განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
მაშიკო |
Aug 30 2009, 09:46 PM
პოსტი
#21
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ეს რას ნიშნავს? რას და ჯოჯოხეთი ხელში მიჭირავს და ჩემი მოზღვარ ცდილობს გზას გადამახვევინოს და სამოთხის იმედი ჩამისახოს... ავაზაკმა დაიმკვიდრა სასუფეველიო და შენ რატომ ფიქრო ესეო გადავრიე მოძღვარი -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Diversity |
Aug 30 2009, 09:49 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
მაშიკო
ციტატა რას და ჯოჯოხეთი ხელში მიჭირავს და ჩემი მოზღვარ ცდილობს გზას გადამახვევინოს და სამოთხის იმედი ჩამისახოს... ავაზაკმა დაიმკვიდრა სასუფეველიო და შენ რატომ ფიქრო ესეო გადავრიე მოძღვარი იიმეე გაგისკდა გული! მეხუმრები ხო? შევშინდი! ჯოჯოხეთი ჩემო კარგო შენ კი არა ლუციფერს რომ ეჭიროს ხელში წესრიგს მაინც დაამყარებდა... მიშვებულია ეგრე, თავის ნებაზე... |
მაშიკო |
Aug 30 2009, 09:55 PM
პოსტი
#23
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
Diversity
ბიკ-ბაბოლი დაღეჭე და აღარ შეგეშინდება(რეკლამა გაიხსენე) ყველაფერი კარგად იქნება რათქმა უნდა -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Diversity |
Aug 30 2009, 10:51 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
მაშიკო
ციტატა ყველაფერი კარგად იქნება რათქმა უნდა რაღაც სევდიანად ჟღერს ეს სიტყვები... |
მაშიკო |
Aug 30 2009, 10:56 PM
პოსტი
#25
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
Diversity
ცდები ახალგაზრდავ! სევდიანად არ ჟღერს, "მინდა მოვხვდე სამოთხეში" ასე ჟღერს -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Diversity |
Aug 30 2009, 11:17 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
მაშიკო
ციტატა ცდები ახალგაზრდავ! დღეს ამაყს დამეძინება! გმადლობ... ციტატა სევდიანად არ ჟღერს, "მინდა მოვხვდე სამოთხეში" ასე ჟღერს აკი სამოთხეზე უარი ვთქვიო? ისე დაიწყე, თითქოს შემოგთავაზეს, იუარე და ახლა ამბობ, ციტატა "მინდა მოვხვდე სამოთხეში" მაბნევთ გეთაყვა... |
მაშიკო |
Aug 30 2009, 11:23 PM
პოსტი
#27
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
Diversity
კარგი მოკლედ გეტყვი მაშინ არ მინდა ჩემი აზრი თავს მოგახვიო და გულთან მიიტანო... მე დღეს ასე ვფიქრობ ხვალ შეიძლება სხვა რამ ვიფიქრო და სხვა რამეს დავპოსტავ, მაგრამ ხომ შეიძლება შენ ხვალ არ შემოხვიდე და მხოლოდ ეგ დაგამახსოვრდეს?ანუ არ მინდა ჩემს გამო დაიგრუზო და ჩემმა აზრმა დაგაბრკოლოს.... ეშმაკი ხან რას მაფიქრებინებს და ხან რას... თუმცა ბოლოს თავს მეც იმით ვიმშვიდებ რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნებათქო, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და... ვიცოცხლოთ ამ იმედით... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნონა |
Aug 30 2009, 11:27 PM
პოსტი
#28
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
მაშიკო დღეს ამაყს დამეძინება! გმადლობ... მაბნევთ გეთაყვა... უი როგორ მესიმპატიურება ჩვენი ახალი ფორუმელი აშკარად საინტერესო რაკურსით დგას გამარჯობა Diversity! -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მაშიკო |
Aug 30 2009, 11:30 PM
პოსტი
#29
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ნონა
მეც მომეწონა და სულ არ ვგრძნობ იმას რომ ახალია, თითქოს ბავშვობიდან აქა ზის -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Diversity |
Aug 30 2009, 11:47 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
ნონა
ციტატა უი როგორ მესიმპატიურება ჩვენი ახალი ფორუმელი აშკარად საინტერესო რაკურსით დგას გაწითლებულ სმაილს ვერ მოვაგენი მაპატიე და დიდი მადლობა... მაშიკო ციტატა ნონა მეც მომეწონა და სულ არ ვგრძნობ იმას რომ ახალია, თითქოს ბავშვობიდან აქა ზის არ მითხრა ეხლა ბავშობიდან მე აქ ვზივარო თორე დაიწვა გული |
მაშიკო |
Sep 15 2009, 08:51 AM
პოსტი
#31
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
განსაცდელი ძნელი გადასატანია
თან ისე ხდება 2-3 ერთად მევლინება, მეშინია -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Atman |
Sep 15 2009, 09:07 AM
პოსტი
#32
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა კარგი მოკლედ გეტყვი მაშინ არ მინდა ჩემი აზრი თავს მოგახვიო და გულთან მიიტანო... მე დღეს ასე ვფიქრობ ხვალ შეიძლება სხვა რამ ვიფიქრო და სხვა რამეს დავპოსტავ, მაგრამ ხომ შეიძლება შენ ხვალ არ შემოხვიდე და მხოლოდ ეგ დაგამახსოვრდეს?ანუ არ მინდა ჩემს გამო დაიგრუზო და ჩემმა აზრმა დაგაბრკოლოს....ეშმაკი ხან რას მაფიქრებინებს და ხან რას... თუმცა ბოლოს თავს მეც იმით ვიმშვიდებ რომ იმედია ყველაფერი კარგად იქნებათქო, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო და... ვიცოცხლოთ ამ იმედით... ეგ ეშმაკი კი არა შენი გონებაა აქეთ-იქეთ რო მიედ-მოედება დააკვირდი უბრალოდ, შეფასებების გარეშე დააკვირდი როცა რამეს გაიფიქრებ და თანდათან აღმოაჩენ რაღაცას... უფრო ადვილი კი ისაა რომ უბრალოდ მიენდო ღმერთის ნებას და არ დაიძაბო, ის უკეთ იზრუნებს შენზე ვიდრე თავად შენ, გონება კი მიუშვი, იფიქროს რაც უნდა, ოღონდ არ აყვე და ქმედებებში არ გადაიტანო მისი აბდაუბდა... იყოს თავისთვის, რას ერჩი... აღელვებულია და დაიწმინდება თავისით თუ ხელებს არ უფათურებ და უარესად არ აამღვრევ... ციტატა ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება.ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. შენც იგივეს გირჩევ... ღმერთს მიენდე და ნუ ცდილობ თავად გააკეთო ღმერთის გასაკეთებელი, გონებას კი არ აყვე უბრალოდ... გონების ძალით გონებას ვერ მოერევი, შენი ფიქრები კი ყოველთვის გონების მოძრაობებია და არა შენი... უწოდე ავადმყოფობას ავადმყოფობა და გაგეცლება, გვერდზე დაიყენე შენი გონება და დააკვირდი უბრალოდ, რომ დაიწმინდება მერე გამოიყენე ისევ -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მაშიკო |
Sep 15 2009, 09:09 AM
პოსტი
#33
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
Atman
სათქმელად ადვილია, შესასრულებლად ძნელია, როცა მიფიქრია ღმერთი დამეხმარება და შემაძლებინებსთქო საქმე ყოველთვის კარგად წასულა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ასსე არ ვფიქრობ და ვვარდები სასოწარკვეთილებაში.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Atman |
Sep 15 2009, 09:40 AM
პოსტი
#34
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
მაშიკო
ციტატა სათქმელად ადვილია, შესასრულებლად ძნელია, როცა მიფიქრია ღმერთი დამეხმარება და შემაძლებინებსთქო საქმე ყოველთვის კარგად წასულა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ასსე არ ვფიქრობ და ვვარდები სასოწარკვეთილებაში.... ასე რთულია ლაპარაკი, მაგალითი მომ8იყვანე რაიმე ეგეთი შემთხვევის, რომლის აქ თქმაც არ იქნება შენთვის უხერხული და გავშიფროთ... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მაშიკო |
Sep 15 2009, 08:37 PM
პოსტი
#35
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მაგალითად ერთი თვის წინ მამიდაშვილის შვილს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, და ამავდროულად ბიძაშვილიშვილს წარბი გაუსკდა და ოპერაცია დასჭირდა, ორივე ერთად იყო და ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში...
საბედნირეოდ ყველაფერი კარგად დასრულდა... ეხლა მაგალითად ბიძას წნევამ დაარტყა და გუშინ მთელი დღე გამოშტერებული დავდიოდი,მამაჩემი შემეცოდა და დღეს ძლივს ვუთხარი ამბავი, და კიდევ ისიც მითხრეს რომ მეორე ბიძა 20-ში ოპერაციას იკეთებს. ეს ბიძები ორივე თბილიშია და მე ნახვას ვერ ვახერხებ ამ თვეში და ამიტომ ძალიან ვნერვიულობ... ამას პლიუს 20-ში მეჯვარე ვარ და მოდი და თუ კაია იქეფე... ფხიზელმა მითუმეტეს(არა რა ზოგჯერ დალევა უკეთესია)... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ლურჯი ბუ |
Sep 15 2009, 08:59 PM
პოსტი
#36
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
უცნაური რამეა ეს განსაცდელი, რა ფორმით არ მომევლინებახოლმე... ზოგჯერ განსაცდელის სახით მოდის, ზოგჯერ... ეჰ რა ვიცი...
-------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
მაშიკო |
Sep 15 2009, 09:09 PM
პოსტი
#37
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ისე რომ ჩაივლის ხოლმე გამ=ნსაცდელი მერე კი ვხვდები, რომ ღირსი ვიყავი იმ ყველაფრის... ერთხელ ვიფიქრე აწი აღსარებას აღარ ვიტყვითქო და 2 თვე არ მივედი აღსარებაზე, მერე ისე დავეცი კიბეზე სული კინაღამ გავაფრთხვე, ეგრევე დავურეკე ამაოს და ვუთხარი რომ ავად ვიყავი, იმ პერიოდში არავის ნახვა არ მინდოდა, არც საკუთარი დედის, მაღიზიანებდა ყველა, ტვინის შერყევა მქონდა, მხოლოდ მოძღვარი მინდოდა რომ მენახა, ეგ რა თქმა უნდა არ მითქვამს მოძღვრისთვის მაგრამ რომ ვუთხარი როგორ ცუდად ვიყავი, მომიბოდიშა უნდა მოვსულიყავიო და მენახეო,
როგორც კი შევძელი სიარული ეგრევე გავქანდი საზიარებლად... ყოველ კვირას მაზიარებდა, მერე კარგად გავხდი და ეხლა ისევ თვეში ერთხელ მივიდვარ... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
neo |
Sep 17 2009, 05:33 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ორი მნიშვნელოვანი მომენტი:
1. განსაცდელი არ მოდის იმის გამო რომ ვინმემ რამე დააშავა, ან რამის ღირსია წარსულში მომხდარი მოვლენების გამო... არა! განსაცდელის ამოცანაა არა დასჯა, არამედ ,- შეცვალოს ადამიანი, მოახდინოს მისი ფერსიცვალება სინათლისაკენ... ანუ, თქვენ შეგიძლიათ განსაცდელის ტავიდან არიდება თუ სინანულს ,,ხვალისათვის" არ გადადებთ... საკმარისი სინანულის შემტხვევაში განსაცდელის აუცილებლობა ქრება (მაგრამ არა ყოველთვის); 2. განსაცდელების დიიიდი უმრავლესობა განკითხვის ცოდვის შედეგია. განკითხვით ადამიანი ,,აიძულებს ღმერთს", სიყვარულს, რომ ის მოაქციოს ისეთივე გარემოს გავლენის ქვეშ, რომელ გარემოშიც ,,განკითხულმა" დაუშვა შეცდომა... ამიტომ არის ნათქვამი, რომ ღმერთი არ განცდის, არამედ ადამიანი განცდის თავის თავს თავისივე გულისთქმებით... ჩემი აზრით, -------------------- www.cordesign.ge
|
მაშიკო |
Sep 17 2009, 07:22 PM
პოსტი
#39
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
neo
განკითხვა რა საშინელი ცოდვაა და ამ ბოლ დროს ვგრძნობ რომ გვერდს ვეღარ ვუვლი სამწუხაროდ... განსაცდელებიც ბლომად მაქვს და ე.ი. კიდევ უნდა ველოდო? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Atman |
Sep 17 2009, 08:59 PM
პოსტი
#40
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ხალხო განსაცდელი არც სასჯელია და არც იმის მაჩვენებელი რომ შენი თავი ცოდვილად უნდა აღიარო. მონანიება საჭიროა, მაგრამ გაცნობიერების გარეშე მონანიებას აზრი არა აქვს. ერთი კაი კაცისგან გამიგია, ამდენი ცუდი რაღაც გვემთხვევა და მაინც არ გვინდა ამ უაზრო ილუზიიდან და ამაოებიდან თავის დაღწევა და სულ კარგად რომ ვიყოთ მაშინ რაღა გამოგვაფხიზლებდაო
ციტატა მაგალითად ერთი თვის წინ მამიდაშვილის შვილს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი, და ამავდროულად ბიძაშვილიშვილს წარბი გაუსკდა და ოპერაცია დასჭირდა, ორივე ერთად იყო და ჩავვარდი სასოწარკვეთილებაში...საბედნირეოდ ყველაფერი კარგად დასრულდა... რა თქმა უნდა პირველ შემთხვევაში ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, მითუმეტეს ისეთი ნაზი და ემოციური არსებისთვის როგორიც ქალია (და ქალს არც არავინ თხოვს ემოციებზე უარის თქმას, თუმცა გამსკდარ წარბზე ნერვიულობა გადაჭარბებულად მეჩვენება მაინც), ერთია ვინერვიულოთ, და მეორეა გავაცნობიეროთ რომ ღმერთი ყველა განსაცდელს და ავადმყოფობას ისევ ჩვენს დასახმარებლად გვივლენს და რატო გვივლენს ამაზე ფიქრი არცაა საჭირო, იმიტომ რომ ჩიხში შეგვიყვანს ყოველთვის... უნდა გვახსოვდეს რომ სული უკვდავია და იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანი კვდება სასოწარკვეთილებასთან და ყველა ადამიანურ ემოციასთან ერთად უნდა შევინარჩუნოთ ცნობიერების ის წერტილი, რომელსაც სჯერა რომ ხორცი მოკვდა და არა სული... მე პირადად თითქმის ეგეთ სიტუაციებში და იტყვით ალბათ ყინულის გული გაქვსო მაგრამ არაა ეგრე... უბრალოდ მჯერა და დარწმუნებული ვარ რომ ღმერთი ამ პიროვნებას არ მიატოვებს... ამ დროს ბედისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და სასოწარკვეთა, ღმერთისადმი საყვედურად მოიაზრება ქვეცნობიერში და უარეს შედეგებს იწვევს... ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება... უნდა ვიტიროთ, უნდა განვიცადოთ, მაგრამ ზომიერად, და სასოწარკვეთილებამდე არ უნდა მივიდეთ. მაშიკო რაც შეეხება განკითხვას, დამიჯერე არაა სასიკვდილო და საშინელი ცოდვა, უბრალოდ როგორც შენ განიკითხავ სხვებს, ისევე განგიკითხავენ შენ მომავალში... და როდესაც შენზე ამბობს ვინმე ცუდს, ესე იგი სხვაზე გითქვამს ადრე ცუდი... გააცნობიერე ეს და აღარც განიკითხავ და აღარც იმაზე დაგწყდება გული სხვა რომ მოგექცევა ეგრე neo ციტატა 2. განსაცდელების დიიიდი უმრავლესობა განკითხვის ცოდვის შედეგია. განკითხვით ადამიანი ,,აიძულებს ღმერთს", სიყვარულს, რომ ის მოაქციოს ისეთივე გარემოს გავლენის ქვეშ, რომელ გარემოშიც ,,განკითხულმა" დაუშვა შეცდომა... გეთანხმები, ეგრეა ზუსტად და ღმერთი ადამიანს ეხმარება მაგ დროს რომ თავი იმ განკითხულის როლში გამოსცადოს რომელიც ადრე განიკითხა, მაგრამ ეს სასჯელი სულაც არაა და მითუმეტეს აღარ იქნება საჭირო დასჯა როცა ამას აცნობიერებ... აქვე დავამატებ რომ განკითხვა არაა ცოდვა თუ გულიდან არ მოდის, ხუმრობით და იუმორით ნებისმიერ პიროვნებას განვიკითხავ (არა დაცინვით) და სინდისი ოდნავაც არ შემაწუხებს, ასევე განკითხვა მოსდევს სიტუაციურ ჭორაობასაც, როცა ობრაზში შედიხარ და როგორც სხვები ლაპარაკობენ იმათ ტალღაზე გადადიხარ... ძირითადად ჭორბიუროებში ხდება ასე -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი