რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
იმედა |
Jun 28 2009, 02:35 AM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,124 |
იცით, ეს ფორუმი რომ აღმოვაჩინე პირველად გაოგნებული ვიყავი: ღმერთო, რამხელა რწმენაა, რამხელა სიყვარული და სასოებაა უფლის . თურმე როგორი გულანთებული და ღმერთის მოიმედე ქართველობა გვყოლიათქო. აი ესენი, ალბათ ,უყოყმანოდ დათმობენ სიცოცხლეს უფლისთვისთქო. ეხლა კი ვკითხულობ ამ პოსტებს და ისევ გაოგნება მიპყრობს. სადღაც დაკარგულა უფლის იმედი. სულ ფული, ფული და კარგი ცხოვრება. გარბიან და ამართლებენ სხვების გაქცევას საქართველოდან, რადგან აქ თურმე კარგა გვარიან-ფულიანად ვერ ცხოვრობენ, რადგან აქ გაჭირვებაა და ამათ კი კომფორტი ურჩევნიათ სამშობლოში გაჭირვებულ ცხოვრებას. არ გეწყინოთ რასაც ეხლა გიწერთ, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ქართველი კაცის გულში სამშობლოს სიყვარული მინელდა, სადღაც უკან გადაინაცვლა,(ხო,ვთვლი რომ სწორედ სამშობლოს სიყვარულის დეფიციტთან გვაქვს საქმე), რომ დღეს ქართველ კაცს სმა-ჭამა და კომფორტი უფრო ადარდებს, ვიდრე სამშობლოს ბედ-იღბალი.ამან კი განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში იჩინა თავი. რუსეთი თბილისზე მოდისო და----ბენზინის გასამართ სადგურებთან რიგები დადგა----გარბოდნენ, ქვეყნიდან გარბოდნენ ყველა, დიდ-პატარა, და ვის უტოვებდნენ სამშობლოს?... და რო კითხო----სამშობლო უყვართ. რა მოგვდის ხალხო? სად გავრბივართ, ან იმ უცხოეთში რას გავრბივართ,იქ რას ველოდებით ან აქ ვის ანაბარა ვტოვებთ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას? ნახევარი ქართველობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და დაბრუნებაზე იქიდან მეოთხედიც არ ფიქრობს. ამართლებთ :შეეჩვიენ იქაობასო, იქ ცხოვრება მოიწყვეს და აქ რაღა დარჩენიათო. ეს არის სამშობლოს სიყვარული ან მოყვასის სიყვარული?-- ”ოღონდ მე ვიყო კარგად და სულ ერთია სადაც ვიქნებიო”. აღარც ქვეყანა ადარდებთ, აღარც მოყვასი. მიდიან და ტოვებენ მშობლებს, და-ძმას, ნათესაობას, მეგობრებს.---”იქედან ეხმარებიანო”--- ხო თავიდან იქედან ეხმარებიან,--- მერე ისენიც მიჰყავთ. იცით რას ფიქრობენ? -- "დავბრუნდებით, ოღონდ როცა კარგი ცხოვრება იქნებაო". ჩვენს წინაპრებს სამშობლოდან მოცილებას და უცხოეთში გადახვეწას სიკვდილი ერჩიათ,მათაც მასე რომ ეფიქრათ , დღეს ქართველობა აღარ იქნებოდა. რა , მაშინ ულხინდა ჩვენს ქვეყანას? არა, ჩემო კარგებო, ამაზე ათასჯერ მეტი გაჭირვება იყო, პურის ლუკმა ენატრებოდათ, მაგრამ წასვლა აზრად არ მოუვიდოდათ. ამიტომაც მოვედით აქამდე. ჩვენ ? ... რა გვემართება?...ჩვენ მარტო ვზივართ და წინაპრებით ვტრაბახოფთ. არ ვცდილობთ მათ მივბაძოთ, ცოტათი მაინც მივემსგავსოთ. გავრბივართ და უპატრონოდ ვტოვებთ ქვეყანას. " ვაი ჩემო საქართველო, შენ არ გევხარ სხვას" შეიძლება კიდევ ჰქონდეთ გამართლება მათ, ვინც მართლა უკიდურესი გაჭირვების გამო გახდა იძულებული წასულიყო, რათა ოჯახები ერჩინათ. სამწუხაროდ დიდი მასა წასულია იმის გამო, რომ ,როგორც უკვე ბრძანეთ, აქ სათანადოდ არ აფასებენ მათ შრომას, ისეთი შემოსავალი არა აქვთ , რაც მათ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. და უმეტესობა ასეთების საკმაოდ განათლებული ხალხია. იმის მაგივრად, რომ საკუთარ სამშობლოს და ერს მოახმარონ თავიანთი სწავლა-განათლება, უცხო ქვეყანას და უცხო ხალხს ემსახურებიან. ხო, რა უნდა ვთქვათ ამათზე, ვინც კომფორტის და ფუფუნების არქონის გამო დატოვა ქვეყანა. განა როცა დედა ან საყვარელი ადამიანი ავადა გვყავს მივატოვებთ და ვიტყვით:”როცა კარგად გახდება , მაშინ მოვალ, ეხლა მისი ავადმყოფობით დისკომფორტს განვიცდიო?”. არა ხომ? აქაც იგივე ხდება . სამშობლოც ერთია, როგორც დედა. უჭირს ქვეყანას, ავად არის ჩვენ კი მივდივართ და ვტოვებთ, მხოლოდ იმისთვის რომ თავი კრგად ვიგრძნოთ. და ვის უტოვებთ სამშობლოს, თუ თქვენ , ჭკვიანი და განათლებული ხალხი წახვალთ, ვინ მოუაროს ქვეყანას? ეხლა თუ დისკომფორტს ვერ ვიტანთ სამშობლოსთვის, ბოლო ჟამს როგორ გავუძლებთ შიმშილს და გაჭირვებას?ისე მივეჩვევით უზრუნველ ცხოვრებას, რომ, ალბათ დაუფიქრებლად მივიღებთ სატანის ნიშანს. ვიცი რომ ბევრი მამაო კურთხევას არ აძლევს საზღვარგარეთ წასვლაზე, გარდა სასწავლებლად წასვლისა, და მომწონს მათი გადაწყვეტილება.ასე თუ გაგრძელდა , ცოტა ხანში საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან. ჯერ ისედაც რამდენი ვართ, ისედაც არ ვმრავლდებით, და ეხლა ვინც ვართ უცხოეთში წასვლით და იქ დარჩენით, იმათაც გადაჯიშება გვიწერია. ცოტა დავითმინოთ, მადლობა ვუთხრათ ღმერთს იმაზე რაც მოგვცა, დავკმაყოფილდეთ ბოძებულით, უფალს მივენდოთ და უფალიც დაგვინახავს ღვაწლს, მოთმინებას და დაასაჩუქრებს ქართველ ხალხს: ააყვავებს, ააღორძინებს, გააძლიერებს, გაამთლიანებს და განაბრწყინებს ჩვენს საქართველოს. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი! მართალი კრიტიკაა, მაგრამ ნამუსზე შეგდებით და შეგონებებით რომ არ წყდება ემიგრანტების ნაკადი საქართველოდან? საზღვარგარეთაც ემიგრანტებისათვის, ძირითადად „შავი“ სამუშაოა. მხოლოდ მცერე ნაწილს აქვს მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელფასი. ბევრი კიდევ „შავად“ მუშაობს. არა, სახელმწიფომ თუ არ იზრუნა არ გამოვა არაფერი. საქართველოში კი ისეთი ხელისუფლება ვერ მოვიდა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. |
ანნო |
Jun 28 2009, 11:41 AM
პოსტი
#82
|
Newbie თვითონ ხარ :P :D ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 |
ციტატა საზღვარგარეთაც ემიგრანტებისათვის, ძირითადად „შავი“ სამუშაოა. მხოლოდ მცერე ნაწილს აქვს მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელფასი. ბევრი კიდევ „შავად“ მუშაობს. კი მაგრამ იმ "შავ" სამუშაოში იქ გაცილებით მეტს იღებენ ვიდრე აქ "Fashion" სამსახურში...ასე რომ როცა ოჯახს ძალიან უჭირს ურჩევნია იქ წავიდეს... ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რო მარტო მაგისთვის მიდიან...მე ბევრი ადამიანისგან გამიგია სამწუხაროდ ნეტა საქართველოდან წავიდე და დამბრუნებელი არ ვარო...ძაან მტკივა გული როცა ესეთები მესმის... მათი პრობლემა ჩემი აზრით არც უფულობაა და არც უმუშევრობა,უბრალოდ საქართველო არ უყვართ... მე სასწავლებლად წავიდოდი სიამოვნებით...მაქსიმუმ 3 წელი! -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
მაშიკო |
Jun 28 2009, 03:03 PM
პოსტი
#83
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
სამუშაოდ მიდიან ძირითადად, ჩვენს ქვეყანაში ხომ მძიმე სიტუაციაა სამსახურის დაწყების მხრივ
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ანნო |
Jun 28 2009, 05:23 PM
პოსტი
#84
|
Newbie თვითონ ხარ :P :D ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 |
მე ბევრისგან გამიგია :"ერთხელ დაიბადო და ისიც საქართველოში?:
ესეთი ადამიანისთვის აზრი აქ სად იცხოვრებს?მას რა თქმა უნდა ურჩევნია იცხოვროს იქ სადაც ფუფუნებაა... მე ესეთ ადამიანს ვერ დავაფასებ!!! -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
guest |
Jun 28 2009, 06:11 PM
პოსტი
#85
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ანნო
აქ საუბარია მხოლოდ მიზეზებზე და არა იმაზე, თუ ვის რა უყვარს და რა არა. მხოლოდ მიზეზები დაწერეთ, პიროვნებების შეფასება საჭირო აღარ არის. |
ანნო |
Jun 28 2009, 08:41 PM
პოსტი
#86
|
Newbie თვითონ ხარ :P :D ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 |
staywhite
მიზეზი დავწერე უკვე ზევით... მე მაპატიეთ,უბრალოდ მაწუხებს ეს პრობლემა და იმიტო დავწერე...თუ რამე დავაშავე (არამგონია) მაპატიეთ... -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
guest |
Jun 28 2009, 09:13 PM
პოსტი
#87
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ანნო
ციტატა მე მაპატიეთ,უბრალოდ მაწუხებს ეს პრობლემა და იმიტო დავწერე...თუ რამე დავაშავე (არამგონია) მაპატიეთ... არა, ანო, არაფერი დაგიშავებია, მაგრამ შემოსული თავიდან არ წაიკითხავს და ვერ გაიგებს... არაფერია საპატიებელი |
ანნო |
Jun 28 2009, 11:08 PM
პოსტი
#88
|
Newbie თვითონ ხარ :P :D ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 |
staywhite
გასაგებია...შენიშვნა მიღებულია -------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
ზარნაშო |
Jul 4 2009, 12:56 PM
პოსტი
#89
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
არავის არ განვიკითხავ, ვინც უცხოეთშია. მე არ ვყოფილვარ მათ ადგილას და არ ვიცი რას ვიზამდი. ზოგის წასვლა ალბათ მართლა საჭირო იყო, მაგრამ ეს
ჯერ საერთოდაც არ მინდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა, მარა ამ გაჭირვებამ მოიტანა ესე. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
თამარი_ცქნაფო |
Jul 4 2009, 01:01 PM
პოსტი
#90
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მე მინდა წასვლა, ოღონდ სწავლის გამო და ისიც ერთ წელზე მეტი არა... ეჰ,ს ადაა, თორე კი
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ზარნაშო |
Aug 26 2009, 11:19 AM
პოსტი
#91
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
თამარი_ცქნაფო
ჯერ გვკითხე, გიშვებთ? -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
Ligia |
Aug 26 2009, 01:08 PM
პოსტი
#92
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
|
mevargiorgi |
Sep 24 2009, 12:00 PM
პოსტი
#93
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 10-September 09 წევრი № 7,473 |
იმიტო უდებიან წასვლა რო გონიატ იკ უფრო კაი სიტუაცია იკნებაო და კარგად ვიკნებიო, ჯობია საქარტველოში იყო და გამოადგე ქარტულ მხარეს არამცტუ უცხოურ მხარეს. რასიტყვიტ ხალხო ???????????
|
Adam |
Sep 24 2009, 12:11 PM
პოსტი
#94
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 |
3 წელი და წავალ ალბათ საქართველოდან ნავსუ ჯიზნ .. ჭკუაზე არა ვარ ისე მიხარია
-------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
Misha Songulashvili |
Sep 24 2009, 01:39 PM
პოსტი
#95
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
mevargiorgi
ციტატა იმიტო უდებიან წასვლა რო გონიატ იკ უფრო კაი სიტუაცია იკნებაო და კარგად ვიკნებიო, ჯობია საქარტველოში იყო და გამოადგე ქარტულ მხარეს არამცტუ უცხოურ მხარეს. რასიტყვიტ ხალხო ??????????? თუ წახვალ, ისწავლი, ჩამოხვალ და ისე არა ნაკლებ გამოადგები შენს ქვეყანას... იქნებ ვინმემ მითხრას რომ გაცილებით ძლიერი სასწავლო დაწესებულებები არ არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში? თუმცა სამწუხაროდ წასულების დიდი ნაწილი საქურდავადაა გასული... მრავალ ასეთის შესახებ მსმენია და მინახავს... თუმცა ეს იმის ბრალი არაა რომ რამე დაბრკოლებას წააწყდნენ სამსახურის ძებნისას, უბრალოდ ასე უფრო იოლად შოულობენ -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
k@the |
Sep 24 2009, 01:44 PM
პოსტი
#96
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Misha Songulashvili
ციტატა იქნებ ვინმემ მითხრას რომ გაცილებით ძლიერი სასწავლო დაწესებულებები არ არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში? დარგს გააჩნია, ტეხნიკური დარგების სწავლება ნამდვილად არ იყო იმაზე მაღალი ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ეხლა ჩვენი სასწავლო სისტემა, ბოლონიის პროცესის შესაბამისად, ლამაზად ჩამოუთანაბრეს ევროპულს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Misha Songulashvili |
Sep 24 2009, 02:24 PM
პოსტი
#97
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
k@the
ციტატა ტეხნიკური დარგების სწავლება ნამდვილად არ იყო იმაზე მაღალი ვიდრე ჩვენთან. საბჭოთა კავშის დროს რა იყო მე სულა არ ვიცი... მე უბედური პიონერობასაც ვერ მოვესწარი არად როგორ მინდოდა წითელი ყელსახვევი... ისე ტეხნიკურ დარგებში ყველაზე ძლიერი რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნები იყვნენ ამას თქმა არ უნდა... ან იმას რაღათქმ უნდა, რუსული ნივა რომ ჯობია ლენდროვერს? მე ვიცი ეგ ამბავი და არ შემიძლია უარყოფა... -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
ნანინა |
Sep 24 2009, 02:26 PM
პოსტი
#98
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
სასწავლებლად, კიდევ ერთმა ფორუმელმა დაგვტოვა..
-------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Misha Songulashvili |
Sep 24 2009, 02:29 PM
პოსტი
#99
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
ნანინა
ციტატა სასწავლებლად, კიდევ ერთმა ფორუმელმა დაგვტოვა.. user.gif ეგ გასახარია! -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
likka |
Sep 24 2009, 04:04 PM
პოსტი
#100
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
Misha Songulashvili
ციტატა ან იმას რაღათქმ უნდა, რუსული ნივა რომ ჯობია ლენდროვერს? კი, აბა შეადარა რა პ.ს. ვერც ერთ კატეგორიას ვერ ვაძლევ ხმას -------------------- ეჰ...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი