თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ლოცვა

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 17 2007, 03:40 PM

დამლოცეთ მამაო

თქვენი აზრი მაინტერესებს როგორ დაგვეხმარება საზვერეებზე რაც აქ დედამიწაზე გვილოცვია? კანონები შვიდგზის ლოცვები დილის ღამის და ჭამის წინ ლოცვები ეს ყველაფერი ხომ დაგვეხმარება საზვერეების გასავლელად? ჩვენი მფარველი ანგელოზი ამ ლოცვებს და ჩვენ კაი საქმეებს ხო ინხავს რათქმაუნდა თქვენ რას მეტყვით? smile.gif unsure.gif რათქმაუნდა გულით და რწმენით როცა ვლოცულობთ და არა პროსტა სიტყვებს ვიმეორებთ და ფიქრი სხვაგან გვაქ ხშირად მომდის ისე მასე ნელნელა ვერევი და ღმერთს ვთხოვ ხოლმე ლოცვის და გალობის ნიჭი მომცეს და სწორად ვილოცო ყოველ ლოცვის წინ .

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Dec 27 2007, 01:18 AM

საზვერეების გავლასა და გადარჩენაში შეგვეწევა არა ჩვენი ქმედება, არამედ საღმრთო მადლი, რომელსაც მოვიხვეჭთ მიწიერ ცხოვრებაში პირადი ღვაწლითა და ეკლესიის ლოცვით. ლოცვა, მარხვა, მოწყალება, ქადაგება და ა.შ. არიან მოღვაწეობის სახეები. „წაგვადგება” ის ლოცვა, რომელიც იქნება გულმოდგინებითა და ყურადღებით აღსრულებული, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს. კაცობრივი უძლურების გამო შეიძლება ვიფანტებოდეთ, მაგრამ როცა ადამიანი ცდილობს ილოცოს ბაგეებით, გონებით, გულით, როცა ცდილობს გარეგნული ცხოვრება შეესაბამებოდეს ლოცვას, უფალი აუცილებლად შეისმენს და შეიწყალებს მას.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Dec 27 2007, 01:55 AM

ციტატა
საზვერეების გავლასა და გადარჩენაში შეგვეწევა არა ჩვენი ქმედება, არამედ საღმრთო მადლი, რომელსაც მოვიხვეჭთ მიწიერ ცხოვრებაში პირადი ღვაწლითა და ეკლესიის ლოცვით. ლოცვა, მარხვა, მოწყალება, ქადაგება და ა.შ. არიან მოღვაწეობის სახეები. „წაგვადგება” ის ლოცვა, რომელიც იქნება გულმოდგინებითა და ყურადღებით აღსრულებული, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს. კაცობრივი უძლურების გამო შეიძლება ვიფანტებოდეთ, მაგრამ როცა ადამიანი ცდილობს ილოცოს ბაგეებით, გონებით, გულით, როცა ცდილობს გარეგნული ცხოვრება შეესაბამებოდეს ლოცვას, უფალი აუცილებლად შეისმენს და შეიწყალებს მას.

დიდი მადლობა smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)