ბაგრატიონების მემკვიდრე, საჭირბოროტო საკითხი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბაგრატიონების მემკვიდრე, საჭირბოროტო საკითხი |
T.L. |
Jun 2 2007, 04:15 PM
პოსტი
#61
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ივერიელი |
Jun 2 2007, 04:20 PM
პოსტი
#62
|
დაურეგისტრირებელი |
დათიკო
ციტატა შენ რომელ სოლომონზე საუბრობ? მე სოლომონ მეორეს ვგულისხმობ, რომელიც 1815 წელს გარდაიცვალა და მისი მეულე იყო მარიამ დადიანის ასული. მას შვილი რამდენადაც ვიცი არ ჰყოლია. აი ამ სოლომონზე მაქვს საუბარი: მემკვიდრეები სოლომონ I-ლისა არიან დარჩენილები ანუ უმცროსი შვილის, როდესაც უფროსი შვილის შთამომავლობა წყდება, ყველა სამართალმემკვიდრეობა გადადის შემდეგ შტოზე. ციტატა და მაინტერესებს გიორგი მე-12 ვიღა იყო? ფორუმ.გეზე ძალიან აქტიური იყავი ბაგრატიონების თემაში, იქ აი რაც ეხლა ლიკამ დადო ეგ მასალებიც გაქვს დადებული, ბაგრატიონთა გენეალოგიური ხაზიც და კიდევ მე მეკითხები ვინ იყო გიორგი XII? სპეციალურად აკეთებ ამას თუ ერთობი? t.l. დიდი მადლობა ჩემო კარგო, გაიხარე. ეს აქაური ხალხისთვის იქნება თვალსაჩინო მაგალითი და ეცოდინებათ, რომ პროვოკატორებს არ უნდა აყვნენ. |
დათიკო |
Jun 2 2007, 04:27 PM
პოსტი
#63
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
და კიდევ ერთ რამეზე მსურს ყურადღება გავამახვილო. აქ საუბარი იმაზე კი არ არის ვინ არის კარგი, ცუდი, აქაური იქაური, მოწმონს, არ მომწონს და ა.შ. არამედ საუბარია კანონიერ მემკვიდრეზე, სადაც ყოველგვარი პირადი ინტერესი უნდა გადაიდოს გვერდზე გაირკვას ვინ არის ნამდვილი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა.
ანუ ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს იმერელია, ის კახელია და ა.შ. ასეთი მიკერძოება ჩემი აზრით სეპარატისტულია და მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს სწყალს ვისაც არ სურს ქვენის ერთიანობა. პირადად ჩემთვის სრულიად უმნიშვნელოა იმერელი არის მემკვიდრე, კახელი თუ გაესპანელებული ქართველი. მთავარია კანონიერება და სამართალი. ივერიელი ციტატა ფორუმ.გეზე ძალიან აქტიური იყავი ბაგრატიონების თემაში, იქ აი რაც ეხლა ლიკამ დადო ეგ მასალებიც გაქვს დადებული, ბაგრატიონთა გენეალოგიური ხაზიც და კიდევ მე მეკითხები ვინ იყო გიორგი XII? სპეციალურად აკეთებ ამას თუ ერთობი? მე რომ დავდე ეგ მასალა სწორედ იმის მანიშნებელია რომ მიკერძოებული ადამიანი არ უნდა იყოს. ეს სტატია არაფერზე მეტყველებს გარდა ერთისა, ადამიანი თავისი პირადი მოსაზრებით მხარს უჭერს სხვის სამართალმემკვიდრეობას, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას რომ ეს მართლაც ასე უნდა იყოს. ასვე არ მინდა იფიქრო თითქოს სპეციალუარად ვაკეთებ ამას და ვერთობი. სრული სერიოზულობით მაინტერესებს რატომ არის ბოლო მეფე სოლომონ მეორე და არა გიორგი მე-12. თან ამავე დროს რატომ უნდა იყოს იგნორირებული ეს ორი შტო და მემკვიდრე მუხრანელი ბაგრატიონებიდან უნდა იყოს. |
ივერიელი |
Jun 2 2007, 04:32 PM
პოსტი
#64
|
დაურეგისტრირებელი |
დათიკო
ციტატა მოწმონს, არ მომწონს და ა.შ. არამედ საუბარია კანონიერ მემკვიდრეზე, სადაც ყოველგვარი პირადი ინტერესი უნდა გადაიდოს გვერდზე გაირკვას ვინ არის ნამდვილი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა. ეს შენ დიდი ხანია უკვე იცი, აი ამაშია საქმე. ისტორია ერთია და ქვეყნის მოდელის შეცვლა და მონარქიის აღდგენა მეორე, ეს არის იურიდიული და კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ დროს ამოსავალი წერტილი უნდა იყოს იურიდიული სამართალმემკვიდრეობა, ასეთ დროს ნებისმიერი კონსტიტუციონალისტი და იურისტი იხელმძღვანელებს 1490 წლის აქტით, როდესაც დაიშალა საქართველოს სამეფო. 1490 წლამდე ქართლის სამეფო და მისი მეფე ითვლებოდა ერთიანი საქართველოს სამეფოს სამართალმემკვიდრედ. ეს არის ზუსტად დღევანდელი აფხაზეთის და ცხინვალის ვარიანტი. სანამ საქართველო არ ცნობს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას (არც მოხდება) მანამდე ეს ორივე რეგიონი ითვლება საქართველოს შემადგენელ ნაწილად! ძნელია ამაზე დაფიქრება დ გარკვევა?! ციტატა ასვე არ მინდა იფიქრო თითქოს სპეციალუარად ვაკეთებ ამას და ვერთობი. სრული სერიოზულობით მაინტერესებს რატომ არის ბოლო მეფე სოლომონ მეორე და არა გიორგი მე-12. დიდი ბოდიში მაგრამ შენთან მომიწევს საუბრის დამთავრება. ჩემს ძალას აღემატება უკვე ასეთ დონეზე საუბარი. გიორგი XII გარდაიცვალა 1800 წელს, სოლომონ II გადააყენეს 1810 წელს. ხედავ რამე განსხვავებას? სამეფო ტახტზე ადის უფროსი მემკვიდრე, ასეა წესი ყველა ქვეყანაში. ასე იყო საქართველოში. დღეს გაქვს ერთიანი საქართველო და არა ქართლ-კახეთის ან იმერეთის სახელმწიფო. ერთიან საქართველოში ტახტზე უნდა ავიდეს უფროსი შტო. უფროსი შტო ერთიანი საქართველოს მეფეებიდან უნდა ავიდეს ტახტზე და არა განაპირა სამეფოებისა. ერეკლეს შთამომავლობა და სოლომონის შთამომავლობა არის პროვინციების კახეთის და იმერეთის შტო და არა უფროსი. ამასაც ტყუილად ვწერ. დავამთავრე მე აქ წერა და ნერვების შლა. შენ და ლენუსა უკეთ გაუგებთ ერთმანეთს. |
დათიკო |
Jun 2 2007, 04:44 PM
პოსტი
#65
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ივერიელი
ივერ, ერთი კითხვა მაქვს. 1490 წლის მერე რაც მეფეები იყვნენ, არ იყვნენ ქართველები და არ ეკუთვნიოდათ მოფობა? |
ივერიელი |
Jun 2 2007, 04:47 PM
პოსტი
#66
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა მე რომ დავდე ეგ მასალა სწორედ იმის მანიშნებელია რომ მიკერძოებული ადამიანი არ უნდა იყოს. ეს სტატია არაფერზე მეტყველებს გარდა ერთისა, ადამიანი თავისი პირადი მოსაზრებით მხარს უჭერს სხვის სამართალმემკვიდრეობას, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას რომ ეს მართლაც ასე უნდა იყოს. არისტო ბაგრატიონი არის უკანასკნელი მამაკაცი ერეკლეს შტოდან, რომელიც თავად აცხადებს უარს სამეფო ტახტზე და მის ნაწერში ძალიან კარგად ჩანს საქართველოს ისტორიის ცოდნა და ზუსტი ანალიზი. ვისაც ეს არ შეუძლია უმჯობესია სხვა რამეს მიხედოს. დათიკო ციტატა ივერ, ერთი კითხვა მაქვს. 1490 წლის მერე რაც მეფეები იყვნენ, არ იყვნენ ქართველები და არ ეკუთვნიოდათ მოფობა? იყვნენ, და ვინ გითხრა რომ არ იყვნენ, მაგრამ 1490 წლიდან ერთიანი საქართველო აღარ იყო. დაიშალა - დ ა ი შ ა ლ ა!!! არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივად და იურიდიულად! არც კახეთის, არც ქართლის და არც იმერეთის მეფეებს ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურა აღარ ჰქონდათ. ანუ მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა, რანთა და ა.შ. ივანე წერს, რომ 1490 წლის შემდეგ კონსტანტინე II უკვე აღარ უწოდებს თავის თავს მეფეთ მეფეს და მთელს ტიტულატურას აღარ იყენებსო. სამართლებრივად გაფორმდა საქართველოს დაშლა და დაშლილი საქართველოების სამართალმემკვიდრეობას ვერ აღვადგენთ. დავცინებენ. ვერც ცალკე ქართლ-კახეთის სამეფო აღდგენა ერთიან საქართველოში და ვერც ცალკე იმერეთის სამეფო ერთიან საქართველოში. ათვლის წერტილი უნდა იყოს 1490 წელი, როდესაც მოხდა იურიდიული დაშლა ქვეყნისა. ღმერთო შენ მიშველე. |
დათიკო |
Jun 3 2007, 12:30 AM
პოსტი
#67
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ესე იგი როგორც ჩანს პრობლემა მდგომარეობს იმის გარკვევაში მემკვიდრის ათვლა დაიწყოს ერთიანის საქართველოს მეფისგან, თუ საერთოდ ბოლო მეფისგან.
|
ივერიელი |
Jun 3 2007, 12:58 AM
პოსტი
#68
|
დაურეგისტრირებელი |
დათიკო
2+2 რამდენია? რომელი ბოლო მეფე? რისი ბოლო მეფე? გეუბნები საქართველოს ბოლო მეფე იურიდიულად იყო კონსტანტინე II, საქართველოს ბოლო მეფე პოლიტიკურად ანუ ფაქტობრივად იყო ალექსანდრე I-ლი. სად ვცხოვრობთ ეხლა? იმერეთის სახელმწიფოში თუ ქართლ-კახეთის? რა ჰქვია დღევანდელ ჩვენს ქვეყანას? საქართველო ხომ? როდის დაიშალა საქართველოს სამეფო? 1490 წელს. ვინ იყო იმ დროს ბოლო მეფე? კონსტანტინე II. 2+2=4 |
Lenus |
Jun 3 2007, 08:38 AM
პოსტი
#69
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
დედა დედა, რა დღეში გაქვს ივერიელო ნერვები, ნწ ნწ ნწ.
ციტატა შენი უსინდისობა კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. და აი რატომ: შენ ძმისგულო შარზე ხო არა ხარ? წესიერად მე-ლა-პა-რა-კე! ასეთების გულისთვის გიპასუხებ კიდევ მწარედ და მერე დაიწყებ თავის მოსაწყლებას, "გამლანძღა და გამილანძღა"! ციტატა 1. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზისნკი უკვე 57 წლისაა, მინიმუმ 10 წელი მონარქია არ ადგება და 67 წლის გადაღრძუებული კაცი არავის უნდა მეფედ. ფაქტიურად გამოდის, რომ მემკვიდრე ანაა, რომელსაც დავით მალანია ჰყავს ქმრად. ეს არის ფაქტი და ძალიან ბევრმა ხალხმა იცის თბილისში რომ ანას დედამთილი ფისო ალანია და მისი დაქალების წრე ხვიხვინებს ამაზე. მერე ძვალ რომ ძე ეყოლოს არ შეიძლება? ეს ერთი ახსნა იმისა რომ რაც არ გინდა არც იღებ, მიზეზებს ეძებ უბრალოდ. მეორეც, მე არ მითხვამს რომ ქალიშვილი უნდა გამეფდეს. შენც კარგად იცი, არსებობს მემკვიდრეობის გადაცემა (ამასთანავე გვარის, და მთელი რეგალიების, ქალიშვილით შვილიშვილზე). ვინ რას ხვიხვინებს ნაკებად მაინტერესებს. მე საკითხს ვუდგები წმინდა თეორიულად. მასე, პატრიარქმა განაცხადა, მოიყვანეთ ყველა მემკვიდრე და ღემრთი გამოარჩევსო. (თუ პრაქტიკულად გამფებაზე მიდგა საქმე). ციტატა 2. ასჯერ დაგიწერე უკვე და ზემოთ მასალებიც დავდე, ფაქტები!!! რომ არსებობენ ერეკლეს შვილის და მემკვიდრის იულონ ბატონიშვილის შთამომავლები. არისტო ბაგრატიონი, რომელიც წერს, რომ ღვთის სასჯელი დაატყდა თავს საქართველოს ოთხჯერვე, როდესაც დისნატიური ხაზი შეცვალეს და ეს აღარ უნდა განმეორდეს და ტახტი მუხრანელ ბაგრატიონებს ეკუთვნითო. ღვთის რისხვის განსაზღვრა ჩვენს ხელში არაა. ეკლესიამ აკურთხა თეიმურაზი !!! ვახტანგი და იესე რომ "პინგპონგივით" მეფდებოდნენ ის არაფერი იყო? მოკლედ, მაგ ამბებს შევეშვათ. დღეს რომ პატრიარქმა საბოლოოდ მოიწვიოს კანდიდატები და ერთერთი აკურთხოს, ხომ დამთავრდება ყველა კამათი? ჰოდა ასე მოხდა 1744-შიც! სვეტიცხოველში აკურთხეს თეიმურაზი! კი იყვნენ იმ დროს მუხრანელებბი ცოცხლები მაგრამ ქართლში არ ჩამოესვლებოდათ და ვერ ჩამოდიოდნენ თუ არ ჩამოდიოდნენ არ ვიცი! შენი ლოგიკით, ისე უპატრონოდ უნდა დაგდებულიყო ქართლი მაშინ? გადაეცა მემკვიდრეობა თამარს, ასევე მუხრანელ ბაგრატიონს და სანედნიეროდ, თეიმურაზის მეუღლეს, ერეკლე II-მ კი დედისგან მიიღო მემკვიდრეობით ქართლის ტახტი, მამისგან - კახეთის! ციტატა 3. ყველა ის მეფე თუ მთვარი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას არის სეპარატისტი და ამას მტკიცება არ სჭრიდება. მეფე არ უწყობდა საქართველოს დაშლას, სხვებმა შეუწყეს. სეპარატისტი მეფე არ გამიგია, კიდევ ვიმეორებ! გიორგი VIII როდის გახდა გიორგი I და როდის ჩამოერთვა საქართველოს მეფობა?? ციტატა 4. 1490 წელს ქართლმა, როგორც უპირატესმა სამეფომ საბოლოოდ იურიდიულად გააფორმა საქართველოს დაშლა, რაც იძულებითი ნაბიჯი იყო, თუმცა ქართლის მეფეები ამას არასოდეს შეგუებიან. 1490 წლამდე ერთიანი საქართველოს მეფე იყო კონსტანტინე და ეს ივანე ჯავახიშვილს უწერია ძალიან კარგად. შენ ფორუმი ივერია სწორედ ამ დემაგოგიის და უსირცხვილო კამათისთვის დაგატოვებინე და შენსას მაინც არ იშლი. ხალხი სიმართლეს ხედავს და შესაბამისს დასკვნებსაც გააკეთებს კი არ დამატოვებინე, მე თვითონ დავტოვე!! ეს ერთი! ციტატა შეგუებიან. 1490 წლამდე ერთიანი საქართველოს მეფე იყო კონსტანტინე და ეს ივანე ჯავახიშვილს უწერია ძალიან კარგად. მაჩვენე სად წერია ეს ივანე ჯავახიშვილთან! -------------- რაც შეეხება "ბოლო მეფეს". დათიკო, ივერიელი განგებ ურევს მონარქისტულ და პოლიტიკურ ერთიანობა მთლიანობას ერთმანეთში. მაგალითისთვის, ქართველი მეფეები ატარებდნენ ტიტულს, შირვანშაჰი (ანუ ბაქოს მიმდებარე ტერიტორიის მთავარი), შაჰანშა (დღევანდელი სომხეთის) და სხვა. ე.ი. რა გამოდის? დღეს რომ მეფე აღდგეს, მარტო "სადაც ვცხოვრობთ" პოლიტიკურად, იმის მეფე უნდა გახდეს? ტიტული ტიტულია. მაგალითისთვის ინგლისის დედოფალი კანადისა და კენიის და ავსტრალია-ახ.ზელანდიის დედოფლადაც ითვლება - რა პრობლემაა ამ თანაარსობაში? პოლიტიკური მდგომარეობა ერთია და გვირგვინის - მეორე. აი, სულ გაიძახის ივერიელი, დაიშალა საქართველო, ლეგიტიმური, არალეგიტიმური შტოები. გაგვიმხილეთ ბატონო ივერიელო, რომ დაიშალა საქართველო, ისევ ბოლოს როგორ შეერთდა? დღემდე ხომ ორი გვირგვინი მოვიდა? ქართლ-კახეთის (ანუ საქართველოს) და იმერეთის? ისე, სირცხვილია კაცმა ასეთი რამ წარმოთქვა: "იმერელი როგორ უნდა გაამეფო საქართველოს ტახტზეო, რაო იმერელი ქართველი მონარქი არ იყო?" ციტატა 2+2 რამდენია? აუ, შენ 3+3-იც გეცოდინება და გაგვანათლე რა! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
T.L. |
Jun 3 2007, 09:39 AM
პოსტი
#70
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა მერე ძვალ რომ ძე ეყოლოს არ შეიძლება? რავიცი რავიცი..... მე მეეჭვება ეგ ამბავი და -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Lenus |
Jun 3 2007, 10:53 AM
პოსტი
#71
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ციტატა რავიცი რავიცი..... მე მეეჭვება ეგ ამბავი და ტლ შენ ეს თემა მოსაწყენად არ მიგაჩნდა? სადამდე შეიძლება ამაზე კამათი "ღმერთო ჩემოო" შენ არ ამბობდი? თუ ივერას გამოჩენამ გაგამხიარულა? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
Jun 3 2007, 11:23 AM
პოსტი
#72
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
არისტო ბატონიშვილის ნარკვევიდან:
"უკანასკნელი კატასტროფა იყო მეფე ერეკლე II-ის მიერ სამეფო მემკვიდრეობის წესების შეცვლა. ამან კიდევ გაართულა სახელმწიფოს მძიმე მდგომარეობა და მისცა რუსეთის ხელისუფლებას დაერღვია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის (ხელშეკრულების) პირობები, ჩარეოდა საქართველოს შინაურ საქმეებში და მიეერთებინა ქართლ-კახეთის სამეფო." ღია კარს ხომ არ ამტვრევთ? მე ამას სრულებით არ ვეწინააღმდეგები. მე მაინტერესებს, სად წერია, რომ თეიმურაზის მიერ ვახტანგ VI შემდეგ გამეფება უკანონო იყო? ანუ ერთ რამეს გვაკითხებთ და მეორე რამეს გვისკვნით? რა ხდება კაცო, სექტანტებთან ხომ არ ვლაპარაკობ? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
Jun 3 2007, 11:35 AM
პოსტი
#73
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ხალხო,
მე რაც ნაშრომი მოვიყვანე (დ. ნინიძის) არის "საქართველოს მეფეები"-ს ნაწილი. ეს გამოცემა 2000 წელს გამოვიდა და რეცენზენტები არიან მარიკა ლორთქიფანიძე და როინ მეტრეველი. გამოდის რომ საქართველოში მყოფილ ყველა ისტორიკოს იმავე აზრს იზიარებს რასაც მე ვამბობ. ივერიელი გვიმტკიცებს, რომ "ცუდი ხალხია" გრუზინსკები, იმერლებია "იმერეტისნკები" და ამიტომ მუხრანსკები უნდა გამეფდნენ. ასე ბნელა მართლა და მართლა? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
T.L. |
Jun 3 2007, 12:04 PM
პოსტი
#74
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა ტლ "ტ" არაა ეგ "თ" არის ციტატა შენ ეს თემა მოსაწყენად არ მიგაჩნდა? სადამდე შეიძლება ამაზე კამათი "ღმერთო ჩემოო" შენ არ ამბობდი? მოსაწენად კი არ მიმაჩნია, გასაგებად და ნათლად მიმაჩნია ყევლაფერი და კამათიც შესაბამისად აღარ არის საჭირო.. მაგარმ თქვენთან როგორ ვატყობ ამაზე საუბარიც არ ღირს.... ციტატა თუ ივერას გამოჩენამ გაგამხიარულა? თქვენ თუ მსგავსი რამეები გამხიარულებთ არ ვიცი მაგარმ, მამისტოლა კაცი ჩემი კლოუნი არ არის რომ გამამხიარულოს... ღმერთო ჩემო, ჩემი ერთი ვარაუდი და კომენარი თუ ასე გაღიზიანებს ხელები ამიწევია, მამისტოლა კაცს ნამდვილად ვერ განერვიულებ.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
Lenus |
Jun 3 2007, 12:12 PM
პოსტი
#75
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ციტატა მოსაწენად კი არ მიმაჩნია, გასაგებად და ნათლად მიმაჩნია ყევლაფერი როდესაც პატარა იმპერიაში სახელად "ივერია" ან უნდა იზიარებდე არქიფოს აზრს ან უნდა "დაიღუპო" მართლა ცუდათაა საქმე საქართველოს საზოგადოებაში. ამდენი ხანი ვკამათობთ და გასაგები არავისთვის არაა, მარტო შენთვისაა გასაგები? ივერიელის დახმარების გარეშე ჩამოაყალიბე აზრი, რატომ. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
T.L. |
Jun 3 2007, 12:18 PM
პოსტი
#76
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა როდესაც პატარა იმპერიაში სახელად "ივერია" ან უნდა იზიარებდე არქიფოს აზრს ან უნდა "დაიღუპო" ეგ თქვენ ფიქრობთ ასე.... თქვენი ნებაა.... (და ივერია აქ რა შუაშია?) ციტატა ამდენი ხანი ვკამათობთ და გასაგები არავისთვის არაა, მარტო შენთვისაა გასაგები? ჰოდა ამდენი ხანი რო კამათობთ, მე თქვენამდეც მქონდა ჩემი აზრი და მეტსაც გეტყვი არც თქვენი კამათის მერე შემიცვლია აზრი... ჰოდა რაც შეეხება სხვებს გამგები გაიგებდა აქამდე რაა.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
დათიკო |
Jun 3 2007, 02:44 PM
პოსტი
#77
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
t.l.
ტყულად ცხარობ, ძვირაფასო. არაა საერთოდ სანერვიულო არფერი. რატომღაც ქართული ფორუმის სინამდვილეში ისეთი აზრი შემექმნა, თითქოს ამ თემაზე ნორმალური საუბარი შეუძლებელია. არაა საჭირო ვნებათაღელვა. არის ისტორია, წყაროები, ფაქტები, წესები და კანონები. ხოდა, მოდით ზედმეტი მღელვარების გარეშე გავნაგრძოთ საუბარი ამ თემაზე. ციტატა მამისტოლა კაცი ჩემი კლოუნი არ არის რომ გამამხიარულოს... არც ლენუსია პატარა ბავშვი, დამიჯერე. არ ღირს ასეთი ამიკდებულება ადამიანის მიმართ. ციტატა მერე ძვალ რომ ძე ეყოლოს არ შეიძლება? და რომც არეყოლოს რა მერე? რახან პოტენციურად შეიძლება ძე არ ეყოლოს, ამიტომ აღარ არის მემკვიდრე? |
ივერიელი |
Jun 3 2007, 03:44 PM
პოსტი
#78
|
დაურეგისტრირებელი |
t.l.
დაანებე თავი, მალანია უნდათ მეფედ ვერ მიხვდი? რაც უნდათ ის წერონ. დათიკო ციტატა რახან პოტენციურად შეიძლება ძე არ ეყოლოს, ამიტომ აღარ არის მემკვიდრე? ეს უკვე მეტისმეტია რა, შენგან ასეთ დონეზე აზროვნებას ნაღდად აღარ ველოდი. თუ გრუზინკებზე ასე გაქვთ აკრეფილი, მაშინ გეუბნები, რომ ერეკლეს ანდერძით ტახტი იულონს ეკუთვნოდა და იულონის შთამომავალი, მამაკაცი ცხოვრობს პეტერბურგში და დაწერა იმ ადამიანმა თავისი უარიც და სურვილიც. რაც შეეხება გრუზინკის, სმისა მოყვარულსა და 57 წლის კაცს 15 წლის მერე მეფედ არავინ დასვამს, ხოლო მის ღვთისმგმობელ ქალიშვილ ანას სამეფო ტახტზე არაფერი ესაქმება. ნუგზარის ოჯახში არავის აქვს პრეტენზია და არც ნუგზარს, მხოლოდ ანა აიყოლიეს. მის წინ 24 ბაგრატიონ მამაკაცი დგას პრეტენდენტად, ჯერ ამ 24 მამაკაცმა თქვას უარი და შემდეგ შეიძლება რამე გამოვიდეს და როგორც კი ანას გაპიარება დაიწყება საზოგადოებაშჲ, იქიდანვე დაიმარხება მონარქია. ვერ გაგაგებინეთ, ვერც ისტორიულად და ვერც იურიდიულად რომ მუხრანელები არიან მემკვიდრეები. არც ერთი ევროპული სამეფო სახლი არ დაუჭერს მხარს, ვინაიდან ყველამ იცის, რომ მუხრანელები არიან მემკვიდრეები, ამას ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და თუ ამდენი არ გემისთ ეხლავე შეგიძლიათ თავისუფლების ინსტიტუტს შეეკრათ. |
T.L. |
Jun 3 2007, 04:17 PM
პოსტი
#79
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა ტყულად ცხარობ, ძვირაფასო. არაა საერთოდ სანერვიულო არფერი. არა დათიკო არ ვნერვიულობ მე და ნერვიულობა? ციტატა არც ლენუსია პატარა ბავშვი, დამიჯერე ვიცი...პირადად ვიცნობ..... ჰოდა მასაც ზუსტად ასევე მივმართე "თქვენობით",ასე რომ რავიცი რავიცი იკამათეთ..... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
ქევანა |
Jun 4 2007, 01:44 PM
პოსტი
#80
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
წავიკითხე პოსტები და რაღაც კითხვები გამიჩნდა, იმედია არ ჩამქოლავთ, ჰა?
აი რა მაინტერესებს: ციტატა ქართლის მეფე კონსტანტინე II იყო უფროსი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა და ბაგრატიონთა დინასტიისა. იგი იყო ალექსანდრე I-ლი დიდის მეორე შვილის შვილი. ალექსანდრეს უფროსი შვილი უძეოდ გარდაიცვალა, ხოლო 1446 წელს ტახტზე ავიდა მესამე შვილი ანუ გიორგი VIII. წესით ტახტი ეკუთვნოდა დიმიტრის და შემდეგ მის შვილს კონსტანტინეს. მაშ რატომ გამეფდა გიორგი VIII და არა დიმიტრი? რამ შეუშალა ხელი? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 06:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი