IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა
marine
პოსტი Aug 2 2017, 09:05 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მოქვის ტაძარი (X ს.)

მოქვის ტაძარი ოჩამჩირის რაიონში, მდინარე მოქვის ნაპირას მდებარეობს. ის აფხაზეთში არსებულ ტაძართა შორის ერთადერთია, რომლის აგების შესახებ წერილობითი საბუთი მოგვეპოვება. "მატიანე ქართლისაი" გვამცნობს, რომ აფხაზთა მეფის გიორგის ძემ ლეონმა "აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ". თვით ის ფაქტი, რომ მემატიანემ საჭიროდ მიიჩნია, ტაძრის აგება საგანგებოდ მოეხსენიებინა, მოქვის მნიშვნელოვან სასულიერო ცენტრად აღიარებას მოწმობს. ლეონის მეფობის მიხედვით, ძეგლის თარიღი 957-967 წლებს შორის ექცევა.

მოქვი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. ტაძარს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ქართული ხელნაწერები, რომლებიც მოქვის მოღვაწეთა სახელებს გვამცნობენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიელ მოქველის თაოსნობით 1300 წელს გადაწერილი ოთხთავი. იგი მდიდრულად არის მოხატული, შემკულია ოსტატურად შესრულებული ორნამენტებით.

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.30/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 08:56 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[კომუნისტების დროს] უძველესი, ეტრატზე ნაწერი გულანი კი კოოპერატივში შესახვევ ქაღალდად გამოუყენებიათ".

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.91/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 11:03 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მახსოვს მონაზონთა ნაქონი უძველესი ტყავისყდიანი და პერგამენტზე ნაწერი წიგნები, რომლებიდანაც ჩვენი მეზობლები (ჩვენ გარდა იმ სახლში სხვებიც ცხოვრობდნენ) თუთუნის გასახვევად ფურცლებს ხევდნენ..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.101/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2017, 10:51 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"..საშინელი შიმშილობის და გაჭირვების დროს, დიდი სამამულო ომი პერიოდში, არც უფიქრია [დეკანოზ მაკარი გაჩეჩილაძეს] წიგნები ან საბუთები, რომლებიც გაჩეჩილაძეთა სასულიერო წოდების საგვარეულო ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, გაეყიდა..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.117, 131/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2017, 11:56 AM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარეთ გამოტანილ სიწმინდეთა შორის იყო ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება, რომლის შესახებაც თედო სახოკია გვაუწყებს: "ლიხაურის ეკლესიაში შენახულია ტყავზე დაწერილი ოთხთავი ასომთავრული ხუცურით. აქაურ მღვდელ კონტრიძეს დაუკაზმინებია ეს განძი და საკმაოდ სისუფთავით შეუნახავსო".

კომკავშირელებმა მას ყდა გადააძრეს და ცეცხლს მისცეს... ამ დროს ერთ-ერთ კომკავიშრელს მამა ნესტორისათვის ხელები გაუხსნია, ამ უკანასკნელს ცეცხლიდან აუტაცია სახარება და გულში ჩაუკრავს... მისი ხელის ხლება ვეღარავის გაუბედავს..."

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ.150-151/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2017, 10:10 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისტორიკოს თედო სახოკიას ცნობით, აქ ყოფილა "სახარება ძვირფას თვალმარგალიტით შეჭედილ-შემკული... მესამოცე წლებში, ამ ძვირფასი სახარების მაგიერ, რაღაც მანქანებით, მხოლოდ ვერცხლით შეჭედილი სახარება დარჩა ამ მონასტერში".

წყაროებში მიუთითებენ, რომ შემოქმედის მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. აქ დაცული ყოფილა ორი შესანიშნავი ხელნაწერი: "გულანი" და "ფუტკარი" ანუ ლოცვანი და ბერძნული ეკლესიის ზოგი წმინდანის ცხოვრების კრებული".

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.33/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2017, 11:07 AM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა [ნიკოლოზ] კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელით ნაწერი სახარება".

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.47/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2017, 01:37 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იქვეა [მესტიის მუზეუმში] XII საუკუნის "ლაფსყალდის ოთხთავი", იერუსალიმში გადაწერილი XII საუკუნის "ლაჰილის ოთხთავი", რომელიც ვინმე გრიგოლ ხფცხიანის დაკვეთით საგანგებოდ ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის შეუსრულებიათ. მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურებს სთხოვს, ღამით კვარს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით ხელნაწერს, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა უნიკალური ხელნაწერები."

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.42/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2017, 06:26 PM
პოსტი #49


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გასაკვირი არ არის, რომ ახალი შუამთის მონასტერს უმდიდრესი საგანძური და წიგნსაცავი ჰქონდა. თინათინ დედოფალს წვლილი მიუძღვის ქართული ხელნაწერების გამრავლების საქმეშიც".

/"თვენი", წიგნი 25, გვ.241/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2017, 11:43 AM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ლიტერატურის მუზეუმში ხელნაწერთა ყველაზე დიდი კოლექციაა. ჩვენთან არის დაცული ხელნაწერი წიგნები. მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცულ ნუსხათა შორის უძველესია ფერადი მინიატურებით შემკული XII საუკუნის ათონური ოთხთავი. ძველ ხელნაწერთა შორის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია: "ვეფხისტყაოსნის" მე-17-19 საუკუნეების რედაქციები, "ომანიანი", "ქილილა და დამანა", სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" და "ქართული ლექსიკონი" (XVIII-XIX ს.ს-ში გადაწერილი), ვახუშტი ბატონიშვილის "ქართლის ცხოვრება" და "გეოგრაფია" (1829 წელს გადაწერილი), XVIII-XIX ს.ს-ის ფილოსოფიურ-რელიგიური ხასიათის თხზულებანი, ოთხთავები, საგალობელთა კრებულები, წყალობისა და ბოძების სიგელები. აქვეა დაცული ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე მაჩაბლის, ნიკო ნიკოლაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოტე მაყაშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გერონტი ქიქოძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ნიკო სამადაშვილისა და სხვა მწერალთა არქივები თუ ცალკეული ხელნაწერები. აღსანიშნავია ალექსანდრე დიუმას, ივანე ტურგენევის, არტურ ლაისტის, მარჯორი და ოლივერ უორდროპების, მაქსიმ გორკის, ალექსანდრ ბლოკის, ანდრეი ბელის, კონსტანტინ ბალმონტის, ვალერი ბრიუსოვის, ბორის პასტერნაკის და სხვა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების ავტოგრაფები და პირადი წერილები ქართველი მოღვაწეებისადმი. გარდა ამისა, ჩვენი განყოფილების ფუნქცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ვემსახურებით მკვლევარებს, ვაწვდით მათ საინტერესო მასალებს."

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.56/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2017, 12:48 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველი ქართული წიგნი - "სახარება" თბილისში 1709 წელს დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის მიერ. ზუსტად ასი წლის შემდეგ წიგნი დაიბეჭდა სოფელ წესში. ეს საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოში სხვა სოფელი არც გვეგულება, სადაც იმხანად ვინმეს წიგნი დაებეჭდოს.

წესში 1808 წელს დაუბეჭდავთ საღმრთო წიგნი "სავედრებელი ღვთისმშობლისა", ხოლო 1811 წელს - "გამოკრებული სადღესასწაულო სოფელსა შინა წესს, ხელითა მესტამბე რომანოზ ზუბაშვილისთა, რომელი მიცვალებულ იქმნა უწინარეს ბეჭუდისა ამის. ხოლო შემდგომად მიცვალებისა მისისა მე, ძემან მისმან, მესტამბემ დავით, ვიწყე და აღვასრულე ძალითა ღვთისათა".

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.45/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2017, 10:05 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 25,974
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა სერაფიონის [გურგენიძე] მიერ ხელშენახები წიგნები და საეკლესიო ნივთები ერთ-ერთ ოჯახში, ქალბატონ ჟუჟუნა როინიშვილთან ინახება. ერთ სქელტანიან წიგნს ასეთი წარწერა აქვს: "ესე მარხვანი კუთვნილ არს სოფლის თლუღის წმინდა გიორგის ეკლესიისა, ჩყნა წელსა", ბოლო გვერდზე კი წერია: "ვკითხულობდი ამ მარხვანს მელქისედეკ იოვაკიმის ძე გურგენიძე. სამი ორი კვირა და კიდევა კარგათ ვისწავლე დეოდორობის საკითხავები. გურგენიძე მელქისედეკი, 1881 წელსა, იანვარსა.

შედარებით მომცრო, თუმცა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "დავითნია". ჩანს, თავის დროზე განუახლებიათ. ბოლო გვერდზე თარიღად 1873 წელი უზის და ასეთი წარწერაა: "ღმერთო, იხსენ თალაკვაძე, ღმერთო, იხსენ".

ეს "დავითნი" ეკუთვნის მღვდელ იოაკიმ გურგენიძეს, ჯვარცმის გამოსახულებით შემკული შავი გარეკანი ჟამთასვლას გაუცრეცია.

აქვეა მელქისედეკის მოწაფის, ვასილ გურგენიძის ნაქონი ჟამნი."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.43/


--------------------
"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ქრისტიანს მუდამ უნდა ახსოვდეს: 1. თუ ვინ გაუკეთა სიკეთე 2.თუ ვის გაუკეთა ცუდი.
ქრისტიანს მუდამ უნდა ავიწყდებოდეს: 1. თუ ვის გაუკეთა სიკეთე 2. და ვინ გაუკეთა ცუდი".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2017 - 11:02 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი