ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
marine |
Nov 20 2023, 09:50 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უნდა აღინიშნოს, რომ ბილწსიტყვაობა ცდილობს ადამიანისათვის ყველაზე წმინდა დაამციროს, გალანძღოს, ლაფში გასვაროს.
ამიტომ ბილწ ლანძღვაში ხშირად გაისმის ღმერთის სახელი, უფრო ხშირად კი სიტყვა - დედა, რომელიც წყალწაღებული არამზადების გარდა ყველასათვის ძვირფასია. ეს ტალახის ნაკადიც არ არის, ეს რაღაც ფეკალური მასაა, რომელიც ნარწყევივით იფრქვევა პირიდან. არსებობს ფსიქიური დაავადება, როცა ადამიანი საკუთარი უწმინდურობით სახეს ითხუპნის და ჭამს მას. სიგიჟის ამ სახეობით იტანჯებოდა, მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ლიტერატურული სიბინძურიდან ფეკალოფაგიაზე გადავიდა. ბილწსიტყვაობა რაღაცით ჰგავს ამ ფსიქიკურ დაავადებას. ადამიანი სირცხვილის გრძნობისაგან თავისუფლდება და ამაშიც ასევე ხედავს თავისუფლებას. ზოგიერთ ისტერიკს ავადმყოფობის გამწვავებისას სხვების თვალწინ გაშიშვლების სიმპტომი აღენიშნება. ცნობილ დაწესებულებაში ეს პროცესი ერთგვარი სახის ხელოვნებად იქცა. არსეგბითად ბილწმესიტყვეც შიშვლდება ყველას თვალწინ და თითქოს იძახის: "შემომხედეთ როგორი გმირი ვარ, ჩემში წვეთიც არ დარჩა სირცხვილისა!" მისტიკური შინაარსით, ბილწსიტყვაობა ბნელი ძალების მოხმობაა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 24 2023, 11:18 AM
პოსტი
#102
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოზარდ ბიჭუნებს "მოდურად გაშიშვლებული" დედების შემყურეთ უადვილდებათ ყველაზე საშინელი ცოდვა "დედის გინება"!
/არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 15 2023, 06:07 PM
პოსტი
#103
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თანამედროვე საოჯახო თუ სასკოლო აღმზრდელობითი მეთოდებისა და განათლების სისტემის სრული უნიათობისა და უკუღმართობის, საზოგადოების ზნეობრივი დაცემულობისა და მისი სულიერი სიღატაკის, ჩვენი ღვთისაგან ღრმა განდგომილებისა და საყოველთაო აპოსტაზიის ყველაზე თავლსაჩინო გამოხატულებად, ერთგვარ "ლაკმუსის ქაღალდად", თავისებურ დემონურ-რიტუალურ "შელოცვად" ქცეული შეგინების სწორედ ეს ფორმულა გამოდგება: "ჩემი დედა..." აგრეთვე: "... ის შვილი ვიყო".
/აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 16 2023, 12:10 PM
პოსტი
#104
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმ. მამათა განმარტებით, დედის მაგინებელი ბილწავს და შეურაცხყოფს დედის წმინდა სახელს... უპირველეს ყოვლისა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელს, რადგან სწორედ დედა ღვთისაა, როგორც წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მამები გვასწავლიან, ყველა ჩვენგანის უპირველესი დედა, საერთო შემწე და შუამდგომელი უფლის წინაშე;
შემდეგ შეურაცხყოფს საკუთარ დედას, ვინც ტკივილებში შობს და მუდამდღE ზრუნავს შვილზე; დედის მაგინებელი იმავდროულად შეურაცხყოფს დედა-ენას, რომელ ენაზეც იგინება და - დედამიწას, რომლიდანაც ღმერთმა შექმნა ჩვენი სხეული, დედამიწას, რომელიც გარდაცვალების შემდეგ კვლავ თავის გულში - თავის წიაღში ჩაგვიკრავს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ არის ის, რასაც წმ. მამები დედის მაგინებელთა შესახებ ამბობენ" ვინც იგინება, ვინც ბილწ სიტყვებს წარმოთქვამს, მისი მფარველი ანგელოზი ტირის, ეშმაკი კი - ხარობს; დედა ღვთისმშობელი ასეთ ადამიანს განეშორება და წყევტს მის მფარველობას, ხოლო ღმერთი სხვადასხვა განსაცდელს, ავადმყოფობასა და უბედურებას უგზავნის და უმრავლებს გამოსასწორებლად და სინანულში მოსაყვანად. სასულიერო პირებს, ღვთისმსახურებს შენიშნული აქვთ, რომ ბილწსიტყვაობის, განსაკუთრებით კი დედის გინების მოყვარულნი სინანულსა და ზიარების გარეშე კვდებიან. ამრიგად, "ბიბლიიდან" გამომდინარე, გინება, ბილწსიტყვაობა - დემონთმსახურებაა; მაგინებელი, მაწყევარი და ბილწი პირის ადამიანი ეშმაკის მსახურია!" /აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 17 2023, 10:23 AM
პოსტი
#105
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვისაც გვსურს ამ სულიერი კეთრისაგან - გინებისა და ბილწსიტყვაობის მომაკვდინებელი ვნებისაგან განთავისუფლება და მარადიული სატანჯველისაგან - გადარჩენა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ, ცოდვებისა და ცოდვითი მიდრეკილებებისაგან გულის განწმენდისათვის - ლოცვებითა და მარხვებით, ბიბლიის - "ღვთის სიტყვის" - ყოველდღიური კითხვითა და შეთვისებით (ღვთის სიტყვითა და ლოცვით ყოველივე განიწმინდება, - ბრძანებს პავლე მოციქული), ეკლესიაში ღვთისმსახურებასა და წმ. საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით, საკუთარი ცოდვვების, მათ შორის, ბილწსიტყვაობის ცოდვების აღიარებით უხილავად ღვთისა და ხილულად მღვდლის წინაშე, რადგან მხოლოდ მღვდელმსახურებს მიანიჭა უფალმა "უსაშინლესი ძალა" (ეფრემ ასურის გამოთქმაა) ჩვენი ცოდვების მიტევება-არმიტევებისა"
/აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 9 2024, 05:17 PM
პოსტი
#106
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გინებისმოყვარეობა უღმერთობის განსაკუთრებული ნიშანია. გინება და ღვთისმგმობელობა ძველ აღთქმაში შეჩვენებული იყო ღვთისგან და მაგინებელი კაცი სიკვდილით ისჯებოდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 03:33 PM
პოსტი
#107
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთისგან მიტოვებულნი, უმადლოდ დარჩენილნი და შეჩვენებულნი არიან მშობლების მაგინებელნიც, - ისინი შეჩვენებულნი იქნებიან მარადისობაშიც და საუკუნო სატანჯველში აღმოჩნდებიან, თუ არ შეინანებენ და არ განიწმინდებიან ამ ცოდვისგან, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ მიატოვებენ დედ-მამის მაგინებლობას. აი, რას აცხადებს მათ შესახებ უფალი-ღმერთი:
"წყეულიმც იყოს დედ-მამის მაგინებელი"; "დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი"; "ვინც დაწყევლის თავის მამასა ან დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს"; "ვინც თავის მამასა და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს". ხოლო, პირიქით, დედ-მამის პატივისმცემელ შვილებს ღვთისგან ყოველი სიკეთე და ხანგრძლივი სიცოცხლე აქვთ აღთქმული ამქვეყნად; "პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას, როგორც გვიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დღეგრძელი იყო, კარგად იცხოვრო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 05:06 PM
პოსტი
#108
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაშ ასე, თუკი გონებაში სალანძღავი სიტყვები გაჩნდებიან, ისინი დემონის წინააღმდეგ მიამრთე: ის არის ამ სიტყვების ავტორი, ამიტომ შენ მას კუთვნილს უბრუნებ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 10 2024, 02:03 PM
პოსტი
#109
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჰოი, ყოვლისმპყრობელო, რატომაა, რომ გველიც კი არ გაგინებს შენ? რატომ შექმენი შEნ გველი უფრო მიმსგავსებული ანგელოსს, ვიდრე ადამიანი?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 6 2024, 09:27 PM
პოსტი
#110
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდაო ღმერთო, დაიფარე ჩვენი ენა ლანძღვა-გინებისგან და გადაარჩინე ჩვენი სიცოცხლე მაგინებლებისგან"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2024, 07:48 PM
პოსტი
#111
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლანძღვა-გინება - ყარს! უკაცრავად...
და ყველასაგან, ვინც იგინება, ბედნიერება დაუკითხავად, ღვთის მადლთან ერთად გაედინება" /ირაკლი ასლანიკაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 21 2024, 08:31 PM
პოსტი
#112
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ვინმე გვერდით გინებითა და ყვირილით ჩაივლიდა და ირგვლივ მყოფნი მას განიკითხავდნენ და აუგს ამბობდნენ, ბერი [მამა ვიტალი სიდორენკო] პასუხობდა: "მე ისე მესმის, თითქოს ტროპარს გალობდეს!" ხოლო თუ ვინმე იგინებოდა, ამბობდა: "რას ამბობთ! ის ხომ დაუჯდომელს კითხულობს გალობით!" ამით გვიჩვენებდა, რომ საკუთარ დაბინდულ გრძნობებს, თვალებს, ყურებს არ უნდა მივაყურადოთ და ვენდოთ - ამით ვერ დაეხმარებით, ბოროტება ასე არ მარცხდება; მას სძლევს მხოლოდ სიკეთე, მხურვალე ლოცვა, აღიარება იმისა, რომ თავად გამოსწორება არ ძალგვიძს. სიყვარული და ღვითს მოხმობა შენც შეგცვლის და გარშემომყოფებსაც"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი