დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაწყევლა სასულიერო პირის მიერ, არსებობს ასეთი პრაქტიკა? |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 04:17 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა როდინდელს ჰყვები შენა? ჩვენ პატივს ვცემთ ძველ აღთქმას, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანი მოკვდა და ეხლა ცოცხლობს ახალი აღთქმის ადამიანი... მერე ძველი აღთქმა კი არ გაუქმებულა. ქრისტე ამბობს რჯულის გასაუქმებლად კი არა აღსასრულებლად მოვედიო. ციტატა ქრისტეს არავინ დაუწყევლია კაი, ლეღვის ხე ხომ დაწყევლა?(მათე 21, 18-22) ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა არის ისტორიასა და დროზე ამაღლებული გაფრთხილება ყველა თაობისადმი, შეგონება იმისა, რომ ლეღვის ხის ადგილზე შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს.მას დასჯაც შეუძლია და შენი ნათქვამიდან კი ისე გამოდის, რომ თუკი ქრისტე ვინმეს დაწყევლის, ის სიყვარული აღარ იქნება. მერე ხომ ეტყვის მის მარცხენით მდგომთ:"წარვედით ჩემგან წყეულნო..." ციტატა მე ვარ ეგეთი.. მე ვფიქრობ რომ მართლმადიდებელისათვის დაწყევლა შეუფერებელია.. იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს სიყვარულია... გიყვარდეს მტერი შენიო, მე კი მართალია არასრულფასოვანი ვარ, მართალია ზოგჯერ მიჭირსეს , მაგრამ გაჭირვება არ მაძლევს უფლებას, ვუარყო რომ ქრისტემ მითხრა გიყვარდესო ხოდა შენც და შენნაირებსაც, გავკადნიერდები და გეტყვით:მაშინ იქნებ თქვენ უნდა გადაგეწყვიტათ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონები, სადაც წმინდა მამები და მოციქულები პირდაპირ წყევლიან მწვალებლებს, კერპთაყვანისმცემლებს და ა.შ. იქნებ მათ "შეცდომებზე"მიუთითოთ? წაიკითხეთ სჯულისკანონი, ეგ ხო მაინც ახალ აღთქმაში ხდება,თუ ძველის არ გჯერათ. წყევლა ის კი არ არის:"შენ მოუკვდი დედაშენს", "შენ ჩაგდე კუბოში", "შენ არ გაიხარე"და აღარ გავაგრძელებ. ეს ძალიან ვრცელი თემაა და გაეცანით. და ქრისტიანობა რომ სიყვარულია, ეგ არ ნიშნავს, რომ ზნეობასა და ურჯულოების გაბატონებაზე თვალები დახუჭო და გზა გაუხსნა. თუ საჭიროა უნდა ამხილო და უნდა შეაჩვენო კიდეც, რომ იქნებ ამით მაინც გონზე მოვიდნენ და შეინანონ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ქევანა |
Jul 15 2011, 04:39 PM
პოსტი
#42
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა მერე ძველი აღთქმა კი არ გაუქმებულა. არ გაუქმებულა, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანი მოკვდა თქო და დღეს კიდე შეჩვენება/ანათემა ხდება მხოლოდ მწვალებლებისა და ერეტიკოსების მიმართ და არა ეს: ციტატა 15.წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ! 16.წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 17.წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 18.წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 19.წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 20.წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ! 21.წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 22.წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 23.წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 24.წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ! 25.წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ! 26.წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ! (IIრჯ.თავი 27) ასე იწყევლებოდა პავლე მოციქული? წყეულიც იყავი თუ მოკლავო, ასე თქვა? წყეული იყავი თუ იმრუშებო ასე თქვა? ციტატა კაი, ლეღვის ხე ხომ დაწყევლა? მერე ლეღვის ხე ვინ არის თუ რა? ანუ სულიერია თუ უსულო? პ.ს. თუ ლეღვის ხე გინდა გაიგო როგორც მეტაფორა, კი ბატონო, ასეც შეიძლება, მაშინ გამოდის რომ ის ვინც არაფერს აკეთებს, ვისაც შედეგი არ აქვს, ვინც სულიერად მკვდარია, უნაყოფოა, ის დასჯილია, დაწყევლილია, და რადგან ადამიანს ეძლევა თავისუფალი ნება აირჩიოს ესა თუ ის გზა, გამოდის თვითონ წყევლის თავს, როცა ირჩევს უნაყოფო გზას -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 04:51 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა არ გაუქმებულა, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანი მოკვდა თქო კაცო ადამიანი მოკვდა, აღთქმა და რჯული კი არა. ციტატა და დღეს კიდე შეჩვენება/ანათემა ხდება მხოლოდ მწვალებლებისა და ერეტიკოსების მიმართ და არა ეს: ანათემა არ ხდება მარტო მწვალებლების მიმართ. ცდები. ციტატა ასე იწყევლებოდა პავლე მოციქული? წყეულიც იყავი თუ მოკლავო, ასე თქვა? წყეული იყავი თუ იმრუშებო ასე თქვა? ხალხო წაიკითხეთ რჯულისკანონი და აღარ შემედავებით. ციტატა მერე ლეღვის ხე ვინ არის თუ რა? ანუ სულიერია თუ უსულო?პ.ს. თუ ლეღვის ხე გინდა გაიგო როგორც მეტაფორა, კი ბატონო, ასეც შეიძლება, მაშინ გამოდის რომ ის ვინც არაფერს აკეთებს, ვისაც შედეგი არ აქვს, ვინც სულიერად მკვდარია, უნაყოფოა, ის დასჯილია, დაწყევლილია, და რადგან ადამიანს ეძლევა თავისუფალი ნება აირჩიოს ესა თუ ის გზა, გამოდის თვითონ წყევლის თავს, როცა ირჩევს უნაყოფო გზას ჰაჰაჰა და ეგ პირდაპირ გასაგები რომ არ არის გესწავლება მართლმადიდებელს? აჰა, წაიკითხე განმარტება, ბოლო წინადადება განსაკუთრებით http://www.orthodoxy.ge/tserili/pasukhebi/legvis_khe.htm ციტატა მერე ლეღვის ხე ვინ არის თუ რა? ანუ სულიერია თუ უსულო? და "წარვედით ჩემგან წყეულნო"-ვინ არის თუ რა?სულიერია თუ უსულო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 15 2011, 05:24 PM
პოსტი
#44
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ქევანა
ციტატა ეს ვინ გამოჩენილა მომენატრეთ პატივცემულო თუ ზედმეტობაში არ ჩამითვლით როგორ გეკადრებათ, გენაცვალოთ ჩემი თავი. მეც მომენატრეთ. ციტატა როდინდელს ჰყვები შენა? ჩვენ პატივს ვცემთ ძველ აღთქმას, მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანი მოკვდა და ეხლა ცოცხლობს ახალი აღთქმის ადამიანი... ქრისტეს არავინ დაუწყევლია ყოჩაღ, ქევან, შენ რამდენი გცოდნია. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
ქევანა |
Jul 15 2011, 07:42 PM
პოსტი
#45
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
GIORGI LELUASHVILI
ჰა წაიკითხე შენ ეს http://www.orthodoxtheology.ge/2011/07/blog-post_10.html და წავალ მე სჯულისკანონს წავიკითხავ ციტატა "წარვედით ჩემგან წყეულნო" ეგ ლეღვის ხეს უთხრა? ხოდა ისა, ჩვენმა საერთო ნაცნობმა არ გაგაფრთხილა რომ მე წავუსოფისტებ? რაფრა მოუვიდა ეგე? dzvelmartlmadidebeli ნუ დამცინით პატივცემულო მე თეოლოგიაში ჩაინიკი ვარ, ვიცი GIORGI LELUASHVILI მოიცა, ეხლა გავქექე ინტერნეტი... შენ რომ ამბობ რჯულისკანონიო, გულისხმობ მცირე სჯულისკანონს ხომ? ანუ ეს: მცირე სჯულისკანონი ოთხი ნაწილისგან შედგება: 1) VI მსოფლიო კრების (ტრულის 692წ. კრება) კანონები. 2) კანონნი შეცოდებულთანი იოანე მმარხველისა. 3) კანონნი დღითი-დღეთა ცთომათანი. :0 მსოფლიო კრებაზე მიღებული კანონები? იცოდე, გიო, გავარკვევ თეოლოგებთან ეს საეკლესიო სამართალი ბოლოს მომიღებს მაგიტომ ვერ ვიტან იურისტებს, კანონები უნდა იზუთხონ მე კრიმინალისტიკა მიყვარს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 15 2011, 08:17 PM
პოსტი
#46
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ქევანა
ციტატა ნუ დამცინით პატივცემულო მე თეოლოგიაში ჩაინიკი ვარ, ვიცი არა, რა დაცინვა. რას ამბობ. ნამდვილად გულწრფელად გითხარი, ოღონდ ხუმრობით. ან ეს "პატივცემულო" რაღა უბედურებაა მოკლედ, არ მიწყინო. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
George Leluashvili |
Jul 15 2011, 09:18 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ქევანა
ციტატა ჰა წაიკითხე შენ ესhttp://www.orthodoxtheology.ge/2011/07/blog-post_10.html ეს ლინკი რომ დამიდე, წაიკითხე საერთოდ რაზეა მანდ საუბარი? ცუდად არ გამიგო დაო, მაგრამ ამ წერილში წმინდა იოანე ოქროპირი არათუ უარყოფს ანათემას, არამედ გვასწავლის მის მნიშვნელობას..იგი ამბობს იმას, რომ ჩვენ ამ სიტყვას ვხმარობთ, მაგრამ არც კი ვიცით რას ნიშნავს იგი.აი ამის დამადასტურებელი ციტატა:მითხარი, რას ნიშნავს ის, რასაც ”ანათემას” უწოდებ? დაუკვირდი, რას საუბრობ, შეისწავლე, რასაც ამბობ, შეიმეცნე მისი ძალა? იგი ამბობს იმას, რომ ამ სიტყვის წარმოთქმა და მისი ვინმეზე გადაცემა ძალიან საფრთხილო საქმეა. მოციქულმა მხოლოდ ორ შემთხვევაში, ჩანს აუცილებლობის გამო, წარმოთქვა ეს სიტყვა და გვიჩვენა ვის განუკუთვნა იგი. მან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში თქვა: ვისაც არ უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ანათემა იქმნეს! (1 კორ: 16.22) და ”თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს!” (გალ: 1.9). ციტატა ეგ ლეღვის ხეს უთხრა? კაცო ხომ დაგიდე ლეღვის ხის განმარტება?წაიკითხე?ლეღვის ხე თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს. ან ეს რა შუაშია, ვისაც უთხრა?ხომ ეტყვის მის მარცხენით მდგომთ:"მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული."(მათე 25,41) ციტატა მოიცა, ეხლა გავქექე ინტერნეტი... შენ რომ ამბობ რჯულისკანონიო, გულისხმობ მცირე სჯულისკანონს ხომ? არა, მცირე არა.დიდი უმჯობესია დიდი სჯულისკანონი. მოციქულთა განჩინებები და შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ მიღებული კანონები. ციტატა მსოფლიო კრებაზე მიღებული კანონები? და მოციქულთა განჩინებები -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Jul 16 2011, 01:47 PM
პოსტი
#48
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
1-გიყვარდეთ მტერი თქვენნი.
2-წინ აღუდექით სამშობლოს მტერს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
dzvelmartlmadidebeli |
Jul 16 2011, 05:23 PM
პოსტი
#49
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
A.V.M
ციტატა აქედან გამომდინარე თუ უფლის მტერს სასულიერო პირი დაწყევლის არანაირი სიახლე და გაუგებრობა არაა. უფლის მტერი არის ერეტიკოსი. ცხადია, რომ ერეტიკოსებს ეკლესია ანათემას გადასცემდა (რაც წყევლის ტოლფასია). მაგრამ, აქ ლაპარაკი წამოვიდა ერთი მღვდლის მიერ პარლამენტარების დაწყევლაზე. მე მაინტერესებს, თქვენი აზრით, პარლამენტარები უფლის მტრები არიან? და თუ არიან რაში გამოიხატება მათი მტრობა? მეტიც, ისინი თუ უფლის ასეთი მტრები არიან, მაშინ ალბათ თვით თქვენს საპატრიარქოს და სხვა ეპისკოპოსებსაც უნდა დაეწყევლათ ისინი, როგორც ღვთის პირისგან შეჩვენებულები. მათ კი ეს არ უქნიათ. ამდენად, ხომ არ გეჩვენებათ, რომ კონკრეტული მღვდლის არაკანონიკური ქმედების დამცველი გამოდიხართ? არ მიგაჩნიათ მართებულად, რომ მართლმადიდებელი ქრისტეანი მართლმადიდებლურ პრინციპებს უნდა იცავდეს და არა კონკრეტულ მღვდლებს, მითუმეტეს თუ მათი ქმედება სცილდება მართლმადიდებლური სჯულისა და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს?! ციტატა ანათემას გადაცემა ნიშნავს არა მარტო ადამიანის,არამედ მისი ჯიშისა და მოდგმის დაღუპვას.როგორც უფალი ეუბნევა მოწაფეებს:რაოდენი შეკრათ მიწაზე კრულ იყოს ცაში და რაოდენი გახსნათ მიწაზე ხსნილ იყოს ცაში. არ გეწყინოთ, მაგრამ ეს სრულიად არაკანონიკური და მიუღებელი აზრია. ახალაღთქმისეული წმიდა წერილისა და დიდი სჯულისკანონის მიხედვით, ყველა თავისი ცოდვებისთვის ისჯება და არა, ვთქვათ, წინაპრების ცოდვებისთვის. მართლაც, რატომ უნდა დაისაჯოს, მაგალითად, უღვთო წინაპრის გულისთვის, სრულიად უდანაშაულო მოდგმა, მით უფრო თუ ის მართლმადიდებელია. ასეთი განსჯა უფლის სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის საწინააღმდეგოა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
A.V.M |
Jul 16 2011, 06:16 PM
პოსტი
#50
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
dzvelmartlmadidebeli[quote]
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
dzvelmartlmadidebeli |
Jul 17 2011, 02:12 PM
პოსტი
#51
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
A.V.M
ციტატა სწავლება ანათემის შესახებ ჩემი მოგონილი არაა და როგორც მე ვიცი ანათემას გადაცემა არამარტო პიროვნების,არამედ მისი საგვარეულოს დასჯაა.ეს მე არ მომიფიქრებია,ასე,რომ მე ვიღებ იმას რასაც მაძლევს ჩემი სარწმუნოება. თუ მართლმადიდებელი ხართ, მაშინ ანათემის ასეთი გააზრება არასწორია. ანათემა (ბერძნ. ἀνάθεμα) წარმოადგენს უმაღლეს საეკლესიო სასჯელს მძიმე შეცოდებებისთვის (ძირითადად, მართლმადიდებლობის ღალატის, მწვალებლობისა და განხეთქილებისათვის). ანათემის დროს ეკლესიისგან (ანუ მართლმორწმუნეთა ერთობისა და საეკლესიო საიდუმლოთაგან) მოიკვეთება ის პირი, ვის წინააღმდეგაც იქნა გამოთქმული ანათემა და ის არანაირად არ ეხება ანათემირებული პირის ახლობლებს ან მის მოდგმას. ასე, მაგალითად, თუ ეკლესიამ ანათემას გადასცა მავანი კაცი, რომლის შვილებიც ეკლესიის წევრები არიან, ცხადია, ანათემას გადაეცემა არა მთელი ოჯახი, ან მათი მოდგმა და შთამომავლობა, არამედ მხოლოდ კონკრეტული პიროვნება. ის, ვისაც არანაირი საეკლესიო დანაშაული არა აქვს, შეუძლებელია ანათემირებული იყოს. ასეთ შემთხვევაში, დაირღვევა ღმრთის სამართლიანობა - დაისაჯოს ის, ვისაც არანაირი დანაშაული არ მიუძღვის. ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთი, უპირველეს ყოვლისა სიყვარული და სიმართლეა. ციტატა პირადად მე არაფერი მწყენია,პირიქით ყოველთვის მომხრე ვარ ნებისმიერი საუბრის,ნებისმიერ პიროვნებასთან საიდანაც შეიძლება სარგებელი მივიღო.(ოღონდ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს,სიტუაციის დაძაბვის გარეშე) ცხადია, არც მე ვარ ამის წინააღმდეგი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
A.V.M |
Jul 17 2011, 02:19 PM
პოსტი
#52
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მოდი ასე ვთქვათ
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
dzvelmartlmadidebeli |
Jul 17 2011, 08:21 PM
პოსტი
#53
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
-------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
A.V.M |
Jul 17 2011, 08:32 PM
პოსტი
#54
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
dzvelmartlmadidebeli
ძალიან ცუდი ლოგიკური აზროვნება და დედუქციის ნიჭი მაქვს და ვერ მივხვდი 53-ე პოსტში რას გულისხმობ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Jul 17 2011, 08:47 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ეთი სასულიერო პირი თუ გადაეცემა ანათემას, რატომ უნდა მოხდეს მის შთამომავლობაზე იგივე? ეს ჯერ ერთი ლოგიკურადაც ვერ ჯდება, ვერც სარწმუნოებრივად და ვერც სამართლებრივად. ასეთი რამ არც სჯულისკანონში წერია და არც წმინდა წერილში. ციტატა ქამის შვილთაშვილის შვილი რა შუაში იყო იმასთან რომ ქამმა დასცინა მთვრალ ნოეს? ეს მაგალითი კი არასწორია, რადგან ნოე აქ პირდაპირ წყევლის მთელ შთამომავლობას და არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას.ამ დაწყევლაში შეიძლება იცი რას ქონდეს ადგილი?აი, მაგალითად კაენისგან, როგორც პირველი მკვლელისა და არჯულო პიროვნებისგან წარმოსდგა მხოლოდდამხოლოდ ბოროტი მოდგმა, იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ ქამის შემთხვევაშიც;ანუ ქამის შთამომავლობა მამის არასწორ გზას მიყვებოდა და შესაძლოა ნოემ ეს წინასწარ განჭვრიტა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Jul 17 2011, 09:04 PM
პოსტი
#56
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
GIORGI LELUASHVILI
იმედია შენ მაინც მიგახვედრებ რაც მინდა. მე და ბატონი ძველმართლმადიდებელი თუ კარგად მასხოვს იმაზე კი არ ვბჭობდით ერთი მღვდელი გადასცემს ანათემას,ორი თუ ათასი. ჩვებ ვსაუბრობდით იმაზე,რომ სასულიერო პირის მიერ შთამომავლობა დაწყევლილი ადამიანის წყევლა ხდება თუ არა და რამდენად სამართლიანია ეს. როცა ნოეს მაგალითი მოვიყვანე შევეცადე კიდევ ერთხელ შემეხსენებინა,რომ ჯიშის დაწყევლა არსებობს და შემდგომში ეს წყევლა ხდება. და ამ დაწყევლის შემდეგ უდანაშაულოც (ერთი შეხედვით) იშჯება. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Jul 17 2011, 09:09 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
მე არ ვლაპარაკობ მთლიანად შთამომავლობის დაწყევლაზე, არამედ ერთი ადამიანის დაწყევლაზე, რომლის შედეგადაც (ვითომ) მთლიანი შთამომავლობა ავტომატურად იწყევლება. მე ვამბობ, რომ ეს თვალსაზრისია არასწორი. ციტატა ანათემას გადაცემა ნიშნავს არა მარტო ადამიანის,არამედ მისი ჯიშისა და მოდგმის დაღუპვას. აი, შენ რომ ეს დაწერე, მე ეს ისე გავიგე, რომ თითქოს როცა ერთი პიროვნება გადაეცემა ანათემას, ეს მთლიანად შთამომავლობის გადაცემას ნიშნავს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Jul 17 2011, 09:42 PM
პოსტი
#58
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
[quote]
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Jul 17 2011, 10:29 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა დღეს სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით მე და ერთი ჩემი ძმაკაცი სემინარიის სტუდენტი.(მამა ბართლომეს მოქმედებაზე) საინტერესო იქნებოდა -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Jul 17 2011, 10:51 PM
პოსტი
#60
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
GIORGI LELUASHVILI
მართლა კარგი საუბარი გვქონდა.მე და ეგ(ჩემი ძმაკაცი)ერთად რომ ვხვდებით ხალხი ჩვენგან გარბის,არ გვიჩერდება არავინ მიიცა პირადში მოგწერ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი