ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
შოთა |
Nov 26 2006, 01:37 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
კანუდოსელი
აბა აბა ახლა მე არ ვიცი.. თუ მართლა დადებთ მაგის ისტორიას მადლობელი ვიქნები.. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ზებედე |
Nov 26 2006, 02:25 AM
პოსტი
#22
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
სად გალობენ ე.წ. ბიზანტიურ-ქართულად?
-------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მარიამი |
Nov 26 2006, 12:35 PM
პოსტი
#23
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამ ჩვენ ვიცით და მაგათ ტვინში მაინც რომ არ შედის? მაგათ ტვინში თუ არ შევა, ვინმე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი მაინც წაიკითხავს და გაიგებს სიმართლეს, მაგათი გავლენის ქვეშ აღარ მოექცევა... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ზებედე |
Nov 26 2006, 07:23 PM
პოსტი
#24
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მაგათ ტვინში თუ არ შევა, ვინმე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი მაინც წაიკითხავს და გაიგებს სიმართლეს, მაგათი გავლენის ქვეშ აღარ მოექცევა... ჯამბაკურის წერილი არ უნდა წამეშალა, შევცდი...მარა იმედია მოიცლის ამ დღეებში და თავიდან დაწერს -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანუდოსელი |
Nov 26 2006, 08:25 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მაგათ ტვინში თუ არ შევა, ვინმე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი მაინც წაიკითხავს და გაიგებს სიმართლეს, მაგათი გავლენის ქვეშ აღარ მოექცევა... გეთანხმები მარა ისე, მაინც რა აბსურდია ამტკიცო ქართველმა საქართველოში, რომ ქართული გალობა გადასაგდები არ არის.... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ვეშაპო |
Nov 27 2006, 10:16 PM
პოსტი
#26
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ზოგიერთი თანაფორუმელის თხოვნით გავიმეორებ იმ ისტორიას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჭიათურაში და მღვიმევის დედათა მონასტერში.
მანამდე მოვყვები წინა ისტორიას. მოგეხსენებათ, 2003 წლის 18 აგვისტოს სინოდის განჩინებით, საქართველოს ეკლესიაში დაკანონდა ქართული ტრადიციული გალობა და უკლებლივ ყველა ეკლესიას და მონასტერს დაევალა 6 თვის განმავლობაში ამ გალობის შესწავლა. მოკლედ, ცხუმ-აფხაზეთის და არგვეთის (რომელ ეპარქიასაც ეკუთვნის მღვიმევის დედათა მონასტერი) მთავარეპისკოპოსი დანიელი ამ განჩინებით ხელში მიადგა ამ მონასტერს, რათა მონაზვნებისთვის და წინამძღვრისთვის ეს განჩინება ეჩვენებია. ჰოოდა მოხდა ისეთი რამ, როგორი რამეც პირადად მე ნაღდად არასდროს არ გამიგია არც მანამდე და არც მას მერე. ამ ჩვენმა მონაზვნება მეუფეს ცხვირწინ ჩაუკეტეს კარი და შიგნიდან დაუწყეს ყვირილი, არ გვინდა ეგ შენი ქართული გალობაო და უკან გააბრუნეს. შემდგომში რა გაგრძელება მოყვა ამ ინციდენტს, არ ვიცი, მაგრამ ასეთი სამწუხარო და თავხედური აქტი ნამდვილად მოხდა. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ ამბავს. 2005 წლის სექტემბერში მეუფე დანიელის მიწვევით ჩავედით მღვიმევის დედათა მონასტერში, რათა მიგვეღო მონაწილეობა ლიტურგიაში. მოკლედ ეს წირვა ჩავატარეთ მეუფესთან ერთად მშვიდობიანად (მშვიდობიანად იმიტომ, რომ ჩვენ ქართულ საგალობლებს ვგალობდით). ჰოოდა, წირვის მერე მეუფე მიმართავს იქაურ მრევლს და მონაზვნებს, ხო ნახეთ, რა კარგია ქართული გალობით ჩატარებული ლოცვაო და რას იტყვით, ხომ გინდათ კაი გამართული გუნდი რომ გყავდეთ ქართული გალობისაო. ოოოოოოოოოოოო! სწორედ აი აქ დაიწყო "მშვიდობიანად" ჩატარებული წირვის ხაზის გადასმააა. ჯერ ატყდენ იქვე მდგომი მრევლის დედაკაცები (ისე საინტერესოა, მარტო ქალები აქტიურობდნენ) და მათ ფარდის უკან მდგომი დედები წამოეშველენ. მოკლედ ატყდა ერთი წივილ-კივილი. ვეღარ გავძელი და დაბლა ჩამოვედი მონასტრიდან. ამის შემდეგ წავედით ერთერთი "ბერძენოიდი" მრევლის სახლში სასადილოდ. ხოოდა რომ მივედით, იქ ერთი ფაშფაშა ქალი ჩვენს მგალობელს, გოჩა გიორგაძეს ეუბნება, შენო რომელ ხმას გალობდიო? გოჩამ უთხრა - მე პირველ ხმას ვამბობდიო. უცებ ამ ქალმა ვულკანივით იფეთქა, მერეო, შენ არ იცოდი, რომ დღეს მეხუთე ხმა უნდა გეგალობაო? ამაზე ჩვენ ვიხუვლეთ ერთად, მეუფეს ჩათვლით. ამ ქალმა გვიყურა, გვიყურა, გაკვირვებული სახით, შემდეგ მიტრიალდა და მოგვაძახა, ვაი თქვე საცოდავებოო. მოკლედ ამ სუფრის დროს, ეს "ბერძენოიდი" ქალები შემოდიან რიგრიგობით, შემოაქვთ საჭმელები და თან მეუფეს ეკამათებიან, მეუფე რად გინდა ამ ხალხური სიმღერების გალობა ეკლესიაშიო. უეცრად, მოიქუფრა საშინლად. მინდა გითხრათ, რომ მთელი დღე უსუფთავესი და მზიანი ამინდი იყო და სწორედ ჩვენი იქ ყოფნისას ჩამოიქუფრა და ატყდა საშინელი ამბავი. მე ეგეთი სეტყვა ცხოვრებაში არ მინახია, ტელევიზორშიც კი. არც მსმენია. ჩემი თვალები სასწაულს უყურებდა. 20 მეტრში მდგარი კორპუსი საერთოდ არ ჩანდა. ნამდვილი დელგმა იყო. ჰოოდა, ჩვენ ვსხედვართ სუფრასთან, გარეთ დელგმაა ჩვენ ვმღერივართ. უცებ შემოდის ერთერთი ეს "ბერძენოიდი" ქალი და მეუფეს უყვირის პირდაპირ: ადე, ილოცე შე უბედურო, რა გამღერებს, ხომ ხედავ გარეთ რა ხდებაო. ამაზე ყველა გავშრით და მეუფეს გადავხედეთ. მეუფე წყნარად ადგა, დაგვლოცა და წამოვიდა, ჩვენც გამოვყევით. შემდეგ შედგა ჩვენი შეხვედრა ამ "ბერძენოიდებთან". ამ შეხვედრას ჰქონდა ლექცია-კონცერტის სახე და ატარებდა შემეცნებით ხასიათს. მოკლედ ამ ჭიათურელმა ქალებმა დააყარეს შეკითხვები ჩვენს მუსიკისმცოდნეებს, რაზეც ისეთი ამომწურავი პასუხები მიიღეს, რომ იმათმა ვერაფერი ვერ გაიგეს. მოგეხსენებათ, ჭიათურა არის საუკუნეზე ცოტა მეტი ხნის ქალაქი და დასახლებულია ძირითადად მაღაროელებით და მათი შთამომავლებით. ნუ ეხლა, მაღაროელმა მადანი უნდა მოიპოვოს, კბილის ექიმმა კბილებს უნდა უმკურნალოს, გამყიდველმა უნდა გაყიდოს და მუსიკოსმა მუსიკას უნდა მიხედოს. რომ გქონდეთ წარმოდგენა დაახლოებით რა დონის შეკითხვები იყო, მაგალითად მოგიყვანთ ამ ფორუმის ერთერთი წევრის anuska-ს შეკითხვას ჩემი და ჯამბაკურისადმი (სხვათაშორის anuska-ც ჭიათურელი ყოფილა). შეკითხვა ასე ჟღერს: "მე აღსარებაზე მარტო მივდივარ. სულაც არ მჭირდება კიდევ ორი კაცის დახმარება და სამხმიანი გალობა რატომ უნდა იყოსო?" მერე მე მივუთითე, რომ ე.წ. "ბიზანტიური" გალობა (ჭიათურული ვერსიით "კანონიკური" გალობა) სულაც არაა ერთ ხმიანი, არამედ იგი ორხმიანია და თუ გინდა აღსარებაზე მე წამოგყვები დასახმარებლად თქო. ამაზე მიპასუხა, ეგო ასე მიმაჩნია რომ, მე რომ აღსარებაზე მივდივარო, იქო ხალხის ფუსფუსი რომ არისო, ეგ არის სწორედ ის მეორე ხმა, რომელიც ფონს უკეთებს პირველ ხმასო. ასეთი სისულელის მერე რაღა უნდა ილაპარაკო. მოკლედ ასეთი დონის შეკითხვები იყო რა და მაგრად გვაცინეს. დარბაზში ისხდნენ ნორმალური ჭიათურლებიც, თანაც აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც კონცერტის მოსასმენად მოვიდნენ. ეს "ბერძენოიდი" დედაკაცები წინა რიგებში ისხდნენ სცენიდან მარჯვენა მხარეს. ეხლა, იმ ნორმალურებმა ამათი თავხედობა და სამარცხვინო საქციელი, რომ დაინახეს, წამოუხტნენ და დაუწყეს ლანძღვა ამ დედაკაცებს. ესენი შეეცადენ, რომ რამენაირად ეპასუხათ, მაგრამ იმათმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ენა ჩააგდებინეს და ჩვენ მოგვიხადეს ბოდიში ამ პირზე დუჟმორეული "ბერძენოიდი" დედაკაცების გამო. აქვე მინდა დავდო ჭიათურაში იმ დელგმის მერე გადაღებული სურათი, მაგრად ვიცინე. დააკვირდით გარაჟის ფორმას, ეგეთი გარაჟი არსად არ მინახავს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
kato_Bato |
Nov 27 2006, 10:43 PM
პოსტი
#27
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ზებედე |
Nov 28 2006, 12:08 AM
პოსტი
#28
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ვეშაპო
ჭიათურის დედათა მონასტრის წინამძღვარი ვინ არის? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ვეშაპო |
Nov 28 2006, 12:14 AM
პოსტი
#29
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გუჯა
ციტატა ჭიათურის დედათა მონასტრის წინამძღვარი ვინ არის? რავი, მამა ზურაბი (ანთაძე) იყო და ახლა ვინ არის არ ვიცი. შეიძლება ახლაც ეგ არის. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ზებედე |
Nov 28 2006, 12:19 AM
პოსტი
#30
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გუჯა რავი, მამა ზურაბი (ანთაძე) იყო და ახლა ვინ არის არ ვიცი. შეიძლება ახლაც ეგ არის. მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიაც (ბიზანტიურის მომხრე) დედათა მონასტრის წინამძღვარია, თბილისთან ახლოს (ბევრეთი მგონი) არის ეს მონასტერი, მაგრამ არც-ერთ ეპარქიას არ ეკუთვნის მგონი, საინტერესოა იქ როგორ გალობენ... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ვეშაპო |
Nov 28 2006, 12:27 AM
პოსტი
#31
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გუჯა
ციტატა მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიაც (ბიზანტიურის მომხრე) დედათა მონასტრის წინამძღვარია, თბილისთან ახლოს (ბევრეთი მგონი) არის ეს მონასტერი, მაგრამ არც-ერთ ეპარქიას არ ეკუთვნის მგონი, საინტერესოა იქ როგორ გალობენ... უუF! მამა თეიმურაზი კიდევ სხვა განზომილებაა. თუ ეგაა მონასტრის წინამძღვარი, მაშინ ალბათ მანდ მაგის ცოლის შეთხზულ "საგალობლებს" "გალობენ". რატომღაც, მამა თეიმურაზს გონია, რომ მისი ცოლი ბრწყინვალე კომპოზიტორული ნიჭითაა დაჯილდოებული. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ზებედე |
Nov 28 2006, 12:31 AM
პოსტი
#32
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
გუჯა უუF! მამა თეიმურაზი კიდევ სხვა განზომილებაა. თუ ეგაა მონასტრის წინამძღვარი, მაშინ ალბათ მანდ მაგის ცოლის შეთხზულ "საგალობლებს" "გალობენ". რატომღაც, მამა თეიმურაზს გონია, რომ მისი ცოლი ბრწყინვალე კომპოზიტორული ნიჭითაა დაჯილდოებული. სამხმიან საგალობლებს წერს? რა ქვია? თეა პაიჭაძე ვინ არის? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
Sotiris |
Nov 28 2006, 07:48 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
გუჯა უუF! მამა თეიმურაზი კიდევ სხვა განზომილებაა. თუ ეგაა მონასტრის წინამძღვარი, მაშინ ალბათ მანდ მაგის ცოლის შეთხზულ "საგალობლებს" "გალობენ". რატომღაც, მამა თეიმურაზს გონია, რომ მისი ცოლი ბრწყინვალე კომპოზიტორული ნიჭითაა დაჯილდოებული. მამა თეიმურაზს რა ჰგონია მე არ ვიცი და არც თქვენ უნდა იცოდეთ ვგონებ, მაგრამ რატომღაც პატრიარქს მასე კი ჰგონია, იმიტომ რომ სპეციალური სიგელითაცა ჰყავს დაჯილდოვებული მამა თეიმურაზის მეუღლე და საგალობლებიც აქვს მისთვის დაკვეთილი. ახლა რაც შეეხება იმას, რას გალობენ იმ მონასტერში: სადა კილოს გალობენ ძირითადად. ასე იყო წმ. სინოდის განჩინების მერე, და ახლაც არა მგონია რამე შეცვლილიყო რადიკალურად. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
guri777 |
Nov 28 2006, 10:11 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 06 წევრი № 475 |
ჯერ კარგად გაერკვიეთ და მერე იმსჯელეთ,ეს გალობა უნიკალურია და მოსასმენად ზალიან კარგია,უდიდესი წმინდა მამები ამ გალობიტ გალობდნენ და ჩვენ ვინ ვართ რო ესე ვლაპარაკობთ
|
ზებედე |
Nov 28 2006, 10:17 PM
პოსტი
#35
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ჯერ კარგად გაერკვიეთ და მერე იმსჯელეთ,ეს გალობა უნიკალურია და მოსასმენად ზალიან კარგია,უდიდესი წმინდა მამები ამ გალობიტ გალობდნენ და ჩვენ ვინ ვართ რო ესე ვლაპარაკობთ მეგობარო, ჯერ თქვენ გაერკვიეთ და მერე ჩვენ გვირჩიე, მე პირიქით გეტყვი ქართულ მრავალხმიან საგალობლებს მართლაც დიდი მამები გალობდნენ და რა უფლება აქვთ "ე.წ. ბიზანტიურის" მომხრეებს რომ შეურაწყოფენ ქართულ გალობას? პატრიარქთან მივიდნენ, იგალობეს "ბიზანტიური" და ქართული საგალობლები ვერ იგალობეს... მოსასმენად ჩემთვის პირადად არაა "ძალიან კარგი" მაგრამ როგორც საგალობელს პატივს ვცემ "ბიზანტიურს" და არა "ე.წ. ქართულ-ბიზანტიურს" აბა მითხარი რომელი წმ. მამები გალობდნენ ამ საგალობლებს ქართულ ენაზე? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ვეშაპო |
Nov 28 2006, 10:50 PM
პოსტი
#36
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
guri777
ციტატა ჯერ კარგად გაერკვიეთ და მერე იმსჯელეთ,ეს გალობა უნიკალურია და მოსასმენად ზალიან კარგია,უდიდესი წმინდა მამები ამ გალობიტ გალობდნენ და ჩვენ ვინ ვართ რო ესე ვლაპარაკობთ შენ ისე ლაპარაკობ, რომ მაგ წმინდა მამების აუდიო ჩანაწერებიც გექნება. გუჯა ციტატა აბა მითხარი რომელი წმ. მამები გალობდნენ ამ საგალობლებს ქართულ ენაზე? მეც ეგ არ მიკვირს? მთელი საბერძნეთი ქართულ ენაზე გალობდა თურმე და ამ ბოლო დროს გაუღვივდათ ეროვნული გრძნობები. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
კანუდოსელი |
Nov 28 2006, 11:59 PM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ჯერ კარგად გაერკვიეთ და მერე იმსჯელეთ,ეს გალობა უნიკალურია და მოსასმენად ზალიან კარგია,უდიდესი წმინდა მამები ამ გალობიტ გალობდნენ და ჩვენ ვინ ვართ რო ესე ვლაპარაკობთ აჰა შენა კაკაი (კაკას სიცილაკი) ოღონდ გაჩუმდი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ზებედე |
Nov 30 2006, 04:58 AM
პოსტი
#38
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ ე. წ. "ბიზანტიურის" აუდიო დისკი და კასეტაც გამოუშვიათ, პატრიარქმა კი უთხრა გაჩერდითო მარა ვინ უსმენს პატრიარქს. . .
გარეკანი ესეთია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური გალობა "შენდამი იხარებს მიმადლებულო" ძვირფასო მსმენელო! შენ ხელთ გიპყრია იოანე დამასკელის სახელობის მგალობელ ვაჟთა გუნდის მიერ ჩაწერილი საეკლესიო კანონიკური საგალობლები. ყველა საგალობელი საღვთისმსახურებო საგალობელია და შესრულებულია საეკლესიო კანონიკურ ხმებში. ჩანაწერის გარეკანზე გამოსახულია მართლმადიდებელთათვის სათაყვანებელი "სამხელიანად" წოდებული ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. იგი გვახსენებს ღვთისმშობლის კურთხევას ღირსი იოანე დამასკელისადმი, დაეცვა ეკლესია მწვალებლობისა და მწვალებელთაგან, შეექმნა ეკლესიის კანონიკური გალობა, რომელიც იქცეოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო გალობად, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ამ ხატის თაყვანისმცემელნი მასთან ერთად თაყვანს სცემენ ღვთისმშობლის მიერ იოანე დამასკელის სასწაულებრივად განკურნებულ მარჯვენას, რომლის მოღვაწეობისა და შემოქმედების შედეგად აღესრულა ეკლესიის ერთიანობა, მასში დამკვიდრდა საყოველთაო კანონიკური გალობა, წოდებული ბიზანტიურად, რომელიც წარმოადგენს ჭეშმარიტი ეკლესიის ტიპიკონის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს. ეხლა მოუსმინეთ საგალობლებს აქედან გადაიწერეთ -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
Nov 30 2006, 12:02 PM
პოსტი
#39
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გუჯა
ვიცი. სახლში მაქვს ეგ კასეტა მეგობარმა მაჩუქა, ჩვეულებრივი ქართული გალობა ეგონა... ყველაზე ძალიან ნერვებს რაც მიშლის არის ის, რომ ყდის შიდა ნაწილზე გამოსახულია მცხეთის ჯვრის მონასტერი, რომელსაც (ვაი, რომ ქართველისვე ხელით!!!) გაკეთებული აქვს წარწერა - მცხეთის ჯვარი, ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში (!!!!!!!!!!!!!) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დათიკო |
Dec 1 2006, 01:07 AM
პოსტი
#40
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანონისტი
ციტატა გაკეთებული აქვს წარწერა - მცხეთის ჯვარი, ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ნიმუში (!!!!!!!!!!!!!) ეგ უკვე მეტისმეტია! კონსტანტინე გამსახურდია მაინც არ წაუკითხავთ? ანდა კინო მიანც არ უნდახავთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი