ქართული საეკლესიო გალობის მოამაგენი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საეკლესიო გალობის მოამაგენი |
ზებედე |
Nov 15 2006, 10:16 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II ქართული საეკლესიო გალობა ქართული საეკლესიო გალობა ყვაოდა როგორც ჩვენს სამეფოში, აგრეთვე მის გარეშე მრავალ ქართულ მონასტრებშიაც. გალობას ქრისტიანობა მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წირვა-ლოცვაში და, საზოგადოდ, ღვთისმსახურებაში. ამით აიხსნება ის დიდი პატივისცემა, რომელშიაც ჰყავდათ მგალობლები ჩვენს წინაპართ. ისინი მუდამ იყვნენ სასურველნი პირნი ჭირსა და ლხინში, და ღვთიური ჰანგებით უღვიძებდნენ ხალხს სარწმუნოების თბილ გრძნობას. ყველა ხალხს არა აქვს ნიჭი, შექმნას საკუთარი ნაციონალური გალობა. ზოგმა ვოკალური გალობა რომ ვერ შექმნა, მიჰმართა ინსტრუმენტალურ მუსიკას (კათოლიკენი). ჟ.ჟ.რუსსო თავის მსჯელობაში მუსიკაზედ (Diction de Musique) ამბობს: „საღმრთო საგალობელნი არ უნდა იყვნენ გამომხატველნი ვნების მღელვარებისა, არამედ მხოლოდ მისი დიდებულებისა, რომელსაც მიეწერებიან და ემსახურებიან“. გალობაში არის ერთგვარი ფასდაუდებელი სიმდიდრე, რომელიც ძნელი მისაწვდომია და რომელსაც იწვევს ხმის ამაღლება-დადაბლება და გაგრძელება (Деян. Всел. Собор. изд. при Казан. дух. Акад. ტ. VI, გვ. 306; 75-ე მუხლი მეექვსე მსოფლიო კრებისა). ზოგი ქრისტიანეთაგანი ცდილობს, შემოიღოს ეკლესიაში საზოგადო გალობა. აზრი ამ რეფორმისა არის ქრისტიანობრივ სარწმუნოების გაცხოველება ხალხში, მაგრამ ჩვენ ამას ვთვლით უსაფუძვლო საქმედ და უსარგებლო წყლის ნაყვად, რადგანაც პრაქტიკამ სულ სხვა გვაჩვენა: ამან ვერ უშველა მწვალებლობის გავრცელებას ხალხში, და ხალხი ისევ გარეგან ქრისტიანედ დარჩა. საზოგადოდ, ახალი რაიმეს შემოღება ეკლესიაში უნდა დიდის აწონ-დაწონით ხდებოდეს. აქ საჭიროა შევნიშნოთ, რომ ქართულმა ეკლესიამ, მუდამ მბაძავმა და მიმდევარმა ძველი ქრისტიანული წესებისა, არ იცის საზოგადო გალობა, რომელიც ეკლესიაში დაშლილია XV მუხლით ლაოდიკიის საეკლესიო კრებისა (Деян. девяти помест. соб.; изд. Казан. дух. Акад. გვ.51). ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არათუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს, არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი. ამ მხრით ჩვენი მელოდიები შეუდარებლები არიან, და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს, რომ ასეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის, ჩვენი მორწმუნე ერისთვის. ფრიად დიდი მნიშვნელობა გალობისა ცხადად ჩანს იქიდან, რომ იგი ხორცშესხმულ ჰყოფს, ჰმოსავს მთელ საგალობელს თვისი რბილი და ჰაეროვანი ფორმით: არომატით ავსებს მას, თავს დასტრიალებს, და, როგორც ადამანტი, იზიდავს კაცს გრძნეულ სამეფოში კეთილისა და მშვენიერებისა. ყველა ეს აუარებელი მუსიკალური სიმდიდრე შექმნა შრომისგან წელში გაღუნულმა უკვდავმა და მადლიანმა ქართველმა გლეხმა. ჩვენი გალობის დასაწყისი უძველეს დროს ეკუთვნის, როდესაც ჩვენნი წინაპარნი, ქალდეველნი, ჯერ კიდევ წარმართნი იყვნენ. ჩვენს სიმღერა-გალობას ოთხი-ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს. ახლანდელ ჩვენს ხალხურ სიმღერას უწინ რელიგიური ხასიათი ჰქონდა და საკერპოებში გალობდნენ. ჩვენში შემოტანილმა ქრისტიანობამ ძველი სიმღერა მხოლოდ გააქრისტიანა, მისცა მას რელიგიური ხასიათი. ახლაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა ძალიან წააგვანან ერთმანეთს. შორიდან რომ მოისმინო სიმღერა ხალხისა, ვერც კი გაარჩევ, გალობენ თუ მღერიან; ასეთი მცირე გარჩევაა მათში. ათასწლობით ატკბობს ქართული გალობა ჩვენს სმენას. გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური, როგორც აქვთ ბერძნებსა და სომხებს. ჩვენი გალობის ზეგავლენა ეტყობა ბევრ ხალხს, განსაკუთრებით სლავიანებს, რომელთაც გულუხვად ისარგებლეს ბევრი ქართული კილოთი. ბერძნებისგან ქრისტიანობა მიიღეს, მაგრამ მათი გალობით კი ვერ ისარგებლებდნენ სლავიანები, რადგანაც თვით ბერძნებს არა ჰქონდათ გარმონიული მრავალხმოვანი გალობა. ეკლესიაში გალობის დროს ქართველი კაცი თავის თავს ზეცაში გრძნობს, ქვეყნიურ ზრუნვას სტოვებს და ლმობიერი სულითა და მგრძნობიარე გულით შემოქმედის წინ დგას და ელის მისგან წყალობას. აქ უქარვდება მას ვარამი ქვეყნისა, და გულში ენერგება იმედი უკეთესი მომავლისა. ამით სულდგმულობდა პატარა საქართველო, წილხვდომილი დედისა ღმრთისა, და იმედიც არ უცრუვდებოდა. ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს საეკლესიო გალობას წარსულში. საქართველოში გალობას ასწავლიდნენ როგორც ზეპირ-თქმულობით, ეგრეთვე ნოტებითაც. ძველი ქართული ნოტების ნიმუშები ჩვენამდე მოვიდა (იხილე „საუნჯე“ მოსე ჯანაშვილისა). ეჭვგარეშეა, რომ ძველად ჩვენში სახარებისა და სამოციქულოს კითხვის ნოტებიც იყო. ეს ნოტები იწერებოდა სიტყვების თავზედ და სიტყვების ქვეშ. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელთნაწერმა, რომელშიაც არის ნოტური ნიშნები ასოების თავზედ და მათ ქვეშ. ამით აიხსნება, რომ კილოები სახარება-სამოციქულოს კითხვისა კარგად არის დაცული ჩვენში. ჩვენში გალობა დასცეს მაჰმადიანებმა, რომელთაც საგალობლობის ბუდე - მონასტრები გაანადგურეს. არაერთხელ ჩააქრეს მათ კერა ჩვენი ტკბილი საეკლესიო გალობისა. იავარ-ჰყვეს ჩვენი საეკლესიო კულტურული ცენტრები. მათ ფანატიზმს საზღვარი არა ჰქონდა. ანადგურებდნენ ყველა იმას, რასაც კი ნიშანწყალი ჰქონდა ქრისტიანობისა: ამოაგდეს ჩვენში ბერობა, და ბევრგან სადაც უწინ ქრისტიანობა ყვაოდა, ძირიან-ფესვიანად ამოაგდეს იგი. უნდოდათ, მთელი საქართველო წაელეკნათ მაჰმადიანთა ოკეანეში, მაგრამ ღმერთი შეგვეწია და ღვთისმშობელმა დაგვიფარა. კურთხეულ იყოს სახელი უფლისა. მონასტრების მოოხრების შემდეგ გალობას ვეღარსად სწავლობდნენ და იგი ეცემოდა, ჰქრებოდა და იკარგებოდა. შედეგი ამისა იყო ის, რომ ხალხმა გული აიცრუა ეკლესიებზედ, სადაც ძველებური მელოდიური გალობა აღარ გაისმოდა. ერთი დიაკონი რა რელიგიურ გრძნობას აღუძრავდა ხალხს? ქართული საეკლესიო გალობის მცოდნენი, ღვთის მადლით, კიდევ მოგვეპოებიან და, სრული იმედი გვაქვს, რომ ქართული გალობის აღდგენა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ღმერთო, შენით! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანუდოსელი |
Nov 15 2006, 07:39 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
გუჯა, ღმერთმა გაგახაროს...ეს რა საინტერესო სტატია დადე
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ზებედე |
Nov 15 2006, 08:26 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილი) კარბელაშვილი (1858-1936) (კარბელაშვილები) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა მატიანემ მრავალი გამორჩეული სახელი შემოგვინახა, რომელთა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა არა მარტო ეროვნული ეკლესიის, არამედ, მთლიანად ქართველი ერის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაზე. წინამდებარე წერილში გვინდა გიამბოთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო მოღვაწის, ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილზე. ამ პიროვნების შესახებ ცოტა რამ თუ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ისიც მხოლოდ ქართლ-კახური გალობის გადარჩენასთან კავშირში. იგი ხომ მგალობელი კარბელაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ისიც ცნობილია, რომ ქართლ-კახური გალობა მეორენაირად „კარბელაანთ“ კილოდ იწოდება, მათ მიერ ამ დარგში გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო. მაგრამ ეპისკოპოს სტეფანე კარბელაშვილის საქმიანობა საყურადღებოა არა მხოლოდ ქართული საეკლესიო მუსიკის აღდგენა-დაცვის თვალსაზრისით. იგი მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის აქტიურ მოღვაწედ გვევლინება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, ასევე ქართული სულიერი კულტურის სიძველეთა შესწავლისა და დაცვა-გადარჩენის მიმართულებითაც. იმდროინდელი ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების სინამდვილეში თითქმის არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაშიც მას უშუალო მონაწილეობა არ მიეღოს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ მის პირად არქივსა თუ იმდროინდელ თვალსაჩინო საეკლესიო და საერო მოღვაწეთა პირად არქივებში დაცული დოკუმენტები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან მისი საქმიანობის შესახებ.. ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი დაიბადა 1858 წლის 1 იანვარს, გორის მაზრის სოფ. ქვემო ჭალაში (საამილახვროში), ცნობილი სასულიერო მოღვაწისა და მგალობლის, გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილის ოჯახში. ეპისკოპოსი სტეფანე თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ამ დღეს, მისი მამა მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი ჯვარპატიოსნის ეკლესიაში წირავდა, როდესაც, ზარების წინ, მამა გრიგოლს ბარძიმი გამოუბრძანებია და წარმოუთქვამს: „შიშითა ღვთისათა, სიყვარულითა და სარწმუნოებით მოვედით“, მისთვის ვაჟის დაბადება მიუხარებიათ. ეს ფაქტი თითქოს სიმბოლური იყო და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ვასილის ცხოვრება სწორედ ღვთის შიშით, სიყვარულითა და სარწმუნოებით წარიმართა. მასთან ერთად, კარბელაშვილების ოჯახში კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღიზარდა: ფილიმონი, სიდონია, ანდრია, პოლიევქტოსი და პეტრე. დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი მამა გრიგოლმა და მისმა მეუღლემ ანამ ზედმიწევნით კარგად შეასწავლეს შვილებს მშობლიური ენა, წერა-კითხვა და უძველესი ქართული სიმღერა - გალობა. სასწავლებელში შესვლამდე, 6 წლის ასაკში, ძმებმა ზეპირად იცოდნენ წირვის წესი რვა ხმათა მიხედვით. „... შემდეგ ამისა, ექვსი წლიდან, კერიასთან დამაწყებინა დავითნის კითხვა დედაჩემმა ანნამ და მთელი კანონი დამასწავლა. სხვა კი შევისწავლე მე ჩემი უფროსი დის, სიდონიას ხელმძღვანელობით“ - იგონებს მეუფე სტეფანე კარბელაშვილი. მისი უფროსი ძმა, ფილიმონი, რომელსაც ნიმუშს ეძახდნენ კარგი გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობისათვის, ცნობილი იყო მთელს ქართლ-კახეთში. საოჯახო განათლებასთან ერთად მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილს თბილისის სემინარიაც დამთავრებული ჰქონდა და გარდა იმისა, რომ დაკავებული იყო თავისი უმცროსი და- ძმების აღზრდით, სკოლა ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებს და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. ფილიმონი შესანიშნავი მქადაგებელი ყოფილა მთელს იმ მხარეში, რომელსაც საუკეთესოდ შეეძლო ღვთის სიტყვის მორწმუნეთა გულებამდე მიტანას. ნიკო მესხიშვილის საშუალებით იგი ილია ჭავჭავაძეს კარგად გაუცვნია. წმ. ილია მართალს ძალიან მოწონებია ნიჭიერი, ჭეშმარიტად ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის თავისუფლების მოტრფიალე ფილიმონი. ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ილიას თავის უკვდავ ნაწარმოებში „გლახის ნაამბობში“, მოძღვრის სახეში ფილიმონი ჰყავს გამოყვანილი. მღვდელი ვასილი 1885 წელი საოჯახო განათლების მიღების შემდეგ, ყმაწვილმა ვასილ კარბელაშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. სწორედ აქედან შეიგრძნო სწავლის ძირის სიმწარე: „... როზგისათვის წკეპლებს ჩვენვე გვაზიდინებდნენ ლიახვის ჭალიდან და დღეში ორჯერ და სამჯერ ვიწკეპლებოდით ხოლმე“ - ვკითხულობთ მის მოგონებებში. სიყმაწვილის წლებში ვასილი, ძმებთან ერთად, სოფლის ყოველდღიურ სამუშაოსაც ასრულებდა. ძმების ცხოვრება ისეთივე სადა და უბრალო იყო, როგორც ყოველი გლეხისა. მშობლებმა იგი სოფლის ყოველგვარ სამუშაოს შეაჩვიეს, მაგრამ შრომასთან ერთად, მათთვის სწავლა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდი ხშირად ატკბობდა მლოცველებს ტაძარში, როდესაც მამა გრიგოლი მწირველი მღვდელი იყო. როცა ძმები გალობდნენ, მათ მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდანაც კი მოდიოდნენ. მეუფე სტეფანე კარბელაშვილს ცხოვრების ბოლომდე გაჰყოლია ის საოცარი აღფრთოვანება, რასაც განიცდიდა ხოლმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. დღესასწაულის წინ, ძმები გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ ტაძარს და ამის შემდეგ, გალობითა და ზარების რეკვით ხვდებოდნენ მაცხოვრის აღდგომას. მგალობელი ძმების დებიუტი 1864 წელს შედგა, როდესაც ვასილი ექვსის წლისა იყო. საზეიმოდ თავმოყრილ საზოგადოების წინაშე, 1 მაისს, ცხვილოს ციხის ახლოს, სამი ძმა: ანდრია, პოლიევქსტოსი და ვასილი გამოსულან ხალხური სიმღერების შესრულებით: „ყურშაო“, „ვინცა კაცია“, „ღიღინი“, „გვიბრძანე“, „ზამთარი“, „თამარ მეფე“, „შავლეგო“, „ესო მესო“ და სხვ. ზეიმზე მთელი საამილახვრო და საერისთავო ყოფილა თავშეყრილი, სადაც ძმებს დიდი მოწონება დაუმსახურებიათ. 1867 წელს 9 წლის ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს სასწავლებლად. ძმებმა ამხანაგების საშუალებით, თბილისის სამინარიიდან დაიწყეს ქართლ-კახური სიმღერა-გალობის გავრცელება. ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი სემინარიაში სწავლის პერიოდიდანვე გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. ეს ის დრო იყო, როდესაც ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა წალეკვით ემუქრებოდა ყოველგვარ ქართულს, რისი განსაკუთრებული ტენდენციაც ეკლესიის სფეროში შეინიშნებოდა. გრძნობდა რა უდიდეს მოვალეობას სამშობლოს წინაშე მეუფე სტეფანე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან. მისი წერილები ინტენსიურად იბეჭდებოდა გაზეთებში: „დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, ჟურნალში -„კლდე“ და სხვ. მის პუბლიკაციებში გამოსჭვიოდა მშობლიური ეკლესიის აღორძინებისა და თავისუფლების მოპოვების სანუკვარი ოცნება. იგი „ვინმე ხუცესის“, „ბერი ბერდიას“, „ძველი სემინარიელის“ ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს ქართული ეროვნული საგალობლების აღორძინება-დაცვის, საქართველოს ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნების და ერისათვის სხვა მტკივნეულ საკითხებზე. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1882 წელს, იგი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორიაში, პროფ. კოშკინთან სწავლობდა მუსიკას. მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისთვის. გარკვეული მიზეზების გამო ვასილ კარბელაშვილი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესი გორის ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882-1887) მიერ იკურთხა მღვდლად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სამომავლოდ უნდა წარემართა მამა ვასილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ მას ვასილის პიროვნებაში ღრმად გადგმული ფესვებიც ჰქონდა, რადგანაც სწამდა, რომ სამშობლოს სამსახური იმ ძნელბედობის ჟამს ანაფორით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა. სემინარიის დამთავრების შემდეგ ვასილ კარბელაშვილი 1882 წელს, მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორიაში, პსოფესორ კოშკინთან სწავლობდა მუსიკას. მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისათვის. გარკვეული მიზეზების გამო ვასილ კარბელაშვილი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესის, გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882-1887) მიერ იკურთხა მღვდლად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სამომავლოდ უნდა წარემართა მამა ვასილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ მას ვასლის პიროვნებაში ღრმად გადგმული ფესვებიც ჰქონდა, რადგანაც სწამდა, რომ სამშობლოს სამსახური იმ ძნელბედობის ჟამს ანაფორით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა. დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი 1917 წლის საეკლესიო კრების მონაწილე (დეტალი) სამღვდელო მოვალეობის შესრულების გარდა, მღვდელი ვასილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საღმრთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად სასულიერო და სამრევლო სკოლებში, ასევე უძღვებოდა ქართული გალობის შესწავლის საქმეს. სასწავლო-საგანმანათლებლო ქსელში მისი მოღვაწეობა ეროვნულ პრინციპებზე იყო დამყარებული და ხელს უწყობდა სასწავლებლებში ქართული ენის შესწავლის დანერგვას. მას აშკარა დაპირისპირება ჰქონდა ანტიეროვნული პოლიტიკის გამტარებელ რუს ჩინოვნიკებთან, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ქართულ ენას, ეროვნულ ღვთისმსახურებას და ა.შ. ცნობილია მისი გახმაურებული კონფლიქტი სასულიერო სემინარიის რეაქციონერ მასწავლებელ ნედელსკისთან, როდესაც საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. აღნიშნული დაპირისპირების შედეგი იყო ერთ-ერთი მიზეზი ვასილის გადასახლებისა იმპერიის შიდა გუბერნიაში შემახაში (დღევ. აზერბაიჯანი) 1903 წლის თებერვლის თვეში. გადასახლებას წინ უძღოდა 1903 წლის 2 იანვარს მისი მონაწილეობა მასწავლებლის, მოსე მეგრელიძის დაკრძალვაში. დაკრძალვამ მანიფესტაციის სახე მიიღო, რომელსაც მამა ვასილი ხელმძღვანელობდა და რაც შესანიშნავი საბაბი გამოდგა იმპერიის ხელისუფლებისათვის. მაშინდელი ეგზარქოსი ალექსი (1902-1905 წ.წ.) მღვდელ ვასილ კარბელაშვილს ახასიათებდა, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ანტირუსული პოლიტიკის მომხრე ადამიანს. საქმის გამოძიებისას - დაზვერვის საიდუმლო მიწერილობაში, მამა ვასილი მღვდელ პოლიევქტოსთან ერთად დახასიათებულია, როგორც ხელისუფლებისათვის მეტად საშიში პიროვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ძმები, ვასილი და პოლიევქტოსი, კირიონ საძაგლიშვილის თანამოაზრენი და თანამებრძოლნი იყვნენ. ძმები ბუქარესტში გამომავალ ჟურნალ „Православный Востокь“-ში თანამშრომლობდნენ და ხელს უწყობდნენ მის არალეგარულ გავრცელებას საქართველოში. აღნიშნული ჟურნალი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ანტიიმპერიალისტური ხასიათით, სადაც მკაცრად იყო მხილებული საქართველოს ეგზარქოსისა და სხვა რუსი ჩინოვნიკების მიერ გატარებული პოლიტიკის ნამდვილი არსი. მღვდელი ვასილ კარბელაშვილი ოჯახთან ერთად გადაასახლეს. მისი მეუღლე, მარიამ თეოფანეს ასული ჩიჯავაძე, ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და ავტოკეფალისტის, იოსებ ჩიჯავაძის და გახლდათ. მათ ექვსი შვილი აღზარდეს: ელიზბარი, თამარი, შალვა, ნინო, ელიზავეტა და ბარძიმი. საგულისხმოა, რომ ქალბატონი მარიამი ვასილ კარბელაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი საყრდენი იყო, რომელიც უდრტვინველად ზიდავდა მეუღლეობის მძიმე ტვირთს და სამშობლო საქმეებზე გადაგებული ვასილის გვერდით იდგა მთელი ცხოვრების მანძილზე. ვასილი ხომ ძირითადად ოჯახის ბიუჯეტიდან აღებული თანხებით აღასრულებდა მამულიშვილურ საქმეებს. ასე გამოსცა მან ქართლ-კახური საგალობლების კრებული 1896-1898 წლებში, რაც უდიდესი შრომისა და თავგანწირვის ფასად განახორციელა. ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) განსაკუთრებული აქტიურობით იბრძოდა რუსული ბიუროკრატიული წყობილების შედეგად დაკნინებული ეროვნული თვითშეგნების აღსადგენად და ხელს უწყობდა მომავალი თაობის ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესს. იგი იბრძოდა სასწავლებლებში ქართული ენის დამკვიდრებისათვის, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა იმისათვის, რათა აღსაზრდელს მშობლიურ ენაზე შეეთვისებინა საღმრთო შჯული და ქრისტეს მაღალი მოძღვრება. მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო მომავალ ქართველ დედათა აღზრდა-განათლება და მათში ეროვნული სულისკვეთების ჩამოყალიბება. ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი მეუფე სტეფანემ უდიდესი ამაგი დასდო ეგზარქოსების მიერ გაძარცვული მონასტრებიდან გაბნეული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშების თავმოყრისა და დაცვის საქმეს. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული საეკლესიო მუზეუმის დაარსებისა (1889 წ.) და შემდგომში მისი მუშაობის მიმართულებით; იყო ამ მუზეუმთან შექმნილ მეცნიერთა კომიტეტის წევრი, რომლის მიერ მოძიებულ და გამოკვლეულ იქნა არაერთი ისტორიული საბუთი და სიგელ-გუჯარი. სტეფანე კარბელაშვილი იღვწოდა ძველი ქართული არქიტექტურული ნაშთების შესწავლისა და მოვლა-პატრონობისათვის. იგი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მის მიერ აღწერილი და შესწავლილ იქნა ქართული არქიტექტრული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ის ძეგლები, რომლებიც არ იყვნენ შეტანილი იმ დროის თვალსაჩინო ისტორიკოსებისა და გეოგრაფების მიერ შედგენილ ნუსხებში. საქართველოს ამ უძველესი კუთხის ძეგლთა აღწერა მით უფრო იყო ყურადსაღები, რომ არაქართველი მოსახელობის (სომხების) მიერ მათი მითვისება ხდებოდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს აქტულობა. ქართველი ერის მორალურ-ზნეობრივი სიწმინდისა და სარწმუნოების განმტკიცების მიზნით დეკანოზმა ვასილ კარბელაშვილმა დაბეჭდა და დღის სინათლეზე გამოიტანა ქართული სასულიერო მწერლობის უძველესი ნიმუშები. საყურადღებოა, რომ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში 1924 წელს, როდესაც აღდგენილი იქნა ბოდბის საეპისკოპოსო კათედრა, დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი ხელდასხმულ იქნა ბოდბელ ეპისკოპოსად. იგი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ დამცხრალა ქართული ეროვნული ეკლესიის ისტორიული საფუძვლის განმტკიცებისათვის ბრძოლაში, მისი მოღვაწეობა ცარიზმის, მენშევიკური მთავრობისა და ბოლშევიკების მმართველობის უძიმესი წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცხოვრების ბოლომდე ქართული ეროვნული საქმის ქომაგად დარჩა. იგი გარდაიცვალა 1936 წელს და დაკრძალულია ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
Nov 15 2006, 10:26 PM
პოსტი
#4
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი ქართული გალობის სამსახურში წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამღვდელო და სამღვდელმთავრო მოღვაწეობის ხანა იმ წლებს ემთხვევა, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანი იყო ქართული გალობის, როგორც ეროვნული ფენომენის შენარჩუნების საქმეში. მომავალი მოღვაწე იზრდებოდა მღვდლის ოჯახში, სადაც სხვებთან ერთად სწავლობდა წერა-კითხვას, ხუცურს, გალობას და სხვადასხვა საეკლესიო წესს. მღვდელი მაქსიმე ქიქოძე იყო მოძღვარი გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელისა, რომელიც განთქმული ყოფილა როგორც გალობის დიდი მოამაგე და დამფასებელი. ამიტომ ბუნებრივია, მისი კარის მოძღვარი საეკლესიო გალობის კილოების ზედმიწევნით მცოდნე იყო. პატარა გერასიმე მოუკლებლად ესწრებოდა ღვთისმსახურებას ოზურგეთში. ეს ის დრო გახლდათ, როდესაც ხალხური კულტურა უკვე გადაგვარების საფრთხის წინაშე იდგა. ამ კულტურის მთელი სისრულით მტვირთველი უხუცესები კი თანდათან აკლდებოდნენ წუთისოფელს. დადგა პერიოდი, როდესაც, იმპერიის ბიუროკრატიული აპარატის მიერ იდევნებოდა ეროვნული ნიშან-თვისებები. რის შედეგად ქართული საეკლესიო გალობაც ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან ხელოვნურად შეამცირეს ეპარქიათა რიცხვი. გაუქმდა სამღვდელმთავრო გუნდები. სასულიერო სემინარიასა და სასწავლებლებში აიკრძალა ქართული გალობა. თბილისის სასულიერო სემინარიაში მოსწავლეთა ერთ-ერთი გახმაურებული გაფიცვის მიზეზიც ის იყო, რომ რექტორმა მათ ურჩია, სლავური პარტიტურის ნოტების ქვეშ ქართული სიტყვები მიეწერათ და ისე ეგალობათ, ხოლო ქართული გალობა, როგორც არაჰარმონიული, დაევიწყებინათ. ერთადერთი რგოლი, რომელიც ამ უნიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას ცდილობდა, სასულიერო პირთა ოჯახები და ცალკეული მგალობელ-მომღერლებიღა იყვნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ (1811 წ.), ზეპირგადმოცემის ტრადიციის სირთულიდან გამომდინარე, ქართული გალობა გაქრობის საფრთხის წინაშე დგებოდა. ეგზარქოსებს სურდათ, წირვა-ლოცვის დროს სლავური საგალობლები ეგალობათ. ღვთის განგებით სწორედ ასეთ გადამწყვეტ და რთულ პერიოდს დაემთხვა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მსახურება და მოღვაწეობა. „ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტი“, რომელიც 1860 წელს თბილისში შეიქმნა, საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებას ისახავდა მიზნად. კომიტეტში წლების მანძილზე გადაუწყვეტელად რჩებოდა ის საკითხი, თუ პირველ რიგში რომელი კუთხის საგალობლები უნდა დაეფიქსირებინათ - იმერულ-გურული თუ ქართლ-კახური. ამ საკითხზე დავამ დიდხანს გასტანა. ვიდრე ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ (ოქროპირიძე) არ შემოიტანა განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა ქართლ-კახური კილოს საგალობლების ნოტებზე გადატანას. ხოლო, რაც შეეხება იმერულ-გურული კილოს საგალობლებს, მათზე ზრუნვას ეპიკოპოსი იმერეთის და სამეგრელოს სამღვდელოებას სთავაზობდა. ეს შეთავაზება გაბრიელ ეპისკოპოსს 1884 წლის 17-18 ნოემბერის კრებაზე წარუდგენია სამღვდელოებისათვის. გაბრიელ ეპისკოპოსმა ბრძანა: „მოიფიქრეთ ამ საგანზედ კარგად და დანიშნეთ კომიტეტი, რომ ამ საქმეს წაუძღვეს და ყველასთვის საგულის-გულო საქმე აღსრულდეს“. მცირე ხნის სჯა-ბაასის შემდეგ ქალაქ ქუთაისში ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის თავმჯდომარედაც მღვდელი დავით ღამბაშიძე დაინიშნა. კომიტეტი ექვსი წევრისგან შედგებოდა. კომიტეტის პირველი სხდომა 1885 წლის 30 იანვარს ჩატარებულა. მცირე ხნით ადრე, ჟურნალი „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ თბილისში ინახულა ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ევროპაში მიღებული ჰქონდა ბრწყინვალე მუსიკალური განათლება და ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანის საკითხისადმი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაინტერესება შეატყობინა. ამ საქმის თავადაც დიდად მოსურნე ფილიმონმა წერილით მიმართა ეპისკოპოსს და ქუთაისში ჩასვლისა და იქ საქმიანობის ნებართვა ითხოვა. წერილმა გაბრიელ ეპისკოპოსი დიდად გაახარა და მაშინვე მისწერა ფილიმონს: „დიდად მოხარული ვიქნები, პირიქით, იმ დროისთვის, ბევრ გამოჩენილ პირსაც დავისწრებო“. ფილიმონ ქორიძე ქუთაისში საკუთარ გუნდთან ერთად ჩასულა და წირვაზე უგალობია. ქორიძეს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ცნობილი მგალობლები დაახვედრა: ჯაბა და ტელემავ გურიელები, ანტონ და დავით დუმბაძეები, მელქისედეკ ნაკაშიძე, ნესტორ კონტრიძე (გურიიდან); დიმიტრი ჭალაგანიძე (მარტვილიდან); ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, რაჟდენ ხუნდაძე, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლაინე შოთაძე, დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე (ხონიდან). გაბრიელ ეპისკოპოსს საქები და სადიდებელი სიტყვები მოუხსენებიათ ფილიმონისთვის: „გმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს ფილიმონს დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა დაასრულებიეს, და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში. მათი სწავლა-განათლება, ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნად მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას, მძლავრის ხმით დასძახა: „აწი უნდა აღსდგეო, და ჩვენი ხმათა სიშვენიერე და სიდიადე, სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდეს“. წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თხოვნით, 1884 წლის მარტის პირველ რიცხვში ქუთაისში გაიმართა სასულიერო კონცერტი: გაბრიელ ეპისკოპოსს სურდა, ფილიმონის ნამუშევარს გასცნობოდა, რათა უფრო იმედიანად მიენდო მისთვის გალობის ნოტებზე ჩაწერის საქმე. კონცერტი წარმატებული გამოდგა. საზოგადოება აღტაცებაში მოუყვანია იმ ფაქტს, რომ ქართული გალობა-სიმღერის ნოტებზე ჩაწერა შესაძლებელია. ქართული საეკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, დაუყოვნებლივ დაეწყოთ გურიასა და იმერეთში მცოდნე მგალობლებისაგან საგალობლების ნოტებზე ჩაწერა. ეპისკოპოსის გაბრიელის შეწევნითა და ლოცვა-კურთხევით ქართული გალობის ნოტებზე გადაღების სამუშაოების შესასრულებლად 4000 მანეთი შეუკრებიათ. ფილიმონ ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა და იოანე ოქრიპირის წირვის საგალობლები. სულ ჩაიწერეს 400 საგალობელი, რომელიც კომიტეტმა შეამოწმა და მოიწონა. ნოტებზე გადაღებული გალობა ორჯერ იგალობეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში, ერთხელ ზესტაფონში და ერთხელ მარტვილში - პეტრეპავლობას. გახარებული სამღვდელოება მადლობას უძღვნიდა ამ საქმის მოთავეებს: „პირველად ქება და დიდება იმას ეკუთვნის, ვინც გამოიწვია სამღვდელოება ამ კეთილ საქმისათვის, ე.ი. ყოვლადუსამღვდელოესს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს და მასთან თვით სამღვდელოებას, რომელმაც ამ საქმისათვის ხარჯი არ დაიშურა“. მართლაც, წმიდა გაბრიელის ღვაწლითა და იმერეთის სასულიერო პირთა თანადგომით აღესრულა ის საშვილიშვილო საქმე, რისი წყალობითაც ჩვენამდე მოაღწია საეკლესიო მუსიკის ასეულობით უნიკალურმა ნიმუშმა. „იშვიათია, რომ ამ საუკუნის მეორე ნახევარში იმოდენა ღვაწლი შეეტანოს კაცობრიობის სარწმუნოების, განათლებისა და ზნეობის სალაროში, რამდენიც ყოვლადუსამღვდელოეს გაბრიელს“. - აღნიშნავდა დეკანოზი ერმალო კანდელაკი. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის უდიდესი დამსახურებაა ამ საშვილიშვილო საქმის მტკიცე საფუძველზე დამყარება, რომელიც შემდგომ წარმატებით გააგრძელეს წმინდა ექვთიმე კერესელიძემ, მაქსიმე შარაძემ, ფილიმონ ქორიძემ და დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ. ქართული გალობის მოყვარულები ლოცვით მოვიხსენებთ წმიდა მღვდელთმთავრის სახელს და მეოხებას გამოვითხოვთ ამ დიდი საქმის შემდგომი აღდგინებისა და წარმატებისათვის. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Nov 16 2006, 09:03 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ჩვენი გალობის დასაწყისი უძველეს დროს ეკუთვნის, როდესაც ჩვენნი წინაპარნი, ქალდეველნი, ჯერ კიდევ წარმართნი იყვნენ. ჩვენს სიმღერა-გალობას ოთხი-ხუთი ათასი წლის ისტორია აქვს. ახლანდელ ჩვენს ხალხურ სიმღერას უწინ რელიგიური ხასიათი ჰქონდა და საკერპოებში გალობდნენ. ჩვენში შემოტანილმა ქრისტიანობამ ძველი სიმღერა მხოლოდ გააქრისტიანა, მისცა მას რელიგიური ხასიათი. ახლაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა ძალიან წააგვანან ერთმანეთს. შორიდან რომ მოისმინო სიმღერა ხალხისა, ვერც კი გაარჩევ, გალობენ თუ მღერიან; ასეთი მცირე გარჩევაა მათში. ვეშაპოს აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ე.ი. თვლის თუ არა, რომ ქართული გალობა სინამდვილეში იგივეა რაც წარმართობისდროინდელი ქართული მუსიკა და რომ ქართული გალობა და ქართული სიმღერა იმდენად მცირედ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შორიდან ვერც კი გაარჩევ. მოკლედ არის ქართული გალობა ქართული ქრისტიანული კულტურის ნაყოფი (მთლად იმასაც არ ვამბობ ყველაფერი ნულიდან შექმნესო, ამას ვერ იზამდნენ, თან ბოლო-ბოლო რვა ხმათა სისტემის იდეა ხომ ჩვენი მოგონილი არ არის) თუ ქართველებმა უბრალოდ წარმართობისდროინდელი მუსიკალური ტრადიცია თითქმის უცვალებლად აიღეს და ის მიუსადაგეს ეკლესიის საჭიროებებს? ჩვენი გალობის ზეგავლენა ეტყობა ბევრ ხალხს, განსაკუთრებით სლავიანებს, რომელთაც გულუხვად ისარგებლეს ბევრი ქართული კილოთი. ბერძნებისგან ქრისტიანობა მიიღეს, მაგრამ მათი გალობით კი ვერ ისარგებლებდნენ სლავიანები, რადგანაც თვით ბერძნებს არა ჰქონდათ გარმონიული მრავალხმოვანი გალობა. შეიძლება ითქვას რუსებმა მრავალხმიანი გალობის ტრადიცია ევროპისგან შეითვისეს. ერთია ევროპულ კონტრაპუნქტზე აგებული გალობა და მეორეა ქართული ჰარმონია. ეჭვგარეშეა, რომ ძველად ჩვენში სახარებისა და სამოციქულოს კითხვის ნოტებიც იყო. ეს ნოტები იწერებოდა სიტყვების თავზედ და სიტყვების ქვეშ. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელთნაწერმა, რომელშიაც არის ნოტური ნიშნები ასოების თავზედ და მათ ქვეშ. საუბარია ალბათ შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონში დაცულ მართლმადიდებლობის კვირიაკის სინოდიკონზე, რომელიც ბერძნული ეკფონეტიკური ნოტაციითა ნევმირებული (იმდროინდელი "ბერძენოიდების" ნაშრომია?). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
ვეშაპო |
Nov 17 2006, 01:53 AM
პოსტი
#6
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Sotiris
ციტატა ვეშაპოს აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ე.ი. თვლის თუ არა, რომ ქართული გალობა სინამდვილეში იგივეა რაც წარმართობისდროინდელი ქართული მუსიკა და რომ ქართული გალობა და ქართული სიმღერა იმდენად მცირედ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ შორიდან ვერც კი გაარჩევ. მოკლედ არის ქართული გალობა ქართული ქრისტიანული კულტურის ნაყოფი (მთლად იმასაც არ ვამბობ ყველაფერი ნულიდან შექმნესო, ამას ვერ იზამდნენ, თან ბოლო-ბოლო რვა ხმათა სისტემის იდეა ხომ ჩვენი მოგონილი არ არის) თუ ქართველებმა უბრალოდ წარმართობისდროინდელი მუსიკალური ტრადიცია თითქმის უცვალებლად აიღეს და ის მიუსადაგეს ეკლესიის საჭიროებებს? პირადად მე არ ვთვლი, რომ ეს ჰანგები წარმართობის დროინდელი ჰანგებია, თუმცა იმ დროინდელი (ბგულისხმობ წარმართობის ხანას) ქართული მრავალხმიანობის პრინციპები (კილოური წყობა, ჰარმონია) აუცილებლად იქონიებდა ზეგავლენას გალობის ჰარმონიის ჩამოყალიბებაზე (არ ვწერ სამ ხმიან გალობას, იმიტომ რომ უფრო მეტ ხმიანი გალობის ნიმუშებიც გვაქვს). გალობენ თუ მღერიან მაგას ნამდვილად გაარჩევ. ზოგიერთი სიმღერა პირდაპირ გალობის ჰანგებითაა გაჯერებული. ზემოთმოყვანილი მოსაზრება ერთერთია სხვა მრავალთა შორის. თუმცა შეიძლება ეს უფრო ქართული სიმღერა-გალობის ჰარმონიაზე ითქვას. Sotiris მე ვატყობ, რომ შენ ბიზანტიური გალობის შესახებ გინდა გააგრძელო საუბარი. ეგ თემა მე და გუჯამ გადავიტანეთ ახალ თემებში, იმიტომ რომ "ქართული გალობის" განყოფილებას არ შეესაბამება. შენ კიდევ ამ ქართული გალობის მოამაგეთა თემაში უბრუნდები ისევ ამ საკითხს. შემოდი აქ ბიზანტიური საგალობლები - ქართულად, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუსმენია! და დაპოსტე შენი (ან, შეიძლება არც მთლად შენი) "აჩერედნოი" მოსაზრებები. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ჯამბაკური |
Nov 17 2006, 02:05 AM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 299 რეგისტრ.: 14-September 06 წევრი № 189 |
საუბარია ალბათ შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონში დაცულ მართლმადიდებლობის კვირიაკის სინოდიკონზე, რომელიც ბერძნული ეკფონეტიკური ნოტაციითა ნევმირებული (იმდროინდელი "ბერძენოიდების" ნაშრომია?). იქნებ Sotirisi მართალია და წმინდა მღვდელმოწამე შესაძლოა გულისხმობდეს შიო-მღვიმის ტიპიკონს. მე ვერ გავიგე რა შუაშია ,,ბერძენოიდები"? საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში გამოიყენებოდა ბერძნული ეკფონეტიკური ნიშნები, სამგალობლო ნიშნებისაგან განსხვავებით, რაც კიდევ ერთი საბუთია, რომ ქართული გალობა იმდენად განსხვავდებოდა ბერძნულისაგან რომ სრულიად განსხვავებული სამგალობლო ნიშნებს საჭიროებდა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქართველებმა წარმატებით გამოიყენეს ბერძნული ეკფონეტიკური ნიშნები(რომელიც განკუთვნილი იყო სახარებისა და სამოციქულოს საკითხავად), რატომ ვერ გადმოიღებდნენ ბერძნულ სამგალობლო ნიშნებსაც?თუ, როგორც შენ გულში გჯერა, საქართველოშიც ბერძნული გალობის ჰანგი იყო საყოველთაოდ გავრცელებული? იმიტომ რომ ქართული გალობა იყო სრულიად განსხვავებული ჰანგის და შესაბამისად განსხვავებული სამგალობლო დამწერლობის სისტემაც არსებობდა. -------------------- გალობის ერთი მოყვარულთაგანი
|
კანუდოსელი |
Nov 17 2006, 03:02 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
იქნებ Sotirisi მართალია და წმინდა მღვდელმოწამე შესაძლოა გულისხმობდეს შიო-მღვიმის ტიპიკონს. მე ვერ გავიგე რა შუაშია ,,ბერძენოიდები"? საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში გამოიყენებოდა ბერძნული ეკფონეტიკური ნიშნები, სამგალობლო ნიშნებისაგან განსხვავებით, რაც კიდევ ერთი საბუთია, რომ ქართული გალობა იმდენად განსხვავდებოდა ბერძნულისაგან რომ სრულიად განსხვავებული სამგალობლო ნიშნებს საჭიროებდა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქართველებმა წარმატებით გამოიყენეს ბერძნული ეკფონეტიკური ნიშნები(რომელიც განკუთვნილი იყო სახარებისა და სამოციქულოს საკითხავად), რატომ ვერ გადმოიღებდნენ ბერძნულ სამგალობლო ნიშნებსაც?თუ, როგორც შენ გულში გჯერა, საქართველოშიც ბერძნული გალობის ჰანგი იყო საყოველთაოდ გავრცელებული? იმიტომ რომ ქართული გალობა იყო სრულიად განსხვავებული ჰანგის და შესაბამისად განსხვავებული სამგალობლო დამწერლობის სისტემაც არსებობდა. არ მიწყინო ჯამბაკურ, მაგრამ მეჩვენება, რომ შენი გარჯა არის კედელზე ცერცვის შეყრის ტოლფასი....ძალიან ძნელია გადაარწმუნო ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მაწონი შავია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ზებედე |
Nov 17 2006, 11:14 AM
პოსტი
#9
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944) „დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე იღუმენი ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ - თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლდა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნ-საკითხავს“ სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907). ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული. 1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას „ბერების სტამბას“, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით. 1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მოსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას. ესტატე კერესელიძე ბერად აღკვეცამდე XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ. 1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისთვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია - მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო. მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ყუთები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან. მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგელობაში დარცა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი. ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისათვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია. გელათის მონასტრის ბერდიაკონი ექვთიმე 1910-იანი წლები 1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვითმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას. 1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული. დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!“ ამბობდა წმიდა მამა. 1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა. 1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია. ზედაზნის მონასტრის იღუმენი ექვთიმე 1930-იანი წლები მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა. ამ პერიოდში მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა. 1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა აქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა. თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან - წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტისკენ გაეშურა. შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 5532 საგალობლისა და რამდენიმე ასეული სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. 1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე სასიკვდილოდ დასნეულებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დათიკო |
Nov 17 2006, 08:08 PM
პოსტი
#10
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
გუჯა
ციტატა იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან. იგი ეკლესიის გვერდით (მარჯვენა მხარეს), ეზოშია დაკრძალყული და საკურთხეველთან როგორ იქნება? |
ვეშაპო |
Dec 6 2006, 12:44 AM
პოსტი
#11
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ლუი!
რა მაინტერესებს იცი? იმ დღეს ანზორ ერქომაიშვილს ვკითხე, გიგო ერქომაიშვილს ვინ ასწავლა გალობა თქო და ასე მითხრა, ნესტორ კონტრიძემო. ახლა ამ სურათს რომ ვუყურებ, ვხედავ რომ ნესტორ კონტრიძე ჰა, ჰა 50-55 წლის კაცი იყოს და ვარლამ სიმონიშვილი ალბათ ერთი 30 წლის იქნება. მაგ დროს გიგო ერქომაიშვილი ალბათ კაი 70-80 წლის იქნებოდა უკვე და რანაირად ისწავლიდა ნესტორისგან გალობას? -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მატასი |
Jan 13 2007, 07:57 PM
პოსტი
#12
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ციტატა იგი ეკლესიის გვერდით (მარჯვენა მხარეს), ეზოშია დაკრძალყული და საკურთხეველთან როგორ იქნება? საკურთხევლის კედელთანაა წმინდა ექვთიმე კერესელიძის საფლავი -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
Sotiris |
Jul 10 2007, 09:20 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ასეთი რამე მაინტერესებს: ერთ პუბლიკაციაში წავიკითხე, რომ ანტონ დუმბაძემ გალობაში 5000 მოსწავლე აღზარდაო. ციფრი არარეალურად მეჩვენება: ვთქვათ 50 წლის მანძილზე იყო აქტიური, როგორც მასწავლებელი. მაშინ წელიწადში 100-100 კაცი უნდა გამოეშვა მაგის სამგალობლო სკოლას. თან ახლა ერთ წელიწადში ხომ ვერ გაწვრთნი მგალობელს, ე.ი. სკოლას ასე 300 მოსწავლე მაინც უნდა ჰყოლოდა მუდმივად. და 100 კაცს ერთად ასწავლო გალობა, რაღაც უცნაურად მეჩვენება (სრულიად არაეფექტურია ამხელა კლასები გყავდეს და ბევრი კლასი რომ ჰყოლოდა ანტონს, მაშინ სხვა საქმეები როგორ უნდა მოესწრო?). მოკლედ ყველაფერი ეს ნაკლებად წარმოსადგენად მეჩვენება. ჩემი კითხვა ისაა, რატომ აღწევს ხოლმე ასეთი მტკიცებები სხვადასხვა პუბლიკაციებში?
-------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
N. R. |
Jul 10 2007, 11:21 PM
პოსტი
#14
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
Sotiris
რომელ პუბლიკაციაში წაიკითხე? მართლაც საინტერესო ფაქტია -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
zedazneli |
Jun 10 2008, 01:19 PM
პოსტი
#15
|
ilia ჯგუფი: Members პოსტები: 315 რეგისტრ.: 3-March 08 მდებარ.: Rustavi წევრი № 4,070 |
Sotiris
ციტატა ერთ პუბლიკაციაში წავიკითხე, რომ ანტონ დუმბაძემ გალობაში 5000 მოსწავლე აღზარდაო. ვარიანტი არაა. ჩემი აზრით 5000-ის მაგივრად უნდა იყოს 500. ტექნიკური შეცდომაა ალბათ. -------------------- ჩვენს ტკბილ და გამწარებულ სამშობლოს გაუმარჯოოოს!
|
ნანინა |
Jan 22 2010, 03:42 PM
პოსტი
#16
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
მართლაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ქართული გალობის გადარჩენის საქმეში წმინდა ექვთიმე კერესელიძეს, დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს, ფილიმონ ქორიძეს და სხვებს რომ არა ისინი, ალბათ ჩვენ დღეს ქართულად ვერც ვიგალობებდით
განუსაზღვრელია ამ ადამიანების ღვაწლი თუ გსურთ დავდებ კიდევ ქართული გალობის სხვა მომამაგეებზეც ცნობებს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ketev@ni |
Jan 22 2010, 05:04 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 21-January 10 წევრი № 8,013 |
მართლაც დიდი გვაწლი მიუძღვით ჩვენს წინაპრებს და ეს ნამდვილად მეამაყება...
|
yipiani gio |
Nov 16 2010, 12:18 AM
პოსტი
#18
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
-------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი