალს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მრუშება, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...

„სიძვაი და ყოველი არაწმიდებაი... ნუცაღა სახელ-იდებიან თქვენ შორის“ (ეფესელთა 5, 3) - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს: უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში“ (მათე 5, 27-28).

არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.

მერვე მცნება: არა იპარო.

არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და, საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა... (აქვე დავამატებდი ნაპოვნის არ გამოჩენას და ნათხოვარი ნივთის ან ვალის არ დაბრუნებას - საიტის ავტორის შენიშვნა)

ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავისი საქციელის გამართლების მიზნით, სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს, და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა.

ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანად გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული კი მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: „ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების“.

იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმინდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკა 23, 41-42).

და მიუგო იესომ: „ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 43).

ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.

მეცხრე მცნება: არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოწმის განკითხვა...

ღირსი მამა ანტონი წერს: „ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებლისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანთა შორის, სთესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ ადამიანს სახლის კარებს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს“.

ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველის და მორელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილიმწამებელთან ახლოს ყოფნა, რადგან იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხავენ ღვთის სამსჯროზე.

ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, „ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით“ (წმიდა ანტონი დიდი).

მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფირთმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.

სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს წმიდა ბასილი დიდი, - შური კი ისე სჭამს კაცის სულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახშობს მას, ვის სულშიც ბუდობს.



გახსოვდეს, რომ თუმცა ნათლობით ცოდვებისაგან განიწმინდება ადამიანი, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილება რჩება! რადგან ნათლობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი, ცოდვათა მიდრეკილებების აღმოფხვრისათვის აუცილებელია ხშირად აღსარების თქმა და ზიარება. აუცილებელია, რომ მშობლებმა შვილები ჩვილობიდანვე მიაჩვიონ ზიარების მიღებას. ხოლო როდესაც წამოიზრდებიან, აღსარების თქმას.

წამალს რომ ვსვამთ, ექიმის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი ფიზიკური განკურნებისათვის, ასევე აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს დროს იკურნება ჩვენი სული და მოძღვრის წარსულ ცხოვრებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სულის განკურნებისათვის. ზიარების აუცილებელი პირობაა ქრისტეს რწმენა, სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა და ღვთის მცნებებით ცხოვრებისა. თუ არა გაქვს სურვილი ცოდვებისაგან განშორებისა ნუ ეზიარები, რადგან დაისჯები ღვთისაგან. იმიტომ კი არ მიდის მორწმუნე ეკლესიაში თავი მართალი რომ ჰგონია, არამედ იცის მხოლოდ ეკლესიაში არის შესაძლებელი სულის ჭეშმარიტი განკურნება. ყოველთვის გახსოვდეს, რომ დედამიწაზე სტუმარი ხარ და რომ შენი სამუდამო სამყოფელი ზეციური ეკლესიაა.

-ასევე თუ დაგჭირდა სხვა მცნებანი,ცხრა ნეტარება და მათი მანმარტება,შედი ამ საიტზე:http://www.orthodoxy.ge/sakhli/10mtsneba.htm
აბა შენ იცი!
პ.ს.ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jabsona
პოსტი Feb 14 2008, 02:41 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 13-February 08
წევრი № 3,930



მადლობა მარი :*

xornabujeli didi madloba. madloba all
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Feb 14 2008, 07:35 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



ბოდიში მომითხოვია და დანარჩენებს აიგნორებთ? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 15 2008, 04:17 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ბოდიში მომითხოვია და დანარჩენებს აიგნორებთ

ეგრი 2 ან ( 3...) იგივეა...
აოფებ და თან ირონიულობ sad.gif არ გინდა რა!
ათი მცნების მოკლე განმარტება დაწერა ადამიანმა და რას ნიშნავს "დანარჩენები"?
მდაა-თი;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Feb 15 2008, 11:35 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



KAIROS
ციტატა
ათი მცნების მოკლე განმარტება დაწერა ადამიანმა და რას ნიშნავს "დანარჩენები"?

მცნებები ხომ ათზე მეტია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 15 2008, 11:39 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



jabsona

აიღე ბიბლია, ძველი აღთქმა და გადაშალე გამოსვლის წიგნის მე-20 თავი
იქ წერია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 15 2008, 02:06 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

მცნებები ხომ ათზე მეტია?

აქ საუბარია, იმ ათ მცნებაზე, რომელიც დაწერეს
ციტატა
გამოსვლის წიგნის მე-20 თავი

იქ კი წერია, და მოიყვანეს კიდეც, მაგრამ განმარტება ითხოვეს და დაუწერეს მოკლედ,
რა გჭირთ ხალხო?
ციტატა

მოკლე განმარტებანი:ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმენდს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინებელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.

მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისაგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია.


ეეჰ-ით;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Feb 15 2008, 02:20 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



KAIROS
ციტატა
აქ საუბარია, იმ ათ მცნებაზე, რომელიც დაწერეს

ციტატა
რა გჭირთ ხალხო?

ის, რომ ბევრმა არ იცის, რომ მცნებები ათზე მეტია, ან დანარჩენებს აიგნორებს. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Feb 15 2008, 02:29 PM
პოსტი #11


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ეგრი2
ვახ,გარკვევით ითხოვა ადამიანმა 10 მცნება და ყველა მიხვდა რომელ 10 მცნებაზე იყო საუბარი და დავუწერეთ მოკლედაც და გრძლადაც.
რა გინდა ვერ მივხვდი? არავინ არაფერს არ აიგნორებს რაც ითხოვეს ის დაიწერა,ეს არის და ეს...


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 15 2008, 02:45 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

ის, რომ ბევრმა არ იცის, რომ მცნებები ათზე მეტია, ან დანარჩენებს აიგნორებს.

შენ შარზე ხარ? biggrin.gif
ზემოთ მოყვანილია ბიბლიის ნაწილი სადაც 10 მცნება მიეცა, და იმ ათ მცნებას განმარტავენ, ან დაწერე რისი თქმაც გინდა ან შეეშვი ამ უშნო ირონიას!

1. და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი.

2. მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

3. არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.

4. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყ ანისა.

5. არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

6. და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.

7. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.

8. მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.

9. ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.

10. ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის.

11. რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.

12. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

13. არა კაც-ჰკლა,

14. არა იმრუშო,

15. არა იპარო,

16. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,

17. არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა.

(გამოს: 20: 1- 17)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jabsona
პოსტი Feb 15 2008, 03:25 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 13-February 08
წევრი № 3,930



xalxo periklesi da solonis saerto da ganmasxvavebeli shegizliat dacerot???davalebat maj istoriashi.isa martla xalxo 12-is var smile.gif


gtxovt ikneba icit
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი2
პოსტი Feb 15 2008, 03:38 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 15-January 08
წევრი № 3,639



mari touchet
ციტატა
ვახ,გარკვევით ითხოვა ადამიანმა 10 მცნება და ყველა მიხვდა რომელ 10 მცნებაზე იყო საუბარი და დავუწერეთ მოკლედაც და გრძლადაც.
რა გინდა ვერ მივხვდი?

ის, რომ ხალმხა გაიგოს, მაგ ათის გარდა კიდევ მრავალი მცნება არსებობს, რომლებიც იგნორდება. wink.gif

KAIROS
ციტატა
შენ შარზე ხარ?

არა.


jabsona
ეგ რომ ისტორიაში იკითხო არ ჯობია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 15 2008, 05:23 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



KAIROS
ციტატა
იქ კი წერია, და მოიყვანეს კიდეც, მაგრამ განმარტება ითხოვეს და დაუწერეს მოკლედ,
რა გჭირთ ხალხო?

სად ითხოვეს განმარტება?

jabsona

ციტატა
gtxovt vinmem ak ati mcneba daceret .magrad mchirde da ver vnaxe PLZ


????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 15 2008, 11:25 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სად ითხოვეს განმარტება?

პირდაპირ არ უთხოვიათ, მაგრამ იმის შემდეგ რაც დაუწერეს, განმარტებაც დაამატეს,
ციტატა
მე ვფიქრობ ესეც გამოგადგება,თვითოეულ მცნებას თან ერთვის მცირე განმარტებანიც.

მოკლედ შენი გასაგებია, ამ ეგრის რა უნდა რო არ ამბობს biggrin.gif
თემა დასახურია და ამიტომ აოფებენ smile.gif
დაიწერა აქ ეგ ათი მცნება და ხორნაბუჯელმა განმარტება დაუწერა, ეგრი კი ისევ აირონიულობს.,..
დახურეთ თემა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Feb 16 2008, 01:57 AM
პოსტი #17


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif კაიროსს მადლობა ჩემგან!
-გვიან ვნახე ეს ყველაფერი, რა აურზაური აუტეხიათ,კერძოდ ეგრი2, შენ რა გინდა რომ თქვა,ჯერ შენთან უნდა გავიარო კონსულტაცია და მერე დავპოსტო,თუ რა.მართლა ვერ გავიგე...
-ადამიანმა ითხოვა ათი მცნება,ხოდა მეც დავპოსტე და თან მოკლე განმარტებაც დავუწერე,ამით დაშავდა რამე?
ეჰ,მეტი ამ ფორუმზე საპოლემიკო თემა ვეღარ იპოვე,თუ რა გჭირს.

ციტატა
ის, რომ ბევრმა არ იცის, რომ მცნებები ათზე მეტია, ან დანარჩენებს აიგნორებს.

smile.gif ვის გულისხმობ იქნებ დააკონკრეტო,თორემ ასე აქ ბევრს აყენებ შეურაცხობას,და ან რაში დაინახე იგნორირება,ამასთან ერთად დანარჩენების სახელითაც ნუ ლაპარაკობ,ყველა თვითონ კონკრეტულად იტყვის თავის სათქმელს. wink.gif
პ.ს. თუმცაღა ეგრი2 მადლობა,კრიტიკულად რომ შემაფასა.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 16 2008, 12:06 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



xornabujeli
ციტატა
ადამიანმა ითხოვა ათი მცნება,ხოდა მეც დავპოსტე და თან მოკლე განმარტებაც დავუწერე,ამით დაშავდა რამე?


შესანიშნავია ამაზე ვინმემ თქვა რამე? უბრალოდ კაიროსას რეპლიკა უადგილოდ მომეჩვენა, რადგან მე მას არ მივწერე გამოსვლის 20 თავი მეთქი და ამიტომ დავაკოპირე jabsonaს პოსტი ...შენ რა შუაში ხარ?

კაიროსას გამოსვლას მოყვა ეს არეუულობა თორემ სხვა არაფერი

KAIROS
ციტატა
გამოსვლის წიგნის მე-20 თავი

იქ კი წერია, და მოიყვანეს კიდეც, მაგრამ განმარტება ითხოვეს და დაუწერეს მოკლედ,
რა გჭირთ ხალხო?


აი ამ რეპლიკას მე მაგალითად უადგილოდ მივიჩნევ wink.gif იმედია კაირო არ მიწყენს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 16 2008, 08:15 PM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაიროსას გამოსვლას მოყვა ეს არეუულობა თორემ სხვა არაფერი

იქნებ პირიქით?
კაიროსის კი არა ეგრის გამოსვლას მოყვა და შენ რა გინდოდა ვერ გავიგე, შენ რომ დაუწერე წაიკითხე აქადააქო, ის ეწერა უკვე იქ...
დანარჩენი მოგწერე, ჩაასწორე პოსტი!
და დახურეთ ეს თემა!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Feb 16 2008, 08:36 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



xornabujeli
ციტატა
რა აურზაური აუტეხიათ,კერძოდ ეგრი2, შენ რა გინდა რომ თქვა,ჯერ შენთან უნდა გავიარო კონსულტაცია და მერე დავპოსტო,

მე არანაირი აურზაური არ ამიტეხავს.
არც ის მითქვამს რომ ჩემთან კონსულტაცია უნდა გაიარო.
შეგიძლია მიმითითო რომელ პოსტს გულისხმობ?
ციტატა
მართლა ვერ გავიგე.

რა ვერ გაიგე?
ციტატა
-ადამიანმა ითხოვა ათი მცნება,ხოდა მეც დავპოსტე და თან მოკლე განმარტებაც დავუწერე,ამით დაშავდა რამე?

მე თუ მეკითხები გიპასუხებ რომ არ დაშავებულა.
ციტატა
ეჰ,მეტი ამ ფორუმზე საპოლემიკო თემა ვეღარ იპოვე,თუ რა გჭირს.

არაფერი მჭირს და რომელ თემაში ვიპოლემიკო შენ არ დაგეკითხები. wink.gif
ციტატა
ვის გულისხმობ იქნებ დააკონკრეტო,თორემ ასე აქ ბევრს აყენებ შეურაცხობას

ის რომ ადამიანმა არ იცის მცნებების ზუსტი რიცხვი სულაც არაა შეურაცმყოფელი.
ვგულისხმობ კი ჩემს ნაცნობებს და იმ ფორუმელებს, რომლებმაც ეს არ იციან.
ციტატა
ამასთან ერთად დანარჩენების სახელითაც ნუ ლაპარაკობ

ვის სახელით ვსაუბრობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 12:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი