მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა, ომის და სხვადასხვა სტიქიური საშიშორების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა, ომის და სხვადასხვა სტიქიური საშიშორების დროს |
guest |
Sep 12 2008, 02:55 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მოკლედ, თემა "სამხედროში" დავიწყეთ ამაზე საუბარი,მაგრამ რამდენადაც ვამჩნევ, ეს საკითხი თემას იმსახურებს, მისი ინტეგრაცია სხვა თემაში გამოიწვევს ამ საჭირო ინფორმაციის უნებლიემიმალვას და შესაძლებელია მავანმა არც შეიხედოს იმ თემაში,არადა ეს საკითხი აინტერესებდეს. ამიტომაც ჩემს ბოლო პოსტს თემა "სამხედროდან " გადმოვიტან აქ და შემდეგ განვავრცობ. სიამოვნებით ველოდები თქვენს ინფორმაციებსაც, ნებისმიერი რაც ამ დროს გამოსადეგია,დაწერეთ აქ და ვგონებ, მეტად საინტერესო და შემეცნებითი თემა გამოგვივა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა ამის აუცილებლობაც... სამწუხაროდ...
.ნინომ წმოჭრა ეს საკითხი და მეც ვუპასუხე. აგერ ბოლო პოსტი "სამხედროდან",ამ თემაზე აქ გავაგრძელოთ: ჯერ დავიწყებ საჰაერო თავდასხმის საშიშროების დროს მოქცევის წესებით. მერე გავაგრძელოთ ხანძრის და სხვადასხვა საშიში სიტუაციების დროს, ასევე სრული მობილიზაცია განვიხილოთ და სხვებზე დახმარების აღმოჩენაც: საჰაერო თავდასხმის საშიშროება ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად> სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას: * ჩავაქროთ სინათლეები,შუქი, *გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები, *გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები, *ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი, *გავაღოთ ფანჯრები, *გადავწიოთ ფარდები, *ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული: * საკვები, *წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია, *ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები, *პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი, *ფული *პირადი საბუთები, *პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება, *ტრანზისტორი, რადიო ხელის, *ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი, *"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად. ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური. სამუშაო ადგილზე ყოფნისას: *სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა, *პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა, *შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა. საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში : *პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ, *თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ, *მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს, *სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს. მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას. თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია. მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს: *შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას, *დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში, *თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ, *გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას, *თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ. |
ქავთარაძე |
Sep 12 2008, 08:13 PM
პოსტი
#21
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა ფიზიკის მიხედვით ცივი საგანი ანელებს სისხლის მოძრაობის სიჩქარეს და შესაბამისად იწვევს სისხლდენის შეჩერებას. არა, ცივი საგანი ავიწროვებს კაპილარებს, ეხლა დავეჭვდი ჩემს ნათქვამში და ჩემ დას დავურეკე იმან კიდო ეგ მითხრა, მე სისხლი მაწონივით მეგონა დედდებოდა სითბოში |
guest |
Sep 12 2008, 08:22 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქავთარაძე
ციტატა ეხლა დავეჭვდი ჩემს ნათქვამში და ჩემ დას დავურეკე კითხე შენს დას კიდევ ამ საკიტხებზე,ჭრილობებზე და დაწერე |
ქავთარაძე |
Sep 12 2008, 08:27 PM
პოსტი
#23
|
დაურეგისტრირებელი |
staywhite
აუ მობილურზე დავურეკე წეღანაც და გვიან რო მოვა ვეტყვი რო დაწეროს რამე |
q-e-T-i |
Sep 12 2008, 09:37 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
staywhite
გაიხარე -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
nino kiwo |
Sep 13 2008, 11:35 AM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 19-June 08 წევრი № 5,123 |
ბრავო ნანა. კარგი თემაა . ვიცოდეთ იმიტომ რომ მშვიდობა გვინდა და არა იმიტომ რომ ომისტვის ვემზადებით.
მგონი ასეტი ,,პლაკატი" იყო სკოლაში როცა სამხედროს გვასწავლიდნენ. სკოლა გამახსენდა |
guest |
Sep 14 2008, 08:14 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
q-e-T-i
nino kiwo მადლობა,ლამაზებო, შეფასებისათვის გავაგრძელებ მე. თუ წინა საკითხების გავრცობა ვინმეს სურს, სიამოვნებით მოვისმენდით. იაქტიურეთ ცოტა ქავთარაძე დაპირების მიხედვით პირველად სამედიცინო დახმარების ამბებს მისი დის რჩევებით შეავსებს. ახლა მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ უცნობ ადგილებში შესაძლო ორიენტირების ზოგიერთ მეთოდზე. ვთხოვ ზაზას , კანუდოსელი, ასევე, თუ რაიმე საინტერესო მეთოდის შემოთავაზება შეუძლია არ დაიზაროს და მიამატოს,ასევე ნებისმიერს ცხადია. (სურათები ცალკე არ დავხატე,არ მაქვს კარგი სამაგისო პროგრამები და პირდაპირ ფოტოებს დავდებ, ენა არის სერბოხორვატული, რუსულას გავს, ისედაც ახსნებს მივაწერ ქვეშ რაც სავარაუდოდ იქნებ გაუგებარი იყოს). 1.ორიენტირება ეკლესიების, მეჩეთის , საფლავების და ხის ჭრილის მიხედვით.სურ.1 > სურ.1 ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ ხეებს, რომელ მხარესაც ხავსი აქვს, ის მხარეა ჩრდილოეთი. 2.აქ ხდება ჰორიზონტის მხარეების ორიენტირება მზის ლოკაციის მიხედვით: ზემოთ ნაჩვენებია ცაზე მზის მდებარეობა შუადღემდე და ქვემოთ კი შუადღის მერე. ანუ ამ დროს ხდება სამხრეთის დადგენა, რომლის მერეც ვადგენთ ნებისმიერ ჰორისზონტის მხარეს. სურ.2 > სურ.2 3.აქ ხდება ღამის პირობებში ჩრდილოთის ვარსკვლავის (პოლარული ვარსკვლავი) მიხედვით დადგენა. ეს თანავარსკვლავედი (მცირე დათვის თანავარსკვლავედი) ჩვენს ნახევარსფეროდან მკვეთრად შემჩნევადია წელიწადის ნებისმიერ დროს და ადვილია ამიტომაც. აქ ვადგენთ ჩრდილოეთის მიმართულებას. სურ.3> სურ.3 4.მთვარის მიხედვით ორიენტირება: პირველ ადგილზე ნახატში არის ახალი მთვარე, 18 საათის მერე მზის ჩასვლის მერე მდებარეობს ცის დასავლეთით. სურ.4> სურ.4 მეორე ადგილზე სურათში ნაჩვენებია ნახევარმთვარის პოზიცია პირველ მეოთხეში : ამოდის 12 საათზე და 18 საათისთვის ჩნდება ცის თაღზე სამხრეთით, 24 საათის მერე კი ინაცვლებს დასავლეთით. მესამე ნახატში ნაჩვენებია სრული მთვარე, ამოდის 18 საათზე , ჩნდება ცის თაღზე აღმოსავლეთით, 24 საათისთვის კი გადადის სამხრეთით, დილის 6 საათისთვის კი ინაცვლებს დასავლეთით. მეორე ადგილზე სურათში ნაჩვენებია ნახევარმთვარის პოზიცია ბოლო მეოთხეში :24 საათზე ამოდის აღმოსავლეთით , 6-ზე კი ინაცვლებს სამხრეთით და 12 საათიდან გადადის დასავლეთში. 5.აქაც უმარტივესი მეთოდია ნაჩვენები: საათის და მზის საშუალებით ორიენტირება. საათის პატარა ისარს მივმართავთ მზისკენ, პატარა და დიდ ისრებს შორის ”ბისექტრისა” (შუა სხივი) კი გვიჩვენებს სამხრეთის მიმართულებას. სურათზე კარგად ჩანს და ვგონებ ბევრი კომენტარი არ ჭირდება. სურ.5> |
.ნინო |
Sep 14 2008, 09:54 PM
პოსტი
#27
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
staywhite
ნაან, რა მაგარი თემაა. ზოგი რამ მგონია გადმოვიწერო კიდეც დიიდიი მადლობა სამწუხაროა, რომ მხოლოდ წამკითხველად გამოვდგები -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
Sep 14 2008, 10:58 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
.ნინო
ციტატა სამწუხაროა, რომ მხოლოდ წამკითხველად გამოვდგები smile.gif რატომ? აბა კარგად გადახედე აქ რაც წერია, ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს. |
.ნინო |
Sep 15 2008, 02:55 PM
პოსტი
#29
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
staywhite
გაკეთებით კი გავაკეთებ, ღმერთმა არ დამაჭირვოს, მაგრამ მაინც დამატებით ვერ დავამატებ თქო, ვერაფერს... სამედიცინო რაღაცეებში კი ვერკვევი მეტ-ნაკლებად. იმდენი ექიმი მყავს გარშემო რომ რა ვიცი, მაგრამ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების შესახებ ბევრი რამ ეხლა გავიგე აქედან -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
piligrimi |
Sep 15 2008, 03:02 PM
პოსტი
#30
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ხო კარგი თემაა მაგრამ მარტო თავშესაფრებისთვის კი არა ზოგადად პირდაპირ დაბომბის ზონაში კოფნისას როგორ უნდა მოიქცე ისიც საჭიროა მგონი, ბევრმა მართლა არ იცოდა რა ექნა კონკრეტულად დაბომბის მომენტში.
თავიდან მეც მაგრად დავიბენი, პირველზე ვერც გავიაზრა რომ დაგვბომბეს ბოლომდე მეორედ ოთხ ბომბამდე რომ დავთავლე ჰაერში და თავები დაბლა დაწიეს მიწისკენ მერე მივხდი რომ თავშესაფარი უნდა მეძებნა. თუმცა ამ შემთხვევაში გამოსავალი მარტივია ხოლო არჩევანი ერთადერთი, მოძებნო უახლოესი თავშესაფარი, მოფარებული, ან სანგარი ავიაციის ხმის გაგონებისთანავე და დაწვე მიწაზე მაქსიმალურად ახლოს რომ ჭურვის ნამსხვრევები მაინც არ დაგეცეს თუ გაგიმართლა და ჭურვი შენს სიახლოვეს არ აფრთქდა. (ხო დაწოლა კარგია, მაგრამ თუ ეგრეთ წოდებული ,,ვაკუუმიანი" ჭურვია მაშინ უკვე საქმე ცუდადაა ასე რომ უშუალოდ დაბომბვაში მყოლისას საუკეთესო ვარიანტია რომ გაგიმართლოს. -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
კანონისტი |
Sep 15 2008, 04:53 PM
პოსტი
#31
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
მეჩეთის მითითება არა მგონია მთლად მართებული იყოს (ვგულისხმობ სერბული წიგნიდან), რადგან მეჩეთის ყიბლის მიმართულება არის არა ჰორიზონტის რომელიმე მხარისკენ (ეკლესიისაგან განსხვავებით), არამედ ქ. მექასკენ. შესაბამისად, თუკი სერბეთიდან ყიბლა (და მეჩეთის მინარეთი) სამხრ.-აღმოსავლეთითაა, საქართველოში ზუსტად სამხრეთითაა დანარჩენი კარგია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Sep 15 2008, 06:50 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა რადგან მეჩეთის ყიბლის მიმართულება არის არა ჰორიზონტის რომელიმე მხარისკენ (ეკლესიისაგან განსხვავებით), არამედ ქ. მექასკენ. მართალი ხარ , დათო, დამავიწყდა მითითება,მაგრამ ჩვენთანაც ხომ დგას მეჩეთი და ყიბლისკენაა ხოდა დანარჩენი რაღა უნდა ხო,მაგაზე ბოლო პოსტში მიწერია, რომ სურათები არ გადამიკეთებია,პროგრამა არ მაქვს პეინტის გარდა და საშინელებაა პეინტი. piligrimi მართალია, კასეტურ ბომბებისთვის აუცილებელია მხოლოდ თავშესაფარი. |
HANIBALA |
Sep 24 2008, 05:24 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 390 რეგისტრ.: 24-August 08 წევრი № 5,528 |
კაი თემაა მარა რათ გვინდა?საგანგებო მდგომარეობაში ისედაც ყველა დაიბნევა ეს ნახატები ვის ემახსოვრებახალხი ამას ცლები სცავლობს და ვერაფერში ვარგიან და ესე საიტზე ნასწავლით თუ ვინმე გადაარჩენთ ვინმეს მაშინს ის ადამიანი საქართველოს მომავალში ძაან გამოადგება
|
guest |
Sep 24 2008, 08:20 PM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
HANIBALA
ციტატა თუ ვინმე გადაარჩენთ ვინმეს მაშინს ის ადამიანი საქართველოს მომავალში ძაან გამოადგებაsmile.gif მოხიბლული ვრჩებით შენი განათლების დონით. საწყენია რომ შენნაირი ტრაწიანების გამო და შენნაირების დასაცავად იმდენი ნამდვილი ვაჟკაცი დაეცა. |
.ნინო |
Sep 24 2008, 08:52 PM
პოსტი
#35
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა კაი თემაა მარა რათ გვინდა?საგანგებო მდგომარეობაში ისედაც ყველა დაიბნევა ეს ნახატები ვის ემახსოვრებახალხი ამას ცლები სცავლობს და ვერაფერში ვარგიან და ესე საიტზე ნასწავლით თუ ვინმე გადაარჩენთ ვინმეს მაშინს ის ადამიანი საქართველოს მომავალში ძაან გამოადგება არ ვიცი, მე პირადა ასე ვარ და მგონია, რომ ყველას აქვს ეს უნარი: ექსტრემალურ სიტუაციაში, არ მახსოვს დავბნეულიყავი... რაც ყურმოკვრითაც კი გამიგონია, ისისც კი მახსენდება და თან ტვინი ელვის სისწრაფით იწყებს მუშაობას.... ამიტომ პირადად მე, ეს ნაწერი ძალიან გამომადგება. (ღმერთმა არ დამაჭირვოს თორემ) -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
guest |
Oct 19 2008, 06:18 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მეგობრებო, იხილეთ ეს ვებგვერდი, ძალიან საინტერესო ინფორმაციაა ქართულად, მოგეწონებათ, მშვენივრად აქვს ავტორს აღწერილი პირველადი დახმარებები და მსგავსები:
http://medportal.ge/first_aid/menu.htm |
ბადრი |
Nov 3 2008, 04:31 AM
პოსტი
#37
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
ყოჩაღ!
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
მხევალი ნინო |
Feb 4 2009, 12:24 AM
პოსტი
#38
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
staywhite
ნან, აქ სენ რაც გიწერია უფრო, მოწესრიგებული ქვეყნებისთვის არის, ანუ იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც აქვს უკვე თავშესაფარი. ა საქართველოში ასეთი რამ არ არის. ამბობენ, ვითომ მეტროო, მაგრამ არც ის არის გამძლე იმ ბომბების მიმართ რასაც დღეს ყეიან, ,,პადვლები, ხომ სატვალავში ჩასაგდები არაა. ანუ ჩვენს პირობებში, დაბომბვსიდ როს, ჯობია დავრჩეთ შენობაში თუ დავტოვოთ შენობა. ალბათ ჯობია რომ დავწვეთ, მაგრამ უკეთესი იქნება რაიმე მყარი საგნის ახლოს, მაგალუთად ხის ან კედლის, თუ მათგან მოშორებით. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
orthodox-georgia |
Feb 4 2009, 12:58 AM
პოსტი
#39
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ციტატა პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. ციტატა გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ძალიან საჭირო ინფორმაციებია, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს. საქართველოში რამდენადაა შესაძლებელი ამ ყველაფრის განხორციელება? მაგალითად: სად გვაქვს შესაბამისი თავშესაფრები თუ ბუნკერები? -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
guest |
Feb 4 2009, 11:07 AM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
orthodox-georgia
ციტატა მაგალითად: სად გვაქვს შესაბამისი თავშესაფრები თუ ბუნკერები? ჩემს დროს იყო ბუნკერებიც, თავშესაფარიც და სამოქალაქო თავდაცვასაც ვსწავლობდით. ახლანდელ სიტუაციაზე ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ არსენალში გამიგონია, რომ არ არსებობს არც ბუნკერი და არც მსგავსი თავშესაფარი უკვე, რაც მის დანიშნულებას შეასრულებს. ამბობენ, რომ რაც იყო დანგრეულია ან კაფე-ბარებია გახსნილიო. მოკლედ: სამოქალაქო თავდაცვა საქართველოში =0 . |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 10:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი