თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმსახურება _ ეკლესია,

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Sep 19 2009, 12:29 PM

ამ ჯერად ვისაუბროთ ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს სხეულზე, და არა შენობაზე...

რამდენიმე ციტატა პავლე მოციქულის წერილებიდან..

რომაელთა 12: 4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,

5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.

შემდეგ

1 კორინთელთა 6: 15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Sep 20 2009, 09:43 PM

ციტატა

მერე, რა უნდა ვისაუბროთ, ისედაც ყველაფერი ნათელია და გარკვეულია და ჩვენ რაღა უნდა ვისაუბროთ... ახალ ამერიკას ვეღარ აღმოვაჩენთ და ეს თემაც ათასი ჯურის "ვაი მორწმუნეების" ერთერთ საღადაო პოლიგონად გადაიქცევა....

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 20 2009, 10:07 PM

ციტატა

ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე

მაპატიეთ თუ მეშლება მაგრამ მგონი სახარებაში არის ხო სხვადასხვა ეკლესიისთვის დაკისრებულ როლზე საუბარი... dry.gif

ვინმემ კომპეტენტურმა ისაუბროს რა ამის შესახებ...
მართლა ძალიან მაინტერესებს_ ჩვენ რომელ მათგანს მივეკუთვნებით?

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 10 2009, 12:56 PM

ნონა

ციტატა
მაპატიეთ თუ მეშლება მაგრამ მგონი სახარებაში არის ხო სხვადასხვა ეკლესიისთვის დაკისრებულ როლზე საუბარი... ვინმემ კომპეტენტურმა ისაუბროს რა ამის შესახებ...მართლა ძალიან მაინტერესებს_ ჩვენ რომელ მათგანს მივეკუთვნებით?

გამოცხადებაში ჩამოთვლილ ეკლესიებს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 01:12 PM

ციტატა(ნონა @ Sep 20 2009, 10:07 PM) *

მაპატიეთ თუ მეშლება მაგრამ მგონი სახარებაში არის ხო სხვადასხვა ეკლესიისთვის დაკისრებულ როლზე საუბარი... dry.gif

ვინმემ კომპეტენტურმა ისაუბროს რა ამის შესახებ...
მართლა ძალიან მაინტერესებს_ ჩვენ რომელ მათგანს მივეკუთვნებით?

სახარებებში ეკლესიის როლზე ნაკლებადაა საუბარი..უფრო მოციქული პავლეს წერილებში მოიპოვება ამაზე ბევრი ინფორმაცია

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Oct 10 2009, 01:16 PM

ციტატა(athos @ Oct 10 2009, 12:56 PM) *

ნონა

გამოცხადებაში ჩამოთვლილ ეკლესიებს გულისხმობ?

სწორედ...
ჩემთან ბნელა ნამეტანი, მართლა არ ვიცი იქ ნახსენები ეკლესიებიდან რომელს ვეკუთვნით...

ციტატა(sergi_glaxa @ Oct 10 2009, 01:12 PM) *

სახარებებში ეკლესიის როლზე ნაკლებადაა საუბარი..უფრო მოციქული პავლეს წერილებში მოიპოვება ამაზე ბევრი ინფორმაცია

სერგი
მერე დადე ეგ ინფორმაცია.. მე არ მიმიწვდება სამწუხაროდ ხელი ... sad.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 01:16 PM

ნონა

მე ვფიქრობ დასაფიქრებელი ის არის, ის ეკლესია რა მდგომარეობაში იმყოფება რომლის წევრებიცა ვართ

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 10 2009, 01:19 PM

sergi_glaxa

ციტატა
მე ვფიქრობ დასაფიქრებელი ის არის, ის ეკლესია რა მდგომარეობაში იმყოფება რომლის წევრებიცა ვართ

სერგი, შენ შეგიძლია დაასახელო ის პერიოდი, როცა ეკლესია ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო?
პირველ საუკუნეებშიც კი იყო პრობლემები

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 01:21 PM

ციტატა(athos @ Oct 10 2009, 01:19 PM) *

sergi_glaxa
სერგი, შენ შეგიძლია დაასახელო ის პერიოდი, როცა ეკლესია ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო?
პირველ საუკუნეებშიც კი იყო პრობლემები

გეთანხმები პრობლემები იყო და იქნება...

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 10 2009, 01:24 PM

ნონა

ციტატა
სწორედ...ჩემთან ბნელა ნამეტანი, მართლა არ ვიცი იქ ნახსენები ეკლესიებიდან რომელს ვეკუთვნით...

არის ასეთი გადმოცემა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ნაკლებ სარწმუნოა, რომ საქართველოს ეკლესიაში ფილადელფიის ეკლესია იგულისხმება.
ნაკლებ სარწმუნოა იმიტომ, რომ არ ეკუთვნის ავტორიტეტულ ავტორს, და სხვა განმმარტებლები ძირითადად სულ სხვაგვარად განმარტავენ გამოცხადების ამ ადგილს
იყო მაგაზე საინტერესო მსჯელობა, მოვძებნი...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 01:33 PM

მაშ გავააქტიუროთ ეს თემა...

რამდენად ვფგრძნობთ რომ წრისტეს სხეულის წევრები ვართ და რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ქრისტეს სხეულის წევრობა?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2009, 01:37 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Oct 10 2009, 02:33 PM) *

მაშ გავააქტიუროთ ეს თემა...

რამდენად ვფგრძნობთ რომ წრისტეს სხეულის წევრები ვართ და რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ქრისტეს სხეულის წევრობა?

რას გულისხმობ, მთელი ერი რამდენად გრძნობს თუ ერთეული მორწმუნეები?
რაღაც ისეთი საუბარი იყო ზევით, უფრო ერი ვიფიქრე, არადა ერთეულებზე გინდოდა მგონი ლაპარაკი, ხო?

რამდენად გრძნობ, რომ ქრისტეს სხეულის ნაწილი ხარ, ეს ალბათ ცხოვრების წესში უნდა აისახებოდეს.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 01:41 PM

თამარი_ცქნაფო
მე ვგულისხმობ ერს, მაგრამ არა ქართველ ერს- ახალ ერს, ქრისტიან ერს

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2009, 01:43 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Oct 10 2009, 02:41 PM) *

თამარი_ცქნაფო
მე ვგულისხმობ ერს, მაგრამ არა ქართველ ერს- ახალ ერს, ქრისტიან ერს

huh.gif ეს ვერ გავიგე... ანუ რჩეულ ხალხს?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 01:47 PM

თამარი_ცქნაფო
სენი აზრით რა არის ეკლესია?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2009, 01:53 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Oct 10 2009, 02:47 PM) *

თამარი_ცქნაფო
სენი აზრით რა არის ეკლესია?

უნდა გიპასუხო, ქრისტე?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 01:55 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
უნდა გიპასუხო, ქრისტე?

ეგეც სეგიძლია..მაგრამ ეკლესია მორწმუნეტა კრებულია, ანუ წევრთა ერთობლიობა ..

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2009, 01:57 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Oct 10 2009, 02:55 PM) *

თამარი_ცქნაფო
ეგეც სეგიძლია..მაგრამ ეკლესია მორწმუნეტა კრებულია, ანუ წევრთა ერთობლიობა ..

რასაკირველია. ჩემთვის ეკლესია არ არის განყენებული, ზებუნებრივი, თეოლოგიური ახსნა-განმარტებებით დახუნძლული ცნება. ეს, უპირველესად, ადამიანთა ერთობაა, რომელიც ცდილობს იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.

ეს გინდოდა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Oct 10 2009, 02:00 PM

sergi_glaxa

ციტატა
ეგეც სეგიძლია..მაგრამ ეკლესია მორწმუნეტა კრებულია, ანუ წევრთა ერთობლიობა ..

ამ ერთობლიობის შეგრძნებას ვკარგავთ ზოგჯერ, უფრო სწორად ხშირად

ნონა
http://church.ge/index.php?showtopic=254&st=20
აქ იყო მსჯელობა მაგ საკითხზე, თუ თემის გაგრძელების სურვილი გექნება, იქ დაპოსტე

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 02:03 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 10 2009, 01:57 PM) *

რასაკირველია. ჩემთვის ეკლესია არ არის განყენებული, ზებუნებრივი, თეოლოგიური ახსნა-განმარტებებით დახუნძლული ცნება. ეს, უპირველესად, ადამიანთა ერთობაა, რომელიც ცდილობს იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.

ეს გინდოდა? biggrin.gif

მინდოდა რა...

უბრალოდ ეკლესია ადამიანებს ტაძარი და ეკლესია ერთმანეტში ერევათ ხოლმე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 10 2009, 02:09 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Oct 10 2009, 03:03 PM) *

მინდოდა რა...

უბრალოდ ეკლესია ადამიანებს ტაძარი და ეკლესია ერთმანეტში ერევათ ხოლმე

კარგი ახლა, სად ტაძარი, როგორც შენობა და სად ეკლესია, ადამიანთა კრებული

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Oct 10 2009, 02:11 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 10 2009, 02:09 PM) *

კარგი ახლა, სად ტაძარი, როგორც შენობა და სად ეკლესია, ადამიანთა კრებული

მეც მაგას ვამბობ..უბრალოდ საერთოდ ბევრი აზრზე არ არის ეჯკლესია რა არის...და ზოგს ის რომ უთხრა ეკლესია ქრისტეს სხეულიაო გიჟად ჩაგთვლის არადა შესაძლოა ტაზრში აღამ ატენებს

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)