IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> დამლოცე მამაო
ზებედე
პოსტი Jan 6 2007, 07:32 PM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მამაო არის თუ არა მწვალებელი ღვთისმეტყველი ედიშერ ჭელიძე? მის სწავლებაში ზოგიერთმა სასულიერო პირმა (არქიმანდრიტებმა რაფაელმა და ლაზარემ) თითქოს აღმოაჩინეს "მწვალებლური" სწავლებები, ასევე ედიშერმაც აღმოაჩინა მათ ქადაგებებში "მწვალებლობა", და ამ არქიმანდრიტებზე ბევრს საუბრობენ, როგორც შფოთის შემომტანები... იქნებ გაგვარკვიოთ ვინ არის აქედან მწვალებელი და შფოთის შემომტანი?


მამაო მაინტერესებს არსებობს "უხილავად" ნათლობა? მაგ: მუსულმანმა ქრისტე რომ აღიაროს სიკვდილის წინ (არ ვგულისხმობ მოწამეობრივ სიკვდილს) შეიძლება ის ცხონდეს, ანუ მოინათლოს უხილავად? უფალი ხომ ამბობს ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე მეც ვაღიარებ ანგელოზთა და მამა ღმერთის წინაშეო...




ეს არის ედიშერის სწავლება, მაინტერესებს თუ არის აქ მწვალებლობა?

სწავლება ძველი აღთქმის წმინდანების, და ახალი აღთქმის - ავაზაკის და სიდონიას ნათლობის შესახებ



რაც შეეხება ძველი აღთქმის მართალთ...
როგორც ცნობილია ყველა მათგანი ნათლობის გარეშე აღესრულა ანუ პირველცოდვით დამძიმებულნი წავიდნენ ამქვეყნიდან, მაგრამ დღეს ისინი ცათა სასუფეველში მკვიდრობენ.
ურყევი რჯულდებაა რომ სასუფეველში ვერ შეაღწევს ვერანაირი სახის ცოდვილი, მით უმეტეს პირველცოდვის მქონე. ამასთან ისიც ურყევია და შეუძრავი, რომ ყველა ჩვენთაგანში პირველცოდვის აღმომფხვრელია მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღება.
მაშ, როგორღა მკვიდრობენ ცათა სასუფეველში ძველი აღთქმის მართალნი, პირველცოდვით აღსრულებულნი?
ცხადია და ყოვლად უეჭველია, რომ მათგან პირველცოდვა უკვე აღხოცილია, მაგრამ აღმხოცელი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებაა?
დიახ, ნათლისღებაა ერთადერთი აღმხოცელი პირველცოდვისა.
შესაბამისად, თუ ძველი აღთქმის მართალთ ცათა სასუფევლის მკვიდრად ვრაცხავთ (და ეს უეჭველია) მაშ მათგან აღხოცილი ყოფილა პირველცოდვა, ხოლო რადგან პირვალცოდვის აღმხოცელი მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებაა, უთუოდ და გარდაუვალად ისინიც ნათელღებულებად უნდა შევრაცხოთ (კვლავ ავღნიშნავთ, რომ ცათა სასუფეველში შესულთათვის მარადიულად ერთი გასაღებია-ნათლისღება. ეს გასაღებიუნდა ეპყრას ხელთ ყოველ ადამიანს, ძველი აღთქმისა იქნება იგი თუ ახალი აღთქმისა, რადგან სასუფევლის ბჭენი სხვა საშუალებით არ გაიხსნება). მაგრამ როგორ შევრაცხოთ ისინი ნათელღებულებად, როდესაც უნათლავად და პირველცოდვით აღესრულნენ?
ცხადია, მათზე მართლმადიდებლური ნათლისღების ხილული სახე არანაირად არ აღსრულებულა, რადგან ამგვარი რამ ყოვლად შეუძლებელი იყო (საუფლო განგებას ხსენებულ მართალთა ხორციელ სიცოცხლეში ეს ნათლობა საერთოდ არ ჰქონდა დაწესებული).
სწორედ ამიტომ შეენდობათ მათ ამქვეყნიური უნათლავობა (ანუ ნათლობის ხილული სახის ვერმიმღებლობა) და ისინი ინათლებიან ჯოჯოხეთში, რაჟამს იქ მაცხოვარი ჩადის, მაგრამ ინათლებიან საკუთარი რწმენით და მაცხოვნებელი სულით და, ცხადია, არანაირად -წყლის პროცედურით, ანუ არანაირად-ნათლობის ხილული წესით, რაც, კვლავ ავღნიშნავთ, შენდობილია მათთვის და შენდობილია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნულიხილული წესის შესრულება,როგორც ვთქვით, ყოვლად შეუძლებელი იყო (ჯოჯოხეთში წყლით ვერ მოინათლებოდნენ).
ამრიგად, როდესაც ძველი აღთქმის მართლებს "უნათლავებს " ვუწოდებთ, ვუწოდებთ მარტოოდენ იმ აზრით, რომ მათზე არ აღსრულებულა ნათლობის ხილული წესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ისინი საერთოდ უნათლავები ანუ პირველცოდვით შებორკილები დარჩნენ და სასუფეველშიც ასე უხილავად იმყოფებიან. პირიქით, მათ მიიღეს უფლისმიერი ნათლისღება, მაგრამ-ნათლისღება მხოლოდ სულით და საკუთარი რწმენით, და ეს, როგორც ავღნიშნეთ, შენდობილია მათთვის, რადგან ნათლობის ხილული წესის მათზე აღსრულება ამქვეყნიდანაც და ჯოჯოხეთშიც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო.
იგივე ითქმის კეთილგონიერ ავაზაკთან დაკავშირებითაც, რომელსაც ჯვარზე არანაირი წყლის დასხმა, ცხადია, არ მიუღია მაცხოვრისგან, რადგან შეუძლებელი იყო ეს, მაგრამ იგი ნათელღებული (ანუ, რაც იგივეა, პირველცოდვისგან გათავისუფლებული) გახდა საკუთარი რწმენით და მაცხოვრისეული ცხოველსმყოფელი სულით (სულიწმინდით) , და არა მხოლოდ ნათელღებული გახდა, არამედ - სავსებით ჯოჯოხეთგარიდებულიც და დახშული სამოთხის პირველგამღებიც.
ამასვე ვიტყვით უფლის კვართითურთ დაფლულ სიდონიასთან დაკავშირებით, რომელიც ცხადია, ცხონებაშია და რომლის ცხონებულობას თუმცა ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ, მაგრამ მაინც ბორგნეულობენ, რადგან "ფრიად სჭირთ". მათი მოსაზრება ამგვარია:სიდონია თურმე აღესრულა სულიწმინდის მოფენამდე. ეს იმას ნიშნავს,რომ მის ძმას ელიოზს, რომელმაც მაცხოვრის კვართი მიიღო მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, უსწრაფესად, სულიწმინდის მოფენამდე ჩამოუბრძანებია იგი მცხეთაში და კვართის შემტკბობელი სიდონიაც ამ დღესასწაულამდე აღსრულებულა, რის გამოც ისიც, როგორც თვლიან ძველი აღთქმის მართლებთან ერთად ცხონებულა როგორც წევრი ძველი აღთქმის ეკლესიისა, რადგან ახალი აღთქმის ანუ ქრისტეს ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება.
აღნიშნული მსჯელობა, ზემოგანხილული არაერთი ბრზნობის მსგავსად, უაღრესი უვიცობის ნაყოფია.
მართალია, მაცხოვნებელი ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება, მაგრამ ძველი აღთქმის მართალთა აღმოყვანება ჯოჯოხეთიდან ამ დღეს კი არ ხდება, არამედ მაცხოვრის ჯვარცმიდან მესამე დღეს, მისი ძლევაშემოსილი აღდგომისას. სწორედ ამ დღეს ხდება ძველი აღთქმის მართალთა ცხონებაში შესვლა და ეს უდიადესი მოვლენა ერთგზისია. ცხადია, არავინ იტყვის, რომ ელიოზმა შაბათსვე ჩამოასვენა კვართი მცხეთაში და სიდონიაც შაბათსვე აღესრულა.
მაშ, რამ აცხოვნა სიდონია, რით მოინათლა იგი?
კვართის შემტკბობი ქალწული აცხოვნა და მონათლა მოწამეობრივმა აღსასრულმა, საკუთარმა რწმენამ და მაცხოვნებელმა სულმა, ხოლო ნათლობის ხილული სახის აღუსრულებლობა შეენდო მას, რადგან ამგვარი რამ ყოფითად, ფიზიკურად ყოვლად შეუძლებელი იყო (ვისგან მოინათლებოდა?)
ედიშერ ჭელიძე.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Mama Davithi
პოსტი Jan 9 2007, 02:00 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 24
რეგისტრ.: 5-January 07
წევრი № 793



მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით!!!


შვილო , შევეცდები რაც შეიძლება ლაკონურად გაგცე პასუხი კითხვაზე!


ედიშერ ჭელიძე აბსოლუტურად მართალია!


არსებობს საკლესიო წესი და არსებობს ღვთის ნება, რომელიც ყველა საეკლესიო წესზე მაღლა დგას(მოდი და ნუ დაეთანხმები ამ დოგმატს) უბრალოდ შევახსენებ იმ ცრუ აპოლოგეტებს---" რაც შეუძლებელია კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის" . ღვთის სიყვარული ადამიანთა მიმართ ზეაღმატებულია ყოველგვარ წესზე.

რა თქმა უნდა წესების დაცვა აუცილებელია, მაგრამ ჯერ ღვთისა და ადამიანის ურთიერთსიყვარულზე უნდა ვიფიქროთ!!! არსებობს ეკლესიაში წესების ბრმად დაცვის სამწუხარო პრაქტიკა, რომელსაც ზემოთ მითითებული მოძღვრები მიჰყვებიან.

მოდი გავიხსენოთ უფლის, ამ ცხოვრებისეული გზა. როგორ ექცეოდნენ უფალს სჯულის ზედმიწევნით მცოდნე და აღმსრულებელი მწიგნობარნი და ფარისეველნი. მათ ჰქონდათ ზედმიწევნითი ცოდნა სჯულისა და წესებისა, მაგრამ არ ჰქონდათ მთავარი სიყვარული , ამიტომ ვერ ამოიცნეს მათ იესო ნაზარეველში, ღვთის შვილი. უფალ იესოს ყველაზე მეტად, ადამიანების მიერ ამ გრძნობის დაკარგვა ამძიმებდა.

რაც შეხება აღიარებით ნათლობას... წმინდა წერილი გვიდასტურებს, ღვთის განუზომელი სიყვარულის გამო, იგი არსებობს ( ავაზაკი, მართალთა სულების გამოყვანა ჯოჯოხეთიდან)

შევასრულოთ წესები, მაგრამ არ დავივიწყოთ მთავარი!!!!



დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!

ღმერთმა დაგლოცოთ ორსავე სოფელსა შინა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2019 - 10:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი