IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ეკლესიური ცხოვრების შესახებ
alex2605
პოსტი Feb 17 2015, 10:58 PM
პოსტი #41


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 3-January 15
წევრი № 13,964



ციტატა(sanfol @ Feb 12 2015, 02:03 AM) *

alex2605
როცა დაგჭირდება

დაჭირვება არ არსებობს, საეკლესიო დღესასწაულებზე ყველა ქრისტიანი ვალდებულია წავიდეს ეკლესიაში.
მე ჩვეულებრივ დღეებს ვგულისხმობ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 18 2015, 02:18 PM
პოსტი #42


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



alex2605
მოიცადე მეგობარო იმედია მარტო პირველი პოსტი არ წაგიკითხავს და ჩაწვდი არსს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex2605
პოსტი Feb 18 2015, 08:42 PM
პოსტი #43


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 3-January 15
წევრი № 13,964



ციტატა(sanfol @ Feb 18 2015, 03:18 PM) *

alex2605
მოიცადე მეგობარო იმედია მარტო პირველი პოსტი არ წაგიკითხავს და ჩაწვდი არსს

არა, თავიდან როცა პირველი პოსტი წავიკითხე მხოლოდ, იმას ვუპასუხე, მაგრამ მერე წავიკითხე მომდევნო პოსტები და ძალიან საინტერესოა თითოეულის მოსაზრება.
ზუსტად ისეა, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Feb 19 2015, 04:49 PM
პოსტი #44


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



G_saxva
damiane80
alex2605
მოკლედ მეგობრებო ვაღიარებ ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ცხონება, ჩემ მოძღვარს ვესაუბრე, სასუფეველი არის ღმერთთან მყოფობა და ჯვარცმული ავაზაკი იმიტომ ცხონდა რომ პირდაპირ ღმერთს ესაუბრებოდე და სთხოვდა მომიხსენე უფალოვო და დაუკავშირდა და ამიტომაც ის სულიერად გახდა ეკლესიის წევრი, რომელიც ბუნებრივია ქრისტეა. და ის ყველგანაა, მაგრამ განსაკუთრებით იქაა სადაც მისი სახელი მოიხსენიება და ლოცულობენ ერთად ლოცვასაც დიდი ძალა აქვს იმიტომ რომ ღმერთს ერთად ვადიდებთ უფრო მეტად მოდის ღმერთი ჩვენთან ბევრი როცა ვლოცულობთ (თუ რაღაც ამდაგვარი) მოკლედ მომიტევეთ მცირე ერესისთვის, ვაღიარებ ეკლესიის გარეშე ვერ გადავრჩებით დამიანეს ცოტა სხვანაერი პასუხი ქონდა ეკლესია მერე დაარსდაო, მაგრამ მერე კი არ დაარსებულა ავაზაკიც კი ეკლესიით გადარჩენილა ამიტომ მომიტევეთ თუ ვინმე შეცდომაში შეგიყვანეთ და დაგაბნიეთ.

მარა ბოლოს damiane80 მე და შენ საინტერესო საკითხზე ვმსჯელობდით და თუ შეპირებულ პასუხს დამიბრუნებ მადლობელი დაგრჩები


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 20 2015, 11:35 AM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
მარა ბოლოს damiane80 მე და შენ საინტერესო საკითხზე ვმსჯელობდით და თუ შეპირებულ პასუხს დამიბრუნებ მადლობელი დაგრჩები


პირობა ძალაშია, თუმცა როგორც ვთქვი, დროის დეფიციტი მაქვს ცოტა, როგორც კი ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მომეცემა დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით.

არ გეგონოს გავიქეციsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 7 2015, 02:36 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ჩვენს ვსაუბრობდით ცხონების საკითხზე და ეკლესიის როლზე ამ საქმეში. მაშ ასე, კითხვაზე ვინ ცხონდება - მართლმადიდებლობა გვპასუხობს - ავაზაკი, მაგრამ რატომ??? მხოლოდ იმიტომ, რომ მან იესო ქრისტე ღმერთად აღიარა??? და საერთოდ რა ნიშნავს მაცხოვრის აღიარება (ცნობა)??? ამ კითხვაზე მართლმადიდებლური სწავლების პასუხი არის იმდენად უნიკალური, რომ ყველა იმ წარმოდგენას, რაც ადამიანებს ღმერთზე ჰქონდათ მანამდე ან თუნდაც მის მერე (სხვა რელიგიებში) სრულიად თავდაყირა აყენებს და გვიცხადებს საოცარ საიდუმლოს და ჭეშმარიტებას, რომელიც გააჩნია მართლმადიდებლურ სწავლებას.

მაგრამ ვიდრე კითხვაზე ვუპასუხებდეთ, ვფიქრობ საჭირო იქნება მცირე ექსკურსის გაკეთება:

მართლმადიდებლური თვალსაზრისით არსებობს ხორციელი (მიწიერი) და სულიერი სამყარო. შესაბამისად არსებობს ღვთისგან დადგენილი მიწიერი კანონები (მაგ: მიზიდულობა) და სულიერი კანონები (რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ). ბიბლია ამბობს: თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად და ასეც იქმნა.
ეს მდგომარეობა არის ადამიანის ბუნებრივი - ასე ვთქვათ სულიერად ჯანმრთელი (ცხონების) მდგომარეობა, როდესაც იგი მაქსიმალურად არის მიახლოებული ღვთის მსგავსებასთან. ამ მდგომარეობას კი განაპირობებს სულიერ სამყაროში მოქმედი კანონი, რომელიც კარგად გამოიხატება გამოთქმაში: მსგავსი მსგავს შეიცნობს (შეიმეცნებს) ანუ ღმერთი მკვიდრობს თავის მსგავსში და პირიქით, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ღმერთის ხილვა, რომელიც ცდილობს ღვთის მსგავსი იყოს. გარდა ამისა, ბიბლიის ზემოთნახსენები სიტყვებიდან გამომდინარე, არსებობს კიდევ ერთი სულიერი კანონი, ღვთის მსგავსების წყარო არის თავად ღმერთი ანუ ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის მსგავსად და ღმერთთან ურთიერთობის გარეშე ეს მსგავსება შეუძლებელია. ამგვარად, რომ შევაჯამოთ, ზემოთ ვახსენეთ სულიერი სამყაროს რამდენიმე კანონი:
1) ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად და მსგავსად - ანუ ეს მდგომარეობა არის პირვანდელი, სულიერად ჯანმრთელი მდგომარეობა;
2) მსგავსი მსგავს შეიცნობს (შეიმეცნებს) - ანუ ღმერთი მკვიდრობს მის მსგავსში იმ მოცულობით, რა მოცულობითაც შენარჩუნებულია ეს მსგავსება
3) მსგავსების წყარო არის მხოლოდ ღმერთი ანუ ღმერთთან კავშირის დაკარგვა ნიშნავს მისი მსგავსებისაგან დაშორებას ანუ სულიერად დაავადებას.

ეხლა რა არის ცოდვა და რა ცოდვა დაუშვა ადამმა და რატომ იწოდება ეს ცოდვა ამპარტავნებად, როცა მან მხოლოდ ხის ნაყოფი შეჭამა. სიმართლე ითქვას, თავდაპირველად მეც არ მესმოდა რაში განმოიხატებოდა ადამის ამპარტავნება, მაგრამ მოვისმინე მართლმადიდებლიური სწავლება ამ საკითხზე და აღმოჩნდა შემდეგი. გავიხსენოთ, რას ეუბნება გველი, როცა აცთუნებს ევას და ეუბნება შეჭამოს ხის ნაყოფი:
ციტატა
და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sru...h.xSopGhdh.dpuf
.
მოკლედ ადამი და ევა იყვნენ რა ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი და გარდა ამისა, მთელი მიწიერი სამყაროს ხელმწიფედ დადგენილი ჰქონდათ ერთგვარი ხელმწიფება (ცოდნა) სამოთხისეულ სამყაროზე (გახსოვთ სახელებს რომ ურჩევენ ცხოველებს): აი ამ ხელმწიფების ფონზე, ადამი და ევა აცდუნა აზრმა და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი ანუ მათ თავად გაუჩნდათ (უფრო ზუსტად ეშმაკმა ჩააწვეთა) აზრი, რომ მათ შეეძლოთ გატოლებოდნენ ღმერთს, გამხდარიყვნენ როგორც ღმერთი ანუ მათ თავად (დამოუკიდებლად) მოინდომეს ღმერთობა. შესაბამისად ამოქმედდა ის სულიერი კანონი, რაც ზემოთ ვთქვით, რომ ღვთის მსგავსების წყარო არის მხოლოდ ღმერთი, ღმერთისაგან დამოუკიდებლად ადამიანს არ ძალუძს არცა ერთი რამ (როგორც ამას თავად მაცხოვარი ამბობს). ამდენად, ადამმა და ევამ დაარღვიეს რა ღმერთისგან მათთვის სასიკეთოდვე დადგენილი კანონი, ამპარტავნებით მოინდომეს ღმერთობა ღმერთის გარეშე ანუ თავისიცვე ხელით გადაკეტეს წყარო "ღმერთთან მსგავსებისა". ამას კი შედეგად მოყვა იმ სულიერი კავშირის მძიმედ დაზიანება/გაწყვეტა, რაც მანამდე იყო ღმერთსა და ადამიანს შორის და რაც მსგავსებას განაპირობებდა. და ეს გაწყვეტა კავშირისა ბიბლიაში გადმოცემულია სიტყვებით და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sru...h.xSopGhdh.dpuf

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ღმერთი ჯერ კიდევ სამოთხეში აძლევს საშუალებას ადამს აღადგინოს დაზიანებული კავშირი, თუმცა გახსოვთ, ადამის თავის მართლება ღმერთისადმი შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. ანუ ადამმა კი არ შეინანა, არამედ თითქოს თავად ღმერთს დააბრალა შენ რომ დედაკაცი მომიყვანე იმის ბრალიაო.

შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით და დეტალურად აღარ მოყვები, მინდა მხოლოდ დასკვნა გამოვიტანოთ ზემოთქმულიდან:
1) ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა ღმერთის მსგავსება - ეს არის მისი სულიერად ჯანმრთელი მდგომარეობა;
2) "მსგავსების" და შესაბამისად სულიერი ჯანმრთელობის წყარო არის მხოლოდ ღმერთი,
3) შესაბამისად, ადამიანმა ცოდვით დაცემით ნელ-ნელა დაკარგა მსგავსება ღმერთთან, დაშორდა ღმერთს და შესაბამისად, ამ დაშორებით დააზიანა საკუთარი სულიერი ჯანმრთელობა ანუ სულიერად დაავადდა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მართლმადიდებელი სწავლებით ცოდვა ეს არის არა დანაშაული (ამ სიტყვის კლასიკური გაგებით), არამედ დანაშაულია იმდენად, რამდენადაც ეს არის საკუთარი სულიერი ჯანმრთელობისათვის (ღვთისადმი მსგავსებისათვის) მიყენებული ჭრილობა ანუ სულიერი ავადმყოფობა.;

ეხლა გადმოვიდეთ ავაზაკის ეპიზოდზე და ჩვენს მთავარ კითხვაზე რა ქნა ასეთი ავაზაკმა, რომ ცხონდა, მოვიყვან ლუკას სახარებიდან შესაბამის მუხლებს:
ციტატა
9. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა. 40. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? 41. და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა. 42. და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. 43. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...h.DPhqKDxm.dpuf


ამ ძალიან მოკლე ეპიზოდში კარგად ჩანს ავაზაკის სულიერი მდგომარეობა, რომელიც მოკლედ შეიძლება ასე დავახასიათოთ: 1) განცდა საკუთარი ცოდვილობისა (დაცემისა, სულიერი დაავადებისა), განცდა იმისა, რომ სასუფევლის ღირსი არ არის და 2) აღიარება მაცხოვრისა ღმერთად (წყაროდ ცხოვრებისა, სასუფეველისა).

ეს არის ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც სამწუხაროდ არ გააჩნდა ცოდვის დაცემის შემდეგ ადამს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ამ ეპიზოდში გაცხადებულია უდიდესი სულიერი კანონი მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომ ღმერთთან კავშირის აღსადგენად აუცილებელია 1) დანახვა საკუთარი უღირსებისა და დაავადებული სულიერი მდგომარეობისა და 2) ამ სულიერი ავადმყოფობის ერთადერთ მკურნალად აღიარება თავად ღმერთისა და მისი მოხმობა, როგორც მხსნელის, მაცხოვრის, მესიის.
მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ ადამიანი, რომელიც იმყოფება ზემოთნახსენებ სულიერ მდგომარეობაში და უხმობს მაცხოვარს (როგორც მხსნელს, მკურნალს მისი სულირი ავადმყოფობისა), ასეთი ადამიანი სულიერი მდგომარეობა აძლევს საშუალებას ღმერთს შევიდეს და დაემკვიდროს ადამიანში თავისი მადლით და კვლავ დააყენოს იგი იმ მსგავსების აღდგენის გზაზე, რომელიც თავის დროზე დააზიანა ადამმა სამოთხეში. ეს დაახლოებით ისეა, როგორც მაცხოვარი ამბობს, ყოველი ადამიანის გულის კარზე ვაკაკუნებ, ეგების ვინმემ გამიღოსო. საკუთარი ცოდვილობის მაქსიმალურად განცდა და სინანული და პლუს მაცხოვრის მოხმობა ნიშნავს კიდეც მაცხოვრისათვის გულის კაების გაღებას.

ამგვარად, ეკლესია გვასწავლის, რომ ადამიანის სულიერი (და თუნდა ხორციელი) ცხოვრების ამოცანაა მიაღწიოს ავაზაკისეულ სულიერ მდგომარეობას (განცდას თვისთა ცოდვათა, სინანულს მას ზედა და მაცხოვრის აღიარება/მოხმობას). ეს სულიერი მდგომარეობა (შესაბამისი საზომით) უღებს გულის კარს მაცხოვარს და აძლევს საშუალება ღვთის მადლს შევიდეს ადამიანში, განწმინდოს იგი და დააყენოს ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენის გზაზე. საბოლოოდ კი სულიერი ცხოვრების მიზანი არის ღმერთთან ამ კავშირის აღდგენა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ხარისხით მოხდება ამ კავშირის აღდგენა, მით მეტად ხდება იმ "მსგავსების" აღდგენა, რაც თავში ვახსენეთ. მით მეტად მკვიდრობს ღმერთი ადამიანში და შესაბამისად, ეს მდგომარეობა განაპირობებს კიდეც სულის ცხონებას.

ეხლა რაც შეეხება ეკლესიას და მის როლს:
როგორც ზემოთ ვთქვით, მაცხოვრის დედამიწაზე მოსვლის მიზანი იყო ადამიანის გამოხსნა ცოდვის (ანუ სულიერი ავადმუყოფობისაგან) და იმ გზის ჩვენება, რა გზითაც შესაძლებელია ავადმყოფობისაგან განკურნება და ღმერთთან დაბრუნება ("მსგავსების" აღდგენა). ერთგვარ მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ცოდვა ეს არის უკურნებელი სენი (საშინელი დაავადება), რომლის ერთადერთ მკურნალად გამოჩნდა მაცხოვარი. მანვე დაადგინა ცოდვის სამკურნალო დაწესებულება - ეკლესია და მოგვცა საიდუმლოებები, საშუალებები (ასე ვთქვათ წამლები), რომლებიც კურნავენ ჩვენს სულიერ დაავადებებს. უპირველესი ეს არის ნათლობა, რომელიც კურნავს თავდაპირველ ცოდვას. შემდეგ არის სინანული/აღსარება, ზიარება, ზეთისცხება, ლოცვა, მარხვა და ა.შ. ყველაფერი ეს სწორად გამოყენებული (როგორც წამალი სწორი დოზით მიღებული) არის საშუალება ცოდვისაგან განკურნებისა. გახსოვთ ალბათ, ზიარების შემდეგ რას ვამბობთ: საკურნებელად სულისა და ხორცისა.
მაგრამ ეკლესიის როლი მხოლოდ სამკურნალო დანიშნულებით არ შემოიფარგლება. ეკლესია და ეკლესიის წიაღში აღსრულებული საიდუმლოებები აძლევს მორწმუნეს ცოდნას სულიერი კანონებისა და აძლებს მას ერთგვარ იარაღს სულიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლისა, რათა განკურნების პარალელურად კვლავაც და კლავაც არ მიიღოს სულიერი ჭრილობები. ამაზე ამბობს პავლე მოციქული:
ციტატა
10. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა, 11. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. 12. რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. 13. ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. 14. მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. 15. და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. 16. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; 17. და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ; 18. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsminde...h.aFOjG0te.dpuf


ამგვარად, ეკლესია არის თავად უფლის წმინდა წიაღი, სადაც მორწმუნე იღებს სულიერო ცხოვრებისათვის აუცილებელ ცოდნას, სულიერ მტერთან ბრძოლის იარაღს და ჯავშანს, ასევე სულიერი ავადმყოფობის კურნების საშუალებას (წამლებს).

ეკლესიის გარეშე ადამიანი უბრალოდ მოკლებულია ამ ყველაფერს. ეს დაახლებით იგივეა, ჯარისკაცი საბრძოლველად რომ გაუშვა შუაგულ ომში სრულიად უაირაღოდ, ჯავშან/ჩაფხუტის, საჭმელ-სასმელისა და წამლების გარეშე, დაჭრილს არ უმკურნალო და მოსთხოვო დაამარცხოს კბილებამდე შეიარაღებული, საშინლად გონიერი და ძლიერი მტერი და თავად ცოცხალი გადარჩეს. როგორია ამის შანსი, თითოეულმა თავად გადაწყვიტოს.

ამიტომ კითხვა შეიძლება თუ არა ცხონდეს ადამიანი ეკლესიის გარეშე დაახლოებით უდრის კითხვას, შეიძლება თუ არა ადამიანი განიკურნოს უკურნებელი დაავადებისაგან თვითმკურნალობის გზით და არ დაუშვას შემდგომი რეციდივები. გარდა ამისა, ეკლესიის უარყოფაში დევს ზუსტად ის ამპარტავნების მარცვალი, რაც თავის დროზე ადამმა დაუშვა, როცა გადაუხვია ღმერთის მითითებას. ეკლესიის საჭიროების უარყოფით ადამიანი უარყოფს თავად ღმერთისაგან დადგენილი ზემოთნახსენები საშუალებების საჭიროებას და საკუთარი თავის მოიმედედ წარმოაჩენს თავს. ესეთი სულიერი მდგომარეობა კი ძალიან ახლოს არის ხიბლთან, რომელიც გზაა არა ცხონებისკენ არამედ დაღუპვისკენ.

რაც შეეხება მათ, ვისაც ობიექტური შესაძლებლობა არ აქვთ იყვნენ ეკლესიის წევრები, მათთან მიმართებაში პავლე მოციქული ამბობს, რომ ამ ადამიანებისათვის სჯული არის მათი სინდისი და ისინი განისჯებიან სინდისმიერი სჯულით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 7 2015, 04:34 PM
პოსტი #47


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
სამწუხაროდ ბევრს ეშლება და მათ შორის შენც, ადამიანი ღმერთის მსგავსად არ შექმნილა ის თვითონ უნდა გახდეს მსგავსი ღმერთის დახმარებით რა თქმა უნდა, ადამიანი სრულყოფილი არსება არ იყო და მითუმეტეს არც ახლა ჩნდებიან მსგავსები. ღმერთს თავიდანვე რომ მსგავსი შეექმნა ადამიანი ალბათ შეუძლებელი იქნებოდა მათი კიდევ უფრო გაზრდა და აღარც გამოცდის საჭიროება დადგებოდა, შუა ედემშიც არ დარგავდა ღმერთი იმ ავად სახსენებელ ხეს

დაბადება1
26 თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27 შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

დანარჩენში გეთანხმები ეკლესია აუცილებელია


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 7 2015, 06:37 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
სამწუხაროდ ბევრს ეშლება და მათ შორის შენც, ადამიანი ღმერთის მსგავსად არ შექმნილა ის თვითონ უნდა გახდეს მსგავსი ღმერთის დახმარებით


მე შეიძლება მეშლებოდეს, მაგრამ არა მგონია ეშლებოდეს წმინდა მამა მაქსიმე აღმსარებელს. აი რას ამბობს:
ციტატა
25. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი თავისი უდიდესი სიკეთით არსად მოიყვანა, ამ ქმნილებებს დასაფარავად, დასაცავად და სახსნელად შემდეგი ოთხი ღვთიური თვისება მიანიჭა: არსებობა, მარადიულობა, სიკეთე და სიბრძნე. ამათგან პირველი ორი არსებობისათვის მიანიჭა, ხოლო ბოლო ორი ზნეობრივი ნიჭის სახით, არსებობისათვის - არსებობა და მარადიულობა, ხოლო ზნეობრივი ნიჭის სახით - სიკეთე და სიბრძნე, რათა ქმნილება ამით იმის თანაზიარი გამხდარიყო, რაც თავდ ღმერთია. ამიტომაა ნათქვამი, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. ხატადაა შექმნილი, როგორც ჭეშმარიტი ჭეშმარიტისაგან, მარადიული - მარადიულისაგან, თუმცა ის არ არის დაუსაბამო, მაგრამ დაუსრულებელია; მსგავსად შექმნილია, როგორც კეთლი კეთილისაგან, როგორც ბრძენი ბრძენისაგან, მადლის წყალობით, ის ისეთი იყო, როგორიც ღმერთია თავისი ბუნებით. როგორც ღვთის ხატი, ყველა არსება გონიერია, როგორც მსგავსი, მხოლოდ ზოგიერთია კეთილი და ბრძენი. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/maqsime_...h.TyjEW9FU.dpuf


თავიდან შექმნილი იყო ხატად და მსგავსადაც. ეს მსგავსება დაკარგა სწორედ ცოდვის დაცემის შემდეგ და დღეს ადამიანის სულიერი ცხოვრების მიზანი არის კიდეც ამ მსგავსების მოპოვება (როგორც შენ წერ კიდეც)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 7 2015, 09:56 PM
პოსტი #49


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
რას დაიბრუნებ რაც არ ყოფილა? კარგად დაუკვირდი რა წერია ბიბლიაში, ის რაც წერია 26 პარაგრაფში იყო სამომავლო საქმე რაზეც მოწმობს 27 პარაგრაფიც, რომ ხატად შეიქმნა და მსგავსება ნახსენები არაა, ეს ხატი კიდე ცალკე თემაა რას ნიშნავს, არაა გამორიცხული მასში მოიაზრებოდეს მცირეოდენი საღრმთო თვისებები, მაგრამ როგორც ასეთი მსგავსად არ შეუქმნია ღმერთს კაცი, სამომავლო განვითარებისთვის გადადო მსგავსება ჯერ კიდევ ადამისთვის როცა ხე დაურგო შუა ედემში გამოსაწრთობათ


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 9 2015, 05:04 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(sanfol @ Mar 7 2015, 09:56 PM) *

damiane80
რას დაიბრუნებ რაც არ ყოფილა? კარგად დაუკვირდი რა წერია ბიბლიაში, ის რაც წერია 26 პარაგრაფში იყო სამომავლო საქმე რაზეც მოწმობს 27 პარაგრაფიც, რომ ხატად შეიქმნა და მსგავსება ნახსენები არაა, ეს ხატი კიდე ცალკე თემაა რას ნიშნავს, არაა გამორიცხული მასში მოიაზრებოდეს მცირეოდენი საღრმთო თვისებები, მაგრამ როგორც ასეთი მსგავსად არ შეუქმნია ღმერთს კაცი, სამომავლო განვითარებისთვის გადადო მსგავსება ჯერ კიდევ ადამისთვის როცა ხე დაურგო შუა ედემში გამოსაწრთობათ


ასეთი სპეციფიკური საკითხების განმარტებისას სჯობს დავეყრდნოთ წმინდა მამებს. წაიკითხე ზემოთ რაც დაგიწერე წმ. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვები. სხვებსაც აქვს ამაზე დაწერილი და თუ გაინტერესებს შემიძლია დავდო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 9 2015, 05:18 PM
პოსტი #51


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
წმინდა მამებიც შეიძლება შეცდნენ, ადამიანი არასრულყოფილი არსებაა, რახან შენ უგულებელყოფ დაბადების 1 თავის 27 პარაგრაფს, მაშინ დოგმატურ ღვთისმეტყველებას გაეცანი

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება
4. ღმერთი - სამყაროს განმგებელი

ღვთის განგებულება ადამიანზე მის დაცემამდე:

შემოქმედმა შექმნა კაცი და პირველქმნილი ადამიანები თავისი განგებულების მიღმა არ დატოვა. საღვთო მადლი მუდამ მკვიდრობდა ჩვენს პირველმშობლებში, ის წმიდა მამათა გამოთქმით, მათი ზეციური სამოსი იყო. ისინი სრულად შეიგრძნობდნენ ღვთის სიახლოვეს. თავად ღმერთი იყო მათი პირველი აღმზრდელი და მასწავლებელი. უფალი ღირს-ყოფდა მათ, ყოფილიყვნენ მისი უშუალო გამოცხადებათა მოწმენი, ევლინებოდა, ესაუბრებოდა და თავის ნებას აუწყებდა.

შესაქმის წიგნის მე-2 და მე-3 თავები გვამცნობენ პირველ ადამიანთა ცხოვრებას.

ღმერთმა ადამ და ევა დაადგინა, რათა ემუშაკათ და დაეცვათ სამოთხე ანუ ედემის ბაღი („სიტკბოებათა სამოთხე“), სადაც იზრდებოდა ყოველი ხე „შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად“. ედემის ბაღის დარ მშვენიერ ადგილს პირველ ადამიანებში უნებურად უნდა აღეძრა სიხარულის გრძნობა და მათი აზრები სამყაროს უსრულყოფილესი ხელოვანის - ღმერთისკენ აღეტაცებინა. შრომა კი მათი ფიზიკური და ასევე სულიერი ძალების განვითარების ხელშემწყობი უნდა ყოფილიყო. როგორც შესაქმისაღმწერი მოგვითხრობს, ღმერთმა ადამიანს მიუყვანა ყოველი ცხოველი, რათა სახელები დაერქმია მათთვის. ცხადია, ამით მას, ერთი მხრივ, ცხოველთა სამყაროს სიუხვისა და მრავალფეროვნების გაცნობის საშუალება მისცა, მეორე მხრიკ კი, დაეხმარა, განევითარებინა გონებრივი მონაცემები, რათა სრულად შეეცნო თავისთავი თვალწინ გადაშლილ სამყაროში და შეეგნო თავისი მეფური უპირატესობა ყველა მიწიერ არსებაზე.

გასაგებია, რომ პირველ ადამიანებში სულიერად ყრმა და უბრალოებით აღსავსე პირველყოფილ მდგომარეობას ზნეობრივი სისუფთავეც თან სდევდა. ღვთისადმი ზნეობრივად მიმსგავსებისა და მასთან შეძლებისდაგვარად მჭიდრო ერთობის დასამყარებლად მიმართულ ძალთა სწრაფად და ჰარმონიულად განვითარებისთვის მათ ყველა მონაცემი გააჩნდათ.

ეს იყო სუფთა, ნათელი, ჯანსაღად მოაზროვნე გონება. მაგრამ ამასთან შეზღუდული და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოკლებული, რაც ცოდვით დაცემით გამოჩნდა კიდეც. მისთვის აუცილებელი იყო შემდგომი განვითარება და სრულყოფა.

ზნეობრივი თვალთახედვით, პირველქმნილი ადამიანი სუფთა და უბიწო იყო. სიტყვებს: „და იყვნეს ორივენი შიშუელ, ადამ და ცოლი მისი, და არა რცხუენოდა“ (შესაქ. 2,25), ღირსი იოანე დამასკელი განმარტავს, როგორც „უვნებობის მწვერვალს“. თუმცა პირველი ადამიანების სისუფთავე არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს თავიდანვე გააჩნდათ ყველა სათნოება და სრულყოფა უკვე აღარ სჭირდებოდათ. არა, თუმცა შემოქმედის ხელიდან გამოსული ადამ და ევა სუფთანი და უბიწონი იყვნენ, შემდგომში მათ სიკეთეში განმტკიცება და ღვთის შემწეობით სულიერად ამამაღლებელი პირადი მოღვაწეობა ელოდათ. როგორც წმ. ირინეოს ლიონელი გამოთქვამს: „მყოფობის მიმღები ადამიანი უნდა აღზრდილიყო, შემდეგ კი დავაჟკაცებული, გაძლიერებული, სრულქმნილი და განდიდებული ღირსიც გახდებოდა ღვთის ხილვისა“4.

ადამიანი ღვთის ხელიდან უზადო სხეულით გამოვიდა. უეჭველია, ამ გამაოგნებლაღ მოწყობილ ორგანიზმს არც შინაგანი ნაკლი მიუღია შემოქმედისგან და არც გარეგანი. მასში იყო ახალი, დაუზიანებელი ძალები, არ არსებობდა ოდნავი გაუმართობაც კი და არ ეკარებოდა სნეულება და ტანჯვა, რომელთაც შესაქმის წიგნი განიხილავს, როგორც სასჯელს ჩვენი წინაპრების დაცემისა და ცოდვის ჩადენისთვის.

შესაქმის წიგნი აგრეთვე საიდუმლოდ მიანიშნებს ცხოვრების ხეზე, რომლის ნაყოფის ჭამა პირველ ადამიანებს ცოდვით დაცემამდე შეეძლოთ - ის მათ ფიზიკური სიკვდილისაგან იცავდა. ადამიანისთვის სიკვდილი გარდაუვალი რამ არ ყოფილა. წმ. თეოფილე ანტიოქიელის თანახმად: „ღმერთმა შექმნა ადამიანი არც სრულად მოკვდავი და არც უკვდავი, არამედ როგორც ერთის, ისე მეორის მიმღები“5.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/po...h.dbdGtP0t.dpuf


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 9 2015, 05:50 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
წმინდა მამებიც შეიძლება შეცდნენ, ადამიანი არასრულყოფილი არსებაა, რახან შენ უგულებელყოფ დაბადების 1 თავის 27 პარაგრაფს, მაშინ დოგმატურ ღვთისმეტყველებას გაეცანი


არაფერს არ უგულვებელვყობ, პირიქით, 27-ე მუხლამდე არის 26-ე სადაც საუბარია ხატებაზეც და მსგავსებაზე. იგივე პომაზანკი ამ საკითხზე ასე მსჯელობს:
განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან „ხატი ღვთისა“ და „მსგავსება ღვთისა“? ეკლესიის წმიდა მამებისა და მასწავლებელთა უმეტესობა პასუხობს, რომ განსხვავდება. ისინი ხატს ღვთასას თავად სულის ბუნებაში პოულობენ, მსგავსებას კი - ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაში, მასში სათნოებათა, სიწმიდისა და სულიწმიდის ნიჭთა დამკვიდრებაში ხედავენ. ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ თავად უნდა შევიძინოთ. ღმერთი მხოლოდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გახდე „მსგავსი“, დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და სათანადო მოღვაწეობით შესაძლებელი ხდება ამის მიღწევა. ამიტომაც არის ნათქვამი საღვთო „ბჭობაზე“: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“, ხოლო თავად შექმნაზე „ხატად ღმრთისად შექმნა იგი“ (შესაქ. 1,26-27). წმ. გრიგოლ ნოსელის მსჯელობის თანახმად, ჩვენ საღვთო „ბჭობით“ მოგვეცა შესაძლებლობა, მისი „მსგავსნი“ გავხდეთ. - See more at: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/po...h.bBPDg47F.dpuf

ანუ მიეცა ნიჭი (შესაძლებლობა) მსგავსების, ცხადია ეს არ გამორიცხავს და პირიქით საჭიროებს პირად ღვაწლსაც.

რაც შეეხება დაკარგვას: როგორც შენ წერ პომაზანსკის სიტყვებს:
პირველ ადამიანებში სულიერად ყრმა და უბრალოებით აღსავსე პირველყოფილ მდგომარეობას ზნეობრივი სისუფთავეც თან სდევდა. ღვთისადმი ზნეობრივად მიმსგავსებისა და მასთან შეძლებისდაგვარად მჭიდრო ერთობის დასამყარებლად მიმართულ ძალთა სწრაფად და ჰარმონიულად განვითარებისთვის მათ ყველა მონაცემი გააჩნდათ.

ეს იყო სუფთა, ნათელი, ჯანსაღად მოაზროვნე გონება. მაგრამ ამასთან შეზღუდული და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოკლებული, რაც ცოდვით დაცემით გამოჩნდა კიდეც. მისთვის აუცილებელი იყო შემდგომი განვითარება და სრულყოფა.

ზნეობრივი თვალთახედვით, პირველქმნილი ადამიანი სუფთა და უბიწო იყო.
- See more at: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/po...h.8t9oy8G5.dpuf

ეს სუფთა და უბიწო მდგომარეობა არის საფუძველი "მსგავსებისათვის". ეს სუფთა და უბიწო მდგომარეობა დაკარგეს ადამმა და ევამ პირველი ცოდვით დაცემის შემდეგ ანუ ისინი სულიერად დაბინძურდნენ (დაავადნენ). ამაზე მქონდა სწორედ საუბარი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 9 2015, 05:55 PM
პოსტი #53


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
აბა მე რას ვწერდი ამდენი ხანი? მსგავსები უნდა გავხდეთ მსგავსები არ ვიბადებით და არც ადამი და ევა დაბადებულან, თმცა რასაც წერ თავისთავად სუფთა და უბიწო გონებას რასაც ჩააწვეთებ იმას შეითვისებს ამიტომაც იყო საფუძველი მსგავსებისა, მაგრამ არა მსგავსი, და ამიტომაც მოხდა რომ ეგრევე დაუჯერეს ჯერ გველს ევამ და მერე ადამმა ევას, რასაც აწვდიდნენ იმას იჯერებდნენ, ჯერ როგორ შეაღწია ეშმაკმა სამოთხეში ესეც გასარკვევია, როცა ძველი აღთქმის წმინდანი ადამიანებიც კი ვერ აღწევდნენ მანდ, მოკლედ ადამიანი რომ ძალიან დამცირებულია ამ სამყაროში და იმ სამყაროში მემგონი არ უნდა ამას ბევრი კამათი

ბევრი ვერაფერი საერთო გვაქვს ღმერთთან, ეშმაკიც კი პირდაპირ ელაპარაკება მას და შეუძლია ითხოვოს მონანიება და იმწამსვე აღადგენს ღმერთი მას თავის ანგელოზად, ჩვენ კიდევ ჯერ ჯოჯოხეთში ვიტანჯოთ და მერე კიდე თუ სინანული გვექნა დაველოდოთ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და მერე შეიძლება გვაცხოვნოს ჩვენც ღმერთმა თუ რა თქმა უნდა მანამდე არ მოვხვდით სამოთხეში


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 9 2015, 06:31 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
აბა მე რას ვწერდი ამდენი ხანი?


ეგ მართალია ცოტა ბუნდოვნად წერდი და წმინდა მამების ნაშრომებსაც იწუნებდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ჯერ როგორ შეაღწია ეშმაკმა სამოთხეში ესეც გასარკვევია, როცა ძველი აღთქმის წმინდანი ადამიანებიც კი ვერ აღწევდნენ მანდ,


გველმა რომ სამოთხეში შეაღწია, მაშინ ძველი აღქმის წმინდა ადამიანებიდან მხოლოდ 2 არსებობდა - ადამი და ევა და ორივე მათგანი სამოთხეში იყო smile.gif ძველი აღქმის სხვა მამამთავრებს რაც შეეხება, ისინი მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდნენ როგორც იცი, ასე რომ ეს სხვადასხვა დროს იყო smile.gif.

ისე ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრება მაქვს მოსმენილი, მაგრამ სხვა დროს იყოს.

ციტატა
მოკლედ ადამიანი რომ ძალიან დამცირებულია ამ სამყაროში და იმ სამყაროში მემგონი არ უნდა ამას ბევრი კამათი


სიმართლე გითხრა მე პირიქით ვფიქრობ, გააჩნია როგორ შეხედავ საკითხს. ჩემთვის ამოსავალი მაინც ის არის, რომ ღმერთის განზრახვა ადამიანთან მიმართებაში არის დიდებული და ამის მიღწევისათვის შრომა/წვალების გადატანაა საჭირო, რადგან სხვაგვარად მას არ ექნებოდა ეს ფასი. როგორც ნებისმიერი დაავადებისაგან განკურნება მოითხოვს შრომას/ტანჯვას და მოთმინებას, ასეა ცოდვით დაავადებული ბუნების გამოჯასამრთელებლადაც. ეს უბრალოდ სულიერი კანონია, სხვაგვარად შედეგი ვერ მიიღწევა. სასუფეველი ცათაი იიძულების, როგორც თავად მაცხოვარი ამბობს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 9 2015, 06:40 PM
პოსტი #55


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
მართალი ხარ ალბათ ჯობს რასაც მოვიპოვებთ წვალებით მოვიპოვოთ, რომ მერე დავაფასოთ და აღარასდროს დავკარგოთ როგორც ეს ეშმაკებს დაემართათ გამზადებული დიდება რომ ვერ შეინარჩუნეს. 2 ადამიანი აშკარად უკეთესად ფიქრობს, დღეს მე წვალებით მოპოვება შემიყვარდა მადლობა ), ჩვენ ადამზე უკეთესი უნდა გავხდეთ ქრისტე, ამისთვის კი ბევრი განსაცდელის გადალახვა მოგვიწევს


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 9 2015, 06:56 PM
პოსტი #56


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
ციტატა
გველმა რომ სამოთხეში შეაღწია, მაშინ ძველი აღქმის წმინდა ადამიანებიდან მხოლოდ 2 არსებობდა - ადამი და ევა და ორივე მათგანი სამოთხეში იყო ძველი აღქმის სხვა მამამთავრებს რაც შეეხება, ისინი მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდნენ როგორც იცი, ასე რომ ეს სხვადასხვა დროს იყო .

ისე ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრება მაქვს მოსმენილი, მაგრამ სხვა დროს იყოს.

ისე თემის სათაურს რო დავუბრუნდეთ, ეკლესიური ცხოვრება ხო? რას ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება ქრისტეს დამსგავსებას ალბათ და როცა ვამბობთ ეკლესიის გარეშე ვერ გადავრჩებითო ალბათ სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ რაც არ უნდა საქმეები დააგროვოს ადამიანმა ვერ გადარჩება რადგანაც ვერ გადარჩნენ ძველი აღთქმის წმინდანებიც ქრისტეს გარეშე. ალბათ ეს არგუმენტი ყველაზე რეალური იქნებოდა, მაგრამ ახლა რა ვუყოთ ამდენ მილიარდობით ქრისტიანს? რომლებშიც არამართლმადიდებლებიც მოისაზრებიან, ისინიც ვერ გადარჩებიან? კათოლიკეების წმინდან დედა ტერეზას საქმეებიც ქონდა და ეკლესიის წევრიც იყო, მაგრამ არა მართლმადიდებელური და ჯოჯოხეთში მოხვდებოდა ის? და აქ პავლე მოციქულის სიტყვები აღარ გამოდგება ვისაც ქრისტეს სახელი არ სმენია თავისი სინდისით განიკითხებაო. ძალიან რთულია უბრალოდ ამის გაგება ჩემთვის ამდენი ხალხი უნდა გავუშვათ ჯოჯოხეთში?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 9 2015, 07:28 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(sanfol @ Mar 9 2015, 06:56 PM) *

damiane80

ისე თემის სათაურს რო დავუბრუნდეთ, ეკლესიური ცხოვრება ხო? რას ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება ქრისტეს დამსგავსებას ალბათ და როცა ვამბობთ ეკლესიის გარეშე ვერ გადავრჩებითო ალბათ სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ რაც არ უნდა საქმეები დააგროვოს ადამიანმა ვერ გადარჩება რადგანაც ვერ გადარჩნენ ძველი აღთქმის წმინდანებიც ქრისტეს გარეშე. ალბათ ეს არგუმენტი ყველაზე რეალური იქნებოდა, მაგრამ ახლა რა ვუყოთ ამდენ მილიარდობით ქრისტიანს? რომლებშიც არამართლმადიდებლებიც მოისაზრებიან, ისინიც ვერ გადარჩებიან? კათოლიკეების წმინდან დედა ტერეზას საქმეებიც ქონდა და ეკლესიის წევრიც იყო, მაგრამ არა მართლმადიდებელური და ჯოჯოხეთში მოხვდებოდა ის? და აქ პავლე მოციქულის სიტყვები აღარ გამოდგება ვისაც ქრისტეს სახელი არ სმენია თავისი სინდისით განიკითხებაო. ძალიან რთულია უბრალოდ ამის გაგება ჩემთვის ამდენი ხალხი უნდა გავუშვათ ჯოჯოხეთში?


მესმის რასაც ამბობ.

მაგ კითხვაზე მე პირადად ძალიან მომწონს ერთი ღვთისმეტყველის პასუხი. მასაც ეგ ჰკითხეს, რა ეშველებათ არამართლმადიდებლებს (კათოლიკე, პროტესტანტი, თუნდაც მუსლიმი და სხვ), ყველა ჯოჯოხეთში წავა, ვერავინ ცხონდება?????, მისი პასუხი იყო - არ ვიცი, სამაგიეროდ დანამდვილებით ვიცი, რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი რელიგია, რომლის სწორად მიმყოლი ადამიანი აუცილებლად ცხონდება, რადგან ასე დაადგინა თავად მაცხოვარმა. რაც შეეხება სხვა გზებს (ანუ სხვა რელიგიებს) აქ არსებობს ბევრის კითხვები, ბევრი საფრთხე, ბევრი რისკი ცხონებისათვის. ამ ნაწილში შეგვიძლია ვიყოთ ღვთის მოწყალების იმედზე, რომ ყველას მიეცემა მაქსიმუმი, რისი მიცემაც შესაძლებელი იქნება ადამიანის სულიერი მდგომარეობის მიხედვით და ღმერთმა ქნას ყველა ცხონდეს.

ანუ ეკლესია იძლევა პასუხს კითხვაზე - რომელია ცხონების გზა. რაც შეეხება კითხვას, აბა სხვებს რა ეშველებათ - ეკლესია გვპასუხობს, რომ მართლმადიდებლისათვის ეს კითხვა მხოლოდ ცნობისმოყვარების სფეროდანაა და სრულიად არასაჭიროა ჩვენი სულის ცხონებისათვის. ამიტომაც არ არსებობს მასზე ზუსტი პასუხი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიცით სწორი გზა და ამ გზაზე უნდა ვიაროთ. სხვა გზასთან მიმართებაში ეკლესიის პოზიციაა, რომ ეს საკითხი მივანდოთ ღვთის განგებას, ისევე როგორც მოუნათლავ ჩვილების ცხონებასთან დაკავშირებით. მხოლოდ უნდა გვწამდეს მტკიცედ, რომ ნებისმიერი მიიღებს მაქსიმუმს იმისა, რასაც მისი სულიერი მდგომარეობა განაპირობებს.

ციტატა
ამდენი ხალხი უნდა გავუშვათ ჯოჯოხეთში


რაც შეეხება რაოდენობის თემას, ჯოჯოხეთში ისედაც გაცილემით მეტი ადამიანი ხვდება ვიდრე სასუფეველში, რადგან მრავალნი არიან ჩინებული (ანუ მოწოდებული), ხოლო მცირედი რჩეულნი. ამ შემთხვევაში მაშტაბები დაბრკოლება არ არის. ერთი ადამიანი ამბობდა, რომ ჯოჯოხეთიც კი ღვთის განგებულების ნაწილიაო ცხონების გზაზე. ეს არ არის ასე ვტქვათ დოგმატური სწავლება და ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილია წმინდა მამების მსჯელობა. უბრალოდ სჯობს ის საკითხები, რომელიც ბოლომდე არ არის ჩვენთვის გახსნილი (ღვთის განგებით) ესევე დავტოვოთ და მივანდოთ ღვთის მოწყალებას.

და ბოლოს, კითხვაში შეიძლება თუ არა ადამიანი სხვა რელიგიის მიმდევრადაც ცხონდეს? დაფარულია ძალიან დიდი საფრთხე სულისათვის. თუ ამ საკითხს დადებით პასუხს გავცემთ, მაშინ გამოვა, რომ ეკლესია რაღა საჭიროა, რა საჭიროა მარხვა, ამდენი თავშეკავება და სხვა ანუ ადამიანი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყველაზე იოლ გზას ეძებს ცხონებისათვის, რომ ხორციელ სიამოვნებასაც არ მოაკლდეს და სულიერიც მიიღოს. ეს მსჯელობა კი ძალიან საფრთხილოა და დიდ ვნებებს შეიცავს თავის თავში. ამიტომაა, რომ ეკლესია გვირჩევს მოვერიდოთ ექსპერიმენტებს, თორემ შედეგი შეიძლება ძალიან მძიმე იყოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Mar 9 2015, 07:40 PM
პოსტი #58


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



damiane80
ხო მაგრამ აქ ტექნიკური პრობელემაა ასე ვთქვად მხოლოდ, თუ კი ჩვენ ვაღიარებთ როგორც ქრისტემ თქვა ვერავინ შევა სასუფეველში თუ წყლით და სულით არ იშვება ხელახლაო, მაშჲნ მოგვიწევს უბრალოდ გავარკვიოთ კათოლიკეების ნათლობა ითვლება თუ არა მონათვლად და სხვებისაც, ითვლება?

და რას ნიშნავს ზეციდან შობა?

ადამიანი ინათლება წყლით,მასზე გადმოდის სულიწმიდა და ანუ ამ დროს ინათლება სულიწმიდით.მაგრამ ეს ხო არ არის ასე?!....
რადგან,მათეს სახარება-3:11 აქ წერია:
(იოანე ნათლისმცემელი ეუბნებოდა ხალხს)
"მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით."

ასევე,იოანეს სახარება 1:33
(როდესაც საუბრობდა ქრისტეზე)
"მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი."

ასევე,მოციქულთა საქმენი 19თავი 1-6
1.მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა.
2.და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.
3.უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.
4.მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
5.ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
6.პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

ეს ბოლო შეკითხვა სხვა ფორუმიდანაა, მარა პასუხი ვერავინ გასცა https://forum.ge/?showtopic=34697375&view=f...post&p=43701874


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
koroglishvili
პოსტი Apr 26 2015, 11:06 AM
პოსტი #59


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 26-April 15
წევრი № 14,090



ციტატა(sanfol @ Feb 12 2015, 01:03 AM) *

alex2605
როცა დაგჭირდება



მართალია, ამ ფორუმზე ახლაღა დავრეგისტრირდი, მარა მაინც მივცემ თავს უფლებას და ჩემს აზრს მოგახსენებთ. თუკი ტაძარში ივლი მაშინ, როცა დაგჭირდება, ეს, ამავე დროს, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეკლესიის წევრი ხარ, როცა დაგჭირდება? რადგან ტაძარში სიარული და ეკლესიის წევრობა სხვადასხვა რამეა. მე ასე მგონია, თუკი ხარ ეკლესიის წევრი, სალოცავში სიარული ამ წევრობის ვალდებულებებითაა განსაზრღვული და არა ფსიქოლოგიური ხუშტურით. თუმცა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ტაძარში უნდა მიხვიდე, როცა გაგიჭირდება, მაგრამ ესეც ვერაა რიგიანი პასუხი, რადგან ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა, რომ ცოლთან ბრუნდებოდე მხოლოდ მაშინ, როცა ცხოვრება მიგბეგვავს, ხოლო მთელი დანარჩენი დრო, საყვარლიდან საყვარელთან დაწანწალებდე. მე ვფიქრობ, ჩვენში, და კაცმა რო თქვას, არა მხოლოდ ჩვენში - ეკლესიის წევრობა თავიდანაა ასახსნელი და გასააზრებელი. აქ საინტერესო ისაა, რომ ყოფით მეტყველებაში მრევლი ტაძარში სიარულს ეკლესიაში სიარულს უწოდებს. და აქედან უკვე ჩანს, რომ ამის მთქმელი საკითხში ჩაუხედავია და ბოლომდე არ ესმის, რას ნიშნავს ეკლესია.

კიდევ სულ მცირე "დაჭირვებაზე": კარლ ბარტისა და მოგვიანებით ტილიხის თეოლოგიების გავლენით, რელიგია ფსიქოთერაპიის თავისებურ ფორმად გამოცხადდა. ანუ რომ რელიგია რაღაცაგვარი ფროიდია, რომელიც უნდა მეხმარებოდეს სუიციდზე ხელის აღებაში. დამეთანხმებით, რომ დიდი სჯულისა და ეკლესიის ტრადიციის, მათ შორის, თუნდაც მოციქულთა საქმის პერსპექტივიდან, მარტივად რომ ვთაქვათ, ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა. ასე არ უნდა იყოს. ეკლესია ეხმარება მის წევრს, თუმცა იმის თქმა, რომ ეკლესიის ერთადერთი ფუნქცია არის ეხმარებოდეს და ეფერებოდეს თავის წევრს, მთლად ზუსტი ვერ გამოდის. ეს იგივეა, თქვა, რომ დედობის ერთადერთი ფუნქცია არის მხოლოდ ეფერებოდეს თავის ნაშიერს. გასაგებია, რომ ეს დედობა კი არა ყველაზე საშინელ დედინაცვლობაზე უარესი იქნებოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:30 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი