IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

143 გვერდი V « < 141 142 143  
Reply to this topicStart new topic
> პოეზია
marine
პოსტი Aug 6 2020, 08:52 PM
პოსტი #2841


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



* * *
როგორც ფერდობზე მობიბინე
ნორჩი ბალახი,
მთიბავს რომ უფრთხის -
ეშინია მინდვრის დალაქის,
ავს ვერიდები,
ვერ მეხება ქვეყნის ტალახი.
მობეზრებული
მეჩხირება თვალში ქალაქი,
ყველგან ქიშპობა, გულგრილობა,
შური, ღალატი...
და ამ დროს შველა,
მზის ამოსვლა, სხივის ვარაყი -
მონატრებული ქალის ხილვა,
სიზმრად ნანახის,
ვით გადარჩენა ჩქარ ჩქერებში
ნაჩვევ კალმახის -
ხელიდან წყალს რომ დაუბრუნებ
გულის კარნახით...

გივი ჩიღვინაძე


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2020, 09:44 PM
პოსტი #2842


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



უსიყვარულოდ დაწერილი ლექსი

დიდი ხანია ლექსის წერას გადავეჩვიე, - ვერ მივეჩვიე
უსიყვარულოდ წერას და ფიქრებს...
ეს ღამეც იქნებ
გადავაგორო და მზეს შიშველი
ხელებით მივწვდე.
***
მე რომ მიყვარდა, სხვანაირი ვიყავი მაშინ,
ან უფრო ზუსტად სხვანაირად
ვცხოვრობდი ალბათ, რადგან არასდროს
მეშინოდა წვიმის და ქარის,
რადგან არასდროს არ
მიგრძვნია
ისეთი დაღლა, როგორიც ახლა დამჩემდა ბოლოს.
**
მე რომ მიყვარდა, ღმერთო, როგორ მიყვარდა მაშინ...
მიყვარდა ძლიერ, მტანჯავდა მისი
დაკარგვის შიში
და როგორც კაცი ღელვის დროს ზღვაში,
და როგორც კაცი ღელვის დროს ნავში,
ისე ვდარდობი,
რომ არასოდეს არ ეგრძნო არვის
მისი თითები.
***
დიდი ხანია ლექსის წერას გადავეჩვიე, - ვერ მივეჩვიე
უსიყვარულოდ წერას და ფიქრებს...
ეს ღამეც იქნებ
გადავაგორო და მზეს შიშველი
ხელებით მივწვდე.

/მინიმე/

* * *

დრო აცოტავებს ცრემლებში
მარილს,
თუმც ვეფინები წარსულს
ქათიბად,
ჩემი ეზოდან წამოვა
ქარი
და შენს ბაღებში ვარდებს
გათიბავს.

თვალს გავუსწორებ ტაძარში
ხატებს,
იქაც შემოვა ცივი
ქარის ხმა
და შენი შავი საყურის
ნატეხს
მაჯაზე როგორც დანას
დავისვამ.

მე დავიცლები სევდით და
სისხლით
და შენში ყველა წყენა
მოკვდება,
ცისფერი ცისკენ ცხელ მზერას
ისვრი
და შეეცდები მზის
ჩამოგდებას...

და მოგიკვდები ასე
სანატრელს,
აფეთქდებიან როცა
ატმები,
ჩამქრალ ბუხართან ვნებებს
აანთებ
და ჩემი ლექსის ცეცხლით
გათბები...

დრო აცოტავებს ცრემლებში
მარილს,
თუმც ვეფინები წარსულს
ქათიბად,
ჩემი ეზოდან წამოვა
ქარი
და შენს ბაღებში ვარდებს
გათიბავს.

/როი/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2020, 12:15 PM
პოსტი #2843


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თურმე,
შენც მოგნატრებივარ,
დღეს წამჩურჩულა ნიავმა,
გულს შემოერღვა ყინული,
გალხვა და გაიმზიანა...
ვაი, ამ მონატრებამა
რა ძაან დააგვიანა...

ტარიელ ხარხელაური


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2020, 12:17 PM
პოსტი #2844


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მთების ყვავილი

მთების ყვავილი შენს თავს მაგონებს
და მოწყენის დროს წუთებს მინათებს,
ჟამთა დინება რომ დამაღონებს,
მაგ მომღიმარე ნათელს ვინატრებ.
გამოვუყვები ისევ გზაწვრილებს,
იქნება გრძელი ვძლიო მანძილი,
ზეცა იმედებს კვლავ დამაწვიმებს,
შენ კი მიიღე კუთვნილ განძივით
ეს სიყვარული - ფიქრით მოსავდე,
არ გამიფანტო, ვით ქარმა ნავლი,
რა შორი გზაა შენთან მოსვლამდე
ამ უდაბური ქედების გავლით...

/გივი ჩიღვინაძე/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2020, 05:44 PM
პოსტი #2845


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თეო, აღარ მინდა წვიმდეს,
აღარც ალუჩების მორთვა,
შენ რომ გამიფრინდი, იმ დღეს,
თურმე გაზაფხული მოკვდა.
აღარ ვიწუწუნებ წვრილმანს,
სული მკვდარია და მრუმე,
მარტიც, იებიც და წვიმაც,
შენით მიხაროდა თურმე.
გაწყდა სიმღერაც და სიტყვაც,
ჩაწყდა სიხარულის სიმი,
ჩემი გაზაფხული იყავ,
შენი სიმღერით და ღიმით.
ნედლი ოცნებები მქონდა,
ახლა ზეზეურად ვხმები,
ყველა გაზაფხული მოკვდა,
ყველა მხიარული ხმები.
ღიმილს ნიღაბივით ვიცვლი,
სული ბორიალობს კენტად,
ასე ვიმარტვილებ ვიცი,
სანამ არ ამოვალ შენთან. ❤

/გელა დაიაური/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2020, 08:21 PM
პოსტი #2846


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მყინვარწვერს

კვლავაც შფოთავენ გრიგალები
შენს სიახლოვეს,
და ანგელოზნი სამებიდან,
კვლავ გიგალობენ,
მონისლულ გულთან მიბმული ვარ
ჯადო ძაფებით,
და მეამიტად შემოგყურებ
ბავშვის თვალებით....
ხან სიყვარულით იმზირები,
ხან შურსიგებით,
ხან ჩამოწოლილ მდუმარებას
ვერ ურიგდები,
ოჰ, ეს ყინვები გირჩევნია
სიშმაგეს სხივთა,
„დიად გველეშაპს“ შეუმუსრავს
ლაჟვარდი ცისა... ...
მაგ წიაღიდან ეშვებიან
გმირთა ლანდები,
და უკუნს არღვევს
მოარული ნათი სანთელის,
მომეჩვენება ის გოლგოთა
შენი ხატებით,
სად დაიბადა უწმინდესი -
-შუქი ნათელი... ...
დარიალიდან შემოგყეფენ
თერგის ჩქერები,
იმ ხმებს მოვყვები და
შორეთში ვეღარ ვჩერდები......
ცისიერ ჩრდილში დაიბერტყა
არწივმა ფრთები,
„მარად დახრიან შენს წინაშე
თავებს სხვა მთები“... ....

/მზია წიკლაური/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2020, 09:07 PM
პოსტი #2847


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
თქვენ მოიყვანეთ წვიმა, მაესტრო?..
ეს ელვის ჯოხიც თქვენი იქნება...
არ მოველოდი თქვენგან ასეთ ტონს,
შემაწყვეტინეთ ცუდ დროს ფიქრები.
ახლა ვლამბავდი ოცნების კაბას,
ვქარგავდი რწმენის მტკიცე ძაფებით...
რად შემაშფოთეთ?.. სად არის აბა,
თქვენი ზრდილობა, ეგზომ ნაქები?
ვერ ვიმორჩილებ ძაფს, ცრემლში დამბალს,
ეს ცა ტირის თუ ჩემი თვალები?..
ვაი, რა იქნა მზისფერი კაბა,
ამოქარგული, წვით და ვაებით ?..
ეს თქვენ მიგიძღვით ბრალი , ბატონო,
თქვენ ამიწეწეთ სული ამ დილით...
ახლა რა პირით უნდა დამტოვოთ,
წვიმის კაბით და წვიმის მანდილით?..
ო, წაიყვანეთ მაესტრო , წვიმა,
მე აღარ მინდა დარჩენა მასთან...
შორს, რწმენის დიად მწვერვალზე მივალ
და სიჯიუტე მიმყვება ქართა !

/მარიამ კოზმანიშვილი/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2020, 02:45 PM
პოსტი #2848


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,
მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,
რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,
შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.
გადიან წლები და ფიქრით დაღლილს
გადაუხდელი მრჩება ვალები
და მეკარგება მშობლების სახლი -
აუტანელი და საყვარელი.
მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,
ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,
ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი
ამდენი ცდის და წვალების მერე.
ალბათ ასეა ცხოვრების წესი,
მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,
და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,
რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.
მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი
და გადმოჰფინოს თეთრი აფრები
და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით
ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

ოთარ ჭილაძე


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2020, 01:40 PM
პოსტი #2849


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სარკმელთან ქარი იცინის ცივად,
მზემ ოთახიდან შუქი გაზიდა.
სულისშემძვრელი სიმშვიდე ცვივა
ხეების დახრილ სილამაზიდან.
შენ ისევ ჩემი მზერისგან შეცბი,
იფარებ ხელებს შიშველ მუხლებზე,
ზიხარ სარკმელთან და თმიდან ვერცხლი
გეყრება მხრების სიმსუბუქეზე.
რა უცნაურმა შეგიპყრო სუსხმა,
ახლა რომ ყინვით გივსებს იარებს...
შენს ფერმკრთალ ყვავილს წყალს არვინ უსხამს
და სულს არავინ არ გინიავებს...
აწვალებ ბეჭედს, უცნაურთვლიანს
და ელოდები სასჯელს უვადოს...
შენი ნერვების შეუწყვეტ შრიალს,
კვლავ სხვებმა უნდა მიაყურადონ...
როგორ დაღლილხარ ტკივილის თმენით,
როგორ გემღვრევა თვალის გუგები...
ჩუმად ხარ, მაგრამ სხეულის ენით
მაინც გულღიად მესაუბრები:
რომ ახლა ბედსაც შესაწირს სწირავ, _
მაგრამ ეს მსხვერპლი არის საჭირო?!.
იქნებ შევძლოთ და სიკვდილის პირას
მყოფი იმედი გადავარჩინოთ...
ღამდება. ქარი ფრთას ახლის მინას...
ისევ ღრმავდება სულში სამსჭვალი
და ბნელში ცრემლის ის წვეთი ბრწყინავს,
რომლის დამალვაც ვერ მოასწარი.
თითქოს ვიღაც დგას მიხურულ კართან
და ეღვენთება ხელში სანთელი...
მე კი მიყვარხარ და ამის გარდა
სხვა არაფერი დამრჩა სათქმელი!..

/ედუარდ უგულავა/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2020, 09:39 PM
პოსტი #2850


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სულს შემოსულხარ სასოებავ, დიდი იმედით,
ცაში გალობენ და ცეკვავენ ქერუბიმები,
მაგრამ რად არის ჩემი გული ასე დახშული,
რად ენატრება სხვა ტანჯვა და სხვა გაზაფხული?

მაია დიაკონიძე


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2020, 04:25 PM
პოსტი #2851


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აქ გაზაფხული არ ჰგავს,
მზეებს - ჩემს თვალებს ახსოვს,
ხელებგაწვდილი მივქრი,
რომ გაზაფხული ვნახო.
განთიადამდე მივალ,
ამ ლურჯი მთებით ქურდად,
ცად ამაღლდება გზა-გზა,
იასამნები გუნდად.
მშურს, ვინც იმ ქოხში ცხოვრობს...
ფრთებს ესესხება ქარებს,
კარი-კარ ჩამოატარს,
აპრილი წვიმის კარვებს.
---- ----- ------------
აქ, გაზაფხული არ ჰგავს,
მზეებს - ჩემს თვალებს ახსოვს....

მზია წიკლაური


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2020, 03:37 PM
პოსტი #2852


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მზე ჩადის და ისევ ღამდება,
და ხშირი ყვითელი ფერია...
ფიქრობ, რომ რაღაცა მთავრდება,
და თითქოს სულ არაფერია!..
გზა ისევ თავისთვის გრძელდება,
და უცხო ლანდები დადიან.
სიმართლე ნუ გაგიძნელდება,
მე ახლა სიჩუმე მწადია...
და სხეულს დავათრევ კარდაკარ,
ცივი და პირქუში ქარია...
იესო, მითხარი, სადა ხარ,
სიცოცხლე უშენოდ მკვდარია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2020, 11:47 AM
პოსტი #2853


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შემოდგომისკენ

გაფრენილიყო
უკვე ზაფხული,
მთები ქარვისფერს ნელა გვითოვდა,
შენ დამემგზავრე
ფიქრით გართული -
ამ სიახლოვით გული გითრთოდა...
გვეფინებოდნენ
სულში სხივები
და ჩვენს უმშვიდეს ალერსს
ნიღბავდნენ,
მერე წახვედი,
წარსულს მინებდი,
ვერ დაგვიტია ერთად იმ ღამემ.
მწუხრი კი
შენზე მონდობილ იმედს
განშორებისას
ნისლში ახვევდა…
რა ვუთხრა ამ ჩემს გზებს
და ბილიკებს,
შენთან რომ ადრე არ შემახვედრა!..

გივი ჩიღვინაძე


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2020, 08:12 PM
პოსტი #2854


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 39,106
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისევ გრანელის აწეწილი ცხოვრება მიფორიაქებს სულს, რომელიც 10 ოქტომბერს არამიანცის საავადმყოფოდან მიაბარეს პეტრე-პავლეს სასაფლაოს. მთელი ცხოვრება ნატრობდა, ,,ჩემი გული გადაეცით თბილისს, თუ აღმოჩნდა სადმე”..
გრანელი ყველაფერშია, ყველაზე მეტად შემოდგომაში. სხვა გზა არც იყო, მას ოქტომბერში უნდა დაელია სული და გლოვის ზარებით გაჰყოლოდა ,,მესამე გზას”...
ახლა ისევ შუაღეამეა, ისევ სიბნელე გაწოლილა თბილისის თავზე და ისევ სამარიდან გამოქცეული პოეტის სიტყვები მონანული ადამიანის ლოცვებივით ჩამესმის...
,,შენ დედამიწავ უფრო მაშინებ,
როცა ოცნებით ზეცას მოვიარ.
წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე,
მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია”!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ ფ უ ძ ი ა მ ა ს მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

143 გვერდი V « < 141 142 143
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th October 2020 - 12:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი