IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

33 გვერდი V « < 31 32 33  
Reply to this topicStart new topic
> აღსარება და ზიარება
marine
პოსტი Feb 15 2018, 01:26 PM
პოსტი #641


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,288
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით.

მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე - მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის."

/უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2018, 10:12 PM
პოსტი #642


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,288
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზიარების საიდუმლოს გამოხატულებაა ბროწეულის ტოტებზე ჩამომსხდარი ხოხბებიც. ასეთი გამოსახულება გვხვდება საქართველოშიც, VI საუკუნით დათარიღებულ ბიჭვინთის ეკლესიაში. ფრინველები მორწმუნეთა სულებს აღნიშნავს, ბროწეულის ნაყოფი კი ქრისტიანულ რელიგიაში ზიარების პურის გამოხატულებაა.

ბროწეული, ერთ კანში მოქცეული მრავალი მარცვალი, სიმბოლოა ეკლესიისა - ქრისტეში შეკრებილი, შეერთებული მორწმუნე მრევლისა.

მაცხოვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და გავრცელებული სიმბოლოს თევზის ბერძნული სახელწოდება "იხტიოს" აერთიანებს პირველ ასოებს ხუთი სიტყვისა - "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი". ამ წოდებაში ვხედავთ იესოს ღვთაებრიობასაც და მის მესიანისტურ დანიშნულებასაც. ამგვარად, თევზი რწმენის სიმბოლოა, რომლის სახელშიც დაშიფრულია მაცხოვრის ბუნება და არსი.

თევზი ევქარისტიული მნიშვნელობითაც გამოისახებოდა, მით უფრო, რომ პირველი ქრისტიანები მას ზიარების დროსაც იღებდნენ. მაგრამ რადგან თევზი მალფუჭებადია, ეს მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა დღემდე გამოისახება სერობის ხატებზე და პურისა და ღვინის მნიშვნელობის გახსნაში გვეხმარება. აღსანიშნავია ისიც, რომ კატაკომბების უძველესი ნაწილის შესწავლისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს თევზის გამოსახულება, რომელსაც ზურგზე პურითა და ღვინით სავსე კალათა ჰქონდა მოკიდებული.

საინტერესოა ორი საფლავის ქვის წარწერაც, რომელთაგან ერთი მცირე აზიაში - ფრიგიაში იპოვეს, მეორე კი საფრანგეთში - გალიაში. ორივე II საუკუნისაა. პირველი ეკუთვნის იეროპოლის ეპისკოპოს ამბერკის. იგი წერს: "რწმენას ყველგან მივყავდი და ყველგან საკვებად მთავაზობდა თევზს სიცოცხლის წყაროდან, იმ დიდ და წმინდა თევზს, რომელიც უბიწო ქალწულის წიაღში სუფევდა და რომელსაც ქალწული ყველა დროში თავის მეგობრებს აძლევდა წყალნარევ ღვინოსა და პურთან ერთად". თევზი უბიწო ქალწულის წიაღში ქრისტეს სიმბოლოა, პური და ღვინო კი დღევანდელობაში მიღებული საზიარებელი.

მეორე წარწერა შეიცავს ჰექტორ ოტენელის ლექსს "იხტიოსელფის" ანუ "იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი, იმედი". მასში ნათქვამია, რომ ციური თევზის ღვთაებრივი მოდგმა უკვდავებას იღებს "სიბრძნის მუდმივ მდინარებაში", "ღვთაებრივ წყლებში". ავტორი მოგვიწოდებს, მივიღოთ მაცხოვრის თაფლივით ტკბილი საკვები და ვიხმიოთ თევზი (ვეზიაროთ). "


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 11:39 AM
პოსტი #643


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,288
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ცოდვა, რომელიც გულს მიჭამდა და არ მასვენებდა. საშინელ დღეში ვიყავი, მაგრამ ვერასგზით ვამბობდი.

ერთხელ, ღვთის წყალობით, მცხეთაში მეგობრებთან ერთად წავედი. არ მახსოვს, ის დღე რა დღესასწაულს დაემთხვა. მივედით სამთავროს მონასტერთან. ტაძრიდან მამა საბა გამოვიდა და თქვა:

- მეუფეს ველოდებით, სადაცაა მოვა. სასწრაფოდ სტიქარით შეიმოსეთ.

ცხოვრებაში პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად, აღმოვჩნდი სტიქარით შემოსილი. მეშინოდა და ვძრწოდი, ჩემი ცოდვა არ მასვენებდა. რაღაც ძალამ მიმიყვანა მღვდელთან. დავემხე აღსარებაზე და ერთიანად აღმომხდა ჩემი ცოდვები. შენდობის ლოცვა წამიკითხა და დამლოცა.

მეუფის მხურვალე ლოცვის თანხლებით ვასრულებდით მორჩილებას სტიქაროსნები და ასე მეგონა, მიწაზე არ დავდიოდი. დიდი იყო ღმერთის მადლი ჩვენზე. ვგრძნობდი, როგორ შემოვიდა გულში ყველას სიყვარული. ბოლოს მეუფე დანიელი გამობრძანდა ბარძიმით და ვეზიარე. წირვის დამთავრების შემდეგ განვიმოსეთ... გაოგნებულები ვუცქერდით ერთმანეთს. გამოვედი ეკლესიიდან და, რას ვხედავ - გაბრიელ ბერი, რომელიც შეუძლოდ იყო და იწვა, გარეთ დაგვხვდა.

თვითონ მოვიდა, ჩამკოცნა და თვალებიდან ცრემლი წასკდა. გაოცებული ვუცქერდი, ვერაფერს მივმხვდარიყავი. უცებ შეჩერდა, თავზე ხელი დამადო და თვალცრემლიანმა მითხრა:

- მადლობა, დიდი მადლობა!

გულის სიღრმეში განვიცადე სიყვარული, უზომოდ დიდი სიყვარული, რადგანაც მივხვდი, ცოდვის მონანიებისთვის მიხდიდა ბერი მადლობას".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

33 გვერდი V « < 31 32 33
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st February 2018 - 05:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი