IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :)
marine
პოსტი Jul 6 2012, 10:59 AM
პოსტი #141

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(benediqt @ Jul 5 2012, 05:37 PM) *

marine
მე ვამბობ, რომ მისი ქადაგებებიდან ზოგიერთი გამონათქვამი შეიცავს ცდომილებას. ამას მხოლოდ მე კი არა უამრავი ადამიანი ამბობს და ამ ფორუმზე არგუმენტებით ამხილეს კიდეც.

გასაგებია, ბენე smile.gif სამწუხაროდ მამა გიორგის პირარად არ ვიცნობ, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა მასთან საუბარი smile.gif

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 26 2013, 01:05 PM
პოსტი #142

ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646

გარდაცვლილა...

--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Apr 26 2013, 02:48 PM
პოსტი #143

MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666

ხო გარდაიცვალა...

შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ ეგ კაცი ხიბლში არ იყო. როდესაც ვინმე ხიბლშია და მას ისეთ რმეს ავალებენ რაც მისი აზრით არასწორი ან უსამართლოა, ის მას არ ასრულებს. მამა გიორგის კიდე ბევრჯერ აუკრძალეს წირვის ჩატარება და ყოველთვის ემორჩილებოდა ამ გადაწყვეტილებას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Apr 26 2013, 03:54 PM
პოსტი #144

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578

დიდ ადამიანებს სიცოცხლეში თითქმის არასოდეს აფასებენ... smile.gif

--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 27 2013, 01:22 AM
პოსტი #145

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

qetevano
ციტატა
გარდაცვლილა...

ხოო?

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 27 2013, 01:36 AM
პოსტი #146

ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646

A.V.M
ციტატა
ხოო?

ოფიციალური წყარო არ მინახავს ჯერ. https://www.facebook.com/pages/მამა...3572746?fref=ts აქედან გავიგე

--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 27 2013, 01:42 AM
პოსტი #147

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

თუ მართლა გარდაიცვალა მამა გიორგი , აცხოვნოს ღმერთმა...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 27 2013, 01:43 AM
პოსტი #148

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018

კი, ნამდვილად,.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Apr 27 2013, 03:55 AM
პოსტი #149

MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666

კი გარდაიცვალა, ჩემი მეგობარი ძალიან ახლოს იყო მასთან და ხალხს ვისაც მამა გიორგისთან მისვლა უნდოდა მას უკავშირდებოდნენ ხოლმე... ხოდა გუშინწინ დამირეკა რომ გარდაიცვალაო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Apr 28 2013, 11:44 PM
პოსტი #150

ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755

ციტატა
გარდაცვლილა...

ყოველთვის მინდოდა მამა გიორგის ნახვა, შეიძლება ვერც ვერასოდეს მომეხერხებინა მარა... sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 29 2013, 08:58 AM
პოსტი #151

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

ღმერთმა აცხონოს

--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?

კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 29 2013, 12:08 PM
პოსტი #152

I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010

მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. "სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო..."

მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას... ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ...

მას გიორგი ერქვა, მამა გიორგი (ბასილაძე) ყველას იმედი და ჭირის მოზიარე, რომელმაც გასულ კვირას დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და ზეციურ საქართველოში მიეახლა სულკურთხეულ წინაპრებს, როგორც ღირსეული და ვალმოხდილი სულიერი მამა, აღსრულების შემდეგაც რომ არასოდეს მიატოვებს თავის შვილებს და სამშობლოს.
პირველად ამ ხუთიოდე წლის წინ გავიცანი მამა გიორგი. უცხოეთიდან გზავნილის მიტანა მთხოვეს მასთან და სახლში ვესტუმრე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება, როდესაც მისი სახლის კარი შევაღე სოფელ ჭოგნარში. იჯდა ღუმელთან, ლამპით მკრთალად განათებულ ოთახში, მაგრამ თავად ანათებდა კაცი(!). ძალაუნებურად დავიჩოქე და ხელზე მთხვევა დავაპირე. თვალები გადამიბრიალა: - ადექი ზეზე, რას კადრულობ, თუ იციო... მერე საოცრად თბილად გამიღიმა და მითხრა: - მოდი ქიზიყელო, თითო ჭიქა ავწიოთ და იმ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, მე და შენ რომ გვინდაო...

მას შემდეგ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ჭოგნარის გადასახვევთან ჩამევლო და მამა გიორგი არ მომენახულებინა. ის არასოდეს საუბრობდა მაღალფარდოვანი ტირადებით ანდა მეცნიერული ლექსიკით. ის მუდამ გესაუბრებოდა "შენს ენაზე", უბრალოდ და გასაგებად, მაგრამ იმავდროულად, აუცილებლად მიგქონდა განცდა, რომ ბრძენს ესაუბრებოდი. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მისი საუბრის დეტალები გამხსენებია თვეების შემდეგ, ზუსტად იქ და იმ ვითარებაში, როდესაც დილემის წინაშე ვმდგარვარ და ერთადერთი სწორი გზა მომიძებნია მამა გიორგის მეშვეობით...

არასოდეს გამოგიშვებდა ისე, რომ არ გეტრაპეზა. თავად სულ ოდნავ მოიციცქნიდა მჭადს და მოსვამდა ღვინოს, შენ კი სამ ჭიქას აუცილებლად დაგალევინებდა. გათქმევინებდა უფლის სადიდებელს, დაგალოცინებდა დედაეკლესიას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით და სამშობლოს სადღეგრძელოსაც შეგასმევდა. წამოსვლისას, აუცილებლად გამოგატანდა პურსა და ღვინოს. თითქოს ნაზიარები მოდიოდი მისგან, განწმენდილი და იმედით სავსე...

მის სასწაულებზე ბევრი ლაპარაკობს. თავად არ უყვარდა ამაზე საუბარი, თუმცა თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ და საკუთარ თავზე გამომიცდია მამა გიორგის მადლი. ერთხელ სტუდია "გუთანის" ბიჭები ზუგდიდში მივდიოდით ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე. გზად შევუარეთ მამა გიორგის. თავის სენაკში გვიხმო, საწოლში იწვა. ჩამოვსხედით და ჩვეულებისამებრ დაგვმოძღვრა. საუბარი ისეთი იცოდა, ვერ მოსწყდებოდი ვერაფრით. საათზე რომ დავიწყეთ ყურება, გვითხრა: - ვიცი, ბაბუა, ზუგდიდში მიდიხართ, მარა მეიცადეთ პატარა ხანს, სად გეჩქარებათ, გზაზე შეფერხება გელით და ჩემთან საუბარი არ გირჩევნიათო?..

მაინც არ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ და ფეხი ავიჩქარეთ, მაგრამ სად წახვალ, არ იქოქება მანამდე იდეალურად მომუშავე მანქანა. გამობრძანდა მამა გიორგი ჭიშკარში, გადმოგვხედა და ღიმილით გვკითხა: - რაო ბაბუა, არ იქოქება ეგ მანქანა ხომ?.. რომ გამეიქეცით, რავა, არ იცოდით, რომ არ გაგიშვებდით უპურ-მარილოდო?.. დაუძახა ბავშვებს, მოარბენინეს ხელად ღვინო და პური, ჩაგვიწყეს საბარგულში. გაგვაფრთხილა: - სანამ სახლში არ ჩახვალთ, არ დალიოთ ეს ღვინოო, მერე გადაგვსახა ჯვარი და დაიქოქა მანქანაც(!)... ვიდრე დავიძვრებოდით, მაინც გვითხრა ღიმილით: - გაჩერებულიყავით კიდევ პატარა ხანს, მაინც ნელა მოგიწევთ სიარულიო და მშვიდობის გზა გვისურვა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი აგვიხდა გზაზეც და ღვინოზეც. ჯერ იყო და ქუთაისის გზაზე რაღაც ველორბოლა ტარდებოდა და მათ ვდიეთ კუს ნაბიჯებით, მერე კი უკვე ზუგდიდიდან მობრუნებულებმა, რიკოთზე წახემსება და მამა გიორგის ღვინის დაჭაშნიკება მოვინდომეთ, მაგრამ ვაი, ამისთანა დაჭაშნიკებას, ისეთი ძმარი აღმოჩნდა, ყვავს დააჩხავლებდა. ჩავასხით უკანვე და გავაგრძელეთ გზა. სახლში მისულებმა ხელახლა გავსინჯეთ ის ღვინო და დიდება შენდა უფალო, რა ძმარი, რის ძმარი, ნაღდი ღვინო არ დაგვხვდა(!)..

კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად მამა გიორგის საოცარი სიტყვები მახსენდება საქართველოზე, რომელმაც სწორედ მაშინ აავსო ჩვენი გულები იმედითა და სიყვარულით, როდესაც თითქმის აღარ ჩანდა ხსნა: -
დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში... ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...os-mtersaq.html

პოსტი #153

ana-xatia
პოსტი Apr 29 2013, 02:21 PM
პოსტი #154

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261

უფალმა აცხონოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tedo881
პოსტი May 1 2013, 03:49 PM
პოსტი #155

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332

ღმერთმა აცხოვნოს sad.gif ხომ არავინ იცით როგორ გარდაიცვალა, გაგონილი მაქვს რომ ამბობდა მოწამეობრივად უნდა აღვესრულოო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 1 2013, 08:58 PM
პოსტი #156

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ციტატა
ხომ არავინ იცით როგორ გარდაიცვალა, გაგონილი მაქვს რომ ამბობდა მოწამეობრივად უნდა აღვესრულოო.

რასაც გაიგონებ ყველაფერს თუ არ დაიჯერებ კეთესი იქნება , ჩემი აზრით .

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tedo881
პოსტი May 2 2013, 03:28 PM
პოსტი #157

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 20
რეგისტრ.: 8-May 12
წევრი № 12,332

A.V.M
უფრო სწორედ წავიკითხე smile.gif ჟურნალ ''კარიბჭის'' 68-ე ნომერი 6-19 აპრილი, 2007 წელი, ზუსტად მოვახდენ ციტირებას მამა გიორგის ინტერვიუდან : '' დაიმახსოვრეთ რასაც გეტყვით :ილია წინასწარმეტყველის გამოჩენის დრო რომ დადგება, მაშინ უნდა გავიდე მე მოწამეობრივი აღსასრულით.''
ეხლა ვეძებდი ძლივს ვიპოვე ეს ნომერი biggrin.gif ხოდა მაინტერესებდა რამდენად ახდა მისი სიტყვები, ცუდად არ მინდა არავინ გამიგოს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 3 2013, 12:20 AM
პოსტი #158

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

tedo881
რომ არ დაგეწერა მაინც მჯეროდა...
მამა ლევან მათეშვილმა თქვა ერთხელ ძალიან კარგად:

,,პრობლემა მამა გაბრიელში ან მამა გიორგი ბასილაძეში კი არაა . პრობლემა ხალხშია როდესაც არასწორი დამოკიდებულება აქვთ მასთან . ''

მართლა რა...
იყო კაცი და ქონდა შეცდომები , და ნუ გავხდით სიცოცხლეშივე წმიდანს რა...
ნუ გავხდით მამა გიორგი ბასილაძეს იოანე ოქროპირად.

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი May 3 2013, 02:46 PM
პოსტი #159

✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914

მამა ლევან მათეშვილს მღვდლად ვერანაირად ვერ აღვიქვავ )) იმდენად უმეცარი ადამიანია საერთოდ რა უნდა სამღვდელოაბში მსგავს ამზრზენ პიროვნებებს მე არ ვიცი

რაც შეეხება არქინამდრიტ გიორგი ბასილაძის გარდაცვალებას,ის ზუსტად ისე აღესრულა როგორც ის ბრძანებდა,მან საკუთარი სხეული მიიტანა სამსხვერპლოზე ერისა და საკუთარი ხალხს ცოდვათა გამოსასყიდად.

პატრიარქმა ილია მეორემ მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ
მეუფე კალისტრატე მარგალიტაძემ კი შენდობის წერილი გამოუგზავნა რომელიც თავზე გადაახია მომტანს, არქიმანდრიტის ძმისშვილმა და სწორედაც მოიქცა ))))

არიქიმანდრიტ გიორგი ბასილაძის ცხედარი 32 გრადუს სიცხეში 6 დღის განმავლობაში ესვენა ყოველგავრი ბალზამირების გარეშე ჭოგნარის ამაღლების ტაძარში.მას ხრწნის არავითარი ნიშანი არ მიკარებია.

საქართველოს ფიზიკურად დააკლდა მამათა მამა ,სიყვარულის და სათნოების მოძღვარი არქიმანდრიტი გიორგი ბასილაზე,მისმა მოწამეობრივმა ცხოვრებამ და მოწამეობრივმა აღსასრულმა ჩვენ ყველას დაგვანახა, რომ მისი ბრძოლა გრძელდება ბოროტების წინააღმდეგ.და საქართველო არასოდეს შეურიგდება დაიდგას უცხო უღელი.

ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოწმე ვარ ამისა რასაც თქვენ აქ კითხულობთ.

--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი May 5 2013, 01:06 AM
პოსტი #160

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845

მაგ 5 წიგნიდან ერთ ერთში წერია რო მამა გიორგი ამბობს ჩვენი ნაკრები მსოფლიოს თუ ევორპის ჩემპიონი გახდება (ფეხბურთში) და ამას მე მოვსეწრებიო სამწუხაროდ არ ახდა წინასწარმეტყველება და ჩემპიონობა ალბათ არასდროს გვიწერია, ჩემპიონობა კიარა ევროპაზე ან მსოფლიოზე გაგვიყვანა ნეტა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 04:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი